forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (112) « პირველი ... 110 111 [112]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

>  შევისწავლი-შევასწავლი. განცხადებები, II ნაწილი
natsa
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 28
წევრი No.: 195598
რეგისტრ.: 23-December 14

  გამოგზავნილია: 8 May 2017, 21:35  #50524081      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეგასწავლით გერმანულ ენას თანამედროვე სტანდარტებით (შესაბამისი თანამედროვე სახელმძღვანელოებით) და (აუდიო-ვიდეო) პროგრამებით.
ვარ გერმანიაში აკრედიტირებული პედაგოგი, დამთავრებული მაქვს დუსელდორფის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე გოეთეს ინსტიტუტი გერმანიაში (ბონში). ამჟამად ლექციებს ვკითხულობ ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში...
ვამზადებ ყველა დონეზე, ნებისმიერი სირთულის შესაბამისად: (გერმანული) სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, გოეთეს სასერთიფიკატო გამოცდების ჩამბარებლებს, სამედიცინო განათლების მქონე პირებს, აგრეთვე შეგასწავლით პრაქტიკულ გერმანულსაც.
შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით, ინდივიდუალურად ვუდგები ყველა სტუდენტს და ვუყალიბებ მასზე მორგებულ პროგრამას, ვართ მოტივირებული და ვატარებთ საკმაოდ აქტიურ გაკვეთილებს. გვაქვს საუკეთესო გარემო მეცადინეობისთვის: დიდი მონიტორი ვიდეო გაკვეთილებისთვის და ა. შ.
გაკვეთილი გრძელდება 1,5 საათი.
ვცხოვრობ რუსთაველის მეტროსთან ახლოს, სამხატვრო აკადემიასთან. საწყისი დონის 8 გაკვეთილი - 100 ლარი , 2 კაციან ჯგუფში - 80 ლარი. ტელ: 579 79-27-72

This post has been edited by natsa on 8 May 2017, 21:36

მიმაგრებული სურათი
post_79_1464730207.jpg
whiskey
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 171
წევრი No.: 230462
რეგისტრ.: 25-March 17

გამოგზავნილია: 9 May 2017, 23:53  #50531917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სკოლის მოსწავლეებისთვის კერძო მასწავლებელი მათემატიკასა და ფიზიკაში ვისაც გსურთ და ტერიტორია გაწყობთ-ვაკე-ბაგები , სურვილის შემთხვევაში სახლში მისვლითაც. სასიამოვნო ახალგაზრდა გოგონაა . თუ დაინტერესდებით პმში ტელეფონის ნომერს მოგწერთ . ფასი როგორც ვიცი 50 ლარი თითო საგანი. კვირაში -ორჯერ , სამჯერ -60 ლარი.


მეორე სასიამოვნო გოგონა მოამზადებს სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში. ტერიტორია ვაკე-საბურთალო-ნუცუბიძე. ამის ნომერსაც პმში მოგწერთ თუ დაინტერესდებით. კვირაში ორჯერ -50 ლ



და მესამე ჩვეულებრივი ადამიანი ( თავმდაბალი მე ) მოგამზადებთ ხელოვნების ისტორიაში სიმბოლურ თანხად სტუდენტებსაც და სკოლის მოსწავლეებსც. ვაგროვებ პრაქტიკას smile.gif



dark.male
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 231450
რეგისტრ.: 28-April 17

გამოგზავნილია: 11 May 2017, 17:39  #50543684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რუსულის კარგი მასწავლებელი მოგამზადებთ რუსულში სულ რაგაც 60 ლარად თვეში

მაგრამ თქვენ უნდ ამიხვდეთ მასეთან

https://www.mymarket.ge/ka/product/view/10708429/

[Papuna]
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 228938
რეგისტრ.: 8-February 17

გამოგზავნილია: 12 May 2017, 01:47  #50547123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რეკლამაშიც რომ შეცდომები აქვს ტიპს
dark.male
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 231450
რეგისტრ.: 28-April 17

გამოგზავნილია: 12 May 2017, 09:18  #50547725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10715485/

