Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > შრომის კოდექსი


Posted by: A10 11 Sep 2013, 23:55
გადავქექე მთელი ინტერნეტი და ყველგან მიშკოდექსია. მე მინდა ბიძკოდექსი.

და ბარემ მთელი იურისტობა აქ პოსტამთ ერთი შეკითხვა მექნება:

შეიძლება დეკრეტულით გასული, პლიუს უხელფასო ნახევარწლიანი აღებული დედა გაუშვას სამსახურმა ახალი შრომის კოდექსის მიხედვით?

ჰა?

Posted by: nina1992 12 Sep 2013, 00:08
A10
QUOTE
დეკრეტულით გასული


გაშვების მომენტში დეკრეტულ შვებულებაში იყო???

Posted by: A10 12 Sep 2013, 00:15
niana


არა, უხელფასოში.
რა მნიშვნელობა აქვს ისე მაგას?

Posted by: Ignited 12 Sep 2013, 00:23
QUOTE
ახალი შრომის კოდექსი

ონანიზმია და ისიც ვირტუალური.

Posted by: nina1992 12 Sep 2013, 00:25
A10
აქვს, კანონით გათვალისწინებული დეკრეტული შვებულების გამოყენებისას, არ აქვს დამსაქმებელს უფლება
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, შეჩერება ხდება და არა შეწყვეტა.

ამ შემთხვევაში აქვს უფლება.
ოღონდ დარწმუნებული არ ვარ ახალ ვერსიაში თუ რამე ჩაამატეს, კიდევ ვიმეორებ, ნაგავს დროებით რომ სუნამო დააპკურო დაახლოებით ესეთი კანონი მიიღეს_ახალი!

Posted by: oldnewbie 12 Sep 2013, 01:09
არის რიგი შემთხვევები, როდესაც ეს კანონი უფრო ღლეობაა ვიდრე იყო.

მე მაგალითად სამსახურის პრობლემა არ მაქვს. ახლა სადაც ვმუშაობ იქაც საკაიფო ანაზღაურება მაქვს და კონტრაქტში მიწერია რომ სხვაგან დროზე ადრე წასვლის შემთხვევაში უნდა გადავიხადო მინიმუმ 5მაგი+ ხელფასი. ჩემი კონტრაქტი იყო ყოველთვის რაღაც პერიოდზე. წლის ბოლოს, კარგი ვარიანტის ნახვის შემთხვევაში, სუფთა სინდისით შემეძლებოდა წასვლა ზედმეტი გადასახადების გარეშე.

ახლა კი, მომავალი წლიდან ამ მთავრობის მეცადინეობით კონტრაქტი გამიხდება უვადო და სადმე კაი სამსახურის ნახვის შემთხვევაში უნდა გადავიხადო მინიმუმ 5 მაგი+ ხელფასი. რასაც ნაღდად ვერ ვიზავ, რადგან კაი კუში გამოდის და სადმე გადასვლა აზრს კარგავს. ვნახავ კი ამ კონტრაქტის დასრულების დროს უკეთეს სამსახურს? ვოტ ვჩომ ვაპროს. 1 ერთი შანსი მექნება ამ ზამთარს, თუ გავმაზე პიზდეც sad.gif

Posted by: nina1992 12 Sep 2013, 08:08
oldnewbie
ეს შენს დამსაქმებელს მოკითხე, კანონით ეს მართლა არ არის სავალდებულო.
biggrin.gif
გიხუმრია??? მაშIნ ვერავინ ვერ შეიცვლის სამსახურს.
თან რაღაც ალოგიკურია, თან 5მაგი ხელფასი...რაღაცას გატყუებენ მეგობარო!


