forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (96) « პირველი ... 94 95 [96]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საოჯახო მეურნეობა - სოფელში დასახლება
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2326
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 18:34  #56057827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთხელ ჩემი ძმა ზაფხულის ერთ ღამეს, იმ ფერმიდან ზევით რომ მოვიხსენიე, წავიდა დაახლოებით ორკილომეტრ ნახევარში მდებარე კოლმეურნეობის საყარაულოში.
მიდიოდა ფეხით. აღარ მახსოვს, რა თქვა, რისთვის წავიდა შუაღამისას. ერთი კია უმიზეზოდ არ წავიდოდა ღამე ამხელა მანძილზე ფეხით თვალუწვდენელ მინდორში, რომელსაც იქვე აკრავს ტყეც და დიდი სიღრმის და საკმაოდ გრძელი ხევი.
მიყვება რომ, მესმის ჩუმი ფეხის ხმაო. მივიხედავ უკან და არაფერი არ ჩანსო. ფეხის ნაბიჯის ხმა კი ძაღლისას წააგავსო.
ეს ორკილომეტრიანი გზა სულ აღმართზე იყო სავალი, ისე რომ გზა არსად სწორდება. აღმართი კი ისეთია რომ, მანქანა ცარიელიც კი მეორე სიჩქარეზე მეტით ვერ ადის.
ბოლოს დავლანდე რომ ძაღლი იყოვო. კარგად რომ დავაკვირდი ძაღლი კი არა მგელი იყოვო.
მოვდივარ და უკვე კარგა ხანია მომყვებაო. ავუჩქარებ ფეხს ისიც აჩქარდება, მოვუკლებ და ისიც ცოტას მოუკლებსო.
ნაბიჯს მოვუმატე მაგრამ, დავიღალე და მეტს ვეღარ ვჩქარობდიო. არა და მგელი სულ უფრო მიახლოვდება. მანძილს მეთოდურად ამცირებსო.
ბოლოს სირბილზე გადავედი და ისიც ძუნძულით მომდევსო და თითქმის უკვე ქუსლზე მაზისო.
მივაღწიე ერთ დენის სტოლბამდე, ზურგით მივეყრდენი და კიდეც დაიწყო შეტევაო.
ხელში არაფერი სჭერია, ამ სიბნელეში მიწაზე დაუწყო ქვას ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა და მიწას და ბალახებს ესროდა.
დაუწყია ყვირილი შიშისგან. უკვე ფეხებს ვუქნევდი ისე მიტევდაო.
ზევით საყარაულოში გაუგია ყარაულს ჩემი ძმის ყვირილი დაახლოებით 400 მეტრში. გამოსულა და იმასაც ბანი მიუცია ჩემი ძმის ყვირილისთვის და თოფიც გაუსვრია.
გასროლის შემდეგ, მგელი გაშორებია და აუღწევია საყარაულომდე.
straight away
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 696
წევრი No.: 167135
რეგისტრ.: 13-May 13

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 18:46  #56057887      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
levani169
ჩვენ გერბზე უნდა შევცვალოთ წარწერა/დევიზი ,,ძალა ერთობაშია"-ს ნაცვლად დავაწეროთ ,,დარჩი სახლში"

