მეგობრებო, ალბათ არასწორად დავწერე რაღაცა...
მოკლედ ავიღოთ მინიმუმ WIFI 5 კლასის ნებისმიერი რუტერი, რომელსაც აქვს საკმარისიდ ყვ***ბიანი CPU (ჩემს შემთხვევაში ესაა IPQ4081 ჩიპი: 4-ბირთვიანი 700+Mhz სიხშირე მომუშავე) ასევე მინიმუმ 256 MB-ს მქონე RAM-ით და მინიმუმ 64mb მუდმივი Flash-მეხსიერებით (კონკრეტულად ჩემსას 128მბ აქვს, მაგრამ ორმაგი ბიოსის ხარჯზე უნდა გავყოთ ორზე).
კითხვა: რა პაკეტები უნდა დავაინსტალირო და დავაკონფიგურირო (ფლეშ-მეხსიერების რესურსის სასრულობის გათვალისწინებით), რომ აღნიშნული როუტერი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო მცირეწოვან ბავშვებიანი ოჯახისთვის (იგულისხმება ინტერნეტ-სერფინგი) და მაქსიმალურად პასუხობდეს პრივატულობის დაცვას (არაპროვაიდერის დნს-ები მაგ. cloudflare for families 1.1.1.3 და ასევე სასურველია DNS over https).
1. საპილოტე ჰარდვერი არჩეულია linksys ea6350v3 (არ არის იდეალური, მაგრამ წავა ეგეც) -
https://deviwiki.com/wiki/Linksys_EA6350_v32. ქსელი უნდა იყოს სეგმენტირებული: a. Home Network; Guest Network; IoT (ოპციონალურად) - ეს კონფიგურაციის თემაა და ამას მე თვითონ გავაკეთებ;
3. სასურველია როუტერის მონიტორინგის ხელსაწყო იყოს Cloud-based, რომ იყოს შესაძლებელი მონიტორინგი ნებისმიერი წერტილიდან მაგ. რაღაც ;
4.
ეგეთი ან
ეგეთი5. ზედა პუნქტების წარმატებით განხორციელების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ვიფიქროთ სმარტფონის აპლიკაციაზეც.
6. ზედა პუნქტების წარმატებით დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ჩინეთიდან მომავალი როუტერისთვის System on Chip-ების (SoC-ების) შეძენა და პროექტის მონაწილეების მიერ ტესტირება (საჭირო იქნება მცირე ინვესტივიები);
7. ამ ეტაპზე როუტერის დიზაინზე კონკურსს გამოვაცხადებთ წინა პუნქტიდან შერჩეული SoC-ის ფიზიკური პარამეტრებიდან გამომდინარე და 3D-პრინტერზე დავაბეჭდინებთ;
8. მზა პროდუქტის მიღების შემდეგ იურიდიულ სუბიექტად რეგისტრაცია, საავტორო უფლებები, პროდუქტის პიარი და გაყიდვები...
ვეძებ ჩემნაირ ენთუზიასტებს, ვისაც შეუძლიათ კვირაში რამდენიმე საათი დაუთმონ ამ იდეას.
თუ გამოგვივა მაგრად ვიკაიფებთ და +1000 კარმაში ეგრევე ))) გამდიდრების მიზნით ასეთი რაღაცეები არ კეთდება.
ბოლოს დავასრულებ რუსთაველის სიტყვებით:
"რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია"
PS. ეტალონად ავიღოთ
ეს პროდუქტი