მაგ "საგზურების" თემა განხილული იყო ამავე თემის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ ნაწილშიც დავაფიქსირებ არ არის პრობლემა...
პირველი და აუცილებელი რაც უნდა იცოდეთ, ეს არ არის "საგზური" კლასიკური გაგებით, ეს არის უბრალოდ "კოიკა"! ანუ გზა, ვიზა, კვება და სხვა დამატებითი ნებისმიერი ხარჯი თქვენი დასაფარია, რაც რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია კიდევ უფრო მეტ ხარჯს წარმოადგენს ვიდრე ამ "კოიკის" ღირებულება (5 000 ლარი).
ქვემოთ მოყვანილი საგზური შეძენილი იყო ჩვენი თანაფორუმელის
PruTskoi-ს მიერ...
მოკლედ, რომ ვთქვა ვიპოვე ის ტური რომელზეც
PruTskoi-ს ჰქონდა საუბარი, რომლის ბროშურაშიც არანაირ ფასზე ლაპარაკი არ არის და არის 21 დღიანი. ერთი ფიქრი ვიფიქრე, რა მაგარი საგზურია (რიტორიკულად ვამბობ, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რა ჯანდაბა მინდა ტაილანდში
)!
ეს ყველაფერი მეეჭვა პირველივე წუთიდან რადგან, როგორ შეიძლება ერთი და იგივე სასტუმროში, რომელსაც აქვს მსგავსი პაკეტი სექტანეტის გვერდზე, 7 დღე ღირდეს 2 240 $ (საყურადღებოა, რომ ამავე ტურს სასტუმროს ოფიციალური საიტიდან ჯავშნი პირდაპირ 572 $-ი), ხოლო 21 დღე კი 1 600 $
! კვლავ რაღაცას გვატყუებენ!
დავაკვირდი და რა აღმოვაჩინე:
1. Travel validity period of within 3 years from date of purchase - შეძენიდან 3 წელი არის მოქმედების ვადა (ამას შემდგომში გამოვიყენებთ).
2. Reservation is subject to availability on a f.irst-come-f.irst-served basis - რამდენი ოთახია განკუთვნილი ამ სასტუმროში ამ კონკრეტული 22 დღიანი საგზურის მომსახურებისთვის: 1 ოთახი??? 2 ოთახი??? სიტყვაზე ეს საგზური იყიდა 100 000-მა კაცმა მსოფლიოში, 3 წელში მოასწრებ მათ შორის მოხვედრას, რომ დაისვენო??? ან რამე გარანტია გაქვს, რომ როცა შენ გექნება დრო, შვებულება, განწყობა და ა.შ. და მაგ დროს სხვას არ ექნება დაკავებული???
3. Package does not include any meals - კვება არ შედის ეს უკვე ვიცით.
4. Booking must be made at least 45 days prior to check-in date and conf.irmation is subject to availability - 45 დღით ადრე შევუკვეთე და გარკვეულ პერიოდში მომივიდა პასუხი, რომ დაკავებულია ამ პერიოდში (დიდი შანსი არის ამის რადგან ამ საგზურის ჩათვლით, რამოდენიმე კონკრეტულ საგზურს სთავაზობენ ქიუნეთში ჩართულებს და არჩევანი დიდი არ არის, ასე რომ ბევრს ექნება ეს კონკრეტული საგზური). გავაგზავნე ხელმეორედ და ისევ მომივიდა უარი... რამით ვართ დაზღვეული რომ ყოველთვის უარი არ მოგვივა რეზერვაციაზე???
5. Once booking is conf.irmed, NO CANCELLATION is allowed - ცხოვრებაში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს და 45 დღით ადრე რამის დაგეგმვა ძნელია, თუ გაგიმართლა და დაგიდასტურეს რეზერვაცია, წასვლას თუ ვერ მოახერხებ საგზური მაინც გამოყენებულად გეთვლება...
6. Package is NON-REFUNDABLE and not valid during peak season or major holidays in Thailand - პიკ სეზონი როდის არის და რამდენი ხნით გრძელდება და როდის არის დასვენების დღეები??? სად არის მითითებული??? ვინმემ იცით დედამიწაზე??? თუ მარსზე მოვიკითხო???
7. This package is NOT for resale or commercial purpose - გაყიდვა აკრძალულია!
გავაანალიზოთ: გაუშვი რეგისტაციის მოთხოვნა და მოგივიდა პასუხი გარკვეულ პერიოდში (დარწმუნებული ვარ რამოდენიმე დღე არ გაგცემენ პასუხს), რომ მაგ დროს დასვენების დღეებია, მეორედ გაუშვი მოგივიდა პასუხი, რომ სხვამ დაგასწრო რეზერვაცია, მესამედ გაუშვი - სეზონის პიკია, მეოთხედ გაუშვი - დასვენების დღეა, მეხუთედ გაუშვი - სხვამ დაგასწრო... რა ბერკეტი გაქვს ამ პასუხების რეალობის დასადასტურებლად??? ან რა გარანტია გაქ, რომ ყოველთვის დაკავებული, სეზონის პიკი, დასვენების დღე არ დაემთხვევა.
მოკლედ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ ვერაფრით ვერ წახვალ ამ 3 წლის განმავლობაში ტაილანდში და თუ სასწაული მოხდა ვინმემ დაგარეგისტრირა მოხვდები დაახლოებით როგორ სიტუაციაში იცი, მაგალითად "ანაკლიის სანაპიროზე ზამთარში".
პირობები, რომელსაც ეს საგზური გვთავაზობს არის ჩემი შეფასებით - კაბალური!!!
პ.ს. მოკლედ რომ ვთქვათ მსგავსი კაბალური "საგზური" რამ ნებისმიერმა ტურისტულმა კომპანიამ რომ შემოგთავაზოთ დათანხმდებოდით 5 000 ლარის გადახდას?საერთოდ რამეს გადაიხდიდით მსგავს "კოიკა"-ში?...
შენიშვნა: ინგლისურ ტექსტში f და i ასო ერთად არ იწერება... მიზეზი არ ვიცი.. ამიტომ წერტილი ჩავუსვი შუაში, რომ გამოჩენილიყო (იხილეთ სურათში თუ სადმე რომელიმე ასო აკლია)