Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > შევაფასოთ კომპანიები


Posted by: Heart_of_Darkness 30 Sep 2019, 23:31
მეგობრებო, ვფიქრობ კარგი იქნება თუ ისეთი თემა იარსებებს, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ ინფოს, იმ კომპანიების შიდა სამზარეულოზე, რომელზეც ხელი(თუ ყური) მიგვიწვდება. სულ მცირე ანაზღაურება დაახლოებით როგორია, რეალური სამუშაო გრაფიკი, დამოკიდებულება თანამშრომლებს შორის და ა.შ.
user posted image
ბოლო პერიოდია გასაუბრებეზე ხშირად მიწევს სიარული, თან ვმუშაობ და გასაუბრებისთვის გათავისუფლება ჩემთვის არც ისე მარტივია, ხშირად მიწევს იმაზე ფიქრი, საერთოდ ღირს თუ არა, ამ გასაუბრებაზე წასვლა. თან როცა გასაუბრებაზე გიბარებენ, წინასწარ ანაზღაურებას არ გეუბნებიან, ბოლოს ისეთი თანხა მითხრეს, მივხვდი რომ მგზავრობაში ტყუილად დავკარგე დრო. წინასწარ რომ მცოდნოდა არც მივიდოდი.
გარდა ამისა, ანაზღაურებაზე არანაკლებ საინტერესო სამუშაო გარემოა, იმის ცოდნა რამდენად ფქისოლოგიურად გაწონასწორებული მენეჯმენტი ჰყავს კომპანიას და რეალურად რას შეიძლება გავალებდნენ.
user posted image
მაგალითად, ახლა მაინტერესებს ,,ჯი პი აი ჰოლდინგის" მარკეტინგის დეპარტამენტში რა სიტუაციაა, ზოგადად გამიგია, რომ სადაზღვეო სექტორში დაბალი ხელფასებია, მაგრამ კონკრეტულად მარკეტინგის განყოფილებაში რა სიტუაციაა, ამაზე ინფო ვერ მოვიპოვე.

Posted by: B l a c k J a c k 1 Oct 2019, 15:25
აქვე პროტოკოლისთვის:
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ისე დაპოსტეთ კონფიდენციალურობა არ დაარღვიოთ ან კონტრაქტის პირობები. შეიძლება ისეთი პუნქტი იყოს ხმის ამორება 3 წლის შეგეძლოს მხოლოდ რამეზე. ასე, რომ ვინმეს ან რამეს ტყუილად ნუ მიჭორვათ.
ასევე სახელფასო განაკვეთის დაპოსტვას არ გირჩევთ. პიმები აგზავნეთ რამდენიც გინდათ biggrin.gif

Posted by: Grows 1 Oct 2019, 16:45
არ არსებობს შენთვის კარგი ადამიანი. არსებობს თავისთვის კარგი ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი იმდენადაა კარგი შენთვის, რამდენადაც შენ ხარ სასარგებლო მისთვის. ბიზნესში 100მაგად ეგრეა.

საქართველოში არსად, არც საერთაშორისო ბრენდის კომპანიებში, არ მოქმედებს ზოგადი ეთიკის და კანონიერების წესები. ყველა ყოველთვის მაინც ქვეშიდან გამოძრომას ცდილობს, ცდილობს ხელფასი დაგაკლოს, წინ არ გაგიშვას, ზედმეტი გამუშაოს... რაც უფრო "მაგარი" კომპანია ჩანს გარედან, მით უფრო ნაგვის გროვაა შიგნით.

სკამი, ფული და ნეპოტიზმი. ამ სამებაზე დგას დღეს კომპანიების "კულტურა" საქართველოში. ჩემი ფეხი აღარ იქნება სხვის კომპანიაში აღარასდროს.

პ.ს. პრობლემა თავად ეგ მოცემულობა არ არის. პრობლემა ტყუილია. გაგბერავენ ტყუილებით, დაგაჯერებენ რომ ანგელოზები არიან და მერე ყოველ ფეხის ნაბიჯზე პადკატებს გიკეთებენ. sick!

