Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > ჰაერის ნაკადის მართვა


Posted by: J-Time 7 Jan 2018, 00:05
მწვანე ოთკუთხედის მარჯვნივ და მარცხნივ აყენია ქულერები, მარჯვენას შეაქვს ცივი ჰაერი, შიგნით ცხელდება და მარცხენას გამოაქვს ეს ცხელი ჰაერი,

ლურჯი ხაზებით აღნიშნულია მილები, რომლების დასაწყისშიც, მწვანე ოთკუთხედის მხარეს, აყენია ქულერები.

ხმის დახშობის მიზნით, რაც ჰაერს მოყვება, მინდა რომ გამომავალი და შემავალი( A და B) მილები შევაერთო, გზაში ჰაერს გავაგრილებ,

მაინტერესებს რომელი ვარიანტი სჯობს, და რამე სტანდარტების დაცვა ხომ არ იქნება საჭირო,
მაგალითად ქულერიდან გამომავალი მილიდან რამდენ სანტიმეტრში სჯობს რომ გავაკეთო მუხლი, ან საერთოდ მომრგვალება ხომ არ ჯობია,
ასევე დასჭირდება თუ არა ამ შემაერთებელი მილის შუაში კიდევ ერთი ქულერი, ვინც ერკვევით ამ საკითხში, იქნებ რამდენიმე რჩევა მომცეთ.
მილის დიამეტრია 32 მმ.

Posted by: Kaxab 7 Jan 2018, 11:44
საერთოდ ერთი ქულერი უნდა ეყოს, მაგრამ მილში რომ კარგად გაცივდეს ჰაერი, იოლად არ მოხდება.

Posted by: J-Time 7 Jan 2018, 14:36
Kaxab
ერთი ქულერი არ ეყოფა, გამომავალი ან შემავალი ჰაერი რომ იბლოკება ოდნავაც კი, დავუშვათ როცა მარყუჩივით ვუკეთებ გამომავალი მილების ბოლოს, ტემპერატურა მწვანე ოთხკუთხედში იზრდება რამდენიმე გრადუსით. ანუ ჰაერის ნაკადი სწრაფად უნდა შედიოდეს და გამოდიოდეს, თორემ ტემპერატურაზე მოქმედებს.

Posted by: asphurcela 7 Jan 2018, 16:08
J-Time
1) ლურჯი მილები წყდება 2 ადგილას?
2) მიზანი ოთხკუთხედის გაგრილებაა?
3) წყლით გაგრილება უკეთესი არ იქნება?

Posted by: gubaz_merve 7 Jan 2018, 17:16
J-Time
მოამრგვალე! მერწმუნე ეგეთი რაღაცეები მესმის ...
* * *
ჰაერი უფრო სწრაფად იმოძრავებს შესაბამისად ნაკლები დატვირთვა ქულერზე

Posted by: J-Time 7 Jan 2018, 19:18
asphurcela
QUOTE
1) ლურჯი მილები წყდება 2 ადგილას?


ჯერ-ჯერობით კი, მერე ვაპირებ შეერთებას, როცა მოვიფიქრებ როგორ სჯობს

QUOTE
2) მიზანი ოთხკუთხედის გაგრილებაა?

კი, ანტიმაინერია, რომელიც დგას ყუთში, შედის ცივი ჰაერი, და გამოდის დაახლოებით 60-70 გრადუსი

QUOTE
3) წყლით გაგრილება უკეთესი არ იქნება?

მოგვიანებით ვაპირებ, ჯერ-ჯერობით უფრო ხმის დახშობის მიზნით მინდა ეს გამომავალი და შემავალი მილი შევერთო, მტვერსასრუტივით ხმა აქვს
gubaz_merve
QUOTE
მოამრგვალე! მერწმუნე ეგეთი რაღაცეები მესმის ...
* * *
ჰაერი უფრო სწრაფად იმოძრავებს შესაბამისად ნაკლები დატვირთვა ქულერზე

გავითვალისწინებ, დიამეტრი რამდენი საინტიმეტრი სჯობს (მილი 32 სანტიმეტრია), 150 სმ თუ მეტი?

Posted by: gubaz_merve 8 Jan 2018, 02:55
J-Time
მაგას ვერვ გეტყვი მაგრამ როგორ მოამრგვალო იმას გასწავლი ,სილა ჩაყარე .
* * *
კარგად დაპრესე ქეშები მასტერკას რომ აკეთებენ ისე smile.gif
* * *
ზურა საინტერესო თემა წამოწია ამ კაცმა ,იქნება იცოდე ,როგორ გამოითვლება დიამეტრი?
* * *
J-Time
მილეი რა მასალაა?რაიმე ახალს არ ვიტყვი თუმცა ჯობს გრძელი მილი გველივით დაკლაკლინი მოცულობას მოიგებ...

Posted by: J-Time 8 Jan 2018, 12:13
gubaz_merve
QUOTE
მაგას ვერვ გეტყვი მაგრამ როგორ მოამრგვალო იმას გასწავლი ,სილა ჩაყარე .

სილა რატომ?
QUOTE
მილეი რა მასალაა?

გარმონივით მილები რომ არის, გამათბობლებს რომ უყენიათ, -ამას ვაპირებ, მაგრამ თუ სხვა სჯობს, სხვას დავაყენებ

QUOTE
რაიმე ახალს არ ვიტყვი თუმცა ჯობს გრძელი მილი გველივით დაკლაკლინი მოცულობას მოიგებ...

ანუ მომგრვალებული რომ იყოს და მერე კიდევ დავახვიო?

ოვალური იქნება თუ მრგვალი, აქვს მნიშვნელობა?

Posted by: gubaz_merve 8 Jan 2018, 14:06
J-Time
ცარიელი მილის მომრგვალება ადვილი არაა ,სილია შიგნიდან ერთნაირად დაღუნავს კედლებს ,ხახუნის ძალა შემცირდება ,შენ რომ ამბობ მილებს ეგ არ წავა თუ გინდა ცადე ,შენი საქმეა,რაც უფრო გრძელი იქნება მილი მით მალე გაცივდება ჰაერი

Posted by: asphurcela 9 Jan 2018, 01:07
QUOTE
სილა რატომ?

თანაბრად რომ მოიღუნოს და უცებ კუთხე არ გაიკეთოს ქვიშა უშლის ხელს.