Grows
რასაც ჰყვები, ერთ ამბავს მახსენებს. ხევსურეთში იტალიელები მყავდა წაყვანილი. როშკაში ავედით და აბუდელაურის ტბებისკენ მივდივართ ფეხით. დიდი ლოდები ყრია მინდორში, ერთი შუაზეა გახეთქილი. კოპალას ლოდებს ეძახიან.
ეს ორად გაპობილი ლოდი კოპალ;ას (ღვთის შვილია, ერთ-ერთი უდიდესი სალოცავი ხევსურეთში) ბალიშად ედო და ეზინა როცა დევმა გამოაცალა და მოპარა. გაეღვიძა კოპალას და დაედევნა დევს. კოპალა დევებთან მებრძოლი ღვთის შვილია. როგორც იაღსარი. მთელი ხევსურული რელიგიური წარმოდგენები მიტოლოგიას ეფუძნება და ამ მითოლოგიის არმოყოლა არშეიძლება. ხშირად კითხულობენ უცხოელები ისტორიებს და რაღაც ცოდნით მოდიან. მეც დავიწყე კოპალ;ას შესახებ მოყოლა. დაედევნა დევს და მათრახი მოუქნია. შეშინებულმა დევმა ქვა გადააგდო. მაგრამ კოპალას მოქნეული მათრახი ამ ქვას მოხვდა და შუაზე გააპო. სწორედ ეს ლოდი გდია მინდორში. სიმარლე 4 მეტრამდეა, სიგრძე-სიგანე 5 მეტრამდე.
მოკლედ ამ ამბების მოყოლის სტიქიაში ვარ და ერთი იტალიელი ბიჭი მოვიდა ახლოს და მეუბნება, იაკობ პლანი თუ გაქვს მომაწევინეო. თავიდან ვერ მივხვდი. მერე იდაყვი მომარტყა, თვალის ჩაკვრით და ჩურჩულით ,,ჩვენს შორის დარჩებაო" .
მერე დამჭირდა მთელი ჩემი შესაძლებლობების გამოყენაბ რომ პლანს არ ვეწევი, საერთოდ ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და ა.შ.
მაინც ვერ დავაჯერე.ნ თუ არ ეწევით, მაშინ ამ ზღაპრებს საიდან იგონებო, ამხელა ლოდი ბალიშად, ზედ ძილი, მერე დევები, ტრატა-ტრატა. ატრაკებო.
დავფიქრდი და მართალი იყო.


--------------------
Straight Away
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2326
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 19:13  #56057987      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
Grows

შენ რომ მოყევი ჩიტის შესახებ, დაახლოებით ასეთს მეც მოვყვები.
90 წლები იყო. გვიანი შემოდგომა და უკვე ზამთრის პირი.
ტყეში ვარ, რომელიც მდებარეობს ჩემი სოფლის თავში. ცივგომბორის კალთაზედ.
ვჭრი შეშას, ჯაგრცხილას. დავიღალე და ცოტახან შევჩერდი დასასვენებლად.
ვხედავ, დაახლოებით 20 მეტრში მიწაზედ დაჯდა მამალი ხოხობი. გაირბინა ერთი 5 მეტრი, გაჩერდა და გაინაბა.
მიწა მოფენილი იყო ფოთლებით. ხეებიდან ფოთლები სრულად იყო ჩამოცვენილი და დედამიწას ხალიჩასავით ჰქონდა გადაფარებული.
ამით რამინდა რომ ვთქვა. ოდნავი გაფაჩუნებაც იწვევდა ფოთლების შრიალს.
წავედი ხოხბისკენ, მივდივარ და ხოხობი აღარ ჩანს. არადა არსად არ წასულა.
მივედი ახლოს იმ წერთილთან, სადაც ხოხობი გარბენის შემდეგ გაჩერდა. ხოხობი არ არის.
გაოცებული ვარ. მხედველობის არეს არაფერი არ ეფარებოდა. აფრენით არ აფრენილა. აფრენასაც თავისი ხმა აქვს.
გაქცევით არ გაქცეულა. თუ ვერ დავინახე გაქცევა, ფოთლების შრიალის ხმა მაინც იქნებოდა.
ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ პირი უყო, ვერ გავიგე.
straight away
QUOTE
მაინც ვერ დავაჯერე.ნ თუ არ ეწევით, მაშინ ამ ზღაპრებს საიდან იგონებო, ამხელა ლოდი ბალიშად, ზედ ძილი, მერე დევები, ტრატა-ტრატა. ატრაკებო.

ბიბლიას მე ვუჯერებ.
წერია რომ, დედამიწაზე ცხოვრობდნენ ადამიანები და ღვთისშვილები.
ღვთისშვილებს ცოლებად მოყავდათ ადამიანის შვილები. ვისაც ვინ უნდოდა. რადგან ადამიანის შვილები იყვნენ მშვენიერნი შესახედავად.
იმ ხანად და იქამდეც დედამიწაზე სახლობდნენ გოლიათები. სახელოვანი ხალხი. რომელთათვისაც წარმოუდგენელად დიდი სიმძიმის საგნების გადაადგილება არ იყო რთული საქმე.
გონიერებითაც აღემატებოდნენ ისენი ადამიანის შვილებს. სიმაღლით ზოგი 9 წყრთა და მეტნიც იყვნენ.
ეს ზოგისთვის ზღაპარია და დაბოლილი ეგონე. მე კი ამის მჯერა.
ეს რომ პოლიტიკის თემაში დამეწერა, წარმოუდგენელია.
ხომ წარმოგიდგენია რა სიტყვებს მიწოდებდნენ იქ?
Grows
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 785
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 19:45  #56058125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kaxaberski66

