Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > სოფლის მეურნეობა


Posted by: Did_Giorgi 20 Nov 2010, 16:42
ამ ბოლო პერიოდში ფორუმზე შეინიშნება ცოტა გამოცოცხლებული ინტერესი ამ სფეროს მიმართ. იყო მცირე თხოვნებიც, შესაბამისად გადავწყვიტეთ ჯერჯერობით ეს ზოგადი თემა - სარჩევი შეგვექმნა და შემდეგში ვნახოთ.

ამჟამად განყოფილებაში არსებული ძირითადი თემები სოფლის მეურნეობის შესახებ:
http://forum.ge/?f=41&showtopic=34311827
http://forum.ge/?f=41&showtopic=33931650
http://forum.ge/?f=41&showtopic=34233262
http://forum.ge/?f=41&showtopic=33760235
http://forum.ge/?f=41&showtopic=34107335&st=15
http://forum.ge/?f=41&showtopic=34241400
http://forum.ge/?f=41&showtopic=34026791
http://forum.ge/?f=41&showtopic=34289972
http://forum.ge/?f=41&showtopic=33697401
http://forum.ge/?f=41&showtopic=33886179&st=30
http://forum.ge/?f=41&showtopic=34290164
http://forum.ge/?f=41&showtopic=34224833
http://forum.ge/?act=ST&f=41&t=34017518
http://forum.ge/?f=41&showtopic=34194205&st=30
http://forum.ge/?f=41&showtopic=33817705
http://forum.ge/?showtopic=34021770&hl=
http://forum.ge/?f=41&showtopic=33871254
http://forum.ge/?f=106&showtopic=34381757
http://forum.ge/?f=41&showtopic=34259108
http://forum.ge/?showtopic=34050557&f=&st=0&#entry16916311
http://forum.ge/?f=41&showtopic=33970736
http://forum.ge/?f=41&showtopic=33873980
http://forum.ge/?f=41&showtopic=33986628
http://forum.ge/?f=41&showtopic=33689685
http://forum.ge/?f=41&showtopic=33986767&st=15
http://forum.ge/?showtopic=34106958&st=0&#entry19264962
http://forum.ge/?f=41&showtopic=34154912
http://forum.ge/?f=41&showtopic=34234606&st=15
http://forum.ge/?f=41&showtopic=34191177
http://forum.ge/?f=41&showtopic=34185878


მოკლედ, დავიწყეთ ხვნა-თესვა user.gif

Posted by: ვეგა 20 Nov 2010, 20:10


QUOTE
მოკლედ, დავიწყეთ ხვნა-თესვა

იხარე გლეხო წამებულო user.gif

Posted by: Gora Mborgali 21 Nov 2010, 22:14
ძალიან დიდი მადლობა, რამდენი ქვე-თემა ყოფილა smile.gif. იმედია აგრობიზნესი და სოფლის მეურნეობა აქტიური ქვე-განყოფილება გახდება smile.gif
* * *
ანუ იმედი მაქვს რომ მალე ქვე-განყოფილებაც გახდება და თან აქტიური smile.gif

Posted by: sany5 22 Nov 2010, 15:51
გამარჯობათ.
სოფლის მეურნეობის რომელ დარგშია ყველაზე პერსპექტიული ფულის ჩადება?

Posted by: luka27 22 Nov 2010, 16:10
მე ვფიქრობ სათბურები ( რაიმე კულტურით) უფრო მომგებიანია და მარტივი. თქვენ როგორ ფიქრობთ?

Posted by: lipu 22 Nov 2010, 22:58
sany5
მარცვლეული კულტურების მოყვანა, სერიოზული დეფიციტია მაგ მხრივ ადგილობრივ ბაზარზე
luka27
QUOTE
მე ვფიქრობ სათბურები ( რაიმე კულტურით) უფრო მომგებიანია და მარტივი. თქვენ როგორ ფიქრობთ?

კარგია, მაგრამ მარტივი საერთოდ არაა, პირიქით ძააან შრომატევადია

Posted by: Gora Mborgali 22 Nov 2010, 23:39
რაიმე კვლევა ან სახელმძღვანელო ხომ არ გეგულებათ სადმე საქართველოში სასათბურე მეურნეობის წარმოებაზე, მე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა საკითხებზე რაღაც ლიტერატურა მოვიძიე და დავდებ მოგვიანებით ლინკებს, მაგრამ სასათუბურე მეურნეობაზე არაფერია.

Posted by: levani1985 25 Nov 2010, 16:02
ორშაბათს კონფერენცია მაქ და უნდა წარვუდგინო პროექტები სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ და ასევე სიტყვა უნდა დავწერო . ვერ ვასწრებ და ხომ არ გეგულებად სადმე სად შეიძლება ამ ინფორმაციების მოძიება . დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Gora Mborgali 25 Nov 2010, 21:05
აი ამ პუბლიკაციებს მივაგენი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე http://www.moa.ge/ge/?page=show&sec=14
Care Georgia-ს გამოცემები http://www.care-caucasus.org.ge/ge/main.php?id=1235994554
აქაც არის რაღაცეები, მაგრამ ძირითადად უვნებლობაზე http://www.fvp.ge/nvarticle.php?id=48 და აქაც ძალიან მოკლედ http://www.maf.ge/index.php?pg=pb

Posted by: tacka 29 Nov 2010, 14:27
კარგი იქნება სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევა თუ იქნება საქართველოში, ანუ რა რისკებიც არის იმის დაზღვევა.. smile.gif
ბევრ ქვეყანაში იყენებენ უკვე და სტიმულია უფრო გლეხებისთვის smile.gif

Posted by: miha-miha587 6 Dec 2010, 15:12
QUOTE
კარგი იქნება სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევა თუ იქნება საქართველოში, ანუ რა რისკებიც არის იმის დაზღვევა..
ბევრ ქვეყანაში იყენებენ უკვე და სტიმულია უფრო გლეხებისთვის


დღეს იყო ბიზნეს კურიერში, დაიწყეს უკვე.ერთ ჰექტარზე რაც ხარჯი გექნება იმის 5% იო.

Posted by: irakli_tikurishvili 24 Dec 2010, 14:11
ისე თხებზე რატო არ წერია არაფერი ნეტა rolleyes.gif

Posted by: kencho86 20 Jan 2011, 21:39
ვინმემ იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება დიდი რაოდენობით ლობიოს რეალიზება,

Posted by: davita74 21 Jan 2011, 21:38



უკაცრავად ჰერბიციდთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, მითხრეს არის რაღაც წამალი ხის კუნძებს დაასხავ და ეგრევე დაალპობს და დაშლის და კუნძების ამოძირკვას გადარჩებიო და თქვენ თუ იცით მართლა არსებობს ეგეთი რამე?????? იქნებ დამეხმაროდ ????

Posted by: OpenGL 1 Feb 2011, 14:41
რა მაინტერესებს თუ არის საქართველოში იმ დონის სათბურები რო თვეში 50+ ტონა პამიდორი მოყავდეს?

Posted by: bagha 2 Feb 2011, 18:52
გამარჯობა რატო არავინ არაფერს წერს ინდაურის ფერმაზე?არადა ძაან სემოსავლიანია smile.gif

Posted by: OpenGL 2 Feb 2011, 19:01
თუ არის საქართველოში ისეთი პამიდორის შათბურები რომელიც თვეში 50+ ტონის გაყიდვას შეძლებს მზად ვარ ვითანამშრომლო....

Posted by: maknatuna84 9 Feb 2011, 18:18
ჩემი აზრით სანამ სოფლის მეურნეობას არ მიხედავენ იქამდე ჩვენს ეკონომიკას ისეთი აღმავლობა არ ექნება რომ ადამიანებმაც იგრძნონ

Posted by: MitroxinA 13 Feb 2011, 13:15
OpenGL

სათბური არა მაგრამ ზაფხულის ( ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) პერიოდში მაგ რაოდენობის და უფრო მეტიც შემიძლია მოგაწოდოთ, პამიდორი მოდის მარნეულის რაიონში თანამედროვი წვეთოვანი სარწყავი სისტემით, შესაბამისად ხარისხიც მაღალია.

Posted by: davita74 13 Feb 2011, 22:54
maknatuna84
QUOTE
ჩემი აზრით სანამ სოფლის მეურნეობას არ მიხედავენ იქამდე ჩვენს ეკონომიკას ისეთი აღმავლობა არ ექნება რომ ადამიანებმაც იგრძნონ

და იმედი გაქვთ რომ ეს მოხდება?????? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დიდი ზღაპარია ეგ და მე ვიცი რატომაც. რომელ ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობის მიხედვაზეა საუბარი? გამაწამეს 3 თვეა იმის ძახილით რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა და შაბუთებძე ისეტ პრობლემებს ქმნიან რომ მგონი საქართველოში საერთოდ შეგზიზღდება საქმის კეთება,

სოფლის მეურნეობას რომ მიხედონ მერე როგორ უნდა გაამწარონ ხალხი??????? kar.gif sa.gif vik.gif vik.gif vik.gif

Posted by: OpenGL 14 Feb 2011, 12:15
QUOTE (MitroxinA @ 13 Feb 2011, 13:15 )
OpenGL

სათბური არა მაგრამ ზაფხულის ( ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) პერიოდში მაგ რაოდენობის და უფრო მეტიც შემიძლია მოგაწოდოთ, პამიდორი მოდის მარნეულის რაიონში თანამედროვი წვეთოვანი სარწყავი სისტემით, შესაბამისად ხარისხიც მაღალია.

ზაფხულსჰი იყოს არაა პრობლემა სეზონურად მუშაობის წინააღმდეგი არ ვარ უბრალოდ მაინტერესებს ამხელა რაოდენობის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში თუ შეგეძლებათ და შესაბამისად ფასი რა იქნება მომაწონედ PM ით ეს ინფორმაცია ჩვენი მოთხოვნა კვირაში 1 კონტეინერი იქნება

Posted by: Bonim 18 Feb 2011, 09:27
რა გადასახადებია და როგორ უნდა გადაიხადო ამ ბიზმესში, ხომ არ იცის ვინმემ მოკლედ რომ დაწეროს

Posted by: webmastereke 27 Feb 2011, 22:58
სად შეიძლება ჰოლანდიური ძროხის ყიდვა?

Posted by: erer 3 Mar 2011, 18:15
ხურმის (კარალიოკის) მეურნეობაში თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება სად შეიძლება ნერგების შეძენა და რა ფასები აქვს? რამდენ მეტრიანი ინტერვალით იგრვება ეს ნერგები? მაინტერესებს 2500 კვმ ნაკვეთზე რამდენი ძირის დარგვა შეიძლება.
გმადლობთ წინასწარ!

Posted by: mikheilbagrationi 11 Mar 2011, 16:44
სოფლის მეურნეობს ეშველა როგორც იქნა

Posted by: zvi5329 17 Mar 2011, 16:54
ტრაქტორების შეძენა სად შეიძლება არის სადმე ბაზრობა

Posted by: agromisery 18 Mar 2011, 10:53
davita74
ჰერბიციდი სარეველა მცენარეების წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატია თქვენ გულისხმობდით არბორიციდებს რომლებიც საბედნიეროდ საქართველოში არ რეგისტრირდება და ფაქტიურად მასეთი პრეპარატები არ არსებობს


OpenGL
კი ნამდვილად არსებობს მასეთი მაგალითები სოფელ მაგ. საგარეჯოს რაიონ სოფელ პატარძეულში და მარნეულში შპს მარნეული აგრო,

webmastereke
ჰოლანდიური ჯიშები სენაკში და თელეთის მეურნეობებშია შეგიძლიათ მიაკითხოთ

erer
კარალიოკის დარგვა ხდება 5X5 ან 5X6 შესაბამისად ჰექტარზე 330-400 და შესაბამისად 0.25 ჰაზე 83-100 ძირი ნიადაგის და კლიმატის მიხედვით სანერგის ყიდვა დღეს ყველაზე რთულია ვინაიდან ძირითადად ბაზარძე უხარისხო ნერგებია,
zvi5329
ტრაქტორების შეძენა http://www.worldtechnic.ge და http://tractors.ge/ ქირაობა http://mechanization.ge/
სხვა დანარჩენი კითხვებისთვის რაც აგრონომს ეხება
სხვა შეკითხვებისთვის შეგიძლიათ
TBILISIS FORUMI -> თემატური ფორუმი -> მეცნიერება და განათლება კითხვა აგრონომს

Posted by: erer 29 Mar 2011, 10:57
agromisery
დიდი მადლობა! სხვებმაც მასე მითხრეს 5X5-ო. ეხლა მაინც ვეღარ მოვასწარი, შემოდგომაზე უნდა დავრგო და მანამდე ვიშოვი სადმე ნერგებს.

Posted by: agromisery 29 Mar 2011, 20:14
erer
ისე დარგვის დროს ნაკელის, ფოსფორ კალიუმიანი სასუქის და მიწის ნაზავს თუ გაუკეთებთ კარგი იქნება 3-5 წლისთვის მაქსიმალური მოსავლის მისაღებად

Posted by: dastambo 30 Mar 2011, 16:47
სად შევიძინოთ არაგენმოდიფიცირებული პომიდვრის თესლი?

Posted by: agromisery 30 Mar 2011, 19:07
dastambo
რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული? თქვენი აზრით

Posted by: erer 31 Mar 2011, 11:58
QUOTE (agromisery @ 29 Mar 2011, 20:14 )
erer
ისე დარგვის დროს ნაკელის, ფოსფორ კალიუმიანი სასუქის და მიწის ნაზავს თუ გაუკეთებთ კარგი იქნება 3-5 წლისთვის მაქსიმალური მოსავლის მისაღებად

ხო, ეგ ვიცი, სასუქი კი, მაგრამ მიწის შერევა რაღად უნდა, აუცილებელია? დარგვამდე უნდა მოვხნა მთელი ნაკვეთი, ასე მირჩიეს. და მორწყვა ხშირად დაჭირდება სანამ გაიზრდება? წყალი კი არის ახლოს, მაგრამ ცოტა საჩალიჩოა.

Posted by: agromisery 31 Mar 2011, 15:12
erer
მიწის შერევა სასურველია ერთი ვედრით 1X1 ზე დაორმოებში

Posted by: dastambo 1 Apr 2011, 11:57
agromisery
Soybeans and corn are the top two most widely grown GM crops (82% of all GM crops harvested in 2000), with cotton, and potatoes trailing behind. 74% of these GM crops were modified for herbicide tolerance, 19% were modified for insect pest resistance, and 7% were modified for both herbicide tolerance and pest tolerance. Globally, acreage of GM crops has increased 25-fold in just 5 years, from approximately 4.3 million acres in 1996 to 109 million acres in 2000 - almost twice the area of the United Kingdom.
Environmental activists, religious organizations, public interest groups, professional associations and other scientists and government officials have all raised concerns about GM foods, and criticized agribusiness for pursuing profit without concern for potential hazards, and the government for failing to exercise adequate regulatory oversight. It seems that everyone has a strong opinion about GM foods. Even the Vatican19 and the Prince of Wales20 have expressed their opinions. Most concerns about GM foods fall into three categories: environmental hazards, human health risks, and economic concerns.

Human health risks !!!!

Allergenicity Many children in the US and Europe have developed life-threatening allergies to peanuts and other foods. There is a possibility that introducing a gene into a plant may create a new allergen or cause an allergic reaction in susceptible individuals. A proposal to incorporate a gene from Brazil nuts into soybeans was abandoned because of the fear of causing unexpected allergic reactions31. Extensive testing of GM foods may be required to avoid the possibility of harm to consumers with food allergies.

Posted by: Anuki 89 1 Apr 2011, 14:34
dastambo
შენც ჰიბრიდები იყიდე, სავსეა დიდუბის მაღაზიები... ძალიან დიდი არჩევანია.

Posted by: agromisery 2 Apr 2011, 00:34
dastambo
გრატე წორდს ფორ პოპულარიტი! (სპეციალურად IN Georgian ) smile.gif ჯერ არცერთ ცდას და მარკერს GM ზე არ გამოუვლენია ის თვისებები რასაც ეს ''კაცთმოყვარე'' სტატია გვიამბობს, მაგრამ სამაგიეროდ დედის რძეში გადასული პესტიციდი DDT გახდა ჩემი სამჯერ კლინიკური სიკვდილის მიზეზი 4 თვის ასაკში მაგრამ გადავრჩი ვერ გადარჩა ძალიან ბევრი მაგრამ ეს 86 ში იყო და ძაან ბევრმა ვერც გაიგო ისე მიასაფლავა შვილი რისგან მოუკვდა, ეს ჩემი მოკრძალებული მაგალითი ზოგადად პესტიციდების წინააღმდეგ თუ არა GM პროდუქტი პესტიციდის ჩანაცვლება ფაქტიურად შეუძლებელია, არ მაქვს საუბარი ნიტრატებზე იმ პროდუქტებზე რომლებსაც მიუხედავად იმისა რომ არც ჰიბრიდულია არც GM მაგრამ სიცოცხლისთვის საშიშია იმის გამო რომ ხდება მისი სხვადასხვა სახის კონტამინაცია და კოხტადაც მივირთმევთ ხმის ამოუგებლად სამაგიეროდ GM ხომ საშინელებაა?

Posted by: dastambo 2 Apr 2011, 20:30
agromisery
ძირს პესტიციდები!!!! გილოცავთ გადარჩენას, ... საერთოდ ვინ ამოწმებს ბაზარში რა ბოსტნეულსაც ვყიდულობთ... ისე მართალია ცივ წყალში ნახევარი საათი რომ გააჩერო ნიტრატები გაუვაო?

Anuki 89
დიდი მადლობა, დიდუბეშI გავივლი და შევიძენ, ისე სოკოს მიცელიუმსაც გავიკითხავ თუ იყიდება ეზოში მორებზე რომ დავთესო

Posted by: agromisery 3 Apr 2011, 00:24
dastambo
კი მწვანილი მინიმუმ 1 საათით უნდა ირეცხოს გამდინარე წყალში, ხარშვის დროს აგრეთვე იწვება აზოტი (როგორც ვიტამინები)

Posted by: dastambo 3 Apr 2011, 17:36
agromisery
მადლობა
eek: eek.gif

Posted by: OpenGL 9 Apr 2011, 19:09
მარნეული აგროს წარმომადგენელი ხო არ შემოდის აქ ვინმე? რამდემნიმე დღეა უკვე ვურეკავ და ავტომოპასუხე მპასუხობს....

Posted by: globalisti 10 Apr 2011, 08:03



პატარა ტრაქტორის ყიდვა მინდა, ისეთის რომ მოხვნაც შეეძლოს-სად იყიდება თბილისში ასეთი?

გმადლობთ!

Posted by: gio-papa 10 Apr 2011, 11:52
გამარჯობათ კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ თემაში.. მაინტერესებს სად შემიძლია შევიძინო ჩვეულებრივი ეკალის საწინააღმდეგო პრეპარატი?

Posted by: agromisery 10 Apr 2011, 12:30
gio-papa
ნებისმიერი პესტიციდების მაღაზიაში შედი და გლიფოსატის შერმცველი ჰერბიციდი იკითხეთ

Posted by: gio-papa 10 Apr 2011, 14:05
და რო დავასხა ეგ წამალი სხვა ნარგავებს ხომ არ გამიფუჭებს? მაგალითად ხეებს რომელიც ახლომახლო დგას?
და ერთის თუ იციტ ე.წ "კლანჭა ბალახს' რა უნდა დავასხა რო აღარ გამრავლდეს? ახალი ჰიბრიდული სიმინდი დავტესე და ამ სიმინდის ნაკვეტზეა ეგ ბალახი მოდებული და სანამ სიმინდი ამოვა იქნებ რამე პრეპარატი იყოს რომ ეგ ბალახი მოვსპო წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: agromisery 10 Apr 2011, 14:10
gio-papa
პენდიმეტალინის შემცეველი პრეპარატები ან აღმეცენების შემდეგ გამოსაყენებელი პრეპარატები უფრო სასურველია სიმინდის 3-4 ფოთლის ფაზაში გამოყენებით

Posted by: rachinski001 16 Apr 2011, 16:12
[URL=http://www.radikal.ru]user posted image[/URL
რაჭული ღვინის აქცია

Posted by: dmalliance 1 May 2011, 18:50
თევზის მეურნეობის საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებების შესახებ ხომ არ გეგულებათ სადმე რაიმე?

Posted by: gigak 11 May 2011, 01:22
QUOTE (dmalliance @ 1 May 2011, 18:50 )
თევზის მეურნეობის საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებების შესახებ ხომ არ გეგულებათ სადმე რაიმე?

ჩემს მეგობარს აქვს ეგ ბიზნესი. მეთევზეობა სოფლის მეურნეობად არ ითვლება და სოფლის მეურნეობის საგადასახადო შეღავათები მასზე არ ვრცელდება

Posted by: iko-iko 13 May 2011, 16:46
agromisery
შენთან მაქვს ასეთი შეკითხვა, მაქვს დაჩა სადაც დიდი შუშაბანდებია უფანჯრებოდ. ავიღე ვედროები და ჩავყარე ნიადაგი (ნიადაგი, ბიოჰუმუსი, ნაცარი, ცოტაოდენი ჩვეულებრივი ნაკელიც) ჩავრგე დაბალი ჯიშის პომიდვრის ჩითილები. დავდგი ამ შუშაბანდში. მაინტერესებს მოსავალს მივიღებ თუ ვერა?

Posted by: agromisery 13 May 2011, 21:08
iko-iko
ნაკელი მთლად ვერ არის კარგი ამბავი თუ გადამწვარი არაა ისე კი უნდა მიიღო რაღაც

Posted by: iko-iko 13 May 2011, 21:55
agromisery
მადლობა გაიხარე. ნაკელი დამწვარია უკვე მემგონი აღარ უნდა დაწვას მცენარე, თუ რამეა ალბათ თავიდანვე შეეტყობა.

Posted by: agromisery 17 May 2011, 13:47
iko-iko
დაველოდოთ მხოლოდ წყალი არ მოაკლოთ

Posted by: iko-iko 17 May 2011, 15:22
agromisery
QUOTE
დაველოდოთ მხოლოდ წყალი არ მოაკლოთ

ხო წყალს რათქმაუნდა არ ვაკლებ, ეხლა აგერ უკვე ერთი კვირაა რაც ქოთნებშია და კარგად არიან გახარებულები, რო შეხედავ გესიამოვნება ისეთი ხასხასა და ჯანსაღი ფოთოლი აქვს. ეხლა მთავარია მცენარე არ დამეჩაგროს და მსხმოიარობის დროს ძაან არ გაუჭირდეს. აქვე კითხვა დამებადა, დამატებითი საკვების სახით ბოლომდე დამწვარი ნაკელის ექსტრაქტით რო მოვრწყა გაამართლებს? იმ პონტში ვიძახი რო ნაკელში არსებული ფოსფორი, აზოტი და კალიუმი წყალში თუ გაიხსნება და შემდეგში მცენარესთვის თუ იქნება შეთვისებადი?

Posted by: dmalliance 18 May 2011, 23:09
gigak

გაიხარე, მადლობა smile.gif

Posted by: gio-papa 18 May 2011, 23:22
QUOTE
iko-iko

მაგდენ ჩალიჩს და ნაკელით დასვრას.. იყიდე ბიოსასუქი "ორგანიკა" 1 ლიტრა ღირს 6 ლარი

Posted by: iko-iko 19 May 2011, 09:43
gio-papa
QUOTE
მაგდენ ჩალიჩს და ნაკელით დასვრას.. იყიდე ბიოსასუქი "ორგანიკა" 1 ლიტრა ღირს 6 ლარი


მადლობა რჩევისთვის, მარა მასე პამიდვრის ყიდვა ჯობია პირდაპირ.

Posted by: Tatra 22 May 2011, 22:08
მესაჭიროება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის,_კერძოდ ტრაქტორების შესახებ (სად იყიდება, როგორი ჯობია...), მაგრამ შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე...

იქნებ აქ იცოდეს ვინმემ, სად იყიდება მცირე ზომის ტრაქტორები და როგორი ჯობია? (ალბათ უფრო ბელორუსიის წარმოების იქნება იაფი და ხარისხიანი...)
ან სად შეიძლება გავიგო?...
* * *
ამის ალტერნატივა ხო არ ციცთ?
http://www.shali.ge/georgian/agro/agro.html

Posted by: bacavi 23 May 2011, 23:11
Tatra
მე ეს ტრაქტორი მომწონს,მარა კი ეღირება 15000$მდე,, sad.gif
http://tractors.ge/DF%20404.htm

Posted by: Did_Giorgi 24 May 2011, 23:04
iko-iko
QUOTE
მასე პამიდვრის ყიდვა ჯობია პირდაპირ.

biggrin.gif up.gif

Posted by: 1966 1 Jun 2011, 01:05
ხომ არ იცით რამდენად მომგებიანია ნიორის წარმოება საქართველოში?

Posted by: lashadzia 3 Jun 2011, 15:33
თხილის შესახებ ვინმემ რამე თუ იცით გამანათლეთ რა,
კერძოდ ნერგი რამდენი რამდენზე ჩავრგო, ერთად რამდენი ცალი
რამდენ ხანში მომცემს მოსავალს და საშუალოდ რამდენ თხილს იძლევა,
მოვლის პროცედურები, მარტო ძირები ვუკეთო თუ სხვლა წამლვა უნდა,
და რაც მთავარია, რომელი ჯიში მოვიკითხო, რომელ თხილზეა მოთხოვნა და რომელია მაღალმოსავლიანი?

ატამი და ვაშლატამა თუ ვინმეს გაინტერესებთ პროფი ვარ, დიდი პრაქტიკული გამოცდილებით

Posted by: agromisery 3 Jun 2011, 17:34
lashadzia
5X5 ზე უნდა იყოს ძირები სამი ძირი უნდა დარჩეს ორმოზე მესამე წლიდან იძლევა ნიშანს და 5 წელს მოსავალზე გადის სხვლა და ფორმირება აუცილებელია, წამვლას რაც შეეხება ძირითადად მავნებლების წინააღმდეგ არის საჭირო ოპერაციების ჩატარება იშვიათად ავადდება საქართველოს პირობებში ადრე გაზაფხულზე გასხვლის შემდე გუნდა დამუშავდეს მინერალური ზეთი + დიმეთოატი + რომელიმე აკარიციდი.

Posted by: lashadzia 3 Jun 2011, 17:57
agromisery
QUOTE
დიმეთოატი

ეს ინსექტიციდია თუ ფუნგიციდი?
მოსავალს რამდენს იძლევა ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Bourne 3 Jun 2011, 18:13
lashadzia

როდის შემოვა ატამი ხომ არ იცი?

შანსი არ არის სადმე რო ვიშოვო ეხა?

Posted by: lashadzia 3 Jun 2011, 18:28
Bourne
გუდვილშია ვაშლატამა, 10 გელა 1 კგ
გასულ შაბათკვირას ვიყავი სოფელში და ჩემი ვაშლატამა გარგლის ტოლა იყო,
ასე რომ ორ კვირაში შემოვა წვრილი წითელი ატამი, მერე წვრილი ვაშლატამა და მერე ის ვაშლატამები და ატმები, რასაც ნაღდად ატამი ქვია,
იტალიური ვაშლატამა და წითელი ზებრა ატამი
agromisery
კიდევ რა მაინტერესებს იცით, ნიადაგი მაქვს თიხიანი, გრუნტის წყლები მაღლაა, დრენაჟებით ვწკრიტავ ნაკვეთს, ხოდა თხილი იტანს ნესტიანს და მაგნაიტ რამეებს?
მანდაც ატამს დავრგავდი, მაგრამ ატამი ვერ იტანს მასეტ წყლიან ადგილებს

Posted by: vivus 6 Jun 2011, 00:03
რა ხილი იხარებს კარგად ზოოვეტ ინსტიტუტის ტერიტორიასტან, სად გავერკვე ამ საქმეში?

Posted by: agromisery 6 Jun 2011, 10:29
lashadzia
ინსექტიციდი ცნობილი ბი-58 და სხვა პრეპარატების მოქმედი საწყისი.
თხილის მოსავლიანობას რაც შეეხება 6-10 ტონაა საქართველოს რეალობაში ნორმალური მოვლის პირობებში მოსავალი გაცილებით მაღალია.
თიხნარი ტენიანი ნიადაგები თხილისთვის კარგია მაგრამ გრუნტის წყლებს ვერ ეგუება მაღლა და მწარდება ამიტომ ზეპირად რთულია რამის თქმა ისე შესაძლებელია ღრმა ტრანშეას ამოჭრა და წყლის მიმართულების შეცვლა შესაბამისად ნიადაგის გაკულტურება.

Posted by: anioo 11 Jun 2011, 15:49
Tu. Shegidzliat mitxrat romelia yvelaze advilad mosayvani kultura romelic bazarze mudmivad motxovnadia. Me sokos vpikrob, yvela sezonze motxovnadia

Posted by: lashadzia 12 Jun 2011, 19:14
anioo
ჯონჯოლია ადვილი, თვითონ მოდის, ტყეტყე შეაგროვებ, მარტო ამწნილე wink.gif
სოკოს სპეც პირობები უნდა, ფაქტიურად სათბურის ვარიანტი,

Posted by: anioo 13 Jun 2011, 01:27
Shen isic gecodineba romel tyeshia eg ambavi? biggrin.gif sxvatashoris ezoshi mkonda da sakmaod gemrieli iyo smile.gif soko yoveltvis motXovnadia, yvela sezonzea da mudmivi myidveli restorni ikneba

Posted by: lashadzia 13 Jun 2011, 02:24
anioo
სოკოს ბაზარი შევსებულია,
მე გირჩევდი რაიმე ხილის ბაღი გააკეთო, 1-ჰა-ზე 400 ძირი ხე მიდის,
მთავარი პრობლემაა სანამ ხეები გაიზრდება და ნაყოფს მოგცემს, მერე კი მაგარი რამეა,

Posted by: anioo 13 Jun 2011, 10:32
QUOTE (lashadzia @ 13 Jun 2011, 02:24 )
anioo
სოკოს ბაზარი შევსებულია,
მე გირჩევდი რაიმე ხილის ბაღი გააკეთო, 1-ჰა-ზე 400 ძირი ხე მიდის,
მთავარი პრობლემაა სანამ ხეები გაიზრდება და ნაყოფს მოგცემს, მერე კი მაგარი რამეა,

ხო უბრალოდ უფრო მეტ დროს მოითხოვს sad.gif

Posted by: Lady_Bird 14 Jun 2011, 16:58
vivus
მანდ ჩემს ახლობელს აქვს ნაკვეთი და კარალიოკი, ბროწეული, გარგარი და ალუბალი აქვს ძალიან კარგი. კომერციული მიზნებისთვის თუ გაინტერესებს მაშინ უფრო დეტალურად შეისწავლე ... ხო კიდევ გუდა ლეღვს რომ ეძახიან ეგენი აქვს..