Posted by: gubaz_merve 9 Jan 2018, 06:35
asphurcela J-Time
კაპანაძის გენერატორი ხომ იცი ,მაგ პრინციპით დავახვიე ერთი სანრიმეტრის მქონე დიამეტრის სპილენძის 2.5მეტრი მილი დაახლოვებით 25 სანტიმეტრიან ტრუბაზე და სიგრძეში გამოვიდა დაახლოვებით 25 სანტიმეტრი,ოღონდ სპილენძის მილი სანამ სილას ჩავყრიდი გაზზე გავაწითლე ადვილად ხურდება და დრეკადობას კარგავს,ჩავყარე სილა ერთი ბოლო დავჭეჭყე ,მერეს სილით გავავსე და მეორეც დავჭეჭყე და დაიხვა ნუ ბოლოში ცოტა მორჩა ,გადამსვლელები არსებობს ,საჭიროების შემთხვევაში კალითვძალიან ადვილად ერთდება,ბოოებია გადასაჭრელი,შესაძლოა ღრიჭოებში თხელი სპილენძის მავთულებითვშეივსოს და ხელის გასქურაზე კალა შევარდება და სიცარიელეს ავსებს,ოღონდ სუფთა უნდა იყოს ზედაპირი.

Posted by: gubaz_merve 9 Jan 2018, 06:40
მე ვფიქრობ გამოსასვლელი და შემსვლელი რომ შეერთდეს ერთი ქულერი ეყოფა
* * *
ამ პრინციპს ტუ გამოიყენებ ხმაც დაიკარგება

Posted by: J-Time 10 Jan 2018, 01:32
gubaz_merve
გმადლობ რჩევებისთვის, მოვამზადე რაღაცეები და ამ დღეებში ავაწყობ

Posted by: gubaz_merve 11 Jan 2018, 23:53
J-Time
წარმატებები,იმედია კარგი გამოვა smile.gif

Posted by: The13thFloor 12 Jan 2018, 21:15
მაინერების ხმის იზოლაციისთვის აკეთებ მაგას? user.gif

Posted by: asphurcela 12 Jan 2018, 22:11
QUOTE
მაინერების ხმის იზოლაციისთვის აკეთებ მაგას? 

biggrin.gif
ბნელი 90 იანები გამახსენდა, აივნებზე და ყველა მაღაზიის კარებთან დიზელ გენერატორების გუგუნი...

იხმაურის თუ ფული მოაქვს. მარა ვაი რომ ფულის მოტანის შნოც არ აქვს...
ცენტების დედა ვატირე.

Posted by: The13thFloor 12 Jan 2018, 23:05
asphurcela
biggrin.gif მალე ყველა ოჯახში თითო მაინერი მაინც იდგება, საკმაოდ მომგებიანია
მარა ეგ მილების სისტემა არ მგონია რომ გამოდგეს, კილოვატებიან სითბოს დისპერსიას ვერ მოახერხებს ყინულები თუ არ აყარე ზედ smile.gif

Posted by: J-Time 13 Jan 2018, 03:19
The13thFloor
yes.gif
asphurcela
4 წინადადებიდან ორი მცდარია

The13thFloor
ჰო, მეც გადავიფიქრე, თან მაგარი საჩალიჩო იქნება მაგის გაკეთება, მოცულობითაც დიდი გამოვა,

არადა აზარტში ვარ, რამე კარგი მინდა ავაწყო, თან ისეთი თემაა, მარტისთვის მაინც სხვაგან უნდა წავიღო, 45 ლარს იხდი და დენის ფულს, დენი იაფად აქვთ, მაინერსაც წმენდენ, მოკლედ კარგი თემაა, მაგრამ განტვირთვასავით მაქვს ამ ყუთის აწყობა,დაღლილზე მაგრად შველის biggrin.gif რაღაც ყუთი ავაწყვე, მერე შევცვალე, ახალ ისევ შეცვლას ვაპირებ,მოკლედ biggrin.gif

Posted by: უძინარი 13 Jan 2018, 08:45

ვერ გავიგე აქ რა ხდება, მაგრამ ახლი ჰაერი თუ არ შეუშვი, ისე ვერაფრით გააგრილებ.

არანაირი რადიატორი არ ეყოფა, მხოლოდ ახალი ჰაერი და სკვაზნოი გაწოვა.

Posted by: asphurcela 13 Jan 2018, 11:39
The13thFloor
რა იცი, რომ მომგებიანია? შენ თვითონ ამუშავებ, თუ ინტერნეტში გავრცელებულ ჭორბიურო სასტავის დაწერილის მიხედვით მსჯელობ?
(პასუხი მნიშვნელოვანია)

J-Time
წინადადებებს და წერტილ მძიმეს რას უყურებ. მთავარი აქ სხვა რამეა.

მაგრამ, შენი პოსტების ფსიქოანალიტიკური ანალიზით დგინდება, რომ არ ხარ შენ მაგის ამწყობი.
შეიძლება მარჯვე ხელი გაქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ არ იცი დეტალები.

შეიძლება ვცდები, მაგრამ დიდი ხნის სტაჟი მაქვს ფორუმზე ყოფნის და უამრავი მაგალითი ვიცი მსგავსი.

smile.gif

თემა ალბათ დაიხურება.

Posted by: The13thFloor 13 Jan 2018, 15:26
J-Time
ძაან ხმაურიანი მოწყობილობაა, ყუთში ჩადება მცირე შეღავათს იძლევა
თუ სადმე კარგ ადგილას წაიღებ ჩვენც მიგვასწავლე user.gif

asphurcela
რაის ჭორბიურო biggrin.gif თავად ვამუშავებ

Posted by: J-Time 13 Jan 2018, 20:45
asphurcela
მძიმე წერტილს არც ვუყურებ, შინაარსზე გითხარი,
არ გაქვს არანაირი ინფორმაცია და დასკვნებს აკეთებ, მაგალითად ს9 30-40 დოლარს გამოიმუშავებს დღეში, რაც ცხადია, შეგიძლია მაშინვე გადაცვალო ლარზე ან დოლარზე და დახარჯო სურივილის მიხედვით, ან დაელოდო კურსის შეასძლო, დავუშვათ 50 % იან მატებას და შემდეგ გადაცვალო, ეს ცალკე თემაა.
35 უსდ დღეში, თვეში 2600 ლარია, რაც საქ-ოს საშუალო ხელფასზე 5 ჯერ მეტია- შენ წერ ცენტებიო, შეიძლება მართლაც ცენტებია შენთვის, მაგრამ მაინც არ უნდა დაწერო, უტაქტობაა მოდერატორო.

The13thFloor
ჩემთვის "შინაურია" და ვენდობი, თქვენ არ ვიცი..
ახლობელს ვიდეოკარტები ჩამოუტანა რამდენჯერმე და მანდედან გავიცანი,
45 ლარი თვეში მომსახურების, პლუს დენი. წმენდენ, ასუფთავებენ, ვიდეო კონტროლიც აქვთ ონლაინ, დენი 02 თეთრით უფრო იაფად აქვთ, მოსკოვის პროსპექტის დასაწყისში აქვთ ოფისი,
ჰოდა რავი, ჩემი აზრით კარგი თემაა, ამ ყუთის აწყობა 400 ლარზე მეტი დამიჯდა უკვე, და ჯერ ბევრი რაღAც კიდევ გასაკეთEბელი მაქვს, შესაბამისად ფინანსური კუთხითაც სადმე 45 ლარად წაღება სჯობს. როგორც ვიცი ასეთი "ბიზნესები" საკმაოდ პოპულაურია და ბევრია თბილისში

Posted by: asphurcela 13 Jan 2018, 20:54
J-Time
საქართველოში რა ხდება არ ვიცი. სადაც მე ვარ აქაურ საიტებზე რაც შემხვედრია, წერენ 1.2-1.4 დოლარის გამომუშავება დღეში.
ელ ენერგიის ხარჯის გარეშე.
სადიან მოგაქვთ 30-40 დოლარი დღეში არ ვიცი.
საუბარია ერთ საშუალო ზომის მაინერზე.