Posted by: A10 12 Sep 2013, 10:35
niana

ამგნების უტვინო დედა ვატირე წაჭამეს ტვინი კაი შრომის კოდექსიაო!
და ეგ შრომითი ურთიერთობის შეჩერება რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს?


oldnewbie
ხო არი ხოლმე ეგეთი ჩანართები, კადრები რო შეინარჩუნონ ან ძვირიანი ტრენინგის გავლის მეორე დღეს რო სადმე არ მოხიონ. მაგრამ ეგ რაღაც დროის განმავლობაშია (მაგალითად ტრენინგიდან ორი წელი ან რაღაც ეგეთი).



Posted by: Anonymous User 12 Sep 2013, 14:01
oldnewbie
და ახალ შრომის კოდექსში პირდაპირ, რომ წერია შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება დასაქმებულის მდგომარეობა უარესდებოდესო, იცი???

ერთი თვით ადრე გააფრთხილებ სამსახურს და წახვალ სადაც გინდა.

A10
დეკრეტულის განმავლობაში ვერ გაუშვებენ სამსახურიდან ნამდვილად, თუ დამატებით ნახევარი წლით თუ უხელფასო შვებულებაში გავიდა, შესაბამისად მაგ ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდება სამსახურში. შვებულების პერიოდში სამსახურს შეუძლია წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე გაუშვას დასაქმებული სამსახურიდან.

Posted by: A10 12 Sep 2013, 19:09
Anonymous User

ანუ დეკრეტული+შვებულებიდან რო გამოვა შეუძლია გაუშვას დამქირავებელს?
მაგ შემთხვევაში გამოსასვლელი თანხა რამდენია?
ადრე ორი თვის ხელფასი იყო

Posted by: Anonymous User 12 Sep 2013, 20:05
A10
დეკრეტულის ვადა რომ ამოეწურება დამსაქმებელს შეუძლია:
1. 3 დღით ადრე გააფრთხილოს, გაუშვას და 2 თვის ხელფასი მისცეს კომპენსაციის სახით;
2. 1 თვით ადრე გააფრთხილოს, გაუშვას და 1 თვის ხელფასი მისცეს კომპენსაციის სახით;

დეკრეტულზე მაქვს ლაპარაკი, შვებულების პერიოდში სამსახურიდან გაშვება შეუძლია ზემოთმოყვანილი 2 პირობის გათვალისწინებით.

ანაზღაურებადი შვებულება თუ აქვს დარჩენილი იმისთვისაც შეუძლია კომპენსაცია მიიღოს.

Posted by: A10 12 Sep 2013, 20:13
Anonymous User
თუ უშვებენორი თვის ხელფასი ეკუთვნის ხო? მაგალიტად დეკრეტულს უხელფასო ჩააბა?

Posted by: The Time 12 Sep 2013, 23:46
A10
QUOTE
ამგნების უტვინო დედა ვატირე წაჭამეს ტვინი კაი შრომის კოდექსიაო!



მაგ "კაი" შრომის კოდექსის მიხედვით უნდა მიიღო სამსახურში მარგველაშვილი biggrin.gif




მაგრად აწვებოდა თეაკო პირვანდელ პროექტს მაგრამ ბიძომ გიოს დაუჭირა მხარი.

Posted by: Anonymous User 12 Sep 2013, 23:59
A10
გააჩნია რამდენი ხნით ადრე აცნობებენ რა თუ სამი დღით ადრე - მაშინ 2 თვის ხელფასი ეკუთვნის.

იმასაც გააჩნია რა საფუძვლით უშვებენ, ზოგიერთ შემთხვევაში ეგ კომპენსაციაც არ გეკუთვნის (ხელშეკრულების ვადის გასვლა, მოვალეობების დარღვევა და სხვა)

Posted by: A10 13 Sep 2013, 16:10
Anonymous User

ძალიან შეგაწუხეთ შეკიტხვებით და აი ეგ სად წერია ზუსტად, რომელი მუხლია?

Posted by: Anonymous User 13 Sep 2013, 20:41
A10

მუხლი 37. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
კ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;
მ) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება;
ნ) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია.
3. დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა:
ა) სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
ბ) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით;
გ) დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
დ) დასაქმებულის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო ან/და დასაქმებულის მიერ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
ე) სასამართლოში ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა.
საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი № 7 2 9 – ვებგვერდი, 0 4 .07.2013წ .