Posted by: vefxvi 15 Jun 2011, 15:49
ჰოლანდიური ვაშლის შესახებ ინფორმაცია სად შეიძლება მოვიპოვო?

Posted by: beso964 21 Jun 2011, 16:36
ბალახის სათიბი აპარატი ბენზინზე ზურგზე მოსაკიდი რომ არის ვარგა ეგენი ვისაც გაქვთ გამომეხმიანეთ, ლილოში იყიდება 2 სახეობისა 200 ლარის ფარგლებში ვარგობს თუ არა მაინტერესებს ერთ თვეში გადასაგდები ხომ არ გახდება, იქნებ მირჩიოთ რამე ვინც ხმარობთ ამ სათიბებს.

Posted by: soxumski22 26 Jun 2011, 16:48
სოფლის მეურნეობა აძლიერებს საერტოდ ქვეყანას..........
* * *
ერთ-ერთი მტავარი მმაარსებელი წყაროააა ქვეყნის აგორძინებისვის


* * *
ეხლა ცოტა ბუნებრივმა მოვლენებმა დაგვაზარალა მაგრამ არაუშავს ავიტანთ ქარტველი ადამიანი გამოსავალს ყოველტვის პოულობს სიტუაციიდან!!
* * *
ეგ 200 ლარიანი ბალახის სატიბი ერთ ტვეში შეიდზლება არა მარა ორ თვეში გახდეს გადასაგდები ასე რო ჯობია მაგასტან შედარებიტ უკეტესი იყიდო!

* * *
თუმცა გამოდგომაზედაც არის შეიდზლება ძააან მაგრად იმუშაოს!!!
* * *
QUOTE (gio-papa @ 18 May 2011, 23:22 )
QUOTE
iko-iko

მაგდენ ჩალიჩს და ნაკელით დასვრას.. იყიდე ბიოსასუქი "ორგანიკა" 1 ლიტრა ღირს 6 ლარი

იყიდე კარგია მარა ყველაფერს ჯობია მაქსიმალური სიამოვნება მიმიმალური დანახარჯებით
* * *
QUOTE (1966 @ 1 Jun 2011, 01:05 )
ხომ არ იცით რამდენად მომგებიანია ნიორის წარმოება საქართველოში?

ნიორის წარმოება საკმაოდ მომგებიანია თუ თავის დროზე იყიდი ნიორს და გაყიდი:!!!
* * *
QUOTE (1966 @ 1 Jun 2011, 01:05 )
ხომ არ იცით რამდენად მომგებიანია ნიორის წარმოება საქართველოში?

გააჩნია თქვენ როგორ გინდათ რო დათესოტ მოიყვანოთ ტუ რო იყიდო და მერე გაყიდოთ ისევ პრინციპში ორივე საკმაოდ მომგებიანიააა!!

Posted by: MOGZAVNILI-2 30 Jun 2011, 17:32
გოგრა მომყავს და კითხვა მაქვს ერთი: ყოველ რამდენ მეტრში უნდა დაითესოს გოგრა? ჩემთან ყოველ ნახევარ მეტრშია და სხვებს როგორ აქვთ ხო არ იცით

Posted by: ASIA 2 Jul 2011, 00:08
arsebobs rusuli niori, mrgval tavebs iketebs, ishviatad wiloebs, aris advili mosakvani, arc shewamla unda da arc gansakutrebuli movla. Gemoc isetive aqvs. Visac nivris mokvana aqvs gadawkvetili, mosinjos cota mainc da tavad naxavs shedegs.

Posted by: veragi 2 Jul 2011, 10:28
http://www.google.com/webhp?client=aff-maxthon-newtab&channel=t2#hl=en&xhr=t&q=%D1%82%D0%B5%D0%B9%D0%BC%D1%83%D1%80%D0%B0%D0%B7+%D0%BA%D0%B0%D1%80%D1%87%D0%B0%D0%B2%D0%B0&cp=10&pq=teimuraz%20karchava&pf=p&sclient=psy&client=aff-maxthon-newtab&hs=Kg4&channel=t2&site=webhp&source=hp&aq=0L&aqi=&aql=&oq=%D1%82%D0%B5%D0%B9%D0%BC%D1%83%D1%80%D0%B0%D0%B7+%D0%BA&pbx=1&fp=1&biw=1440&bih=735&bav=on.2,or.r_gc.r_pw.&cad=b

Posted by: maia2011 5 Jul 2011, 11:47
მაინტერესებს, ვინმემ თუ იცის, სად იშოვება თხილის სარჩევი მანქანა? მგონი ზუგდიდში უნდა აკეთებდნენ, ზუსტად არ ვიცი

Posted by: iko-iko 5 Jul 2011, 11:58
MOGZAVNILI-2
QUOTE
გოგრა მომყავს და კითხვა მაქვს ერთი: ყოველ რამდენ მეტრში უნდა დაითესოს გოგრა? ჩემთან ყოველ ნახევარ მეტრშია და სხვებს როგორ აქვთ ხო არ იცით

მე როგორც ვიცი გოგრა საკმაოდ დიდ ფართობს იყენებს და სტანდარტული დათესვის სქემაა 1X1,5მ ან 1,5X2 ზოგჯერ 1X3 და რავიცი ათასნაირი სქემა არსებობს. დამოკიდებულია ჯიშზე, რაც უფრო დიდზე იშლება მით მეტი მანძილი უნდა იყოს მცენარეებს შორის.

Posted by: maia2011 8 Jul 2011, 17:32
მაქვს 2000 კვ.მ საყანე მიწა. როგორ ფიქრობთ, სიმინდის დათესვა ჯობია, ლობიოს თუ სხვა რამის?

Posted by: BENIAMINO 8 Jul 2011, 18:44
აგრონომის კონსულტაცია მჭირდება და ვინმე თუ იცით ან სად არიან რომ თანხა გადავუხადო და ამიხსნას ყველაფერი რასაც შევეკითხები

Posted by: geograp 11 Jul 2011, 14:51
ნივრის თესლის ყიდვა მინდა, რომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება?

Posted by: Enfexia 11 Jul 2011, 18:53
კომბოსტო ირგვება თუ ითესება?
-----------------------------------------

Posted by: Lady_Bird 11 Jul 2011, 20:47
Enfexia
ჯერ ითესება, ჩითილის გამოყვანის შემდეგ გადარგავ......... smile.gif

Posted by: lashadzia 22 Jul 2011, 00:48
beso964
QUOTE
ბალახის სათიბი აპარატი ბენზინზე ზურგზე მოსაკიდი რომ არის ვარგა ეგენი ვისაც გაქვთ გამომეხმიანეთ, ლილოში იყიდება 2 სახეობისა 200 ლარის ფარგლებში ვარგობს თუ არა მაინტერესებს ერთ თვეში გადასაგდები ხომ არ გახდება, იქნებ მირჩიოთ რამე ვინც ხმარობთ ამ სათიბებს.

საკმაოდ წვავს ბენზინს და ძალიან ხმაურიანია, ეგ რაღაცა ნაღდად ყრუს გამოგონილია,
მაქვს უკვე 2 წელია, უმარტივესია, არაფერი ისეთი არ აქვს რომ გაუფუჭდეს და ვერ გაუკეთო, ძუა მალე იხარჯება და ლილოში ზაპასი იყიდება, იქვეა რკინის სამფრთიანი დანებიც, თავიდან ორივე მოყვება,
ისე მაგით დიდ ფართობებს ვერ გათიბავ, ჰა, ჰა ხეებს ძირები შემოუთიბო და სახლთან ბალახი მოაშორო,
ხო, სიცხეში მალე ხურდება და უნდა დაასვენო,

Posted by: Amuza 25 Jul 2011, 21:24
მათვის, ვისაც აინტერესებს სოფლის მეურნეობა,ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და სურს ამ კუთხით საქმიანობის წარმართვა.

გთავაზობთ, ეკოლოგიურად სუფთა ქართული ჯიშის ხორბლების სათესლე მასალას: "დოლის პური","შავფხა" და "ლომთაგორა" ასევე ეკოლოგიურად სუფთა ნამჯა-თივას, მათ ვისაც გაქვთ ფერმები.ინფორმაციისთვის და დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ PM-ში.
ან დამირეკეთ 598-25-97-60 გიორგი


http://www.radikal.ru

Posted by: iko-iko 28 Jul 2011, 12:55
Amuza
საინტერესო შემოთავაზება გაქვს.

Posted by: anushka_anushka 29 Jul 2011, 17:43
დანნო და ძმანნო გეორგიანნო იბერიელნო გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ

Posted by: lashadzia 31 Jul 2011, 15:11
anushka_anushka
QUOTE
დანნო და ძმანნო გეორგიანნო იბერიელნო გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ

პოსტებს აგროვებ?

Posted by: Gora Mborgali 1 Sep 2011, 19:52
იონჯაზე წავიკითხე რაღაც ჩანაწერები და ხომ ვერ ამიხნით რას ნიშნავს "საფარქვეშ თესვა"?

Posted by: tornike-92 2 Sep 2011, 22:28
საზღვარგარეთ რო გაიტანო სოფლის მეურნეობის პროდუქტი საქართველოში რამდენი უნდა გადაიხადო საბაჟოზე?

Posted by: basti-bubuuu 3 Sep 2011, 13:10
გურჯაანში 1 ჰექტარი მიწა რამდენად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: lashadzia 27 Sep 2011, 23:59
tornike-92
არაფერს არ იხდი
basti-bubuuu
ადგილს გააჩნია, ცარიელი მიწა 2-10 ატასი ეროვნული

ისე მე მაქვს 4 ჰა, აი ვფიქრობ გავყიდო ტუ არა, ბიძაცემი ცემი მომიჯნეა იმასაც 4 ჰა აქვს, თუ რამეა 8 ჰა ერთიანი ადგილია 200მX400მ-ზე

ხალხო არავის მოსავალი არ გქონდათ? ერტი რტველს მოვრცე და მერე დავდებ სურათებს ცემი წლის მონაგარისა
ვაშლატამა, პამიდორი, ყურძენი

ხო, ამ სეზონზე ადგილებში 4 გველი მოვკალი, უფრო მეტი ვერა

Posted by: musha_boquladze 28 Sep 2011, 00:32
lashadzia
ხომ ვერ მეტყვით ლაგოდეხის რაიონში როგორი მიწებია და რისთვის არის ვარგისი? გვერზე ჩამოუდის პატარა მდინარე.
და კიდევ თუ იცით ზოგადად სასოფლო სამეორნეო მიწები არ იღობება ხომ? როგორ აქვთ გლეხებს?

Posted by: lashadzia 28 Sep 2011, 14:14
musha_boquladze
არა არ იღობება, საჭიროება არ არის,
ლაგოდეხის რაიონში კარგი მიწებია, ალაზანთან ახლოს ცოტა ნესტიანი, მოშორებით უფრო მშრალი,
თუ იქ აპირებთ ცხოვრებას ყველაფრის მოყვანას შეძლებტ, თუ თბილისიდან უნდა მოუაროთ მაშინ მე თხილს გირჩევდით, იქაურებმა მოვლაც იციან და მყიდველებმაც იციან რომ იქ თხილს მისდევს ხალხი, თან არ გაგიჭირდებათ, აქაც მიხედავთ თქვენს საქმეებს და იქაც მოასწრებთ

Posted by: xucishvili 29 Sep 2011, 19:02
Gora Mborgali
QUOTE
იონჯაზე წავიკითხე რაღაც ჩანაწერები და ხომ ვერ ამიხნით რას ნიშნავს "საფარქვეშ თესვა"?

მრავალწლიანი ბალახოვანი მცნეარეა რომელსაც თითქმის ყველაფერი ჭამს რაც ბალახით იკვებება მათ შორის თევზიც

Posted by: musha_boquladze 30 Sep 2011, 02:00
lashadzia
დიდი მადლიბა, თქვენ და იონჯა რომ დაითესოს რეალიზაცია პრობლემა არ არის?

საეროდ როგორ ხდება სოფლის მეურნეობის პროდუქტის გაყიდვა? დაუშვათ კახეთში მომყავს რამე პროდუქტი და მოიწია მოსავალი, მერე თვითონ დადიან კარდაკარ ბითუმად მოვაჭრეები თუ მე უნდა ჩამოვიტანო ბაზარში და გავყიდო?
* * *
lashadzia
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება, ამისათვის დიდი მადლობა.
კიდევ იცით რა მაინტერესებს? საკუთარი გამოცდილებიდან იქნებ მითხრათ, რა პერიოდებში და რამდენი ხნით იქნება საჭირო ადგილზე ყოფნა? დაუშვათ მოხვნის და თესვის დროს მიაქცევ კაცი ყურადღებას მაგრამ სხვა დროს? რამდენად ამართლებს დაქირავებული მუშახელი? ხომ არ ჩავარდება საქმე იმის გამო რომ შენ მუდმივად ვერ უწევ მეთვალყურეობას მიწას?
სახნავ სათესი თუ არ იღობება, საქონელი არ შედის?

Posted by: lashadzia 2 Oct 2011, 12:40
QUOTE
რა პერიოდებში და რამდენი ხნით იქნება საჭირო ადგილზე ყოფნა?

ძირიტადად გაზაფხული უნდა იყოთ, მაგალიტად რაიმე ოპერააცია გაქვტ ჩასატარებელი, იქ ხარტ და ელოდებიტ ამინდს, წვიმაში და ტალახში ვერაფერს ვერ აკეტებთ, შეიძლება წვიმების გამო ორი დღის საქმე ორი კვირიტ გაიწელოს, ძირიტადში ყოვიელ ორ კვირაში ერტხელ მაინც რაიმე პროცედურაა ცასატარებელი,
QUOTE
რამდენად ამართლებს დაქირავებული მუშახელი?

თუ იმხელა ნაკვეტი გაქვტ, რომ თვიტონ ვერ გაარტმევთ თავს მაშინ გჭირდებათ დაქირავებული მუშები, კარგი მუშა ჭირს, ყველას უნდა რომ კარგები წაიყვანოს, ნელნელა გამოხშირავთ და გეყოლებათ 2 თუ 3 კაცი, რომლებიც გაწყობტ, მოკლედ ახლა ცემთვის არ არის პრობლემა, ყველას ვიცნობ ჩემსკენ ვინ რისი მაქნისია,
ჩემი რცევა იქნება- ახლა ბალახის თიბვაზე და ბარვაზე ნებისმიერი მუშა წავა, მაგრამ ხილის ან ვენახის სხვლაზე აუცილებლად კვალიფიციური მუშა გჭირდებათ, მაგაზე დიდად არის დამოკიდებული მოსავლის რაოდენობა,
QUOTE
ხომ არ ჩავარდება საქმე იმის გამო რომ შენ მუდმივად ვერ უწევ მეთვალყურეობას მიწას?

მუდმივად იქ ყოფნა კარგია მაგრამ არც ეგ არის პრობლემა, თუკი დროის განაწილებას ისე შეძლებთ, რომ როდესაც საჭიროა იქ ყოფნა, მაინცდამაინც მაშინ არ დააკლდეთ იქაურობას, მე თბილისში ვცხოვრობ და ისე ვუვლი იქ მამულებს, თავიდან ჭირს რათქმაუნდა, მერე ჩემსავით ტრაქტორს თუ შეიძენთ პრობლემები გაგინახევრდებათ,
QUOTE
სახნავ სათესი თუ არ იღობება, საქონელი არ შედის?

არა, გურჯაანში მასე არ ხდება მამულში საქონელი რომ შეუშვას ვინმემ, მასეტ რამეზე მენახირე სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკავს, ტან საძოვრის ადგილები გამოყოფილია,
გადაბმულად მამულში ყოფნა მიწევს ხოლმე, როდესაც უკვე მოსავალია ასაღები, მაგ დროს ყველა საქმე უნდა გადადოთ, მაგალითად ვაშლატამის კრეფა რომ მეწყება რამის მთელი თვე იქ მიწევს ყოფნა, ყურძენი მაგ ამბავში უფრო ადვილია, ერთ-ორ დღეში სულ კრეფავ, ატამი, პამიდორი და მისთანები მთელი თვე იკრიფება ნელნელა

Posted by: ilia132 4 Oct 2011, 14:44
გამარჯობათ ფორუმელებო.ამის ბიზნესს არ ვაპირებ,უბრალოდ სახლისთვის მინდა.ამასწინათ ტელევიზიით ვნახე ბოცვრები გიგანტის ჯიშის, ფრანგული ცხვარი, პეპელა და ა.შ. რომლებიც მინიმუმ 5 კილო იზრდება მაქსიმუმ 8. თუ ვინმემ იცით სად შემიძლია მათი შეძენა და ზუსტი კორდინატები რომ მომაწოდოთ?

Posted by: rastafari 4 Oct 2011, 23:32
lashadzia
QUOTE
არა არ იღობება,

და რატომ, უფლება არ გაქვს, თუ უბრალოდ არ გჭირდება?

Posted by: lashadzia 4 Oct 2011, 23:43
rastafari
უფლება კი გაქვს მაგრამ საჭიროება არ არის, ტან ტრაქტორიტ რომ მუშაობ ნაკვეთში ღობე ხელს შეგიშლის

Posted by: s@h@a@k@o 10 Oct 2011, 19:25
გამარჯობატ ჩირის წარმოებაზე თი ვინმემ რამე იცით გამომეხმაურეთ გტხოვთ/კონსულტაცია მესაჭიროება.თემაც გავხსენი მაგრამ არავინ გამომეხმაურა

Posted by: donjuani 19 Oct 2011, 12:44
QUOTE
QUOTE
კარგი იქნება სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევა თუ იქნება საქართველოში, ანუ რა რისკებიც არის იმის დაზღვევა..
ბევრ ქვეყანაში იყენებენ უკვე და სტიმულია უფრო გლეხებისთვის



დღეს იყო ბიზნეს კურიერში, დაიწყეს უკვე.ერთ ჰექტარზე რაც ხარჯი გექნება იმის 5% იო.

5% ანაზღაურებას აზრი არ აქვს, უფრო წაგებაში იქნება გლეხი, მე ფული გადავიხადო დაზღვევაში და მერე მოსავალი არ მომივეიდეს და 100 ლარი რომ მაქვს დანახარჯი იქიდან 5 ლარი მომცენ სისულელეა, მაგას ჯობა არ დაეზღვიო და ის ასი ლარი იზარალო ვიდრე პლიუს დაზღვევის ხარჯი კიდევ , მე თუ მკითხავ 70-80 პროცენტი მაინც უნდა ანაზღაურდეს თუ 100 არა და რატო ავხსნათ, უმეტესად სოფლის ეურნეობა , თუ გლეხი არ ზარმაცობს ნომრლაურად ვითარდება, ანუ სარწყავი თუ არ დააკლდა და რამე და მოსავლის რეალიზების მერე მოგებაც რცჰება ხო გლეხს? დაზღვევაში გადახდილი თანხა კი უნაკლოდ რჩება დაზღვევას, იშვიათია მოსავლის არ მიღება, პროცენტულად ესეთიარამოსავლიანობის მცირე პროცენტის გათვალისწინებით, დაზღვევა მაინც მოგებული რჩება. რა ვიცი რა ვიცი, საქართველოში ყცვლა დაზღვევა მოგებას ცდილობს და საქმესაქმეზე რომ მიდის ფულის გადახდა მერე აღარ უნდათ, ეგ სისულელა smile.gif

Posted by: iloilo603 23 Oct 2011, 15:47
თუ ვინმეს იცნობთ ისეთს ვისაც დიდი რაოდენობით მწვანილი მოყავს სათბურში სასწრაფოთ მჭირდება შევიძინო დიდი რაოდენობით ხელსაყრელ ფასებში

წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: mishiko0003 23 Oct 2011, 16:05
ამიტომაც უნდა შეიქმნას საადგილ მამულო ბანკი რომელიც გლეხებს მისცემს გრძელვადიან უპროცენტო სესხს
ამასთან სახელმწიფომ უნდა მოახდინოს მეურნეობის დაზღვევა რათა კერძო სადაზღვევო კომპანია ყოველთვის საკუთარს გაითვალისწინებს და
ეცდება რომ ყოველთვის და ყველგან მშრალად გამოვიდეს

Posted by: iko-iko 23 Oct 2011, 20:18
ბირჟა არ აწყენდა ამ საქმეს რო დარეგულირდეს მოთხოვნა-მიწოდება ბაზარზე.

Posted by: lashadzia 26 Oct 2011, 17:16
iloilo603
ქუთაისიდან რომ გახვალ, გეგუთი კოპიტნარი და მაქეთ, ყველა სოფლის ყველა სახლში აქვთ სათბური, გაიარე და ნებისმიერს კითხე, აირჩიე ერთი სოფელი და რამდენიც გინდა შეგიგროვებენ, მე ასე მქონდა არჩეული სოფელი "საყოლია"
ჩავიდოდი შეკვეტას მივცემდი და მეძინა, საღამოს დავიტვირტებოდი და მოვდიოდი, ოღონდ არ ვიცი ახლა სათბურის მწვანილი თუ არის, მე მგონი ჯერ სეზონი არ არის

Posted by: iloilo603 26 Oct 2011, 22:11
lashadzia
დიდი მადლობა

ეხლაც მაგ საქმიანობას ეწევი?

Posted by: majorante 27 Oct 2011, 21:58
ვინმე კარგ ამპილოგრაფს ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: დავი 4 Nov 2011, 14:37
როგორ ვებრძოლო ახლად ამოსულ ბალახს? რით შევწამლო რომ ჩაიწვას და დამუშავება შევძლო?

Posted by: iko-iko 4 Nov 2011, 17:11
დავი
ჰერბიციდი უნდა დაასხა. ნებისმიერ მცენარეთა დაცვის საშუალებების მარაზიაში იკითხე, ნოკდაუნს ან მაგისთანა რამეს მოგცემენ. მოასხურებ და ბალახიც გახმება.

Posted by: დავი 4 Nov 2011, 17:39
iko-iko
QUOTE
ჰერბიციდი უნდა დაასხა. ნებისმიერ მცენარეთა დაცვის საშუალებების მარაზიაში იკითხე, ნოკდაუნს ან მაგისთანა რამეს მოგცემენ. მოასხურებ და ბალახიც გახმება.


გაიხარე, დიდი მადლობა, რამდენ ხანში შევძლებ მაგით შეწამლის მერე მიწის დამუშავებას? ანუ რამდენ ხანში გახმება ბალახი?

Posted by: iko-iko 5 Nov 2011, 08:22
მაგდენი აღარ ვიცი, მაგას მაღზიაში გეტყვიან თვითონ. ეგ ჰერბიციდები სხვადასხვა მოქმედებისაა, ზოგი მარტო ვეგეტაციაში მოქმედებს ბალახზე და ნაკლებ შხამიანია, ზოგი კი მარტო დაასხი. ოღონდ კულტურების მიხედვითაა, გააჩნია რის დათესვას აპირებ

Posted by: დავი 5 Nov 2011, 15:06
iko-iko

QUOTE
მაგდენი აღარ ვიცი, მაგას მაღზიაში გეტყვიან თვითონ. ეგ ჰერბიციდები სხვადასხვა მოქმედებისაა, ზოგი მარტო ვეგეტაციაში მოქმედებს ბალახზე და ნაკლებ შხამიანია, ზოგი კი მარტო დაასხი. ოღონდ კულტურების მიხედვითაა, გააჩნია რის დათესვას აპირებ


გასაგებია დიდი მადლობა, ხვალ გავალ და ვიკითხავ, ნივრის დათესვას ვაპირებ (დამიგვიანდა ცოტა sad.gif )

Posted by: lasha123456 6 Nov 2011, 18:06
ხო არ იცით რა ღირს ძროხის ელექტო საწველი აპარატი და სად შეიძლება მისი შეძენა ?
ან რამე სხვა მაგალიტად მექანიკური აპარატი თუ არსებობს?

დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: lashadzia 8 Nov 2011, 22:16
ეს ჩემი მოყვანილი პამიდორია, წლევანდელი, სეზონი 2011, სიმწვანეში გადავიღე, რომ დამწიფდა მერე გადასაღებად აღარ მეცალა
http://pix.ge/
* * *
ესეც ჩემო ვაშლატამა
nectarin
http://pix.ge/
* * *
ესეც წლევანდელი რქაწითელი
http://pix.ge/


Posted by: dato datuna 15 Nov 2011, 15:42
სიმართლე გითხრა მე არ გამიგია ქიმიური შენაერთებისგან დამზადებული ნივთიერება იქნება ...

Posted by: taliko 16 Nov 2011, 10:58
აჭარაში ხალხი ცუდ დღეშია მანდარინი გაფუჭდააა. გატანაზე სახელმწიფო ხელს უწყობდა მარა რა უნდა გაიტანონ.

Posted by: Sulia 4 Dec 2011, 23:58
ნაადრევათ მოსულმა თოვლმა გორის რაიონებში გლეხები საკმაოდ დაზარალა მოსახლეობა არ ელოდებოდა ტოვლის მოსვლას და 100% კომბოსტოს მოსავალი გარეთ დარჩათ, თოვლს ყინვები მოჰყვა და ტოვლიანი კომბოსტო ახლა უარეს დგეში ჩავარდა. როცა კომოსტოს მოსავლის დაბინავება წესით 1 თვის მორცენილი უნდა იყოს ახლაც მინდვრებშია ტოვლის საფარის ქვეშ, მოსახლეობა არ ეპუება ამას რადგან სხვა გზა არ აქვთ და ცდილობენ გაყინული კომბოსტო როგორმე სახლებში მიტანონ. კომოსტოსტან ერთად სხვა ბოსტნეულიც აღმოჩდა თოვლის ქვეშ, მაგალითად სიმინდი. http://radikal.ru/F/s017.radikal.ru/i409/1112/98/920f8d395a29.jpg.html http://www.radikal.ru

Posted by: davita74 6 Dec 2011, 11:21
დავი
რაც შეეხება სარეველებთან ბრძოლას გაზაფხულიდან უნდა დაიწყო, ეხლა რა ჰერბიციდიც არ უნდა დაასხა აზრი არა აქვს ტყუილად გადაყრი ფულს, გაზაფხულზე როდესაც ტემპერატურა 12-15 გრადუსზე ავა და როცა სარეველა ამოვა მაშინ უნდა დაიწყო მასთან ბრძოლა იყიდება ტოტალური ჰერბიციდი " რუმბო" ქვია უნდა მოასხა მთელ ტერიტორიაზე და მოსპობს ყველაფერს, გაითვალისწინე რომ ჰერბიციდი ანადგურებს ყველა მცენარეს მასზე ზემოდან დასხურებით და არა ნიადაგის შეწამვლით. სარეველაზე დასხმის შემდეგ იგი ფესვიანად ახმობს მას და ამ ტერიტორიის დამუშავება და უკვე მასზე რაიმეს დარგვა და დათესვა შეიძლება ჰერბიციდის გამოყენებიდან 15 --20 დღის შემდეგ, თან გაითვალისწინე რომ რაც უფრო მზიან და თბილ ამინდში დაასხავ უფრო ეფექტურად იმოქმედებს

Posted by: sany871 6 Dec 2011, 21:31
გამარჯობა, ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია effective microorganism-ზე. თუ შეგიძლიათ რომ აგვიხსნად მოკლედ. ნუ ბაქტერიები რომ არის და ნიადაგის ფლორას აკონტროლებს ვიცი მაგრამ კიდე რა შეუძლია და საჭიროა თუ არა მასთან ერთად რაიმე სხვა სასუქების შეტანა

Posted by: lashadzia 7 Dec 2011, 00:45
QUOTE
მოსახლეობა არ ელოდებოდა ტოვლის მოსვლას

აბა რას ელოდებოდნენ?

Posted by: დავი 7 Dec 2011, 04:14
davita74
QUOTE
რაც შეეხება სარეველებთან ბრძოლას გაზაფხულიდან უნდა დაიწყო, ეხლა რა ჰერბიციდიც არ უნდა დაასხა აზრი არა აქვს ტყუილად გადაყრი ფულს, გაზაფხულზე როდესაც ტემპერატურა 12-15 გრადუსზე ავა და როცა სარეველა ამოვა მაშინ უნდა დაიწყო მასთან ბრძოლა იყიდება ტოტალური ჰერბიციდი " რუმბო" ქვია უნდა მოასხა მთელ ტერიტორიაზე და მოსპობს ყველაფერს, გაითვალისწინე რომ ჰერბიციდი ანადგურებს ყველა მცენარეს მასზე ზემოდან დასხურებით და არა ნიადაგის შეწამვლით. სარეველაზე დასხმის შემდეგ იგი ფესვიანად ახმობს მას და ამ ტერიტორიის დამუშავება და უკვე მასზე რაიმეს დარგვა და დათესვა შეიძლება ჰერბიციდის გამოყენებიდან 15 --20 დღის შემდეგ, თან გაითვალისწინე რომ რაც უფრო მზიან და თბილ ამინდში დაასხავ უფრო ეფექტურად იმოქმედებს


დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ

Posted by: Sulia 7 Dec 2011, 14:37
QUOTE (lashadzia @ 7 Dec 2011, 00:45 )
QUOTE
მოსახლეობა არ ელოდებოდა ტოვლის მოსვლას

აბა რას ელოდებოდნენ?

კარგ ამინდებს....