The13thFloor
და რამდენია შენი სუფთა მოგება დღეში?
ან თვეში. ან რავი, რაიმე დროის ერთეულში?

Posted by: J-Time 13 Jan 2018, 21:02
asphurcela
QUOTE
საუბარია ერთ საშუალო ზომის მაინერზე.

სხვადასხვა მაინერები არსებობს, თანხებსაც სხვადასხვას გამოიმუშავებენ.

Posted by: asphurcela 13 Jan 2018, 21:28
კარგი, მოდი ეხლა სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს.
როგორც ბუნებაში ენერგია არც არაფრისგან წარმოიქმნება და არც უკვალოდ ქრება, არამედ ის ერთი სახიდან მეორეში გადადის, ეგრეა ვალუტაც.
მსოფლიოში უკვე დიდი რაოდენობით ანტიმეინერები არსებობს (ვთქვათ).
ვის ან რის ხარჯზე გამოიმუშავებს თანხას?
A ობიექტი რომ მოგებას ნახულობს, B-მ წაგება უნდა ნახოს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში რის ხარჯზე კეთდება ფული?
ან, ვინ არის წაგებული?

თუ ყუთია, თხლიშე შტეფცელში და მუშაობს თავისთვის?
და ამის იქეთ, ვსიო, აღარ გაინტერესებთ?

Posted by: J-Time 13 Jan 2018, 22:11
asphurcela
QUOTE
A ობიექტი რომ მოგებას ნახულობს, B-მ წაგება უნდა ნახოს.

ეგ კანონზომიერება ვრცელდება მაგალითად ბირჟაზე ვაჭრობისას, მაგრამ არ ვრცელდება მომსახურებაზე.
შენ როცა რამე სერვისი გაქვს, გადაზიდვა იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი ტიპის მომსახურება,
მაინინგი ჩავთვალოთ რომ არის მომსახურება, გაქვს სახლში ქსელში ჩართული"კომპიუტერი",
დაუკვეთავენ, გამოითვლის, მიიღებ "ჯილდოს"- ესაა, ანუ გიხდიან მომსახურებისთვის.

Posted by: graviton 13 Jan 2018, 22:30
J-Time
QUOTE
სხვადასხვა მაინერები არსებობს, თანხებსაც სხვადასხვას გამოიმუშავებენ.

შენ რა მაინერი გაქვს და რა სიჩქარე აქვს?
ყველაზე საუკეთესო ASIC ზე დაფუძნებული, ს9 ააა, რომელასაც დაახლოებით 10 ტერაჰაში დამუშავების სიჩქარე აქვს, რაც დაახლოებით თვეში 700 დოლარამდე მოგცემს, დენის ფასის გამოკლების გარეშე, დრევანდელი კურსის პირობებში(14000)...

asphurcela
QUOTE
კარგი, მოდი ეხლა სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს.
როგორც ბუნებაში ენერგია არც არაფრისგან წარმოიქმნება და არც უკვალოდ ქრება, არამედ ის ერთი სახიდან მეორეში გადადის, ეგრეა ვალუტაც.
მსოფლიოში უკვე დიდი რაოდენობით ანტიმეინერები არსებობს (ვთქვათ).
ვის ან რის ხარჯზე გამოიმუშავებს თანხას?
A ობიექტი რომ მოგებას ნახულობს, B-მ წაგება უნდა ნახოს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში რის ხარჯზე კეთდება ფული?
ან, ვინ არის წაგებული?

თუ ყუთია, თხლიშე შტეფცელში და მუშაობს თავისთვის?
და ამის იქეთ, ვსიო, აღარ გაინტერესებთ?

შენ არ იცი რა არის ბიტკოინი?...
მოგებული თანხა, უფრო სწორედ ნაპოვნი ბლოკების რაოდენობა ნაწილდება ყველა მონაწილეს შორის მათი სიჩქარის მიხედვით... და არა ერთი თუ მოიგებს მეორე წააგებს...
ყოველ 10წუთში 1 ბლოკი თამაშდება, რომელიც ამ ოთხ წელში 2020 მდე, 12.5 ბიტკოინია...
და ყოველ 4 წელში ნახევრდება, თუ სწორედ მახსოვს 2140 ში სულ დამთავრდება....

მაქსიმუმ 21 მილიონი ბიტკოინი არის ჩადებული სატოშის ლოგარითმში SHA256 და 2140 წელში სულ გაიცემა...
ვარაუდობენ რომ ბიტკოინის ფასი დოლარში გაიზრდება მილიონამდე, რომ მთელმა ბიტკოინების რაოდენობამ დოლარი დააკომპენსიროს...

Posted by: J-Time 13 Jan 2018, 22:45
graviton
ს9

QUOTE
რომელასაც დაახლოებით 10 ტერაჰაში დამუშავების სიჩქარე აქვს, რაც დაახლოებით თვეში 700 დოლარამდე მოგცემს, დენის ფასის გამოკლების გარეშე, დრევანდელი კურსის პირობებში(14000)...

მეტს წერს 0023 ები რომ წერია, ეგაა როცა თითქმის მთელი დღე ჩართული იყო, რაც გამოდის 33 უსდ მიმდინარე კურსით, 33*30 ანუ თვეში 990 ეს მიმდინარე კურსით, მინუს 250 გელ დენის

Posted by: asphurcela 13 Jan 2018, 22:48
graviton
QUOTE
შენ არ იცი რა არის ბიტკოინი?.

ზოგადად ვიცი, კრიპტოვალუტაა. ციფრული ვალუტა. ეს გასაგებია.

მაგრამ ანტიმაინერი რა პრინციპით მუშაობს და იგებს თანხას?
ყიდულობს-ყიდის, თუ სხვა რამეა ჩამალული?

QUOTE
მოგებული თანხა, უფრო სწორედ ნაპოვნი ბლოკების რაოდენობა ნაწილდება ყველა მონაწილეს შორის მათი სიჩქარის მიხედვით.

ხოდა ეს მოგება რის ან ვის ხარჯზე ხდება?
ნაპოვნი ბლოკი რას ნიშნავს?