მუხლი 38. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი
1. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
4. დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.
5. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
6. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
7. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
8. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი № 7 2 9 – ვებგვერდი, 0 4 .07.2013წ .

Posted by: A10 13 Sep 2013, 22:23
Anonymous User



დიდი მადლობა smile.gif კომპენსაციის საკიტხი (ორი თვის ხელფასი) ეგ კოდექსშია თუ სხვაგანაა?


ბოდიშიტუპოი შეკითხვიზა

Posted by: საიდუმლო 13 Sep 2013, 23:16
რა მაინტერესებს. 30 თვეზე მეტი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხო უვადოდ დადებულად ითვლება.
და, თუკი ამ ცვლილებების შესვლამდე იყო ხელშეკრულება დადებული დავუშვათ 3 წლით და თუ ახლა გაუვიდა ვადა, დამსაქმებელი, თუ ისევ დადებს ხელშეკრულებას (დავუშვათ 1 წლიანს) უვადოდ დადებულად ჩაითვლება?
ანუ, ცვლილებებამდე რა შრომითი ურთიერთობაც იყო, ის ითვლება იმ ვადაში, რაც აუცილებელია ხელშეკრულების უვადოდ მისაჩნევად?

თუ მხოლოდ იმ ხელშეკრულებებზე ვრცელდება ეს წესი (30 თვის შემდეგ რომ უვადოდ ითვლება) რომლებიც დაიდო შრომის კოდექსში აღნიშნული ცვლილების შესვლის შემდეგ?

Posted by: Anonymous User 14 Sep 2013, 02:29
A10
38-ე მუხლის მე-2 პუნქტია ეგ, რაც დავდევი.


საიდუმლო
30 თვეზე მეტ ხანს თუ მუშაობდა და ამასთან:
1. თუ 5 წელზე მეტ ხანს მუშაობდა - ხელშეკრულება უვადოდ ჩაითვლება 2014 წლის 04 ივლისიდან;
2. თუ 5 წელზე ნაკლებ ხანს მუშაობდა - 2015 წლის 04 ივლისიდან.

Posted by: საიდუმლო 14 Sep 2013, 08:39
QUOTE (Anonymous User @ 14 Sep 2013, 02:29 )
30 თვეზე მეტ ხანს თუ მუშაობდა და ამასთან:
1. თუ 5 წელზე მეტ ხანს მუშაობდა - ხელშეკრულება უვადოდ ჩაითვლება 2014 წლის 04 ივლისიდან;
2. თუ 5 წელზე ნაკლებ ხანს მუშაობდა - 2015 წლის 04 ივლისიდან.

მადლობა გამოხმაურებისთვის.
ეს ვერ გავიგე, რატომ ხუთი წელი? საიდან გამოიყვანე ეს ციფრი? აგრეთვე "2014 წლის 04 ივლისი" და "2015 წლის 04 ივლისი"?


გარდა ამისა, ჩემი კითხვა რომ უფრო დავაზუსტო, დავუშვათ ადამიანი მუშაობს 10 წელი და ამა წლის 15 სექტემბერს გასდის ხელშეკრულების ვადა.
ამ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ უვადო ხელშეკრულება დაუდოს, რადგან დასაქმებული 30 თვეზე მეტია (ამ შემთხვევაში 10 წელი) მუშაობს მასთან?
ანუ ჩაეთვლება ის ნამუშევარი, რაც ცვლილებებამდე იყო?

Posted by: Anonymous User 14 Sep 2013, 12:09
საიდუმლო
ამ ცვლილებების ამოქმედებიდან (04.07.2013-იდან) 1 წლის შემდეგ თუ 5 წელზე მეტი გამოუვა ნამუშევარი ჩაითვლება უვადოდ; თუ 5 წელზე ნაკლები მაშინ - 2 წლის შემდეგ.