Posted by: aleqsinio 8 Dec 2011, 00:16
როგორ ფიქრობთ სოფლის მეურნეობას რამე ეშველება ?

Posted by: GeoRuBusiness 10 Dec 2011, 16:50
საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭო

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, გენადი ონიშენკომ გამოთქვა სურვილი, ჩამოვიდეს საქართველოში ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, რათა ადგილზე გაეცნონ რუსეთის მიერ ემბარგო დადებული პროდუქციის ხარისხს.

http://georu.info/

Posted by: Ni-L 14 Dec 2011, 12:31
davita74
ძალიან გთხოვ თუ შეგიძლია რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობაში გამარკვიე smile.gif მზრალი ნიადაგი რას ნიშნავს?
ნიადაგის დაძაბვა?
მადლობა წინასწარsmile.gif

Posted by: mixringula 17 Dec 2011, 14:10
ფერმერთა ასოციაციის ვებ გვერდი ხუარ იცით ?

Posted by: mixringula 18 Dec 2011, 17:07
იონჯის ფასი დაწერეთ რა თუ იცით ვინმემ

Posted by: davita74 5 Jan 2012, 01:04
Ni-L
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93_%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
* * *
Ni-L
აი დაძაბვის რა მოგახსენო????? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეგ ნაღდად არ ვიცი

* * *
მიწა მინდა ვიქირაო და ვინმეს ხომ არ გაქვთ და ხომ არ აქირავებთ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას 5000 კვადრატულიდან 5 ჰექტრამდე???? თუ ვინმეს გაქვთ გთხოვთ პირადში დამიტოვოთ თქვენი კოორდინატები ლილოში, ფონიჭალაში, ნატახტარში ან სადმე ახლოს თბილისის შემოგარენში

Posted by: makusi_mako 8 Jan 2012, 12:20
გამარჯობათ.
ვინმემ, ხომ არ იცით მეხილეობის კარგი სპეციალისტი ან ორგანიზაცია, რომელიც კარგად ერკვევა თანამედროვე პალმეტურ, ინტენსიურ ბაღებში და შეუძლია კონსულტაციები ამ მიმართულებით?

Posted by: lashadzia 11 Jan 2012, 10:45
makusi_mako
გურჯაანის რაიონში სოფ ჩუმლაყში, იკითხე ბაჩუკა იგივე კაცი ასწავლის მენერგეობა მენამყენეობას კაჭრეთის პროფში. პალმეტური ჩემსავით არც იმას ეცოდინება რა არის

Posted by: lashadzia 26 Jan 2012, 14:53
სანერგე მეურნეობების მისამართები ხომ არ იცით? ჰექტარი მაქვს დაპლანტაჟებული და რამე ხილი მინდა დავრგო, ჯერ ვერ გადავწყვიტე რა იქნება, ალბათ რასაც ვიშოვი კარგ ჯიშს

Posted by: skorzeni 27 Jan 2012, 12:35
კარგი იქნება სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევა თუ იქნება საქართველოში, ანუ რა რისკებიც არის იმის დაზღვევა

Posted by: mirian77 27 Jan 2012, 22:24
ჭარხალი,სტაფილოზე ხო არ იცით რამე,როდის ითესება რამდენი მოდის ჰექტარზე,როდის იღება მოსავალი,რამდენად ძნელი მოსაყვანია, წინსწარ დიდი მადლობა......

Posted by: kaplia 30 Jan 2012, 12:16
მე ვფიქრობ სათბურები ( რაიმე კულტურით) უფრო მომგებიანია და მარტივი. თქვენ როგორ ფიქრობთ?
მომგებიანია თან საკმაოდ

Posted by: mirian77 30 Jan 2012, 20:13
ნატახტართან სათბურების მშენებლობის ბუმია,ალბათ უფრო მომგებიანია თავისთავად..........

Posted by: koalakoala 31 Jan 2012, 21:58
ძალიან კარგია,რომ სოფლის მეურნეობას დიდი ყურადღება ექცევა ამ ბოლო დროს!

Posted by: mavina 1 Feb 2012, 17:25
QUOTE
რა მაინტერესებს თუ არის საქართველოში იმ დონის სათბურები რო თვეში 50+ ტონა პამიდორი მოყავდეს?

არა მგონია იმიტო რო ბაზარზე ძალიან ჭირს ქართული პროდუქტი

Posted by: lashadzia 2 Feb 2012, 01:04
QUOTE
სათბურების მშენებლობის ბუმია,ალბათ უფრო მომგებიანია თავისთავად..........

ძვირი ჯდება სათბურის გაკეთება, უკვე ფულიანი უნდა იყო მაგ საქმეს, როგორც ბიზნესს რომ ხელი მოკიდო

Posted by: mavina 2 Feb 2012, 11:22
QUOTE
კარგი იქნება სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევა თუ იქნება საქართველოში, ანუ რა რისკებიც არის იმის დაზღვევა.. smile.gif ბევრ ქვეყანაში იყენებენ უკვე და სტიმულია უფრო გლეხებისთვის smile.gif

ძაან დიდი რისკია სადაზღვეოსათვის

Posted by: androssaxli 2 Feb 2012, 12:01
დაზღვევებიც ხო არის უკვე, მე როგორც ვიცი ალდაგი აზღვევს ბუნებრივი რისკებისგან

Posted by: Ni-L 2 Feb 2012, 16:58
androssaxli
ალდაგი აზღვევს ნამდვილად ვიცი პროსტა უძვირესი ღირსsmile.gif

Posted by: mavina 3 Feb 2012, 11:51
თუ იცით ვინმემ ბროკოლი მოპყავთ საქართველოში?

Posted by: heona77 3 Feb 2012, 17:36
QUOTE
კარგი იქნება სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევა თუ იქნება საქართველოში, ანუ რა რისკებიც არის იმის დაზღვევა

სოფლის მეურნეობის დაზღვევა,შესაძლებელია როგორც ვიცი,კარგად გაიკითხე,მე ვიცი,რომ ეს სესაზლებელია.

Posted by: mavina 4 Feb 2012, 11:57
ხომ არ იცით ღვინიდ ქარხანაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას რომელიმე სახემწიფო უწყებიდან ნებართვა სჭირდება?

Posted by: lashadzia 4 Feb 2012, 12:41
QUOTE
სოფლის მეურნეობის დაზღვევა

აბსოლუტურად უსარგებლო პროდუქტია, ყოველ შემთხვევაში იმ სახით რა სახიტაც აქ არსებობს,
საერთოდ სოფლის მეურნეობაში დაზღვევა ცოტა არ იყოს და გაუგებარი რამ არის, საჭიროც არ არის, თუ სტიქიური უბედურება დაგაზარალებს, მაშინ სახელმწიფო უნდა გეხმარებოდეს, რად მინდა დაზღვევა, თუ წყალდიდობაა და ნათესი გამიუბედურა სახელმწიფომ უნდა დამეხმაროს, აბა მაშ გადასახადებს რისთვის ვიხდი?

Posted by: heona77 4 Feb 2012, 15:10
QUOTE
სახელმწიფომ უნდა დამეხმაროს

როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციაა სახელმწიფო რამდენ ადამიანს უნდა დაეხმაროს???სტიქიური უბედურება გაუთვალისწინებელი რამაა და სახელმწიფო ყველას ვერ გასწვდება,მასეთი რამეებისგან არავინ არაა დაზღვეული.

Posted by: MitroxinA 4 Feb 2012, 20:29
heona77
QUOTE
სახელმწიფო ყველას ვერ გასწვდება,მასეთი რამეებისგან არავინ არაა დაზღვეული.


უნდა დაეხმაროს... ეხმარება კიდეც... ხანდახან

მახსოვს კახეთში სეტყვა იყო და მგონი რაღაცით დაეხმარნენ

Posted by: heona77 4 Feb 2012, 20:38
QUOTE
მახსოვს კახეთში სეტყვა იყო და მგონი რაღაცით დაეხმარნენ

კი დაეხმარნენ,მაგრამ მე ის ვიგულისხმე რომ სტიქიური უბედურება მთავრობას და სახელმწიფოს არ უნდა დავაბრალოთ მეთქიიიი!!!

Posted by: lashadzia 5 Feb 2012, 01:36
heona77
QUOTE
როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციაა სახელმწიფო რამდენ ადამიანს უნდა დაეხმაროს???სტიქიური უბედურება გაუთვალისწინებელი რამაა და სახელმწიფო ყველას ვერ გასწვდება,მასეთი რამეებისგან არავინ არაა დაზღვეული.

ზუსტადაც ფორსმაჟორულში უნდა დაეხმაროს, რამდენს და რამდენიც დაზარალდება, რას ქვია ყველას ვერ გასწვდება? თავის საახლობლოს დაეხმაროს მარტო თუ როგორ?
QUOTE
კი დაეხმარნენ,მაგრამ მე ის ვიგულისხმე რომ სტიქიური უბედურება მთავრობას და სახელმწიფოს არ უნდა დავაბრალოთ მეთქიიიი!!!

ხოდა ნუ აბრალებ, რატომ გინდა სახელმწიფოს რომ დააბრალო?
თუ ფიქრობ რომ რაც სახელმწიფოს ბრალი არ არის პასუხიც არ უნდა აგოს?
მე სწორედ მაგიტომ ვიხდი გადასახადებს, თან არც ისე ცოტას, რომ ასეთ შემთხვევებში მე ვიქნები თუ სხვა, დახმარება აღმოუჩინონ.
მე თუ მიუხედავად დიდი შრომისა და ხარჯისა, დაუძლეველი ძალის გამო მოსავალი ვერ მივიღე, მშიერი არ უნდა დამტოვო და უნდა დამეხმარო, რომ შემდეგშიც გავაგრძელო საქმიანობა, ეს არის სახელმწიფოს ვალი და არა პრადოთი კატაობა

Posted by: heona77 7 Feb 2012, 14:42
QUOTE
ხოდა ნუ აბრალებ, რატომ გინდა სახელმწიფოს რომ დააბრალო?

მეც მანდა ვარ მე აქეთ მოგიწოდებთ,რომ სახელმწიფოს ბრალი არაა სტიქიური უბედურება და ჩვენი მთავრობა ეხმარება კიდეც შეძლებისგვარად ხალხს....უბრალოდ ხალხს ძალიან უყვარს მთავრობაზე ხელის შეხოცვა,მაშ ეგრე ჩვენ ჯვარი გვეწეროს და იაპონიის მთავრობა როგორ ფიქრობ კარ და კარის პრინციპით ყველას დაეხმარებოდა??უმადური ყველგან მოიძებნება აქაც და მთელს მსოფლიოში.

Posted by: koalakoala 7 Feb 2012, 21:24
როცა კი საშინელი სტიქია ყოფილა ყოველთვის ეხმარება სახელმწიფო დაზარალებულებს.ბიუჯეტი როგორც გასწავდება ხარჯებს რა თქმა უნდა იმის მიხედვით...არასოდეს მიუტოვებიათ ისე !

Posted by: mavina 8 Feb 2012, 12:59
QUOTE
როცა კი საშინელი სტიქია ყოფილა ყოველთვის ეხმარება სახელმწიფო დაზარალებულებს.ბიუჯეტი როგორც გასწავდება ხარჯებს რა თქმა უნდა იმის მიხედვით...არასოდეს მიუტოვებიათ ისე !

კი მაგრამ ხალხი მაინც არ არის კმაყოფილი, ერთხელ მახსოვს ქალი ამბობდა ახალ ნაყიდი კომპიუტერი და სარეცხი მანქანა მქონდა და ამინაზღაურონო, მაშინ როცა ზოგიერთებს მთელი წლის სარჩო წაართვა სტიქიამ
* * *
საქართველოში სათბურებში კიტრი მოყავთ და თU მოყავთ სად იყიდება ხო არ იცით?

Posted by: lashadzia 16 Feb 2012, 13:33
სანერგე მეურნეობები თუ გაიგოთ ვინმემ დაწერეთ, მოვიდა გაზაფხული

Posted by: dewid 16 Feb 2012, 23:15
ლობიოს მოყვანასთან დაკავშირებით მაინტერესებს რაღაც რაღაცეები თემაც გავხსენი, მაგრამ ჯერ არავინ შემოდის და იქნებ დამეხმაროთ?

Posted by: pirveli1 19 Feb 2012, 12:29
სასოფლო სამეუნეო დანიშნულების გრანტებზე არის თემა გახსნილი? ვერ ვნახე....

Posted by: mavina 19 Feb 2012, 13:59
[quote]კარგი იქნება სოფლის მეურნეობის საქმიანობის დაზღვევა თუ იქნება საქარართველოში


ძალიან დიდი რისკია საქართველოში მასეთი სახის დაზღვევა, რადგან სოფლის მეურნეობა არ არის მაგ დონეზე განვითარებული, ანუ არ არსებობს მცირე გამონაკლისის გარდა დიდი ფერმერული მეურნეობები

Posted by: rusiashvili 20 Feb 2012, 13:44
მაინტერესებს ჩინური ტრაქტორები სად იყიდება თბილისში, იქნებ საიტებიც იცოდეთ ვინმემ

Posted by: pirveli1 21 Feb 2012, 13:00
სასათბურე მეურნეობების გრანტებზე გსმენიათ ვინმეს რამე????/?

* * *
მაქვს მიწა და 2000 კვ. კონსტრუქცია უჟანგავი ფოლადის, ვიწყებ ამ კონსტრუქციის აწყობას და თან გრანტიც ეგებ დამეხმაროს რო კარგი მეურნეობა გამოვიდეს, თუ ვინმემ რამე იცის სასათბურე გრანტების შესახებ არ დაიზაროთ რა....

Posted by: dzleviskedeli 22 Feb 2012, 13:33
rusiashvili
QUOTE
აინტერესებს ჩინური ტრაქტორები სად იყიდება თბილისში, იქნებ საიტებიც იცოდეთ ვინმემ



http://tractors.ge/index.php

Posted by: pirveli1 25 Feb 2012, 19:16
სასათბურე მეურნეობების გრანტებზე გსმენიათ ვინმეს რამე????/?

* * *
მაქვს მიწა და 2000 კვ. კონსტრუქცია უჟანგავი ფოლადის, ვიწყებ ამ კონსტრუქციის აწყობას და თან გრანტიც ეგებ დამეხმაროს რო კარგი მეურნეობა გამოვიდეს, თუ ვინმემ რამე იცის სასათბურე გრანტების შესახებ არ დაიზაროთ რა....

Posted by: chernobill 3 Mar 2012, 13:30
ბიზნეს გეგმას ვწერ სასათბურე მეურნეობაზე, ძირითადად პომიდორზე და ხო არ იცით სად ვნახო ჩვენი წარმოების მოცულობა, ექსპორტი კი ვიპოვე სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე...

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 14:24
mavina
ჰოდა ეგაა ცუდი რომ რასაც უნაზღაურებენ იმითიც არ არიან კმაყოფილები,ჩვენ საერთოდ მასე ვართ,უფრო მეტი და მეტი გვინდა...ბოდიში ეხლა ნემსით დაწყებული ყველაფერს ვერ აუნაზღაურებს სახელმწიფო და სხვა ბევრ ოჯახს მშიერს ვერ დატოვებს მასეთების გამო...

Posted by: lashadzia 8 Mar 2012, 15:01
koalakoala
მაგალითად ვის რა აუნაზრაურეს?
QUOTE
რასაც უნაზღაურებენ იმითიც არ არიან კმაყოფილები,ჩვენ საერთოდ მასე ვართ,უფრო მეტი და მეტი გვინდა.

ის უნდა აუნაზღაურო რაც ეკუთვნის, ნუ თქვენ თუ მასე ხართ რომ უფრო მეტი გინდათ, ფერმერები მასე ნაღდად არ ვართ

Posted by: koalakoala 8 Mar 2012, 21:50
lashadzia
ზოგადად სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ვგულისხმობ.ჩემთვის პირადად არავის არაფერი არ აუნაზღაურებია.ღვთის წყალობით არ გავმხდარვარ სტიქიური უბედურების მსხვერპლი... სწორედ ეგ ვიგულისხმე რაც ეკუთვნით ის უნდა აუნაზგაუროსთქო და არა ისეთი რაღაცეები რაც ზემოთ იყო ნახსენები!

Posted by: mavina 12 Mar 2012, 15:26
QUOTE
ფერმერები მასე

რომელი ფერმერები? სად არიან საქართველოში ფერმერები?

Posted by: lashadzia 13 Mar 2012, 13:36
mavina
QUOTE
რომელი ფერმერები? სად არიან საქართველოში ფერმერები?

მე ვარ, აქ ვარ.
საკმაოდ ვართ

Posted by: ts100 25 Mar 2012, 12:45
ძალიან პატარა ფერმის გაკეთება მინდა(დიდი ფინანსების არ ქონის გამო), გამოცდილ ფერმერებს მინდა ვკითხო: რას მირჩევთ? მინიმუმ რამდენი ძროხით შეიძლება დავიწყო და საერთოდ უხეშად რომ ვთქვათ რა თანხა დამჭირდება? დამაკვალიანეთsad.gif

წინასწარ გიხდით მადლობას!

Posted by: Gorec 29 Mar 2012, 11:21
http://www.facebook.com/Wines.of.Georgia
ეს დაალაიქეთ თუ არ შეწუხდებით smile.gif

Posted by: toni9 29 Mar 2012, 12:40
http://www.bpi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=2816%3A2012-03-29-06-06-19&catid=939%3A2011-11-06-17-42-27&lang=ka საქართველოში იაპონურ მანდარინს მოიყვანენ

Posted by: lashadzia 1 Apr 2012, 13:42
ts100
დაიწყე ბოჩოლების გაზრდით, რამდენ ბოჩოლასაც შეწვდები იმდენი იყიდე და წონას რომ აკრეფავენ მერე გაყიდე, ისე ფერმის ერტერთი მთავარი პრობლემაა ნაკელის გატანა, რაც ფაქტიურად ყოველდღიური და საკმაოდ შრომატევადია, ეგ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო,

Posted by: amadeus 30 Apr 2012, 17:38
12 მაისს, გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე
user posted image
12 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით წელს უკვე მესამედ გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
საუკეთესო ოჯახური ღვინოები ღვინის კლუბმა სპეციალურად შეარჩია დეგუსტაციის წესით. მსხვილი კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახები ფესტივალზე ცნობილი და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ. რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ციცქა, ცოლიკოური, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, კრახუნა, ალექსანდრეული, ჩხავერი, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ალადასტური, ოცხანური საფერე, ძელშავი, მუჯურეთული, ოჯალეში, კუნძა, გრძელმტევანა, ჭუმუტა, ჩიტისკვერცხა - ამ და სხვა მრავალი დასახელების ახალ ღვინოებს ერთად სხვაგან ვერსად ნახავთ.
ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით, ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტსა თუ ღვინის სპეციალისტს. მას შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მაისის ყოველ მეორე შაბათს ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართებოდა.
ჯიშური მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის სიუხვით იქნება გამორჩეული. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა იქნება ჭურის მოხდა და ჭაშნიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში.
თბილისის მერიის გარდა ახალი ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გაზეთი „24 საათი“, ტელეკომპანია "რუსთავი 2", vinoge.com, რადიო "უცნობი" და ღვინის ისტორიის ფონდი.

Posted by: gilani676 1 May 2012, 12:35
30 ლარიანი მიწის ვაუჩერების განაღდება არავინ იცით სად შეილება?

Posted by: tsotne 1 May 2012, 21:30
ეგ რამდენადაც მახსოვს ივლისში მოხდება განაღდება. მანამდე შენახვა მოგიწევს

Posted by: gilani676 1 May 2012, 21:35
გასაგებია, მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: tsotne 1 May 2012, 21:53
რაღაც არ აქტიურობს აქ ხალხი. . .

Posted by: ushuaia 11 May 2012, 14:59
ხალხნო შაბიაბანი მაინტერესებს ხომ არ იცით ვინმე ყიდდეს იაფად...???????

Posted by: mercedesML 13 May 2012, 22:21
იქნებ ვინმემ იცოდეს ფირმები საქართველოში ან უცხოური სადაც შეიძლება ნახვა გასაყინი მაცივრის,პროდუქცია რომელიც გაყინული სახით მიეწოდოს მომხამრებელს ან ექსპორტი და მაინტერესებს რომელი ფირმები აწარმოებენ ან საიტის მისამართები.კენკროვან კულტურაზე ძირითადად

Posted by: davita74 15 May 2012, 01:58
mercedesML
QUOTE
კენკროვან კულტურაზე ძირითადად


კენკროვანი კულტურებიდან კერძოდ რომელს გულისხმობ თუ საიდუმლო არ არის? მე მაქვს შეხება კენკროვან კულტურებთან და იმიტომ გეკითხები

Posted by: lashadzia 17 May 2012, 11:49
მოკლედ ხანზარმა გამიფუჭა ვაშლატამის ბაღი, ფაქტიურად ნახევარი მსხმოიარე ხეებიდან, რაც გადარჩა მაგრად მიიწევს წინ, წარღვნა-სეტყვებს გადავრჩი, ნახეთ სურათზე პატარა ხეებსაც კი რა სხმა აქვტ, გუშინ გადაღებული სურატებია, ხოდა თუ მივაღწიე ფინალამდე სტიქიური უბედურებების გარეშე, აქაურებმა მოვაწყოთ ვაშლატამა ფართი, საუკეტესო გემოვნური თვისებებისა და გარეგნული სილამაზის ვაშლატამა ჩემზეა,
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: dzleviskedeli 17 May 2012, 17:29
lashadzia

ბარაქა ბარაქააა!!!!! smile.gif

რამხელა ფართზე გაქ?

რამდენ წლიანი ნერგებია?

Posted by: lashadzia 17 May 2012, 22:37
dzleviskedeli
მადლობა
სამი ჰექტარზე ცოტა მეტი მაქვს. აქედან 270 ძირი ოთხწლიანია და მოსავალს, მარტალია არასრულს გაისად მომცემს, დამეწვა სადღაც 600 ძირი, თითქმის ჰექტარნახევარი, სურათზე 6 წლიანი ხეებია,

Posted by: 2110 22 May 2012, 19:17
ბარაქაsmile.gif რა ლამაზად არის ხეები დახუნძლულიsmile.gif
ეზოში სარეველას მოსპობა მინდა და სად უნდა ვიყიდო ჰერბიციდები და რა ღირს დაახლოვებით ხომ ვერ მეტყვით

Posted by: Etrange 28 May 2012, 13:54
აქ ვინმემ ხომ არ იცით საქართველოში თუ მუშაობს ვინმე სასუქებისა და სხვა წამლების ექსპორტ-იმპორტზე?

კერძო პირები ან ფირმა
ძალიან მჭირდება

Posted by: gilani676 1 Jun 2012, 13:46
სახნავ მიწებზე დარიგებული 30 ლარიანი ვაუჩერის განაღდება სად ხდება არ იცით ბანკში თუ სად? თუ იცის ვინმე დაწეროს რა smile.gif

Posted by: lashadzia 5 Jun 2012, 21:36
Etrange
QUOTE
აქ ვინმემ ხომ არ იცით საქართველოში თუ მუშაობს ვინმე სასუქებისა და სხვა წამლების ექსპორტ-იმპორტზე?

აგროსფერო-მუშაობს ფრანგულ დიუპონტთან და გერმანულ ბაიერთან ოფიციალური შემომტანები არიან
ბორან-სოფქიმია თურქულ საფა-ტარიმთან
ასევე მუშაობენ იტალიურ მანიკასთან(ბორდოს ნარევი იტალიური მაგარია )

Posted by: giorazmadze 9 Jun 2012, 21:41
lashadzia
QUOTE
აგროსფერო-მუშაობს ფრანგულ დიუპონტთან და გერმანულ ბაიერთან ოფიციალური შემომტანები არიან
ბორან-სოფქიმია თურქულ საფა-ტარიმთან
ასევე მუშაობენ იტალიურ მანიკასთან(ბორდოს ნარევი იტალიური მაგარია )


კოორდინატები ხომ არ გაკ???

Posted by: Did_Giorgi 10 Jun 2012, 13:10
lashadzia
ბარაქა ბარაქა

ხანძარი ცუდია, რანაირად გაჩნდა? ჯერ ისე არ ცხელა და ბალახიც არაა გამხმარიმგონი
თუ შარშან დაიწვა??
* * *
2110
QUOTE
ეზოში სარეველას მოსპობა მინდა და სად უნდა ვიყიდო ჰერბიციდები და რა ღირს დაახლოვებით ხომ ვერ მეტყვით

ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება, სადაც სასუქებია
თბილისში სამთო ქიმიასთან, რეგიონებში თუ გინდა, გზებზევეა ბევრი.

ეზოში დასასხმელად ყველაზე იაფი გამოგადგება, ნოკდაუნი ქვია მგონი
13-15 ლარი ღირს 1 ლიტრა
200 გრამი იხსნება 15 ლიტრა წყალში და შესაწამლი აპარატით უნდა მოასხა.

სასურველია შეწამვლის მერე 3-4 საათი მცხუნვარე მზე იყოს
მერე თუნდაც იწვიმოს უკვე, აღარაფერი გადაარჩენს შენ სარეველებს smile.gif

Posted by: giorgixec1 10 Jun 2012, 14:04
აუ რა ცუდია სიჩუმე რო ამ თემაშიი

Posted by: giorazmadze 25 Jun 2012, 23:57
lashadzia

ეს მართაიააა?



ასე იაფი ღირს ატამი???
ამ თბილისში აბა 2 ლარი რატო ღირს ვერ გავიგე რააა

პოლიტიკის გარეშე ოღონდ რააა

Posted by: lashadzia 4 Jul 2012, 15:57
giorazmadze
ეს ჟურნალისტები ჩემ ბაზარში როდის შეიპარნენ უჩემოდ?
მართალია ჭირს რეალიზაცია, მაგრამ 10 თეთრად ძირნაყარი, გადასაყრელი ატამი იყიდება, წელს უკრაინა ჩაწვა, აზრი არ აქვს იქ გატანას, ევრო 2012 ამბავში დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ ეგვიპტემ გამოგვაგდო მაგ ბაზრიდან, ეგვიპტური ვაშლატამით არის სავსე უკრაინა, გემოთიც და შეხედულებითაც ჩენთან ვერ მოდის, მაგრამ დაკალიბრება შეფუთვა კარგი აქვს და 90 ცენტად აბარებენ ბაზებს, ჩვენ მაგ ფასში ვერ მიგვაქვს,1,5 დოლარი მაინც უნდა ღირდეს რომ წაღება გადაწყვიტო, წელს ატამი მართლაც იაფია, თუმცა მოსავალიც სოლიდურია, მაგალითად მე ერთ 8 წლის ხეზე ვკრეფ ერთ დაკრეფაზე 40 კილოს, თუმცა იმდენი ასხია კიდევ, რომ არც ეტყობა დაკრეფილი რომ არის, მაგ ხეს 4-5 ჯერ დავკრეფ. მე მოვნახე გზა და პირდაპირ თბილისის მაღაზიებში ვუკეთებ დისტრიბუციას, ორ სამ დღეში ერთხელ 1 ტონას მასე ვყიდი, მაგრამ ეგ ცოტაა, დღეში 3 ტონა მაინც მაქვს გასაყიდი, სხვათაშორის რარაც ნაწილი მოვიყვანე ევროპისთვის, ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტი, არავიტარი პესტიციდები, არავითარი ქიმიური სასუქები, მხოლოდ შაბიამანი და კირი, ასევე ფოთლოვანი კვებისთვის , წყალმცენარეებისგან დამზადებული ასევე ბიოლოგიურად სუფთა მიკროელემენტების მკვებავი დანამატები მივეცი, ევროპის პროექტი არ შედგა და ახლა მაგ ეკოპროდუქტს (ვაშლატამას) რეალიზაციას უკეთებს ფალიაშვილზე მაღაზია გურულები რომ არის ეგ, მე მგონი მარტო მე მქონდა წელს მასეთი ეკოლოგიურად სუფთა ვაშლატამა
ისე გურჯაანის გამგეობა, გამგებელიც და ვიდეოში რომ არის ვალერიც მაგრად აქტიურობენ და დახმარებას ცდილობენ აზერბაიჯანის მესაზღვრეებთან დარეკავენ თუ ეტყვი, თან ნებისმიერმა რომ უთხრას მჭირდება და დაურეკეო ეგრევე დარეკავენ, კარგი ტიპები არიან, მაგრამ ატამი ძალიან ბევრია

Posted by: ushuaia 13 Jul 2012, 16:12
წელს ჩავარდა ატმის ბიზნესი,...........................

Posted by: dzleviskedeli 26 Jul 2012, 14:13
lashadzia

რას შვები , სეტყვას გადაურჩი?

