მანდ არ ვიცი რა ჯიშზეა ლაპარაკი მარა ამ ინფოს მივაგენი თუ რამეში გამოგადგება:
http://ka-ge.facebook.com/note.php?note_id=263298897045729ჟოლოს წარმოების ტექნოლოგია
AGRO-COM-ის მიერ 2011 წლის 16 10, კვირა, 20:29-ზე
სასოფლო–სამეურნეო თვალსაზრისით ჟოლო მაღალშემოსავლიანი კულტურაა, რადგან მასზე ფასი სტაბილურად მაღალია (საბითუმო ფასი 2,0–2,5 ლარი/კგ) და კარგი საბაზრო მოთხოვნითაც ხასიათდება. იგი დარგვიდან მეორე წელს იწყებს მოსავლის მოცემას, სრულ მსხმოიარობაში კი შედის მეოთხე–მეხუთე წელს და სწრაფად აანაზღაურებს გაშენების დროს გაწეულ ხარჯებს. წმინდა შემოსავალი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით საშუალო მოსავლიანობის (8ტ/ჰა) პირობებში 12000–15000 ლარს შეადგენს. პლანაციის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა 15–20 წელიწადია.
ჟოლო მრავალწლიანი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა, რომლის მიწისქვეშა ნაწილი შედგება ფესურისა და გვერდითი დამატებითი ფესვებისაგან. ზაფხულის პერიოდში მიწისქვეშა კვირტებიდან ვითარდება ტოტები, რომლებიც ზაფხულის დასასრულისათვის ამთავრებენ ზრდას, ივითარებენ საკუთარ ფესვებს, კავშირს წყვეტენ დედა მცენარესთან და დამოუკიდებელ ერთწლიან მცენარედ გადაიქცევიან.
ჟოლო განვითარების ორწლიანი ციკლით ხასითდება: პირველ წელს ახლად აღმოცენებული ტოტები (ერთწლიანი ყლორტი) არ იძლევა ნაყოფს. იგი მხოლოდ მეორე წესლ იძლევა მოსავალს. მოსვალის დამწიფესბის და მოკრეფის შემდეგ ორწლიანი ტოტი ხმება. ამავე წელს ვითარდება ახალი ერთწლიანი ტოტები, რომლებიც იმავე ციკლს იმეორებენ. თუმცა არსებობენ ჯიშები რომლებიც მსხმოიარობენ ერთწლიან ნაზარდებზე და მოსავალს იძლევიან შემოდგომაზე. მსხმოიარობის ტიპის მიხედვით ჯიშები იყოფა ორ ჯგუფად: ზაფხულში მსხმოიარე (ტულეიმინი, კენბი, ნოვა, ენკორი და სხვა) და შემოდგომის მსხმოაირე (ჰერიტეჯი, ოტომნ ბლისი, პოლანა, ოტომნ ბრიტენი და სხვა).
ზაფხულში მსხმოიარე ჟოლოს ჯიშები მოსავალს იძლევა ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე.
შემოდგომაზე მსხმოიარე ჯიშები იკრიფება აგვისტო–ოქტომბერში.
ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა
ჟოლო მოითხოვს კარგად განათებულ მზიან ადგილს და ცუდად იტანს ჭარბ ტენიანობას. საბაღე ადგილის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება წყალგამტარ, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებს. უკეთესია ჩრთილოეთის, ჩრდილო –დასავლეთის და ჩრთილო–აღმოსავლეთის ფერდობების გამოყენება.
ჟოლო ნაკლებად მგრძნობიარეა ნიადაგის PH-ის მიმართ. მაგრამ უფრო კარგად ვითარდებიან 6,0–6,5 PH-ის ფარგლებში ოდნავ მჟავე ნიადაგებზე. კარბონატების მაღალ შემცველ ნიადაგებზე, სადაც PH>8, შეიძლება განვითადეს ფოთლის ქლოროზული მოვლენები.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჟოლოს დარგვა არ შეიძლება იმ ადგილებში, სადაც წინა წელს აწარმოებდენ პამიდორს, წიწაკას და კარტოფილს რადგან ასეთ ადგილებში გაშენებულ ჟოლოს ბაღებში შეიქმნება პრობლემები სხვადასხვა დაავადებების გასავრცელებლად.