შენს მიერ მოყვანილ შემთხვევაში 2014 წლის 04 ივლისიდან ჩაითვლება ხელშეკრულება უვადოდ.

მუღამი ის იყო, რომ ბიზნესიც მთლად არ დაზარალებულიყო შრომითი კონტრაქტებით და ვინც გასაშვებია დროულად გაუშვან.

პ.ს. ზემოთ სწორად არ დავწერე 30 თვე ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. თუ ეხლა გაფორმდება 30 თვეზე მეტი ვადით ხელშეკრულება ან საერთო ვადა აღემატება 30 თვეს ჩაითვლება უვადოდ. 5+ და -5 წელთან კავშირში არ არის.

Posted by: A10 14 Sep 2013, 12:57
Anonymous User


დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და რჩევებისთვის. სერიოზული დახმარება და კონსულტაციები იყო smile.gif
smile.gif წარმატებები,

Posted by: Anonymous User 14 Sep 2013, 13:18
A10
გაიხარე .

Posted by: საიდუმლო 15 Sep 2013, 09:00
QUOTE (Anonymous User @ 14 Sep 2013, 12:09 )
საიდუმლო
ამ ცვლილებების ამოქმედებიდან (04.07.2013-იდან) 1 წლის შემდეგ თუ 5 წელზე მეტი გამოუვა ნამუშევარი ჩაითვლება უვადოდ; თუ 5 წელზე ნაკლები მაშინ - 2 წლის შემდეგ.


ამის თაობაზე სად წერია?

მე ახალ შრომის კოდექსში ვეძებე და ვერაფერი ვნახე. კონკრეტულად მე-6 მუხლშიც არაფერი ეწერა ამის შესახებ.

თუ შრომის კოდექსშია, რომელი მუხლია? ტექსტი რომ დამიკოპირო.

მადლობა წინასწარ.
* * *
ახლა მივაგენი.

როდის დაამატეს ეს ცვლილება? ცვლილებები რომ შევიდა, მას შემდეგ?

იმიტომ რომ, ახალი ვერსია როცა ამოვბეჭდე თავის დროზე, იქ ეს არ ეწერა.
* * *
........................

გარდა ამისა, ბუნდოვანია, საიდან გამოითვლება 5 წელი.
ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტისთვის თუ არის შესრულებული 5 წელი, თუ 1 წლის შემდეგ თუ შესრულდება 5 წელიო?

მემგონი არცერთი აზრი არ იკვეთება პირდაპირ და როგორ უნდა ავიგოთ ეს საკითხი?

Posted by: Anonymous User 15 Sep 2013, 14:40
საიდუმლო
გასაგებია ყველაფერი. 2014 წლის 04 ივლისისთვის თუ ხუთ წელზე მეტი გამოვა ნამუშევარი ხელშეკრულება ჩაითვლება უვადოდ. თუ არადა მაშინ 2015-იდან

Posted by: საიდუმლო 15 Sep 2013, 15:02
Anonymous User
მადლობა პასუხებისთვის.

Posted by: dii 16 Sep 2013, 19:09
მოგესალმებით,
თქვენი დახმარება მჭირდება,
ხშირად მესმის რომ კომპანიების დაჯარიმება ხდება შრომის კოდექსის დარღვევისთვის (მაგ, 40 საათიანი სამუშაო გრაფიკის დარღვევა/ზეგანაკვეთური საათების იგნორირება და სხვ.)
სამწუხაროდ მე შესაბამისი ბრძანებულება ან რაიმე დოკუმენტი ვერ ვნახე სანქციებთან დაკავშირებით.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია გთხოვთ მომაწოდოთ

მადლობა

Posted by: Anonymous User 16 Sep 2013, 21:41
QUOTE (dii @ 16 Sep 2013, 19:09 )
ხშირად მესმის რომ კომპანიების დაჯარიმება ხდება შრომის კოდექსის დარღვევისთვის

პირველად მესმის smile.gif .