Posted by: lashadzia 26 Jul 2012, 14:30
ორი ნაკვეთი მაქვს ერთმანეთის მოშორებით, ერთი გადარჩა, ერთი დამისეტყვა- 1.8 ჰექტარი ატამი, არა მგონია ხეები გადარჩეს, ტრაქტორიტ რომ წამოვედებოდიტ და გავქერცლავდით ხეს, ის ხმებოდა ხოლმე და ახლა ძალიან გაქერცლილებია, სურატებს ავტვიტთავ და დავდებ,
უკვე მომცეს დიზ.საწვავი და შესაწამლი ფუნგიციდი, ასევე მზესუმზირის ზეთი, ამ დღეებში შაქარს და ფქვილს გვპირდებიან და მერე კი ფულად დახმარებას, შეიძლება დიდი არაფერია, მაგრამ უიმედობის გრძნობას კი ამარცხებს და პოზიტიურ ხასიათზე გვაყენებს მიუხედავად ზარალისა.
* * *
ეს ბიძაჩემის ვენახია
http://pix.ge/
http://pix.ge/
* * *
ეს კიდევ ატამი, რომლის ტოტებიც კი დაზიანდა და გახმობის 95%-იანი კანდიდატია, ასევედაზიანდა ბალის ხე, ნესვს კი რაც მოუვიდა კარგად ჩანს
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: dzleviskedeli 27 Jul 2012, 14:13
lashadzia

სიტყვებიც არ მყოფნის მეგობარო sad.gif sad.gif ჯერ ხანძარი ეხლა ეს უბედურება , იმედია კომპესაცია საკმარისი იქნება მაგრამ 4 წელი უკან დაგწია ალბათ

ნეტა დაზღვევა როდის მიხედავს ამ სფეროს რაა

Posted by: lashadzia 30 Jul 2012, 00:18
dzleviskedeli
მადლობა თანაგრძნობისთვის. არაუშავს, რაც მოხდა მოხდა, უკეთეს ატმის ბაღს გავაშენებ. chest.gif

Posted by: agromisery 3 Aug 2012, 12:36
lashadzia
საშინელი სურათია.....
ატამი სპილენძიანი წამლობის შემდეგ თუ არ შეშრა და წვენის დენა ან ხმობა დაიწყო უნდა ამოძირკვო და ახალი ბაღის გაშენებაზე იფიქრო, თანაც აუცილებლად დააზღვიო არსებული ბაღები თორემ, ბუნების ანაბარა არ შეიძლება სოფლის მეურნეობა სამწუხაროდ...
ვენახს რაც შეეხება წამტვრეული ტოტები უნდა აესხლას და მერე შეიწამლოს მომავალ წელსაც გაუჭირდწება ამ ვაზს მოსავლის მოცემა და მხოლოდ ხარჯი იქნება მარა აუცილებელია წამლო რათა გადაარჩინო და ატმის ბედი არ ეწიოს sad.gif
გისურვებ მეორედ მასეთი სურათი სხვის ბაღებშიც კი არ გენახოს.

Posted by: lashadzia 6 Aug 2012, 09:49
agromisery
ვაზის არ მეშინია, მასე დასეტყვილი ადრეც მქონია, მაგრამ ვაზი ძლიერი კულტურაა, ატმისა კი რა ვთქვა, ნაწილი ხეებისა გადავბელე, ნაწილი დავტოვე და ფოთოლცვენაზე გავსხლავ სტანდარტულად, თუ ამოიყარა ხომ კარგი, თუ არადა ახალს გავაშენებ, პალმეტურ ბაღს.

Posted by: giorgixec1 6 Aug 2012, 11:17
QUOTE
უკეთეს ატმის ბაღს გავაშენებ

არ დანებდე smile.gif)))))))))))

Posted by: Lilith 6 Aug 2012, 11:50
agromisery
QUOTE
თანაც აუცილებლად დააზღვიო არსებული ბაღები თორემ, ბუნების ანაბარა არ შეიძლება სოფლის მეურნეობა სამწუხაროდ...

ეჰჰ, სადაზღვეოში სტიქიური უბედურებები ფორს-მაჟორულ სიტუაციებში გადის და არავინ ანაზღაურებს, მე ეგრე ვიცი sad.gif

Posted by: lashadzia 20 Aug 2012, 22:00
დღეს ისევ გადაუვლია ჩემ სოფელზე, დავრეკე და მითხრეს ბნელა ჯერ არ ჩანს სად რა მოხდაო.....

Posted by: dzleviskedeli 20 Aug 2012, 22:13
lashadzia

აუუ ეგ უნდა მომეწერა ეხლა შენთან ხო მშვიდობაა მეთქი sad.gif იმედია მინიმუმ ის ბაღი გადარჩება რომელიც გადარჩა წინაზე sad.gif((

Posted by: lashadzia 21 Aug 2012, 22:47
ვერ გადავრჩი, წინაზე ვენახი გადამირჩა, ახლა კი ზუსტად დაუმიზნა მაგ ვენახს. მოკლედ დასაკრეფი აღარ დარჩა, ფარდულზე შიფერი გააძრო, ფარდულს ვამბობ თორემ 83X6 მეტრზე ნავესი იყო,

Posted by: lashadzia 7 Oct 2012, 22:58
დღეს დავამთავრე 2012 წლის სასოფლო სამეურნეო სამუშაოები. შემდეგ რასაც გავაკეთებ ეკუთვნის 2013 წეკს. ანუ სოფელი 2012 მოვრჩი. მამაცემი მეხუმრება-ტრეფიკინგის მსხვერპლი ხარო biggrin.gif ვირივიტ ვიმუშავე მთელი წელი და ზარალი ვნახე სერიოზული.

Posted by: iko-iko 8 Oct 2012, 08:18
lashadzia
QUOTE
დღეს დავამთავრე 2012 წლის სასოფლო სამეურნეო სამუშაოები. შემდეგ რასაც გავაკეთებ ეკუთვნის 2013 წეკს. ანუ სოფელი 2012 მოვრჩი. მამაცემი მეხუმრება-ტრეფიკინგის მსხვერპლი ხარო  ვირივიტ ვიმუშავე მთელი წელი და ზარალი ვნახე სერიოზული.

სამწუხარო ფაქტია, საუბედუროდ წელს ბევრს მოუწია მასე მუშაობა და ბოლოს ვერაფერი ვერ მიიღო sad.gif

Posted by: Ni-L 23 Oct 2012, 15:21
კარალიოკის მოსავლიანობა მითხარიით რაააsmile.gif

Posted by: iko-iko 24 Oct 2012, 16:10
Ni-L
ბევრი, მაგარამ მისი მოსავლიანობა ვარირებს ხეების დარგვის სიმჭიდროვის, ასაკის და ადგილმდებარეობის მიხედვით. ხეზე 80 დან 200 კილომდე

Posted by: Ni-L 25 Oct 2012, 13:09
iko-iko
მადლობაsmile.gif
ჰა-ზე 6.5 რეალურია ხომ?

Posted by: iko-iko 25 Oct 2012, 21:54
Ni-L
კი სავსებით რეალურია

Posted by: lashadzia 1 Nov 2012, 15:27
აბა ჩვენი ფორუმელი შარკი გახდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კარგი ამბავია, კადგად ერკვევა კაცი ამ ამბებში, ასე რომ პერსპექტივა კარგი გვაქვს

Posted by: dzleviskedeli 13 Nov 2012, 00:48
lashadzia

ვაა მაგარიაა!!! ვულოცავ!


Posted by: dzleviskedeli 15 Nov 2012, 21:35
არავის არ გინდათ წამოსვლაააა?

კაი მიზეზია ერთმანეთი გავიცნოთ და თან დავათვალიეროთ

https://www.facebook.com/events/396425950427060/

გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია" გეპატიჟებათ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–12 საერთაშორისო გამოფენაზე.

გამოფენა ჩატარდება გამოფენების ცენტრში, მე-11 პავიოლიონში, 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით. გამოფენის სამუშაო საათებია 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის პროდუქცია. მათ შორის:

1. სოფლის მეურნეობისათვის საჭირო პროდუქცია - სასუქები და პესტიციდები, სასათბურე და სამაცივრე მეურნეობები, ნერგები, ცხოველთა საკვები და კვების ტექნოლოგიები, სარწყავი სისტემები, სოფლის მეურნეობის ტექნიკა და სხვა.

2. კვების პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის საინტერესო პროდუქცია - მანქანა დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, შემფუთველი ტექნოლოგიები, სამაცივრე მეურნეობები.

3. საკვები პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებლები, რომლებიც ეძებენ ადგილობრივ დისტრიბუტორებს.

შესვლის ღირებულება: 3 ლარი
მათთვის, ვინც მონიშნავს Going (Attending, Join event) ღონისძიებაზე შესვლა უფასოა. იჩქარეთ!

Posted by: Lanchxutis Guria 16 Nov 2012, 00:14
გამარჯობა,

სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენა მინდა. დილეტანტი ვარ ამ სამქმეში.

მაინტერესებს თუ არსებობს მიწის ნოყიერების ანალიზი, ან იმის ანალიზი რომ მავნე ნივთიერებებით არ არის გაჯერებული, ან მაგალოთად რამდენად გამოდგება ორგანული მეურნეობისთვის (ორგანულის მიღწევას როგორც ვიცი 3 წელი უნდა) მოკლედ მიწის ხარისხის დასადგენი მექანიზმები/ანალიზები თუ არის და კონკრეტულად თუ შეგიძლიათ მითხრათ მათ შესახებ?

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: dzleviskedeli 17 Nov 2012, 10:02
Lanchxutis Guria


http://www.agroinvest.com.ge/index.php?option=com_virtuemart&page=shop.browse&category_id=37&Itemid=48&vmcchk=1&Itemid=48

Posted by: Lanchxutis Guria 19 Nov 2012, 23:50
dzleviskedeli

დიდი მადლობა! ......

Posted by: dzleviskedeli 30 Nov 2012, 13:49
დღეს ვიყავი გამოფენაზე საკმაოდ საინტერესო რაღაცეები იყო ,გირჩევთ წახვიდეთ wink.gif

აი სურათებიც

http://www.radikal.ru

უკრაინელი ფერმერი
http://www.radikal.ru

წვეთოვანი სისტემები

http://www.radikal.ru

ტექნიკა

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
* * *
10 ჰ მიწა როომ ვიყიდო მიწის (წლიური) გადასახდელი რამდენია სახელმწიფოსთვის 1 ჰ ზე???lashadzia

iko-iko
lashadzia

Posted by: lashadzia 12 Dec 2012, 02:55
1ჰა-83ლარი იყო ჩემთან, სახნავ სათესზე. მაგრამ რაღაც წესები მუშაობდა, მგონი ზოგი არ იხდის, იმიტომ რომ 2006-მდე აქვს ნაყიდი თუ რაღაც მასეთი

Posted by: agromisery 22 Dec 2012, 20:14
სასწრაფოდ შევისყიდი მზესუმზირას ნებისმიერი რაოდენობით სასურველია საზეთე მიმართულება 577980710

Posted by: iko-iko 30 Dec 2012, 09:43
მეურნეებო და თანაფორუმელებო გილოცავთ დამდეგ შობა ახალწელს.

Posted by: dzleviskedeli 31 Dec 2012, 00:28
iko-iko
QUOTE
მეურნეებო და თანაფორუმელებო გილოცავთ დამდეგ შობა ახალწელს.


გაიხარე

მეც გილოცავთ დამდეგს!!!

Posted by: ჩაკრულო 2 Jan 2013, 18:52
dzleviskedeli
სახნავზე 87 ლარია
საძოვრები კი სხვადასხვა, მაგალითად სიღნაღი 16 ლარია, საგარეჯო 18, დედოფლისწყარო 7, ახმეტა 5 და ასე შემდეგ, მაღალ მთიანებისთვის კიდე განახევრებულია.

ემაილზე მაქვს ეგ მთავრობის დადგენილება და თუ გინდა მოგაწვდი

Posted by: dzleviskedeli 3 Jan 2013, 00:58
ჩაკრულო
მადლობა, გავარკვიე უკვე

Posted by: levvani 13 Jan 2013, 15:03
მოკლედ. რაღაც ხმები მომივიდა რომ წელს მოხვნა დათესვა იაფი იქნებაო და ხომ არ გაგიგიათ ამის შესახებ რამე? თუ რამე ინფორმაციას ფლობთ გამაგებინეთ მჭირდება აუცილებლად. wink.gif

Posted by: ჩაკრულო 15 Jan 2013, 01:39
5 ჰექტრმდე მიწის ფართობი თუ გაქვს უფასოდ მოგიხნავენ, დანარჩენი შენ იცი smile.gif


Posted by: iko-iko 15 Jan 2013, 10:23
ჩაკრულო
QUOTE
5 ჰექტრმდე მიწის ფართობი თუ გაქვს უფასოდ მოგიხნავენ, დანარჩენი შენ იცი

ეგ მართალია?

5 ჰექტრის ზევით ფასი რა ექნება?

Posted by: ჩაკრულო 15 Jan 2013, 12:21
iko-iko
სხვაგან არ ვიცი, მექანიზატორის საიტზე შედი
ჩემთან ეს ფასებია: http://farmers.ge/Farmers.ge/mekanizatsia.html

Posted by: ABA 30 Jan 2013, 03:19
ძალიან პასიურობს ეს თემა. ალბათ ქვეყანაში აგრობიზნესი ერთ-ერთი ნაკლებად მომგებიანი ბიზნესია..

Posted by: levvani 31 Jan 2013, 09:49
ABA
QUOTE
ძალიან პასიურობს ეს თემა. ალბათ ქვეყანაში აგრობიზნესი ერთ-ერთი ნაკლებად მომგებიანი ბიზნესია..


წამოსულია ძმა ყველა სოფლიდან ქალაქში და ჰგონიათ ადGან აქ ცხოვრობენ ქალაქელები არიან, არავინ დამძრახოთ არავის შეურაწყოფას არ ვაყენებ უბრალოდ მინდა ავღნიშნო რო ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს, ქალაქი სოფელითაა ძლიერი მოკვდა სოფლის მეურნეობა გლეხს იმის საშუალებას არე აძლევენ რომ მიწა დაამუშაოს ხოდა აღარ უღირთ ამ საქმეს ხელი მოკიდონ. ყიდიან მიწებს ვიღაც უცხოელებზე რომლებიც დაამუშავებენ და შენივე მიწაზე მოყვანილ პროდუქტს მოგყიდიან, გული მიკვდება სოფელ|ში ჩასვლისას ამდენ დაუმუშავებელ ტერიტორიებს რომ ვხედავ. sad.gif
* * *
ჩაკრულო
QUOTE
5 ჰექტრმდე მიწის ფართობი თუ გაქვს უფასოდ მოგიხნავენ, დანარჩენი შენ იცი

ვერ შევდივარ მაგ ლინკზე და იქნებ ახლიდან დადო კაცურად alk.gif მადლობა წინასწარ wink.gif

Posted by: ჩაკრულო 9 Feb 2013, 00:17
levvani
რომელ ლინკზე ლევან?

Posted by: vasoberika 18 Feb 2013, 21:01
მოგესალმებით მეგობრები, დურმიშხან ყიფიანის მთვარის კალენდარი ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: Little Mistress 24 Feb 2013, 21:50
მაინტერესებს რას ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ახლანდელი მთავრობის მიერ ნახსენები პროექტები და რა შესაძლებლობებს აძლევს იგი გლეხებს და ფერმერებს;როდის ამოქმედდება ახალი პროექტები და როგორ მივიღო დეტალური ინფორმაცია?ვთხოვ კოპეტენტურ ადამიანებს იქნებ დამეხმაროთ?

Posted by: ushuaia 26 Feb 2013, 20:36
მიწა ჯერ კიდევ იაფია იჩქარეთ...................... მალე გაძვირდებაა....

Posted by: giorgixec1 26 Feb 2013, 22:35
კვადრატული რაღირს სასოფლო სამეურნეო?

თუ ადგილს გააჩნია?

Posted by: ushuaia 26 Feb 2013, 22:50
კახეთში 1 ლარადაც იშოვის კაცი................................

Posted by: Ni-L 1 Mar 2013, 12:53
levvani
გეთანხმებიი,მაგრამ უზარმაცესი ერი ვართ ეგ არის მთავარი პრობლემა wink.gif

ჩაკრულო
მექანიზატორში მუშაობ? smile.gif

Posted by: rastafari 1 Mar 2013, 17:49
კარტოფილი ერთ ჰექტარ მიწაზე რამდენი ითესება?

Posted by: giorgixec1 1 Mar 2013, 17:57
ushuaia
QUOTE
კახეთში 1 ლარადაც იშოვის კაცი

დაახლოებით რომელ ერიტორიაზე? რისთვის გამოდგება სავარაუდოდ?

Posted by: ushuaia 1 Mar 2013, 19:49
კაკაბეთი ბადიაურის მხარეს, სახნავი მიწაა რა.....

Posted by: david49bk 14 Mar 2013, 17:41
ძალიან გთხოვთ მომწერეთ მაქვს 1 ჰეკტარი მიწაა გურიაში რა 10000 კვადრატული მინდაა გავაშენო თხილი რამდენი დამჭირდებაა თანხაა ესაა საქმე რომ დავიწყოო ???
* * *
მაინტერესებ კიდევ მაინც რამდენი მოვაა მოსავალი 1 ჰეკტარზეე რამდენ ტონას მოისხავსს და მომგებიანია ეს საქმეეეეეე

Posted by: Ni-L 15 Mar 2013, 15:58
david49bk
1 ჰაზე თხილის მოსავლიანობა არის 1,5 დან 3 ტონამდე,გააჩნია ჯიშს და იმას თუ როგორ პირობებს შეუქმნიsmile.gif
მომგებიანი კი ნამდვილად არის რადგან სეზონზე ფასი აქვს საკმაოდ მაღალი.

Posted by: china123 21 Mar 2013, 10:06
მცირე დანაზოგით ვფიქრობ დაახლოებით 2 ჰ მიწის ყიდვას და რას მირჩევთ?სად სჯობს ვიყიდო,ან რა კულტურაზე გავაკეთო აქცენტი?რომელია შედარებით ნაკლებ რისკიანი?მინდა შემდეგი წლისთვის უკვე დავთესო...გთხოვთ გამოცდილმა ხალხლმა დაწერეთ სასარგებლო რჩევები...წინასწარ მადლობა

Posted by: datoko 22 Mar 2013, 18:57
china123
არ გირჩევ ამჟამად არაფრის ყიდვას, თუ მევენახეობა გაინტესებს მაქვს ვენახები და მოვუაროთ ერთად თუ გინდა (ნაფარეულის საუკეთესო მიწაზე), თუ სასათბურე მეურნეობა გაინტერესებს, ეგეც მაქვს და თუ გინდა მაგასაც მივხედოთ ერთად. ჯერ შეისწავლე საქმე და მერე ისე დაიწყე დამოუკიდებელი ბიზნესი თორემ სულ წაგებულში დარჩები - ჩემი რჩევაა.

Posted by: china123 23 Mar 2013, 10:13
datoko

კარგი რჩევაა,მადლობა...რაც არ იცი იმას არ უნდა შეეჭიდო..მაგრამ ეს ცოდნაც თანდაყოლილი ხომ არაა,ვისწავლი ნელ-ნელა თქო ვიფიქრე...

Posted by: qshota 25 Mar 2013, 18:59
მაინტერესებს, არის თუ არა ისეთი წამალი(შხამი, ჰერბიციდი), რომელიც აკაციას და ქლიავს გაახმობს?
ამოიყარა ეზოში და ვეღარაფერს ვუხერხებ

Posted by: giorgixec1 25 Mar 2013, 20:20
QUOTE
კარგი რჩევაა,მადლობა...რაც არ იცი იმას არ უნდა შეეჭიდო..მაგრამ ეს ცოდნაც თანდაყოლილი ხომ არაა,ვისწავლი ნელ-ნელა თქო ვიფიქრე...

up.gif

Posted by: agromisery 26 Mar 2013, 10:12
qshota
რთული პრობლემის წინაშე ხარ, ხე მცენარეების გასახმობად საშუალებები არსებობს მაგრამ საქართველოში არაა რეგისტრირებული და შესაბამისად ვერ იშოვით, შეგიძლიათ ეს მცენარეები გადაჭრათ დაბალზე და შემდეგ ყოველ ახალ გამოტანილ ყლორტს რომ მიაღწევს 10-15 სმ შეასხუროთ გლიფოსატი -0.2-0.5 ლიტრა 10 ლიტრა წყალში გასნილი ეს ოპერაცია1-2 ჯერ იქნება საჭირო სეზონზე ქლიავი სავარაუდოდ 2 წელიწადში გახმება რაც შეეხება აკაციას დიდხანს გაგაწვალებთ და სხვადასხვა ადგილას ამოყოფს თავს ამიტომ შეიძლება გადაჭრის შემდეგ ძირებს 1-5 ლიტრი დიზელის საწვავიც დაუსხათ მაგრამ მაინც ნაკლებ ეფექტურია.

Posted by: hannibal lecter 28 Mar 2013, 23:09
ხომ არ იცით რამე დაწესებულება სადაც "თვითწებვად ეტიკეტებს" დამიბეჭდავენ?

Posted by: SauronMag 29 Mar 2013, 00:11
QUOTE (qshota @ 25 Mar 2013, 18:59 )
მაინტერესებს, არის თუ არა ისეთი წამალი(შხამი, ჰერბიციდი), რომელიც აკაციას და ქლიავს გაახმობს?
ამოიყარა ეზოში და ვეღარაფერს ვუხერხებ

აკაციის გახმობა იქნება, ხალხი სპეციალურად რგავს, შეშად ცალკე იყენებენ ღობეს მაგით ღობავენ და ძლებს დიდხანს და ფუტკრისთვის მისწრებაა smile.gif

Posted by: agromisery 29 Mar 2013, 10:38
hannibal lecter
ფოუნტაინ გეორგია - გერმანიის საელჩოს გვერდზე ეზოში შესასვლელი დიზაინერი ინგა საკმაოდ იაფი და ხარისხიანი მომსახურეობა აქვთ

Posted by: SauronMag 29 Mar 2013, 14:53
QUOTE (hannibal lecter @ 28 Mar 2013, 23:09 )
ხომ არ იცით რამე დაწესებულება სადაც "თვითწებვად ეტიკეტებს" დამიბეჭდავენ?

უმეტესობა სარეკლამო კომპანიები ბეჭდავენ... "ბარსა"-ში იკითხე

Posted by: ushuaia 29 Mar 2013, 16:10
............................................................................................................

Posted by: hannibal lecter 29 Mar 2013, 16:36
SauronMag
agromisery
დიდი მადლობა...

Posted by: besabarsa 29 Mar 2013, 16:47
qshota გააჩნია რა სიდიდისაა პატარებს ხორბლის გერბიციდებიც მოკლავს და არის კიდევ stopi და სხვა შხამები რომლებიც დათესვის წინ შეაქვთ და ყველაფერს ახმობს,ისე მაინც დაწვა გეცადა ეგ უებარია.

Posted by: qshota 2 Apr 2013, 20:55
საქმე იმაშია, რომ ეზოში დარგული მაქვს აზიური კაკლის ნერგები 60 ძირი და დაწვა არ გამოვა, რადგან კაკლებიც განადგურდება.
რაც შეეხება აკაციას და ფუტკარს, გასაგებიარომ კარგია, ფუტკარიც ბევრი მყავს, მაგრამ ეზოში ამოყრილი აკაცია მათთვის არაფერია, მათ უნდათ მასივი და არც აკლიათ, მაქვს მე მაგის საშუალება რომ ვამთაბარო.

Posted by: Killuminater 2 Apr 2013, 21:04
გამარჯობა : )
აგრონომი ზუსტად რას საქმიანობს ვერ მეტყვით ? :დ

Posted by: besabarsa 3 Apr 2013, 01:29
რომელი კულტურა დაითესოს და რამდენი,რა რაოდენობით,რა სიგრმეზე უნდა მოიხნას თუ უნდა დაიდისკოს და რა ვადებში,როგორ და რითი უწამლოს დაავადებებებს,რა დოზით დააყენოს წამლის სუსპენზი და ყველაფერი რაც ხვნა ტესვას ეხებაა აფსულიტურად ყველაფერი,ნუ მერე იქ კიდევ წვრილად იყოფა სპეციალობები მარა დზირითადად ეგაა

Posted by: Killuminater 3 Apr 2013, 02:10
besabarsa
gasagebia, didi madloba.
ise ghirs rom profesiit agronomi iyo?
anu dasaqmebis mxriv saqme rogor aris ?
chemi azrit tu qveyanas unda dzlieri soflis meurneoba, unda hyavdes dzlieri agronomebi.
wels vabareb da dzalian mainteresebs da momwons es profesia.

Posted by: Human 5 Apr 2013, 18:39
კაკალზე რამე ლიტერატურა ხომ არ იცით?
ქართულად... რუსულად... ინგლისურად?...

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: giorgixec1 5 Apr 2013, 18:59
QUOTE
besabarsa
gasagebia, didi madloba.
ise ghirs rom profesiit agronomi iyo?
anu dasaqmebis mxriv saqme rogor aris ?
chemi azrit tu qveyanas unda dzlieri soflis meurneoba, unda hyavdes dzlieri agronomebi.
wels vabareb da dzalian mainteresebs da momwons es profesia.

ამაზე გაეცით პასუხი მეც მაინტერესებს biggrin.gif

Posted by: Human 5 Apr 2013, 19:18
QUOTE (Human @ 5 Apr 2013, 17:39 )
კაკალზე რამე ლიტერატურა ხომ არ იცით?
ქართულად... რუსულად... ინგლისურად?...

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

განსაკუთრებით მაინტერესებ თუ იქნება საქართველოსთან მიმართებაში...

თუ ვინმეს გაქვთ ეს ლიტერატურა, ვიყიდი ან დავაკოპირებ... დაკოპირებაშიც გადავიხდი...
* * *
შანსი არ არის ვინმეს ექნება შესწავლილი ეს კულტურა საქართველოში...

Posted by: besabarsa 6 Apr 2013, 02:55
რა გაინტერესებს დილეტანტის დონეზე ვიცი,დათესვით გვიან იდზლევა მოსავალს 10-15 წელში,ნამყენით სჯობია გამრავლება 3-5 წელში,თუ დათესავ წვერი მაღლა უყავი და გარშემო ხორბალი შემოუყარე.დაბერტყვითაც აუცილებელია თორემ გახმობა იცის,აი ჭიანს რო ისხამს როგორ ვუმკურნალო არც მე ვიცი
* * *
ისე მემამულეთა კავშირი ბეჭდავდა ჯურნალში,და მისამართიც იყო დაინტერესების შEმთხვევაში ვისთვის უნდა მიგემართა

Posted by: ushuaia 6 Apr 2013, 13:59
....................................................................................................

Posted by: Killuminater 9 Apr 2013, 01:11
QUOTE (giorgixec1 @ 5 Apr 2013, 18:59 )
QUOTE
besabarsa
gasagebia, didi madloba.
ise ghirs rom profesiit agronomi iyo?
anu dasaqmebis mxriv saqme rogor aris ?
chemi azrit tu qveyanas unda dzlieri soflis meurneoba, unda hyavdes dzlieri agronomebi.
wels vabareb da dzalian mainteresebs da momwons es profesia.

ამაზე გაეცით პასუხი მეც მაინტერესებს biggrin.gif

+1878

დაგვეხმარეთ sad.gif




30დახმარება

Posted by: ushuaia 9 Apr 2013, 11:27
მომიხნავენ დამითესავენ და გადამყვებიან |თავს
http://www.myvideo.ge/?video_id=2000357

Posted by: gugusha-l 18 Apr 2013, 21:39
ისე ზოგადი კითხვა მაქს.

არის რაიმე ერთწლიანი კულტურა რომელის ახლა დათესვაც არაა დაგვიანებული?

Posted by: lashadzia 19 Apr 2013, 10:30
gugusha-l
ერთწლიანები ყველაც დაითესება, სიმინდი, პამიდორი, კიტრი, ლობიო, ან ჩითილები იყიდე და გადარგე

Posted by: gugusha-l 23 Apr 2013, 22:26
საშემოდგომო ხორბალი და საგაზაფხულო ხორბალი.
რომელი როდის იტესება. ანუ საშემოდომო რატომ ქვია შემოდგომაზე ითესება და მეორე წელს იძლევამოსავალს თუ გაზაფხილზე იტესება და შემოდგომაზე იძლევა მოსავალს?


Posted by: besabarsa 26 Apr 2013, 02:09
შემოდგომაზე ითესება საშემოდგომო და ივლის აგვისტოში იგებ მოსავალს,საგაზაფხულო თებერვლის ბოლოს მარტში ითესება და ისევ მაგ დროს იგება მოსავალი

Posted by: agromisery 26 Apr 2013, 19:09
gugusha-l
საშემ0ოდგომო ითესება ოქტომბერ ნოემბერში ხოლო საგაზაფხულო თებერვალი მარტი საგაზაფხულოს თესავენ მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში სადაც ზამთარი ხანგრძლივი და ცივია საგაზაფხულო ხორბლის მოსავალი როგორც წესი მინიმუმ 40-45% ით ნაკლებია საშემოდგომოსთან შედარებით

Posted by: besabarsa 27 Apr 2013, 23:10
ეგ შეიდზლება ადრე იყო ახლა თითქმის გათანაბრდა მოსავლიანობა თუ მეტი არა კიდევ.ქერს დიდი ხანია თესავენ შირაQში და ხორბალიც ვნახე აქა იქ

Posted by: agromisery 28 Apr 2013, 13:11
besabarsa
როდის ადრე ამ წუთას შირაქში 110 ჰა გვითესია, ბევრი არაა მარა არც ისე ცოტაა smile.gif
გათანაბრებაში რას გულისხმობ საგაზაფხულო ხორბლის მოსავალი იზრდება თუ სქაშემოდგომოსი კლებულობს ???? აბსურდია იმიტომ რომ შემოდგომით ნათესი ზამთარამდე მინიმუმ 6-8 ბარტყს იძლევა გაზაფხულზე პლუს 8-12 სწორი განოყიერების სისტემით შესაბამისად 14-20 მაინც აქვს და გაზაფხულზე ნათესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აჯობებს როცა საშემოდგომოს ვეძახით და ნოემბერში ხნავ მიწას და დეკემბერში თესავ ასეთ შემთხვევაში მოსავალი მარტო იმ მიზეზითაა ნაკლები, რომ ვერც ბარტყობის დაწყებას ასწრებს მცენარე თოვლამდე და ღივის ნაწილიც იყინება,

Posted by: ushuaia 28 Apr 2013, 13:27
....................................................................................................................

Posted by: Lanchxutis Guria 19 Jun 2013, 11:01
გამარჯობა,

მცოდნე ხალხმა იქნებ მიპასუხოთ

თვეში 3500 ძირი მწვანილის მოყვანა რა ზომის სათბურის პირობებშია შესაძლებელი? (თანამედროვე სათბურს ვგულისხმობ, ჰიდროპონიკას.) ეს ციფრი კილოგრამებში დაახლოებით რამდენი გამოდის?

მადლობა

Posted by: Shevchenko andrei 21 Jun 2013, 13:52
agromisery
ushuaia
besabarsa
Lanchxutis Guria
მეგობრები იქნებ დამეხმაროთ,

არის დაინტერესება უკრაინიდან პომიდორზე, თუ შეგიძლიათ მიხრათ რა ფასებში მერყეობს აქ პირველადი ხელისგან რომ ვიყიდო?