* * *
QUOTE
ეგ კანონზომიერება ვრცელდება მაგალითად ბირჟაზე ვაჭრობისას, მაგრამ არ ვრცელდება მომსახურებაზე.
შენ როცა რამე სერვისი გაქვს, გადაზიდვა იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი ტიპის მომსახურება,
მაინინგი ჩავთვალოთ რომ არის მომსახურება, გაქვს სახლში ქსელში ჩართული"კომპიუტერი",
დაუკვეთავენ, გამოითვლის, მიიღებ "ჯილდოს"- ესაა, ანუ გიხდიან მომსახურებისთვის

ეს ცოტა გასაგებია უკვე.
ანუ თანხას იხდიან პროცესებში. პროცესორი მუშაობს და ამაში უხდიან.

ოკ ეხლა გასაგებია.

Posted by: Komponent 13 Jan 2018, 22:52
asphurcela
ჩემი აზრთ, საქმე რაშია კიდევ იცი, ვიღაცეებს ვისაც ფული აქვს, უნდათ საიდუმლო ფული, ზოგი ათეთრებს და ა.შ. არის მოთხოვნილება ბიტკოინზე და კურსიც იწევს.
მაინერი როგორც ვიცი მართლა მომსახურებას აკეთებს, ანუ როცა გადაცვლა გინდა, გამოგითვლის სწორად გადაცვლას, ანუ ამ ოპერაციას სადღაც გააფორმებს.
მე ასე ვფქრობ : )

Posted by: a58345035 13 Jan 2018, 23:04
სავარაუდოდ მაინერი გადაამუშავებს საკმაოდ რთულ მათემატიკურ ოპერაციებს რომელიც სჭირდებათ "დიდ მეცნიერ ბიძიებს" და ამაში იხდიან ფულს, მაგრამ პირდაპირ დოლარს არა იმიტომ რომ გამოთვლების საჭიროება სხვადასხვა დროს სხვადასხვაა და ზუსტად ამაზეა დამოკიდებული კურსიც. შეიძლება ეს იყოს რამოდენიმე წლის უკან დარეკლამებული და მერე მიჩუმათებული "Big Data" ან სხვა რაიმე...

Posted by: graviton 13 Jan 2018, 23:07
J-Time
QUOTE
ს9

რამდენად იყიდე და საერთოდ განბაჟიანბად რა ჯდება საქართველოში?
QUOTE
მეტს წერს 0023 ები რომ წერია, ეგაა როცა თითქმის მთელი დღე ჩართული იყო, რაც გამოდის 33 უსდ მიმდინარე კურსით, 33*30 ანუ თვეში 990 ეს მიმდინარე კურსით, მინუს 250 გელ დენის

კი შეიძLება, მაგრამ ეგ მაქსიმუმია მაგისთვის, როცა სიჩქარე 14 ტერაჰაშია...რაც მაგას შეუძლია...
მაგრამ სამაგიეროდ 1.3 კილოვატია, რაც თვეში 1.3*24*30=930 კვტსაათია.
რაც დაახლოებით 100 დოლარამდეა

Posted by: asphurcela 13 Jan 2018, 23:13
მზის ბატარეებზე უნდა ამუშავოთ მაშინ, რომ დენის ხარჯი მაიც შემცირდეს.
ან სოფელში ხევში ჩადგით გენერატორი და ამუშავეთ წისქვილივით smile.gif

Posted by: graviton 13 Jan 2018, 23:14
a58345035
QUOTE
სავარაუდოდ მაინერი გადაამუშავებს საკმაოდ რთულ მათემატიკურ ოპერაციებს რომელიც სჭირდებათ "დიდ მეცნიერ ბიძიებს" და ამაში იხდიან ფულს, მაგრამ პირდაპირ დოლარს არა იმიტომ რომ გამოთვლების საჭიროება სხვადასხვა დროს სხვადასხვაა და ზუსტად ამაზეა დამოკიდებული კურსიც. შეიძლება ეს იყოს რამოდენიმე წლის უკან დარეკლამებული და მერე მიჩუმათებული "Big Data" ან სხვა რაიმე...

რას არ მოიფიქრებს ადამიანის ტვინი...?...
* * *
asphurcela
QUOTE
ზოგადად ვიცი, კრიპტოვალუტაა. ციფრული ვალუტა. ეს გასაგებია.

მაგრამ ანტიმაინერი რა პრინციპით მუშაობს და იგებს თანხას?
ყიდულობს-ყიდის, თუ სხვა რამეა ჩამალული?

არაფერი არ იყიდება, გამომუშავდება ბლოკები... რომელიც არის კოდირებული
sha ალგორითმით. ამის მსგავსი კოდირების ალგორითმი არის ლინუქს მანქანებზეც..
ინფორმაციის კოდირებისთვის... ეს არის სპეციალური კრიპტული ალგორითმი..
ჰოდა ყოველი მანქანა ამ ალგორითმით გამოითვლის გარკვეულ ბლოკს და მერე ამ ბლოკს უგზავნის სხვა კომპიუტერებს, რომლებმაც მინიმუმ 6 მა უნდა დაადასტუროს, რომ ეს ბლოკი სწორია და იმ ალგორითმს შეესაბამება..... მაშინ ეს სწორი ბლოკი დადასტურდება როგორც ერთერტ სწორი ბლოკი, რომელიც არის 21 მილიონი სატოშის ბლოკებიდან... და ეს ბლოკი ამ ოთხ წელში არის, 12,5 ბიტკოინი.
სულ ეს არის.. რამდენი არის ეს დოლარებში, ეს კიდევ ნდობის საკითხია.. როგორც დოლარი და ევრო გადახურდავებაში.. აქ დიდ როლს თმაშობს ნდობა... თავიდან ერტი ბიტკოინი ძალიან პატარა, დოლარიც არ იყო, მაგრამ დღეს 14000 მდე ავიდა ნდობის ფაქტორის და საიმედობის და მომავლის ტექნოლოგიის ნდობის ხარჟზე... ხვალ შეიძLება ნული გახდეს... თუმცა ნაკლებვარიანტულია...
ნდობა მოიპოვა, მისმა სპეციფიურობამ ... ეს ბლოკები ლაგდება ბლოკჩეინში და მისი გაყალბება შეუძლებელია.. ეს ვალიუტა არ კონტროლდება არავის მიერ, არცერთი მთავრობის და ქვეყნის მიერ...
ცხადია ქურდ ბიზნესმენებში დიდი საიმედოა, რადგან ისისნი ათეთრებენ ამით ფულს და ვერავინ აკონტროლებს...

QUOTE
ხოდა ეს მოგება რის ან ვის ხარჯზე ხდება?
ნაპოვნი ბლოკი რას ნიშნავს?