Posted by: Ipanema2013 17 Sep 2013, 10:49
oldnewbie
დაიკიდე. წადი და გედავოს მერე დამსაქმებელი პირგასამტეხლოე. მოითხოვს ხუთმაგს და მოსამართლე შეუმცირებს სულ მცირე 20ჯერ. მერე იხტუნავოს ხარჯები მაინც დამიფარეთო. მოკლედ, ეგ ჩანაწერი დიდი სისულელეა რა.
* * *
dii
QUOTE
ხშირად მესმის რომ კომპანიების დაჯარიმება ხდება შრომის კოდექსის დარღვევისთვის (მაგ, 40 საათიანი სამუშაო გრაფიკის დარღვევა/ზეგანაკვეთური საათების იგნორირება და სხვ.)

ჯერ ეგეთი არ ხდება. ნუ თუ სასამრთლომ არ დააკისრა. და მომავალში შეიძლება შემოვიდეს ე.წ. შრომის ინსპექტორი.

Posted by: dii 18 Sep 2013, 12:03
Anonymous User
Ipanema2013

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. მეც ასე მითხრეს, თუ ზეგანაკვეთურის ანაზღაურება მოგინდა იჩივლეო facepalm.gif

Posted by: Ipanema2013 18 Sep 2013, 14:05
dii
ეგ არ ქნა biggrin.gif

ზეგანაკვეთურს ვერ გაიტან თუ წერილობით აქტი არ გაქვს დამსაქმებლის თანხმობის smile.gif

Posted by: kodeqsi 25 Sep 2013, 18:40
QUOTE (A10 @ 11 Sep 2013, 23:55 )
გადავქექე მთელი ინტერნეტი და ყველგან მიშკოდექსია. მე მინდა ბიძკოდექსი.

givi.gif

კაია, ბატონ ბიძინიზმისკენ შენც რომ გამოგიხედავს დემოკრატიული სამართლიანობის ძებნა-ძიებაში... biggrin.gif

კოდექსერვერზე ნახავ მაგ კანონს (ელბიბლიოთეკის თემიდან შეხვალ, ამავე განყოფილებაშია), წაიკითხე, ძაან დიდი არაა და არც მთლად იურჩინურ ენაზე წერია. თუ რამეს ვერ გაიგებ, ძალიან დამაკონკრეტელი კითხვა/კითხვები დასვი, თორემ ზოგად კითხვებზე დიდი შანსია მიიღო ურთიერთგამომრიცხავი, არასრული ან არაადექვატური პასუხები ფორუმზეც და საერთოდაც...

Posted by: dii 25 Sep 2013, 21:25
Ipanema2013


არც კი ვაპირებ ჩივილს მაგრამ.. მე განმარტებით მოვიხიბლე... არ მოგწონს- იჩივლე :დ

Posted by: A10 1 Oct 2013, 20:45
kodeqsi


გავიგე უკვე და წავიკითხე, ამაზე დეიპუტენ ყოლფერი უკეთესიაო?
იურიდიულად რა გამოდის ეხლა კვრიაში თითო დღეზე თითო ზედმეტი საათი შეულია ამუშაონ ჯიგიტი?


და დეკრეტულში გასული ისევ შეიძLება გააპანჩურონ თუ მან ერთწლიანი უხელფასო აიღო?
ვერ ყოფილა ეს ბიძკოდექსი მიშკოდექსზედ დიდად უკეთესი...
არა რა, გლეხიკაცითვინ არავინ არაა რა.

Posted by: PING 2 Oct 2013, 10:03
oldnewbie
QUOTE
ახლა კი, მომავალი წლიდან ამ მთავრობის მეცადინეობით კონტრაქტი გამიხდება უვადო

ეს უეჭველი იქნება? და რომელი თვიდან შევა ძალაში? აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნის სტაჟი გაქვს ამათუიმ კომპანიაში თუ არა? რამე ნიუანსებია?

