Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მასმედია > ევროვიზია


Posted by: Artist 17 Nov 2019, 01:53
ვინაიდან ბევრ გვერდებს არ მოიცავს ევროვიზიის თემა ყველა დანარჩენ ევროვიზიებს
გავაერთიანებ ამ ერთ თემაში, სადამდეც გაქაჩავს…

ეხლა დაიწყო 2020 ის ევროვიზიის შესარჩევი გადაცემა საქართველოს ვარსკვლავში გამარჯვებულის, გამოვლენა...
აბა დაყარეთ თქვენი პროფესიონალური აზრები ვის ვინ მოსწონს და ვინაა უკეთესი კანდიდატურა ამჯერზე ევროვიზიისთვის..

პირველი ლაივ კონცერტი უკვე ჩატარდა და ერთი მონაწილე ათეულიდან უკვე გავარდა, ვისაც ყველაზე მცირე ხმები შეხვდა...


..
* * *
user posted image

პარალელურად თვალს ვადევნებთ ბავშვთა ანუ იუნიორთა ევროვიზიას რომელის ამ თვეში ჩატარდება..
* * *
24 ნოემბერს 2019 პოლონეთში

Junior Eurovision Song Contest 2019
https://en.wikipedia.org/wiki/Junior_Eurovision_Song_Contest_2019



Posted by: Artist 18 Nov 2019, 15:31
წინა ევროვიზიის ერთი ფავორიტი ხომ გახსოვთ'? ლიზა კალანდაძე:

user posted image

მისი და "ნიკა" კალანდაძე მონაწილეობს ეხლა ამ კონკურსში და გავს ლიზას თავისი მაგიურობითაც…
დასანანი იქნებოდა რომ გავარდნილიყო, ბოლოდან მეორე ადგილზე იყო მაყურებლები ხმებით..
მისი გამოსვლა:

ბარემ აქვე დავდებ ამ პირველ "ლაივ შოუს" ვიდეოს, ფინალში გასული ათივე მონაწილით:

Posted by: Artist 22 Nov 2019, 02:09
ბავშვები უკვე იქ (პოლონეთში) არიან 2 დღეში დაიწყება ბავშვთა ევროვიზია:





რატომღაც მგონია რომ სიმღერა თვითონ როგორც ასეთი რაღაც მოისუსტებს ჩვენი... სხვები უფრო ეფექტურები არიან,
მაგ. ესპანეთი თუ საფრანგეთი, სერბები, იტალია... თვითონ სიმღერის და მელოდიის ამბავში...


პს.
ასე მგონია ჩემ თავს ველაპარაკები, რატომ აღარავინ არ პოსტავს ამ თემაში? საკვირველია პირდაპირ:
თემის ავტორი არ მოგწონთ თუ თვითონ თემაზე გაქვთ აცრუებული გული'?

მალე დავხურავ ამ თემას და ვინმემ სხვამ გასხნას ისევ...

Posted by: Artist 24 Nov 2019, 20:38
აქ ბავშვთა ევროვიზიის ლაივ კონცერტი:


იუნიორ ევროვიზიაში ვერ მოვიპოვეთ სასურველი ადგილი… ისე მომღერლები კი კარგი გვყავს მაგრამ
სიმღერებში გვიჭირს რატომღაც… კომპოზიტორებს სჭირდება კარგი მოტივაცია რომ რაიმე გამოვიდეს..
ანდა კარგი არჩევაა საჭირო სიმღერის…


საქართველოს ვარსკვლავშიც კარგი მომღერლები კი გვყავს მაგრამ ევროციზიისთვის კარგი სიმღერაა საჭირო…
მეორე ტურის ლაივ კონცერტის შედეგი:
user posted image

Posted by: Artist 26 Nov 2019, 03:59
მე ვხურავ ამ თემას ვინაიდან არავი არ გამოხატა ინტერესი… თუ ვინმეს აინტერესებს ამ თემის არსებობა
გახსნას ახალი საკუთარი თემა..

აბა გისურვებთ წარმატებებს…

Posted by: Artist 20 Dec 2019, 02:17
ეხლა ისევ გავხსენი ეს თემა, ვინაიდან არავინა არ რეაგირებს, ისე კი ერთი რამის თქმა მინდა, რომ
საქართველოს ვარსკვლავიდან ყველ კარგი კადრები უკვე გავარდა… ასე რომ ევროვიზიაზე ვინ წავა
და რას იმღერებს უკვე აქვს დასმული დიაგნოზი... რომ წარმატებას ვერ მივაღწევთ... მე მგონი....

Posted by: Artist 23 Dec 2019, 03:19
ლიზას თუ წაიყვანენ ამ თორნიკესთან ერთად ევროვიზიაზე და დუეტს იმღერებენ, მაშინ გვაქვს შანსები,
და კარგი სიმღერაც უნდა დაიწეროს მათთვის:


Posted by: Artist 29 Dec 2019, 21:52
ლიზა უნდა მოხვდეს როგორმე ევროვიზიაზე და წინ წავა საქმე… მართლაც საევროვიზიო ტიპაჟია, ღვთაებრივი,
განსაკუთრებული და გამორჩეული თავის არაამქვეყნიურობით სწორედ ეს მოხიბლავს ევროვიზიის მაყურებელს…

Posted by: Artist 1 Jan 2020, 03:04
მოკლედ წლევნდელ 2020 წლის ევროვიზიაზე მიდის თორნიკე ყიფიანი…
როგორც ვთქვი თუ ლიზასაც წაიყვანს და დუეტს შეასრულებენ მას შანსი აქვს…


Posted by: Artist 3 Jan 2020, 21:32
user posted image
ეხლა სიმღერის დაწერაა საქმე თუ როგორი სიმღერით წარადგენს თავს თორნიკე…

Posted by: givikogiviko 5 Jan 2020, 19:54
QUOTE (Artist @ 1 Jan 2020, 03:04 )
მოკლედ წლევნდელ 2020 წლის ევროვიზიაზე მიდის თორნიკე ყიფიანი…
როგორც ვთქვი თუ ლიზასაც წაიყვანს და დუეტს შეასრულებენ მას შანსი აქვს…

გადავიკითხე შენი პოსტები და რა მარტო პოსტავ gigi.gif სიმღერა რითი მიდის არაა ეგ შერჩეული ხო? ქართული სიმღერით მიდიან? არამგონია დიდათ შანსი ქონდეთ ნუ რავი ჩემი აზრით გამარჯვებასთან 2010 წელს ვიყავით ახლოს სოფოს წყალობით და კიდევ 2011 წელს ჯგუფი ელდრაინის წყალობით.... სხვა ყველა გამოსვლა არ იყო კაი

Posted by: Artist 7 Jan 2020, 22:44
givikogiviko
QUOTE
სიმღერა რითი მიდის არაა ეგ შერჩეული ხო? ქართული სიმღერით მიდიან?

სიმღერის ამბავი არ ვიცი შარშან გადაწყვიტეს რომ ქართული სიმღერით წასულიყვნენ, მაგრამ სიმღერები
ისეთი დაიდო რომ არც ერთი არ ვარგოდა… ქართული სიმღერით კი მოიგებენ მაგრამ კაი სიმღერა უნდა
დაიწეროს… მანდ ხომ ახალი სიმღერით გასვლაა საჭირო… აი ბავშვთა ევროვიზიაში ქართული სიმღერებით
გავედით სამჯერ პირველ ადგილზე, ვინაიდან ძალიან ორიგინალური კაი სიმღერები გვქონდა… ჯერ პირველ
ადგილზე ვართ გამარჯვებების რაოდენობით ბავშვთა ევროვიზიაზე, მაგრამ დიდებში არ ვიცი რატომ ვერ
წერენ კარგ სიმღერას ანდა სიმღერების შერჩევა ხდება ალბათ ასე უგემურად? არ ვიცი რა პრინციპით არჩევენ…

QUOTE
გადავიკითხე შენი პოსტები და რა მარტო პოსტავ

ჰო გამიხარდა რომ შემომიერთდი თორემ მარტო პოსტვა არაა სახარბიელო რამ… მოსაწყენია ძაან…

Posted by: Artist 13 Jan 2020, 23:12
თუ სადმე დაიდო ან გაიგოთ თუ რა სიმღერით მიდის თორნიკე ყიფიანი ევროვიზიაზე მადლი მოისხით და დაპოსტეთ აქ…

givikogiviko
QUOTE
სხვა ყველა გამოსვლა არ იყო კაი

დიახ… საბავშვო ევროვიზიაზე კარგად მივდივართ ვლიდერობთ კიდეც სამჯერ გამარჯვებით… მაგრამ ამ დიდებში არ
გვიმართლებს რატომღაც…ან სიმღერების დეფიციტია ანდა არჩევის ამბავია ანუ ჟიური ვერ არჩევს კაი სიმღერას… smile.gif

Posted by: Black-Rose 19 Jan 2020, 17:32
თვითონ შესარჩევი კონკურსი ისეა მოწყობილი რომ ევროვიზიაზე წარუმატებლობა არაა გასაკვირი.
ვირჩევთ მომღერალს და აზრზე არ ვართ რას იმღერებს.
ევროვიზიაზე სიმღერაც მნიშვნელოვანია და მომღერალიც, ამიტომ მარტო მომღერალი კი არ უნდა აირჩიო, თავიდანვე უნდა ნახო ვინ რას იმღერებს და მაგის მიხედვით შეარჩიო

Posted by: Artist 19 Jan 2020, 22:55
Black-Rose
QUOTE
ევროვიზიაზე სიმღერაც მნიშვნელოვანია და მომღერალიც, ამიტომ მარტო მომღერალი კი არ უნდა აირჩიო, თავიდანვე უნდა ნახო ვინ რას იმღერებს და მაგის მიხედვით შეარჩიო

დიახ… აბსოლიტურად გეთანხმები…
* * *
მაგრამ სიმღერები არა აქვთ ისეთი კარგი, არც ქართული და არც უცხოური… ანდა ვერ არჩევენ კარგად.. ჟიური არჩევს და ალბათ მაყურებელს უნდა
მისცენ აგრეთვე ამის საშუალება… მაგრამ ჟიურის ქულებიც უნდა იყოს საკმაოდ წონიანი, ვინაიდან ზოგს იმდენ ხმებს უწერენ ნათესაობა თუ სხვა…
ამირომ ხმის იცემაზეც ერთი ხმის მიცემის უფლება უნდა იყოს შემოღებული რომ არ მოხდეს სპეკულაციები… აი ლიზა იყო კარგი კანდიდატი ევროვიზიის
ფორმატში პირდაპირ ჯდებოდა, მაგრამ არ გაუმართლა არც სიმღერა შეხვდა კარგი და ხმების მიცემისასაც იმან აჯობა, ვარაიდა რომ იმღერა და წავიდა "პაესტკაში"…

Posted by: givikogiviko 27 Jan 2020, 14:11
სიმღერა როდის იქნება? ან ქართული სიმღერით მიდიან თუ ინგლისურით იანვრის ბოლოა და ეგ არ უნდა იყოს ცნობილი?

Posted by: Artist 29 Jan 2020, 00:10
givikogiviko
QUOTE
სიმღერა როდის იქნება? ან ქართული სიმღერით მიდიან თუ ინგლისურით იანვრის ბოლოა და ეგ არ უნდა იყოს  ცნობილი?

არაა ცნობილი და არსაიდან ხმა არსით ძახილი არ ისმის ამის შესახებ…

ევროვიზიის კრიტიკოსებსაც იმ სიმღერის ხარჯზე უწევთ მისი ნამღერის გარჩევა, რომელიც საქართველოს ვარსკვლავში იმღერა…
არადა ასეთი ხრინწიანი სიმღერები და ჭაჭვა დიდი ხანია არაა ევროვიზიის ფორმატი, ხოდა ეხლა ამასაც თუ ისეთივე სიმღერა დაუდეს
როგორიც წინა მონაწილეს, ვარაიდა ვარადა და ხრინწიანად ჭაჭვა… გამოვარდება პროპკასავით თავიდანვე… ლიზა კალანდაძეა ეხლა
ევროვიზიის ფორმატის ტიპი, ხოდა წაიყვანონ დუეტი ამღერონ, რაიმე სუფთა ხმით ნამღერი ქართული სიმღერა სასიყვარულო თუ
იმღერეს მაშინ გავალთ მე მგონი ათეულში მაინც… თუ კარგი სიმღერა დაიწერა და მეტად საინტერესო ორიგინალური, მაშინ პირველზეც
გავალთ მაგრამ ლიზა უნდა წაიყვანონ აუცილებლად…

აგერ კრიტიკოსების ერთი ჯგუფის გამოსვლა:


* * *
ქართულად უფრო სუფთად მღერის ნაკლებად ხრინწებით, აგერ ერთი სიმღერა ქართულად, სიმღერა თვითონ სომხურია მგონი
მაგრამ ქართულად ნათარგმნია… ახ სირუმ სირუმ… და ა.შ.

* * *
აგერ ესტონლი მომღერალი, რომელსაც ევროვიზიაზე მონაწილეობა სურს და დაწერა ახალი სიმღერა
საქართველოზე, ევროვიზიის სიმღერა უკვე აქვს წინასწარ, აი ესაა საქმე, რომ პირდაპირ,
ფინალში მაინც, უკვე ახალი სიმღერით გავიდნენ მომღერლები, საევროვიზიო სიმღერით…
ჯერ არა აქვთ სიმღერა შერჩეულიო და წერენ ალბათ კომპოზიტორები ჯერ…

* * *
ლიზა…. ლიზა…. ლიზა…. გვჭირდება ევროვიზიაზეე...

და ის ანსამბლი არ უნდა გააკარონ ევროვიზიას ოროი თუ რაღაც მაგის მაგვარი რომ ჰქვიათ,
მაგარი თარსები არიან, წინიწ წინა ევროვიზიაზე ჩაფლავდენ და წინაზე მაინც შეეკვეხნენ და
იქაც ჩაუფლავეს… ვიძახდი მე ეგენი არ გააკაროთ მეთქი მაგრამ მაინც წავიდა ის ცხენისსახა…

Posted by: Artist 6 Feb 2020, 23:26
გაირკვა როგორც იქნა რა სიმღერით წავა ევროვიზიაზე თორნიკე… ლიზა არ მიჰყავს მგონი, სხვა გოგოები ჰყავს გეგმაში…


Posted by: givikogiviko 7 Feb 2020, 20:48
QUOTE (Artist @ 6 Feb 2020, 23:26 )
გაირკვა როგორც იქნა რა სიმღერით წავა ევროვიზიაზე თორნიკე… ლიზა არ მიჰყავს მგონი, სხვა გოგოები ჰყავს გეგმაში…


როგორი იმედები გაქ გავალთ ფინალში? x ფაქტორში ვბალეშიკობდი ამ ბიჭს.... ინგლისური სიმღერა გააქვთ თუ ქართული?

Posted by: Artist 8 Feb 2020, 00:08
givikogiviko
QUOTE
როგორი იმედები გაქ გავალთ ფინალში?

არ ვიცი ლიზა რომ წაეყვანათ შეიძლებოდა ფინალში გასვლა, ეხლა ვერ ვიტყვი, გააჩნია რას იმღერებს…
QUOTE
ინგლისური სიმღერა გააქვთ თუ ქართული?

მე მგონია თავის დაწერილ სიმღერას იმღერებს ინგლისურ ენაზე… ორი გოგო მიჰყავს თან, მაგრამ ვერ ვიტყვი
წინასწარ, ეხლა რა ტიპის სიმღერებსაც მღერის ასეთი სიმღერები არაა სიახლე ევროვიზიისთვის, რას იზამს ის?

* * *
პს. გაჭინთული და ღრიალის მაგვარი სიმღერები აღარაა მოდაში … მითუმეტეს ევროვიზიისთვის რაიმე სხვაა საჭირო
უფრო უცხო პლანეტური ტიპის სიმღერაა საჭირო და შემსრუებელიც… როგორიცაა ლიზა… ვნახოთ რას წარმოაჩენს…

Posted by: givikogiviko 8 Feb 2020, 00:20
Artist ვინმე ნორმალური მოძებნონ და დააწერინონ სიმღერა, თავიანთი ნაჯღაბნით რომ მიდიან რისი იმედი აქვთ ან მაგათ ან საზ მაუს.... მერამდენე წელია სამარცხვინო შედეგს ვდებთ....

რაც შეეხება ლიზას გარეგნობა აქ რაღაც უცხოპლანეტური და სასიამოვნო თორემ სხვა რა აქ?

Posted by: Artist 8 Feb 2020, 00:30
givikogiviko
QUOTE
Artist ვინმე ნორმალური მოძებნონ და დააწერინონ სიმღერა,

ვერ ძებნიან, შარშანაც კომპოზიტორები დარაზმეს და სამი ისეთი სიმღერა აარჩიეს რომ საერთოდ არ ვარგოდა…

QUOTE
რაც შეეხება ლიზას გარეგნობა აქ რაღაც უცხოპლანეტური და სასიამოვნო თორემ სხვა რა აქ?

სიმღერის სტილიც და ხმა-შესრულება…

* * *
QUOTE
. მერამდენე წელია სამარცხვინო შედეგს ვდებთ

აბაა შენ ეგა თქვი…
საბავშვო ევროვიზიაზე ცოტა უკეთ იყო საქმე ეხლა იქაც ფლავდება მგონი..

Posted by: givikogiviko 8 Feb 2020, 00:44
QUOTE (Artist @ 8 Feb 2020, 00:30 )
givikogiviko
QUOTE
Artist ვინმე ნორმალური მოძებნონ და დააწერინონ სიმღერა,

ვერ ძებნიან, შარშანაც კომპოზიტორები დარაზმეს და სამი ისეთი სიმღერა აარჩიეს რომ საერთოდ არ ვარგოდა…

QUOTE
რაც შეეხება ლიზას გარეგნობა აქ რაღაც უცხოპლანეტური და სასიამოვნო თორემ სხვა რა აქ?

სიმღერის სტილიც და ხმა-შესრულება…

* * *
QUOTE
. მერამდენე წელია სამარცხვინო შედეგს ვდებთ

აბაა შენ ეგა თქვი…
საბავშვო ევროვიზიაზე ცოტა უკეთ იყო საქმე ეხლა იქაც ფლავდება მგონი..

ადრე ტოპ 10 ში მინდოდა მოხვედრილიყო საქართველო, ახლა ფინალში რომ გადავიდნენ დიდი საქმეა.... საბავშვო ევროვიზიაზე რატომ რა ხდება?

Posted by: Artist 8 Feb 2020, 16:28
givikogiviko
QUOTE
ადრე ტოპ 10 ში მინდოდა მოხვედრილიყო საქართველო, ახლა ფინალში რომ გადავიდნენ დიდი საქმეა...

ეს ჩაწყობები და ნაცნობობა ქმნის ასეთ საქმეს, თორემ მომღერლებიც კარგი გვყავს და სიმღერებიც, უბრალოდ ვინ არჩევს ესაა საქმე…
QUOTE
საბავშვო ევროვიზიაზე რატომ რა ხდება?

საბავშვო ანუ იუნიორთა ევროვიზიაზე გამარჯვებების მიხედვით ჯერ ისევ პირველ ადგილზე ვიმყოფებით, სამჯერ გავიმარჯვეთ..
მაგრამ ბოლოს რაღაცა აურია ჟიურიმ მგონი, ჯერ იყო და რუსეთს მისცეს 12 ქულა და ქართველი მონაწილე მეოთხედ გამარჯვებას
ააცილეს… ეხლა კი მას შემდეგ ნელ ნელა სიმღერებიც ისე კარგად ვერ აირჩა და უკან წავიდა საქმე… იმედია მანდ მაინც არ ჩავვარდებით..

Posted by: givikogiviko 8 Feb 2020, 23:35
QUOTE (Artist @ 8 Feb 2020, 16:28 )
givikogiviko
QUOTE
ადრე ტოპ 10 ში მინდოდა მოხვედრილიყო საქართველო, ახლა ფინალში რომ გადავიდნენ დიდი საქმეა...

ეს ჩაწყობები და ნაცნობობა ქმნის ასეთ საქმეს, თორემ მომღერლებიც კარგი გვყავს და სიმღერებიც, უბრალოდ ვინ არჩევს ესაა საქმე…
QUOTE
საბავშვო ევროვიზიაზე რატომ რა ხდება?

საბავშვო ანუ იუნიორთა ევროვიზიაზე გამარჯვებების მიხედვით ჯერ ისევ პირველ ადგილზე ვიმყოფებით, სამჯერ გავიმარჯვეთ..
მაგრამ ბოლოს რაღაცა აურია ჟიურიმ მგონი, ჯერ იყო და რუსეთს მისცეს 12 ქულა და ქართველი მონაწილე მეოთხედ გამარჯვებას
ააცილეს… ეხლა კი მას შემდეგ ნელ ნელა სიმღერებიც ისე კარგად ვერ აირჩა და უკან წავიდა საქმე… იმედია მანდ მაინც არ ჩავვარდებით..

კი ვიცი ეგ რუსეთს რომ დაუწერეს 12 ქულა facepalm.gif თამთას 6 ქულა არ დაუწერეს ? ჩვევია ეგ საზ მაუს....

.....

Posted by: kactus 9 Feb 2020, 12:36
Artist
QUOTE
გაირკვა როგორც იქნა რა სიმღერით წავა ევროვიზიაზე თორნიკე

რანაირად?
რამე კონკურსი ჩატარდა,სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია სიმღერა თუ ხალხმა?

Posted by: givikogiviko 9 Feb 2020, 13:29
QUOTE (kactus @ 9 Feb 2020, 12:36 )
Artist
QUOTE
გაირკვა როგორც იქნა რა სიმღერით წავა ევროვიზიაზე თორნიკე

რანაირად?
რამე კონკურსი ჩატარდა,სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია სიმღერა თუ ხალხმა?

არა თავისი დაწერილი სიმღერით მიდისო თქვეს....
....
........
ალბათ მალე გვანახებენ რა სიმღერით მიდიან

Posted by: Artist 10 Feb 2020, 05:11
givikogiviko
QUOTE
კი ვიცი ეგ რუსეთს რომ დაუწერეს 12 ქულა    თამთას 6 ქულა  არ დაუწერეს ? ჩვევია ეგ საზ მაუს....

მაგას არ ვამბობ ბავშვთა ევროვიზიაზე გააკეთეს ისეთი დიდი შეცდომა რომლითაც საქართველოს მეოთხე გამარჯვება ააცილეს, აი ეს პოსტი:

QUOTE
რაც შეეხება იუნიორების ევროვიზიას გრიგოლ ყიფშიძეს რა გაუკეთა საკუთარ ქვეყანაში ქართველმა ჟიურიმ ბავშვს მოგებული ევროვიზია წააგებინეს,
იმიტომ რომ რუსეთს მისცეს 12 ქულა. 3 ქულა დააკლდა გრიგოლს მხოლოდ გამარჯვებამდე სწორედ ქართველი ჟიურის წყალობით ამის მერე ვინმე
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რომ ობიექტურობაზე ამოიღებს ხმას ძალიან სასაცილოა. 


მაშინ რუსი გავიდა ამის გამო პირველ ადგილზე, რომ საქართველომ 12 ქულა მისცა რუსეთს… მიუხედავად იმისა რომ იცოდნენ ამით საქართველოს ჩაუკეტეს გზა…
kactus
QUOTE
რამე კონკურსი ჩატარდა,სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია სიმღერა თუ ხალხმა?

აქ ზემოთ ვიდეოში ამბობენ, რომ საკუთარი სიმღერით მიდისო და თან ორი გოგოც მიჰყავსო…

Posted by: Artist 16 Feb 2020, 16:22
სიმღერის ჩაწერა დამთავრდა და ვიდეო კლიპსაც მალე გააკეთებსო:


* * *
givikogiviko
kactus
ნახეთ აბა? ასეთი ჭაჭვა თუ გაამართლებს… რავიცი რავიცი… ყველაფერია მოსალოდნელი…

Posted by: Artist 18 Feb 2020, 00:04
შეიძლება მოეწონოთ რაღაც ახალი უნდა იყოს და ეს მგონი ახალს გავს… თან გადახოტრილი თავით, ამას გავს ცოტათი

user posted image

Posted by: kactus 19 Feb 2020, 16:55
Artist
QUOTE
ნახეთ აბა? ასეთი ჭაჭვა თუ გაამართლებს… რავიცი რავიცი… ყველაფერია მოსალოდნელი…

QUOTE
ჭაჭვა

biggrin.gif
აბა,რა ვიცი,რა გითხრა,რით გაგახარო,ჩემო Artist?! biggrin.gif
ჩემი აზრით,თორნიკე ყიფიანის მატარებელმა კარგა ხნის წინ ჩაიარა,
ჭაჭვით,გიყვარდეს,კარგად იჭაჭება,
ვნახოთ,მოვუსმინოთ სიმღერას მთლიანობაში და მერე გავაგრძელოთ საუბარი.
ისე,არ მესმის,სიმღერის კონკურსი ხომ უნდა ჩატარებულიყო,რატომ შეარჩიეს
მისი საკუთარი სიმღერა,ვინ გადაწყვიტა?
ამას წინათ,ესტონელი მონაწილე იყო ჩამოსული თბილისში,"მთავარის" დილის
გადაცემაში ჰყავდათ მიწვეული,საუბრისას,აღნიშნა,რომ 200 თუ მეტი სიმღერა
დაიწერა კონკურსისთვისო.