ბიტკოინი არავის ხარჯზე, დოლარში გარდაქმნა კი ხდება ნდობის ფაქტზე... ჩვეუ
ებრივი ფულის არსიც ნდობის ფაქტორია......
ნაპოვნი ბლოკი ნიშნავს სატოშის მიერ კოდირებულ 21 მილიონ ბლოკიდან ერთის პოვნას..
გამოთვლით...
QUOTE
ეს ცოტა გასაგებია უკვე.
ანუ თანხას იხდიან პროცესებში. პროცესორი მუშაობს და ამაში უხდიან.

ოკ ეხლა გასაგებია.

არავითარ სერვისში არ გიხდიან.. შენი კომპიუტერი გამოთვლით პოულობს იმ ბლოკს, ამიტომ ჰქვია მაინინგი, როგორც ოქროს მიწაში ეძებ და პოულობ... ამიტომ ჰქვია მაინინგი..

COMPONENT

QUOTE
ჩემი აზრთ, საქმე რაშია კიდევ იცი, ვიღაცეებს ვისაც ფული აქვს, უნდათ საიდუმლო ფული, ზოგი ათეთრებს და ა.შ. არის მოთხოვნილება ბიტკოინზე და კურსიც იწევს.

ეს სწორია..
QUOTE
მაინერი როგორც ვიცი მართლა მომსახურებას აკეთებს, ანუ როცა გადაცვლა გინდა, გამოგითვლის სწორად გადაცვლას, ანუ ამ ოპერაციას სადღაც გააფორმებს.
მე ასე ვფქრობ : )

არა სწორია, ეს ჩვეულებრივი გადახურდავებაა,... მაინინგი “ამოთხრაა“ ოქროსი...
ბლოკის პოვნა..

Posted by: J-Time 13 Jan 2018, 23:40
graviton
QUOTE
რამდენად იყიდე და საერთოდ განბაჟიანბად რა ჯდება საქართველოში?

ახლა რა ღის არ ვიცი, მაიმარკეტეზე გადახედე, მგონი სადღც 5-6 ათასი ადგილზე რაცაა, ანუ თბილისში, განბაჟებული უკვე

QUOTE
კი შეიძLება, მაგრამ ეგ მაქსიმუმია მაგისთვის, როცა სიჩქარე 14 ტერაჰაშია...რაც მაგას შეუძლია...
მაგრამ სამაგიეროდ 1.3 კილოვატია, რაც თვეში 1.3*24*30=930 კვტსაათია.
რაც დაახლოებით 100 დოლარამდეა

13-14 უჭირავს ხოლმე თითქმის სულ, ნაკლები იშვიათად

asphurcela


QUOTE
მზის ბატარეებზე უნდა ამუშავოთ მაშინ, რომ დენის ხარჯი მაიც შემცირდეს.
ან სოფელში ხევში ჩადგით გენერატორი და ამუშავეთ წისქვილივით smile.gif

ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ერთი-ორისთვის არ ღირს, მაშინ სერიოზულად უნდა მოკიდო ამ თემას ხელი,
თუნდაც სადმე ახლო მდებარე ჩვენზე უფრო განუვითარებელ ქვეყანაში შეიძლება გაკეთბა, სადაც ჩვენზე იაფი იქნება დენი

a58345035
QUOTE
სავარაუდოდ მაინერი გადაამუშავებს საკმაოდ რთულ მათემატიკურ ოპერაციებს რომელიც სჭირდებათ "დიდ მეცნიერ ბიძიებს" და ამაში იხდიან ფულს, მაგრამ პირდაპირ დოლარს არა იმიტომ რომ გამოთვლების საჭიროება სხვადასხვა დროს სხვადასხვაა და ზუსტად ამაზეა დამოკიდებული კურსიც. შეიძლება ეს იყოს რამოდენიმე წლის უკან დარეკლამებული და მერე მიჩუმათებული "Big Data" ან სხვა რაიმე...





გილოცავთ ძვ ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბეეევრ სიხარულს, სიყვარულს და ბიტკოინს გისურვებთ bis.gif

Posted by: graviton 13 Jan 2018, 23:47
J-Time
QUOTE
ახლა რა ღის არ ვიცი, მაიმარკეტეზე გადახედე, მგონი სადღც 5-6 ათასი ადგილზე რაცაა, ანუ თბილისში, განბაჟებული უკვე

5-6 ათასი .... მაგის ამოღებას ერთი წელი დასჭირდება...

Posted by: J-Time 13 Jan 2018, 23:50
graviton
კურსს გააჩნია biggrin.gif

Posted by: graviton 14 Jan 2018, 01:49
J-Time
QUOTE
კურსს გააჩნია

კურსი ჯერ კიდევ გაიზრდება, მგონია 2020 ისთვის 30000 ზე ავა...
მაინინგი ჯობია, ბიტკოინებით ვაჭრობას... თუმცა ეს სუბიექტურია...
და გამოცდილებაზეა დამოკიდებული...
მე ფინანსებში უცოდინარი ვარ, ხოდა ერთხელ 250 დოლარი დავდე სადღაც
საბრუნად, და უზარმაზარი შედომა დავუშვი,
ყოველ დღე 20 მდე კაცი მირეკავდა სხვასხვა ქვეყნებიდან და ბროკერობას მთვაზობდნენ...
ვერ მოვიცილე სანამ სათითაოდ არ დავბლოკე ყველა...
თუმცა თითო ოროლა დღესაც მირეკავს...
ASIC გაკეთებული მაინერები კარგია, ძალიან სწრაფია, მაგრამ დიდ დენს ითხოვს და მინუსი აქვს, რომ სხვა კრიპტოვალიუტაზე ვერ გადაიყვან... ახალი უნდა იყიდო, ორი თვის წინ მეც გადავწვიტე ვცდი მეთქი და FPGA ზე აგებულ პლატაზე დავიწყე თამაში,.. ამ პლატას ZYNQ 7035 ze FPGA აქვს....
ლინუქსი მასზე მუშაობს... ჯერ მასზე გდავწყვიტე თავისუფალ დროს sha ალგორიტმის გაკეტება, რადგან ლინუქსისთვის მშობლიურია, მაგრამ ძალიან ნელია, 100 მეგაჰაშზე მეტი არ გამოდის...
რაც არაფერია... უნდა ჩაპროგამირდეს ეს ალგორითმი ჰარდვეაში... ეს კი ბევრ შრომას და დროს მოითხოვს, .. თან ველოსიპედის მეორედ გამოგონება სისულელეა... მივწერე ფირმა Xilinx - ს ხომ არ გაქვთ უკვე გაკეთებული FPGA ზე მეთქი... და გამომიგზავნეს ვებ გვერდის ადრესი სადაც ამ ალგორითმის პროგრამული და ფირმვეა ნაწილი არის აღწერილი,....
ახლა ვცდილობ თავისუფალ დროს ამ ალგორითმის განხორციელებას... ვნახოთ რა სიჩქარე გამოვა,..
1 ტერაჰაშზე ცოტას აზრი არ აქვს....ესეც ცოტააა....