Posted by: playstation 7 Oct 2019, 22:43
jobrates.ge
ა ბატონო აქ შეგიძლია შეაფასო და თავადაც ნახო სხვა კომპანიებზე რას წერენ დასაქმებულები ფარულად

Posted by: stelss93 8 Oct 2019, 08:19
საჭიროა ყველა სახის სახელმწიფო და კერძო კომპანიების და ფირმების შავი სია-BLACKLIST - სადაც მოცემული იქნება მათი დასახელება-მისამართი, საქმიანობა და სამუშაო გარემო, მფლობელ-მენეჯმენტის გვარ-სახელები, ხელფასები და სხვა, როგორც ეს ევროპა-ამერიკა და სხვა ნორმალურ ქვეყნებშია.

Posted by: ladusha2 8 Oct 2019, 10:21
stelss93

ეს ნამდვილად საინეტერსოა, ძალიან ბევრი კომპანი ვიცი , ერთს ხურავენ მეორეს ხსნიან, ვალები რომ ჩამოიწერონ. ასერომ მთელი პირადი ინფო უნდა შეიყვანო მევალეების როგორც კომპანია, ისე მათი დამფუძნებლები და დირექტორი.

Posted by: Heart_of_Darkness 5 Nov 2019, 11:22
QUOTE (playstation @ 7 Oct 2019, 22:43 )
jobrates.ge
ა ბატონო აქ შეგიძლია შეაფასო და თავადაც ნახო სხვა კომპანიებზე რას წერენ დასაქმებულები ფარულად

ეგ საიტი კი ვიცი, მაგრამ ძირითადად დაბალი რგოლის თანამშრომლების შეფასებებია,
მაგალითად, ,,საქართველოს ბანკი" რომ ავიღოთ, ძირითადად მოლარეების და ოპერატორების შეფასებებია, რაზე დაყრდნობითაც ვერ გავიგებ მაგალითად მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლები რამდენად კმაყოფილი არიან სამუშაო პირობებით.
ფორუმზე კი, რასაც ვაკვირდები, ცოტა სხვა რეალობაა. ხშირად შიდა სამზარეულოში ჩახედილი ხალხი პოსტავს, რომელსაც თუ არ უმუშავიათ იმ კომპანიაში, მაღალ რგოლზე, ნაცნობი მაინც ჰყავთ, რომელმაც მუშაობდა ან მუშაობს.
მე მაგალითად, წინა სამუშაოდან გამომდინარე, ერთი 10 კომპანიის მაღალ რგოლში რა ხდება, ამაზე ინფო დამიგროვდა. მგონი, კარგი იქნება თუ გავცვლით ამ ინფოს, რა თქმა უნდა, ისე რომ არავინ დაზარალდეს.

Posted by: გიორგი XII 5 Nov 2019, 14:56
QUOTE
ფორუმზე კი, რასაც ვაკვირდები, ცოტა სხვა რეალობაა. ხშირად შიდა სამზარეულოში ჩახედილი ხალხი პოსტავს

lol.gif facepalm.gif

Posted by: Heart_of_Darkness 6 Nov 2019, 22:30
QUOTE (გიორგი XII @ 5 Nov 2019, 14:56 )
QUOTE
ფორუმზე კი, რასაც ვაკვირდები, ცოტა სხვა რეალობაა. ხშირად შიდა სამზარეულოში ჩახედილი ხალხი პოსტავს

lol.gif facepalm.gif

ვერ მივხვდი რა იყო სასაცილო rolleyes.gif

Posted by: chele23 7 Nov 2019, 11:07
QUOTE (Grows)
რაც უფრო "მაგარი" კომპანია ჩანს გარედან, მით უფრო ნაგვის გროვაა შიგნით



100%

Posted by: neo> 7 Nov 2019, 14:29
Heart_of_Darkness
რა ინფოც შეგროვდება კაი იქნება თუ პირველ პოსტში დარედაქტირდება გაფანტულად რომ არ იყოს

QUOTE
მე მაგალითად, წინა სამუშაოდან გამომდინარე, ერთი 10 კომპანიის მაღალ რგოლში რა ხდება,
ამაზე ინფო დამიგროვდა. მგონი, კარგი იქნება თუ გავცვლით ამ ინფოს, რა თქმა უნდა, ისე რომ არავინ დაზარალდეს.