გაშენების წინ ნიადაგი კარგად უნდა მომზადდეს – უნდა მოიხნას ან უნდა მოხდეს ნიადაგის დაჩიზელება, დაიფარცხოს და დაიფრეზოს. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სარეველების კონტროლს, აუცილებელია ნიადაგი სარევეელბისაგან წინასწარ გასუფთავდეს, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და მკვეთრად აქვეითებს მოსავალს.
ბაღის გაშენება
ჟოლო უნდა დაირგოს გვიან შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ყინვების დაწყებამდე ან ადრე გაზაფხულზე მარტში–აპრილის დასაწყისში.
გაშენების ოპტიმალური სქემაა 2,5–3,0 მ X 0,50–0,60 მ. ნერგის დარგვისას კეთდება 30–40 სმ სიღრმის და 50–60 სმ სიგანის კვალი (ტრანშე) სადაც ხდება ნერგის დარგვა. არ დაიშვება დარგვის პროცესში ფესვების გამოშრობა, ის ნერგები რომელიც ჯერ არ დარგულა, იფარება სველი ტილოს ქსოვილით, რათა დაცული იყოს მზისაგან და ქარისაგან.
ნერგი ირგვება ისე, რომ ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირიდან მოექცეს 2–3 სანტიმეტრით დაბლა. ნერგის გარშემო ნიადაგი იტკეპნება და ირწყვება წვიმიანი ამინდის შეთხვევაშიც კი (სასურველია წვეთოვანის სისტემის მონტაჟი). დარგვის შემდეგ ნერგი გადაიჭრება 10–12 სმ სიმაღლეზე. ამ დროს ძალიან ეფექტურია მულჩის გამოყენება. მულჩად გამოიყენება: ნამჯა, ტორფი, ნახერხი, კომპოსტი და სხვა.
დარგვის პერიოდში რეკომენდირებული არ არის სასუქების გამოყენება. დარგვის წელს აზოტოვანი სასუქი შეაქვთ ივნისის შუა რიცხვებიდან ხოლო კომპლექსური სასუქი NPK შემდეგი წლის გაზაფხულზე.
დარგვის პირველ წელს ჩვენი მიზანია მცენარის ფესვთა სისტემის გაძლიერება. ამიტომ დარგვის წელს მცენარეს არ ვაძლევთ ყვავილობის და მსხმოიარობის საშუალებას. ამ წელს ბაღში ტარდება ნიადაგის კულტივაცია 3–4 ჯერ და სარეველებთან ინტენსიური ბრძოლა.
ჟოლოს მოვლის აგროტექნიკა
აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, მორწყვა და მცენარეთა დაცვა.
აუცილებელია, რომ მცენარე შეძლებისდაგვარად დაცული იყოს სარეველებისაგან. ამისათვის გამოიყენება როგორც მექანიკური ( მულჩირება, გამარგვლა, გაფხვიერება) ასევე ქიმიური მეთოდები (ჰერბიციდების გამოყენება). რეკომენდირებულია რიგთაშორისების 2–3 ჯერ როტაციული კულტივატორით დამუშავება. თუ პლანტაცია აღემატება 1 ჰა–ს მაშინ აუცილებელია ჰერბიციდების გამოყენება. სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად ძირითადად გამოიყენება აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომი ჰერბიციდები.
დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მორწყვას. კარგი ირგიაცია 2–3 ჯერ ზრდის ჟოლოს პლანტაციის პროდუქტიულობას. ჟოლოს ზედაპირული ფესვტა სისტემა აქვს და მისთვის აუცილებელია ხშირი ზედაპირული მორწყვა. ამიტომ წვეთოვანი მორწყვის სისტემებს დიდი უპირატესობა გააჩნია ჩვეულებრივ მორწყვასთან შედარებით. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე რეკომენდირებულია მოღარვით მორწყვის შემდეგი ვადები: პირველი მორწყვა – ყვავილობის წინ; მეორე – გამონასკვის პერიოდში; მესამე და მეოთხე – სიმწიფის პერიოდში, მეხუთე – მოსავლის აღების შემდეგ.