Posted by: Artist 19 Feb 2020, 21:16
kactus
QUOTE
საუბრისას, აღნიშნა,რომ 200 თუ მეტი სიმღერა დაიწერა კონკურსისთვისო.

კი შარშანაც ბევრი სიმღერები დაიწერა თურმე, მაგრამ ჟიურიმ აარჩია საკონკურსო სიმღერები…
ხოდა არც ერთი არ ვარგოდა… შემდეგ კი იმ სამ სიმღერის მომღერლები აარჩიეს ვინ წავიდოდა…
მოკლედ ხალხს ნარჩენები მიუგდეს ასარჩევად, არაა მაგ საქმეში მოწესრიგებული რაღაც და ესაა
პრობლემა, შემდეგ ვიზუალი და ქორეოგრაფიაც არ გვივარგა… ნუ სიმღერის არჩევაა მთავარი…
ნუთუ უკეთესი სიმღერები არ მოიძებნა? ნუ შარშან რახან არ გაამართლა ეხლა საკუთარ სიმღერით
უნდათ რომ სცადონ ალბათ… ვნახოთ რა სიმღერა გამოვა, ის ორი გოგოც უნდა ჩართოსო და ჭაჭვა
თუ დაიწყეს იმათმაც, გამოუვათ ჭაჭვა-ტყლარჭვა და მეტი არაფერი… ვნახოთ რა სიმღერა გამოვა…

* * *
პს. იმედია რაიმე ორიგინალური ჭაჭვა მაინც გამოვიდეს, თემა მგონი ომზე და უბედურებებზე არაა…
ორიგინალური თუ გამოვიდა მაშინ შეიძლება გავიმარჯვოთ კიდეც, მაგრამ ვნახოთ რა გამოვა…

* * *
QUOTE
აბა,რა ვიცი,რა გითხრა,რით გაგახარო, ჩემო Artist?!

მე უბრალოდ შენთან დისკუსია მომწონს კარგად გამოხატავ ხოლმე აზრებს ევროვიზიასთან დაკავშირებით…

Posted by: givikogiviko 20 Feb 2020, 09:08
QUOTE (Artist @ 16 Feb 2020, 16:22 )
სიმღერის ჩაწერა დამთავრდა და ვიდეო კლიპსაც მალე გააკეთებსო:


* * *
givikogiviko
kactus
ნახეთ აბა? ასეთი ჭაჭვა თუ გაამართლებს… რავიცი რავიცი… ყველაფერია მოსალოდნელი…

მგონი ფინალში მაინც უნდა მოვხდეთ ამ სიმღერით, რაც მოვუსმინე არაა ცუდი ჯერ ........
....
.........

Posted by: kactus 20 Feb 2020, 11:05
Artist
QUOTE
მე უბრალოდ შენთან დისკუსია მომწონს კარგად გამოხატავ ხოლმე აზრებს ევროვიზიასთან დაკავშირებით…

მეც მსიამოვნებს "ევროვიზიის" კონკურსის განხილვა შენთან 2kiss.gif და სხვებთან,
ვინც შემოდის ხოლმე თემაში.

givikogiviko
QUOTE
მგონი ფინალში მაინც უნდა მოვხდეთ ამ სიმღერით, რაც მოვუსმინე არაა ცუდი ჯერ ........

არ ვიცი,დაველოდოთ სიმღერის საბოლოო ვარიანტს და მერე გადავწყვიტოთ რა და როგორ
იქნება!. biggrin.gif boli.gif

Posted by: givikogiviko 20 Feb 2020, 12:40
kactus იმ ესტონელმა ბიჭმა რა ქნა თუ იცი საქართველოზე დაწერილი სიმღერით რომ გავიდა ესტონეთის შიდაშესარჩევ ტურში?

Posted by: Artist 20 Feb 2020, 22:41
kactus
QUOTE
მეც მსიამოვნებს "ევროვიზიის" კონკურსის განხილვა შენთან 2kiss.gif  და სხვებთან

მადლობა… 2kiss.gif


* * *
givikogiviko
QUOTE
იმ ესტონელმა ბიჭმა რა ქნა თუ იცი საქართველოზე დაწერილი სიმღერით რომ გავიდა ესტონეთის შიდაშესარჩევ ტურში?

იქ მე მგონი ჯერ არ დამთავრებულა, ფინალისტი კი გახდა მაგრამ ჯერ არაა ინტერნეტში გამარჯვებული…

Posted by: Mariko20 22 Feb 2020, 14:18
რამდენი ხანია არ შემოვსულვარ ამ თემაში. თორნიკე როგორც ვოკალისტი კარგია მაგრამ მისი სტილის მუსიკა ევროვიზიაზე არ ამართლებს. დაველოდოთ სიმღერას თუმცა მაინც და მაინც დიდი იმედი არ მაქვს შარშანდელი ჩაფლავებიდან გამომდინარე.

არ მესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის რატომ ართულებენ ზედმეტად სიტუაციას, ძალით რატომ გვარცხვენენ ამ კონკურსზე? რათ გვინდა როკერებს რომ აგაგზავნიან რაღაც ჩახლართული მელოდიებით. როცა შეუძლიათ ძალიან მარტივი კომპოზიაციაა დააწერინონ ვისმეს ინგლისურ ენაზე. მთავარია ეს კარგად შეფუთული იყოს, სიმღერის ტექსტი იყოს რამე აზრის მატარებლი და ადვილად დასამახსოვსორებელი მისამღერით, დინამიური რიტმით. თან ვინმე კარგი გარეგნობის მომღერალი გოგონა ან ბიჭი შეარჩიონ და წარმატებაც იქნება. ასე ღრიალი და ძარღვების დაჭიმვა არაფერს მოგვიტანს ევროვიზიაზე, იქ ვერავის გააკვირვებ შენი ვოკალური მონაცემებით უფრო ვიზუალს და სიმღერას ექცევა ყურადღება რით ვერ გაიგეს ეგ.

Posted by: Artist 22 Feb 2020, 15:41
Mariko20
QUOTE
რამდენი ხანია არ შემოვსულვარ ამ თემაში.

მოგვანატრე თავი… smile.gif

QUOTE
ასე ღრიალი და ძარღვების დაჭიმვა არაფერს მოგვიტანს ევროვიზიაზე, იქ ვერავის გააკვირვებ
შენი ვოკალური მონაცემებით უფრო ვიზუალს და სიმღერას ექცევა ყურადღება რით ვერ გაიგეს ეგ.

მართალი ხარ, არადა სულ ამ ღრიალს ანდა ომის თემას რომ აგზავნიან ალბათ არ უნდათ რომ გავიმარჯვოთ?

აგერ ლიზა… გვყავს უცხო-პლანეტელივით მღერის, ერთი შესატყვისი სიმღერა რომ შეურჩიონ და გაუშვან ეგრევე
გავიმარჯვებთ… smile.gif სამწუხაროდ გია ყანჩელი აღარაა ცოცხალი, მაგას რომ დაეწერა ერთი კაი სიმღერა კარგი იქნებოდა…


* * *
მაშინ ჯერ ცოცხალი იყო გია… შესაძლოა მისთვის სტიმულიც კი ყოფილიყო ევროვიზიისთვის სიმღერის
დაწერა და არ გარდაცვლილიყო კიდეც, ვინაიდან როცა გარკვეული ამოცანა აქვს ადამიანს ცხოვრებაში ის
პოულობს ძალას საკუთარ თავში და ქმნის შედევრებს… აბა ასე უფუნქციოდ ყოფნამ გადაიყოლა კიდეც…

Posted by: Artist 27 Feb 2020, 00:16
ეხლა გადავხედოთ სხვა ქვეყნის ევროვიზიის მონაწილეებს 2020 :

Posted by: kactus 27 Feb 2020, 13:16
Artist
QUOTE
ეხლა გადავხედოთ სხვა ქვეყნის ევროვიზიის მონაწილეებს 2020 :

ვაა,ალბანეთსა და სომხეთს რა კარგი გოგოები შეურჩევიათ,საფრანგეთს კი ქალთა გულების დამპყრობელი! biggrin.gif
ავსტრალიამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. სიას ხელწერას ჰგავს.

Posted by: Artist 27 Feb 2020, 22:49
kactus
QUOTE
ავსტრალიამ  მიიპყრო ჩემი ყურადღება.

ხო ავსტრალია დიდი ხანია ცდილობს გამარჯვებას, ძალზედ მონდომებულია, ეგ ხომ ევროპა არაა
და სპონსორობით და მთელი ხვეწნა მუდარით (ეს სიმბოლურად) ჩასვეს ევროვიზიაში, ეხლა ცდილობს
რაიმე ორიგინალური გააკეთოს რომ გავიდეს… მაგარი პოლიტიკური შეჯიბრია ეს ევროვიზია საერთოდ…

* * *
ისე სომხეთს მართლა კაი გოგო უპოვიათ… მე სიმღერების მხრივ ბელგია მომწონს ყოველ კონკურსში
კაი სიმღერა აქვთ ხოლმე შერჩეული… მაგრამ რატომღაც არ უმართლებთ… ხან ქორეოგრაფია უშლის
და ხან რა…

* * *
QUOTE
სიას  ხელწერას ჰგავს.

პიეროს სამოსით გამოდის, პინოქიოდან მე როგორც დავინახე…


პს. ისე ზოგადად წელს არაა ვინმე ისე გამოკვეთილი და გამორჩეული… სიმღერის თვალსაზრისით…
და შესრულებითაც… აგერ უკრაინამ სალავეი იმღერეს ნუ განახლებულ ვარიანტში თითქოს, მაგრამ
ჩაცმულობა და გარეგნობა ძალიან დაბალ დონეზეა… უბუმბულო ბარტყებს გვანან…

* * *
ვნახოთ ჯერ ყველას არ დაუდია თავისი სიმღერა, მათ შორის საქართველოსაც… smile.gif

Posted by: kactus 28 Feb 2020, 17:52
Artist

გადავხედე სიმღერებს,ყველას არა,რა თქმა უნდა,
ნუ,რა შემიძლია ვთქვა ერთი შეხედვით,სერიოზული
განაცხადი აქვთ ლატვიას,ლიტვას,პოლონეთს,
ავსტრალიას,იტალიას,სლოვენიას,ალბანეთს,სომხეთს აუცილებლად,
უკრაინასაც აქვს ფინალში გასვლის შანსი,მაგრამ მე არ მომეწონა.
ბევრი არ მინახავს და მერე დავწერ.რაც შეგვეხება ჩვენ,მინდა წინასწარ
გახაროთ, biggrin.gif რომ წინ გველის ჩაფლავება.არ ვიცი,თქვენც ნახეთ და
მოუსმინეთ,იქნებ მე ვცდები,მაგრამ არა მგონია.ჩემს პირს წიწაკა და
პილპილი.




იქიდან, რაც ვნახე,ჩემი ფავორიტი ჯერ-ჯერობით,ავსტრალიაა.

Posted by: Mariko20 28 Feb 2020, 23:31
QUOTE (kactus @ 28 Feb 2020, 17:52 )
Artist

გადავხედე სიმღერებს,ყველას არა,რა თქმა უნდა,
ნუ,რა შემიძლია ვთქვა ერთი შეხედვით,სერიოზული
განაცხადი აქვთ ლატვიას,ლიტვას,პოლონეთს,
ავსტრალიას,იტალიას,სლოვენიას,ალბანეთს,სომხეთს აუცილებლად,
უკრაინასაც აქვს ფინალში გასვლის შანსი,მაგრამ მე არ მომეწონა.
ბევრი არ მინახავს და მერე დავწერ.რაც შეგვეხება ჩვენ,მინდა წინასწარ
გახაროთ, biggrin.gif რომ წინ გველის ჩაფლავება.არ ვიცი,თქვენც ნახეთ და
მოუსმინეთ,იქნებ მე ვცდები,მაგრამ არა მგონია.ჩემს პირს წიწაკა და
პილპილი.




იქიდან, რაც ვნახე,ჩემი ფავორიტი ჯერ-ჯერობით,ავსტრალიაა.

ეს ვიდეო შეცდომით დევს არ არის ეს თორნიკე ყიფიანის საევროვიზიო სიმღერა.

Posted by: kactus 29 Feb 2020, 15:45
Mariko20
QUOTE
ეს ვიდეო შეცდომით დევს არ არის ეს თორნიკე ყიფიანის საევროვიზიო სიმღერა.

პარდონ,შეცდომაში შევედი,მაგრამ არა მგონია,ამისგან დიდად განსხვავებული სიმღერა
წარადგინონ. biggrin.gif ვნახოთ,ვნახოთ,დაველოდოთ!
ისე,ამდენ ხანს ვეღარ დადეს ჩვენებმა სიმღერა? ხალხი უკვე ტოპათეულებს ადგენს,გარჩევები
მიდის,კონკურსანტების ვიდეოებს ათასობით,ზოგს მილიონობით ნახვა აქვს უკვე,
ჩვენი საზმაუწყებელი რას უყურებს,რას ელოდება?! boli.gif

Posted by: Artist 1 Mar 2020, 03:07
Mariko20
QUOTE
ეს ვიდეო შეცდომით დევს არ არის ეს თორნიკე ყიფიანის საევროვიზიო სიმღერა.

დიახ… ეგ სიმღერა საქართველოს ვარსკვლავში იმღერა, ისე სახელი გავს მგონი იგივე დასახელების სიმღერა აქვს…
და თანაც ჭაჭვაც გავს იმ თავის დაწერილ სიმღერას ვგულისხმობ… იქ კიდევ ორი გოგოც ყავს დამატებით იქნებ
რაიმე ორიგინალური გამოვიდეს… ვნახოთ..

kactus
QUOTE
ჩვენი საზმაუწყებელი რას უყურებს,რას ელოდება?!

ხო დაწერილი არის უკვე მუსიკაო, უბრალოდ კლიპზე მუშაობენო… რავიცი ვნახოთ რა გამოვა…
მე ჯერ ვერ ვიპოვე ვნახულობ ხოლმე გუგლში, ეტყობა ჯერ არ დაუდიათ…

* * *
QUOTE
ჩემს პირს წიწაკა დაპილპილი.

smile.gif
…….
* * *
QUOTE
ბევრი არ მინახავს და მერე დავწერ

ვიდეოებსაც თუ დადებ შენი ფავორიტებისას კარგი იქნება…

Posted by: Mariko20 2 Mar 2020, 19:21
Artist
ახალი ნაწყვეტი დაიდო ყიფიანის საევროვიზიო სიმღერის და ცუდი არ ჩანს მგონი. არ ვიცი მთლიანობაში როგორი სიმღერაა მაგრამ რაც მოვისმინე ფინალში გასვლა მაინც უნდა მოახერხოს წესით.

Posted by: Artist 3 Mar 2020, 05:24
Mariko20
QUOTE
ახალი ნაწყვეტი დაიდო ყიფიანის საევროვიზიო სიმღერის და ცუდი არ ჩანს მგონი. არ ვიცი
მთლიანობაში როგორი სიმღერაა მაგრამ რაც მოვისმინე ფინალში გასვლა მაინც უნდა მოახერხოს წესით.

ხო აქ წყნარი მომენტებიც აქვს სულ ჭაჭვა არაა... იმ გოგონებს, როგორ ჩასვამს საინტერესოა… იმედია კარგი გამოვა რაიმე ორიგინალური…


* * *
გადავხედოთ ევროვიზიის გამარჯვებულებს… როგორ იცვლება დროში გემოვნება თუ შესრულება…


* * *
ბარემ აქვე დავდებ გამარჯვებულთა სტატისტიკასაც იმისდა მიხედვით გადანაწილებულს
თუ რომელმა ქვეყანამ რამდენჯერ აიღო პირველი ადგილი რომელ წლებში….

user posted image

Posted by: mywebber 3 Mar 2020, 13:34
აუ ყიფო როგორ მევასებაა!
ნინა სუბლატის შემდეგ მეორე ადამიანია ვისი ევროვიზიაზე ხილვაც საინტერესო იქნება.

Posted by: kactus 3 Mar 2020, 13:35
რაც ვნახე,ჯერ-ჯერობით,ჩემი ფავორიტები არიან ავსტრალია და ნორვეგია.








დიდი შანსი აქვს ლიტვას



ლატვიას



გერმანიას



მერე კიდევ დავდებ რაღაცებს.
თქვენც დადეთ თქვენი ფავორიტები! boli.gif

Posted by: mywebber 3 Mar 2020, 13:36

სრული ვერსია არ დევს მგონი თემაში.

Posted by: Mariko20 3 Mar 2020, 19:25
ბუკმეკერების პროგნოზით უკვე 13 ადგილზე ვართ როცა საქართველო თავიდანვე ბოლო ადგილზე იყო ხოლმე ან ბოლოს წინაზე. თან სულ რაღაც ერთი დღის დადებულია სიმღერა ამაზე რომ კარგი კლიპი გადაიღონ რეიტინგი უფრო აიწევს. https://eurovisionworld.com/odds/eurovision

Posted by: tola 3 Mar 2020, 22:44
QUOTE (Mariko20)
https://eurovisionworld.com/odds/eurovision

ისლანდიის სიმღერას ბოლომდე ვერ ვუსმინე. საშინლად უინტერესო სიმღერაა.
იტალიას იმენა გადაღეჭილი მოსაწყენი ბალადა აქვს.
რუმინეთმა ძალიან მოინდომა რაღაც ღრმა სიმღერა გამოეტანა. ზედმეტად ტანჯვაა
ბულგარეთის ვიქტორიას სიმღერა camila cabello-ს crying in the club მახსენბს biggrin.gif
საფრანგეთს ბოლომდეც ვერ ვუსმინე. 1 წუთიც ვერ ვუსმინე biggrin.gif
სერბეთი საერთოდ, ქალების იქით არაფერი ვარგა მაგათ სიმღერაში. აი ხმა გავუთიშე დ ისე ვუყურე კლიპს biggrin.gif

ლიეტუვა მომეწონა ძალიან. ერთადერთი მაგათი სიმღერის მოსმენა მომინდა ხელმეორედ biggrin.gif

რავი იმიტო არა რო ქართველი ვარ და რაღაც მარა თორნიკეს სიმღერა მომკალი და 10 თავის მირჩევნია ყველას რაც მოვისმინე. მუსიკაც, ტექსტიც, მესიჯიც და ჟანრიც იმენა სხვაგანაა და ძალიან გამორჩეულია. დიდი ალბათობით მაინც არ მოგვაგებინებენ, მარა ეს პირველი შემთხვევაა რო სულ მკიდია რომელ ადგილზე გავალთ უბრალოდ მინდა თორნიკემ ლაივში უმღეროს ეს სიმღერა დიდ ხუთეულს biggrin.gif

პ.ს. ეხლა ვნახე ბელგიას Hooverphonic წარმოადგენს. ძაან მიყვარს ეს ჯგუფი საოცრად კარგ დონეს დებს ყოველთვის. ეხლანდელი სიმღერაც ძაან კლასი აქვთ პროსტა ვერ ვხდები ამ ევროვიზიაზე რა პონტში გამოდიან :/

Posted by: Artist 4 Mar 2020, 05:47
მე ბელგია მომწონს… მაგათ ბოლოს სულ კაი სიმღერები აქვთ… როგორც ეხლაც:

* * *
რაც შეეხება თორნიკეს სიმღერას ??? რაღაც ახლებური არის მასში, მაგრამ კლიპი არ მომეწონა…
ალბათ სცენაზე უნდა გადაიღონ კლიპი და ნაკლები ბოლით, რომ არ გადაიფაროს სუბლატის
დროს რომ დაფარეს… საერთოდ არაა საჭირო ბოლი… სცენის უკანა პლანზე რას უჩვენებენ
ესეც მნიშვნელოვანია… მოკლედ ქორეოგრაფია და გრაფიკული გაფორმებას აქვს მნიშვნელობა
აგრეთვე… უკრაინამ რომ მოიგო მაგით მოიგო მაშინ… მე მგონი… ისეთი ძლიერი გრაფიკა დადეს…

* * *
მაგალითად ავიღოთ ეხლა რუმინეთი… გრაფიკულ გაფორმებით და ჩაცმულობით ცდილობს რომ გაქაჩოს…
სიმღერა დიდი არაფერი, მაგრამ ძუძუები აქვს აფიშირებული და უკანა პლანზე წყალი, მთები და ფერები…
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
მე იმას კი არ ვამბობ ამით, რომ თორნიკემაც ძუძუები უნდა გადმოყაროს smile.gif ან რამე ეგეთი, მაგრამ
მთავარია სცენაზე როგორ გამოვა ის გოგოებიც როგორ ჩაიცვამენ და მთელი ქორეოგრაფია და გრაფიკა
როგორ იქნება…

ერთ ერთ 2017 ევროვიზიაზე ძალიან ძლიერი სიმღერა ჰქონდა ბელგიელ გოგოს… კაი კლიპი და რამე…
მაგრამ სცენაზე რომ დააყენეს და რაღაცნაირად... კაბა ჩააცვეს და ქორეოგრაფმა უთხრა ხელები მაღლა
აწიე და იქნიეო… აი მანდ უკვე აღარ იყო ის გოგო თავის სტიქიაში და ჩაუფლავდა სიმღერა…
აი რა უქნა ცუდმა ქორეოგრაფმა… და ჩაცმულობამ, ეხლაც კი მენანება ის გოგო…
ეს მისი კლიპი სადაც თავის სტიქიაში იყო, შარვლით და რამე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

აქ კი კაბით და ხელების ქნევით, ანერვიულებულია აშკარად და ამან შეუშალა ვეღარ იყო ისე ომახიანად
ხმა საერთოდ ჩაუვარდა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ეს მაგალითისთვის მოვიყვანე თუ რა როლს თამაშობს ქორეოგრაფია რეალურ სცენაზე...

Posted by: shaknike 4 Mar 2020, 22:56
ძალიან მაგარიაა jump.gif
მერამდენად ვუსმენ..

გოგოების ხმებიც ძალიან მაგრად დაჯდა love.gif

გემოვნებიანი მსმენელიდან ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს...


სამაგიეროდ პაპსავიკები ვინც მასიური მსმენიელია ამ კონკურსის იუტუბზე სერბია სერბიას გაიძახიან facepalm.gif
თან როგორ მიყვარს ბალკანური ფანოღი :puke:

Posted by: flying teapot 6 Mar 2020, 17:03
ფავორიტებში შვეიცარიაც მიამატეთ yes.gif

https://www.youtube.com/watch?v=O9GAfFHZE-E

უძლიერესია ყველანაირად. ერთადერთი, რაც შეიძლება დაუწუნონ, ისაა, რომ "სატინგიცო" არაა))

მგონი თანდათან იხვეწება ეს კონკურსი.

თორნიკეს სიმღერა ნორმალურია და ბოლო წლების გათვალისწინებით, ეს უკვე არაა ცუდი. არ შეგვარცხვენს მაინც : ))))



Artist გამარჯობა 2kiss.gif

Posted by: Artist 7 Mar 2020, 06:13
flying teapot
QUOTE
Artist გამარჯობა  2kiss.gif 

გაგიმაჯოს რაღაც არ ჩანდი რატომღაც… გამახსენდა ის დრო, როცა ჩვენ ამ თემაში
პორტუგალიას გულშემატკივრობდით და რომ გაიმარჯვა კიდეც… 2kiss.gif

QUOTE
ფავორიტებში შვეიცარიაც მიამატეთ

კაი სიმღერა დაუდიათ შვეიცარიელებს, ისე რაღაცნაირი ტიპი კია…
მაგრამ საინტერესო სიმღერაა …
ისე პირველი გამარჯვებული ამ ევროვიზიის კონკურსში შვეიცარია იყო…
QUOTE
თორნიკეს სიმღერა ნორმალურია და ბოლო წლების გათვალისწინებით, ეს უკვე არაა ცუდი. არ შეგვარცხვენს მაინც : ))))

დიახ... იქნებ პირდაპირ გავარდნები დამთავრდეს, რაღაცნაირი თარსი გატყდეს… თუ გავიმარჯვეთ ეგ კი მთლად უკეთესი… smile.gif )))
* * *
პს. თავიდან მარტო ფრაგმენტი როცა იდო, სადაც იჭაჭება ეს ჩვენი თორნიკე, ვიფიქრე სულ ასეთი სტილში ვერ გაქაჩავს მეთქი,
მაგრამ ეხლა მთლიანობაში სადაც მელოდიური მომენტებიცაა უკვე უფრო საინტერესო გახდა… თან ყურში რჩება ეს მელოდია..