კარგი იქნება


Posted by: ნიკიი 9 Nov 2019, 12:57
Jobrate.ge არის ასეთი გემრიელი საიტი.
ნახავ ინფოს ორგანიზაციებზე, სად როგორ ტარდება გასაუბრება, როგორი მენეჯმენტია, როგორი ხელფასებია.
თან იხალისებ, თან ატირდები იმდენად მწარე რეალობაა.
სანამ სადმე მუშაობას დაიწყებ, იქამდე მანდ მოძებნე კომპანია. თითქმის ყველაა. გაერკვევი, ღირს თუ არა იმ კომპანიაში მუშაობა.

Posted by: Hiksos 11 Nov 2019, 07:30
Grows
QUOTE
არ არსებობს შენთვის კარგი ადამიანი. არსებობს თავისთვის კარგი ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი იმდენადაა კარგი შენთვის, რამდენადაც შენ ხარ სასარგებლო მისთვის. ბიზნესში 100მაგად ეგრეა.

საქართველოში არსად, არც საერთაშორისო ბრენდის კომპანიებში, არ მოქმედებს ზოგადი ეთიკის და კანონიერების წესები. ყველა ყოველთვის მაინც ქვეშიდან გამოძრომას ცდილობს, ცდილობს ხელფასი დაგაკლოს, წინ არ გაგიშვას, ზედმეტი გამუშაოს... რაც უფრო "მაგარი" კომპანია ჩანს გარედან, მით უფრო ნაგვის გროვაა შიგნით.

სკამი, ფული და ნეპოტიზმი. ამ სამებაზე დგას დღეს კომპანიების "კულტურა" საქართველოში. ჩემი ფეხი აღარ იქნება სხვის კომპანიაში აღარასდროს.

პ.ს. პრობლემა თავად ეგ მოცემულობა არ არის. პრობლემა ტყუილია. გაგბერავენ ტყუილებით, დაგაჯერებენ რომ ანგელოზები არიან და მერე ყოველ ფეხის ნაბიჯზე პადკატებს გიკეთებენ. sick!


რა ვთქვა დასამატებელი ფაქტობრივად არაფერი არ მაქვს.

კერძო სექტორშიც იგივე კატასტროფაა რაც საჯაროში, რაღაც მხრივ უარესიც.
ნეპოტიზმზე რომ საუბრობენ ეგ კერძოშიც არის, უბრალოდ ყველაზე ზედა საფეხურებზე. საშუალო და ქვედა რგოლებში კი სულ ბოლომდე მონებივით ამუშავებენ ხალხს, რაც უფრო ნაკლებადაც გაუვათ აი იმ თანხად.

ზემო რგოლებში კი ისევ "ბობოლა" იდიოტები ინიშნებიან. საერთაშორისო ბრენდის კომპანიაში მენეჯერად ისეთი უტვინო გოგო ვნახე ერთხელ რომ მართლა გამიკვირდა ეგ საერთოდ დამლაგებელზე უფრო მაღალ ადგილზე როგორ მიიღეს. ჰა, როგორც აღმოჩნდა მდიდარი მამიკო ჩაერია თურმე და გაუნაღდა ადგილი.
facepalm.gif

Posted by: Heart_of_Darkness 12 Nov 2019, 12:16
,,ჩერნოვეცკის ფონდში" რა პირობებია, როგორი სიტუაციაა, ამაზე ვინმეს ინფო ხომ არ გაქვთ?
ხშირად მხვდება მათი ვაკანსიები,
ფრიად მიმზიდველი ანაზღაურება აქვთ, მაგრამ ორ თვეზე მეტია ერთ პოზიციაზე კადრს ეძებენ და ცოტა მიჭირს იმის დაჯერება რომ ამ ანაზღაურებაზე შესაბამისი კანდიდატის პოვნა გაუჭირდათ...

Posted by: ნიკიი 12 Nov 2019, 18:23
Heart_of_Darkness
მაგ ორგანიზაციას ქრონიკული ვაკანსიები აქვს.
რით ვერ აიყვანეს და შეავსეს ადგილები.

1 მნიშვნელოვანი რამ:
როცა კომპანია ერთსადაიმავე ვაკანსიას ქრონიკულად აცხადებს, ის კომპანია ვერაა ჩამოყალიბებული. უნივერსალურ ჯარისკაცს ეძებს.
ასეთს ვაკვირდები და არც კი ვაგზავნი.
მათი მოსაწონი არ დაბადებულა.
სულ როგორ უნდა გქონდეს ვაკანსია?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)