ნიადაგის გამოყენების სიტემა შემდეგია: ადრე გაზაფხულზე რიგებში შეაქვთ კომპლექსური PK. აზოტოვანი სასუქების შეტანა კი ნაწილ–ნაწილ უნდა განხორცილდეს: პირველი შეტანა ხდება ადრე გაზაფხულზე (მარტი–აპრილი), როდესაც მცენარე ჯერ კიდევ მოსვენების მდგომაროებაშია. ამ ეტაპზე ნიადაგში შედის წლიური ნორმის 2/3. დარჩენილი ნაწილი შეტანილი უნდა იყოს ივნისის დასაწყისისათვის. თავი უნდა ავარიდოთ სასუქების შეტანას გვიან ზაფხულში და შემოდგომაზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზამთარგამძლეობის შემცირება.
ძალიან მნიშვნელოვანია ჟოლოს პლანტაციის დაცვა მავნებელ–დაავადებებისაგან. სეზონის განმავლობაში აუცილებელია პლანტაციის 4–5 ჯერ შეწამვლა. ჟოლოს განსაკუთრებით აზიანებს შემდეგი მავნებლები: ჟოლოს ხოჭო, კვირტის ჩრჩილი, ჟოლოს ღეროს ბუზი და სხვა. ასევე მეტად საშიშია შემდეგი დაავადებები: ანთრაქნოზი, ბოტრიცისი და დიდიმელა.
განხილვა
ჟოლო მოსავალს იძლევა გასული წლის ნაზარდებზე, რომელიც მოსავლის მოცემის შემდეგ ხმება. იმავე წელს ფესვის კვირტებიდან ამოდის ახალი ერთწლიანი ტოტები. ამ ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით აგებული არის სხვლის სტრატეგიაც. გასხვლა ტარდება გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ამ დროს ხდება ყველა ძველი ტოტის ამოჭრა და ახალი ნაზარდებსი გათხელება. აუცილებელია, რომ რიგის სიგანე არ აღემატებოდეს 40–სმ–ს, რადგან ფართო რიგებში მატულობს დაავადებების გავრცელების ალბათობა. პლანტაციაში ყოველ ერთ მეტრზე უნდა დარჩეს არაუმეტეს 16–20 ძლიერი ერთწლიანი ტოტი. დარჩენილ ტოტებს ამოკლებენ 1/4–ით. ასეთი ტიპის გასხვლა რეკომენდირებულია ზაფხულში მსხმოიარე ჯიშებისათვის. რაც შეეხება შემოდგომით მსხმოიარე ჯიშებს მათი გასხვლა ძალიან მარტივია: ყოველ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ხდება პლანტაციის მთლიანი გადაჭრა ძირამდე.
საყრდენი სისტემის მოწყობა
ცნობილია, რომ ჟოლოს ტოტები საკმაოდ სუსტია და ადვილად იზნიქება ნაყოფების სიმძიმით, ამიტომ ჟოლოს პლანტაციის გასაშნებელად საჭიროა საყრდენი სისტემის მოწყობა, ყველაზე მეტად გავრცელებულია მარტივი ტიპის შპალერსი საყრდენი სისტემა ან T–სებური საყრდენი სისტემა. საყრდენ სისტემაზე მცენრის დამაგრება ხდება სპეცილური სამაგრების მეშვეობით.
მარტივი ტიპის სატრდენი სისტემა შედგება ხის ბოძებისაგან და 90–100 სმ სიმაღლეზე გამბული ერთი მავთულისაგან. ბოძებს შორის მანძილი არის 10–12 მეტრი, ბოძის დიამეტრი 70–80 მმ, ხოლო ბოძის სიმაღლე 130–150 სმ. მავთული გამბულია ორივე მხრიდან.
T–სებური ტიპის შპალერი შედგება ხის ბოძებისაგან, რომლებზეც T–სებურად 1 მეტრ სიმაღლეზე ჰორიზონტალურად დამაგრებულია 40 სმ სიგრძის ფიცარი. ბოძებს შორის მანძილი 10–12 მეტრია. ბოძის სიმაღლე 130–150 სმ. ორი პარალალური მავთული გამბულია ორივე მხრიდან.