Posted by: kactus 7 Mar 2020, 11:41
flying teapot
QUOTE
ფავორიტებში შვეიცარიაც მიამატეთ

რამდენიმე დღის წინ მოვისმინე.გეთანხმები,რაღაცნაირად,გამორჩეული,
შემიძლია ვთქვა,უცნაური სიმღერაა.ერთხელ რომ მოვისმინე,
მაშინვე მეორედ მოვუსმინე.
ნუ,"ევროვიზიისთვის", მე მგონი,ზედმეტი ფუფუნებაა, biggrin.gif ისევე,როგორც
ბელგიელების სიმღერა,რომელიც ჩემი აზრით,ცოტა წაუსტინგებს.
თან,ენა თუ არ იცი,უფრო რთული აღსაქმელია.ფრანგული ვინც არ იცის,
გაუჭირდება,ზედმეტად ფილოსოფიური სიმღერაა "ევროვიზიისთვის". biggrin.gif
სხვათა შორის,ეგ ბიჭი ალბანელია წარმოშობით,ფრანგულ "ვოისშიც" გამოდიოდა.


ისე,რა კარგი გოგო ჰყავს ალბანეთს,ფინალში აუცილებლად მოხვდება.


Posted by: Parabola 7 Mar 2020, 14:20
რა ლამაზია ალბანეთის გოგო
love.gif
რაც შეეხება ჩვენებს
პირველად მომეწონა იქ წარსადგენი სიმღერა. კარგი ბიჭია, კარგი ბექ ვოკალი, არანჟირება, ვიდეო ვინ დაიწუნა ?
ულამაზესი ღიმილი აქვს იმ მარიამ შენგელიას, საუცხოო. უბრალოდ ძალიან სადა სიმღერაა და არაფერ შუაშია ევროვიზიასთან. მაგრამ არ დაიკარგება მაინც მოუსმენს ხალხი.
რასაც გადავხედე დიდად არ მომწონებია არც ერთი. კარგი ვოკალი კი ბატონო აქვთ, მაგრამ თვითოს სიმღერა ჩვენი უფრო დასამახსოვრებელია, მელოდიური.
ზოგადად კი ეგ კონკურსი იდიოტიზმია.

Posted by: tola 7 Mar 2020, 15:20
QUOTE (shaknike)
სამაგიეროდ პაპსავიკები ვინც მასიური მსმენიელია ამ კონკურსის იუტუბზე სერბია სერბიას გაიძახიან

უსაზიზღრესი გემოვნება აქვს ამ კონკურსის მსმენელს. რაღა სერბია და რაღა საბერძნეთის ამა სუპერ გერლ, სუპერ გერლ ო ნანა ინ ზის ქრეიზი ვორლდ ინ ზის ქრეიზი ვორლდ ო ნანა lol.gif


QUOTE (flying teapot)
მგონი თანდათან იხვეწება ეს კონკურსი.

კი ძაან იხვეწება, გამოსული 32 სიმღერიდან მინიმუმ 25 ძალიან ღრმა თრეშია ან მილიონჯერ ნამღერი ბალადა. მაგარი დახვეწილობაა



პ.ს. თორნიკეს სიმღერაზე ნორმალური ითქმის? lol.gif

Posted by: Artist 7 Mar 2020, 17:36
Parabola
QUOTE
ზოგადად კი ეგ კონკურსი იდიოტიზმია.

პოლიტიკა უფროა... რაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს… smile.gif
tola
QUOTE
თორნიკეს სიმღერაზე ნორმალური ითქმის?

მაშ!!? არანორმალური არაა და ამიტომ, არც ნორმის ქვემოთაა და არც ზემოთ,
რომ არანორმაული ითქვას, მოკლედ გენიალური არაა, ნორმალური კი…

* * *
Parabola
QUOTE
ვიდეო ვინ დაიწუნა ?

ვიდეო კლიპზე ვთქვი მე რამოდენიმე სიტყვა, რომ სცენაზე როგორ გამოჩნდება
ისაა მნიშვნელოვანი მეთქი, გოგონები როგორ გადანაწილდებიან რას ჩაიცმევენ
და ა.შ. მხოლოდ კლიპით ვერ ხედავ იმას რას გვთავაზობს ქორეოგრაფი… აი მიზეზი..

Posted by: tola 7 Mar 2020, 17:42
Artist
QUOTE
მაშ!!? არანორმალური არაა და ამიტომ, არც ნორმის ქვემოთაა და არც ზემოთ,
რომ არანორმაული ითქვას, მოკლედ გენიალური არაა, ნორმალური კი…

გენიალური არაა მარა ნორმალურზე ბევრად მაღლა დგას გინდ ვოკალით, გინდ აზრით, გინდ მუსიკით.

Posted by: Artist 7 Mar 2020, 17:42
flying teapot
QUOTE
მგონი თანდათან იხვეწება ეს კონკურსი.

კი იხვეწება, მაგრამ ახალი სიმღერების დეფიციტია, განსაკუთრებულად სიახლე რომ
შეიტანო მელოდიაში, ვერ ხერხდება დღეს დღეობით, თითქმის გადამღერებული ვარიანტებია…

* * *
tola
QUOTE
გენიალური არაა მარა ნორმალურზე ბევრად მაღლა დგას გინდ ვოკალით, გინდ აზრით, გინდ მუსიკით.

აჰაა ეხლა უფრო გასაგები გახდა ის შენი სიტყვები, რომ ამბობდი თორნიკეს სიმღერაზე ნორმალური ითქმისო? ისე
ჟღერდა რომ თითქოს არ მოგწონდა… ესეიგი შენ სთვლი რომ ნორმალური არაა მისი სიმღერა? ნორმის ზემოთაა..

Posted by: KATman 7 Mar 2020, 17:58
რა ხდება, კორკოტამ, ბრეგაძემ და ვასაძემ ტექსტების წერა დაიწყეს? biggrin.gif ჩარჩებიან ეხლა ამ ღლე სიმღერით და მერე დაიწყება ტირილი შეთქმულების თეორიებზე.


ზოგადად ესეთი კასტრატი ვოკალები არ მევასება, მაგრამ ეს სიმღერა გამოირჩევა. ევროვიზიის დონე არაა აშკარად.


Posted by: tola 7 Mar 2020, 18:03
Artist
კი ვთლი რო ნორმის ზემოთაა საევროვიზიოთაც და ისეც, კონკურსს გარეთ ტრეკად რო ავიღოთ.

KATman
QUOTE
რა ხდება, კორკოტამ, ბრეგაძემ და ვასაძემ ტექსტების წერა დაიწყეს?  ჩარჩებიან ეხლა ამ ღლე სიმღერით და მერე დაიწყება ტირილი შეთქმულების თეორიებზე.

"ტექსტი ვასაძემ დაუწერა და პატრიარქმა უკურთხა. რა გინდა შვილო, ვის ეჩხუბები? ვის რაში დაკარგიხარ? გინდა ევროპა-მიდი და ითამაშე ევროპული წესით. არ გინდა და შეაჯვი ან რუსეთში, ან ირანში," - ეს კომენტარიც შენ დაწერე იუთუბზე?

Posted by: KATman 7 Mar 2020, 18:14
tola
QUOTE
ეს კომენტარიც შენ დაწერე იუთუბზე?

იუთუბზე არ ვწერ. ტექსტია პრიმიტიზმის აპოთეოზი. იმინა მმკ-ს სასტავს რო გაუსწორდება ისეთი.

Posted by: tola 7 Mar 2020, 18:18
KATman
QUOTE
იუთუბზე არ ვწერ. ტექსტია პრიმიტიზმის აპოთეოზი. იმინა მმკ-ს სასტავს რო გაუსწორდება ისეთი.

გასაგებია

Posted by: Parabola 8 Mar 2020, 11:20
სიმართლე რომ ვთქვა ტექსტი არც მე მომწონს.

გინდა დიდ ხუთეულს უმღეროდე და გინდა ქალს ან კაცს რატომ არ გიყვარვარ?
ნოუ რა.

Posted by: flying teapot 9 Mar 2020, 10:53
Artist
QUOTE
გაგიმაჯოს რაღაც არ ჩანდი რატომღაც… გამახსენდა ის დრო, როცა ჩვენ ამ თემაში
პორტუგალიას გულშემატკივრობდით და რომ გაიმარჯვა კიდეც…

სად უნდა დავკარგულიყავი? )))) ზოგადად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძაან მეზარება ეს კონკურსი :დდდ
ერთი ჩემი ფბ ფრენდია ევროვიზიის ერთგული ფანი და ის აზიარებს ხოლმე საკონკურსო სიმღერებს. ჰოდა, წელსაც მაგან გამახსენა ^^ ყიფიანი რომ წარადგენდა საქართველოს, ეგეც მისგან გავიგე და ეს შვეიცარიელი ბIჭიც იქიდან გავიცანი (და ეგრევე ფლეილისტში ჩავიგდე).

tola
QUOTE
კი ძაან იხვეწება, გამოსული 32 სიმღერიდან მინიმუმ 25 ძალიან ღრმა თრეშია ან მილიონჯერ ნამღერი ბალადა. მაგარი დახვეწილობაა

ადრე 32-იდან 32-ივე ტრეში იყო იშვიათი გამონათებების გარდა.)))
შეიძლება ვცდები, ევროვიზიის დიდი გამოცდილი მაყურებელი და მსმენელი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე კონკურსზე, რომლებისთვისაც საქართველოს ხათრით მიდევნებია თვალი, საერთოდ, საერთოდ არცერთი სიმღერა არ მოგეწონებოდა.
ახლა, კონკურსის დონის გათვალისწინების მიუხედავად, მაინც გააქვთ რამდენიმე ნორმალური სიმღერა.

Posted by: tola 9 Mar 2020, 17:50
QUOTE (tola)
ბულგარეთის ვიქტორიას სიმღერა camila cabello-ს crying in the club მახსენბს

უუფს სორი. მეგონა i wanna know სიმღერით გამოდიოდა ვიქტორია სადაც კამილას სიმღერა აქვს გარემონტებული. თურმე ბილი ეილიშის კოპი-ფეისთით გამოდის lol.gif და ამ კოპი-ფეისთს უწინასწარმეტყველებ ბუქმეიქერები გამარჯვებას biggrin.gif
* * *
flying teapot
მეც არ ვარ დიდად ამ კონკურსის მაყურებელი მარა რა სიმღერებიც მხვდება ხოლმე თვალში და შემდგომში ვგებულობ რო ეგ სიმღერები ტოპებში მოხვდა, ძალიან პოპ თრეშიაა ხოლმე biggrin.gif შეილება წინა წლებთან შედარებით წელს უფრო დახვეწილია (არ ვიცი დიდად კვალიფიციური არ ვარ)მარა მაინც მაგარი თრეში კონკურსია სიმღერების მხრივ biggrin.gif ნუ გამარჯვებული სიმღერებიდან გერმანიის ლენამ, საბავშვო ბაღის აბსოლუტური თრეში სიმღერით რო მოიგო მაგას ვერ ვივიწყებ lol.gif

Posted by: Artist 11 Mar 2020, 22:13
flying teapot
QUOTE
სად უნდა დავკარგულიყავი?

სხვადასხვა თემებში ვერ გხედავდი იმიტომ ვიფიქრე…
ეტყობა შენ სხვა თემებში პოსტავ და მე სხვა და ამიტომ… smile.gif

tola
QUOTE
გამარჯვებული სიმღერებიდან გერმანიის ლენამ, საბავშვო ბაღის აბსოლუტური თრეში სიმღერით რო მოიგო მაგას ვერ ვივიწყებ

ხო ეგ სუფთა პოლიტიკა იყო, თან რაღაცნარი სექსუალურადაც იმოქმედა, მიუხედავად იმისა რომ სულაც არაა სექსუალური ერთი წკვიტინა გოგოა…
მერე კაი ხანს ისმოდა ეს ლენა ლენა-ს ძახილი გერმანიაში… smile.gif


* * *
უკრაონის სიმღერას რომ ვუყურებ შიში მიბყრობს, სუფთა ეშმაკის მაშხალაა ის შუაში რომ დგას წითელი კაბით…
ისეთი ფანტომასა სახე აქვს მიღებული, რომ სუფთა მეფისტოფელია რა… შეიძლება ეგენიც გავიდნენ ფინალში?
ასეთი სახის გამო ალბათ, ერთს რომ არ გაიღიმებს და მოკლედ რაა… ისეთი სახე აქვს რაღაც გამანადგურებელი:


ისე კი "სალავეის" მღერიან თუ ღამურად გადაგქცეულ ბულბულები არიან? ვერ გაიგებს კაცი…
პს.
ვინ იცის იქნებ თავისი ორიგინალურობით გაიტანონ კიდეც ლელო? ვნახოთ რა იქნება ამ ევროვიზიაზე...

Posted by: Red111 11 Mar 2020, 22:44
მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს არცერთი ევროვიზია არ მახსენდება ისეთი რამდენიმე კარგი სიმღერა რო არ შემემეატებინე ჩემი ფლეილისტისთვის

თან წელს ჩვენც კარგი სიმღერით გავდივართ,ჩემი აზრით ბოლოს ნინა სუბლატის მერე ესეთი კარგი სიმღერით აღარ გავსულვართ

Posted by: Artist 11 Mar 2020, 22:48
QUOTE
ჩემი აზრით ბოლოს ნინა სუბლატის მერე ესეთი კარგი სიმღერით აღარ გავსულვართ

სუბლატი მართლა კარგი იყო, უბრალოდ გადაფარეს იმ კონცენრტზე, აშკარად შანსი იყო…

* * *
ჩემი ფავორიტები არიან ჯერ ჯერობით:

შვეიცარია, ბელგია და საქართველო… ჯერ ეს სამი…






* * *
რაც უფრო მეტჯერ ვუსმენ თორნიკეს სიმღერას მით უფრო მომწონს, ის ჭაჭვაც კარგად არის ჩასმული და გოგონების ხმებიც,
უბრალოდ ეხლა იმ კლიპს სცენაზე როგორ გამოიტანენ აი ესაა მთავარი (ბოლის გარეშე ჯობია), უცხოელი ქორეოგრაფი მოუწვევიათ:


Posted by: flying teapot 12 Mar 2020, 11:28
Artist
QUOTE
სხვადასხვა თემებში ვერ გხედავდი იმიტომ ვიფიქრე…
ეტყობა შენ სხვა თემებში პოსტავ და მე სხვა და ამიტომ

არსადაც აღარ ვპოსტავ)))) ამ მხრივ დავიკარგე, კი ^^

QUOTE
უკრაონის სიმღერას რომ ვუყურებ შიში მიბყრობს, სუფთა ეშმაკის მაშხალაა ის შუაში რომ დგას წითელი კაბით…

lol.gif

საინტერესო ვეშია, ისე)))
მიყვარს ფოლკლორები ♥



QUOTE
შვეიცარია, ბელგია და საქართველო… ჯერ ეს სამი…

კი მახსოვს შენი სიყვარული ბელგიის მიმათ, მაგრამ ეს ვეში რავიცი, ცოტა მოსაწყენი არაა მუსიკალურად? გოგო ულამაზესი ♥

საქართველოზე რეაქციები და კომენტები ვნახე და აშკარად მოსწონთ ^^ კარგია კარგი.

ნუ, ჩემთვის Répondez-moi-ს მსგავსი, ანუ ფლეილისტში რომ ჩავაგდე და ყოველდღე ვუსმენ, ამ კონკურსს არ ჰყავს წელს)))

ა ჰო, ლიეტუვას აქვს ძაან საყვარელი და სახალისო ვეში ^^ ა ფილ ზერ ამ ონ ფაააია wink.gif

Posted by: Artist 12 Mar 2020, 16:10
flying teapot
QUOTE
არსადაც აღარ ვპოსტავ)))) ამ მხრივ დავიკარგე, კი ^^

დასანანია …
QUOTE
საინტერესო ვეშია, ისე)))
მიყვარს ფოლკლორები

ეგ ხო ფინალშიც შეიძლება გავიდნენ მაგ ვეშის მეშვეობით, მაგრამ ის მომღერალი წაწვეტებული სახის ნაკვთებით, საშინელი მაგიოზი ვინმეა…
QUOTE
ნუ, ჩემთვის Répondez-moi-ს მსგავსი, ანუ ფლეილისტში რომ ჩავაგდე და ყოველდღე ვუსმენ, ამ კონკურსს არ ჰყავს წელს)))

ხო ვიფიქრებ მაგაზე… მეც ჩავსვა ჩემს ფლეილისტში თუ არა… smile.gif
QUOTE
კი მახსოვს შენი სიყვარული ბელგიის მიმათ, მაგრამ ეს ვეში რავიცი, ცოტა მოსაწყენი არაა მუსიკალურად?

ხო მასეა, მე ის ბლანშე მომწონდა მაშინ აღმოვაჩინე პირველად რომ ბელგიელებს კარგი სიმღერები აქვთ….
სულ ვნანობ იმ გოგოს ასეთ ჩავარდნას ქორეოგრაფიის გამო:



* * *
QUOTE
საქართველოზე რეაქციები და კომენტები ვნახე და აშკარად მოსწონთ ^^ კარგია კარგი.

ხო როგორც იქნა რაღაცა ამოძრავდა ამ მხრივაც… აგერ ბავშვთა ევროვიზიის ლიდერები ვართ
გამარჯვებების რაოდენობით, თან ამდენი მომღერლები გვყავს და კომპოზიტორების კარგი მუსიკა
კი აღარ იწერება, კარგი ქნა ამ თორნიკემ რომ საკუთარი სიმღერა აიღო, თორემ შეტენიდნენ კიდევ
რაიმე ისეთ საშინელ სიმღერას, როგორც წინაზე იყო "ვარაიდა ვარადა"-ს და მორჩებოდა ამით საქმე…

Posted by: ჩხრამბურთლაძე 13 Mar 2020, 03:51
მაგრათ მიდის თორნიკეს შედევრი. და ეს პირველათ მოხდა მგონი საქართველოში, როდესაც რეალურათ ნიჭიერმა ადამიანმა თავისი დაწერილი სიმღერით გავიდა ევროვიზიაზე, წინათ არ ვიცი როგორ ხდებოდა( არ მჯერა რომ მანამდე რეალური სმს -ით იგებდნენ).

მე 1 ადგილი მგონია, ტოპ 5 მინიმუმ, ტოპ 3 პროგნოზი

Posted by: flying teapot 13 Mar 2020, 10:11
Artist
QUOTE
ხო ვიფიქრებ მაგაზე… მეც ჩავსვა ჩემს ფლეილისტში თუ არა…

თუ არ ჩასვამ, მაწყენინებ ^_^ :** smile.gif)



ბლანში კაი გოგო იყო მართლაც, მაგრამ სცენაზე no.gif sad.gif

QUOTE
კარგი ქნა ამ თორნიკემ რომ საკუთარი სიმღერა აიღო

კი, ძალიან კარგი ქნა. ყოჩაღი ბიჭია, კაილი მინოუგის სიმღერა რომ შეასრულა თავისებურად რომელიღაც კონკურსზე, მაგ დროიდან მომეწონა.

QUOTE
"ვარაიდა ვარადა"

აუ არ გამახსენო.... facepalm.gif cry.gif


ჩხრამბურთლაძე
QUOTE
მე 1 ადგილი მგონია

პირველი ადგილი გამორიცხულია, ვიყოთ რეალისტურები)))
ხუთეული (ათეულიც) ძალიან წარმატებული შედეგი იქნება ^^


დაიდო კიდევ რამე საინტერესო?

Posted by: Artist 13 Mar 2020, 21:35
flying teapot
QUOTE
თუ არ ჩასვამ, მაწყენინებ ^_^ :** )

მე მაქვს ჩასმული სობრალის დის სიმღერები და ძალიან მომწონს… ნუ ის საკონკურსო სიმღერაც თვით
მისი შესრულებით… ხო მაგასაც ჩავსვამ… შენი ხათრით…
QUOTE
ბლანში კაი გოგო იყო მართლაც, მაგრამ სცენაზე 

სცენაზე ქორეოგრაფმა გაუფუჭა საქმე კაბა რომ ჩააცვა და ხელების ზევით ქვევით ქნევა დააწყებინა,
თორემ ისე რომ გამოსულიყო როგორც იმ კლიპშია შარვლით და ემოძრავა სცენაზე თავის ამპლუაში იქნებოდა…
QUOTE
კი, ძალიან კარგი ქნა. ყოჩაღი ბიჭია,

ეხლა ვიღაც მოწვეული ქორეოგრაფი ჰყავთ სცენაზე დასადგომად და მაგის მეშინია რაიმე ისეთი არ გაუჩალიჩონ
ან სამოსი ისეთი არ ჩააცვან რომ გაუფუჭდეთ სიმღერა… ისევ თვითონ გაეკეთებინა ეგეც იქნებ სჯობდა… ვნახოთ…
QUOTE
აუ არ გამახსენო....

ისე მე მომხრე ვარ ქართული ფოლკლორული სიმღერისა ევროვიზიაზე ახალი სიტყვა იქნებოდა, მაგრამ ორასამდე
კომპოზიტორი იღებდა თურმე მაშინ კონკურსში მონაწილეობას და ეს "ვარაიდა ვარადა" აარჩიეს მანდამანიც, ცუდადა
საქმე ამ მხრივ… გია ყანჩელის სიმღერების მაგვარი კარგი იქნებოდა ანდა რამე ცეცხლოვანი ქართული თუ დუდუკი… smile.gif


* * *
აქ ლუიზა სობრალი საკუთარ სიმრებს მღერის მე რამდენადაც ვიცი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

აქ კი სალვადორთან ერთად ძაან მომწონს... ეს დუეტი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: akkai 13 Mar 2020, 23:21
https://eurovisionworld.com/esc/eurovision-2020-poll

ხმის მიცემა შეილება აქ

Posted by: Artist 13 Mar 2020, 23:45
აკკაი
QUOTE
ხმის მიცემა შეილება აქ

დავაკლიკე Georgia-ს და ამოიწია ზევით, მხოლოდ ერთ ხმას იღებს?
თუ ნაადრევად დავაკლიკე? როცა ევროვიზია დაიწყება მაშინაც მოქმედებს
ეს დაკლიკება?


* * *
IP მისამართზე რეაგირებს ეტყობა, მეორედ აღარ ღებულობს… 11% გვაქვს ჩვენ და რუსეთსაც იგივე…

* * *
ერტი რამე მაინტერესებს საქართველოდან თუ ეკლიკება Georgias-ს ?
მე ევროპიდან დავაკლიკე და ამიტომ ვიკითხე… რამდენად ოფიციალურია ეს ხმის მიცემა
მაინტერესებს…

* * *
ისე სასომხეთმა მაგარი სექსუალური გოგო გამოიყვანა, ათენა მანუკიანი:

Posted by: akkai 14 Mar 2020, 02:15
QUOTE
ერტი რამე მაინტერესებს საქართველოდან თუ ეკლიკება Georgias-ს ?

Artist
კი

მესამეზე ვართ;

9%
Georgia

Posted by: flying teapot 14 Mar 2020, 13:10
Artist
QUOTE
აქ ლუიზა სობრალი საკუთარ სიმრებს მღერის მე რამდენადაც ვიცი:

ეს და-ძმა love.gif საოცარი ხალხია.... ♥


QUOTE
მე ევროპიდან დავაკლიკე და ამიტომ ვიკითხე… რამდენად ოფიციალურია ეს ხმის მიცემა

to predicate winner ანუ მაყურებლის პროგნოზი. სხვა მხრივ არაფერს წყვეტს ეს ხმის მიცემა. ანუ ქართველები ამბობენ, რომ ყიფიანი გაიმარჯვებს, მერე?
თორემ წინააღმდეგი კი არ ვარ biggrin.gif

Posted by: Davon 14 Mar 2020, 14:01
Artist

აუ 2017 -ში კაკრაზ ეს ბელგიელი გოგო იყო ჩემი ფავორიტი და ძალიან დიდხანს ვუსმენდი მაგ სიმღერას, სერიოზული ნამუშევარი იყო, მაგრამ ხო ლაივი არ ვარგოდა.

თორნიკეს სიმღერა მომეწონა, მაგრამ კლიპია ძაან მინიმალისტური. საინტერესოა იქ სცენაზე რას იზამენ.

Posted by: Artist 14 Mar 2020, 17:02
flying teapot
QUOTE
ეს და-ძმა  საოცარი ხალხია....

ხო… ძალზედ საოცარი… თან სიმღერებს ის და წერს… და თვითონვე
მღერის ეს ძმა კიდე სულ სხვანაირი ტიპია და ერთად რომ მღერიან საერთოდ..
ზენიტია…
QUOTE
ანუ მაყურებლის პროგნოზი. სხვა მხრივ არაფერს წყვეტს ეს ხმის მიცემა.

ჰოო … მე სხვა ხმის მიცემა ვიფიქრე… ალბათ იტყვიან სად და როგორ უნდა მივცე ხმა
საქართველოს, სამწუხაროდ შვეიცარიას ვერ მივცემ ხმას, შვეიცარიას შენ მიეცი ხმა თუ
საქართველოში იმყოფები..


Davon
QUOTE
აუ 2017 -ში კაკრაზ ეს ბელგიელი გოგო იყო ჩემი ფავორიტი და ძალიან დიდხანს ვუსმენდი მაგ სიმღერას, სერიოზული ნამუშევარი იყო, მაგრამ ხო ლაივი არ ვარგოდა.