მგელი მარტო ზოოპარკში მინახავს. რა ვერაგი რამე ყოფილა. ისე ადრე ამბობდნენ ხოლმე წითური მგლები მომრავლდნენო, ბევრად დიდები არიანო რუხ მგლებზე. იმ პერიოდში ხშირი იყო თავდასხმები საქონელზე რაჭველები ჩიოდნენ განსაკუთრებით. ტელევიზორის ხშირად გადიოდა სიუჟეტები მაგაზე. მერე ჩაწყნარდა თითქოს.


პოლიტიკაში რამდენჯერაც რამე დავწერე ცუდად დამთავრდა. ცოტა არეული ხალხია იქ იკორტნებიან ყველა სიტყვაზე.


straight away

კოპალა ვის არ გაუგია. მეგობარი მყავს თიანეთიდან, იქ არის გავრცელებული კოპალას კულტი. ამ ჩემს მეგობარს საერთოდაც მისი სახელი ჰქვია smile.gif მოვლილი აქვს კოპალას სანახები. მიყვებოდა ხოლმე როგორ ებრძოდა დევებს კოპალა.

არც მე ვეწევი ეგეთებს biggrin.gif


კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ მგელთან დაკავშირებით. ბავშვობაში კასპის ერთ სოფელში ვისვენებდი. მთაზეა შეფენილი დასახლება და საფეხბურთო მოედანი ტყესთან ერთ მოსწორებულ ადგილზე გვქონდა მოწყობილი. ერთ მეზობელს ძაან ავი ძაღლი ჰყავდა ყველას ეშინიდა და სულ დაბმული იყო. ბავშვებს განსაკუთრებით გვეშინოდა ხოლმე.

ერთ დღესაც საღამოს პირამდე ვითამაშეთ ბურთი და უკვე უნდა დავშლილიყავით რომ მოულოდნელად ეს ავი ძაღლი წამოგვადგა თავს. კავკასიური იყო, უზარმაზარი. აუწყვეტია ჯაჭვი და ამოვიდა ზევით. ჩვენ მაგის დანახვაზე დავიშალეთ და ვინ საით გავრბოდით არ ვიცოდით. გვეგონა ჩვენ რამეს დაგვიშავებდა.

რამდენიმე დღე ვეღარ ავდიოდით იმ მოედანზე. ეს ძაღლი აღარ ჩანდა სოფელში. რამდენიმე დღის მერე ერთი თანასოფლელი მობრუნდა ნადირობიდან და ჩამოიყვანა ეს ძაღლიც. იმან მოყვა რომ ამ ტყის პირებზე წინა დღეებში მგლები შეუნიშნავს.

ჰოდა ეს ძაღლი როგორც ჩანს მგლებს გამოედევნა ან სოფლის და ჩვენი დაცვა უნდოდა მგლისგან. ასე დავასკვნათ ბავშვებმა.

ამის მერე ამ ძაღლსაც მივეჩვიეთ და უმისოდ აღარ ავდიოდით სათამაშოდ. ისიც წინ გვაგვიძღვებოდა ხოლმე და საღამოს უკან მოგვაცილებდა.

This post has been edited by Grows on 27 Mar 2020, 19:50
straight away
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 696
წევრი No.: 167135
რეგისტრ.: 13-May 13