კარგ მასწავლებელი შეგასწავლით მათემატიკას და უნარებს
Schönhoff
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 227386
რეგისტრ.: 25-December 16

გამოგზავნილია: 12 May 2017, 18:02  #50549998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით, მჭირდება უმაღლეს მათემატიკაში მომზადება skype_it.
GasFire
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1841
წევრი No.: 154282
რეგისტრ.: 21-September 12

გამოგზავნილია: 12 May 2017, 18:48  #50550195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მედიაჰოლდინგ „კვირას“ ორგანიზებით, 10 -11 ივნისს, სასტუმრო Vere House-ში (გურამ რჩეულიშვილის ქუჩა 13), 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, ჩატარდება პიარკონსულტანტის, ქოუჩის გიორგი კალატოზიშვილის ვორქშოფი. მისი თემაა – „პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება“ და ის გათვლილია პროფესიონალებისთვის.

ვორქშოფი მოიცავს თეორიულ მასალებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს. პრაქტიკული რეკომენდაციების პარალელურად, გამოყენებული იქნება ქოუჩინგის გარკვეული ტექნიკა, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, დამოუკიდებლად გააუმჯობესონ საკუთარი კომუნიკაცია აუდიტორიასთან თუ ცალკეულ ინდივიდთან. ვორქშოფი ხელს შეუწყობს მონაწილეების გარკვეული უნარების ჩამოყალიბებას, არსებულის გაუმჯობესებას და აქამდე განუხორციელებელი პოტენციალის აღმოჩენას.
ვორქშოფის თემებია:

რა არის სტრატეგიული პოზიციონირება და როგორ „გავყიდოთ“ საკუთარი თავი;
კომუნიკაციის პროცესი, დონეები, ბარიერები, ხარვეზები;
წარუმატებელი პრეზენტაციის ალგორითმი და დინამიკა – როგორ გამოვასწოროთ ვითარება;
წარმატებული პრეზენტაციის ფორმულა;
აუდიტორიის სპეციფიკა, მისი ტიპები და შესაბამისი ანალიზი;
შიშის დინამიკა – შიშის დაძლევა პრეზენტაციის წინ, მის დროს და მის შემდეგ;
კონსისტენტური მესიჯის შემუშავება – როგორ ვესაუბროთ აუდიტორიას მისთვის გასაგებ ენაზე;
ინფორმაციის გაცემისა და აღქმის რიგითობის პრინციპი და კომპოზიციის კანონი;
პრეზენტაციის დროს აუდიტორიის ყურადღების კონცენტრირების მარკერების შემუშავება;
არგუმენტაციის ხაზის შემუშავება.
ვისთვის იქნება საინტერესო აღნიშნული ვორქშოფი:

ვორქშოფში მონაწილეობა საინტერესო და პროდუქტიული იქნება მათთვის, ვინც თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეგულარულად მართავს პრეზენტაციას და სურს, შეიძინოს დამატებითი ან გაიუმჯობესოს არსებული უნარები. ვორქშოფი განკუთვნილია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის, მოლაპარაკებებში მონაწილე ხელმძღვანელებისთვის და პირველი პირებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, პრესსპიკერებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვისა და სარეკლამო აგენტებისთვის.

ტრენერის შესახებ

გიორგი კალატოზიშვილი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამმართველოს უფროსია. გიორგის საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 12-წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, გაიარა ქოუჩინგის, სტრატეგიული პიარის, ადვოკაციისა და მედიაციის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები. არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) სერტიფიცირებული ქოუჩი, The MGI Management Institute-ის და აშშ-ის პიარასოციაციის (PRSA) სერტიფიცირებული სპეციალისტი კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში.