Posted by: Komponent 14 Jan 2018, 11:25
QUOTE
კურსი ჯერ კიდევ გაიზრდება, მგონია 2020 ისთვის 30000 ზე ავა...

ამას რას გაიგებ, თუ შეუტიეს და აკრძალეს ბიტკოინებზე ვაჭრობა? თან კრიმინალსაც უკავშირდება.

რაღაც არასწორიც ჩადებულია, რას აძებნიებენ და ახარჯვინებენ ამოდენა დენს? რატო პირდაპირ არ ურიგებენ? ერთი ამბავია ატეხილი მაგ დენისა და გორ/გლდანის დატაცენტრის გამო.
დენის გამო, ჩინეთიც გაუქმებას აპირებსო.
ეტყობა იოლად არ დათმობს ადამიანი, ამაში დენის ფული მაქვს დახარჯულიო და კურსი იწევს ზევით biggrin.gif
მაგრამ ალბათ საქმე იმაშია, მერე ეს მაინერები მომსახურებაზე უნდა გადაირთოს. ან რავიცი, ზოგი ამბობს ვიდეოკარტების ბიზნესიაო.
ზოგი ამბობს ფინანსური პირამიდაა და ერთდღესაც დაინგრევაო.
შეიძლება სულაც ენერგიის არარაციონალური ხარჯვის გამო აკრძალონ.

თან როგორც ზედა ვიდეოშია, რაც უფრო მეტს ექნება მაინინგი მით ძნელი გახდება ბიტკოინის მოპოვება. ანუ კონკურენცია არის.

Posted by: asphurcela 14 Jan 2018, 15:27
graviton
გასაგებია. მადლობა ამომწურავი ინფოსთვის.
არასდრის დავინტერესებულვარ მაგ თემით და ამდენად არ დამიძებნია ინფორმაცია.

Posted by: The13thFloor 14 Jan 2018, 16:38
asphurcela
ეს წაიკითხე ყურადღებით როცა დრო გექნება, ძალიან საინტერესო გამოგონებაა
https://bitcoin.org/bitcoin.pdf

Posted by: graviton 15 Jan 2018, 02:50
Komponent
QUOTE
ამას რას გაიგებ, თუ შეუტიეს და აკრძალეს ბიტკოინებზე ვაჭრობა? თან კრიმინალსაც უკავშირდება.

რა მიზეზით უნდა აკრძალონ...? კრიმინალს სხვა მიზეზით უნდა ებრძოლო..
ჯობია მსოფლიომ შემოიღოს კრიპტოვალიუტა... მას იმდენად ბევრი დადებით თვისებები აქვს,რომ არც ერთ ვალიუტას არ აქვს....
მისი აკრძალვა იგივეა აკრძალო SSL ტექნოლოგია,... დღეს აკრძალავ ხვალ სხვა გზით დაბრუნდება...
პირიქით ფიზიკის განვითარებასთან შემოვა კიდევ უფრო ახალი საიმედო კრიპტო ტექნიკა,... მაგალითად კვანტურ გადაბმულობაზე დაფუძნებული კრიპტოტექნიკა... რომელიც 100 პროცენტიანი საიმედოა...


QUOTE
რაღაც არასწორიც ჩადებულია, რას აძებნიებენ და ახარჯვინებენ ამოდენა დენს? რატო პირდაპირ არ ურიგებენ? ერთი ამბავია ატეხილი მაგ დენისა და გორ/გლდანის დატაცენტრის გამო.
დენის გამო, ჩინეთიც გაუქმებას აპირებსო.

ვის დაურიგონ? დაურიგებდნენ და იმავ წუთში, მისი გადაცვლის ფასი ნული გახდება...
ოქრო ან სხვა მეტალი ძვირი იმიტომაა, რომ ძნელი მოსაპოვებელია...
QUOTE
ეტყობა იოლად არ დათმობს ადამიანი, ამაში დენის ფული მაქვს დახარჯულიო და კურსი იწევს ზევით
მაგრამ ალბათ საქმე იმაშია, მერე ეს მაინერები მომსახურებაზე უნდა გადაირთოს. ან რავიცი, ზოგი ამბობს ვიდეოკარტების ბიზნესიაო.

ეს არაა ვიდეოკარტები, დღეს იმდენად გაძნელდა ბიტკოინის მოპოვება, რომ გრაფიკული კარტები
აღარ გამოდგება, ნელია, დღეს ASIC ტექნოლოგია გამარჯვებული, ანუ კოდირების კრიპტოტექნიკა პირდაპირ ქარხანაში მიკროსქემაში ჯდება, სხვანაირად ვერ მიიღებ ტერაჰაშ სიჩქარეს...
ცხადია ამ ელექტრონიკის წარმოება, ბევრი ფირმების თვის დღეს ბიზნესია,... სხვანაირად არავის არაფერში სჭირდება ამდენი კრიპტოტექნიკა,...
QUOTE
ზოგი ამბობს ფინანსური პირამიდაა და ერთდღესაც დაინგრევაო.
შეიძლება სულაც ენერგიის არარაციონალური ხარჯვის გამო აკრძალონ.

ამის გამო ვერავინ აკრძალავს, დენის მწარმოებლებს პირიქით აწყობთ თუ დეფიცითი წარმოიქმნება, დენზე ფასი გაიზრდება...

QUOTE
თან როგორც ზედა ვიდეოშია, რაც უფრო მეტს ექნება მაინინგი მით ძნელი გახდება ბიტკოინის მოპოვება. ანუ კონკურენცია არის.

კი მაგრამ მისი ფასიც გაიზრდება, თავიდან ერთი ბიტკოინი, თითქმის არაფერი იყო ახლა 15000 დოლარი ღირს,... რაღაც სამითვის წინ 5000 იყო...

Posted by: Komponent 15 Jan 2018, 12:21
მოდერები არიან გასაყრელები ამ განყოფილებიდან, შემთხვევით რამე არ გააფუჭონ : ) ისტორიას თუ გადავხედავთ, რომელი თემაც სულელურად იწყება, ის გამოდის საინტერესო.

სახელმწიფო ვალიუტა შავთეთრია, ბიტკოინი უფრო, შავია და ასევე შეიძლება იყოს უფრო თეთრი კრიპტოვალიუტა. მაგრამ ეს უკანასკნელი ვერ ივარგებს, იმიტომ რომ სახელმწიფოსგანაა მოსალოდნელი უსამართლო ზეწოლა ადამიანზე (ყველა პატიოსანი ხომარაა სახელმწიფო სტრუქტურებში). ან ინფორმაციის გაჟონვა და სხვა.