ჩემი ფავორიტიც იყო, ხოლო ლაივში რაც მოხდა ალბათ შენც მიხვდი, ქორეოგრაფის ჩარევამ აურია რამსები… ხელების ქნევას ზევით ქვევით რომ დააწყებინებ მოულოდნელად
დამაბნეველი იყო, თანაც პატარაა წლოვანებით და დაკარგა თავი… გაწითლდა და მაგრად დაიძაბა ბავშვი… ხოდა ვეღარ იმღერა ამიტომაც..

QUOTE
თორნიკეს სიმღერა მომეწონა, მაგრამ კლიპია ძაან მინიმალისტური. საინტერესოა იქ სცენაზე რას იზამენ.

კლიპის მინიმალიზმისა რა მოგახსენო, სტანდარტია სამი წუთი ევროვიზიის სიმღერის… აი სცენაზე ქორეოგრაფის ჩარევამ არ გააფუჭოს საქმე მეთქი მაგას ვფიქრობ…
იმედია პირიქით მოხდება და უფრო გამოაკეთოს კიდეც..

Posted by: Magicman 14 Mar 2020, 17:30
Little Big ხოდზეა lol.gif


Posted by: Davon 14 Mar 2020, 17:50
Artist
მინიმანიზმში ვგულისხმობ, კლიპის ატმოსფეროს და არა ხანგრძლივობას.

QUOTE
აი სცენაზე ქორეოგრაფის ჩარევამ არ გააფუჭოს საქმე მეთქი მაგას ვფიქრობ…

ქორეოგრაფია არ უნდა იყოს.. სიმართლე გითხრა ვერც კი წარმომიდგენია რა შეიძლება გაკეთდეს.. მაგრამ თვითონ სიმღერა ძალიან ეფექტურია. შინაარსობრივადაც და მუსიკალურადაც.სიმარტივის მიუხედავად, ბევრი ადამიანი დააკავშირებს საკუთარ თავს ლირიკასთან. ზოგი ალბათ იმასაც იტყვის და ალბათ უკვე იძახის, რომ დიდი ხუთეულიკენაა მიმართული. ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგია. ელდრაინისმდე და მერეც, არც ერთი არ მომწონებია ასე.

Posted by: Artist 14 Mar 2020, 22:46
Davon
QUOTE
სიმართლე გითხრა ვერც კი წარმომიდგენია რა  შეიძლება გაკეთდეს..

ქორეოგრაფიული გაფორმება მოიცავს, ჩაცმულობას, სცენაზე გადანაწილებას, მოძრაობას
უკანა ფონს ანუ ეკრანიზაციას, განათება მინათებებს და ა.შ. აგერ Magicman-მა რომ
დადო რუსული ჯგუფის შესრულება სავსეა ქორეოგრაფიული ამბებით სიმღერა კი არაა
განსაკუთრებული მაგრამ ქორეოგრაფიულად არის გაფორმებული, ისე ცოტა გადამეტებულიცაა
ის მსუქანი კაცი უკვე ზედმეტია, მაგრამ ქორეოგრაფის საქმეა ეს…

ჩვენ შემთხვევაში რას გააკეთებენ სცენის ამბავში აი ამას აქვს დიდი მნიშვნელობა შეიძლება სიმღერა
სულაც დაიკარგოს ანდა უფრო კარგად წარმოჩინდეს… აი მიზეზი….


Posted by: kactus 15 Mar 2020, 19:11
QUOTE
Little Big ხოდზეა

ახლა ვნახე პირველად რუსეთის წარმომადგენლის,
რაღაც ჯგუფის Little Big -ის ვიდეო,რა თქმა უნდა,მთლიანად არა,
(მაგას რა მაყურებინებს),მათ სხვა ვიდეოებსაც გადავავლე თვალი,აზრზე არ ვიყავი
მათი არსებობის შესახებ.მართალია,ეგეთ დებილობებს
ვერ ვიტან,მაგრამ თუ გაიმარჯვებენ,ნამდვილად არ გამიკვირდება
"ევროვიზიის" პუბლიკის გემოვნებას თუ გავითვალისწინებთ. boli.gif

Posted by: Artist 15 Mar 2020, 23:02
kactus
QUOTE
მაგრამ თუ გაიმარჯვებენ, ნამდვილად არ გამიკვირდება

ხო რაღაც სხვანაირი მოსწონთ, მაგრამ მაგათ ისეთი განსაკუთრებული სიახლე
არ მოუტანიათ, მუსიკის მხრივ ძაან ნაცნობი მუსიკაა…ის სქელი კაციც გადამეტებულია…

შენი აზრი მანტერესებს თორნიკეს შესახებ? თავიდან იმ მონაკვეთით რომ ვმსჯელობდით
მხოლოდ ჭაჭვა სადაც იყო არ ოყო კარგი, შემდგომ უფრო მელოდიური ნაწილიც რომ შეუერთდა
მე მგონი ის ჭაჭვაც კარგად ჩაჯდა, რას იტყოდი შენ?

Posted by: kactus 16 Mar 2020, 15:41
Artist
QUOTE
შენი აზრი მანტერესებს თორნიკეს შესახებ? თავიდან იმ მონაკვეთით რომ ვმსჯელობდით
მხოლოდ ჭაჭვა სადაც იყო არ ოყო კარგი, შემდგომ უფრო მელოდიური ნაწილიც რომ შეუერთდა
მე მგონი ის ჭაჭვაც კარგად ჩაჯდა, რას იტყოდი შენ?

რა არის,იცი,გულახდილად დავწერ,შეიძლება,ზედმეტად სუბიექტური ვარ,რა ვქნა,ვერ მოიპოვა
ამ ბიჭმა ჩემი სიმპათია.დიდი ხანია,თვალს ვადევნებ, ყველას და ყველაფერს ვადევნებ თვალს, biggrin.gif
ჯერ კიდევ "საქართველოს ვარსკვლავში" რომ გაიმარჯვა,იქიდან,მაგრამ რა ვქნა, ვერ მოიგო
ჩემი გული.სიმღერას რაც შეეხება,სხვა თემაში დავწერე კიდეც,ბოლო წლების ჩავარდნის შემდეგ
ნამდვილად არ შეგვრცხვება მისი გამოსვლის,არა აქვს მნიშვნელობა,რომელ ადგილს დაიკავებს.
მარიკო ლეჟავამ და მარიამ შენგელიამ ხომ საერთოდ გააკეთილშობილეს და გაალამაზეს სიმღერა
და თვითონ მომღერალიც. biggrin.gif ნუ,ჭაჭვაც ზის,არა უშავს, წავა თორნიკეს სტილიდან გამომდინარე.
თუმცა,მე დიდ იმედებს არ ვამყარებ ამ სიმღერაზე,ფინალში თუ გავედით,მადლობა უნდა ვთქვათ,
ათეულში მოხვედრასაც გამოვრიცხავ,იმიტომ,რომ დიდი კონკურენციაა. ღმერთმა ქნას,ვცდებოდე
და თორნიკემ მაღალი შედეგი აჩვენოს,ან საერთოდ,გაიმარჯვოს,ეს მხოლოდ გამიხარდება. boli.gif

Posted by: Artist 16 Mar 2020, 23:04
kactus
QUOTE
ზედმეტად სუბიექტური ვარ, რა ვქნა, ვერ მოიპოვა ამ ბიჭმა ჩემი სიმპათია.

გარეგნობას გულისხმობ ალბათ? ისე ხუჭუჭი თმები უფრო უხდება ვიდრე გადახოტრილი…
და თანაც წვერსაც თუ გაიპარსავს სიმპატიური ბიჭი გამოჩნდება… smile.gif

QUOTE
მე დიდ იმედებს არ ვამყარებ ამ სიმღერაზე, ფინალში თუ გავედით, მადლობა უნდა ვთქვათ,
ათეულში მოხვედრასაც გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ დიდი კონკურენციაა. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე

ვიმედოვნოთ… ფინალშიც ვერ გავდიოდით ამ ბოლო ხანებში…

პს.
ვირუსის გამო არ გადადონ ეს კონკურსი... იმედია მანამდე ჩაიკლებს ეპიდემია...

Posted by: თორნიკეე 17 Mar 2020, 22:02
სუპერ თანამედროვე და მასაზე გათვლილი სიმღერა და კლიპია.... 10/10

სერიოზული ფორა აქვს სომხეთს...




Posted by: S_U_S_E 18 Mar 2020, 22:30
Eurovision 2020 is cancelled
https://1tv.ge/news/2020-wlis-evroviziis-konkursi-koronavirusis-gamo-aghar-gaimarteba/
ტეხავს...

ეს 2 დღე რეაქციებს ვუყურებდი იუტუბზე ჩვენს სიმღერაზე, ძლივს ნორმალური მონაწილე გაგვეჩითა კარგი სიმღერით

Posted by: Artist 19 Mar 2020, 04:30
თორნიკეე
QUOTE
სერიოზული ფორა აქვს სომხეთს...

ეგ კლიპი კარგადაა გაკეთებული მაგრამ თვალებს ტკენს ასეთი სწრაფი გადართვები…
ისე ძაან სექსი ქალი კი ჰყავთ… გამოყვანილი… ფორა რუსეთსაც აქვს სანახაობრივად…


S_U_S_E
QUOTE
ტეხავს...

ხო მეც გავიგე ეგ ამბავი რომ ევროვიზიის ჩვენება გაუქმდა ვირუსის გამო… მაგრამ იქნებ როცა
ჩაქრება ეს ეპიდემია მერე მაინც ჩაატარონ? ამ ევროვიზიაზე მართლაც სერიოზული დაპირისპირება
იქნებოდა…

Posted by: თორნიკეე 19 Mar 2020, 13:17
Artist
QUOTE
ეგ კლიპი კარგადაა გაკეთებული მაგრამ თვალებს ტკენს ასეთი სწრაფი გადართვები…

მანდაა ძაღლის თავი ზუსტად biggrin.gif
QUOTE
ისე ძაან სექსი ქალი კი ჰყავთ

კიი, კარგი გოგოა... chups.gif
QUOTE
ფორა რუსეთსაც აქვს სანახაობრივად…

მე ვერ დამაინტერესა რავი... user.gif

Posted by: Artist 19 Mar 2020, 15:38
თორნიკეე
QUOTE
მანდაა ძაღლის თავი ზუსტად

დამღლელია საყურებლად… ისე ნამდვილ სცენაზე ეგ ეფექტები აღარ გამოვა და
უკეთესად დავინახავთ მაგ ლამაზმანს… თუ გააკეთებენ რეალურ სცენის კლიპსაც…

ისე მე შვეიცარიას და საქართველოს გულშევმატკივრობდი საბოლოო ჯამში, ბელგიაც
მქონდა მაგრამ ამოვიღე სიიდან…

სამწუხაროდ წელს არ იქნებაო, ისე ვირტუალურ სივრცეში რომ მოაწყონ ეგ კონკურსი არ იქნება ურიგო…
ყველა გააკეთებს სცენის ფორმატში თავის სიმღერას და ჟიური შეაფასებს… მერე კი მაყურებელიც მისცემს
ხმას… არ უნდა იყოს ძნელი…

Posted by: kactus 19 Mar 2020, 16:25
QUOTE
ისე ძაან სექსი ქალი კი ჰყავთ

ნამდვილად,ძალიან კარგი გოგოა,თავიდანვე აღვნიშნე,
თან,სახელიც ისეთი აქვს,ვერც ვართანუშას ვუწოდებ,ვერც
თათევიკას,ვერც სირანუშას. biggrin.gif
ისე,როგორც გავარკვიე,ნახევრად ბერძენი ყოფილა,ათენაც,ალბათ,
იმიტომ ჰქვია. ინწირესნა,სომეხ-ბერძენი ქალები კარგები გამოდიან,
ევა რივასიც ხომ ნახევრად ბერძენია.რა ვიცი,ასე ამბობენ.
რა ვქნა,მე ეს გოგო მომწონს ძალიან,ალბანელი არილენა. boli.gif
ეს საკონკურსო სიმღერა არაა.


Posted by: თორნიკეე 19 Mar 2020, 16:59
Artist
QUOTE
დამღლელია საყურებლად… ისე ნამდვილ სცენაზე ეგ ეფექტები აღარ გამოვა და
უკეთესად დავინახავთ მაგ ლამაზმანს… თუ გააკეთებენ რეალურ სცენის კლიპსაც…

კი დამღლელია, მაგრამ მაგრად მუშაობს ფსიქოლოგიურად...
კლიპში სულ ბრჭყვიალებს...
diamonds სიტყვებში... shine და ა.შ... ან მაგრად იმუშავეს ყველაფერზე ან გაუვარდათ... biggrin.gif
მე მგონი უფრო ნამუშევარია...
მოკლედ ჩემგან "რისფექთს" იმსახურებენ...

QUOTE
ისე მე შვეიცარიას და საქართველოს გულშევმატკივრობდი საბოლოო ჯამში

შვეიცარია არ მინახავს ან არ მახსოვს... საქართველოს იასნა ვბალეშიკობ, მაგრამ თორნიკეს გაცილებით მეტი შეუძლია ვოკალურადაც და მუსიკის პონტშიც.... ასე რომ აღფრთოვანებული არ ვარ მაგ სიმღერით...

Posted by: Artist 19 Mar 2020, 23:58
kactus
QUOTE
მე ეს გოგო მომწონს ძალიან,ალბანელი არილენა.

ეგეც მაგარი გოგოა გარეგნობით… ცოტა გვანან კიდეც მგონი ათენა და ეს გოგო…

თორნიკეე
QUOTE
კი დამღლელია, მაგრამ მაგრად მუშაობს ფსიქოლოგიურად...

რავიცი ჩემზე არ მუშაობს ეტყობა, თვალები მატკინა… ისე მაგ ეფექტების გარეშე მირჩევნია
ათენას სიმღერის ყურება და მისი მშვენებით ტკბობა… smile.gif


Posted by: თორნიკეე 20 Mar 2020, 01:03
Artist
QUOTE
რავიცი ჩემზე არ მუშაობს ეტყობა, თვალები მატკინა…

მასოვკაზე იმოქმედებს სამაგიეროდ... up.gif

QUOTE
ისე მაგ ეფექტების გარეშე მირჩევნია
ათენას სიმღერის ყურება და მისი მშვენებით ტკბობა…

up.gif

მუსიკას ძირითადად ჩაკეცილზე ვუსმენ და კლიპებს არ ვუყურებ ხოლმე ხშირად... და მარტო მოსასმენადაც კარგად ისმინება... up.gif
მარა ყურება ჯობია... givi.gif

Posted by: Artist 21 Mar 2020, 02:57
kactus
QUOTE
სახელიც ისეთი აქვს,
ვერც ვართანუშას ვუწოდებ, ვერც თათევიკას, ვერც სირანუშას.

ათენიკ… შეიძლება მე მგონი? როგორც სათენიკ…
QUOTE
ინწირესნა,სომეხ-ბერძენი ქალები კარგები გამოდიან,

კი თანაც სომხებს ძლიერი გენები აქვთ, მიუხედავად ოსმალების დიდი ზემოქმედებისა, ეხლა ისევ
თავს იჩენს ის გენეტიკა… ქერა და ლამაზები გამოდიან… ბერძენთან შერევისას ეტყობა ეს გენი იღვიძებს..
თორემ ბერძნები თვითონ საკმაოდ დაგვაჯული ხალხია… ასე მგონია რატომღაც...
QUOTE
მე ეს გოგო მომწონს ძალიან, ალბანელი არილენა.

ხო ეს სიმღერა რაღაც ორიენტალურ ელემენტებს შეიცავს… ალბანელები მუსლიმები არიან მე როგორც ვიცი…
კარგი გოგოა გასაკვირად კარგი ალბათ სერბიც ურევია, შერეულები ანუ კარგი ნაჯვარი ყოველთვის კარგი გამოდის…

თორნიკეე
QUOTE
მუსიკას ძირითადად ჩაკეცილზე ვუსმენ და კლიპებს არ ვუყურებ ხოლმე ხშირად..

ხო ეგეც ვცადე ჩაკეცილზე მოსმენა, ხოდა საკამაოდ კარგი მელოდიაა, ყურში ჩამრჩა ეს მელოდია საკმაოდ დიდხანს…

* * *
მოკლედ რაღაცეებს მივედ მოვედები უკვე, არადა ჩაიშალა წელს, სამწუხაროდ… ევროვიზიის კონცერტი…

Posted by: თორნიკეე 25 Mar 2020, 03:08
Artist
ვერ ქაჩავს ლაივში ჩვენი სომეხი ძეტკა...


Posted by: Artist 25 Mar 2020, 17:03
თორნიკეე
QUOTE
ვერ ქაჩავს ლაივში ჩვენი სომეხი ძეტკა...

ხო ძალიან ჩაბნელებულია სცენა და არ სჩანს კარგად მისი "პრელესწები"

აი ამას ვგულისხმობ მე რომ სცენაზე ქორეოგრაფია თუ სხვა ეფექტები მთავარია…
თორნიკე როგორ გამოიყურება სცენაზე ან ის ორი გოგო, როგორ გადანაწილდებიან
როგორ იმოძრავებენ ან რას ჩაიცმევენ აი ამას აქვს ყველაფერს დიდი მნიშვნელობა…

* * *
პს.
მაშ განვიხილოთ ქორეოგრაფიის შეცდომები თუ რატომ ჩაქრა ეს სიმღერა ამ ეფექტების გამო?

სცენა ბნელია, ტანსაცმელიც ნაკლებად სექსუალურს ხდის, ის თეთრი სამოსი სჯობდა…
ნუ ის ცეცხლებიც არაა ისე დასმული უაზროდაა ის ტიპები ცოტანი სჩანან შეიძლებოდა სცენის
ეკრანზე გაებევრებინათ, როგორც კლიპშია…. ბოლიც უაზროდაა გაკეთებული და მე მგონი
მოძრაობებიც სხვა აქვს ამ გოგოს. ვიდრე კლიპში… კრისტალი წავა უკანა პლანზე… მაგრამ
რაღაცნაირად დაცარიელებული განცდაა… სისავსე აკლია… აი ამიზეზი რატომ აქვს ჩავარდნა…

ალბათ გამორჩეული დანათება უნდა გაეკეთებინათ როგორც კლიპშია, იმ კადრების ძიგ ძიგის
გარეშე, კლიპში ეგ არ მომწონდა თორემ განათება და მაღალზეც რომ დგას კარგადაა… მოკლედ
რაც კარგი იყო კლიპში უნდა დაეტოვებინათ და მხოლოდ თვალის დამღლელი ამოეღოთ...

Posted by: თორნიკეე 25 Mar 2020, 17:46
Artist
QUOTE
თორნიკე როგორ გამოიყურება სცენაზე ან ის ორი გოგო, როგორ გადანაწილდებიან
როგორ იმოძრავებენ ან რას ჩაიცმევენ აი ამას აქვს ყველაფერს დიდი მნიშვნელობა…

კიბატონო! up.gif

ქვედას აღარ დავაქუოთებ... გეთანხმები... ქორეოგრაფია დასახვეწია.. უბრალოდ ეს ლაივი კლიპამდე იყო და კლიპის ვერსიის სიმღერაც ცოტა შეცვლილია...

მე "საუნდზე" დავწერ... მუსიკაც და გოგოს ხმაც მიკარგულია... ან ცუდი ჩანაწერია, ან ბანძი აუდიო სისტემაა სადაც ეგ ლაივი იყო... + არც ისე კაი ვოკალური მონაცემები აქვს როგორც ჩანს, რადგან ეს სიმღერა მის ვოკალურ მონაცემებს საერთოდ არ უსვამს ხაზს..

ეხლა შევადარე კიდე ახალი და ძველი ვერსიები და ახალი ვერსია 10 თავით ჯობია ძველს... ვაბშე ყველაფრით...

Posted by: Artist 25 Mar 2020, 23:36
თორნიკეე
QUOTE
ახალი ვერსია 10 თავით ჯობია ძველს... ვაბშე ყველაფრით...
 
QUOTE
კლიპის ვერსიის სიმღერაც ცოტა შეცვლილია...

ხო რაღაც ხმა უფრო ომახიანადაა ახალ ვერსიაში ანუ კლიპში..

სცენის ვერსიები ყველას არა აქვს დადებული, ისე კარგი იქნებოდა
რომ გადაეღოთ ყველას სცენის ვერსიები და ონლაინზე შეაფასოს იქნებ
ჟიურიმ? ეს იდეა არ მოუვიდათ თავში'? რომ გააუქმეს ევროვიზია…
ხმებსაც ხალხი იმ ვერსიების მიხედვით მისცემდა…

       
   

Posted by: თორნიკეე 26 Mar 2020, 02:20
Artist
QUOTE
სცენის ვერსიები ყველას არა აქვს დადებული, ისე კარგი იქნებოდა

მაგაზე კარგი იქნებოდა ის რომ ყველა საკუთარ ქვეყანაში იყოს სადმე დარბაზში და იქ ემღერათ ლაივში... და მასე შეეფასებინა ხალხს...

Posted by: Artist 27 Mar 2020, 02:18
თორნიკეე
QUOTE
მაგაზე კარგი იქნებოდა ის რომ ყველა საკუთარ ქვეყანაში იყოს სადმე დარბაზში და იქ ემღერათ ლაივში...

ხო მაგრამ ცარიელ დარბაზში უნდა იმღერონ… და ჩანაწერს უნდა უყუროს ხალხმა… თორემ იგივე პრობლემა წარმოიქმნება…

* * *
რაომე პირობები უნდა მისცენ დარბაზის ზომის მაგალითად, რომ ყველამ დაიცვას ეს პირობები და მერე
სცენაზე გამოსვლის ჩანაწერებით განსაჯოს ჟიურმაც და ხალხმაც… აი ასე შესდგება ევროვიზია ისევ…

Posted by: თორნიკეე 27 Mar 2020, 13:00
Artist
QUOTE
რაომე პირობები უნდა მისცენ დარბაზის ზომის მაგალითად, რომ ყველამ დაიცვას ეს პირობები და მერე
სცენაზე გამოსვლის ჩანაწერებით განსაჯოს ჟიურმაც და ხალხმაც… აი ასე შესდგება ევროვიზია ისევ…

no.gif

ჩანაწერი შეიძლება მეორე, მესამე ან მეასე დუბლი იყოს...

რაღაც სტანდარტი უნდა დადგინდეს და ყველამ საკუთარი ქვეყნიდან იმღეროს ლაივში...

ჩანაწერში ბევრი დუბლების გარდა ვიღაცეები სხვანაირადაც იჩეთერებენ... yes.gif

Posted by: Artist 27 Mar 2020, 16:06
თორნიკეე
QUOTE
რაღაც სტანდარტი უნდა დადგინდეს და ყველამ საკუთარი ქვეყნიდან იმღეროს ლაივში...

აჰაა... ეგ კარგი იდეაა…

სცენის სტანდარტებს გულისხმობ ალბათ, ხალხის გარეშე იქნება ალბათ შესრულებები ცარიელ დარბაზში…
ტელევიზიებმა უნდა გაუშვას ლაივში ალბათ, რომ ყველამ იცოდეს და იმ დროს გადაცემების ორგანიზება
მოხდეს ანუ ერთი ტელევიზია (მასპინძელი) უნდა აგროვებდეს ამ ლაივებს და თავის ტელევიზიაში უშვებდეს…
ამასაც სჭირდება მომზადება და არა ნაკლები…ხოდა გააკეთონ ასეთი ჩართვა, ამით ევროვიზიის ორგანიზაცია
მხოლოდ მოიგებს…მათი იმიჯი მაღლა აიწევს… ვიდრე ასე უბრალოდ ანულირება გაუკეთონ და მორჩა…

ისე იქნებ მიეწვდინოს ჩვენი ხმა ანუ ეს იდეა, რომ ასეთი ფორმით მაინც ჩაატარონ ეს ევროვიზია? ჰაა… !!!

Posted by: თორნიკეე 27 Mar 2020, 17:31
Artist
ჰო, მაგას ვგულისხმობ... სცენას, აუდიოსისტემას და ვაბშე ყველაფერს მოკლედ...

QUOTE
ისე იქნებ მიეწვდინოს ჩვენი ხმა ანუ ეს იდეა, რომ ასეთი ფორმით მაინც ჩაატარონ ეს ევროვიზია? ჰაა… !!!

სადაც მე მოვიფიქრე და თავში მომივიდეა ეს იდეა, არ მჯერა რომ ისინი ვერ მოიფიქრებდნენ... givi.gif

Posted by: Artist 28 Mar 2020, 01:19
თორნიკეე
QUOTE
სადაც მე მოვიფიქრე და თავში მომივიდეა ეს იდეა, არ მჯერა რომ ისინი ვერ მოიფიქრებდნენ...