Anonymous User
QUOTE
30 თვეზე მეტ ხანს თუ მუშაობდა და ამასთან:
1. თუ 5 წელზე მეტ ხანს მუშაობდა - ხელშეკრულება უვადოდ ჩაითვლება 2014 წლის 04 ივლისიდან;
2. თუ 5 წელზე ნაკლებ ხანს მუშაობდა - 2015 წლის 04 ივლისიდან.

QUOTE
2014 წლის 04 ივლისისთვის თუ ხუთ წელზე მეტი გამოვა ნამუშევარი ხელშეკრულება ჩაითვლება უვადოდ.

გმადლობ პასუხებისათვის smile.gif

Posted by: katokato1 7 Oct 2013, 15:30
ხალხნო, დეკრეტში გაშვების წესი როგორაა იქნებ დამეხმაროთ help.gif

Posted by: Anonymous User 7 Oct 2013, 20:33
katokato1
მუხლი 27. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

თუ დამსაქმებელთან რამე სხვა შეთანხმება არ გაქვს, შვებულება ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, თუ არ ვცდები მაქსიმუმ 600 ლარი.

Posted by: serjhanti 7 Oct 2013, 22:55
ომის ვეტერანებზე რომ არის, რომ ხელფასი არ ექვითებათ ხოლმე, სანამ დარიცხული ხელფასი არ შესრულდება 3000 ლარი. მაინტერესებს, ეს 3000 ლარიანი ლიმიტი ხომ არ იზრდება და როდიდან და სადამდე?

Posted by: progresi 7 Oct 2013, 23:41
serjhanti
ეგ შრომის კოდექსს არ ეხება ეგ საგადასახადოში წერია და ჯერ არაა მაგ მუხლის რაიმე მიმართულებით შეცვლაზე

Posted by: baby-bobo 31 Oct 2013, 21:41
გამარჯობა,

მაინტერესებ დამქირავებელი ვალდებულია თუ არა შრომითი ხელშეკრულება გაუფორმოს დაქირავებულს, თუ ზეპირი შეთანხმებაც საკმარისია?

ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეუძლია თუ არა დამქირავებელს, დაქირავებულს დაუქვითოს ხელფასიდან საშემოსავლო?

Posted by: sunshine555 31 Oct 2013, 21:49
baby-bobo

საშემოსავლო შეუძლია კი არა აუცილებლად უნდა დაუქვითოს.

რაც შეეხება ხელშეკრულებებს ჯობია გაუფორმოთ წერილობით

Posted by: baby-bobo 31 Oct 2013, 21:51
sunshine555
კი ექვითება, მაგრამ თუ არ დადებულა ხელშეკრულება და ზეპირი შეთანხმებით არის სამსახურში, კომპანია აშავებს?

ანუ თანამშრომელს პრეტენზია აქვს ვინაიდან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, უფლება არ აქვს კომპანიას დაუქვითოს.

Posted by: sunshine555 31 Oct 2013, 21:57
baby-bobo


ბრძანებით მაშინ. ასე აიყვანენ

Posted by: progresi 31 Oct 2013, 22:10
baby-bobo
QUOTE
უფლება არ აქვს კომპანიას დაუქვითოს.

კომპანია ყველა შემთხვევაში ვალდებულია დაქვითოს იქნება თუ არა ბრძანება/ხელშეკრულება თუ ზეპირი შეთანხმება.

Posted by: baby-bobo 31 Oct 2013, 22:17
sunshine555
progresi

მადლობა

Posted by: sunshine555 31 Oct 2013, 22:22
progresi


მე მინახია სერიზული კომპანიები რომ არ ქვითავენდნენ. ენთუზიამზე რომ მუშაობდნენ ვითომ და იმიტომაც დაემართათ რაც დაემართათ smile.gif იცოდნენ ვისი დამსახურებაა biggrin.gif

თავები ჭკვიანები რომ გონიათ smile.gif ეს შემოსაველბსი სამსახური რას აკეთებს საერთოდ biggrin.gif ცოტა შეჯანჯღარება უნდათ მაგათ

Posted by: carvera 1 Nov 2013, 09:54
baby-bobo
QUOTE
გამარჯობა,

მაინტერესებ დამქირავებელი ვალდებულია თუ არა შრომითი ხელშეკრულება გაუფორმოს დაქირავებულს, თუ ზეპირი შეთანხმებაც საკმარისია?