მოკლედ, ისევ ბიტკოინს უნდა მივაწვეთ.
აღსანიშნავია რომ, ბიტკოინი გარკვეულ სახელმწიფოებსაც აწყობთ, თორემ ვერ იარსებებდა. (გავიხსენოთ, რომ ბუხთარლის ერთერთი ბრალი, ქვეყანაში ვალიუტის შეტანაა).
graviton
სხვას აწყობს დენის გაძვირება, მე არ მაწყობს და ბუნებას არ აწყობს. არც ქარხნები უნდა იხარჯებოდენ უაზრო სქებების წარმოებაზე. კრიპტო უნდა არსებობდეს მაგრამ, მისი ამ ფორმით გამომუშავება უნდა შეწყდეს. კურსი რომ არ ავარდეს, მოინახება საშუალებები (უფრო იოლად დაარიგონ, სახელმწიფო ჩაერიოს და ხელფასები დაარიგოს და სხვა. ნეტა იმას, ვინც კრიპტოს მართავს და ახალახალ წესებს აწესებს).
მხოლოდ ანონიმურობა უნდა შეინარჩუნოს კრიპტომ და დენის ხარჯვა და ძვირადღირებული სქემები უნდა გაუქმდეს. და ნდობა რომ ჰქონდეს, მანქანა უნდა მართავდეს და არა ადამიანი. ანუ ცნობილი და სანდო ალგორითმი უნდა გაეშვას კომპიუტერულ ქსელში, რომელშიც ადამიანი ვეღარ ჩაერევა და ასე უფრო მივიღებთ უკეთეს მსოფლიოს.

Posted by: asphurcela 15 Jan 2018, 16:16
QUOTE
მოდერები არიან გასაყრელები ამ განყოფილებიდან, შემთხვევით რამე არ გააფუჭონ

spy.gif
ამას ხუმრობად ჩაგითვლი, რადგან ბოლოში სმაილიკი მიახატე.

მაგრამ ეხლა რომ ჩავერიო წესიერად, დასახურია ეს თემა.
რადგან, ავტორმა იკითხა გაგრილების სიტემაზე და მის ავკარგიანობაზე.
თემა ეხება გაგრილებას.
მაგრამ მან შეიძინა სხვა მიმართილება და გადავიდა მაინინგის დეტალებზე, რაც აბსოლუტურად სხვა თემაა.
დაინტერესებულმა პირმა როგორ მოძებნოს სასურველი ინფორმაცია?
შემოვიდა გადახედა სათაურებს, დახვდა გაგრილების სიტემა - გაატარა. არადა უნეტესი მსჯელობა მაინინგზე მიდის.
თვითონ მაინინგი საინტერესო თემაა, მაგამ სათაურს არ შეესაბამება.

ეხლა გაქვთ 3 ვარიანტი:
1) თემას გადაერქვას სახელი და დაერქვას მაინინგის ნიუანსები.
2) გაიხლიჩოს 2 ნაწილად და პირველში დარჩეს გაგრილების თემა და მეორეში მაინინგი.
3) დაიხუროს.

აირჩიეთ, სანამ მე ავირჩიე თვითნებურად.

ამაზე მეტ დემოკრატიას ვეღარსად იპოვით wink.gif

Posted by: shuma89 26 Jan 2018, 01:51
ისე 5-6 ათასი რო ღირს და თვეში 600-700 დოლარს შოულობ 100 დოლარი დენში გარბის.
გამოვიდა ერთი წელი თავისი თავის ამოღებაში. მერე მიდიხარ მოგებაზე.
ერთ წელში კიდევ ბევრი დაითრევს მსგავს მაინერს, გართულდება შოვნა, დაიწევს გამომუშავება და სავარაუდოდ შესაბამისად წავა მაღლა ბიტკოინის ფასი, ჯამში გამოვა იგივე რაც დღესაა. მაგრამ ვინმე ჭკვიანი გამოუშვებს ახალ მოდელს და მორჩა, ის უფრო სწრაფია, ადვილად შოულობს, გამოდის რო შენი ძველი 5-6 ათასიანი უკვე გაბანძდა და 2000-იც აღარ ღირს, იმდენად შემცირდება გამომუშავება ახალი დონის მაინერების გამოსვლით, რომ დენის ფულს გადაიხდის მარტო.
იმაში ნუ შემედავებით, რომ ამოსახსნელი მათემატიკური ოპერაცია თუ ალგორითმი ყოველდღიურად რთულდება.


მთავარი რაც არის თუ ვინმე დაკვირვებიხართ რა ტრაფიკი მიაქვს ინტერნეტთან კავშირზე?
ჩემი დაუზუსტებელი ინფორმაციით 512 კილობიტიანი კავშირი კმარა, აქედან გამომდინარე ძალიან ცოტა ინფო მოძრაობს, ესეიგი რეალურად არანაირ მომსახურეობას არ სწევ, ზიხარ და ყიდულობ მაინერებს და მერე აქებ ადიდებ იქნებ გაყიდო ნორმალურ ფსად ახალი მოდელი რო გაიჩითება იმის საყიდელი ფული რო გჩითო.


ისე მე მომხრე ვარ რომ აიკრძალოს. ამხელა ენერგია იხარჯება და რეალურად არაფერი არ იქმნება, არც პროდუქცია არც მომსახურეობა.


Posted by: Komponent 26 Jan 2018, 11:36
QUOTE
1) თემას გადაერქვას სახელი და დაერქვას მაინინგის ნიუანსები.

ან ბიტკოინი და ჰაერის მართვა : )

Posted by: The13thFloor 26 Jan 2018, 17:24
QUOTE
ისე მე მომხრე ვარ რომ აიკრძალოს. ამხელა ენერგია იხარჯება და რეალურად არაფერი არ იქმნება, არც პროდუქცია არც მომსახურეობა

იმის მომხრე თუ ხარ რომ აიკრძალოს შეიარაღებული დაცვის მიერ ინკასაციის მანქანების გაცილება? მანდაც ხომ ტყუილად იხარჯება ადამიანური რესურსები და არაფერი არ იქმნება

Posted by: shuma89 27 Jan 2018, 09:29
QUOTE
იმის მომხრე თუ ხარ რომ აიკრძალოს შეიარაღებული დაცვის მიერ ინკასაციის მანქანების გაცილება?

კი, თუ ქურდობაზე და ყაჩაღობაზე სიკვდილით დასჯა იქნება ისევ, (ჩამოხრჩობა,დახვრეტა,ელექტროსკამი და ა.შ) ირანში ხელს ჭრიანო და ვერავინ ბედავს ვერაფრის მოპარვას.