მოსავლის კრეფა
კენკრა მოსაკრეფად მზად არის, როდესაც მას აქვს დამახასიათებელი ღია ალისფერი შეფერვა და ადვილად სცილდება მცენარეს. კენკრა მეტად სათუთია, ამიტომ აუცილებელია ფაქიზი და ფრთხილი კრეფა. ნაყოფი ვერ უძლებს დახარისხებას, ამიტომ სასურველია მოსავალი მოიკრიფოს იმ ტარაში რომლითაც იგეგმება მისი რეალიზაცია. კრეფისას რეკომენდირებულია ორი საკრეფი კონტეინერის გამოყენება, ერთში იდება მსხვილი ნაყოფები, მეორეში საშუალო და წვრილი ნაყოფები. ჟოლოს ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, ამიტომ მისი კრეფა უნდა განმეორდეს ყოველ მეორე–მესამე დღეს. სიმწიფის პერიოდი განსხვავებულია ჯიშების მიხედვით და გრძელდება 2–3 კვირის მანძილზე.
მოსავლიანობა
მოსავლიანობა დამოკიდებულია ნიადაგობრივ პირობებზე, მოვლის აგროტექნიკურ ფონზე და ჯიშურ თავისებურებებზე. კარგი მოსავლის პირობებში 1 ჰექტარზე შესაძლებელია 8–10 ტონა მოსავლის აღება.
საქართველოს პირობებისათვის აპრობირებული და რეკომენდირებული ჯიშები
კენბი
კანადური ჯიშია მიღებულია ვიკინგისა და ლოიდ ჯორჯის შეჯვარებით.
მცენარე: ხასიათდება უეკლო ღეროებით, საშუალოდ ივითარებს ამონაყარს, ვირუსული დაავადებების მიმართ ამტანია, მგრძნობიარეა ფესვის სიდამპლის მიმართ.
ნაყოფი: წითელი ფერისაა. საადრეო სიმწიფის პერიოდის, შიდა და ქვემო ქართლში საკრეფი სიმწიფე იწყება ივნისის შუა რიცხვებიდან და გრძელდება ივლისის დასაწყისამდე. ნაყოფი დიდი ზომისაა, საშუალო მასა 2,9–3,2 გრ, კონუსური ფორმის, მკვრივი, შესანიშნავი არომატით, ღია წითელი, ადვილად მოსაკრეფი, შესანიშნავია ნედლად ხმარებისათვის.
ტულეიმინ Tulamen
მცენარე: ზაფხულში მსხმოიარეა, ფართოდ გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, საუკეტესო ჯიშია სათბურში წარმოებისათვის.
ნაყოფი: წითელი ფერისაა. საშუალო–საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, შიდა და ქვემო ქართლში საკრეფი სიმწიფე იწყება ივლისის დასაწყისიდან და გრძელდება ივლისის ბოლომდე. ნაყოფი ძალიან დიდი ზომისაა, საშუალო მასა 3,5–4,2 გრ, კონუსური ფორმის, მკვრივი, ალისფერი წითელი, ხასიათდება საუცხოო გემოთი.
ჰერიტეჯი Heritage
მცენარე: შემოდგომაზე მსხმოიარე, ხასიათდება ძლიერი ზრდის, ვერტიკალური ტოტებით. დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა, უხვმოსავლიანია.
ნაყოფი: წითელი ფერისაა. შიდა და ქვემო ქართლში საკრეფი სიმწიფე იწყება აგვისტოს შუა რიცხვებიდან და გრძელდება ოქტომბრის მეორე დეკადამდე. ნაყოფი დიდი ძალიან ზომისაა, მკვრივი, შესანიშნავი არომატით, ღია წითელი, შესანიშნავია ნედლად ხმარებისათვის.
ჯეველი Jewel
მცენარე: უხვმოსავლიანია, გამძლეა ძირითადი დაავადებების მიმართ.
ნაყოფი: შავი ფერისაა. საშუალო საადრეო სიმწიფის. შიდა და ქვემო ქართლში საკრეფი სიმწიფე იწყება ივლისის დასაწყისიდან და გრძელდება ივლისის ბოლომდე. ნაყოფი მსხვილი ზომისაა, პრიალა შავი ფერის, შესანიშნავი არომატით.
ირაკლი მერკვილიშვილი
მამუკა მერებაშვილი