2015-2016 წლებში იყო საქართველოში ქოუჩინგის პირველი კომპანიის, ”გროუინის“ მმართველი პარტნიორი;
2014-2015 წლებში იყო მარკეტინგული კვლევებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის გლობალური კომპანიის, ACT-ის ბრენდის განვითარებისა და პიარსამსახურის უფროსი;
2012-2014 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;
2011-2012 წლებში ტელეკომპანია ”დიას“ დირექტორი.
გიორგი კალატოზიშვილი ასწავლიდა სხვადასხვა სასწავლებელში, მათ შორის, ასწავლიდა „საჯარო გამოსვლებს“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU), საზოგადოებასთან ურთიერთობას – სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში Public Relations College (ბერნეისის პიარ კოლეჯი), მართავს ტრენინგებს თემაზე „კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიანი მართვა“ – საგანმანათლებლო სააგენტოში Cambridge Study.

სხვადასხვა დროს ჩატარებული აქვს ტრენინგები, ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს“, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაკვეთით და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის.

ვორქშოფში მონაწილეობის პირობები:

ვორქშოფში მონაწილეობის ღირებულება – 120 ლარი;
29 მაისამდე დარეგისტრირებული მომხმარებლები მიიღებენ სპეციალურ ფასს – 100 ლარს;
გადახდა წარმოებს წინსწრებით, უნაღდო ანგარიშსწორებით;
ვორქშოფის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, ვორქშოფში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მონაწილეს უკან დაუბრუნდება წინსწრებით გადახდილი თანხის 100%;
ვორქშოფზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
საკონტაქტო ინფორმაცია:
+(995) 551742323
Info@ kvira.ge

http://kvira.ge/328872

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
11072042_10202835969338857_4728613168087128533_n.jpg
ჯორჯიუსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 403
წევრი No.: 231965
რეგისტრ.: 14-May 17

გამოგზავნილია: 14 May 2017, 20:07  #50562408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამას ვინ იყიდის



...........
Fantagiro
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 174680
რეგისტრ.: 9-October 13

  გამოგზავნილია: 18 May 2017, 11:43  #50587317      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეგასწავლით გერმანულ ენას თანამედროვე სტანდარტებით და პროგრამებით. დანთავრებული მაქვს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის (ლიტერატურადმცოდნეობის) პოლიტოლოგიის ფაკულტეტი,ვარ დოქტორანტი. ვმუშაობ გერმანულ კომპანიაში და თავისუფალ დროს ვუთმობ მოსწავლეებს. მყავს ექიმები, გერმანული სკოლების მოსწავლეები (საგამოცდო ჯგუფები), იურისტები,დოქტორანტები. ვფლობ გერმანულ ენას თავისუფლად C2 დონეზე, 2000 წლიდან ვცხოვრობ გერმანიაში. ვიცი ასევე რუსული, ინგლისური, ესპანური და პორტუგალიური ენები. ჩემი მოსწავლეები იღებენ უმაღლეს ქულებს სასერტიფიკატო გამოცდებში. ვამზადებ თანამედროვე პროგრამებით ყველა საფეხურში (A1, A2, B1, B2, C1, C2,) ნებისმიერი სირთულის შესაბამისად, ასევე სურვილის მიხედვით აბიტურიენტებს, ძირითადად გოეთეს სასერტიფიკატო გამოცდების ჩამბარებლებს, სასურველია მაღალი საფეხურების ჩამბარებლები. ავიყვან კიდევ რამდენიმე მოტივირებულ მოსწავლეს კონტაქტი: 568 991515, ან 557 70 67 99, ასევე ეწვიეთ ჩემს ჯგუფს https://www.facebook.com/groups/342940929387485/. მადლობა წინასწარ.


მიმაგრებული სურათი
400_F_33629721_POIZ6UD5sVw1HouHUVo3LYnbBNVdMgwb.jpg
Crucuga
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 231756
რეგისტრ.: 7-May 17

გამოგზავნილია: 19 May 2017, 21:14  #50596545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინგლისურის მასწავლებელს ვეძებ 5დეკემბერზე რომ ცხვრობდეს
მირჩიეთ ვინმე თუ იცით

This post has been edited by Crucuga on 19 May 2017, 21:24
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (112) « პირველი ... 110 111 [112]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.4625 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]