იგივე კითხვა მაქვს ვაშლზეც

Posted by: agromisery 21 Jun 2013, 22:51
Lanchxutis Guria
რაღაც ორ უცნობიან განტოლებას გავს smile.gif მწვანილში რომელს გულისხმობ? თვეში 3500 ძირი ეს კონა გსსურს კილოგრამი გაურკვეველია რაც შეეხება ჰიდროპონიკას ამ შემთხვევაში გადამეტებულია ტექნოლოგიაზე წარმოდგენა და დაწვიმების სისტემა არა ნაკლებ თუ არა უკეთესი ეფექტურობით გამოირჩევა,
მაგ: ცერეცო საშუალოდ 4-5 გადაკრეფას ექვემდებარება და საშუალოდ 1 კვ მეტრზე 35-40 კგს შეადგენს
Shevchenko andrei
სამწუხაროდ ბოსტნეული საქართველოში სეზონურია და რა ტიპის ნაყოფისთვის გინდა გააჩნია სატომატე სასალათე და რაც მთავარია რაოდენობები სეზონზე სატომატე მაგ 5-15 თეთრიც ღირს
რაც შეეხება ვაშლს
ხარისხის და სეზონის მიხედვით 5-10 თეთრი საწვენე მიმართულება და რაოდენობის მიხედვით სახილე + ხარისხი 60 თეთრიდან 1 ლარიც კი შეიძლება ღირდეს.. საკმაოდ რთული მაგრამ არა შეუძლებლად დასალაგებელია ეს საკითხები დაგჭირდებათ ადგილწარმოშობის სერთიფიკატი

Posted by: Shevchenko andrei 22 Jun 2013, 22:16
agromisery
საწვენე დიახ.....


სერტიფიკატის აღება როგორ ხდება?

Posted by: Lanchxutis Guria 24 Jun 2013, 10:51
QUOTE (agromisery @ 21 Jun 2013, 22:51 )
Lanchxutis Guria
რაღაც ორ უცნობიან განტოლებას გავს smile.gif მწვანილში რომელს გულისხმობ? თვეში 3500 ძირი ეს კონა გსსურს კილოგრამი გაურკვეველია რაც შეეხება ჰიდროპონიკას ამ შემთხვევაში გადამეტებულია ტექნოლოგიაზე წარმოდგენა და დაწვიმების სისტემა არა ნაკლებ თუ არა უკეთესი ეფექტურობით გამოირჩევა,
მაგ: ცერეცო საშუალოდ 4-5 გადაკრეფას ექვემდებარება და საშუალოდ 1 კვ მეტრზე 35-40 კგს შეადგენს
Shevchenko andrei
სამწუხაროდ ბოსტნეული საქართველოში სეზონურია და რა ტიპის ნაყოფისთვის გინდა გააჩნია სატომატე სასალათე და რაც მთავარია რაოდენობები სეზონზე სატომატე მაგ 5-15 თეთრიც ღირს
რაც შეეხება ვაშლს
ხარისხის და სეზონის მიხედვით 5-10 თეთრი საწვენე მიმართულება და რაოდენობის მიხედვით სახილე + ხარისხი 60 თეთრიდან 1 ლარიც კი შეიძლება ღირდეს.. საკმაოდ რთული მაგრამ არა შეუძლებლად დასალაგებელია ეს საკითხები დაგჭირდებათ ადგილწარმოშობის სერთიფიკატი

თვეში 3500 კონა ცერეცო საშუალოდ რამდენ კგ-ს შეადგენს თვეში ამის კითხვა მინდოდა და დაახლოებით რა ზომის ჰიდროპონიკური სათბურია 3500 კონის მოსაყვანად საჭირო.

ასევე თვეში 3500 ძირი სალათის ფურცელი საშუალოდ რამდენ კგ-ს შეაფგენს თვეში და რა ზომის ჰიდროპონიკური სათბურია 3500 ძირის მოსაყვანად საჭირო.

„მაგ: ცერეცო საშუალოდ 4-5 გადაკრეფას ექვემდებარება და საშუალოდ 1 კვ მეტრზე 35-40 კგს შეადგენს“


ეს რომელი ტეხნოლოგისს გამოყენებით? ჰიდროპონიკა?

სალათის ფურცლის შემთხვევაში?

ასევე გემოვნურ თვისებებში თუ არის დიდი განსხვავება ჰიდროპონიკასა და სხვა ტეხნოლოგიებს შორის?

Posted by: MELANQOLIC 27 Jun 2013, 21:15
ბლის ხეები მაქვს. მაინტერესებს რა საშუალებით შეიძლება ბალი დავამწიფო 2-3 კვირით გვიან ვიდრე ჩვეულებრივ მწიფს.? ვიცი აკეთებენ რაღაც შხამ ქიმიკატების მეშვეობით.

Posted by: ushuaia 26 Jul 2013, 18:57
ავშენდით უკვეე.............................................................................?

Posted by: soso-jano 27 Jul 2013, 14:07
ქართული პრეპარატის ბიორაგის ხსნარის თუ გსმენიათ რაიმე? მართლა მაგარ მოსავალს იძლევა?

Posted by: -ilkari- 30 Jul 2013, 14:50
გამარჯობა

მოკლედ, მიწის ნაკვეთი მაქვს და იქ, ერთ-ერთ ადგილას მოდიოდა ადრე ბუნებრივი ცხელი წყალი, სადაც 1988 წელს ჩაასხეს რამდენიმე ათეული ტონა ბეტონი( facepalm.gif ). მითხრეს, ბევრნაირი მილით სარგებლობა სცადესო, მაგრამ ვერაფერმა ვერ გაუძლოო, აფუჭებდაო("ჭამდაო") და ამიტომ გადაწყვიტესო ჩაბეტონება.
მაინტერესებს, როგორმე თუ ამოვბურღე ზუსტად ის ადგილი, ისივ იქნება იქ ცხელი წყალი თუ შეიცვლიდა მიმართულებას? და თუ შეიცვლიდა გეოლოგს შეუძლია თუ არა დადგენა სად არის კალაპოტი?

Posted by: giorgixec1 30 Jul 2013, 16:15
სავარაუდოდ სხვა გზას იპოვიდა
You must enter a message to post! Minimum 30 chars!

Posted by: -ilkari- 30 Jul 2013, 23:36
giorgixec1
მადლობა გამოხმაურებისთვის

სავარაუდოდ დიდი მანძილით დაშორდებოდა ძველ ადგილს თუ ღირს ძიება დავიწყო?

Posted by: giorgixec1 31 Jul 2013, 01:05
მაგის გაგებას გეოლოგი დაჭირდება....

ალბად სხვა ალტერნატიული გზა გამონახა დინებამ და იმას გაუყვა, სხვა გზა რო ვერ ენახა სადაც დააბეტონეს იმის ახლომახლო მაინც გამოჟონავდა

Posted by: PrIzRaK 31 Jul 2013, 09:51
QUOTE (-ilkari- @ 30 Jul 2013, 14:50 )
გამარჯობა

მოკლედ, მიწის ნაკვეთი მაქვს და იქ, ერთ-ერთ ადგილას მოდიოდა ადრე ბუნებრივი ცხელი წყალი, სადაც 1988 წელს ჩაასხეს რამდენიმე ათეული ტონა ბეტონი( facepalm.gif ). მითხრეს, ბევრნაირი მილით სარგებლობა სცადესო, მაგრამ ვერაფერმა ვერ გაუძლოო, აფუჭებდაო("ჭამდაო") და ამიტომ გადაწყვიტესო ჩაბეტონება.
მაინტერესებს, როგორმე თუ ამოვბურღე ზუსტად ის ადგილი, ისივ იქნება იქ ცხელი წყალი თუ შეიცვლიდა მიმართულებას? და თუ შეიცვლიდა გეოლოგს შეუძლია თუ არა დადგენა სად არის კალაპოტი?

მაგ ბეტონს გეოლოგები ვეღარ გაბურღავენ, ჯიბია მაგის გვერდზე დააბურღინო კალაპოსტ არ შეიცვლიდა მარა მანდ ლაპარაკი იქნება რამდენიმე ასეულ მეტრზე თუ კილომეტრებზეც არ გადავიდა biggrin.gif მე რაც შემხვედრია 1000 მეტრზე ნაკლები სიღრმის ჭაბურღილი არ მინახია
ისე კაი პარნიკების გაკეთება შეიძლება თუ შეძლებ და დაბურღავ წარმატებები

Posted by: ushuaia 31 Jul 2013, 12:47
..................................................................................................................................

Posted by: -ilkari- 31 Jul 2013, 13:16
PrIzRaK

მადლობა.. გეოლოგები რომ ვერ გაბურღავენ კი ვიცი biggrin.gif , მაგრამ, უფრო ის მაინტერესებს, თუ არსებობს რამე ხელსაწყო, რომელიც ბევრი ბურღვის გარეშე დაადგენს, არის თუ არა ქვემოთ ცხელი წყალი(იმ მიდამოში) და მერე ამფეთქებლე-მბურღავებსაც მოვძებნი.
ზუსტად დიდი პარნიკისთვის მინდა ის წყალი smile.gif

Posted by: giorgixec1 31 Jul 2013, 14:06
რამე სითბური სენსორი გინდა რა biggrin.gif

Posted by: PrIzRaK 31 Jul 2013, 14:41
QUOTE (-ilkari- @ 31 Jul 2013, 13:16 )
PrIzRaK

მადლობა.. გეოლოგები რომ ვერ გაბურღავენ კი ვიცი biggrin.gif , მაგრამ, უფრო ის მაინტერესებს, თუ არსებობს რამე ხელსაწყო, რომელიც ბევრი ბურღვის გარეშე დაადგენს, არის თუ არა ქვემოთ ცხელი წყალი(იმ მიდამოში) და მერე ამფეთქებლე-მბურღავებსაც მოვძებნი.
ზუსტად დიდი პარნიკისთვის მინდა ის წყალი smile.gif

არაფერი ხელსაწყო არ უნდა თუ იყო ადრე მანდ ცხელი წყალი ისევ მანდ იქნება არსად არ წავიდოდა biggrin.gif კალაპოტი რო შეიცვალოს გამორიცხულია მაგ სიხრმეზე. თუ გახსოვსრო კაი დინებით ამოდიოდა დააბურღინე ძველი ჭაბურხილის გვერდზე და ამოვა წყალი 100% რაიონში მოიკიტხე ზველი გოლოგი და შეიძლება არის შემორჩენილი ძველი ჭაბურხილის გეოლოგიური დასკვნა
რომელი რაიონია მიტხარი და შეიძლება ვიცნობდე მანდ კაი გეოლოგს

Posted by: agromisery 31 Jul 2013, 17:35
Shevchenko andrei
სერთიფიკატებს გასცემს სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონალური სამსახურები
-ilkari-
ადვილი შესაძლებელია სხვა გზა ეპოვნა მაგრამ მაინც დარჩებოდა მცირე დებეტი გეოლოგებთან გაიარე კონსულტაცია თუ დებეტი და საკმარისი ტემპერატურა აქვს საუკეთესოა სათბურისათვის თან როგორც წესი ცხელ წყლებს გოგირდის საკმაოდ დიდი შემცველობა აქვს და სანიტარული მდგომარეობაც უკეთესი გექნებათ

Posted by: -ilkari- 31 Jul 2013, 21:23
PrIzRaK
agromisery

კარგი დინებით ამოდიოდა. ზუგდიდის რაიონია.

მადლობა დახმარებისთვის



Posted by: PrIzRaK 1 Aug 2013, 00:21
QUOTE (agromisery @ 31 Jul 2013, 17:35 )
Shevchenko andrei
სერთიფიკატებს გასცემს სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონალური სამსახურები
-ilkari-
ადვილი შესაძლებელია სხვა გზა ეპოვნა მაგრამ მაინც დარჩებოდა მცირე დებეტი გეოლოგებთან გაიარე კონსულტაცია თუ დებეტი და საკმარისი ტემპერატურა აქვს საუკეთესოა სათბურისათვის თან როგორც წესი ცხელ წყლებს გოგირდის საკმაოდ დიდი შემცველობა აქვს და სანიტარული მდგომარეობაც უკეთესი გექნებათ

ტემპერატურა და გოგირდის შემცველობა რო ძაან მაღალი ქონდა იმიტო ვეტ უძლებდა იმ დროინდელი ვერცერთი მილი და რაც შეეხება მიმართულების შეცვლა ეგ არ არის ღია გრუნტზე მიმავალი მდინარე რო დიდი წვის შედეგაძთ კალაპოტი გადაიგდოს. გამორიცხულია მაგ სიღრმეზე მიმანალმა ზღვამ მიმართულება შეიცვალოს (ზღას არ ვამბობ რამე სიტყვის მასალათ ) მე დღესაც მაგ საქმით ვარ დაკავებული და ვიცი რასაც ვიძაღი გრუნტის წყლები მიმართულებას ცვლის მხოლოთ მაშინ თუ ბუნებაში მოხდება უძლიერესი ბუნებრივი ძვრები ეგეძთი თუ მოხდა ახარ დაგჭირდება ეგ პარნიკები biggrin.gif

Posted by: -ilkari- 1 Aug 2013, 13:03
PrIzRaK

ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: david49bk 3 Aug 2013, 19:54
დამეხმარეთ მანიტერესებს რა დამიჯდება ეკლიანი მავთულით 1 ჰექტარი მიწის შემოღობვა ???????????????????
* * *
დამეხმარეთ მანიტერესებს რა დამიჯდება ეკლიანი მავთულით 1 ჰექტარი მიწის შემოღობვა ???????????????????
რა ღირს ეკლიანი მავთული ???????

Posted by: giorgixec1 3 Aug 2013, 22:27
david49bk
გაზომე რამენი მეტრია პერიმეტრი და გადაამრავლე რამდენი რიადზე უნდა გაკეტდეს ეგ მავტული და მერე კიდე გადაამრავლე 1 მეტრი მავტულის ფასსზე

Posted by: ushuaia 16 Aug 2013, 09:28
...............................................................................................................

Posted by: ქართლოსი 19 Aug 2013, 00:22
სოფელს უნდა სერიოზული მიხედვა თორე მთელი სოფელი თბილიში მოდის უკვე.
უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი რამენაირად უკან .

Posted by: ushuaia 19 Aug 2013, 00:28
შარკი დააბრუნებს//////////////////////////////////////////////////

Posted by: ჯიმი ლევი 19 Aug 2013, 07:42
ushuaia
შენ რა, პოსტებს აგროვებ?

Posted by: ushuaia 19 Aug 2013, 09:41
არაა რატოომ......................?

Posted by: gugusha-l 19 Aug 2013, 10:29
რა ჯდება დაახლოებით 1 ჰექტარი მიწის დამუშავება. რაიონი კახეთი . ხორბალი რომ მოიყვანის ადამიანმა .

და რამე წიგნი ან ბროშურა ხომ არ იცით ჩასატარებელს სამუშაოებს რომ გავეცნო. ანუ რა და როდის არის გასაკეთებელი....

Posted by: gabrieli2010 22 Aug 2013, 08:58
მოგესალმებით ყველას.

ხომ არავინ იცით ღორების ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რამე, სადმე თუ აკეთებენ.

Posted by: iko-iko 29 Aug 2013, 20:23
როგორც წესი ღორების ხელოვნურ განაყოფიერებას მხოლოდ ადგილობრივ მეურნეობაში ნერგავენ. ღორის სპერმა დიდი ხნით ვერ ინახება, მხოლოდ სპეციალური განმაზავებლებით და ისიც 48 საათით ე.წ. გაციების მეთოდით. ამ მეთოდს იყენებენ მხოლოდ მეღორეობის რეპროდუქტორებში.

Posted by: soso-jano 31 Aug 2013, 12:27
დიდი რაოდენობით (100 ტონაზე მეტი) გადასამუშავებელი ვაშლის ფასი მაინტერესებს საქართველოში.

Posted by: soso-jano 8 Sep 2013, 21:37
მანდარინის ასაღები ფასი ხო არ იცით საქართველოში?

Posted by: F][SO 17 Sep 2013, 18:09
მოგესალმებით ყველას, ესეთი სასწრაფო ხასიათის კითხვა მაქვს, მწარე ნუშის ჩამბარებელი საწარმოები ან წერტილები თუ იცი თდა საკონტაქტო ინფოც თუ გაქვთ დამავალებთ თუ მომაწვდით. უღრმესი მადლობა წინასწარ!

Posted by: nona khujadze 9 Oct 2013, 14:51

აქ ალბათ ბევრნი ხართ თაფლის მოყვარულნი და მინდა გთხოვოთ კითხვარის შევსება.
მიმდინარეობს ბაზრის კვლევა მცირე მეფუტკრე ფერმერების დაცვისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით.
გთხოვთ 1 წუთი მოიცალოთ კვლევაში მონაწილეობის მისაღებდ.

https://docs.google.com/forms/d/1Idymrql-6l33mXzh1pkGs_5FIUoF5iwwI9Twp6TEPzo/viewform

Posted by: Nobel 22 Oct 2013, 12:00
საქართველოში სოფლის მეურნეობის რომელი სადაზღვევო კომპანია აზღვევს?

Posted by: ჭყონდიდი 29 Oct 2013, 00:09
გამარჯობათ ბატონებო
მინდა იაფი სესხის აღება ღორის ფერმის,მისი საკვების და შემდგომში ხორცის გადამუშავების მიზნოთ
მაქვს 8 ჰა მიწა კახეთში,ვიცი რა უნდა დავთესო რომ უზრუნველვყო პროტეინითა და სხვა კვებითი კომპონენტებით და სხვ.
სესხს იძლევიან კოოპერატივზე მინიმუმ 3-5 პირის შემადგენლობით...ასე რომ ვეძებ კეთილსინდისიერ,ღვთისნიერ,შრომისმოყვარე და
წარმატების სურვილის მქონეთ.
ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ,ქილიკოსებს და ცინიკოსებს ალბათ აქ არ უშვებთ...
მოკლედ ღვთის იმედით და შეწევნით მე მაინც გავაკეთებ რაღაცას...


Posted by: ushuaia 15 Nov 2013, 21:31
ავყვავდიით,...................................................?

Posted by: GOOD/GE 18 Nov 2013, 08:26
მწყრების მოშენება ვისაც აინტერესებს მათთვის სასარგებლო ინფორმაცია :
http://forum.ge/?f=106&showtopic=34583342

Posted by: iko-iko 6 Dec 2013, 21:20
მიეძინა ამ თემას რაღაც. ან ყველა საქმეშია ჩაბმული და აქ შემოსასვლელი დრო აღარ აქვთ ან ინტერესმა პრაშუქნა.

Posted by: babala 10 Dec 2013, 17:27
მინდა კაკლის ბაღი გავაშენო თიანეთში კერძოდ მაგრანეთში თუ ვინმემ იცით ჯუჯა კაკლებს რომელებსაც ეძახიან სწრაფად მზარდი ჯიშები, რომლებიც 7-8 წელში მოგცემთ სრულ მოსავალს სად შეიძლება რო შევიძინოო და რა ხირსს თითო ნერგიიი? საერთოდ ვინც კომპეტენტური ხართ ამ საქმეში იქნებ მირჩიო ამ მხარეს თუ ხირსს კაკლის ბაღის გაკეთება ეზოში დიდი კაკლები კი დგას მაგრამ იმდენ მოსავალს არ იძლევიან როგორც საჩიროაა , ვისაც შეგილიათ რამით დამეხმაროთ მირჩიოთ როგორ ,რანაინაირად, რა დროსუნდა დაირგას რა ჯიში აჯობებს გთხოვთ არ დაგეზაროთ დაწერა მადლობა ყველას წინასწარ !!! love.gif

Posted by: agromisery 10 Dec 2013, 21:47
gugusha-l
რომელ რაიონში და სოფელში აპირებ დათესვას და რა ფართობზე დაახლოებით 700-1000 ლარამდე ჯდება
gabrieli2010
ბოლნისში აშენდა საკმაოდ ძლიერი მეღორეობის ფერმა სადაც ეგ მიმართულება აქვთ და თუ დაუკავშირდებით შესაძლოა დაგეხმარნენ

Nobel
გააჩნია სოფლის მეურნეობის დარგს და დასაზღვევი პაკეტის არსებობას მაგალითად ჯი პი აი ჰოლდინგი ხორბალს აზღვევს და მზესუმზირას ვერა პორტფელი არიქმნება ვენახსაც აზღვევენ

* * *
babala
თიანეთი მაინც ცივი მხარეა და აუცილებლად უნდა გადამოწმდეს კლიმატზე კონკრეტულ სოფელში გაზაფხულის წაყინვა რამდენად ხშირია რასაც კაკლის საერთო მოუსავლიანობა მოყვება იმ წლლიწადს ისე შეგიძლია ინფორმაციის დიდი ნაწილი მოიძიო ყოფილ სოფლისმეურნეობის კორპორაციაში კაკლის პროექტი იყო ეხლა სააგენტოა პროექტების შესრულების, ახმეტაში აქვთ 4 ჰა კაკალი წვეთოვანზე ვფიქრობ ინფორმაციულად მაინც დაგეხმარებიან

Posted by: babala 11 Dec 2013, 14:20
agromisery
და უფრო კონკრეტულად არ შეგილია მითხრა როგორ შევეხმიანოო რო რამე ინპორმაცია მომაწოდონ

Posted by: Nobel 11 Dec 2013, 14:37
კაკლის ექსპორტს საქართველოდან ვინ ახორციელებს? წელს კაკალი ერაყში რომელმა კომპანიამ გაიტანა?

Posted by: agromisery 13 Dec 2013, 07:57
babala
ძველი კინოსტუდიის შენობარომაა მანდ არის სოფლის მეურნეობის პროექტების შესრულების სააგენტო დიღომი ახმეტელის ქუჩაანომერი არ მახსოვს ლუბლიანას სკვერი რომ მთავრდება დასაწყისში უნდა წახვიდე ხელმარჯვნივ და მარცხენა მხარეს დიდი ეზოა სამწუხაროდ დიდი ხანია არ მაქვს კონტაქტი და ვერ მოგაწვდი
Nobel
ეგ ინფორმაცია სავარაუდოდ საჯაროა და შეგიძლია სურსათის უვნებლობის სააგენტოში მოიკითხო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში სამინისტროს უკან მდებარეობს nfa.gov.ge

Posted by: gogila24 14 Dec 2013, 12:23
და ხორბლის ძირძველი ჯიშის სამშობლოს ერთი ცალკე თემა არ ეკუთვნის ხორბალზე???
ნუ გასაგებია ბევრი სპეციალისტი არ გვლვავს და საერთოდ ეს დარგი სადღაც გაიმარგვლა,მაგრამ საკუთარი გამოცდილებები რომ გავუზიაროთ ერთმანეთს...საკმაოდ მწირი ინფორმაციაა გუუგლშიც კი ვერ ვნახე.


Posted by: konkordi 6 Jan 2014, 21:56
გამარჯობა. გილოცავთ წინასწარ შობის დღესასწაულს. ვფლობ მიწებს და შეგიძლიათ მირჩიოთ ყველაზე მომგებიანი პროდუქტი რომელია, რომლის დათესვაც მართლა ღირს, მიწები მაქვს დასავლეთ საქართვეოში (სამეგრელო, გურიაც) და აღმოსავლეთში 5000კვადრატული მეტრი, ქარტლში. რას მირჩევთ ან სად შეიზლება ინფორმაცია ვნახო? smile.gif მადლობა წინასწარ

Posted by: lasha9 25 Jan 2014, 12:33
დაიღალეთ ბაზრიდან დიდი პარკებით და მეშოკებით მარაგების ტარებით?
მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ჩვენი მომსახურეობა.
http://produqti.myinsales.ru/
https://www.facebook.com/produqti.myinsales.ru

Posted by: Sulia 31 Jan 2014, 20:42
საქართველოში ეს სფერო დღითი-დღე უარესდება, smile.gif არა და სარჩევნო დაპირებებს რომ გადავხედოთ, წესით აყვავებული თუ არა კვირტი მაინც უნდა ქონოდა ახლა.
თუმცა ხმება ახლა biggrin.gif

Posted by: kikilooo 3 Feb 2014, 18:51
მაინტერესებს ერთი რაღაცა - სართიჭალაში მაქვს 10 ჰექტარი მიწა სარწყავი წყლებით გზსისპირზე და რამე. გამომადგება საქონლის საკვები რო მოვიყვანო? სილოსი და ეგეთი რამე. ფერმა ლისის ტბასთან ახლოს კეთდება.

Posted by: agromisery 4 Feb 2014, 04:51
Sulia
აქ პოლიტ აგიტირებას ვერიდებით უფრო პრაქტიკულ საკითხებზე ვსაუბრობთ smile.gif
kikilooo
შე კაი ადამიანო სარწყავ მიწას სართიჭალაში საქონლისთვის აცდენ? თუ მაინც და მაინც მასე გაქ გადაწყვეტილი სავარაუდოდ კარგი მიწაა თუ სასილოსე სიმინდი გინდა იონჯაც სავარაუდოდ კარგი იქნება ასე ზეპირად რთულია თქმა ჩამოყალიბდი რა ჭირდება ფერმას რას შეიძენს და ვეცდები დაგეხმარო რამენაირად ისე შეუთანხმებლად ნუ დათესავ თორე საქონლის საკვების გაყიდვა წესით უნდა გაგიჭირდეს

Posted by: gigibuba 7 Feb 2014, 20:51
ბიზნეს გეგმის მომზადება!!! ქართული და უცხოური საინვესტიციო ფონდების მიერ აკრედიტირებული კომპანია AG Consulting გთავაზობთ ბიზნეს გეგმის, საინვესტიციო პროექტის და სესხისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის მომზადებას საერთაშორისო სტანდარტებით. ბიზნეს გეგმა ეს არის კომპანიის მიმდინარე ან მომავალი პერიოდისათვის სავარაუდო მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის ასახული ნეიტრალური პოზიციის მქონე პროფესიონალის თვალით დანახული დადებითი და უარყოფითი მხარეები, პოტენციური რისკები და ღრმა ანალიტიკური დასკვნა.
რაში იყენებთ ბიზნეს გეგმას?
1. ძირითადად ბიზნეს გეგმას კომპანიები უკვეთავენ იმ შემთხვევაში, როდესაც ექმნებათ მისი წარდგენის აუცილებლობა ფონდის, ბანკის ან საინვესტიციო კომპანიის წინაშე.
2. რეალურად ბიზნეს გეგმას თანამედროვე მსოფლიოში იყენებენ ახალი ბიზნესის წამოწყების დროს დაგეგმილი პროცესების თანმიმდევრულად და ზუსტად მართვისათვის.
3. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზნეს გეგმის შედგენის პროცესში მმართველი გუნდი ხედავს კომპანიას სხვა თვალით, რაც ძირითად შემთხვევებში არსებული ხარვეზების აღმოჩენასა და აღმოფხვრაში ეხმარება მათ.
აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ პროფესიონალების მიერ მომზადებული ბიზნეს გეგმა ეს არ არის „ზედმეტი ფუფუნება“. ბიზნეს გეგმის შედგენა - ეს არის ძალზედ საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო პროცესი საკონსულტაციო კომპანიის მენეჯერებთან, რა დროსაც თქვენ იღებთ პროფესიონალის კონსულტაციას, არგუმენტირებულ დასკვნებს ბიზნესში არსებული ხარვეზების შესახებ და მათი სწორედ და ოპერატიულად აღმოფხვრის გზებს.
გახსოვდეთ, რომ კარგი ბიზნეს გეგმა თქვენი წარმატების საწინდარია. ტელ: 592152635, 2226313
მისამართი: მოსეშვილის 11.

Posted by: tornike-92 8 Feb 2014, 20:30
დიდი რაოდენობით მზესუმზირის ყიდვა სად შეიძლება? დახარისხებული რო იყოს თან

Posted by: shore83 13 Feb 2014, 01:48
tornike-92
რა რაოდენობით გააჩნია, შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია..

Posted by: kikilooo 14 Feb 2014, 01:15
agromisery
აბა რა ჯობია რო მოვიყვანო? ფერმის გაკეთება მინდა და მაგიტომ საკვები რო დავტესო

Posted by: beqaguru 15 Feb 2014, 19:03
ჩანდლერის ნერგები მინდა, 10-20 ცალის ფარგლებში (საცდელად), გადავიხდი რაც გადასახდელია...

ოღონდ თესლიდან ამოსული არა, ნამყენი...

გთხოვთ გამომეხმაუროთ თუ ვინმემ იცით...

Posted by: besabarsa 26 Feb 2014, 20:17
tornike-92
[quote(დიდი რაოდენობით მზესუმზირის ყიდვა სად შეიძლება? დახარისხებული რო იყოს თან)
[/quote] ამ ნომერზე დარეკე ვიცი რომ ჰქონდა 555 104 104

Posted by: ushuaia 6 Mar 2014, 09:50
ჩაკვდა თემა არადახვნა იწყებააა...................

Posted by: J i j I 6 Mar 2014, 18:17
მოკლედ დახმარება მჭირდება რა, იქნებ რჩევები მომცეთ.

მცირე მიწა მაქვს სოფელში, დაახლოებით მეოთხედი ჰექტარი იმერეთში. ჰოდა დაახლოებით 5-6 წელიწადია არაფერი დათესილა და თხმელა ამოიყარა შარშანწინ. დავუშვათ გავასუფთავე მიწა (გადავაბრუნე), რისი დათესვა შეიძლება რომ ისევ არ ამოიყაროს თხმელა და თან მერე თხილი ჩავყარო, ან სხვა რამეში გამოვიყენო მიწა...

როგორ დავიცვა თავი თხმელებისგან? biggrin.gif

Posted by: agromisery 7 Mar 2014, 07:27
J i j I
დიდი პრობლემაა smile.gif გადაბრუნებით ფესვებს დააქუცმაცებ და გაამრავლებ სასურველია გადაიჭრას ამონაყარი მიწის პირთან მაქსიმალურად ახლოს შემდეგ ახალიმწვანე ყლორტები დამუშავდეს გლიფოსატშემცველი ჰერბიციდით (კლინი, ურაგანი, და აშ) დაგჭირდებათ 2 ლიტრი პრეპარატი და თუ ამონიუმის გვარჯილას დაუმატებთ200 300 გრამსეფექტს გააძლიერებთ ალბათ ამონაყარები ორი წელი მაინც შეგაწუხებენ smile.gif


Posted by: luka123 7 Mar 2014, 09:07
ushuaia
QUOTE
ჩაკვდა თემა არადახვნა იწყებააა...............