იქნებ ჯერ შენში დაიბადა ეს იდეა და ეხლა გადაეცეს იმათაც… smile.gif იმედია მოიფიქრებენ რამეს და ჩაატარებენ…

Posted by: თორნიკეე 28 Mar 2020, 02:26
Artist
QUOTE
იქნებ ჯერ შენში დაიბადა ეს იდეა და ეხლა გადაეცეს იმათაც…  იმედია მოიფიქრებენ რამეს და ჩაატარებენ…

არამგონია პირველი ვიყო... მე პროსტა ტიპი ვარ, რომელიც თორნიკეს ბალეშიკობს და ის სომეხი გოგო მოეწონა... givi.gif და ორგანიზატორებს მეტი საფიქრალი არ უნდა ჰქონდეთ წესით...
აქამდე არცერთი ევროვიზიისთვის არ მიყურებია, რადგან ღირსეული არავინ ყოფილა წასული...

იმედია მოიფიქრებენ რამეს... up.gif

Posted by: Artist 28 Mar 2020, 17:16
თორნიკეე
QUOTE
იმედია მოიფიქრებენ რამეს...

იმედია…

Posted by: Artist 3 Apr 2020, 00:07
ისა სასცენო ვარიანტიც ჩაიშალა ალბათ ის ქალი რომ ჰყავდათ მოწვეული, უცხოელი ქორეოგრაფი...
გაუშვეს უკან ისევ? თორნიკეს და გოგოებს ვგულისხმობ… მე ვერ ვიპოვე არაფერი არ ისმის? ჩაჩუმდენ ….


Posted by: Artist 25 Apr 2020, 00:18
აგერ ეს კაცი მღერის თითქმის ყველა ევროვიზიის სიმღერებს, ცოტა გავერთოთ მაინც:

საქართველო:


აზებაიჯანი:



რუსეთი:



სასომხეთი:



უკრაინა:


Posted by: Artist 22 May 2020, 15:37
მოკლედ წელს როგორც ვატყობ არ იქნება ევროვიზია და მიდის მზადება შემდეგ 2021 წლისთვის,
აღმოჩნდა რომ ახალი სიმღერა უნდა დაიწეროს და თორნიკე ყიფიანი ემზადება ამისთვის:


Posted by: lilu777 23 May 2020, 08:16
Artist

არადა მომგებიანი ჩანდა ეს სიმღერა . აუუ ცუდია sad.gif

Posted by: Artist 26 May 2020, 21:54
lilu777
QUOTE
არადა მომგებიანი ჩანდა ეს სიმღერა  . აუუ ცუდია 

დიახ... კარგი გაოხმაურებაც ჰქონდა… იქნებ უკეთესი სიმღერა დაწეროს
შემდგომისთვის? რაიმე ახალი უნდა იყოს ისეთი რომ ახალი სიტყვა სთქვას
ესტრადის სიმღერებში… smile.gif

პს. ისე კი ძნელია ასეთი სიახლის შემოტანა, როგორიც ბიტლზებმა თუ სხვა
ასეთმა მუსიკოსებმა შექმნეს… მაგრამ ყოველთვის არის რეზერვი რაღაც სიახლისა
სამყაროში, უბრალოდ უნდა ჩასწვდეს ადამიანი და იპოვის… smile.gif )))

წარმატებებს ვუსურვებ თორნიკეს, ამ საქმეში…

Posted by: ვინსენტი 26 May 2020, 21:56
ცოტა ერთფეროვანი სიმღერა ჰქონდა თორნიკეს

ძლიერი მესიჯი ჰქონდა მაგრამ ცოტა მოსაწყენი

მაგრამ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო რაც გაგვიშვია

Posted by: Artist 29 May 2020, 03:59
ვინსენტი
QUOTE
მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო რაც გაგვიშვია

დიახ… იმედია კიდევ უფრო უკეთესს დაწერს შემდეგი წლის ევროვიზიისთვის…

აქ უნდა ითქვას ისიც რომ ალბათ იუნიორთა ევროვიზიაც გადაიდება…

Posted by: Artist 14 Nov 2020, 13:44
თორნიკეე
QUOTE
იმედია მოიფიქრებენ რამეს...

აგერ ბავშვთა ევროვიზიისთვის მოიფიქრეს ზუსტად ის მოდელი შენ რომ მოგივიდა თავში... bis.gif bis.gif bis.gif

"საბავშვო ევროვიზია 2020-ზე 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. 2012 წლის შემდეგ კონკურსზე ამდენად მცირე რაოდენობის ქვეყანას მონაწილეობა არ მიუღია, რაც, დიდწილად კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. შექმნილ ვითარებას უკავშირდება შეცვლილი ფორმატიც — ისტორიაში პირველად, მონაწილე შემსრულებლები სიმღერებს საკუთარი ქვეყნებიდან შეასრულებენ, თუმცა მთავარი შოუ ვარშავის სატელევიზიო სტუდიიდან გადმოიცემა. კონკურსის სლოგანი წლეულს Move the World (აამოძრავე მსოფლიო) არის."


* * *
აგერ რანინას ფინალი რომელშიც გამარჯვებული გახდა საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე...



ევროვიზიის სიმღერა 2020 საბავშვო ევროვიზიაზე 29 ნოემბერს:





თორნიკეს მზადება 2021-ის ევროვიზიისთვის:


* * *
და ისევ საბავშვო ევროვისზიას ვუბრუნდები აქ დავდებთ იმ სიმღერებს რომელსაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები
მღერიან ანუ კონკურენტები დვასახელოთ ჩვენი ფავორიტები... საქართველოს გარდა რა თქმა უნდა:

პოლონეთი:



საფრანგეთი:



ესპანეთი:



რუსეთი:



უკრაინა:



გერმანია:



დანარჩენი თქვენთვის მომინდია... მე რაც მოვნახე ესენია ჯერ...

Posted by: Artist 25 Nov 2020, 22:11
ყაზახეთი:



ჰოლანდია:



ახალი კლიპი საქართველო:


Posted by: Red111 26 Nov 2020, 22:27
საბავშვო ევროვიზია ყველაზე მეტჯერ ჩვენ და რუსებს გვაქვს მოგებული
სამ-სამჯერ
იმედია წელს გადავასწრებთ

Posted by: Artist 27 Nov 2020, 22:12
„საბავშვო ევროვიზია 2020“ - 29 ნოემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე




* * *
Red111
QUOTE
ჩვენ და რუსებს გვაქვს მოგებული
სამ-სამჯერ

არაა მე მგონია რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს სამჯერ მოგებული... რუსეთს მხოლოდ ორჯერ აქვს
და ბელორუსიას აქვს კიდევ ორჯერ... ჯერ ჯერობით ჩვენ ვლიდერობთ, მაგრამ მეტი ფორა
გვჭირდება...
ეხლა სიტუაცია ასეთია:
3 Georgien
2 Polen, Russland, Malta, Weißrussland.
* * *
მესამე ადგილს კი ინაწილებენ ერთხელ ვინც მოიგო:
1 Italien, Ukraine, Armenien, Niederlande, Spanien, Kroatien.

Posted by: Artist 29 Nov 2020, 20:36
დაიწყო:

https://player.1tv.ge/1tv/2020-11-29T17:34:44+01:00

საბავშვო ევროვიზიის ლაივ კონცერტი...

* * *
https://junioreurovision.tv/video/junior-eurovision-song-contest-2020-live-stream
აგრეთვე აქ შეიძლება ყურება...
* * *
და ყველაზე კარგი არისხია აქ:
https://www.youtube.com/watch?v=XVjDr88nnrQ&feature=emb_title
* * *
დამთავრდა ბავშვთა ევროვიზია და გაიმარჯვა საფრანგეთმა....



ეს საფრანგეთის პირველი გამარჯვებაა და საქართველო რჩება გამარჯვებულთა სიაში პირველ ადგილზე...

ერთი რამე არ მომეწონა მარტო რატომ იჯდა სანდრა ქულების გამოცხადების დრო? ამასაც აქვს მნიშვნელობა
რომ არავინ არ ჰყავდა გულშემატკივარი? გვერდზე მდგომი... ამანაც იქონია ქულებზე ალბათ... ყველას ახლდა
ვიღაცა და ეს გოგონა კი მარტო იქნევდა დროშებს... აქ ძალზედ დიდი შეცდომაა დაშვებული... რატომღაც...

ვულოცავ საფრანგეთს გამარჯვებას, თვალჟუჟუნა ვალენტინას:



კარგია შემდეგი ბავშვთა ევროვიზია საფრანგეთში ჩატარდება... თუ ვირუსი გაქრა მაშინ მთლად უკეთესი..
პარიზში მოუწევს შემდეგ მონაწილეებს წასვლა მე მგონი...იმედია.. smile.gif
* * *
მთელ საბავშვო ევროვიზიის გადაცემას 2020.. შეგიძლიათ უყუროთ აქ:




Posted by: Artist 3 Feb 2021, 15:10
Rotterdam 2021
დაიწყო უკვე დიდების ევროვიზიისთვის მზადება...

https://eurovision.tv/event/rotterdam-2021/participants

ზოგს აქვს უკვე სიმღერა გამზადებული, ჩვენს თორნიკეს ჯერ არ
აქვს ახალი სიმღერა ევროვიზიისთვის 2021... ნახეთ და განსაჯეთ.
ვინ როგორ მოგწონთ ამ ეტაპზე და დააფიქსირეთ თქვენი აზრი აქ...

ალბანეთი:



ბელორუსია:



კვიპროსი:



ისრაელი:



საფრანგეთი:



საგრანგეთს რამოდენიმე სიმღერა უდევს, ჯერ ეტყობა არაა გადაწყვეტილი რომელი გავა?
მე ეს უფრო მომწონს, რაღაცნაირი პარიზის განწყობას ქმნის, ედიტ პიაფის მაგვარია:



ესეც:



სხვადასხვა კანდიდატები...



რუსეთიც თავიდან არჩევს კანდიდატებს:



ასევე უნგრეთი:



აგრეთვე პორტუგალია:



შვეიცარიას მე მგონი იგივე მომღერალი გამოჰყავს და სწორსაც შვება, საკმაოდ ძლიერი
მომღერალია... აქ მისი ერთერთი საკონკურსო გამოსვლა: ახალი სიმღერა ჯერ არ აქვს ეტყობა...



და მისი შარშანდელი სიმღერა, რომლითაც უნდა მიეღო მონაწილეობა 2020 ევროვიზიაზე:



ეს ჩემი ფავორიტია ჯერ ჯერობით...

და კიდევ ერთი ფავორიტი, რომელიც აგრეთვე განმეორებით მიიღებს მონაწილეობას, თორნიკე ყიფიანი...
შეგახსენებთ მის მაშინდელ სიმღერას: ახალი სიმღერა ჯერ არა აქვს...


Posted by: Artist 19 Feb 2021, 21:17
QUOTE
Rotterdam 2021


ისრაელი:



ჩეხეთი:



საფრანგეტი:



ნორვეგია:




Posted by: Artist 17 Mar 2021, 02:03
Rotterdam 2021 / 18 მაისი

ევროვიზა 2021 ახლოვდება და საქართველომაც დადო ახალი სიმღერა ანუ თორნიკე ყიფიანმა სიმღერა დაწერა,
თავისივე შესრულებით:



ასევე შვეიცარიამაც დადო ახალი სიმღერა:



დანარჩენების ვიდეოები თქვენ დადეთ ვის რომელი ფავორიტიც გყავთ...

* * *
აზერბაიჯანი
ზურნაც აქვთ გამოყენებული:


სან მარინო:


კვიპროსი:


ლიტუანია:


ფინეთი:


რუსეთი...
შიგადაშიგ რეპავს:


უკრანა
საინტერესო პერფორმანსი ავტო მანქანა გააძვრეს:


იტალია:


პორტუგალია
საინტერესო "ზონგს" დებს ისევ:

Posted by: Mochiguman 17 Mar 2021, 13:02
მართლა დაწერა თორნიკემ ეს ###ობები ფეისბუქში?

უცხოურ საიტზე მომყვა და მართლა წერია ამის გვერდზეც ;/

https://www.facebook.com/yifianitornike

იმედია არ არის ეს მისი პირადი გვერდი

Posted by: Artist 18 Mar 2021, 19:59
Mochiguman
QUOTE
მართლა დაწერა თორნიკემ ეს ###ობები ფეისბუქში?

რაც არ ვიცი ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ თემაში სიმღერებზე გვაქვს აქცენტი და
პირად ცხოვრების გამომხატველ ჭორაობებს არ ვიხილავთ აქ...არ გეწყინოს
მაგრამ ასეა ეს... smile.gif


Posted by: Mochiguman 18 Mar 2021, 21:20
Artist

აშკარად ევროვიზიის კონკურსზეა გახსნილი თემა და აშკარად რელევანტურია როცა კონკურსანტი, რომლის უცხოეთში გაგზავნასა და საკუთარი თავის რეკლამირებაში ფული ჩვენი გადასახადებიდან იხარჯება პირდაპირ აჯვამს კონკურსსაც და მსმენელსაც

ნამდვილად სცილდება სოციალური ქსელით მისი საჯარო განცხადებები პირადი ცხოვრების ასპექტს...

გაუნათლებელი, კომპლექსებიანი ტიპია და არ მსიამოვნებს რომ მსგავსი ინდივიდი ჩემს ქვეყანას საერთაშორისო კონკურსზე წარმოადგენს ისევ ქვეყნის ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით

და შენი პირადი თემაა? რასაც მინდა იმას დავპოსტავ... მაგ კუთხით მეტი არ გამომიხტე


Posted by: Artist 19 Mar 2021, 17:48
Mochiguman
QUOTE
იმედია არ არის ეს მისი პირადი გვერდი

ეს ჯერ კიდევ საკითხავია მისი გვერდია თუ არა ხო?...
საქართველოში არის ადამიანთა კატეგორია რომლებიც ჯერ
აქებენ ხოლმე, შემდეგ ვიღაცა რაღაცას გააძრობს და მიდის მისი ლანძღვა...

QUOTE
პირდაპირ აჯვამს კონკურსსაც და მსმენელსაც

დარწმუნებული ხარ მაგ ინფორმაციის სისწორეში? ასე დაჯერებით რომ ამბობ...

QUOTE
და შენი პირადი თემაა? რასაც მინდა იმას დავპოსტავ... მაგ კუთხით მეტი არ გამომიხტე

მეც რასაც მინდა იმას დავპოსტავ, ასე რომ შენ თუ გამოხტომად სთვლი ჩემს პოსტს?
ეგ შენი პრობლემაა... ისე მუსიკის შესახებ არაფერს გვეტყვი? იგივე თემა პოლიტიკაშიცაა:
https://forum.ge/?showtopic=35194790&view=findpost&p=57646532 და იქ მოსულა მასეთი ბაზარი...

ეს თემა მე გავხსენი, მაგრამ სულაც არაა რაიმე შეზღუდვა ამის გამო... თუ ევროვიზია და საერთოდ სიმღერა
გაინტერესებს მაშინ უფრო მისაღები უზერი გამოდიხარ, აბა მხოლოდ ჭორების მოტანით შორს ვერ წავალთ...

შენ რასაც ამბობ თუ მართლა დარწმუნებული ხარ მაგ ნათქვამში 100%- ოთ მაშინ გასაგებია, ეგეც უნდა ვიცოდეთ...

Posted by: Mochiguman 19 Mar 2021, 18:54
Artist

ნამდვილად მისი ექაუნთია ეგ უკვე წინა დღესაც დაზუსტდა... საკუთარი ფოტოც კი მოაყოლა სადაც "ჰეითერებს" შუა თითს უჩვენებს, მაგრამ, კარგი, შევეშვები აქ ამ თემაზე საუბარს

კი გამოერევა ძალიან იშვიათად თითო-ოროლა საჩემო მუსიკაც ეუროვიზიაზე, მაგრამ ჩემთვის მაგ კონკურსის მთელი ხიბლი მისთვის დამახასიათებელ კემპის სტილში, ინკლუზიურობაში, პოზიტიურ მესიჯებში, გრანდიოზულ შოუსა და პროგრესულობაშია. უბრალოდ ტეხავს რომ ასე აცდენილია ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ყოველივე ამას user.gif

მუსიკისადმი ნეგატიური განწყობის დაფიქსირება პრობლემა ნამდვილად არ უნდა იყოს... ერთი-ორი იდიოტი ყოველთვის გამოერევა, მაგრამ, ჩვეულებრივ, არავინ უვარდებოდა მესიჯებში და არ აგინებდა იმის გამო ეს რა ცუდი მუსიკა გაგაქვსო. უბრალოდ აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ სიმღერა არ მოეწონათ. ელემენტალური კრიტიკის ატანა კი უნდა შეგეძლოს მომღერალს როცა საჯარო კონკურსებზე გამოდიხარ და ყველას დედას არ უნდა აგინებდე.

მაგალითად, ქსენოფობიითა და სექსიზმით გაჟღენთილი მესიჯებით აიკლეს რუსეთის წარმომადგენელი, რაც გაააააააცილებით უფრო მძიმე რამაა, ვიდრე ის რომ ვიღაცებს შენი მუსიკა არ მოსწონთ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, შეხედე რა კარგად გამოეხმაურა



ასეთი ადამიანების ნახვა ასწორებს მსგავს კონკურსზე და არა დაბოღმილი და n რაოდენობის კომპლექსის მქონე თორნიკესი

ისე, რუსეთის წარმომადგენლის სიმღერა ლაივში ძალიან ძალიან კარგი რამაა... არ მეწყინება თუ გაიმარჯვებს

ბულგარეთი მგონი ყველაზე მეტად მომეწონა

საფრანგეთსაც ძალიან "ფრანგული" სიმღერა აქვს და ასწორებს

ეს სამი ყველაზე სასიამოვნოდ დამამახსოვრდა








Posted by: Artist 19 Mar 2021, 19:57
Mochiguman
QUOTE
რუსეთის წარმომადგენლის სიმღერა ლაივში ძალიან ძალიან კარგი რამაა... არ მეწყინება თუ გაიმარჯვებს

ბულგარეთი მგონი ყველაზე მეტად მომეწონა

საფრანგეთსაც ძალიან "ფრანგული" სიმღერა აქვს და ასწორებს

კარგია რომ შენი აზრი დააფიქსირე სიმღერის შესახებ ანუ შენი
ფავორიტებია რუსეთი, ბულგარეთი და საფრანგეთი...
დავდებ ბარემ აქაც შენი ფავორიტების სიმღერებს:

რუსეთი:


ბულგარეთი:


საფრანგეთი:


სხვებმაც გამოსთქვით თქვენი აზრი რომელი მომღერალია თქვენი ფავორიტი და
შეეცადეთ დაასაბუთოთ ეს... smile.gif
პს.
პატარა კონკურსივით მოვაწყოთ ვისი ფავორიტი გაიმარჯვებს...

ჩემი ფავორიტია ჯერ ჯერობით შვეიცარია, შემდგომ მივამატებ სხვა ფავორიტსაც:

შვეიცარია:


ეროვიზიის სპეციფიკიდან გამომდინარე ვთვლი, რომ რაღაც სიახლეს სთავაზობს ეს შვეცარიელი(ფრანგული ნაწილიდან).
მსმენელს, ასევე იყო მაშინ "სალვადორ სობრალი" (პორტუგალია) სრულიად განსხვავებული ჟანრით და გაიმარჯვა კიდეც.
* * *
უკაცრავად იქ ზემოთ ორჯერ დამიდია შვეცარია... აზერბაიჯნის ნაცვლად და ეხლა ჩავასწორებ...

აზერბაიჯანი
ზურნაც აქვთ გამოყენებული:



აქვე დავდებ ბელგიას და რუმინეთს




* * *
დაბარემ ჩვამატებ რაც ჯერ არ დამიდია:

საბერძნეთი:
საინტერესო პერფომანსი აქვს გამოყენებული მფრინავი ცხენი
და რამე...



შვედეთი:



ლატვია:



დანია:



ავსტრალია
რომელიც ევროპას არ მიეკუთვნება მაგრამ ისე ძალიან უნდოდათ
მონაწილეობის მიღება რომ დაუშვეს, აბა ამჯერად რას გვთავაზობენ:



კროატია, სერბია და ალბანეთი:







მოლდავეთი:



გერმანია:



კიდევ თუ გამომრჩა რომელიმე ქვეყანა მოგაწვდით აქ კი ყველა ერთად:


Posted by: Mariko20 20 Mar 2021, 22:07
Ყველანაირი შთაბეჭდილება წამიხდა თორნიკე ყიფიანზე,არადა ძალიან დიდ პატივს ვცემდი,როგორც კარგ მუსიკოსს. Ვსიო მე აღარ ვგულშემატკივრობ ევროვიზიაზე, რაც უნდა ის უქნიათ. Როცა ამხელა კონკურსზე მიდიხარ და გაგაქვს ახალი სიმღერა იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ ვიღაცას არ მოეწონება და გაგაკრიტიკებს,მითუმეტეს პირადად მისი მისამართით მხოლოდ დადებითი კომენტარები იყო აკრიტიკებდნენ მხოლოდ სიმღერას. Ევროვიზიას "კურკლშოუს" ეძახის ტიპი და ამ დროს ორი წელი ცდილობდა მაგ "კურკლშოუზე" გასვლას

Posted by: Artist 23 Mar 2021, 14:36
Mariko20
QUOTE
Ყველანაირი შთაბეჭდილება წამიხდა თორნიკე ყიფიანზე,არადა ძალიან დიდ პატივს ვცემდი,
როგორც კარგ მუსიკოსს. Ვსიო მე აღარ ვგულშემატკივრობ ევროვიზიაზე, რაც უნდა ის უქნიათ.

ცოტა ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხომ არაა? შესაძლოა "ფეიკი" იყოს და მთლიანად კარგავ საკუთარ წარმოდგენას...

ისე თუ გვეტყვი რომელი მონაწილე უფრო მოგწონს არ იქნება ურიგო...

აქ დავამატებ კიდევ:

ინგლისი:


პოლონეთი:



* * *
სან მარინო:


მალტა:


ისლანდია:

Posted by: Liаm 23 Mar 2021, 14:55
ნორვეგია ჩემი ფავორიტია biggrin.gif
ზოგადად, მგონი, შარშან უფრო კარგი სიმღერები იყო.
შვეიცარიის და შვედეთის სიმღერებიც კარგია. ნიდერლანდებისაც. ნიდერლანდებს შარშანაც კარგი სიმღერა ჰქონდათ. არ იქნება ცუდი, თუ წელსაც ეგენი მოიგებენ

Posted by: Artist 24 Mar 2021, 20:08
Liаm
QUOTE
ნორვეგია ჩემი ფავორიტია

დავდოთ ნორვეგია:


QUOTE
ნიდერლანდებს შარშანაც კარგი სიმღერა ჰქონდათ. არ იქნება ცუდი, თუ წელსაც ეგენი მოიგებენ

მაგრამ შენი პოსტიდან გამომდინარე გულშემატკივრობ ნიდერლანდებს:
აგერ ლიდერლანდებიც:


Posted by: Artist 24 Apr 2021, 05:10
მოახლოვდა მაისიც და ევროვიზიაც... რომელსაც მე მგონია აღარ გადადებენ პანდემიის გამო:
18., 20. & 22. Mai Rotterdam 2021

აქ ყველა მონაწილე ერთად:


Posted by: Liаm 26 Apr 2021, 14:16
ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ჩეხეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ნორვეგია, რუმინეთი, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ნიდერლანდები

ამ ქვეყნების სიმღერები და შესრულება მომწონს, ზოგი ნაკლებად, ზოგი უფრო მეტად biggrin.gif იმედია გამარჯვებული აქედან ერთ-ერთი იქნება.

ფავორიტები: ნორვეგია > ესპანეთი > ირლანდია

Posted by: Artist 27 Apr 2021, 00:49
Liаm
QUOTE
ფავორიტები: ნორვეგია > ესპანეთი > ირლანდია

ოკ...

ჩემი ფავორიტები: შვეიცარია - საფრანგეთი - პორტუგალია

დაპოსტეთ სხვებმაც საკუთარი ფავორიტების შესახებ და ვნახოთ რომლის ფავორიტი გაიმარჯვებს... bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: M_Schumacher 10 May 2021, 21:21
ყიფიანის სიმღერა რატო შეცვალეს აი ვერ ვხვდები, შეუიარაღებელი ყურითაც ადვილად ჩანს რო წინა ბევრად მაგარი იყო biggrin.gif ეს ახალი სუფთა ვარადა რადადას დონეა

Posted by: Crøs 18 May 2021, 12:01
M_Schumacher
QUOTE
ყიფიანის სიმღერა რატო შეცვალეს აი ვერ ვხვდები,

ვერ მიხვდები,რადგან ევროვიზიის წესები არ იცი.


ჩემი ფავორიტი ისევ შვეიცარიაა. ესტონეთსაც არა უშავს.

Posted by: M_Schumacher 18 May 2021, 15:20
Crøs
მერე დაგეწერა ბარემ ეგეთ პასუხს drug.gif წინაზე რო არ ჩატარდა არ მეგონა ახალი სიმღერები თუ იქნებოდა და მეთქი რატო შეცვალეს

Posted by: Artist 19 May 2021, 03:03
დაიწყო: ევროვიზია 18.2021 შემდეგი იქნება 20 მაისს და ბოლოს 22 მაისს...