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 20:13  #56058256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მგონი ჩვენ ფიროსმანის იდეა დაგვხატავდა. ავაშენოთ ერთი სახლი, დავდგათ დიდი სამოვარი, დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზეო.
ჩვენ შეგვიძლია სიტყვები ,,სამოვარი", ,,ჩაი" და ,,ხელოვნება" შევცვალოთ სიტყვებით - ,,ოციანი", ,,ღვინო" და ,,სოფელი"
* * *
მოკლედ, მგელი საშიში ცხოველი ყოფილა. თავაძეს დევიზად უწერია ,,მგელი უნდა იყო მგელიო"
და ალბათ ყველამ იცით საიდან მომდინარეობს სახელწოდება ჯორჯია/გრუზია/გეორგია.
ჩვენ ადრე მგლებს გვეძახდნენ. ძველ სპარსულად ,,გორჯ" ნიშნავს მგელს. შესაბამისად გურჯი, ჯურჯი, გურზი სხვადასხვა ენებში ტრანსფორმაციის შედეგად წარმოქმნილი სახელებია.
მთავარი კი მისი ძირითადი მნიშვნელობაა - მგელი.
მგლები ვიყავით,
ეხლა მგლებივით ვართ smile.gif
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2326
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 20:23  #56058308      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Grows
QUOTE
მგელი მარტო ზოოპარკში მინახავს. რა ვერაგი რამე ყოფილა.

უჭკვიანესი ნადირია.
ეგენი რომ ნადირობენ, გამართული სამხდრო ტაქტიკით ნადირობენ.
როლები განაწილებული აქვთ რომელმა უნდა გადაატანინოს მსხვერპლს ყურადღება, გამოიტყუოს მსხვერპლი, რომელმა უნდა შეუტიოს და ასე შემდეგ.
მგლები შეტევას რომ დაიწყებენ, იშვიათი შემთხვევაა რომ ვერ მოინადირონ.

QUOTE
ჰოდა ეს ძაღლი როგორც ჩანს მგლებს გამოედევნა ან სოფლის და ჩვენი დაცვა უნდოდა მგლისგან. ასე დავასკვნათ ბავშვებმა.

ქართული ძაღლი თუ დაიგეშა მგელზე, მაგარი გამოდის. ვერ მოერევა მაგრამ, არ მისცემს საშუალებას რომ საქონელი გაანადგუროს.
ჩვენი ფერმა იყო აშენებული დაბალი გორაკის გასწვრივ. ეს გორაკი იცავდა ფერმას ქარისგან.
ზაფხულის საღამოა. მალე უნდა შებინდდეს, მაგრამ ჯერ ისევ კარგად ჩანს.
ყველა ფერმას აქვს როგორც საქონლის სადგომი შენობა, ასევე საქონლის მომვლელი პორსონალის შენობა. ანუ საცხოვრებელი ფართი.
ეს საცხოვრებელი, ფერმისგან 30 მეტრის დაშორებით მაინც დგას ჰიგიენის თვალსაზრისიდან გამომდინარე.
ვხედავ, ფერმის უკან გორაკზე არხეინათ მოძუნძულებს მგელი. ვითომ თავის ტერიტორიაზე იყოს.
სანამ მე დავუყვირებდი, ერთმა ძაღლმა დაიწყო ყეფა და გავარდა მგკისკენ, დანარჩენებიც წამოისალნენ და გაჰყვნენ პირველ ძაღლს.
ძაღლი მიუახლოვდა თუ არა, ესევე ეტაკა მგელს. ეს მგელიც რა თქმა უნდა მზად დახვდა. შდგნენ უკანა ფეხებზე და დაიწყეს ვაჟკაცური ჩხუბი.
მგელი გაბარიტებით ჩემს ნაგაზზე დიდი არ იყო. ამასობაში დანარჩენი ზაღლებიჩ მისცვივდნენ და ორტაბრძოლა შეწყდა. ყველა ერთად დაეხვია მგელს.
მგელმა იმდენი კი მოახერხა რომ, თავი გაინთავისუფლა და გაიქცა.
ძაღლები გაჰყვნენ მათ საკონტროლო ტერიტორიამდე. იმის იქით აღარ გაეკიდნენ. ვაი თუ იქით ხაფანგი ჰქონდათ მგლებს დაგებული.
Grows
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 785
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 20:32  #56058349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
straight away

კარგი აზრია smile.gif

kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2326
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 20:49  #56058436      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
straight away
QUOTE
შევცვალოთ სიტყვებით - ,,ოციანი", ,,ღვინო" და ,,სოფელი"