აი მაგაზე მინდა გკითხოთ და გთხოვოთ კიდევაც რჩევა. ეხლა რა ხდება:
თბილისთან ახლოს მაქვს მიწა,2-3 ოჯახის სამყოფი მოდის მოსავალი. კარგი მიწაა. ხეხილიც არის. მაგრამ ისე ეტყობა წელს ვეღარ მივხედავ საქმეების გამო. არადა ოჯახი მიეჩვია ბიოდინამიური წესით მოყვანილ ბოსტნეულს, მწვანილეულს.და ა.შ.
............. ასეთი თხოვნა მექნება- თუ ვიმემ იცით სოფლად სადმე ოჯახი ან მეურნეობა, რომელსაც ბიოდინამიკით მოჰყავს ბოსტნეული, 10-ზე მეტი ოჯახი და შეიძლება 20-იც მისი მომხმარებლები გავხდებით. მუდმივი კლიენტები. იქნებ დაიტერესდეთ ამ წინადადებით, მერე გაფართოვდება ეს წრე კიდევ უფრო. ჩემი საახლობლო ყველა მისი მომხმარებელი გახდება.
agromisery იქნებ დამეხმაროთ, დავეხმაროთ ერთმანეთსsmile.gif მაგრამ ქიმიკატებით მოყვანილი პროდუქტი არ გვინდა.

* * *
lasha9
QUOTE
დაიღალეთ ბაზრიდან დიდი პარკებით და მეშოკებით მარაგების ტარებით?
მოხარული ვართ შემოგთავაზოთ ჩვენი მომსახურეობა.
http://produqti.myinsales.ru/

თურქული ხილ-ბოსტეულია?

Posted by: irmam 7 Mar 2014, 11:58
ვინმემ ატმის და ვაშლის გასხვლა მასწავლეთ რა


ან სად ვისწავლო ის მასწავლეთsmile.gif

Posted by: J i j I 8 Mar 2014, 01:38
agromisery
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის...

ანუ ვთქვათ ახლა რომ გადავჭრა ძირში, მერე დავამუშავო, ისევ ამოვა ყლორტები? ანუ რამდენჯერ ამოვა და საბოლოოდ მოისპობა თუ არა. ან მაგალითად, რომ გადავაბრუნებ, მერე რამე რომ დავთესო არ უშველის ხო?

Posted by: ushuaia 8 Mar 2014, 02:16
.................................................................................აპ

Posted by: agromisery 8 Mar 2014, 03:30
luka123
სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და კონკრეტულად ფერმერის დასახელება გამიჭირდება ალბათ საუკეთესო ვარიანტია ელკანა ს მიმართოთ მათ აქვთ ყველა ტიპის ბიო მიმართულებები და კონტაქტებიც სავარაუდოდ დაგეხმარებიან,
თურქულ პომიდორს და კიტრს რაც შეეხება ამაზე ღიათ საუბარი არასწორია მაგრამ უბრალოდ ნებისმიერს შეუძლია ბრმა ტესტის სახით ლაგოდეხის დიღმის და თურქული შეადაროს ... სწორი მცენაარეთა ქიმ დაცვის აგროქიმიურ და აგრო ტექნოლოგიურ ფონზე ჯანსაღი და სრულებით უვნებელი პროდუქტი მიიღება და არასწორად წარმოებული ბიო გაცილებით საშიშია მაგრამ ეს სხვა თემაა..
J i j I
ყოველწლიურად თუ ამუშავებ მიწას პრობლემა მოიხსნება მაგრამ 5-6 წელი დასჭირდება სავარაუდოდ ძალიან რთულია საქართველოში მერქნიან მცენან ბრძოლა არბორიციდები კანონით არის აკრძალულლი თორემ აშშ-ში ეგ 1 დღის საქმეა sad.gif არადა მრავალწლიანების გაშენების მერე უფრო გაჭირდება ამონაყრის მოშორება
irmam აგრარულში მეხილეობის ინსტიტუტში რამდენადაც ვიცი ასეთი სემინარები ტარდება მიმართე და თუ სემინარები არაა თეორიულად მაინც აგიხსნიან პრინციპებს ფორუმიდან ნამდვილად ვერ ისწავლი smile.gif



Posted by: luka123 8 Mar 2014, 08:53
agromisery
გმადლობთ. ელკანასთან ახლო ურთიერთობა მაქვს კი. მაგრამ მებოსტნეობის საქმე ვერაა კარგად. კარტოფილს სიმინდს დაა.შ. მანდ ვყიდულობთ, მაგრამ ბოსტნეულს რაც შეეხება ასე მასიურად არ არის. მაინც ვკიტხავ. აქ უფრო მაქვს იმედი ვიმე სოფელთა ახლოს მყოფმა დამაკავშიროს იქებ ასეთ ოჯახს. მათთვისაც კარგი იქნებოდა მუდმივი კლიენტები.
QUOTE
სწორი მცენაარეთა ქიმ დაცვის აგროქიმიურ და აგრო ტექნოლოგიურ ფონზე ჯანსაღი და სრულებით უვნებელი პროდუქტი მიიღება და არასწორად წარმოებული ბიო გაცილებით საშიშია

მაგალითები მინდა თუ შეიძლება. რა იგულისხმება არასწორად წარმოებულ ბიოდინამიკაში.
ან ჩვენი მამა-პაპის მოწეული მოსავლით რატომ არ ვიწამლებოდით. ნუ გასაგებია რომ მსოფლიო ეკოსისტემა დაბინძურდა, რადიაციული ფოი მომატებულია და ა.შ.

Posted by: J i j I 8 Mar 2014, 16:49
agromisery
გასაგებია. ანუ ვთქვათ ყანა რომ გაშენდეს (თუ როგორც ქვია დათესვა biggrin.gif) ყოველწლიურად, 5-6 წლის მერე შეიძლება ხო ვთქვათ თხილის დარგვა?

Posted by: agromisery 8 Mar 2014, 23:06
luka123
ვიწამლებოდით მაგრამ არა ისე როგორც ნიტრატმა შეიძლება სასწრაფო დახმარება დაგვაჭირვოს smile.gif მაგალითად ყველაზე გავრცელებული მოწამვლის ფორმა ნაკელი - მისი არასწორი გამოყენებისას ხდება უამრავი მიკრობის გავრცელება ნიადაგში რომელიც საშიშია როგორც მცენარის ისე ადამიანისათვის მაგალითისთვის ესპანეთის კიტრზე ატეხილი სკანდალი მინდა შეგახსენოთ ნაწლავური ინფექცია რომ მოსდო მთელს ევროპას, ამ ბოლო წლებში იყო ზუსტად არ მახსოვს აგრეთვე ნაკელის დიდი რაოდენობით გამოყენების დროს ვაბინძურებთ ნიადაგს მძიმექი მეტალებით რომელიც საბოლოო ჯამში გვწამლავს ჩვენ,
კიდევ მრავალი მაგალითის მოყოლა შემიძლება. . . რაც ბიოს და სწორად წარმოებულ ჯანსაღ პროდუქტს შორის ზღვარს კიდევ შეამცირებს smile.gif
J i j I
სავარაუდოდ 3-4 წელი ეყოფა გააჩნია როგორ არის მურყანი მოდებული 6 წლის მერე ალბათ გარანტირებულად სუფთა იქნება ნაკვეთი და თხილის გაშენების შემდეგაც თუ წამოყოფს სადმე ერთეული თავს უკვე მისი მოსპობა მექანიკურადაც არ ინება პრობლემა

Posted by: irmam 10 Mar 2014, 14:04
agromisery
მადლობა smile.gif


Posted by: SauronMag 12 Mar 2014, 21:47
მაინტერესებს ნიადაგის ანალიზს სად გავაკეთებინებ??????

მითხრეს თითქოს სასოფლოში, წეროვანში და დიღმის სასაფლაოების ასახვევში არის კიდევ რაღაც ლაბორატორიაო. ახალციხეშიც არის მაგრამ მე თბილისში ვარ და იქ ვერ წავალ... smile.gif


ხო პს.. ფასებიც მიაწერეთ პლზ თუ იცით..

Posted by: ჭყონდიდი 14 Mar 2014, 08:29
agromisery
გამარჯობა, დიდი ხანია აქ არ შემოვსულვარ.
ნეტავი თუ ეშველება ჩვენს სოფ. მეურნეობას?

Posted by: ჭყონდიდი 15 Mar 2014, 08:31
გარედან უფრო კარგად ჩანსო ნათქვამია,თან კომპეტეტური თვალით დანახული,,,

აგრომისერი, ერთი მაინტერესებს კიდო,განვითარებულ ქვეყნებში სახნავ სათესი მიწები რა ღირს ?
პოლონეთშიო, 1 ჰა 10 000 ევროაო...

Posted by: agromisery 18 Mar 2014, 01:03
SauronMag
კი და კიდევ აგროგეო+ და ანალიზი + ნიმუში დაახლოებით 100 ლარის ფარგლებშია ნიმუშების რაოდენობა განისაზღვრება ფართობის და ექსპოზიციის მიხედვიათ smile.gif
ჭყონდიდი
გავკლდი ძალიან smile.gif რაც შეეხება კითხვას: ნეტავი smile.gif იმედი მაქვს ეშველება; რაც მე ვიცი და შეხება მქონია პოლონეთი საშუალოდ 8000 ჰოლანდია 10-12 აშშს ჩრდილოეთის 5-12 smile.gif


Posted by: ჭყონდიდი 18 Mar 2014, 19:34
agromisery
დიდი მადლობა. გაცილებით მეტს ვფიქრობდი ფასს. გამიგია 1 მ2-ზე საეტალონო მცენარის მოსავლის ფასიX 3-ზე ან 7-ზეო. ეტყობა დააბრეხვა.

Posted by: ushuaia 19 Mar 2014, 00:58
ფერმაა......................................................

Posted by: ჭყონდიდი 19 Mar 2014, 10:37
agromisery
რატომ დავსვი ეს კითხვა...
მომწერა ერთმა, ვაზის სანერგე მაქვსო, გინდა ნერგებს მოგცემ,დარგე,გაზარდე...და 30% იქნესო ჩემი.
ან მე დავრგავო,მოვუვლი ჩემი ხარჯით და წილები რომ დავადგინოთ,ფასი მითხარიო შენი მიწის...
იქნებ არსებობს რამე მიდგომა,"ფორმულა"?

Posted by: agromisery 19 Mar 2014, 12:06
ჭყონდიდი
ანუ უცხოელთან ერთად აპირებ ინვესტირებას ძალიან კარგია მარა ფასს არ განსაზღვრავს მარტო ნიადაგის შედგენილობა საქართველოში ძალიან დიდი ამპლიტუდაა დედოფლის წყაროს მიწები $500 დან იწყება $2000-მდე ადის ბოლნისი 2 დან იწყება გააჩნია რა კულტურაზე გავქს აქცენტი რეგიონის და ადგილმდებარეობის (უცხოელები პირველ მოთხოვნას გზასთან სიახლოეს უყენებენ) საუკეთესო ფორმულა შემფასებელია საფინანსო ორგანიზაციის smile.gif

Posted by: ჭყონდიდი 21 Mar 2014, 13:04
agromisery
გზიდან 7 კილომეტრია. " ახაშენი" ღვინო იყო კომუნისტების დროს,მითხრეს,ამ ზოლშიაო ეს მიწა,10 ტ საფერავი და 15-20 ტ რქაწითელის ალბათობით
ჰა-ზე.ფიცხი მიწებიაო.
30%-ზე ჩემს სასარგებლოდ დავთანხმდები.
თუ არადა ... სულ ასეთი პუტუ-პუტუ მთავრობა ხომ არ იქნება... არ იფიქრო მთავრობის შემყურე ვარ,ან ვავალდებულებ,რომ თქვა,სესხს მოგცემთო
და არ იძლევა,ნაწყევი ვარ ტყუილისთვის.
2წ-ა "გაყინული" ვარ,მანამდე ჩემი საქმიანობით 0.5 ლ მქონდა მინ. ბრუნვა. ეს დიდი არ არის,მაგრამ სესხს უთუოდ მომცემდნენ.მაშინ სოფ. მეურნ.
არ მიფიქრია სამწუხაროდ.
...ყოველთვის კუანა ვირი ხომ არ შეხვდება მიხოს?

Posted by: agromisery 21 Mar 2014, 14:04
ჭყონდიდი
ხო საკმაოდ კარგი ადგილია და საუკეთესო ღვინის წარმოებაცაა შესაძლებელი და 30% რომ დათმო ნორმალურია მით უმეტეს, რომ ახალი ვენახის გაშენებას საკმაოდ დიდი თანხები ესაჭიროვება თუ სერიოზულად დაინტერესებულია ის ხალხი ყველანაირად ვეცდებიო დაგეხმარო smile.gif

Posted by: ჭყონდიდი 23 Mar 2014, 08:05
agromiser
1ჰა 25 000 ჯდება,ვიცი. ისიც ამაზე აკეთებს აქცენტს. ნამეტანი ბევრი "კონსულტანტი" ჰყავს, ვნახოთ.
ვაფასებ შენს შემოთავაზებას, ეს უთუოდ დამჭირდება.

Posted by: grishka_rasputini 30 Mar 2014, 15:23
გამარჯობათ
ესეიგი სამაგრელოდან ჩამომიტანეს თხილის ნერგები.
წავიგე არაგვის ხეობაში, ფასანაურის ზემოთ სოფელი მაქვს და ჩავყარე იქ. სამწუხაროდ ვერ გაიზარდნენ, ისევ იმ სიმაღლისები არიან, თუმცა ისხავენ, და ზომის მიუხედავად არც ისე ცოტას.
რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რისი ბრალი იქნება.
ნიადაგი თიხოვანია, მოყვითალო.
ვფიქრობ, რომ ამოვიღო დიდი ორმო, შევავსო შავი ქვიშის და მინიმუმ 1 წლის დამწვარი პატივის ნარევით და ჩავრგო ისევ.

Posted by: sofleli1991 30 Mar 2014, 19:06
ძალიან დამავალებთ თუ ნერგების გამოყვანაზე დადებთ თემას კერძოდ მე ჩვეულებრივი კარალიოკი მაინტერესებს როგორ უნდა გამოვიყვანო და რისი თესლისგან გამოდის ?

Posted by: ushuaia 1 Apr 2014, 15:52
კი............................................................................

Posted by: ჭყონდიდი 8 Apr 2014, 07:38
agromisery
ხომ არ გეგმავ ამ პროფილით ბიზნესს?
დახმარებას კომპანიონობა მირჩევნია.

Posted by: agromisery 9 Apr 2014, 15:34
ჭყონდიდი
ვეცდები ვეცდები smile.gif

Posted by: ushuaia 9 Apr 2014, 15:37
grishka_rasputini
grishka_rasputini
ნიადაგის ბრალია............................................ნაყოფიც არიქნება მაგდაგვარი გემოსი

Posted by: miha-miha587 10 Apr 2014, 16:04
grishka_rasputini
QUOTE
გამარჯობათესეიგი სამაგრელოდან ჩამომიტანეს თხილის ნერგები.წავიგე არაგვის ხეობაში, ფასანაურის ზემოთ სოფელი მაქვს და ჩავყარე იქ. სამწუხაროდ ვერ გაიზარდნენ, ისევ იმ სიმაღლისები არიან, თუმცა ისხავენ, და ზომის მიუხედავად არც ისე ცოტას.რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რისი ბრალი იქნება.ნიადაგი თიხოვანია, მოყვითალო. ვფიქრობ, რომ ამოვიღო დიდი ორმო, შევავსო შავი ქვიშის და მინიმუმ 1 წლის დამწვარი პატივის ნარევით და ჩავრგო ისევ.


ადაპტაცია გაუჭირდება სამეგრელოდან ჩატანილ ნერგებს, ადგილობრივი დარგე. ( ისე ფასანაურის ზემოთ თხილს რა უნდა ? biggrin.gif )ნაკელი არ უნდა.ადგილი არ უნდა იყოს ჭაობიანი.ორმო სჭირდება თავიდან დიდი 70X70X70 ზე. გაზაფხულზე უნდა ამოიღო ორმოები და შემოდგომით დარGო.ნერგები ჯობია ცალკე დააფესვიანო(დააპიტომნიკო იმავე მიწაში სადაც მერე უნდა გადარგო) და თავის ბუდიანად გადარგო. ორმოს ამოღება და + დაპიტომნიკება გაზაფხულზე,შემოდგომით გადარგვა უნაკელოდ და უსასუქოდ.

Posted by: jentile 29 Apr 2014, 21:53
მეგობრებო ხაშურის რაიონში ჭაჭის არაყი გამოვხადე სამი დღეა .არავის უნდა 80 გრდუსინი მაქვს 20 ლიტრი 7 ლარად. და 70 გარდუსიანი მაქვს 15 ლიტრი 6 ლარად .თუ ვინმეს გსურთ მომწერეთ პირადში.

Posted by: ushuaia 29 Apr 2014, 22:58
ორნახადიააა....................?

jentile

Posted by: jentile 29 Apr 2014, 23:51
კი რათქმაუნდა. პირველნახადი 80 გრადუსი და 70 არ გამოდის.



ushuaia

Posted by: ushuaia 30 Apr 2014, 00:20
კარგი იქნებაა..................თბილისში გაქვს,,,,,,,,,,?

Posted by: sham 30 Apr 2014, 15:33
ჭყონდიდი
QUOTE
1ჰა 25 000 ჯდება,ვიცი.




25000 ძალიან გაბერილი რიცხვია 1 ჰექტარი ვენახის გაშენებისთვის.

Posted by: ჭყონდიდი 2 May 2014, 06:53
sham
მეგობარმა მითხრა ეს. მსხმოიარობამდე,ანუ 3 წ. 25-იაო დანახარჯი.
თუ იცით პრაქტიკულად,მადლობელი,თუნდაც მოკლე იფო იყოს.





Posted by: sham 2 May 2014, 13:01
ჭყონდიდი

ახლა დავამატე, ანუ გავაშენე 5000 მეტრ კვადრატი (ნახევარი ჰექტარი). პირველი ხარისხის რქაწითელის ნერგებით. უკვე მიზის 3000 ლარამდე. და თავისი ბოძებით, მავთულით, შეწამვლებით და ყველაფრით კიდევ 2000 ლარი დაჯდეს. ანუ ჯამში 5000 ლარი ნახევარი ჰექტარი. 1 ჰექტარი რქაწითელის მოშენება მაქსიმუმ 10000 ლარი დაჯდება, მაგდენიც არ მგონია...

Posted by: ჭყონდიდი 4 May 2014, 21:21
sham
მადლობა დიდი. ეს ინფორმაცია რადიკალურად ცვლის ჩემს წარმიდგენას ამ თემაზე.

სუფრის ყურძენზე ტუ გაქვთ ვინმეს ცოდნა,რამდენი მოდის ჰა-ზე,როგორ ინახება,მაცივრით თუ "პოდვალში"

Posted by: ushuaia 10 May 2014, 10:30
მე მაქვს 2 ტონამდე......................ვყიდი ძირითადად.............მაცივარში ინახება უფრო.....ჭყონდიდი

Posted by: ჭყონდიდი 13 May 2014, 08:16
ushuaia არ არისო საქართველოში ეს ჯიში გავრცელებული.სომხებს აქვთო კარგად შესწავლილ-დანერგილი.
საგურამოს სანერგეში გამოუყვანიათ საინტერესო ჯიშები.1.5 ჯერ ჭარბობსო მსხმოიარობით რქაწითელს

რა ჯიშის გაქვს,შეწამვლა,მოვლა- ხლაფორთი იგივე უნდა?

Posted by: bum 16 May 2014, 15:59
მეგობრებო სადმე თუ იცით რო იყიდებოდეს ცოტა ნორმალური ხარისხის სასუქები, რომლებზეც

NPK ეწერება.

დიდუბის მეტროს მიმდებარედ მოვიკითხე ყველგან და NPK რას ნიშნავს საერთოდ არ იციან გამყიდველებმა და რაღაც სისულელე სასუქები აქვთ :/

Posted by: agromisery 16 May 2014, 22:43
bum
ყველგან არ მოგიკითხავს როგორც ჩანს ბაზრის მხრიდან აგროგეო+ ის მაღაზიაა და იქ არის 16-16-16 სისულელე სასუქს რომელს ეძახი ეგეც საინტერესოა!
NPK 161616 მოხერხებული სასუქია გაზაფხულზე შესატანად თუმცა იმასაც არ ნიშნავს რომ საუკეთესო და უსერიოზულესია გააჩნია რა კულტურაში გინდა და ნიადაგს რა სჭირდება მაგალითად ხორბალში დედოფლის წყაროში აზოტის ნორმის შესავსებად ეს სასუქი რომ გამოიყენო (N-90) უნდა შეიტანო 500 კგ დაგიჯდება 650 ლარი და ამ დროს ფოსფორის დოზა გადააჭარბებს მიახლოებით 30 კგთი და ხოლო კალიუმი ამ შემთხვევაში ნიადაგშიც საკმარისზე მეტია და მხოლოდ დამარილების ეფექტს მიიღებთ
ხოლო თუ გამოიყენებთ ამოფოსს (NP -10-46) + შარდოვანა (N-46) ან ამონიუმსი გვარჯილა (N34) ამოფოსი 100 კგ (130 ლარი) სრულიად საკმარისია ფოსფორის შესავსებად ხოლო აზოტისთვის 100 კგ შარდოვანა (120 ლარი) სადაც კალიუმია საჭირო კალიუმის მარილი (K-60) 100 კგ ეგეც 120 ლარი დავთვალოთ 130+120+120=370ლარს ფასი ნახევარი შედეგი უკეთესი smile.gif

Posted by: bum 17 May 2014, 09:55
agromisery
სისულელე სასუქს ვეძახი გაურკვეველი წარმოშობის და შემადგენლობის სასუქებს, რომლებიც მრავლად იყო და "ყველაფერზე მიდიოდა".


მე მჭირდება ყვავილებისთვის 6-0-0 მაგალითად, 0-4-2 და მსგავსი ტიპის.

20-20-20 და მსგავსი არ მაწყობს. ადრე გუდვილში ვნახე რაღაც სასუქები და შედარებით კარგი ნპკ ქონდათ, მარა რა ფირმა იყო არ ვიცი.

აი ასეთი და ამ ფირმის რომ იყიდებოდეს მაგალითად:

http://www.amazon.com/Fox-Farm-FX14049-Nutrient-Formula/dp/B00572026S/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1400305968&sr=8-1&keywords=foxfarm

სამწუხაროდ შხამ-ქიმიკატების გამოწერა არ შეიძლება.

Posted by: agromisery 17 May 2014, 11:25
bum
აგროგეო+ შივე აქვთ ატლანტიკა აგრიკოლას ბიო და ნახევრად ბიო სასუქები მაგ რაიკატ სტარტი რაიკატ გროუ და რაიკატ ფინალი smile.gif

Posted by: bum 17 May 2014, 12:52
QUOTE (agromisery @ 17 May 2014, 10:25 )
bum
აგროგეო+ შივე აქვთ ატლანტიკა აგრიკოლას ბიო და ნახევრად ბიო სასუქები მაგ რაიკატ სტარტი რაიკატ გროუ და რაიკატ ფინალი smile.gif

რომელია ეგ მაღაზია ? იქნებ ამ რუკაზე X დასვა რო მივხვდე, თორე ახსნით დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას ვერ ახსნი.


user posted image

Posted by: agromisery 18 May 2014, 01:58
bum
სურათის ატვირთვა არ ვიცი sad.gif წითელი აგურის შენობები რომაა მარჯვენა მაღლა კუთხეში დაბლიდან მესამეა

Posted by: bum 18 May 2014, 10:59
როგორც მივხვდი, ესაა ხო >?

user posted image

Posted by: agromisery 18 May 2014, 11:28
bum
კი ეგ არის შენობის ორივე მხრიდან აქვს შესასვლელი smile.gif

Posted by: bum 18 May 2014, 12:33
QUOTE (agromisery @ 18 May 2014, 10:28 )
bum
კი ეგ არის შენობის ორივე მხრიდან აქვს შესასვლელი smile.gif

კარგი, ვინახულებ რო მოვხვდები მაქეთ

მადლობა up.gif

Posted by: sham 18 May 2014, 12:40
agromisery

გამარჯობა, დაახლოებით ერთი თვის ამოსულ ყვავილს, ფოთლოვანს , ერთწლიანს, რომელი სასუქი მოუხდება სწრაფად და ჯამრთელად ზრდისთვის ?

ორგანიკა თუ რაღაც კარგია ? და რა სახით უნდა მივცე იქნებ მითხრათ. წყალში გავხსნა ხო ალბათ და დავუსხა ?

გმადლობთ.

Posted by: agromisery 18 May 2014, 15:04
sham
ამინოკატი 5 მლ 7-8 წლაზე + რაიკატ სტარტი 5 მლ ფესვებში დაუსხით თუ მოგრჩათ წყალი მორწყვა გამოტოვებით დაუსხით რაც შეეხება ორგანიკას ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს როგორც ვიცი აადგილობრივი წარმოებისაა

Posted by: sham 18 May 2014, 15:23
agromisery
მადლობა, და სად შეიძლება შევიზინო ?

Posted by: agromisery 18 May 2014, 21:18
sham
დიდუბეში ზემოთ სურათზე ისრითაა მითითებული smile.gif

Posted by: giigi 27 May 2014, 14:31
bum
ამინოკატი,ატლანტე და ყველა ის თხევადი სასუქი რაც მეგობარმა დაწერა მე მაქვს ყველაზე იაფად თუ დაგაინტერესებს.

Posted by: bum 27 May 2014, 15:03
giigi

რაკიტ სტარტი ფინალი და გროუ გაქვს?

იქ 35 ლარი ღირდს თითო

Posted by: agromisery 27 May 2014, 22:06
giigi
რა ფასებში გაქვს?

Posted by: ashley judd 29 May 2014, 21:00
agromisery
ბლის ხეებს ფოთლები გაუყვითლდათ და სცვივათ, ცოტა დაჭიანებულიც არის ფოთოლიც და ნაყოფიც. რა ვუშველოო?

Posted by: agromisery 29 May 2014, 21:11
ashley judd
წელს ვეღარაფეწრს ვუშველით იმიტომ რო ნაყოფი უვარგისი იქნება საკვებად რაც შეეხება გაყვითლებას ტემპერატურის ცვალებადობის ბრალი უნდა იყოს ჭიის საწინააღმდეგოდ ადრე გაზაფხულზე კვირტის გაშლამდე მინ ზეთით და დიმეთოატის შემცველი პრეპარატით დაამუშავეთ 1 კვირის შემდეგ სპილენძშემცველი ფუნგიციდის 1% იანი ხსნარით

Posted by: ashley judd 29 May 2014, 21:28
agromisery
ადრეც ეგრე დაემართა ერთ ბალს და გახმა, შიგნიდან გაუჩნდა ჭია. ხოდა არ მინდა ესენიც გახმნენ და რა შეიძლება ამის საწინააღმდეგოდ გავუკეთო?

Posted by: agromisery 30 May 2014, 17:51
ashley judd
თუ მცენარეს დედატოტზე აქვს ხვრელი 5მმ დიამეტრის დაახლოებით ტამპონი (ბინტის ან მარლის) უნდა დასველდეს დემეტრა დინგო ბი-58 ან სხვა დიმეთოატ შემცველ პესტიციდში მაქსიმალურად სიღრმეში შეიტენოს და ამოიქოლოს სანთლით, თუ მცენარეს არ აქვს ხვრელი დედატოტზე სავარაუდოა რომ ხმობა ჭიის ბრალი არ იქნება

Posted by: giigi 4 Jun 2014, 15:52
bum
მხოლოდ რაიკატ ფინალი დარჩა რაიკატებიდან.

Posted by: agromisery 4 Jun 2014, 21:23
giigi
რა ფასში გაქვს და რა რაოდენობა თუ საიდუმლო არაა დიდი რაოდენობა მინდა და თუ იაფად გაქვს ვიყიდი smile.gif

Posted by: giigi 6 Jun 2014, 12:30
agromisery
ატლანტე ლიტრიანი ბოთლი 16ლარი.რაოდენობა არის.

Posted by: agromisery 6 Jun 2014, 12:58
giigi
საბითუმო სხვა ფასი მითხრეს მაგრამ რაოდენობა აღარ იყო თუ დამჭირდა ამ ეტაპზე ვიყიდი იქნებ ნომერი მომწეროთ თქვენი პირადში smile.gif

Posted by: giigi 11 Jun 2014, 16:58
ბითუმად ყველაზე იაფად ესპანური თხევადი სასუქები:

Posted by: Human 19 Jun 2014, 17:47
გამარჯობათ,
ვინც ერკვევით...
აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში, კახეთში როდის არის ბალახის თიბვის სეზონი?
როდის იწყებენ და როდის არის ბოლო ვადები?

დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ქართლოსი 8 Jul 2014, 18:53
შხამებით რომ მოყავთ საკვები ტერიტორია არ ყოფნით რომ ნატურალური პროდუქტი მოიყვანონ?

Posted by: ჭყონდიდი 31 Jul 2014, 18:21
სად შეიძლება დადო სოფლის მეურნეობის მესვეურებისა და ამ მთავრობის
სიაფანდობით გაბრაზებული ხალხის გულისმოსაოხებელი
"ლოცვა-კურთხევა" მათდამი აღვლენილი?

თუ ვინმე გახსნიტ ამისთვის გვერდს შემათყობინეთ!

პ.ს. გული მიგრძნობს,ბიძინასადმი პატივისცემა-მოწიწების მიუხედავად
...ვადამდე გაძეკვავს ხალხი ამათ.