* * *
ლაივ გადაცემას ქართულად შეგიძლიათ აქ უყუროთ:

https://1tv.ge/news/evrovizia-2021-is-pirveli-nakhevarfinali-dghes-gaimarteba/

გერმანულად აქ:

https://www.eurovision.de/news/Erstes-ESC-Halbfinale-Live-schauen-und-mitdiskutieren,socialtv364.html
* * *
Crøs
QUOTE
ჩემი ფავორიტი ისევ შვეიცარიაა.

up.gif +++++++++

პირველ ნახევარ ფინალში ათი ფინალისტი უკვე გამოვლინდა...

Norwegen: Tix - "Fallen Angel"
Israel: Eden Alene - "Set Me Free"
Russland: Manizha - "Russian Woman"
Aserbaidschan: Efendi - "Mata Hari"
Malta: Destiny - "Je me casse"
Litauen: The Roop -"Discoteque"
Zypern: Elena Tsagrinou - "El Diablo"
Schweden: Tusse - "Voices"
Belgien: Hooverphonic - "The Wrong Place"
Ukraine: Go_A - "Shum"

უკრაინა აზერბაიჯანი და რუსეთი ფინალში არიან... ჩვენი მეზობლები და შორეული ახლობელი ქვეყანა ლიეტუვა...

Posted by: Rammstein 19 May 2021, 22:21
უკრაინა რა მაგარი იყოო..ლაივში ორმაგად მაგარი ყოფილა არ ველოდი. ცოტაც არ შემპარვია ეჭვი რომ მეათე უკრაინა იყო.

Ბელგია ძაან კლასნია ძაან კლასნი შემსრულებლით. 10/10.

Ლიტვა შარშანდელი სიმღერით მერჩივნა, მაგრამ ეგეც კარგია.

Კვიპროსი და აზერებიც კაი იყვნენ.

Ღირსეული ფინალისტები არიან ათივე უბრალოდ ავსტრალიაზე დამწყდა გული. Იმსახურებდა აშკარად ფინალს.

Posted by: Artist 20 May 2021, 23:03
აქ ლაივი, მეორე ნახევარ ფინალი:

https://www.eurovision.de/news/Jetzt-live-Warm-up-zum-zweiten-ESC-Halbfinale,socialtv366.html
* * *
და აქ ქართულად მეორე ნახევარ ფინალი:

https://player.1tv.ge/1tv/2021-05-20T21:05:07+02:00

* * *
ეს ქვეყნები პირდაპირ ფინალში გამოვლენ, ვინაიდან სპონსორები არიან, მე როგორც ვიცი:

გერმანია: Jendrik mit "I Don't Feel Hate"
საფრანგეთი: Barbara Pravi mit "Voilà"
ინგლისი: James Newman mit "Embers"
იტალია: Måneskin mit "Zitti e buoni"
ესპანეთი: Blas Cantó mit "Voy a quedarme"
ნიდერლანდები: Jeangu Macrooy mit "Birth Of A New Age"

აქ პირველ ნახევარფინალში გამარჯვებულები:

ასერბაიჯანი: Efendi mit "Mata Hari"
ბელგია: Hooverphonic mit "The Wrong Place"
ისრაელი: Eden Alene mit "Set Me Free"
ლიეტუვა: The Roop mit "Discoteque"
მალტა: Destiny mit "Je me casse"
ნორვეგია: Tix mit "Fallen Angel"
რუსეთი: Manizha mit "Russian Woman"
შვეცია: Tusse mit "Voices"
უკრაინა: Go_A mit "Shum"
კვიპროსი: Elena Tsagrinou mit"El Diablo"

აქ კი მეორე ნახევარფინალში გამარჯვებულნი:

ალბანეთი: Anxhela Peristeri mit "Karma"
სერბეთი: Hurricane mit "Loco Loco"
ბულგარეთი: Victoria mit "Growing Up Is Getting Old"
მოლდოვია: Natalia Gordienko mit "Sugar"
პორტუგალია: The Black Mamba mit "Love Is On My Side"
ისლანდია: Daði og Gagnamagnið mit "10 Years"
სან მარინო: Senhit mit "Adrenalina"
შვეიცარია: Gjon's Tears mit "Tout l'univers"
საბერძნეთი: Stefania mit "Last Dance"
ფინეთი: Blind Channel mit "Dark Side"

საქართველო როგორც ბოლო ხანებში ხდება ისევ გავარდა ...

ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ევროვიზიაზე გამარჯვებისთვის საჭიროა: სანახაობრიობა, კარგი და ორიგინალური ხმა, რაღაც ახლებური მელოდია...
ქართული ცეცხლოვანი სიმღერები დუდუკებით და რამე... სანახაობრივადაც კარგი იქნებოდა და ორიგინალურიც... ცოტა გადაკეთება საკმარისია
რომ ახალი სიმღერა დაერქვას...

აგერ უკარაინამ გაითავისა ეს ამბავი და უკრაინული მელოდია შემოგვთავაზა, თანაც ცოტა გადააკეთეს და წავიდა შხული შხუილით... იგივე რუსეთმა...

ამის მაგვარი რამე უნდა დადონ რაა... და მაგარი ეფექტი ექნება:


ჩვენთვის კი დიმპიტაურებად ჟღერს, მაგრამ ევროპელის ყურით რომ მოუსმინოს კაცმა სულ სხვა ეფექტია...
აგერ უკრაინამ და რუსეთმაც რითი გაქაჩეს? სწორედაც იმით რომ თავისი ფოლკლორის დამახასიათებელი
მუსიკა შესთავაზეს... თუ არ ვცდები უკრაინამ პირველი ადგილიც აიღო ერთხელ, აზერბაიჯანმა რომ აიღო
ეგ მახსოვს... ხოდა დუდუკი, სალამური, დოლ-გარმონი, ფანდური თუ ელექტრო ინსტრუმენტები ახლებური
სახის მიცემისთვის და სუხიშვილების მოცეკვავეებით შეზავებული რამე უნდა გაკეთდეს...

აი ბავშვების ევროვიზიაზე ჯერ ჩვენ ვართ ფავორიტი გამარჯვებულები... რატომ? და იმიტომ რომ ფოლკლორიდან
გამომდინარე სიმღერებია შერჩეული... უბრალოდ ბოლო გამოსვლებზე კარგად ვერ შეირჩა და კიდევ სხვა მიზეზების
გამო ვერ ავიღეთ პირველი ადგილი... ისე კი სამჯერ გვაქვს მოგებული... საქართველოში ბევრი კარგი მომღერალი გვყავს
სიმღერებიც გვაქვს... უნდა ცოტათი გადავაკეთოთ მცირე ნიუანსებით და წავა. ქალაქურებიც გვაქვს ბევრი კარგი მელოდია..

* * *
მე ისევ შვეიცარიას გულშემატკივრობ და საფრანგეთიც მომწონს...
თავის რეტრო სიმღერის მაგვარ, ცოტა გადაკეთებული, სიმღერით...
ედიტ პიაფის მაგვარ თავის ფრანგულს მღერის... ჩვენ რა ინგლისური
შეგვეყარა კაცოო... ვაჰ...

M_Schumacher
QUOTE
შეუიარაღებელი ყურითაც ადვილად ჩანს რო წინა ბევრად მაგარი იყო

მაგაში გეთანხმები, წინა სიმღერა ბევრად სჯობდა ეხლანდელს, მაგრამ მაინც ის სიმღერაც
წამგებიანი იყო... არავითარი ეფექტურობა არაა და ეს ევროვიზიის ფორმატი კი სულ სხვაა...
პს.
ისე შეიარაღებული ყური როგორია? wink.gif

Rammstein
QUOTE
უკრაინა რა მაგარი იყოო..ლაივში ორმაგად მაგარი ყოფილა არ ველოდი.

ხო უკრაინა ორიგინალურ სიმღერას გვთავაზობს, ევროპელების ყურისთვის ასე ჟღერს...
დაახლოვებით იგივე მელოდია აიღეს რაც წინაზე ჰქონდათ... ისე ის უფრო ეფექტური
იყო მგონი, შარშანდელი სიმღერა...

* * *
იმ არ შემდგარ ევროვიზიის სიმღერაზე სალავეი იმღერეს უბრალოდ ახალი ეფექტები შეიტანეს
და ეგ იყო...

* * *
აგერ შედარებისთვის დავდებ ორივეს:




* * *
უკრაინულ დიმპიტაურებს მღერიან უბრალოდ... მაგრამ ეფექტები აქვთ გამოყენებული და ძალიან
კარგად აქვთ დასმული... ევროვიზიის ფორმატში კარგად ჯდება... გამორიცხული არაა რომ მაგათმა
მოიგონ ეს ევროვიზია... მაგრამ მე მაინც შვეიცარიის მხარეს ვარ... მირჩევნია რატომღაც...
* * *
QUOTE
Ბელგია ძაან კლასნია ძაან კლასნი შემსრულებლით. 10/10.

ბელგიას განსაკუთრებულად კარგი მელოდიები აქვს თითქმის ყოველთვის...

* * *
აქ დავდებ ბარემ მეორე ნახევარ ფინალის მთლიან გადაცემას:


Posted by: Rammstein 21 May 2021, 13:15
იქნება ფინალი ? დატოვეს ფინელებმა სცენიდან რამე ? love.gif როგორ გაასწორა მეათედ გამოცხადებამ.

ჩემი ფავორიტი სიმღერები, თუმცა სხვებიც ძალიან მაგარი იყო და წელს სუსტ გამარჯვებულს არ ველოდები.

იტალია
ბელგია
ფინეთი
უკრაინა

Posted by: Artist 21 May 2021, 13:59
Rammstein

მე პირველ ათეულს ასე ვხედავ:

1. შვეიცარია
2. საფრანგეთი
3. პორტუგალია
4. უკრაინა
5. ბელგია
6. სერბეთი
7. საბერძნეთი
8. იტალია
9. ნორვეგია
10. აზერბაიჯანი
................................
* * *
ხოლო სამეულში მე მგონია უკრაინა მაგრად იბრძოლებს:
და შვეიცარიას გაუწევს კონკურენციას... ჩემი სამეული:

1. შვეიცარია
2. უკრაინა
3. საფრანგეთი

* * *
პს.
ერთი რამე არ მომეწონა შვეიცარიელის გამოსვლაში, ქორეოგრაფიაა რაღაცნაირად ჩამშვები
მისთვის და ძაან წამგებიანი... ხელებს ძალიან უაზროდ იქნევს აქეთ იქით, უთხრეს ალბათ
დინამიურობისთვის ასე სჯობიაო... არადა ამან სიმღერაზე არ იმოქმედა რაც მთავარია...

ისევ მახსენდება ის ბელგიელი გოგო, რომელსაც ძალიან კარგი სიმღერა ჰქონდა და კარგადაც
მღეროდა, მაგრამ ბოლოს ქორეოგრაფიან დაღუპა, ხელების ქნევა დააწყებინეს და სიმღერაზე
იმოქმედა და სულ დაიბნა და ვეღარ იმღერა... 2017 წელს...სანამ შარვალი ეცვა და ხელებს არ
იქნევდა ძალზედ კარგად მღეროდა... წინა ჩანაწერებში. შემდეგ ჩააცვეს კაბა და ხელების ქნევა
დააწყებინეს და სულ მთლად ჩაიძირა... იმედია შვეიცარიას იგივე არ მოუვა, სხარტი ტიპია...

Posted by: Rammstein 21 May 2021, 14:51
QUOTE (Artist @ 21 May 2021, 12:59 )
Rammstein

მე პირველ ათეულს ასე ვხედავ:

1. შვეიცარია
2. საფრანგეთი
3. პორტუგალია
4. უკრაინა
5. ბელგია
6. სერბეთი
7. საბერძნეთი
8. იტალია
9. ნორვეგია
10. აზერბაიჯანი
................................
* * *
ხოლო სამეულში მე მგონია უკრაინა მაგრად იბრძოლებს:
და შვეიცარიას გაუწევს კონკურენციას... ჩემი სამეული:

1. შვეიცარია
2. უკრაინა
3. საფრანგეთი

ფინეთი შევა ათეულში...მაგარი რეაქციები ჰქონდა გუშინ youtube-ზე მათ გამოსვლას. მეათედ მთელი დარბაზი ფინეთს გაიძახოდა. მაგათმა და უკრაინამ სცენა დაიმხეს, მაგრამ მოგება ორივეს გაუჭირდება, რადგან ხმების ტელევიზიის მაყურებლებიდან მიდის.

იტალია შევა კიდევ სამეულში უეჭველი და მთავარ ფავორიტად რჩება...ზე პოპულარულია ეგ ჯგუფი და სიმღერა იტალიაში და ნელ-ნელა გარეთაც გავიდნენ, ყველა იტალიის გამარჯვებაზე იძახის.

მალტაა ფარული ფავორიტი არადა მაგრად არ მინდა იმ გოგომ პუტკუნების ხმებით საბავშვო ევროვიზიის შემდეგ დიდი ევროვიზიაც მოიგოს.

ამათ შვეიცარიაც და საფრანგეთიც დავუმატოთ.

სხვებს შანსი არ აქვთ ჩემი აზრით მოგების, მაქსიმუმ სამეული.

Posted by: Artist 21 May 2021, 15:24
Rammstein
QUOTE
მალტაა ფარული ფავორიტი

არ მგონია, სტანდარტული სიმღერა აქვს და ამიტომ...
QUOTE
ფინეთი შევა ათეულში...მაგარი რეაქციები ჰქონდა გუშინ youtube-ზე მათ გამოსვლას.

არ ვიცი ფინეთსაც არა აქვს რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული მე მგონი...
როგორც მაგალითად უკრაინამ დადო... საფრანგეთმა კი ედიტ პიაფი გააცოცხლა... შვეიცარიას განსაკუთრებული
ხმა აქვს... და ა.შ. პორტუგალიაც ორიგინალობს, მაგრამ დიდი შანსები არა აქვთ...

* * *
პს. იმ უკრაინელ მომღერალ ქალს თუ დააკვირდება კაცი ძალიან მაგიოზური
სახე აქვს დაჭერილი ... მოქმედებს რაღაცნაირად ...

Posted by: Rammstein 22 May 2021, 00:15
Artist

Შეიძლება სულ არ იყოს განსაკუთრებული, მაგრამ სიმღერა გაჰიტდეს და ამ გზით გაქაჩოს.

Ზოგადად უკრაინას ძლიერი მონაწილეები ჰყავს. Მხოლოდ Გამარჯვებულებს არ ვგულისხმობ არც ანი ლორიაკს. Აი ვერკა სერდიუჩკა კი ევროვიზიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი იყო თავისი პოლიტიკური გზავნილით და მის გარეშეც. Ისეთი მაგარი იყო ვერც გაუბედეს დისკვალიფიკაცია.


* * *
QUOTE (Artist @ 21 May 2021, 14:24 )


* * *
პს. იმ უკრაინელ მომღერალ ქალს თუ დააკვირდება კაცი ძალიან მაგიოზური
სახე აქვს დაჭერილი ... მოქმედებს რაღაცნაირად ...

Ხო რამდენი მაგარი ქალი იყო დიდი ფეხებით საჯდომით და მკერდით.

Რომ მითხრან ერთი ქალი აირჩიე ამ ევროვიზიიდან და შეგახვედრებო არც დავფიქრდები...მართლა მაგიური ქალია. Მეორე ნაწილში ნამდვილი ჯადოქრობა იწყება. Ჩემი აზრით, შარშანდელზე დახვეწილია განსაკუთრებით ამ მეორე ნაწილის გამო. Სხვა ქალები ზედმეტი იყვნენ.

Და დამ დააარა
დამ დაარა
დადადადადარა დამ დამ დაარა......აუ სასწაულია

Posted by: Artist 22 May 2021, 20:29
Rammstein

QUOTE
Და დამ დააარა
დამ დაარა
დადადადადარა დამ დამ დაარა......აუ სასწაულია

დაიწყო ფინალი... საინტერესოა საქართველო ვის მისცემ 12 ქულას...
ალბათ უკრაინას... პოლიტიკაც არის ევროვიზიაზე გარეული...

ვნახოთ ვინ გახდება ამ ევროვიზიაზე გამარჯვებული ძაან საინტერესოა...

Posted by: Rammstein 23 May 2021, 00:42
ერთ-ერთი საუკეთესო ევროვიზიაა ისტორიაში

Posted by: Artist 23 May 2021, 01:05
Rammstein
QUOTE
ერთ-ერთი საუკეთესო ევროვიზიაა ისტორიაში

ეტყობა ერთი რომ გამოტოვეს შარშან... მუხტი დაუგროვდათ...



ეხლა გადაწყვეტილების მომენტიც საინტერესოა...

Posted by: Rammstein 23 May 2021, 01:47
შოუც რა კარგია...წარსულის გახსენებაც მაგარი იყო სახურავებიდან. Როგორც წესი მეძინებოდა ქულების გამოცხადებამდე და ახლა საერთოდ არ ველოდები.

10/10 ნიდერლანდებს მასპინძლობისთვის და ევროვიზიას რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს.
* * *
Იტლიაააააააააააააა

Სუპერ ევროვიზიის სუპერ გამარჯვებული

Posted by: Mochiguman 23 May 2021, 02:58
საფრანგეთიც ძალიან მომწონდა, მაგრამ იმსახურებდა იტალია

კარგები იყვნენ

Posted by: Artist 23 May 2021, 03:03
Rammstein
QUOTE
შოუც რა კარგია..

კი კარგად არის ყველაფერი გაკეთებული განსაკუთრებით 3D ეფექტები,
თვითონ დარბაზის მოცულობა და ყველაფერი....

იტალიამ გაიმარჯვა, ხალხის ხმები უფრო მეტი ჰქონდა, არადა ჟიურებით შვეიცარია იყო პირველზე...
მოკლედ სწორად გამოიცანი იტალია... bis.gif bis.gif bis.gif

user posted image

Posted by: lovelock 23 May 2021, 03:03
მეც ვუყურებდი, ზედაპირულად მაგრამ მაინც jump.gif

იტალიიას კარგი ბიჭები ყავდა <3

Posted by: Artist 23 May 2021, 03:08
უკრაინამ უცბად რომ აიწყვიტა და ავარდა პირველ ადგილზე ჰა?
მე ვიფიქრე მაგია არ გაუმართლა მეთქი და ხალხის ხმებით უცბად ავარდა...
მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოვარდა...

კარგი სამეულია, მე საფრანგეთსაც გულშემატკივრობდი,
მაგრამ იტალია არ მიფიქრია ასე თუ აიწყვეტდა...

Posted by: Rammstein 23 May 2021, 03:10
Artist
Აუ მალტას რომ გაასწრებინა ჟიურიმ იტალიაზე და მაყურებლებისგან ოცჯერ მეტი ხმა მიიღო მაგაზე გადავბჟირდი. Საერთოდ რამდენიმე სასაცილო შეფასება გამოუვიდათ. Მაყურებელი უფრო ობიექტური აღმოჩნდა.

Ქართველ ჟიურის ყოჩაღ. Გამოიცნეს გამარჯვებული. Ფინეთმა და უკრაინამაც მაყურებლებით ამოქაჩეს. Ხალხს ამ პანდემიის შემდეგ მძიმე მუსიკის მიმართ დაუბრუნდა სიყვარული. Მანესკინის მესიჯიც კარგი იყო ით მინს როკ ენ როლ ნევერ დაის.

Მოკლედ ბედნიერი ვარ.

Posted by: Artist 23 May 2021, 03:13
lovelock
QUOTE
მეც ვუყურებდი, ზედაპირულად მაგრამ მაინც

ალბათ ხმების მიცემის მომენტს უკვე კარგად უყურე?
ყველაზე საინტერესო მომენტია ხოლმე, დაძაბული და რამე...

ეჰ... შვეიცარიას რომ გაემარჯვა შემდეგ წელს აქ იქნებოდა ევროვიზია
და დავესწრებოდი, იტალიაში წასვლა არ მეპიტნავება რატომღაც... smile.gif

* * *
Rammstein
QUOTE
Მოკლედ ბედნიერი ვარ.

მართლაც გრანდიოზული კონცერტი გამოვიდა, მეც მომეწონა...

* * *
Mochiguman
QUOTE
საფრანგეთიც ძალიან მომწონდა, მაგრამ იმსახურებდა იტალია

საფრანგეთი მეც ძალიან მომეწონა, მეორე ადგილიც არაა ცუდი... პირველი
სამეულია ყველაზე პრესტიჟული და შემდეგ ათეული... მაგრამ პირველობაა
საქმე... smile.gif
* * *
ისე ეს ჩვენი თორნიკე რომ გამოვარდა ეს ვისი ბრალია ნეტავ? ალბათ ისევ თავისი...
პირველ სიმღერის დროს კა გოგოებიც ჰყავდა მონაწილედ, ამ მეორეზე მხოლოდ თვითონ
გაიჩითა და სიმღერაც არ იყო ისე კარგი... აი მიზეზი, ცოტა შოუც საჭირო იყო, ეგოისტურად
გამოუვიდა მხოლოდ მეო და აი გავარდა კიდეეც... ეგერ ინგლისელმა 0 ქულა გაირტყა ორივე
ვარიანტში... ეს უფრო საცოდავი იყო... ფინალში ადგილი იყიდეს და 0 ქულა... გერმანიაც ხალხმა
0 ქულაზე დასვა, ჟიურისგან 3 ქულა... ასეთი სამარცხვინო იაღლიში მოუვიდაათ...
ცოტა წავიჭორავესავით chups.gif
მაგრამ ჯანსაღი განსჯაც საჭიროა...


აბა ჰე რა ჭორები იცით ჩამოყარეთ ეხლა აქ... და შემდეგი უფრო სასიამოვნო ევროვიზიაზე გადავალ
იუნიორთა ევროვიზიის მზადება და ა.შ. smile.gif

Posted by: Rammstein 23 May 2021, 03:31
მაყურებლების ათეული. Ბევრად სამართლიანი ვიდრე ჟიურის.

1. Იტალია 318
2. Უკრაინა 267
3. Საფრანგეთი 251
4. Ფინეთი 218
5. Ისლანდია 180
6. Შვეიცარია 165
7. Ლიეტუა 165
8. Რუსეთი 100
9. Სერბეთი 82
10. Საბერძნეთი 79

Posted by: Artist 23 May 2021, 03:36
Rammstein
QUOTE
მაყურებლების ათეული. Ბევრად სამართლიანი ვიდრე ჟიურის.

პრივილეგიაც მეტი აქვს მაყურებლის გადაწყვეტილებას, მაგრამ ევროვიზიის სპეციფიკა
სწორედ ისაა, რომ ორივეს ერთად აქვს მნიშვნელობა... ქვეყნების წარმომადგენლების გამოსვლა
ძალიან საინტერესოა და სპეციფიურიც... მოკლედ ევროვიზიის ფორმატის გაგებაა საჭირო...

* * *
პს.
თუ გვინდა როდესმე რომ გავიმარჯვოთ, საჭიროა ევროვიზიის სპეციფიკის ცოდნა და სიმღერის
ისე წარმოჩენა...

Posted by: Rammstein 23 May 2021, 03:39
Ნახევარფინალში 33 მონაწილეში საქართველო საპატიო 30-ე ადგილზე გავიდა.

Ინგლისი რომ იგდებს ევროვიზიას უარესი ხვდება, გერმანია შემეცოდა ცოტა 0_ს არ იმსახურებდა თუმცა უფრო საბავშვო ევროვიზიის სიმღერა იყო. Სხვათაშორის ჯუნიორი რომ მოიგო ფრანგმა გოგომ ეგ სიმღერა _ მანჟი ამ ბარბარას დაწერილი ყოფილა. Შანსი ჰქონდა ორი ევროვიზია მოეგო თავისი სიმღერებით.

Posted by: Artist 23 May 2021, 03:47
ისე საინტერესოდ დალაგდა:
იტალია, საფრანგეთი და შვეცარია... შვეიცარიის ნაწილებში შედის...
ანუ შვეიცარია ხომ შედგენილი ქვეყანაა, მეორე ენა ფრანგულია
და მესამე იტალიური... პირველი ენა გერმანულ-შვეიცარული...

* * *
Rammstein
QUOTE
Ნახევარფინალში 33 მონაწილეში საქართველო საპატიო 30-ე ადგილზე გავიდა

ეუფ... ვის გადავასწარით ნეტავ ის სამი ქვეყანა ჩვენზე უარესი იყო?...
* * *
QUOTE
Სხვათაშორის ჯუნიორი რომ მოიგო ფრანგმა გოგომ

იუნიორებში კი ვართ სამჯერ გამარჯვებულნი და პირველ ადგილზეა საქართველო,
ეხლა მეოთხედაც გვინდა გამარჯვება რომ გავიმყაროთ პლატფორმა... smile.gif

Posted by: lovelock 23 May 2021, 03:54
Artist

კი და ის რომ ბრიტანეთმა 0 მიიღო biggrin.gif

ვფიქრობდი ისე აი ბრიტანეთი ცნობილი თავისი მუსიკით ასეთ შით ხალხს რატო უშვებს და მერე მივხვდი რომ უმეტეს მუსიკოსებს აქ ესირცხვილება ეგ კონკურსი და არ ვიცი რატომ, ვინც კარგია მანდ არ ღებულობს მონაწილეობას. თაკილობენ. მაშინ როცა ევროპიდან კარგი ხალხი ღებულობს მონაწილეობას.


p.s. ერთი მოსაზრება ისაა რომ ჩვენ აქ ვიცით ევროპელებს რომ ვეზიზღებით და შეიძლება არ უნდათ მაგიტომ.