თუ შრომითი ურთიერთობა სამ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, აუცილებლად წერილობითი ხელშეკრულება უნდა დაიდოს.

Posted by: progresi 1 Nov 2013, 10:40
baby-bobo
არაფერს

sunshine555
მაგრები ყოფილან. აი ეგ ხომ სუფთად ხემძღვანელობის უთავობაა რა.

Posted by: ჯი-ნია-ნი 8 Aug 2016, 11:37
გამარჯობა.

მაინტერესებს შპს ვალდებულია თუ არა შრომითი ხელშეკრულება დადოს და თუ ვალდებულია და არ აქვს დადებული, რაიმე სახის ჯარიმა ეკისრება?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 8 Aug 2016, 12:16
ჯი-ნია-ნი

ამ ეტაპზე ჯარიმები არ ეკისრება, მაგრამ არის ლაპარაკი, რომ მალე დაეკისრება.

კანონმდებლობა ავალდებულებს მხარეებს წერილობითი ხელშეკრულება დადონ, გარდა ამისა, დამსაქმებლის მხრიდან რაიმე აქტის გამოცემა, რომელიც ადასტურებს დასაქმებულთან შრომით ურთიერთობის არსებობას, შეიძლება ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულებად.


Posted by: moverie 19 Sep 2017, 13:52
შრომის წიგნაკში ჩამიწერეს სამსახურიდან წამოსვლა შემდეგნაირად: განთავისუფლებულია ბლა ბლა ბლა ..... 38 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ეს რას ნიშნავს გამანთავისუფლეს თუ საკუთარი განცხადების საფუძველზე გამომიშვეს?
P.S. მეორე გვერდზე კი წერია ფრჩხილებში (საკუთარი განცხადებით) მაგრამ მაინც მინდა გადავამოწმო ასე წერენ სწორად?

Posted by: GrigolS 19 Sep 2017, 17:20
moverie
შრომის წიგნაკი საერთოდ რატომ გაქვს?
38-ე მუხლის რომელი პუნქტი წერია? იდეაში 38 მუხლი მე-3 პუნქტი უნდა ეწეროს

Posted by: moverie 19 Sep 2017, 21:40
GrigolS
18 წლის რომ დავიწყე მუშაობა მომთხოვეს და გამიხსნეს...
საკუთარი სურვილით თუ ტოვებ სამსახურს 38-ე მუხლის 2 ნაწილ(-იო ასე წერია, ალბათ პუნქტი იგულისხმება)-ით უნდა იხელმძღვანელონ და გამიშვან სამსახურიდან თუ შეეშალათ და თვალის ასახვევად მიმიწერეს მერე საკუთარი განცხადებითო? biggrin.gif 38-ში საერთოდ ვერ ვნახე საკუტარი განცხადების საფუძველზე სამსახურის დატოვება, იურიდიული განათლება მე არ მაქვს და გამარკვიეთ ვისაც გესმით plz...

Posted by: zaza1993 20 Sep 2017, 09:36
moverie
38 მუხლი ითვალისწინებს შეწყვეტის წესს. საფუძვლები 37 მუხლშია ჩამოთვლილი. საკუთარი სურვილით სამსახურის დატოვება მოცემულია 37 ის 1.დ . 38ის მესამე განსაზღვრავს როგორ უნდა მოიქცეს დასაქმებული ასეთ დროს. როცა ათავისუფლებენ სამსახურიდან, საფუძველი უნდა მიუთითონ ანუ 37 მუხლი.

Posted by: moverie 20 Sep 2017, 11:21
zaza1993
მადლობა დახმარებისთვის

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)