Posted by: ჭყონდიდი 7 Aug 2014, 23:44
რაშია საქმე. კმაყოფილი ხართ ყველა? თუ გეშინიათ.
ერთი სიკეთე ისა აქვთ,რომ არ გეშინიათ ცოცხისა და პოლის ჯოხის ტარის.
სხვა მხრივ "პოლუფაბრიკატნია " არიან!

Posted by: qera19 24 Aug 2014, 15:42
1)სანათი ბრის შეკეთება!
2)ჭაღის შეკეთება!
3)ელ.ავტომატის შეცვლა!
4)როზეტის შეცვლა!
5)ჩამრთველ,გამომრთველის შეცვლა!
6)კარებზე ზარის შეცვლა!
7)დროსელის შეცვლა!
8)სტარტერის შეცვლა!
9)220Vდან12Vგადამყვანის შეცვლა!
10)ჭერის სანათის შეცვლა!
11)ელ.გაყვანილობის შეცვლა!
12)ტელეფონის შნურის შეცვლა!
13)ანტენის შნურის შეცვლა!
14)კაბელ კანალის შეცვლა!

Posted by: jjj 25 Aug 2014, 17:51
ხომ არ იცით ყვავილების მოყვანა თუ "შედის" სოფლის მეურნეობაში? ანუ ყვავილების მოყვანის ბიზნესიც სარგებლობს შეღავათებით რაც სოფლის მეურნეობის პროდუქტებზეა და სახელმწიფო შეღავათიანი სესხებიც თუ გაიცემა მაგ ბიზნესზე?

Posted by: agrokavkaz 7 Sep 2014, 02:20
შეიქმნა საინფორმაციო-ანალიტიკური საიტი http://agrokavkaz.ge/
სოფლის მეურნეობა, აგრობიზნესი, სიახლეები, დარგები, აგრომარკეტი და სხვა.

Posted by: <GladiatoR> 11 Sep 2014, 12:01
სად შეძლება რო შევიძინო წიგნები მევენახეობაზე ვაზის მოვლაზე და ა.შ ?

Posted by: Lady_Bird 16 Sep 2014, 14:04
მოგესალმებით,

აქ თუ ხართ ვინმე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირი რომლებიც პირველადი პროდუქციის რეალიზაციას ახდენთ იურიდიულ პირებზე შემდგომი გაყიდვის მიზნით . გამომეხმაურეთ რაღაც კითხვა მაქვს,

მოკლედ ამ კითხვასაც დავწერ ბარემ. ახლობელი ყიდის ადგილობრივად მოყვანილ სიმინდს შპს-ზე. შპს თავის მხრივ თხოვს რაღაც ცნობას რომ ეს სიმინდი ნამდვილად საქართველოშია მოყვანილი, რათა არ დაბეგროს დღგ-თი. მოკლედ საგადასახოდმ გამგეობები და მუნიციპალიტეტები გასცემენ ამ ცნობასო. მოკლედ თუ გქონიათ შეხება მსგავს საკითხთან იქნებ მითხრათ რა ტიპის ცნობაა და რამონაცემებს უნდა მოიცავდეს.

Posted by: davidgeorgia777 16 Sep 2014, 14:39
გამარჯობათ ფორუმელებო,,, თქვენი დახმარება მჭირდება
მინდა საწამლი აპარატის ყიდვა, ზურგზე რომ აქვს ადამიანს მოკიდებული მატორიანი.
რას მირჩევთ, რომელი ფირმის ჯობია, სად ჯობია ყიდვა?,, იქნებ მირჩიოთ ვინც გარკვეული ხართ ამ საკითხში,,,smile.gif

Posted by: agromisery 16 Sep 2014, 16:47
Lady_Bird
ჩვეულებრივი მარტივი ცნობაა რომელსაც გასცემს სოფლის რწმუნებული (თუ საზღვარგარეთ გასატანად არის საჭირო სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილწარმოშობის სერთიფიკატს გასცემს)
davidgeorgia777
ჩვეულებრივ ესეთი საწამლი აპარატები "გამოდგომაზეა" და გარანტიასაც არავინ იძლევა შესაბამისად მაინც უნდა ეცადოთ იტალიური აპარტის შეძენას თუმცა შედარებით ძვირი დაგიჯდებათ თუ არ ვცდები შპს შალს უნდა ქონდეს აღმაშენებლის 20 ნომერში აქვთ მაღაზია

Posted by: Lady_Bird 17 Sep 2014, 09:27
agromisery
სოფლის რწმუნებულთან მისული იყო, ნუ აზერბაიჯანელია მგონი და არ იცის რა და როგორ, ნიმუში უნდა ხოდა მოკლედ თუ მეტყვი რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს ძალიან დამეხმარები. რა კულტურა მოყავს და რამდენ ჰექტარზე ხო? თუ დამატებით არის კიდევ რაიმე საჭირო

Posted by: <GladiatoR> 17 Sep 2014, 15:07
QUOTE
სად შეძლება რო შევიძინო წიგნები მევენახეობაზე ვაზის მოვლაზე და ა.შ ?


Posted by: agromisery 17 Sep 2014, 16:49
<GladiatoR>
სამწუხაროდ ახალი წიგნები ფატიურად აღარ გამოდის გაყიდვაში (ქართული) ინგლისური და რუსული გამოწერით ან თუ მაინც და მაინც ქართული გნებავთ ძველ წიგნებს რომ ყიდიან ტექნიკურის მიწისქვეშაში, მ,არჯანიშვილზე და სხვა მანდ უნდა შეუკვეთოთ

* * *
Lady_Bird
დაახლოებით ასეა ცნობა ეძლევა .......................................... მასზედ, რომ
იგი ფლობს ............................ ჰა მიწას ----------------------- მუნიციპალიტეტის სოფელ ----------------------------------------------
რომელზედაც გაშენებულია (მრავალ წლიანი კულტურის შემთხვევაში) ან ამა წლის ---- ------------------თვეში დათესა ----------------- და საჰექტრო მოსავალმა ----------- ტონა შეადგინა სულ -------------- ტონა
------------------- მუნიციპალიტეტის სოფელ ------------------------------- რწმუნებული

Posted by: <GladiatoR> 18 Sep 2014, 09:27
agromisery
QUOTE
სამწუხაროდ ახალი წიგნები ფატიურად აღარ გამოდის გაყიდვაში (ქართული) ინგლისური და რუსული გამოწერით ან თუ მაინც და მაინც ქართული გნებავთ ძველ წიგნებს რომ ყიდიან ტექნიკურის მიწისქვეშაში, მ,არჯანიშვილზე და სხვა მანდ უნდა შეუკვეთოთ

მადლობა wink.gif

Posted by: Lady_Bird 19 Sep 2014, 17:18
agromisery
QUOTE
Lady_Bird
დაახლოებით ასეა ცნობა ეძლევა .......................................... მასზედ, რომ
იგი ფლობს ............................ ჰა მიწას ----------------------- მუნიციპალიტეტის სოფელ ----------------------------------------------
რომელზედაც გაშენებულია (მრავალ წლიანი კულტურის შემთხვევაში) ან ამა წლის ---- ------------------თვეში დათესა ----------------- და საჰექტრო მოსავალმა ----------- ტონა შეადგინა სულ -------------- ტონა
------------------- მუნიციპალიტეტის სოფელ ------------------------------- რწმუნებული



მადლობა

Posted by: Ronaldo9 23 Sep 2014, 12:30
გამარჯობათ პრემიერმა რომ განაცხადა რამოდენიმე თვის უკან 5000 ლარიან დახმარებაზე ფერმერებზე მაგაზე რაიმე იფრომაციას ხომ არ ფლობთ ან სად შეიძლება გავიგო ეს ამბავი?

Posted by: gurjii 3 Oct 2014, 15:03
აბა ბიჭები დახმარება მინდა თქვენი. 5 000 ლარით რა საქმის წამოწყება შემიძლია. რა იქნება მომგებიანი ამ მცირე თანხით რომ წამოვიწყო

Posted by: მადაგა 19 Oct 2014, 20:34
გამარჯობა.

ვინმეს ხომ არ უნდა წვეთოვანი სარწყავი მილის შეძენა, დიამეტრი 16 მმ და 20-20 სმ დაშორებით. 400 მეტრიან რულონებად ყიდიან და ცოტა რომ გინდოდეს არა ჭრიან... მე მჭიდება 150 მ-მდე და ეგებ ვინმეს უნდოდეს და შევავსოთ 400 მეტრი.

Posted by: Nikusha90 27 Oct 2014, 13:22
გამარჯობა,

თუ შეგიძლიათ იქნებ დამეხმაროთ. მჭირდება გამოცდილი და მცოდნე აგრონომი ბოსტნეულის თემაში (მაგალითად: ბროკოლი, პომიდორი და ა.შ.) იქნებ მირჩიოთ ვინმე.

Posted by: cabalita 30 Oct 2014, 14:19
მოგესალმებით, ბოლო დროს ძალიან შევწუხდი ამ საკითხით და იქნებ აქ ვინმემ იცოდეს და გამარკვიოს, რამდენჯერმე ვიყიდე სოკო რომელსაც ნესტის სუნი და გემო ქონდა (ნესტის გემო ცოტა უცნაური რამეა მაგრამ ვერ ვხსნი სხვანაირად), შარშან ზამთარში რესტორანში კიტრი ვჭამე რომელსაც იგივე სუნი და გემო ქონდა, გუშინ შევიძინე სტაფილო რომელმაც კერძი გამიფუჭა იმდენად გაჟღენთილი იყო ნესტის სუნით. დასავლეთი ნესტს მიაქვს მარა იქ მოყვანილ ბოსტნეულს არასდროს ქონია მსგავსი სუნი, სათბურის ბოსტნეულიც მიჭამია მაგრამ არც მაგის ბრალი უდნა იყოს. ვერ ამოვხსენი ვერანაირად ეს რა არის. ისიც გავიფიქრე ნესტიან პესტიციდებს ხომ არ უკეთებენთქო.. მოკლედ იქნებ ვინმემ იცოდეს რა მოვლენაა ეს?

Posted by: chuvak_lexo 17 Nov 2014, 16:19
ნახევარი ჰექტარიდან ერთ ჰექტრამდე მიწაზე მირჩიეთ რა დავთესო, წყალი პრობლემაა იმ ადგილზე :/


მორწყვას ასე ვაპირებ დვიჟოკს დავქოქავ და წყაროდან ძრავით ამოვქაჩავ sad.gif

Posted by: lashadzia 10 Dec 2014, 20:40
QUOTE (Lady_Bird @ 16 Sep 2014, 14:04 )
მოგესალმებით,

აქ თუ ხართ ვინმე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირი რომლებიც პირველადი პროდუქციის რეალიზაციას ახდენთ იურიდიულ პირებზე შემდგომი გაყიდვის მიზნით . გამომეხმაურეთ რაღაც კითხვა მაქვს,

მოკლედ ამ კითხვასაც დავწერ ბარემ. ახლობელი ყიდის ადგილობრივად მოყვანილ სიმინდს შპს-ზე. შპს თავის მხრივ თხოვს რაღაც ცნობას რომ ეს სიმინდი ნამდვილად საქართველოშია მოყვანილი, რათა არ დაბეგროს დღგ-თი. მოკლედ საგადასახოდმ გამგეობები და მუნიციპალიტეტები გასცემენ ამ ცნობასო. მოკლედ თუ გქონიათ შეხება მსგავს საკითხთან იქნებ მითხრათ რა ტიპის ცნობაა და რამონაცემებს უნდა მოიცავდეს.

შესყიდვის აქტი საკმარისია, გამზადებული ბლანკებიც იყიდება,
უბრალოდ მყიდველა ბუღალტერი ყავს ....... პრობლემური

მონაცემებს რაც შეეხება, ვინ გაყიდა, ვინ იყიდა, რა იყიდა, (სიმინდი ქართული)როდის რამდენად და სად, პმ-მონაცემები, ხელმოწერები.

Posted by: davita74 20 Jan 2015, 01:21
იქნებ ვინმემ მასწავლოდ როგორ მოვამზადო ნიადაგი რომელსაც ჩითილების გამოსაყვანად გამოვიყენებ? ანუ რომელსაც საჩითილე ჭურჭელში ჩავყრი თესლის აღმოცენებისთვის?

Posted by: ushuaia 20 Jan 2015, 01:30
არ აღორძინდააა...............................უკვეე

Posted by: davita74 20 Jan 2015, 01:35
იქნებ ვინმემ მასწავლოდ როგორ მოვამზადო ნიადაგი რომელსაც ჩითილების გამოსაყვანად გამოვიყენებ? ანუ რომელსაც საჩითილე ჭურჭელში ჩავყრი თესლის აღმოცენებისთვის?

Posted by: pointeristi 20 Jan 2015, 11:09
ტყის მიწა უნდა მიიტანო გაცრა სეტკაში და მეტი არაფერი არ უნდა დათესე, კახეტში ესე ხდება,

Posted by: Lex 21 Jan 2015, 23:48
გამარჯობა, სოფელი მაქვს თბილისთან ახლოს - კერძოდ ნორიო თუ იცით.

მაქვს საკმაოდ მოზრდილი ეზო.

რისი დათესვა / მოყვანა შეიძლება ისე რომ მხოლოდ შაბათ/კვირას მივხედო?


Posted by: ushuaia 22 Jan 2015, 01:21
Lex
რამდენი კვადრატია......................................?

Posted by: Lex 22 Jan 2015, 13:12
ushuaia
ერთი 300-400 კვადრატი იქნება ის ადგილი რაც შემიძლია რომ დავამუშაო.

დაჟე მეტიც მემგონი


Posted by: pointeristi 24 Jan 2015, 22:56
QUOTE
გამარჯობა, სოფელი მაქვს თბილისთან ახლოს - კერძოდ ნორიო თუ იცით.

მაქვს საკმაოდ მოზრდილი ეზო.

რისი დათესვა / მოყვანა შეიძლება ისე რომ მხოლოდ შაბათ/კვირას მივხედო?


ნიორი ადვილი მოსავლელია და ფასიც ააქვს

Posted by: ushuaia 24 Jan 2015, 23:42
Lex
პამიდორი...............ნიორი .........ლობიო...........

Posted by: Lex 25 Jan 2015, 20:35
pointeristi
ushuaia

საკუთარი მოხმარებისათვის მინდა ისე მაგრამ ნივრის იდეა არ არის ცუდი კაი ფასი აქვს ჩასაბარებელს ხო ? smile.gif

Posted by: ushuaia 26 Jan 2015, 00:10
Lex
მაგას ვერ განსაზღვრავ..............წელს 2 ლარი ღირდა შარშან 7ლარი...............

გააჩნია რა მოსავალი როგორ იქნება მთელს ქვეყანაში

Posted by: Lex 26 Jan 2015, 20:04
ushuaia

აჰა, გასაგებია.

ესეიგი მაშინ მინდა რომ ჩემთვის მოვიყვანო და რა დავრგო ?

პამიდორი

ლობიო

ხახვი

ნიორი


ეს ყველაფერი კვირაში ერთხელ მიხედვით გაქაჩავს?


Posted by: ushuaia 26 Jan 2015, 23:26
Lex
ყველაფერი..............

კი გაქაჩავს..

Posted by: davita74 5 Feb 2015, 21:42
pointeristi
გაიხარე დიდი მადლობა,

მეგობრებო იონჯასთან დაკავშირებით ვერ დამაკვალიანებთ? როდის ითესება?–– ეხლა შეიძლება თუ არა? რამდენი ითესება და ა.შ

Posted by: cqnafo77 23 Feb 2015, 12:25
ხახვის ჰიბრიდული თესლი სად უნდა შევიძინო, ვინმეს საკონტაქტო ხომ არ აქვს? 1 თვის წინ ვნახე პოლონური 100 ლარად, მაგრამ აღარ გვაქვსო, მხოლოდ ჰოლანდიური აქვთ ახლა 170 ევროდ კგ. მინდა სხვაგანაც ვნახო

Posted by: cqnafo77 23 Feb 2015, 12:25
ხახვის ჰიბრიდული თესლი სად უნდა შევიძინო, ვინმეს საკონტაქტო ხომ არ აქვს? 1 თვის წინ ვნახე პოლონური 100 ლარად, მაგრამ აღარ გვაქვსო, მხოლოდ ჰოლანდიური აქვთ ახლა 170 ევროდ კგ. მინდა სხვაგანაც ვნახო

Posted by: davita74 25 Feb 2015, 00:25
იონჯას მოვლა მოყვანასთან დაკავშირებით მაინტერესებს ყველაფერი და იქნებ ვინმე გამოცდილი დამეხმაროს? მხოლოდ გამოცდილი ადამიანის აზრი მაინტერესებს პრაქტიკაში გამოცდილის.

Posted by: Lady_Bird 25 Feb 2015, 14:41
ხომ არ იცით მარწყვის ჩითილების შეძენა სად არის შესაძლებელი არა პროფესიონალისთვის. ბევრი არ მინდა

Posted by: davita74 26 Feb 2015, 02:55
იონჯას მოვლა მოყვანასთან დაკავშირებით მაინტერესებს ყველაფერი და იქნებ ვინმე გამოცდილი დამეხმაროს? მხოლოდ გამოცდილი ადამიანის აზრი მაინტერესებს პრაქტიკაში გამოცდილის.

Posted by: ჭყონდიდი 9 Mar 2015, 11:14
ახალი პროგრამა "დანერგე მომავალი"-სათვის ვეძებ კომპანიონს 6 ჰა-მდე მიწის განაშენიანებისათვის.
თუ გაგიჩნდათ ინტერესი პმ-ში მომწერეთ.

Posted by: davita74 9 Mar 2015, 14:53
ჭყონდიდი
QUOTE
ახალი პროგრამა "დანერგე მომავალი"-სათვის ვეძებ კომპანიონს 6 ჰა-მდე მიწის განაშენიანებისათვის.
თუ გაგიჩნდათ ინტერესი პმ-ში მომწერეთ.

კერძოდ რა არის საჭირო და რა მოთხოვნების შესრულებაა საჭირო კომპანიონისგან?? ანუ რამდენია საჭირო და პირობები როგორია?

Posted by: ჭყონდიდი 10 Mar 2015, 14:45
მინიმუმ 15 000, კარგია 20 000 ლარი.
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტს ს.მ. საიტზე, ფ.ბ-ზე.საუბარია მთავრობისგან 70% თანადაფიმანსებაზე...
ურთიერთვალდებულება და სხვა დამარჩენი ყველა იურიდიული ნორმის დაცვით.
დეტალებზე პმ-ში.

Posted by: davita74 10 Mar 2015, 16:30
ჭყონდიდი
6 ჰექტარზე 15000 ლარი რაღაც ძაან ბევრად მეჩვენება, მითუმეტეს თანადაფინანსების შემთხვევაში, იქნებ ამიხსნა PM-ში ძირითადი საქმიანობის სფერო რა იქნება რომ ამხელა თანხებს მოითხოვს?

Posted by: ჭყონდიდი 10 Mar 2015, 17:51
davita74
PM მოგწერე პროექტის ლინკი smile.gif
* * *
://matsne.gov.ge/ka/document/view/2729265
აქაც დავდებ.

* * *
davita74
პმ-ში მოგწერე რაზეა აქცენტი.
მიიღე?

Posted by: giorgi22 11 Mar 2015, 20:16
სახნავი ტრაქტორის (მიწის დასაბრუნებლად) ქირაობა სად შეიძლება თბილისში? ვარკეთილის მეურნეობასთან ახლოს.

Posted by: davita74 13 Mar 2015, 14:57
giorgi22
ლილოში იკითხე დასახლებაში და მიგასწავლიან, ან ორხევში ეყოლება ვინმეს,

Posted by: ushuaia 14 Mar 2015, 01:36
ლილოში.....................................................................................

Posted by: LevaniKvezo 15 Mar 2015, 17:39
უკრაინული ჯიშები რამდენად ამტანია აქაური გარემო-პირობების მიმართ და რამდენია დღიური წველადობა?

Posted by: zekota 16 Mar 2015, 17:43
რა მაინტერესებს,,, მხოლოდ წყალზე მოყვანილი სალათები,რამდენად გასაკეთებელი საქმეა, მცირე ბიზნესის წამოსაწყებად.?
ეგეთ ვარიანტში,ოღონდ არვიცი რა მცენარეები მოყავთ მხოლოდ წყალზე...
გამარკვევს ვინმე,?

https://www.youtube.com/watch?v=fAwuFYP9EbE

Posted by: davita74 17 Mar 2015, 04:37
zekota
QUOTE
მხოლოდ წყალზე მოყვანილი სალათები,რამდენად გასაკეთებელი საქმეა,

ამას ჰიდროპონიკა ქვია, საკმაო ინფოა გუგლში და იუტუბში, დანარჩენი შენი განსასჯელია

Posted by: zekota 17 Mar 2015, 22:31
გაიხარე,,მაგრამ თითქმის ინგლისურადაა საჭირო ინფორმაცია,რაშივ უკვე პრობლემა მაქვს

Posted by: PoKeRa 20 Mar 2015, 20:33
გამარჯობათ, კურდღლის ყიდვით ვინც არის დაინტერესებული ახლახანს დავამატე თემა და გადახედეთ: https://forum.ge/?act=ST&f=106&t=34741773


Posted by: ლლევ 30 Mar 2015, 13:32
კითხვა მაქვს - სეზონური ბოსტნეული რომ მოიყვანოს ფერმერმა, მინიმუმ რამხელა მიწის ნაკვეთია საჭირო იმისთვის რომ ასეთი მეურნეობა მომგებიანი იყოს? ვინმემ იცით?

Posted by: Vano52 10 May 2015, 23:24
ლლევ
მოგება არის პროდუქტის რეალიზაციის შედეგად აღებულ თანხას - ამ პროდუქტის მოსაყვანად გაწეული ხარჯის შემდეგ დარჩენილი თანხა ასერომ 1 კვადრატულზეც მიიღებ მოგებას გააჩნია რა თანხა გინდა დაგჩეს და რა სახეობის პროდუქტში... პომიდორი კიტრი კომბოსტო საზამთრო ნესვი ხახვი კარტოფილი ნიორი,, ამათ მოსაყვანად 1 ჰექტარიც კარგ მოგებას დატოვებს

Posted by: datosia 22 May 2015, 10:38
თბილისში ბოსტნეულის ჩითილები სად შევიძინო?

Posted by: ლლევ 1 Jun 2015, 14:02
Vano52

მადლობა!


-----------------------

Posted by: takusa 10 Jun 2015, 11:46
მოგესალმებით ხალხო smile.gif მაინტერესებს დაახლოებით რა ღირს რაჭაში მიწის ნაკვეთი?

Posted by: cqnafo77 10 Jun 2015, 11:50
გაზაფხულზე დავრგით ნაკვეთში რქაწითელის ნერგები. გახარებულები, მწვანე ფოთლები ამოსული ჰქონდათ, მაგრამ გუშინ რომ ვნახე, ბევრმა მათგანმა გახმობა დაიწყო. წვიმები იყო საკმაოდ, ამიტომ მორწყვა არ აკლდა ნამდვილად. რითი ვუშველო ხომ არავინ იცით? რომ მოვრწყა გაიხარებს ისევ?
* * *
და კიდევ, მწვანე ხახვი მოვიყვანეთ ბლომად და სად უნდა ჩავაბაროთ? დიდ ჰიპერმარკეტებს რომ ჩავაბარო, ინდ. მეწარმედ უნდა ვიყო დარეგისტრირებული? თუ ისევ ბაზარში სჯობს საბითუმოდ ჩაბარება?

Posted by: jjj 19 Jul 2015, 16:54
თბილისში სად შეიძლება ტრაქტორის ქირაობა მიწის მოსახნავად ღრმა გუთნით (ღრმად მხვნელით 50-70 სმ), მიწა ტერიტორიულად ყოფილი ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზეა, ანუ შორიდან რომ არ წავიყვანო სადღაც მანდ ახლოს მინდა ვინმე ვიპოვო...

Posted by: MELO_MELO 23 Jul 2015, 09:33
პიპლ, როგორ ხართ?

ვინმემ ხომ არ იცით, რამე კომპანია, რომელიც სოფლის მეურნეობის საწარმოო ხაზების მიმართულებით მუშაობს საქართველოში?

ანუ, ვგულისხობ, მაგალითად, ჩირის დამზადების საწარმოო ხაზი რომ გააკეთონ, ან ჯონჯოლის წნილი და ა.შ?

შეიძლება პირადი შეხება არ გაქვთ ან გჭირდებათ, მაგრამ იცოდეთ?


დამეხმარებით ძალიან.

მადლობა წინასწარ...

===
ან თემა ხომ არ არის სადმე ამ საკითხებზე, რომ მიმითითოთ?

Posted by: agromisery 24 Jul 2015, 11:25
MELO_MELO
ადგილზე დამზადება გინდა თუ შემომტანი?

Posted by: shuma89 24 Jul 2015, 14:07
ხალხო ქართული ყიყინა biggrin.gif კვატის გასაღებაზე ვინმეს რამე ინფორმაცია აქვს?


მაქვს მომცრო ტბის საშუალება და სხვა საქმესთან შეთავსებით (ცხვრის ფერმა იმერეთში საკუთარი საძოვრით) მინდა კვატი მოვაშენო, თავდაპირველად ოჯახის მოხმარებისთვის, ადვილი მოსავლელია როგორც ვიცი, არანაირი წამალი არ უნდაო რაღაც ჭირი და უბედურება არ ემართებაო, თან გემრიელია.

ისე რო გასაღდეს კი შეიძლება მეტი იყოლიოს კაცმა, გამოდგება საქმეში?

ძირითადი საქმიანობა ცხვარი და თხილია ჩემთვის, დალშე პატარ პატარა ვარიანტი 2000 კვადრატზე მალინა. დიდი რაოდენობით არცერთი დასახელების სოფლის პროდუქტი არ მინდა, გასაღება არ მინდა რო გამიჭირდეს. ცოტა შავი ქლიავი, ასე 2-3 ტონა წელიწადში, ასევე ამავე რაოდენობით იაპონური ხურმა. ეს ბოლო ორი ჯიშI, ხურმა და ქლიავი საძოვარს არ გააფუჭებს და ჩრდილიც იქნება.



იხვზე რას იტყვით? თუ კვატი ქვია რაც არის რაა ..

Posted by: Mr-Banks 28 Jul 2015, 01:41
გარგრის ნერგზე იცის ვინმემ რაიმე? ფლორა და ფაუნაში ვერ დამეხმარნენ.

წყალში შეიძლება დაფესვიანებული ნერგის გაჩერება?

Posted by: ქართლოსი 5 Aug 2015, 15:48
თბილისში ეხლა რისი დათესვა შეიძლება?
===================================
===================================

1000 კვ/მ ზე

Posted by: TrainingCenter 10 Aug 2015, 15:11
--------------------------------------

https://forum.ge/?f=41&showtopic=34781298

Posted by: jjj 15 Aug 2015, 22:53
თბილისში (ან თბილისთან ახლოს), ვარკეთილის მეურნეობასთან ახლოს თუ იქნება მთლად უკეთესი, გამომწავრი ნაკელის ყიდვა სად შეიძლება ხომ არ იცით?

Posted by: GemBler 25 Aug 2015, 22:03
გამარჯობათ სად შეიძლება მიწის ანალიზის გაკეთება მადლობა წინასწარ

Posted by: jjj 25 Aug 2015, 22:16
QUOTE (GemBler @ 25 Aug 2015, 18:03 )
გამარჯობათ სად შეიძლება მიწის ანალიზის გაკეთება მადლობა წინასწარ

ნიადაგის სინჯების ასაღებად და ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ლაბორატორიებს:
1. ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი "ანასეული"
მისამართი: ოზურგეთი,ანასეული,მეცნიერების ქ.#9
ტელ: 790-65-11-15,
ელ.ფოსტა:zonaluri@mail.ru
2. მულტიტესტი – კვების პროდუქტების, ნიადაგის წიაღისეულის გამოცდის ქიმიური ლაბორატორია
მისამართი: თბილისი. სოფ. დიღომი, დიდგორის ქ. 13
ტელ: 214 48 48
ელ. ფოსტა: multitest@wanex.net
3. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი
მისამართი: თბილისი, დავით აღმეშენებლის ხეივანი #240 ტელ: 591 67 68 58 ; 577 11 20 64 ელ.ფოსტა: t.urushadze@agruni.edu.ge

Posted by: shuma89 19 Sep 2015, 22:14
ვინმემ თუ იცის რამდენად ზუსტად აკეთებენ ანალიზს ქალაქებში სადაც სატრაქტორო გარაჟები აქვთ გახსნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს?
ორშაბათს მინდა მივიტანო ნიმუშები, მასწავლეს როგორც უნდა ავიღო და რამდენად სანდო პასუხი იქნება ხო არავის გამოგიცდიათ?

Posted by: sarecxigafine 22 Sep 2015, 09:43
თიანეთში რა დაჯდება ერთი ჰექტარი მიწის მოხვნა განოყივრება? მუშა ხელის გარეშე. ანუ სასუქის მიტანა ნაკვეთამდე და ტრაქტორი თავისი ტრაქტორისტით.

Posted by: იახსარი 22 Oct 2015, 18:55
მაქვს ესეთი აგრეგატი, ცხვრის საკრეჭია, ვინმეს ხო არ გაქვთ ესეთი კონსულტაცია რო გამიწიოთ, როგორ ვამუშავო და ა.შ. ?
http://postimg.org/image/ee4c07lut/

Posted by: tamazi1111 13 Nov 2015, 20:21
ვყიდი თივის ტუკებს,მაქვს 6000 ცალი 599507279

Posted by: VAMPIRE_W 14 Nov 2015, 18:07
ხომ არ იცით სად შეიძლება წიგნების შოვნა ქართულ მეღვინეობაზე და ღვინის ტექნოლოგიაზე, დამზადება, ისტორია , და ასე შემდეგ.
წიგნის მაღაზიებში სადაც ვიკიტხე არსად არ ააქვთ რამე ნორმალური წიგნი.