Posted by: Artist 23 May 2021, 04:06
lovelock
QUOTE
ერთი მოსაზრება ისაა რომ ჩვენ აქ ვიცით ევროპელებს რომ ვეზიზღებით და შეიძლება არ უნდათ მაგიტომ.

იგლისს თუ გულისხმობ, არ იყო კარგი სიმღერა, ევროვიზიის სპეციფიკაში არ ჯდებოდა არაფრით და მაგიტომ...
0 ქულა მიიღეს... იგივე საქართველომ ვერ გაიგეს რომ რაღაც სხვანაირი უნდა ევროპელის ყურს...
QUOTE
მაშინ როცა ევროპიდან კარგი ხალხი ღებულობს მონაწილეობას.

დიახ... თანდათან ვითარდება ეს ევროვიზიაც, ეხლა რამხელა გრანდიოზულობა ჰქონდა, მომღერლებიც ერთი მეორეზე უკეთესი..
უბრალოდ ინგლისმა და გერმანიამ ვერ აუღო მუღამი...

* * *
QUOTE
უმეტეს მუსიკოსებს აქ ესირცხვილება ეგ კონკურსი და არ ვიცი რატომ, ვინც კარგია მანდ არ ღებულობს მონაწილეობას. თაკილობენ

არ მგონია მასე, მაგალითად "აბბა" ევროვიზიის გამარჯვებულია და ასე გახდა პოპულარული და სხვა ასეთებიც არის...
* * *
აბბა-ზე პატარა ხუმრობა თუ ანეგდოტი, გამახსენდა:
წარმოიდგინეთ რომ პლანაქეში მღერის აბბა-ს მელოდიას
და ირგვლივ სხვა პლანაქეშები მისამღერს უმღერიან....

მანი მანი მანიიი...
მომე პლანიიი...
რატომ არა გააქვს...
და გუნდის მისამღერი...
აბბააა...

Posted by: Crøs 23 May 2021, 04:54
რავი თუ დაგაინტერესებთ რას მღერიან იტალიელები გადაგითარგმნით. მაგრამ შვეიცარია პირველ ადგილს იმსახურებდა.


"
მათ არ იციან რაზე ვსაუბრობ
თქვენ ბინძური ხართ, ძმაო, ტალახით
სიგასრისგან ყვითელი თითებს შორის
მე სიგარით მივდივარ
ბოდიში, მაგრამ ასე მჯერა
რომ შემეძლოს ეს ნახტომი
და მაშინაც კი, თუ გზა აღმართზეა
ამიტომ ახლა ვვარჯიშობ

საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო
მსახიობები გარეთ
რომ უკეთესად შეეხოთ თქვენს ყვ....ს
შენ უკეთესი იყავი ჩუმად და კარგი
აქ ხალხი უცნაურია, როგორც ნარკორეალიზატორი
ძალიან ბევრი ღამე გამომიკეტეს
მე მათ კარებს ვურტყამ წიხლებს
ალპინისტებივით იყურეთ ზემოთ
ასე რომ ბოდიში დედა მე ყოველთვის გარეთ ვარ, მაგრამ

გონება არ მაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული
შენ გონება არ გაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული
ჩვენ გონება არ გვაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული
ჩვენ გონება არ გვაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული

მე დავწერე გვერდები და გვერდები
დავინახე მარილი, შემდეგ ცრემლები
ეს კაცები მანქანაში
არ ასვლა ზღურბლზე
დაწერილია საფლავის ქვაზე
ჩემს სახლში ღმერთი არ არის
მაგრამ თუ დროის გრძნობა იპოვნეთ
თქვენ ამოხვალთ თქვენი დავიწყებიდან
და ქარი არ ჩერდება
ბუნებრივი ძალა
სწორი თვალსაზრისით
გრძნობ ქარის მღელვარებას
ცვილის ფრთებით უკან
ამ სიმაღლეს ვიპოვი
თუ გსურთ შეამჩეროთ ისევ სცადეთ
შეეცადე თავი მომჭრა
რატომ

გონება არ მაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული
შენ გონება არ გაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული
ჩვენ გონება არ გვაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული
ჩვენ გონება არ გვაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული

ხალხი საუბრობს სამწუხაროდ
ლაპარაკობს, არ იცის რას ლაპარაკობს
შენ წამიყვან იქ, სადაც მე ვზივარ
რომ აქ ჰაერი მენატრება
ხალხი საუბრობს სამწუხაროდ
ლაპარაკობს, არ იცის რას ლაპარაკობს
შენ წამიყვან იქ, სადაც მე ვზივარ
რომ აქ ჰაერი მენატრება
ხალხი საუბრობს სამწუხაროდ
ისაუბრე, მან არ იცის რა ლუკმაზე ლაპარაკობს
შენ წამიყვან იქ, სადაც მე ვზივარ
რომ აქ ჰაერი მენატრება

მაგრამ გონება არ მაქვს, მაგრამ განსხვავდება მათგან
შენ გონება არ გაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული
ჩვენ გონება არ გვაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული
ჩვენ გონება არ გვაქვს, მაგრამ მათგან განსხვავებული

ჩვენ მათგან განსხვავებული ვართ

Posted by: Parabola 23 May 2021, 12:05
lovelock
კიდეც უნდა ესირცხვილებოდეთ. ბრიტანეთი თანამედროვე მუსიკის სამშობლოა. ევროვიზია საერთოდ გაუგებარი კონკურსია.
ვაღიარებ, არც მინახავს არც ერთი შოუ თავიდან ბოლომდე.
შარშანდელი სიმღერები რატომ არ გაიტანეს? ძაან კაი იყო ყიფიანის შარშანდელი. ჯერ მარტო ვიდეოში იმ ბექვოკალისტის ღიმილი რად ღირდა. მარიამი მგონი.
წლევანდელი ვერ გავიგე.
ეს რუსული მატრიოშკული რაღაც რა პოტშია 10 ეულში ?

Posted by: tamuska 23 May 2021, 13:32
სალვადორ სობრალის შემდეგ პირველად მომეწონა ევროვიზიაზე შესრულებული სიმღერა , რაღაცნაირია <3


Posted by: Parabola 23 May 2021, 13:51
გადავხედე ახლა და რუსულ პერფორმანსზე სიტყვები უკან მიმაქვს. რაღაც იდეას მაინც ემსახურება.
აი, ზოგადად ქაჯობის ზეიმია რასაც გადავხედე და როგორც ყოველთვის.

Posted by: Rammstein 23 May 2021, 15:40
QUOTE (Parabola @ 23 May 2021, 12:51 )
გადავხედე ახლა და რუსულ პერფორმანსზე სიტყვები უკან მიმაქვს. რაღაც იდეას მაინც ემსახურება.
აი, ზოგადად ქაჯობის ზეიმია რასაც გადავხედე და როგორც ყოველთვის.

Კაი ერთი...ნამდვილად კარგი წელი იყო. Ფლეილისტი მაქვს უკვე დისკზე.

Რუსეთი ათეულს იმსახურებდა ნამდილად, უბრალოდ უკრაინაზე წინ რომ დააყენა ჟიურიმ სასაცილო იყო.

Posted by: Parabola 23 May 2021, 16:19
Rammstein
წარმოიდგინე რამდენს ექნება ფლეილისტი უკვე დისკზე, მაგრამ ჩემთვის მაინც ქაჯობაა ))
რუსეთი კი ჯობდა უკრაინას. რაღაც დრაივი მაინც მოდიოდა შემსრულებლისგან.

Posted by: Høsflot 24 May 2021, 20:38
QUOTE (lovelock @ 23 May 2021, 03:54 )
ვფიქრობდი ისე აი ბრიტანეთი ცნობილი თავისი მუსიკით ასეთ შით ხალხს რატო უშვებს და მერე მივხვდი რომ უმეტეს მუსიკოსებს აქ ესირცხვილება ეგ კონკურსი

ბრიტანელ მუსიკოსებზე ამბობ ესირცხვილებათო?
ბოლო 10 წელში მსოფლიო დონის რამდენიმე შემსრულებელი გამოვიდა რეალურად: ბონი ტაილერი 2013 და BLUE 2011 წელს.
BLUE მგონი ყველამ ვიცით

Posted by: Artist 24 May 2021, 21:31
Crøs
QUOTE
მაგრამ შვეიცარია პირველ ადგილს იმსახურებდა.

დიახ... გეთანხმები... smile.gif

tamuska
QUOTE
სალვადორ სობრალის შემდეგ პირველად მომეწონა ევროვიზიაზე შესრულებული სიმღერა , რაღაცნაირია

კი სობრალი მეც მომწონდა და პირველი ადგილიც აიღო... ეხლა ეს შვეიცარიელი მომეწონა, ხო რაღაცნარი რომაა
მაგაშია მთელი მუღამი, როგორც სობრალი საოცრად გამორჩეული რომ იყო სხვებისგან იმიტომაც გაიმარჯვა...

* * *
Rammstein
Parabola
Høsflot
tamuska
Crøs
lovelock
იდეები თუ გაქვთ ჩამოყარეთ, საქართველოს რა ეშველება, ამდენი კარგი მომღერალი გვყავს და
ამ ბოლო ხანებში ფინალშიც კი ვერ გავდივართ...

Posted by: Crøs 24 May 2021, 23:47
Artist
QUOTE
იდეები თუ გაქვთ ჩამოყარეთ, საქართველოს რა ეშველება, ამდენი კარგი მომღერალი გვყავს და
ამ ბოლო ხანებში ფინალშიც კი ვერ გავდივართ...

საქართველომ აზერბაიჯანის მეთოდა უნდა მიმართოს. აიყვანოს უცხოელი კომპოზიტორი და პროდუსერი და მასე მოამზადოს კონკურსანტი და არა "ყიფო მიდი ჯიგარი ხარ" ხალხის არჩევანით.

Posted by: Parabola 25 May 2021, 06:17
Artist
რა უნდა ეშველოს საქართველოს ?
უნდა შეეშვას .
ამ ბიჭმა ხო აგინა წასვლამდე და წამოსვლისას ?
ჰოდა ეგ იყო სწორი.

Posted by: tamuska 25 May 2021, 11:23
Artist
გეთანხმები , უბრალოდ შვეიცარიის სიმღერა სტილისტიკური თვალსაზრისით წააგავდა 2019 წლის ნიდერლანდების გამარჯვებულის სიმღერას და ვფიქრობ ამიტომაც არ გაამარჯვებინეს, ევროვიზია მაინც პოლიტიზირებული კონკურსია და იტალიას მხარი დაუჭირეს გასული წლის მოვლენების გამო.

Posted by: Crøs 25 May 2021, 11:50
tamuska
QUOTE
იტალიას მხარი დაუჭირეს გასული წლის მოვლენების გამო.

არაფერ შუაშია გასული წელი და პანდემია.
წინა წლებში ლამის ილ ვოლომ და მაჰმუდმაც გაიმარჯვა. უბრალოდ იტალიური როკი ბევრს არ მოუსმენია და ეს ბიჭებიც დიდი აღმოჩენა და ცეცხლის დანთება გამოდგა ევროპელი მაყურებლისათვის. ეფექტურები იყვნენ ნამდვილად. იმას აღარ ვამბობ ყველა კონკურსის გამარჯვებული რომ არიან იტალიაში.

თუმცა სუბიექტურად, ვოკალით და სიმღერით,მაინც შვეიცარია მერჩივნა.

Posted by: Artist 25 May 2021, 14:14
Crøs
QUOTE
საქართველომ აზერბაიჯანის მეთოდა უნდა მიმართოს. აიყვანოს უცხოელი კომპოზიტორი და პროდუსერი და მასე მოამზადოს კონკურსანტი და არა "ყიფო მიდი ჯიგარი ხარ" ხალხის არჩევანით.

ეგეც სცადეს: არ შველის ეგ ამბავი, აი კონჩიტა რომ გამოვიდა და გაიმარჯვა, იმ კომპოზიტორს დააწერინეს სიმღერა, აი ნოდიკო და ის გოგო რომ იყვნენ (ვერ ვიხსენებ სახელს)
ნუ ფინალში კი გავიდნენ მაშინ მაგრამ რათ გინდა ვერ ვიმარჯვებთ ამ დიდების ევროვიზიაზე... ბავშვებისაზე კი მიდის გრიალ გრიალით... სამჯერ გავიმარჯვეთ... აბა ეს რას ნიშნავს?

* * *
tamuska
QUOTE
გეთანხმები , უბრალოდ შვეიცარიის სიმღერა სტილისტიკური თვალსაზრისით წააგავდა 2019 წლის ნიდერლანდების გამარჯვებულის სიმღერას და ვფიქრობ ამიტომაც არ გაამარჯვებინეს,

ეგ არ ვიცი თუ რომელიმეს წააგავდა'? ვნახავ მაგას...

* * *
აგერ 2019 წელს გამარჯვებული და შვეიცარიელის სიმღერა:





არ მგონია რომ მსგავსი იყოს, რატომღაც...

* * *
ცოტათი კი გავს რაღაც ნიუანსებში, ეხლა ორივე რომ დავდე ერთად...

Posted by: MITIATO 25 May 2021, 18:46
ვუყურე ევროვიზიას და მივხვდი, რა ძალიან მომნატრებია რაღაც დადებითი და პოზიტიური.
აბა, ცხოვრებაში არ გამჩენია სურვილი, ევროვიზიის ფინალი მეორედ მეყურებინა. gigi.gif

ჩვენს კონკურსანტზე დამწყდა გული. ძალიან უღიმღამო და სასხვათაშორისო გამოსვლა გვქონდა.
თუ არ გვინდა მონაწილეობა, გვაძალებს ვინმე? რამე კონტრაქი გვაქვს, რომ მაგ. 20 წლის განმავლობაში, გვინდა არ გვინდა, კონკურსანტი უნდა გავუშვათ?
cry.gif

ჩემი საქმით ვიყავი გართული და სიმღერა რომ დაიწყო, უცებ ამაწევინა თავი.
love.gif



ფინეთი და ნორვეგია დამამახსოვრდა კიდევ.

შვეიცარიას ამდენი რომ ახსენებდა, გადავახვიე და თავიდან ვუყურე, რა იმღერა ასეთი-მეთქი. givi.gif

Posted by: tamuska 25 May 2021, 19:53
Crøs
მე პირადად როკ მუსიკის მსმენელი ვარ და უფრო მეტად მომწონს ეგ სტილი და ვოკალისტზე კიდევ დავიქრაშე <3 მაგრამ მაინც ვთვლი რომ შვეიცარია იმსახურებდა გამარჯვებას უფრო მეტად ვიდრე იტალია.


რაც შეეხება საქართველოს კიდევ დიდ ხანს ვერ ვეღირსებით გამარჯვებას იმიტომ რომ ფიზიკურად არ გვყავს გემოვნებიანი და კარგი შემსრულებლები , დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ნუცა ბუზალაძეს გაუშვებენ
facepalm.gif

Posted by: Artist 25 May 2021, 21:07
tamuska
QUOTE
ვერ ვეღირსებით გამარჯვებას იმიტომ რომ ფიზიკურად არ გვყავს გემოვნებიანი და კარგი შემსრულებლები ,

როგორ არ გვყავს ვოისს თუ უყურე ... იმდენი გვყავს ვერ მოსთვლი, მუსიკა უნდა დაიწეროს ევროვიზიის შესატყვისი და
თანაც ქართული კოლორიტი უნდა იყოს ჩადებული... ცეცხლოვანი ქართული სიმღერები უნდა გაჯაზდეს და მშვენივრად
წავა გრიალ გრიალით... ქარტული ინსტრუმენტებით და რამე... აი საბავშვოზე რამდენჯერაც მოვიგეთ ქართული სიმღერებით...
აიღონ დიდებმაც მაგალითი ან ქორეოგრაფი მაინც ინათხოვრონ, რომ გაფორმება იყოს შესატყვისი... და კომპოზიტორი კიდევ...

Posted by: Rammstein 26 May 2021, 20:32
QUOTE (Artist @ 24 May 2021, 20:31 )
Rammstein
Parabola
Høsflot
tamuska
Crøs
lovelock
იდეები თუ გაქვთ ჩამოყარეთ, საქართველოს რა ეშველება, ამდენი კარგი მომღერალი გვყავს და
ამ ბოლო ხანებში ფინალშიც კი ვერ გავდივართ...

გვყავს რო ამდენი კარგი მომღერალი ? სლოვენიამ და მაკედონიამ რა ხმაზე იმღერეს, მაგრამ ფინალთან ახლოსაც არ იყვნენ. ზოგადად, ისეთი ძლიერი ევროვიზია იყო ელდრაინის და კიდევ ერთი-ორის გარდა ყველას მაგრა გაუჭირდებოდა ფინალი, მაგრამ რაც ქართული სტანდარტით ძლიერ მომღერლად ითვლება, ევროპისთვის დიდი ხანია აღარ არის ეგ სტანდარტი. ჰალილუიას, ლისენის და სხვა გადაღეჭილი სიმღერის გადაღეჭილად შესრულების გამო არ უნდა არჩევდნენ მონაწილეს, ტეხავს უბრალოდ რომელი საუკუნეა...ხმა ყოველ ნაბიჯზე გდია დღეს, ამიტომ საავტორო შემსრულებლები უნდა წამოვწიოთ წინ....

ყოველ წელს უნდა ჩატარდეს კონკურსი, სადაც ნახევარი საერთაშორისო ჟიურის ხმებით და ნახევარი მაყურებლის (მხოლოდ ერთი) ხმებით გადაწყდება გამარჯვებული.

სხვა შემთხვევაში გაგღძელდება ეს სამარცხვინო აუტსაიდერობის სერია.

ინტერნეტში ბევრი ვიდეო იდება პოსტევროვიზიული დეპრესიის საწინააღმდეგოდ.

მაგ: იტალიელების და უკრაინელების შეხვედრა, სადაც დამიანო დავიდი უკრაინულს სწავლობს, ასევე ამბობს რომ მათ შემდეგ საუკეთესო ულაპარაკოდ უკრაინა იყო (კონკურსამდე ფინეთს ამბობდა)

ფინელების შესრულებული გამარჯვების სიმღერის ქავერი ფინურად

ფრანგების პროვოკაციული მოთხოვნა იტალიისთვის ჯილდოს ჩამორთმევაზე და მანესკინის მაგარი პასუხი

ტიქსის და ეფენდის ევროვიზიაზე დაწყებული ლავსთორი.

მაგარი ვიდეოები მწვანე ოთახიდან, განსაკუთრებით სახურავების ლაივის დროს.

აია დინგ დონგ და ეპიკ საქსაფონ გაის ჩართვები ქულების გამოცხადებისას.

Posted by: Artist 28 May 2021, 00:34
Rammstein
QUOTE
ხმა ყოველ ნაბიჯზე გდია დღეს, ამიტომ საავტორო შემსრულებლები უნდა წამოვწიოთ წინ....

ყოველ წელს უნდა ჩატარდეს კონკურსი, სადაც ნახევარი საერთაშორისო ჟიურის ხმებით და ნახევარი
მაყურებლის (მხოლოდ ერთი) ხმებით გადაწყდება გამარჯვებული.

დიახ... ხმაც აქვთ და შესრულებაც შეუძლიათ უბრალოდ სიმღერების დეფიციტია, საავტორო შემსრულებლები
სადაა, ასე ეს ყიფიანიც თავის სიმღერას მღერის, მაგრამ არაა საევროვიზიო სიმღერების დამწერი...

ისე მართალი ხარ როდესაც ასეთი კონკურსი ჩატარდება საავტოროებით... მაშინ შეიძლება გამოჩნდენ ნელ ნელა
კომპოზიტორებიც... ბავშვთა ევროვიზიას თუ უყურებ ხოლმე? როგორი სიმღერებით გავიმარჯვეთ... გვყავს ეტყობა
კომპოზიტორებიც...

Posted by: Artist 9 Jun 2021, 02:38
ბავშვთა ევროვიზია 2021 მოგეხსენებათ პარიზში გაიმართება...

ვინაიდან 2020-ში ფრანგმა გოგონამ გაიმარჯვა...



პარიზი სამზადისშია იუნიორ ევროვიზიის მისაღებად:



აქ კი ყველა გამარჯვებული იუნიორ ევროვიზიაზე... გამარჯვებების რაოდენობით (3-ჯერ) პირველ ადგილზე ვართ:


Posted by: mywebber 9 Jun 2021, 10:40
tamuska
QUOTE
რაც შეეხება საქართველოს კიდევ დიდ ხანს ვერ ვეღირსებით გამარჯვებას იმიტომ რომ ფიზიკურად არ გვყავს გემოვნებიანი და კარგი შემსრულებლები , დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ნუცა ბუზალაძეს გაუშვებენ

დარწმუნებული ვარ როგორც ყველაფერში აქაც ორგანიზატორების ჩაჯმული არის და თვითონ არტისტს არ აქვს შემოქმედებითი თავისუფლება.

ვისაც მოუსმენია თორნიკე ყიფიანისთვის კარგად ეცოდინება რო საერთოდ სხვა სტილის ტიპია და საერთოდ სხვა სტილს მღერის ამ **ე კონკურსზე.


იმიტომ მოიგო Maneskin-მა რომ საკუთარი თავი იყვნენ სცენაზე და თავის თამაშს თამაშობდნენ.
ვიღაცის დაწერილ მერე ვიღაცის შერჩეულ და მერე ვიღაცის დადგმულ მუსიკას არ გვაჩვენებდნენ.

ამას გარდა რამდენი ახალგაზრდა ჯგუფი და არტისტი გვყავს რომლებიც მთლიანად ინდივიდუალურ შემოქმედებას დებენ ინსტრუმენტალით დაწყებული კლიპით დამთავრებული.
Bedford falls,
killages,
Loundpeakers,
დაგდაგანი, (იმ სიმღერას დაგდაგანის მე და ჩემი ### სჯობიდა :დდდ)



Posted by: Artist 9 Jun 2021, 12:44
mywebber
QUOTE
იმიტომ მოიგო Maneskin-მა რომ საკუთარი თავი იყვნენ სცენაზე და თავის თამაშს თამაშობდნენ.
ვიღაცის დაწერილ მერე ვიღაცის შერჩეულ და მერე ვიღაცის დადგმულ მუსიკას არ გვაჩვენებდნენ.

თანაც ევროვიზიას თავისი სპეციფიკა აქვს და ამას უნდა გათვალისწინება... თვითონ მუსიკა უნდა იყოს
ახლებური ევროპელი მსმენელისთვის და ორიგინალური, რომელიც სტანდარტებში არ ჯდება, თავისუფალი...

* * *
ამ საკითში იუნიორ ევროვიზიაზე საქართველომ კარგად გაუგო მუღამი და კარგი რეზულტატიც დადო...
დიდებში რა ემართებათ აი ესაა საკითხავი:


Posted by: Artist 12 Jun 2021, 01:49
და ესეც იდოს აქ:



თუ ვინმემ იცის სად და როდის ტარდება საქართველოში იუნიორ ევროვიზიისთვიის
შესარჩევი კონკურსი 2021 დადეთ აქ...


Posted by: fernato 21 Jun 2021, 16:52
რა ვქენით? მოვიგეთ? popcorn.gif

-------------------------------------

Posted by: terfebisforosvelodebi 15 Jul 2021, 22:50
სუბლატი იმსახურებდა ყველაზე მეტად მოგებას.

__________________

Posted by: Artist 19 Jul 2021, 20:52
fernato
QUOTE
რა ვქენით? მოვიგეთ?

არაა გავარდით პირველივე ტურიდან...

მაგრამ ბავშვთა ევროვიზიის იმედი მაქვს... smile.gif

Posted by: margali21 21 Jul 2021, 15:13
QUOTE
მაგრამ ბავშვთა ევროვიზიის იმედი მაქვს.



იმედია მოიგებენ

Posted by: Artist 13 Aug 2021, 00:29
margali21
QUOTE
იმედია მოიგებენ

მეც ვიმედოვნებ, მაგრამ...
სამჯერ მოვიგეთ და ეხლა მე მგონი იმდენად არ მისცემენ საშუალებას, რომ
საქართველო კიდევ წინ წავიდეს, მაგრამ მეორე ან მესამე ადგილზე კი გავალთ...
გააჩნია რა სიმღერით წარსდგება საქართველო ამჯერად და ვინ იმღერებს...

ისე სიმართლე რომ ვთქვათ ბავშვთა ევროვიზიაზე ქართველებმა ყველაზე
კარგად აუღეს ალღო ევროვიზიის სპეციფიკას და ამიტომაც ვართ ჯერ ისევ ლიდერი...