კორონას რა ვუთხრათ? ფეხებზე მკიდიხარო?
გუშინ ჩემმა მეგობარმა და მეჯვარემ დამირეკა. მომიკითხა როგორ ხართო.
კარგად მეთქი. მერე მე მოვიკითხე და მეუბნება, სახლში ვართ ყველანი და შევწუხდით სახლში ჯდომითო.
სამ ოთახიანში არიან ორი სამ წლამდე ბავშვი და ოთხნი უფროსები.
მე ვუთხარი, ჩვენ კარგად ვართ მეთქი.
კერძო სახლი მაქვს და ეზოში გასვლა დიდად სასიამოვნო არის.
საუბარს რომ მოვრჩი მერე ვიფიქრე,იქნებ ჩამოსვლა უნდოდათ, ცოტა განტვირთვა, ბავშვები ეზოში გაერთობიან, ჩვენ მაგიდასთან მეთქი.
ხუთ წუთში დავურეკე და ვეუბნები, ხომ არ გადავკრათ მეთქი?
გაიცინა და მეუბნება, რა ვიცი , მე კი გადავკრავდიო მაგრამ, სახლში დაველაპარაკები და დაგირეკავო.
აღარ დაურეკია. დასკვნაც გამოტანილია.

Grows
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 785
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 21:30  #56058660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kaxaberski66

რომ ჩაივლის ყოლიფერი, მერე. ახლა დისტანციურად smile.gif

ჩვენ სამეგობროს საერთო ვიდეო ჩატი გვაქვს და ასე ვლაპარაკობთ. იმდღეს კონიაკით ვიქეიფეთ ასე ვიდეოთი smile.gif
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2326
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 21:40  #56058717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Grows
QUOTE
ჩვენ სამეგობროს საერთო ვიდეო ჩატი გვაქვს და ასე ვლაპარაკობთ. იმდღეს კონიაკით ვიქეიფეთ ასე ვიდეოთი

თქვენ უფრო წინ წასულხართ. მე მესინჯერში ვქეიფობ ხოლმე. ოღონდ კორონამდეც მქონდა ეგ დანერგილი.
Grows
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 785
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 21:47  #56058754      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kaxaberski66

კორონამდე გვქონდა მესიჯობა და ახლა ვიდეოც მივამატეთ.

ჩვენც შეგვიძლია მოვცხოთ ვიდეო უახლოეს მომავალში. არ იქნება ურიგო

theodous
A MAN!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7976
წევრი No.: 172653
რეგისტრ.: 2-September 13

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 23:32  #56059303      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Grows
გაამრჯობა

პმ ში მინდ არაგაც მოგწერო


--------------------
https://www.facebook.com/geocyberworld
Grows
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 785
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19

გამოგზავნილია: 27 Mar 2020, 23:59  #56059451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
theodous

სალამი. მომწერე ნებართვა რად გინდა smile.gif
iGreen
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 255005
რეგისტრ.: 30-January 20

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 11:05  #56060557      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეე ბიჯო,ამ ადესის ღვინის გულისტვის იკლავდი თავს?!

biggrin.gif
ისე ადესას მეც ვერ ვხვდები რატო აშენებენ საერთოდ როცა ამდენ მაგარი ჯიშის ყურძენი გვაქვს
tavadze
kaxaberski66
straight away
Grows
მშვენიერი ისტორიებია, ფეჩის გვერდზე კაი არყის, დუხოვკაში გახუხული კარტოფილის და ყველის ფონზე რომ მოისმენდა კაცი smile.gif
koba1973
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1688
წევრი No.: 140867
რეგისტრ.: 27-December 11

გამოგზავნილია: 28 Mar 2020, 11:38  #56060655      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ალბათ ყველამ იცით საიდან მომდინარეობს სახელწოდება ჯორჯია/გრუზია/გეორგია.

მე უფრო მგონია რომ სახელ გიორგიდან მოდის. ათი კაციდან ხუთს თუ არა ოთხს მაინც გიორგი ქვია. biggrin.gif
მეგობარი მყავს გიორგი, მამას გიორგი ქვია, შვილს გიორგი, ძმიშვილსაც გიორგი. თუმცა გაუგებრობის ასაცილებლად მამას გივის ეძახიან ბავშვებს გიას. lol.gif ადრე გიაკოს ეძახდნენ, ეხლა შეამოკლეს, მერე ან გიორგის ან გივის დაუძახებენ. lol.gif lol.gif lol.gif
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: dadssn
Topic Options Pages: (96) « პირველი ... 94 95 [96]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0451 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]