Posted by: J-Time 30 Apr 2018, 02:31
მოკლედ, ეს ყუთი ავაწყვე, დაახლოებით 70-80% -ით დააიხშო ხმა, ყუთიდან გამომსვლელ ალუმინის მილში, შიგნიდან, გამოვიყენე ღრუბელი. შემავალზე პირველი ნახევრი ღრუბელი, მეორე ნახევარს იზოლაცია შემოვახვიე, იმ ნაწილიდან ჰაერი რომ არ შეეტანა. ასევე ზედა მხარეს ყუთის გაგრილებისთვის დავაყენე პატარა ქულერი, 1 ამპერამდე, ჰაერი შექონდა. მოკლედ ჯამში საკმადო კარგი შედეგი მქონდა, მაგრამ მომებეზრდა და ახლა ჩავდე ზეთში, ზეთს ვაგრილებ ჰაერით და წყლით. ანუ მაქვს ორი პომპა და ორი რადიატორი, ერთი ჰაერით გრილდება ფანზე, მეორე-წყლით.
მინდა დავმუმატო პელტიეს ელემენტებით გაგრილება, რამდენიმე ელემენტი შევიძინე უკვე და გზაშია, მაგრამ ელ. ენერგიას მოიხმარს ბევრს ხანგრძლივ პერიოდში (ერთი ცალი 60 ვატამდე) და ვფიქრობ უფასო ელ. ენერგიის გამომუშავებაზე biggrin.gif ეს სისტემა 9 ჯერ გადავაკეთე და კიდევ აწყობის პროცესში ვარ, ახლა მაინერი დამეწვა(მექანიკური მიზეზით, მეტრიანი მიმედო კონტროლ ბორდზე და დაამოკლა), ვაკეთებ და მერე გავაგრძელებ ისევ ყუთის მოდერნიზებას, უკვე აქვს ტემპერატურის კონტროლი, გარკვეულ ტემპერატურაზე დამატებითი გაგრილება ირთვება, მაღალ ტემპერატურაზე ითიშება მთლიანად სისტემა, ასევე ირთვება ზეთის დონის მოკლებისას ჭურჭელში, მაგრამ კიდევ მინდა რაღაცეების უკეთესად გამართვა, ზეთის ცირკულაციასთან დაკავშირებით და ა.შ. დამჭირდება ფიზიკაში გარკვეული ჰუზერების რჩევები, და მოგმართავთ, თუ არ შეგაწუხებთ biggrin.gif

Posted by: Mateo Falcone 1 May 2018, 15:18
J-Time
მაინერზე ძვირი გაგრილება თუ დაგიჯდა ისევ ფერმაში მიიტანო არ ჯობია? :დ



ყველაზე იაფი რაც ვნახე 40% გამომუშავების... ძვირი კია, მარა რასაც შენ ჩალიჩობ იმაზე იაფია, საიმედოა, დაზღვეული და უზრუნველოფილია.



ვიყიდე ს9, მაისის ბოლოს მექნება სახლში მარა რა ვუყო ეგ ვერ მოვიფიქრე ჯერ, ესპანეთში ფერმები არაა რომ მივიტანო და დავდგა facepalm.gif

Posted by: shuma89 1 May 2018, 17:47
QUOTE
ესპანეთში ფერმები არაა რომ მივიტანო და დავდგა

ეტყობა ესპანელები ჭკვიანი ხალხია.

Posted by: J-Time 1 May 2018, 22:32
Mateo Falcone
QUOTE
მაინერზე ძვირი გაგრილება თუ დაგიჯდა ისევ ფერმაში მიიტანო არ ჯობია? :დ

ჯობია, მაგრამ ამ ყუთის აწყობა საინტერესოა ჩემთვის, ერთგავარი განტვირთვის საშუალებაა

QUOTE
ვიყიდე ს9, მაისის ბოლოს მექნება სახლში მარა რა ვუყო ეგ ვერ მოვიფიქრე ჯერ, ესპანეთში ფერმები არაა რომ მივიტანო და დავდგა facepalm.gif

ზეთში ჩადე biggrin.gif

Posted by: უძინარი 1 May 2018, 23:59
QUOTE
ზეთს ვაგრილებ ჰაერით და წყლით.


აჰა, მერე იმ წყალსაც ისევ ჰაერით აგრილებ ხო?

და მაგ ჰაერს რიღათი აგრილებ?

biggrin.gif

არადა სულ იყო საჭირო ერთი ყუთი, საიდანაც თბილ ჰაერს ტრუბით გამოუშვებდი გარეთ და ცივი ჰაერი თუ არასაკმარისი იყო, ერთ პატარა კონდიციონერს მიამაგრებდი და მორჩა.

Posted by: J-Time 2 May 2018, 00:15
უძინარი
QUOTE
აჰა, მერე იმ წყალსაც ისევ ჰაერით აგრილებ ხო?

გამდინარე წყლით- იმ შემთხვევაში ირთვება, თუ ჰაერის გაგრილების ფონზე ზეთის ტემპერატურა მაინც მიაღწევს გარკვეულ ზღვარს

QUOTE
არადა სულ იყო საჭირო ერთი ყუთი, საიდანაც თბილ ჰაერს ტრუბით გამოუშვებდი გარეთ და ცივი ჰაერი თუ არასაკმარისი იყო, ერთ პატარა კონდიციონერს მიამაგრებდი და მორჩა.

პატარა კონდენციონერში რას გულიხმობ? მოდელი ან რამე რომ დავგუგლო biggrin.gif



ზეთში ჩაესხა მცირე რაოდენობის წყალი, როგორ ამოვიღო ეს წყალი, რამე რჩევა ხომ არ გექნებათ? სილიკო გელი მირჩიეს, ტრანსფორმატორებშია, სინესტეს იწოვსო, მაგრამ რამდენად შეესაბამება სიმართლეს, არ ვიცი, თან რომ მოვიკითხე, ვერც ვიშოვე

Posted by: უძინარი 2 May 2018, 00:42
QUOTE
პატარა კონდენციონერში რას გულიხმობ?


შეგეჭედა ვთქვათ 1X1X2 მეტრაზე ყუთი.

შიგნით ჩასვავდი პატარა ოთახის კონდიციონერს(როგორიც ჩაეტეოდა), ეს კონდიციონერი გააცივებდა შემავალ ჰაერს, ხოლო გამავალს ტრუბით გაიყვანდი გარეთ.

მეტი მარტივი რაღა უნდა იყოს.

მაინერს კი ყუთის შუაში მოათავსებდი და კედლებს ხმის იზოლაციას მიაკრავდი.

Posted by: J-Time 2 May 2018, 02:34
უძინარი
ეგეთი ყუთი მქონდა, კონდინციონერის გარეშე ოღონდ,
"პატარა" ვერ გაქაჩავს, ბევრი ჰაერი მოძრაობს,
დიდიც რომ დაუდგა,რაც სახლებში გვაქვს, ზეთის შედეგს მაინც ვერ მიიღებ ჰაერით, და დენს დაგიწვას ტყუილად დაახლოებით 250 ლარს თვეში. ზამთარში, გარეთ მიდგას, მუშაობდა როგორც მახსოვს დაახლოებით 55-65 გრადუსზე, ახლა, ზეთში 50-62, პლუს ცირკულაცია და კიდევ ბევრი რამე იყო მოსაწესრიგებელი



Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)