ხოდა იმედია ეხლაც კარგად ჩაჯდება სიმღერაც და მომღერალიც... და მოვიგოთ იქნება ...



* * *


შესარჩევი კონკურსები დაიწყო უკვე :
გერმანია:


Posted by: Artist 19 Sep 2021, 00:44
შესარჩევი რანინას ტური, ევროვიზიაზე ქართული ხმის წარმომადგენელი გახდება
ის კონკურსანტი ვინც გაიმარჯვებს ამ კონკურსზე...






* * *
შესარჩევი ტური გრძელდება... დისნეის ტური:



* * *
პს.
დაასახელეთ თქვენი ფავორიტები, ჩემი ფავორიტია: ნიკოლოზ ქაჯაია...

Posted by: Artist 7 Oct 2021, 04:23
გერმანიამ გამოავლინა უკვე ვინ მიიღებს მონაწილეობას
იუნიორ ევროვიზიაზე 2021 ანუ ვინ წავა პარიზში:

მაგარმ არ ვიცი ამ სიმღერით გამოვა თუ სხვა საევროვიზიო სიმღერით?
ამ სიმღერით არ უწერია გერმანიას კარგი შედეგი...

პოლონეთი:


ნიდერლანდები:



Posted by: Artist 25 Oct 2021, 02:13
გრძელდება ბავშვთა ევროვიზიისთვის ბრძოლა:




Posted by: Artist 3 Nov 2021, 01:24

ეს ძალიან მაგარი ბიჭია და გაიმარჯვებს კიდეც ამ კონკურსს, მთავარია კარგი სიმღერა დაიწერსო
მისთვის ევროვიზიაზე გასასვლელად:


Posted by: Artist 8 Nov 2021, 04:01
უკრაინამ გამოავლინა გამარჯვებული, რომელიც ბავშვთა ევროვიზიაზე წავა:
ისე ბავშვს არ გავს, წლოვანებით შეიძლება ბავშვებში გადის მაგრამ კაი მომწიფებული ქალია...




რუსეთმაც გამოავლინა გამარჯვებული:



ალბანია:



სერბეთი:



საფრანგეთი:



ესპანეთი:




* * *
საქართველოში კი ჯერ ნახევარ ფინალია:


Posted by: Artist 14 Nov 2021, 16:43
საქართველოს წარმომადგენელი ბავშვთა ევროვიზიაზე 2021


Posted by: Artist 21 Nov 2021, 21:48
საეუროვიზიო სიმღერაც დაიდო რომლითაც წარსდგება ბავშვთა ევროვიზიაზე ნიკოლოს ქაჯაია:

Posted by: Artist 19 Dec 2021, 22:18
ჩატარდა ბავშვთა ევროვიზია და გაიმარჯვა სასომხეთმა... ჩვენ მეოთხე ადგილი გვერგო:

user posted image

აქ კი მთელი გადაცემა:




* * *
თავის დამშვიდება იმით შეიძლება რომ გამარჯვებების ლიდერი ჯერ ისევ საქართველოა
თავისი 3 გამარჯვებით... smile.gif

* * *
12 უმაღლესი ქულა ჩვენ დაგვიწერა: მალტამ, სასომხეთმა და საფრანგეთმა...
საქართველომ 12 ქულა დაუწერა საფრანგეთს...

Posted by: tamuska 22 Dec 2021, 22:35
როგორ გული დამწყდა ((( ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას <3

Posted by: der`Schatten 26 Dec 2021, 20:22
QUOTE
ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას <3

მეორე ადგილს მინიმუმ.

საფრანგეთიც იმსახურებდა მოგებას.

Posted by: Artist 16 Jan 2022, 03:25
tamuska
der`Schatten
შემდეგი საბავშვო ევროვიზია ერევანში იქნება ალბათ... smile.gif

Posted by: LilyValley 15 Apr 2022, 20:47
ვინც ეს ცირკუს მირკუსი შექმნა კომპოზიტორიდან არანჟირებამდე სად არიან შექმნილდაბადებულგაზრდილებაღფრთოვანებულები.....

Posted by: Daukvirdi 19 Apr 2022, 19:11
QUOTE (LilyValley @ 15 Apr 2022, 20:47 )
ვინც ეს ცირკუს მირკუსი შექმნა კომპოზიტორიდან არანჟირებამდე სად არიან შექმნილდაბადებულგაზრდილებაღფრთოვანებულები.....

ვინ არიან საერთოდ? cry.gif

Posted by: Artist 7 May 2022, 05:02
იწყება 2022 წლის ევროვიზია 10 მაისს იქნება პირველი ნახევარფინალი და 12 მაისს მეორე ნახევარ ფინალი...

და ფინალი 14 მაისს...



მე მგონი წელსაც ვერ გავალთ ფინალამდე და გავვარდებით...არც კი ვიცი ვინ არიან და
როდის აირჩიეს ან ვინ აარჩია... ეს ცირკუს მირკუსი ??? თუ ვინმემ იცის დაპოსტეთ აქ...



ისე ვის გულშემატკივრობთ და თქვენი პროგნოზები ვინ გაიმარჯვებს თქვენის აზრით წელს?
აგგერ ბმული სადაც ყველა ერთადაა თავმოყრილი და გადახედეთ და გვითხარით რამე თუნდაც
უკვე მრავალჯერ ნათქვამი... გვითხარიით.. smile.gif
https://www.eurovision.de/teilnehmer/index.html

* * *
პს.
ხო იმის თქმა მინდოდა კიდევ, რომ რუსეთი და ბელორუსია გარიცხეს, გარიყეს და ამოშალეს
საერთოდ სიიდან...

* * *
პს2.
აი ეს ვიპოვე ცირკუს მირკუსის შესახებ:

https://1tv.ge/news/2022-wels-evroviziis-simgheris-konkursze-saqartvelos-sakhelit-jgufi-cirkus-mirkusi-wardgeba/


Posted by: shaknike 8 May 2022, 19:56
რა თქმა უნდა უკრაინა იგებს yes.gif


Posted by: Ambitious_Person 9 May 2022, 00:09
Artist
კომენტარები კარგი აქვს ,
წესით ნახევარფინალში მაინც უნდა გავიდეთ

Posted by: Manjiro 9 May 2022, 10:21
QUOTE (Artist @ 7 May 2022, 05:02 )
ისე ვის გულშემატკივრობთ და თქვენი პროგნოზები ვინ გაიმარჯვებს თქვენის აზრით წელს?


1)უკრაინა
2)იტალია
3)ფინეთი(?)
და ჩვენ ფინალშიც კი ვერ გავალთ

Posted by: Mochiguman 10 May 2022, 15:58
ლიეტუვას წარმომადგენელი ძალიან მომწონს

კარგი სიმღერაა და იმედია ფინალს გარეთ არ დარჩება

შვედეთიც ძალიან კარგია, იმედია ეს მოიგებს

თუარადა, იტალიაც არაა ცუდი

საფრანგეთიც მომეწონა წელს, ბრიტანეთიც და ჰოლანდიასაც კარგი სიმღერა აქვს, მაგრამ ეს უკანასკნელი ლაივში აშკარად ვერ მღერის მთლად კარგად


* * *
რა კარგი იყო მართლა ლიეტუვა

აუცილებლად უნდა იმღეროს ფინალშიც
* * *
რა კარგი იყო მართლა ლიეტუვა

აუცილებლად უნდა იმღეროს ფინალშიც

Posted by: MITIATO 10 May 2022, 23:50
QUOTE
ისე ვის გულშემატკივრობთ და თქვენი პროგნოზები ვინ გაიმარჯვებს თქვენის აზრით წელს?

ამ ნახევარფინალში ნორვეგიას და სომხეთს. უკრაინის სიმღერაზე არ ვგიჟდები, მაგრამ მინდა რომ ფინალში გავიდნენ. ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი და ისე შვედეთს ვგულშემატკივრობ.

Posted by: Ambitious_Person 11 May 2022, 13:24
ჩვენ როის ვმღერით

რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე

მე მხოლოდ ის მომწონს ბოლოს ქულების მიცემა რომაა

Posted by: Artist 12 May 2022, 15:17
Ambitious_Person
QUOTE
კომენტარები კარგი აქვს ,
წესით ნახევარფინალში მაინც უნდა გავიდეთ

ნახევარფინალში ყველა ერთადაა და ფინალში გასვლაა საქმე...

კომენტარებს არა აქვს მნიშვნელობა, წინა ევროვიზიაზეც კაი კომენტარები გვქონდა, მაგრამ
პროპკასავით გავვარდით...

ეხლა პირველი ნაახევარფინალი ჩატარდა და დღეს ჩატარდება მეორე...

შემდეგ კი ფინალში ვინც გადავიდა ისინი იმღერებენ 14 მაისს...



და მეორე ნახევარფინალიც დაიწყება ასსე 7 საათში:


* * *
Ambitious_Person
QUOTE
ჩვენ როის ვმღერით

რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე

მე მხოლოდ ის მომწონს ბოლოს ქულების მიცემა რომაა

მეორე ნახევარფინალში გამოდიან საქართველოს წარმომადგენლები, მეხუთე ნომრით...
ანუ დღეს და დღესვე იტყვიან მე მგონი, ვინ იქნება ფინალისტი...

user posted image
* * *
როგორც ვიცით პირველ ნახევაარფინალში გამოაცხადეს უკვე ფინალისტები და ესენი არიან:

user posted image
* * *
მე რატომღაც მგონია რომ უკრაინა იქნება გამარჯვებული, რამდენადაც ევროვიზია პოლიტიკურიცაა ცოტა არ იყოს...
ისე უკრაინას კარგი საინტერესო სიმღერა აქვს, წინა ევროვიზიის მაგვარი, მაგრამ ამჯერად კაცების შესრულებით...

Posted by: Rammstein 12 May 2022, 18:18
შევედეთს რატომ აქვს ამხელა კუში და რატომ გიჟდებიან საქართველოშიც. ერთი ჩვეულებრივი პოპ სიმღერაა უკვე მილიონჯერ გადაღეჭილი.

წელს გამორჩეულად კარგია სერბეთი.

Posted by: kriketi-1985 13 May 2022, 02:55
ალბანეთზეა ტიკტოკზე მოხოდილი კამპანია, უსამართლოდ გავარდაო. და დიდად არ გავგიჟებულვარ, შეიძლება სხვებს ჯობდა, არ მომისმენია არავისთვის, ყურმოკვრით, თითქოს გამორჩეული არც ერთია, ყველა სიმღერა ერთნაირია.

Posted by: Artist 14 May 2022, 02:47
მოკლედ საქართველო როგორც მოსალოდნელი იყო გავარდა ისევ...
მეორე ნახევარ ფინალიდან ესენი გავიდნენ ფინალში:

user posted image




* * *
20 საათში ჩაირთვება ლაივი აქ და ვნახავთ ფინალს... ვისი პროგნოზები გამართლდება მაგასაც ვნახავთ:


* * *
აზერბეიჯანის სიმღერა ძალიან გავს შარშანდელ შვეიცარიელის სიმღერას...

სხვათაშორის შარშან შვეიცარიას ვგულშემატკივრობდი და ეხლაც მინდა რომ
გაიმარჯვონ...

* * *
ხო ესეც უნდა ვთქვა, რომ ფინალში კოკურსის გარეშე პირდაპირ მონაწილეობენ:
გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდიბრიტანეთი და იტალია...

Posted by: *Artless* 14 May 2022, 06:30
Circus Mircus
ძალიან განსხვავებულები და საკაიფოები ვიყავით. ყველაფერი მომწონს. ძალიან სასიამოვნო მოსასმენი და საყურებელია.

სრულიად მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც ტეხავს, რომ ვერ გაგვიგეს.



რა კარგები არიან. love.gif

არ გვიმსახურებენ. vik.gif

Posted by: Artist 15 May 2022, 03:19
shaknike
QUOTE
რა თქმა უნდა უკრაინა იგებს

Manjiro
QUOTE
1)უკრაინა

Artist
QUOTE
მე რატომღაც მგონია რომ უკრაინა იქნება გამარჯვებული,


უკრაინამ გაიმარჯვა: ჩვენი პროგნოზები გამართლდაა...
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif
* * *
ეხლა წინ გვაქვს ბავშვთა ევროვოზია, რომელზეც ისევ ლიდერები ვართ სამი გამარჯვებით
და იმედია გავამყარებთ ამ პოზიციას... თუ უკრაინა არ მოიგებს აქაც... შემოდგომამდე.... smile.gif

Posted by: Asklipiodotaa 15 May 2022, 03:56
Artist
QUOTE
ხო ესეც უნდა ვთქვა, რომ ფინალში კოკურსის გარეშე პირდაპირ მონაწილეობენ:

ეს რა პრინციპია? დღევანდელი კონკურსის ხუთეული შემდეგ წელს თუ სხვა რამ?

Posted by: kriketi-1985 15 May 2022, 11:52
კიდევ დადასტურდა, რომ პოლიტიკურია, ვიდრე მუსიკალური.

Posted by: Daukvirdi 15 May 2022, 12:36
ჩვენ მართლა 6 ქულა დავუწერეთ თუ როგორც ამბობენ აერიათ აზრრბაიჯანში?
* * *
ასეთი ამბავია

“ნოტარიულად დამოწმებულ ევროვიზიის ქულებზე ასეთი განმარტება გაკეთდა EBU-ს მხრიდან.

საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 6 ქვეყნის ჟიურის შედეგები გაუქმდა - ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, საქართველო, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი და სან მარინო.

ამიტომ არ ჩაერთო ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ლაივში, ქულების გამოცხადებისას - ევროვიზიაზე ჩვენი ჟიურის დაწერილი ქულები არ გამოცხადებულა - გამოცხადდა ევროვიზიის მიერ გადაანგარიშებული ქულა.

საქმე ეხება მეორე ნახევარფინალში ამ ექვსი ქვეყნის მიერ სავარაუდოდ წესების დარღვევით ხმების მიცემას, რის გამოც, როგორც ნახევარფინალის, ისე ფინალის მათ მიერ დაწერილი ქულები გაუქმდა და კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა მსგავსი voting pattern-ის მქონე ქვეყნებიდან აიღეს ქულები და ის ქულები გამოაცხადეს საქართველოს მიერ დაწერილ ქულებად.

ტაში, ფარდა

PS: ჯერ არ არის დადასტურებული, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ აზერბაიჯანს მოელაპარაკა ეს 6 ქვეყანა ქულების დაწერის ამბავში და ზოგადად, აზერბაიჯანის მოხვედრა ფინალში ამ მანიპულაციის შედეგიაო.”

Posted by: Artist 15 May 2022, 19:16
Asklipiodotaa
QUOTE
ეს რა პრინციპია? დღევანდელი კონკურსის ხუთეული შემდეგ წელს თუ სხვა რამ?

ეგ ფულის პრინციპია, ეგ ქვეყნები აფინანსებენ ევროვიზიას და იმიტომ... იტალია კი მასპინძელი
ქვეყანაა და წინა კონკურსში გამარჯვებული და ამიტომ...

* * *
Daukvirdi
QUOTE
ტაში, ფარდა

აქ დავდებ ქულების გამოცხადების სცენას და ნახეთ რამდენად არის, "ტაში ფარდა"...




* * *
ისე რაღაცაში გეთანხმები, საქართველომ უკრაინას მისცა 12 ქულაო... და იმ კაცმა კი 6 ქულა დაუწერა საქართველოს სახელით...
რაღაცა ისე არაა...

Posted by: Asklipiodotaa 15 May 2022, 22:13
Artist
გასაგებია , მადლობა.

კიდევ ერთი უსამართლობა ანუ smile.gif

Posted by: kriketi-1985 17 Jun 2022, 17:38
უკრაინა ვერ უმასპინძლებს, დღეს გავრცელდა.

Posted by: Artist 22 Jul 2022, 16:39
kriketi-1985

QUOTE
უკრაინა ვერ უმასპინძლებს, დღეს გავრცელდა.

გასაგებია, დანგრეულია მთელი უკრაინა, სხვაგან ჩაატარებენ...

საქართველომ ბავშვთა ევროვიზიაზე სამჯერ გაიმარჯვა, მაგრამ
პირველ ორი სხვაგან ჩაატარეს, მხოლოდ მესამეზე საქართველოში...

ხოდა ეხლა ბავშვთა ევროვიზიაა წინ, მოგეხსენებათ რომ არმენიამ (სასომხეთი) გაიმარჯვა:

ჩატარდება ერევნის სპრტის და საკონცერტო დარბაზში...

* * *
user posted image

იწყება შერჩევები ბავშვთა ეურივიზიისთვის...

Posted by: Hooked 22 Jul 2022, 17:25
QUOTE
უკრაინა ვერ უმასპინძლებს, დღეს გავრცელდა.

sad.gif

Posted by: Artist 19 Aug 2022, 15:46
მოკლედ ერევანში იქნება შემდეგი ბავშვთა ევროვიზია 2022:


Posted by: Artist 18 Sep 2022, 20:15
ბავშთა ევროვიზია მოახლოვდა და ქართველი შემსრულებელიც უკვე გამოვლენილია.

user posted image

მარიამ ბიგვავა:

საევროვიზიო სიმღერა ჯერ არ აქვს, მაგრამ აქ არის ნაკრები იმ სიმღერებისა, რომლებიც შეასრულა "რანინას" ფესტივალზე:


* * *
მის შესახებ ცოტა სიტყვა 11 წლის ბავშვია:





Posted by: Artist 18 Nov 2022, 03:53
საქართველო გამოდის ამ სიმღერით

ბავშვთა ეუროვიზიაზე:


Posted by: AnneSh 24 Nov 2022, 02:37
ძაან მინდა რო მოიგოს ამ ბავშვმა user.gif
და საკმაოდ დიდი შანსიც აქვს.

Posted by: Mochiguman 29 Nov 2022, 22:00
კაი სიმღერაა

ბავშვთა ევროვიზიაზე სულ რა კარგები არიან და ძირითად კონკურსზე რა გახდა ერთი ნორმალური სიმღერის შექმნა

წელს ვოისის გამარჯვებულს უშვებენო drug.gif

აქედანვე ვხვდები რო უკიდეგანო ###ობა იქნება და ძირითად ეტაპზე კიდე ვერავინ იმღერებს საქართველოდან



Posted by: Artist 5 Dec 2022, 23:54
11 დეკემბერს უყურეთ და გულშემატკივრობა თავისას იზავს...


Posted by: S_U_S_E 11 Dec 2022, 20:38
პორტუგალია მომეწონა....

3ჯერ მივეცი ხმა მარიამს იმედია მოვიგებთ

Posted by: Artist 11 Dec 2022, 23:59
საქართველო მესამე ადგილზე გავიდა...
მოიგო საფრანგეთმა, შემდეგი იუნიორ ევროვიზია იქნება პარიზში /საფრანგეთი/


* * *
user posted image
სასომხეთს რომ მოეგო დაგვეწეოდა გამარჯვებებით, ჩვენ ისევ პირველ ადგილზე ვართ სამი გამარჯვებით:

user posted image

Posted by: dryade 19 Mar 2023, 10:58
Somxeti saswauli simgeritaaaa

imedia moigebs up.gif



Posted by: Artist 20 Apr 2023, 00:41
ეუროვიზია 2023 ტარდება 9 მაისს 13 მაისამდე. ინგლისის ქალაქ ლივერპულში.
9. მაისი 2023 (ნახევარ ფინალი 1)
11. მაისი 2023 (ნახევარ ფინალი 2)
13. მაისი 2023 (ფინალი)

საქართველო გამოდის ამ სიმღერით რომელსაც ასრულებს "ირუ ხეჩანოვი" :



Posted by: lexanna 11 May 2023, 02:53
Artist
QUOTE
ეუროვიზია 2023 ტარდება 9 მაისს 13 მაისამდე. ინგლისის ქალაქ ლივერპულში.
9. მაისი 2023 (ნახევარ ფინალი 1)
11. მაისი 2023 (ნახევარ ფინალი 2)
13. მაისი 2023 (ფინალი)

საქართველო გამოდის ამ სიმღერით რომელსაც ასრულებს "ირუ ხეჩანოვი" :

რა ქნა?

Posted by: MITIATO 12 May 2023, 14:30
lexanna
წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია და ნახევარფინალში ჩავრჩით. love.gif

Posted by: Artist 14 May 2023, 12:56
lexanna
QUOTE
რა ქნა?

ვერაფერი ვერ ქნა, ისევ გავვარდით პირველი ტურის შემდეგ...
მოკლედ საქართველოს მომღერლები კი ბლომად ჰყავს, მაგრამ
სიმღერის დაწერა ვერ მოახერხეს რატომღაც, მე სულ ვამბობ და
კიდევ გავიმეორებ, რომ ქართული სიმღერა უნდა იმღერონ, ცოტა
გადააკეთონ ქართული ხალხური ცეცხლოვანი სიმღერა და
შეუშვან, ეგრევე წავა წინ საქმე...

ევროვიზიის 2023-ის გამარჯვებული ქვეყანაა შვეცია:

https://www.youtube.com/watch?v=yinCSFz8PfU&t=14169s&ab_channel=EurovisionSongContest

Posted by: Artist 13 Oct 2023, 15:48
ეხლა საბავშვო ევროვიზია დაგვრჩა სანახავი: სადაც ჯერ ჯერობით ისევ ლიდერები ვართ:


წელს ტრიო გამოდის და ვნახოთ როგორ იქნება საქმე...

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 09:57
QUOTE
საბავშვო ევროვიზია

უნიჭოობის ზეიმია, ზა ბზუ ბზუ ბზუ ბზუ ბზუ ბზუ facepalm.gif

Posted by: Zeref 18 Nov 2023, 10:25
რუსეთს რატომ მივეცით ქულები? facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: tamuska 24 Nov 2023, 20:27
საერთოდ არ მომეწონა წლევანდელი სიმღერა , ის ლამაზი გოგოც იმ საშინელი ვარცხნილობით დაამახინჯეს :/ რას ერჩოდნენ ..

Posted by: rachveli1 29 Nov 2023, 12:03
ონლაინ ხმებს როგორ ითვლიან? ანუ ქულებში როგორ გადაყავთ?

Posted by: GEORGEXIII 7 Dec 2023, 11:23
ფრანგმა მართლა კარგად იმღერა იმსახურებდა.

Posted by: Artist 15 Dec 2023, 01:48


აქ იუნიორ ევროვიზია

Posted by: rachveli1 13 Jan 2024, 22:58
ნუცა ბუზალაძე იქნება 2024 წელს საქარათველოდან

Posted by: Artist 10 Feb 2024, 23:09
QUOTE
ნუცა ბუზალაძე იქნება 2024 წელს საქარათველოდან

მომღერლები კი გვყავს ბლომად საკმაოდ კარგები თანაც, მაგრამ სიმღეას ვერ მოაბეს თავი.
კარგი სიმღერის დაწერაა საქმე ანდა ძველი სიმღერის გადაკეთება გათანამედროვება...

Posted by: mywebber 12 Mar 2024, 15:03


არ გამოგვრჩეს :დ

Posted by: Artist 17 Mar 2024, 13:54
QUOTE (mywebber @ 12 Mar 2024, 12:03 )


არ გამოგვრჩეს :დ

აქ ბუზალაძე შაკირას მაგვარია ...

Posted by: tamuska 17 Mar 2024, 15:02
საშინელი სიმღერაა , საერთოდ არ მომეწონა (((

იმედია ათეულში მაინც შევალთ წელს , გამარჯვება არ გვეღირსება ალბათ დიდი ხანი :/

Posted by: Artist 11 May 2024, 01:08
როგორც იქნა ბუზალაძემ გატეხა თარსი და გავედით ფინალში ეხლა 11 მაისს ვნახავთ რომელ ადგილზე გავალთ
აქ დავდებ ბმულს, ნახევარფინალის მონაწილეებსშორის გამარჯვებულების ანუ ფინალში გადასულთა, დასახელების:

https://www.youtube.com/watch?v=Aw8iRs6TPeo&ab_channel=EurovisionSongContest

Posted by: fork 11 May 2024, 22:12
ძაანაც არ მომწონს სიმღერა, მარა მაინც შევხედავ ფინალს... ეგებ თხა იყოს, ტყუპი მაიგოს...

Posted by: Artist 13 May 2024, 00:09
გაიმარჯვა შვეიცარიამ, საკმაოდ რთული სიმღერა იმღერა და კარგადაც იმღერა...რაც შეეხება მის ორიენტაციას?
ალბათ ამანაც შეუწყო ხელი ქულების დაგროვებაში...
https://www.youtube.com/watch?v=uy7sSQIb7TQ&ab_channel=EurovisionSongContest


Posted by: ღმერთკაცა 13 May 2024, 22:38
არცერთი სიმღერა არ დამევასა და რა ვქნა საერთოდ რასაც ტელევიზიაში აXვენებენ მოსაწონია 0

Posted by: mywebber 13 May 2024, 23:44
სომხეთი და ხორვატია იყო ჩემი ფავორიტი.





Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)