ან ამ საკიტხზე რამე ინფორმაცია სად შეიძლება ნახო. ზედაპირული არ მინდა ამიტომ არ ვეძებ გუგლით. მინდა სამეცნიერო დონეზე, ღრმა და ამომწურავი ინფორმაცია.
ან ხომ არ იცით აგრარულ უნივერსიტეტში თუ აქვთ მსგავსი ფაკულტეტი/სპეციალობა მეღვინეობის განხრით და თუ დამეხმარებიან რომ მივიდე?

Posted by: agromisery 14 Nov 2015, 22:13
VAMPIRE_W
კი აქვთ და საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკაც მაგრამ დახმარებით რამდენად დაგეხმარებიან არ ვიცი smile.gif მანდაც ცადე და აგრეთვე მებაღე მევენახეობა მეღვინეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ გადავიდა მის გვერით დარჩა აგრეთვე გეპეის აქვს აგრო განხრა მოკლედ სამწუხაროდ თანამედროვე წიგნეი ქართლად თითქმის არ არის სოფლის მეურნეობაში ამას ბევრი მიზეზი აქვს პირველი ის, რომ საერთოდ წიგნს ცოტა ყიდულობს და მით უმეტეს სპეციფიურს ისე რომ მეცნიერები ბეჭდვის ხარჯს ვერ ამოდიან წვალებაზე და შრომაზე რომ არაფერი ვთქვათ

Posted by: VAMPIRE_W 15 Nov 2015, 11:49
agromisery
მადლობა დიდი რჩევისთვის.
მებაღე მევენახეობა მეღვინეობის ინსტიტუტი სად არის ტერიტორიულად?
არაუშავს იყოს რუსულად, ინგლისურად არაა პრობლემა. მე კონკრეტულად ქართულ მეღვინეობაზე მინდა და არა ზოგადად მეღვინეობაზე.

Posted by: agromisery 15 Nov 2015, 17:09
VAMPIRE_W
სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის ახლა ადრე მთლიანად ეგ ინსტიტუტი იყო, ვაშლიჯვარის გადასახვევთან https://www.google.ge/maps/place/Ministry+of+Agiculture+of+Georgia/@41.752594,44.7691521,15z/data=!4m2!3m1!1s0x0:0x5ec9bbea690b5204

Posted by: tamazi1111 16 Nov 2015, 22:08
თივის ტუკები,კარგი ხარისხის,6000ც.,,599507279

Posted by: იახსარი 7 Dec 2015, 18:39
ხორბლის დაფქვა მინდა და სად ფქვავენ ისე, რომ დამიხარისხონ თან (1-ლ და მე-2 ხარისხებად)

Posted by: davita74 27 Dec 2015, 20:00
ნორიოში მინდა მიწის დახვნა ღრმად და ხომ არ იცით ვინმე ვინც ამ საქმეში დამეხმარება????

Posted by: ჩაკრულო 1 Jan 2016, 22:32
davita74
ღრმად მხვნელი გინდა თუ პლანტაჟი?

Posted by: davita74 5 Jan 2016, 14:17

ჩაკრულო
QUOTE
ღრმად მხვნელი გინდა თუ პლანტაჟი?

პლანტაჟი
* * *
იქნებ ვინმემ მითხრათ სად შეიძლება ჟოლოს ნერგების შეძენა და რა ფასად?

Posted by: marikap 13 Jan 2016, 14:10
QUOTE (jjj @ 25 Aug 2015, 22:16 )
QUOTE (GemBler @ 25 Aug 2015, 18:03 )
გამარჯობათ სად შეიძლება მიწის ანალიზის გაკეთება მადლობა წინასწარ

ნიადაგის სინჯების ასაღებად და ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ლაბორატორიებს:
1. ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი "ანასეული"
მისამართი: ოზურგეთი,ანასეული,მეცნიერების ქ.#9
ტელ: 790-65-11-15,
ელ.ფოსტა:zonaluri@mail.ru
2. მულტიტესტი – კვების პროდუქტების, ნიადაგის წიაღისეულის გამოცდის ქიმიური ლაბორატორია
მისამართი: თბილისი. სოფ. დიღომი, დიდგორის ქ. 13
ტელ: 214 48 48
ელ. ფოსტა: multitest@wanex.net
3. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი
მისამართი: თბილისი, დავით აღმეშენებლის ხეივანი #240 ტელ: 591 67 68 58 ; 577 11 20 64 ელ.ფოსტა: t.urushadze@agruni.edu.ge

ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის ფასიც თუ იცის ვინემ?

* * *
ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის ფასი მაინტეესბს, თუ იცით, გთხოვთ მომწეროთ.
უცხოეთში ვცხოვრობ, ვინმეს რომ დაურკავ ან ემაილს მივწერ მე სხვა ფასს მეუბნებიან ვიდრე, ადგილობრივს, საქართველოში მცხოვრებს. ზოგჯერ გადამიმოწმებია და ძალიან გადამგლელია ეს გარემოება, ნაცნობების შეწუხება თუ რა ფასს ეტყვიან მას. საბოლოოდ გამოდის რომ მე ორმაგი მითხრეს ან მინიმუმ რეალურ ფასზე 30 პროცენტით მეტი. მაქვს კომპანიაც ექპორტ იმპორტის. ძალიან მსურს საქარველოსშიც ერთ ერთ სექტორში ბიზნესის გაფართოება. სხვათა შორის ისიც მაინტერესებს ნეტა ასე შეიცვალა ქართული ხასიათი თუ მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები ქართველების გაბრიყვება სურთ.

ძალიან მაინტერეებს თქვენი აზრი.

Posted by: davita74 18 Jan 2016, 19:34
marikap
QUOTE
ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის ფასიც თუ იცის ვინემ?

* * *
ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის ფასი მაინტეესბს, თუ იცით, გთხოვთ მომწეროთ.
უცხოეთში ვცხოვრობ, ვინმეს რომ დაურკავ ან ემაილს მივწერ მე სხვა ფასს მეუბნებიან ვიდრე, ადგილობრივს, საქართველოში მცხოვრებს. ზოგჯერ გადამიმოწმებია და ძალიან გადამგლელია ეს გარემოება, ნაცნობების შეწუხება თუ რა ფასს ეტყვიან მას. საბოლოოდ გამოდის რომ მე ორმაგი მითხრეს ან მინიმუმ რეალურ ფასზე 30 პროცენტით მეტი. მაქვს კომპანიაც ექპორტ იმპორტის. ძალიან მსურს საქარველოსშიც ერთ ერთ სექტორში ბიზნესის გაფართოება. სხვათა შორის ისიც მაინტერესებს ნეტა ასე შეიცვალა ქართული ხასიათი თუ მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები ქართველების გაბრიყვება სურთ.

ძალიან მაინტერეებს თქვენი აზრი.

ამ კვირაში უნდა გავაკეთებინო მე ნიადაგის ანალიზი და ყველაფერს დაწვრილებით შეგატყობინებთ

Posted by: marikap 20 Jan 2016, 17:54
davita74

დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარები :-) , მეცოდინება რა როგორ ხდება.

Posted by: forumby 27 Jan 2016, 02:44
გამარჯობა. მაინტერესებს რეალურად არსებობს თუ არა ჩანდლერის მსხმოიარე მეურნეობა და სად არის. თუ გაქვთ ინფო გთხოვთ მეც გამიზიაროთ.

Posted by: davita74 27 Jan 2016, 19:36
forumby
ვერ იპოვი ეგეთს იმიტომ რომ ჯერ არსად არ არის მსგავსი მსხმოიარე ჯიში, მხოლოდ ლიტერატურით თუ დაკმაყოფილდები და რეკლამას დაუჯერებ, ვიცი ბევრი ვისაც ააქვს დარგული მაგრამ ყველა მოლოდინის რეჟიმშია

Posted by: forumby 28 Jan 2016, 02:09
Davita74 აღარ ვეძებ. ჩავიქნიე უკვე ხელი. მადლობა დავით

Posted by: davita74 28 Jan 2016, 04:41
forumby
forumby
QUOTE
Davita74 აღარ ვეძებ. ჩავიქნიე უკვე ხელი. მადლობა დავით

რატოჩაიქნიე ხელი???????// რამ აგიცრუა გული ჩვენც გაგვიმხილე საიდუმლო თუ რამე ნაკლი შეიტყვე ამ ჯიშის შესახებ rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: forumby 30 Jan 2016, 02:10
Davita 74 ნსხმოიარე მეურნეობას ვეძებდი მაინტერესებდა ჩემი თვალით მენახა მითია თუ რეალობა და მაგაზე ჩავიქნიე ხელი .თორე ნაკლი არ ვიცი .

Posted by: davita74 30 Jan 2016, 07:24
forumby
თუ მივაგენი მსგავს მეურნეობას შეგატყობინებ, არ ღირს ხელის ჩაქნევა უკვე ძალიან ბევრს ვიცნობ ვინც ამ საქმეს მოკიდა ხელი და არა მგონია რაიმე ზღაპარი იყოს, საკმაოდ პერსპექტიული ჩანს

Posted by: forumby 30 Jan 2016, 12:05
davita74
QUOTE
forumby თუ მივაგენი მსგავს მეურნეობას შეგატყობინებ, არ ღირს ხელის ჩაქნევა უკვე ძალიან ბევრს ვიცნობ ვინც ამ საქმეს მოკიდა ხელი და არა მგონია რაიმე ზღაპარი იყოს, საკმაოდ პერსპექტიული ჩანს
გეთანხმები პერსპექტივა დიდია. მარა გაყიდვის ამბავში როგორ იქნება ეგაა საქმე. მართლა იმდენმა დარგო. 3 წელიწადში შეილება ნიგოზი ლარი გა გახდეს))

Posted by: davita74 30 Jan 2016, 12:50
forumby
QUOTE
მართლა იმდენმა დარგო. 3 წელიწადში შეილება ნიგოზი ლარი გა გახდეს))

არა მეგობარო ნიგვზის ფასს საქართველოს ბაზარი არ არეგულირებს მარტო, კაკალი, თხილი , ჟოლო, მოცხარი, ლურჯი მოცვი და კიდევ ბევრი სხვა ისეთიმოთხოვნადია რომ მიათი მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე ყოველთვის დიდია და ბაზარი ჯერ კიდევ აუთვისებელია, ასე რომ მთელმა საქართველომ რომ დარგოს მაინც ვერ შეცვლის ეს ნიგვზის მოთხოვნილების შემცირებას მსოფლიო ბაზარზე, რა თქმა უნდა კარგია რაიმე წარმოება საქართველოში რომ იყოს და აქ ხდებოდეს ადგილობრივი ნედლეულის და პროდუქციის გადამუშავება მაგრამ....... ეს დიდი ოცნებაა, კაკალი ყოველთვის მოთხოვნადი პროდუქტია, აი თხილს რაც შეხება ვიცი რომ მის ფასს თურქეთი აკონტროლებს და არეგულირებს, ასე რომ ფასი ცუდი არასდროს არ ექნება თხილს და კაკალს, მე დავრგავდი მაგრამ საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული თან ეხლა ნერგმაც მაგრად მოიმატა ფასი

Posted by: მაიზერი 30 Jan 2016, 13:07
კაკალზე ყოველწლიურად 2% - ით იზრდება მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე , კაკლის საუკეთესო ჯიშები არის ფრანგული და ამერიკული , ერთ - ერთი განსაკუთრებული სწორედ რომ ჩანდლერის ჯიშის ნიგოზია ,ასე რომ მასზე მოთხოვნა არასდროს არ შემცირდება ...

Posted by: forumby 30 Jan 2016, 23:07
Davita 74 დავით რა ხარებზეა ლაპარაკი ვერ მეტყვი? მიწა რო გამოვრიცხოთ. თითონ ნერგი რა ღირს. რა მოვლა ჭირდება? სასუქი? შეწამვლაა? ნიადაგის შემზადებაა? გასაგებია რო მსოფლიო ფასს ჩვენ არ ვადგენთ მარა ბანანი იქ სხვა ფასი ღირს აქ სხვა. რა ღირს ნიგოზი ? ბაზარში 20 ლარი ღირდა ახალ წელს მარა 5 ტონას სხვა ფასი ექნება. არის ვინმე ვინც დიდი რაოდენობით შეისყიდის?

Posted by: advanced_clubber 3 Feb 2016, 10:53
გამარჯობა

ერთი ასეთი კითხვა მაქვს... ნაყიდი კვერცის.. (კუმისის დაფასოებული ან მსგავსი, ) გამოყენება თუ შესაძლებელია საინკუბაციოდ? თუ ვარგა ....

Posted by: davita74 4 Feb 2016, 00:42
forumby
QUOTE
დავით რა ხარებზეა ლაპარაკი ვერ მეტყვი? მიწა რო გამოვრიცხოთ. თითონ ნერგი რა ღირს. რა მოვლა ჭირდება? სასუქი? შეწამვლაა? ნიადაგის შემზადებაა? გასაგებია რო მსოფლიო ფასს ჩვენ არ ვადგენთ მარა ბანანი იქ სხვა ფასი ღირს აქ სხვა. რა ღირს ნიგოზი ? ბაზარში 20 ლარი ღირდა ახალ წელს მარა 5 ტონას სხვა ფასი ექნება. არის ვინმე ვინც დიდი რაოდენობით შეისყიდის?

მე 18 დან 22 ლარამდე დამიფასეს ერთი ვერგი, ანუ ზომაზეა დამოკიდებული და შემდეგ რაც დარგვას შეეხება ის ხარჯებია, ანუ კარგი იქნება თუ დამწვარ ნაკელს -1 ძირზე ერთ ვედროს მიცემ ოღონდ ცოტა ნიადაგში უნდა აურიო და აუცილებლად დამწვარი უნდა იყოს ნაკელი რომ მცენარე არ გადაწვას, იმიტომ რომ თუ ნაკელი გადამწვარი არ არის მაღალ ტემპერატურას გამოყოფს და ნერგს მოსპობს, , და ეს გადამწვარი ნაკელი უნდა ჩაუყარო ორმოში რომელიც წინასწარ გაქვს გამზადებული ჩასარგავად და მერე რაც მთავარია სარწყავი უნდა გქონდეს, კარგს იზავ ორგანიკით თუ მორწყავ, ეცადე ნერგები ისეთ სანერგეში შეიძინო რომელიც სერთიფიკატს მოგცემს, არ არის ესეთი სანერგეების პოვნა ძნელი.
advanced_clubber
QUOTE
ერთი ასეთი კითხვა მაქვს... ნაყიდი კვერცის.. (კუმისის დაფასოებული ან მსგავსი, ) გამოყენება თუ შესაძლებელია საინკუბაციოდ? თუ ვარგა


ეგ კვერცხი გაუნაყოფიერებელია და არანაირად არ გამოდგება, , ტყუილად ცდი 100% გალაყდება. მაგას ჯობია სოფელში გლეხიდან შეიძინო კვერცხი , თუ მთლად უნამუსო არ შეგხვდა არ მოგატყუებს biggrin.gif

Posted by: saguna 7 Feb 2016, 23:26
QUOTE (advanced_clubber @ 3 Feb 2016, 10:53 )
გამარჯობა

ერთი ასეთი კითხვა მაქვს... ნაყიდი კვერცის.. (კუმისის დაფასოებული ან მსგავსი, ) გამოყენება თუ შესაძლებელია საინკუბაციოდ? თუ ვარგა ....

არა არ გამოიყენება ნაყიდი კი არა ქატმის დადებულიც ყველა რა ვარგისი საინკუბაციოდ გამორჩევა უნდა

Posted by: Lanchxutis Guria 12 Feb 2016, 11:45
აგროქიმიკატების ბაზრის მიმოხილვა არის სადმე?

რა პრობლემებია და ახალი მოთამაშის ადგილი რამდენად არის

Posted by: pharaon 15 Feb 2016, 22:29
ბატატის(ტკბილი კარტოფილი) თესლი სად და რა ფასში შეიძლება ვიყიდო?

Posted by: malaktavus 18 Mar 2016, 00:13
გამარჯობათ
აგრო საწყობს ვერ მირჩევთ?
საბითუმო ფასები რო ქონდეს?

Posted by: davita74 18 Mar 2016, 00:19
malaktavus
QUOTE
გამარჯობათ
აგრო საწყობს ვერ მირჩევთ?
საბითუმო ფასები რო ქონდეს?

ძირითადად რა პროდუქცია გაინტერესებს? თესლები თუ სხვადასხვა პრეპარატები?????

Posted by: malaktavus 18 Mar 2016, 12:46
davita74
ორივე......და სასარწყავო სისტემებიც რომ იყოს. გაადამყვანები წლის.შლენგებისთვის

Posted by: davita74 18 Mar 2016, 15:49
malaktavus
QUOTE
ორივე......და სასარწყავო სისტემებიც რომ იყოს. გაადამყვანები წლის.შლენგებისთვის

მარჯანიშვილზე არის შპს აგროინვესტი, აღმაშენებლის ქუჩაზე მგონი 20 ნომერია თუ ზუსტად მახსოვს და მანდ არის სარწყავი სისტემები, ეგენი არიან შემომტანები ძირითადად და ფასებიც კარგი აქვთ, და სათესლე მასალას რაც შეეხება სხვადასხვა ფასები აქვს ყველას და ყველა თავის პროდუქციას აქებს და ფასებსაც თვითონ არეგულირებენ, ვერ გაიგებ ვის რა შემოაქვს და რა ხარისხის, ამიტომ თუ აქ შეიძენ მოგიწევს ექსპერიმენტების ჩატარება რომელი ვისგან იყიდო, მე მაგალითად მირჩევნია ინტერნეტით გამოვიწერო

Posted by: malaktavus 20 Mar 2016, 00:19
კი ვიყავი ადრე აღმაშენებელზე რასაც ვეძებდი - არ ქონდათ
კიდე სად შეიძლება?????????

და ინტერნეტიდან რომელი საიტიდან?

Posted by: davita74 20 Mar 2016, 00:23
malaktavus
QUOTE
და ინტერნეტიდან რომელი საიტიდან?

ინტერნეტიდან არ ვიცი მაგრამ მარჯანიშვილზე რომ არ იყო ეგ ცუდია არადა წინა კვირას იყიდა მარჯანიშვილზე მეგობარმა, ნუ მოკლედ თუ მანდ არ არის მაშინ დიდუბე უნდა დალაშქრო გორგიას გვერდით არის უამრავი მაღაზიები და მანდაც მაქვს ბევრი ნანახი

Posted by: malaktavus 20 Mar 2016, 00:27
იქაც ვიყავი smile.gif)))))))))))))))))))))))) დიდუბეზეც და ვერ ვნახე რაც მინდა smile.gif)))))

და რომელი საიტებიდან იწერ?

Posted by: davita74 20 Mar 2016, 00:31
malaktavus

http://greendacha.com/garden/flowers/facelia-siderat

http://pchelka-online.ru/collection/semena

აბა ნახე ესენი

Posted by: datmeni 20 Mar 2016, 12:19
თამბაქოს თესლი საიდან გამოვიწერო, ან აქ სად ვიყიდო თუ იცით?

Posted by: davita74 21 Mar 2016, 01:01
datmeni
QUOTE
თამბაქოს თესლი საიდან გამოვიწერო, ან აქ სად ვიყიდო თუ იცით?

ლაგოდეხში მოყავდათ თამბაქო დიდი რაოდენობით და მგონი ეხლაც მოყავთ და იქნებ იქაურს შეეხმიანო, ეგენი არიან მაგ საქმის სპეცები

Posted by: malaktavus 23 Mar 2016, 20:54
davita74
და თქვენ თბილისში გაქვთ? ნაკვეთი ? თU სად?
მეც მინდა რო დავკავდე ამით!

და სარეალიზავიოსთვისაც მინდა !

Posted by: davita74 23 Mar 2016, 21:23
malaktavus
თბილისში არა თბილისთან ახლოს მაქვს ნორიოში, გლდანიდან 8 კმ-ში და ჩემი სახლიდან 23-ში, თუ გინდა აგაღებინებ ოღონდ ერთი გაითვალისწინე რომ სარწყავის პრობლემაა მაგრამ მოგვარებადია

კიმაგრამ ესთამბაქო საიდან გაგახსენდა? ვინმემ გირჩია???? იცი როგორი შრომატევადი და მავნე მცენარეა????? გარდა იმისა რომ მოწევაა მავნებელი ( მაგრამ მაინც ვეწევი lol.gif lol.gif ) მოვლაც საკმაოდ მავნებელია, რა ვიცი მეგობრებს ქონდათ და იმათგან გამიგია და საკმაოდ რთული და შრომატევადია, ნუ შრომა ყველაფერს ჭირდება და არც უნდა დაგეზაროს შრომა მაგრამ თამბაქოსთვის ????........ no.gif no.gif

Posted by: .ნინო 25 Mar 2016, 12:48
გამარჯობათ,

ვაპირებ 1 ჰა. დამუშავებას სათესად. ანუ მიჭრდება მოხვნა, გაფხვიერება და დაკვალვა. ხომ არ იცით ორგანიზაცია, ვისაც შეიძლება ვენდო და კატასტროფული ფასები არ აქვთ?

პ.ს. მიწა კახეთშია, ყვარელში

Posted by: davita74 25 Mar 2016, 13:05
.ნინო
პირადში მოგწერეთ

Posted by: _Moxuci_ 29 Mar 2016, 12:47
კართოფილის მოყვანა მინდა სოფელში, სადაც ვიცი რომ მიწა და პირობებიც ყოველმხრივ ხელსაყრელია. წლების წინ მოჰყავდათ წინაპრებს და ყანის დამუშავებისას დღემდე ხშირად ვპოულობ ხოლმე.

სარეალიზაციოდ არ მინდა და არც ბიზნესის დაწყებას ვაპირებ. უბრალოდ ოჯახისთვის საკმარისი რაოდენობით რომ მოვიყვანო მოსავალი.

მაინტერესებს:

1) ივარგებს თუ არა ჩვეულებრივი ბაზარში ნაყიდი კართოფილი დასათესად? (ახალციხის, სვანური და ა.შ. )

2) როდის უნდა დავთესო და როგორ?

3) რაიმე განსაკუთრებული მოვლა ხომ არ ჭირდება?

4) მოსავალი რამდენ ხანში იქნება?

მაქვს ნაკელი და ნაკელიანი მიწა, განოყიერებული და იოლად დასამუშავებული, ასევე წყარო და მორწყვის პრობლემა არ იქნება.

Posted by: chuluxa 17 Apr 2016, 10:21
გამარჯობა, მაინტერესებს რამდენი ხნით შეიძლება შევინახოთ ტორფი? უფრო მაინტერესებს სეზონიდან სეზონამდე თუ გასტანს?

Posted by: davita74 1 May 2016, 01:53
ქრისტე აღსდგა,
გილოცავთ მეგობრებო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, დღევანდელი დღის ძალა და მადლი გფარავდეთ

Posted by: jjj 3 May 2016, 20:36
მსხლის ხეს ფოთლის ბოლოები მომწვარივით აქვს, რა დაავადებაა და რითი შეიძლება შველა?

Posted by: jjj 9 May 2016, 00:17
გავარკვიე - "ჭრაქი" ყოფილა.........

Posted by: ინაველ 16 May 2016, 20:07
მეგობრებო,
თქვენი რჩევა მჭირდება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით.

მოკლედ რომ ვთქვა ასეთი სიტუაციაა - მაქვს 1,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში, სოფელ მისაქციელთან ახლოს. მიწის ნაკვეთი მდებარეობს გზასთან ახლოს, აქვს წყალი. ოდესღაც მოდიოდა კარგი ატამი მაგრამ უყურადღებობის გამო ეს ატმები სადღაც გაქრა biggrin.gif

დიდი ხანია ამ ნაკვეთს ვფლობთ ოჯახი, მაგრამ მთელი ეს პერიოდი ვერაფრით მოვაბით თავი რომ "რამე" გავაკეთოთ ზედ. გვაქვს სოფლის მეურნეობის წარმოების მცირე გამოცდილება, 90-იანებში გვქონდა დაახლოებით ამხელა მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ახლოს ქალაქში და იქ მოგვყავდა ოჯახისთვის საჭირო რამე-რუმეები.

ეს ნაკვეთი კი შორსაა ჩვენი საცხოვრებელი სახლიდან (50კმ.) ამიტომ ლობიოს კარტოფილის და მსგავსი კულტურების დასათესად ვერ გამოდგება.

ამიტომ მჭირდება თქვენი რჩევა - რისი მოყვანა შეიძლება ასეთ მიწის ნაკვეთზე ისე, რომ არ მიწევდეს ყოველდღიურად იქ სიარული - ყველაზე ხშირად კვირაში ერთხელ რომ მიწევდეს ჩასვლა? ან თქვენ რას გააკეთებდით ასეთი მიწის ნაკვეთი რომ გქონდეთ?

გაყიდვასაც ვცდილობ პარალელურად, ფასიც დაბალი ადევს, მაგრამ მაინც არ იყიდება. საქმე ისაა რომ სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის პატარა ნაკვეთია. გზისპირასაა და კომერციულადაც გამოდგება, მაგრამ სტატუსის შეცვლა იქნება საჭირო და ეტყობა ეს აფერხებს ხალხს.

მოკლედ, მირჩიეთ smile.gif
მადლობა.

Posted by: ინაველ 18 May 2016, 12:26
2 დღეა და გამოხმაურება 0. მადლობა biggrin.gif

Posted by: Vano52 27 May 2016, 21:21
ინაველ
გაყიდვა ერთადერთი სწორი იდეაა, მასე პატარა ნაკვეთი და მასე შორს ძაან ძნელი მისახედია და გაუმართლებელიც,,

Posted by: ინაველ 27 May 2016, 22:11
Vano52
QUOTE
გაყიდვა ერთადერთი სწორი იდეაა, მასე პატარა ნაკვეთი და მასე შორს ძაან ძნელი მისახედია და გაუმართლებელიც,,


ეჰ მართალი ხარ
უბრალოდ არ იყიდება smile.gif))))
მოდიან ვიღაცები ათასნაირი ბიზნეს-იდეებით, მოდიან და მალევე იკარგებიან.
ფასზე მოლაპარაკებაც კი არავის დაუწყია. ნუ ისედაც მინიმალური ფასი ადევს მაგრამ მაინც.
მკვდარია მაგ მიმართულებით ბიზნესი რატომღაც.

Posted by: Vano52 27 May 2016, 22:51
ინაველ
რამდენათ ყიდი,?? ისევ საიტებზე რო დადო ან მანქანაზე გადაცვლა ან ახლოს ნაკვეთზე უფრო მოხერხდება, განა ვერ მოიყვან მანდ მოსავალს უბრალოთ ადგილობრივები რო გაიგებენ რო შორს ცხოვრობ როგორცკი წახვალ გაგიკრეფავენ

Posted by: ინაველ 27 May 2016, 23:28
Vano52
QUOTE
რამდენათ ყიდი,?? ისევ საიტებზე რო დადო ან მანქანაზე გადაცვლა ან ახლოს ნაკვეთზე უფრო მოხერხდება, განა ვერ მოიყვან მანდ მოსავალს უბრალოთ ადგილობრივები რო გაიგებენ რო შორს ცხოვრობ როგორცკი წახვალ გაგიკრეფავენ


კი ეგრეა. აღდგომის დღეებში ვიყავით და ერთი ახლობელი შეგვხვდა, ჩვენ გვერდით აქვს ნაკვეთი ზუსტად. შემოვღობე, ხეხილი ჩავრგე და ყოველდღე გადმოვდიოდი ვუვლიდიო. ერთი დილას მოვედი და ნერგების დიდი ნაწილი მოპარული დამხვდაო sad.gif მერე აუღია და ხის ქოხი ჩაუდგია შიგნით და ახლა იქ ცხოვრობს ძირითადად.

$10 კვადრატული. საქმე ისაა რომ ოხრადაა მანდ ნაკვეთები smile.gif თუმცა ძალიან უცნაურია ერთი ფაქტი - გზის მეორე მხარეს, სოფლის შიგნით სასოფლო მიწები $15ზე ნაკლებს არავინ არ აფასებს და რამდენიმემ გაყიდა სულ ახლახანს. ჩვენი გზისპირა ნაკვეთია, ასე თუ ისე კომერციულადაც გამოსადეგი, მაგრამ უფრო ნაკლებ ფასადაც არ იყიდება.

ინტერნეტსაიტებზე ნაკლებეფექტურია. რამდენიმე აქტიური ახალგაზრდა მაკლერი გვყავს და ისინი ჩალიჩობენ. მოძებნიან, მოიყვანენ ხალხს და მაგრამ ბოლომდე ვერ მიდის საქმე.


Posted by: _Moxuci_ 28 May 2016, 01:01
davita74
ამოსული სიმინდის ყანაში სარეველა და საერთოდ ყველანაირი ბალახის მოსასპობად რომელ ჰერბიციდს მირჩევთ? დამუშავება (გამარგვლა) რომ აღარ დაჭირდეს ბალახის გამო

Posted by: daviddata 17 Jun 2016, 01:06
.......................................................................

Posted by: kira557 19 Jun 2016, 18:52
გამარჯობათ მეგობრებო რჩევა მჭირდება თქვენი. დედოფლისწყაროში იყიდება 55 ჰა მიწის ნაკვეთი. რა გავითვალისწინო ყიდვის დროს ანუ მიწასთან დაკავშირებულ რა ფაქტორებს მივაქციო ყურადღება და რისი კულტურის მოყვანა იქნება კარგი ვარიანტი. smile.gifთხილის მოყვანა თუ იქნება შესაძლებელი,გამყიდველი იძახის რო ჩერი მაქვს დარგული და თხილის მოყვანაც შესაძლებელი იქნებაო.smile.gif მიწა არის სახნავ-სათესი .... მადლობა წინასწარ.

Posted by: myconception 27 Jul 2016, 11:29
მეგობრებო,
აგრარული ბაზრების მიმართ დიდი ინტერესია.

გთხოვთ შეავსეთ კითხვარი, დავეხმაროთ მოწესრიგებაში

http://startbs.net/limesurvey/index.php/189315?newtest=Y

მადლობა წინასწარ

Posted by: levani169 29 Jul 2016, 23:13
kira557
კარგად გაარკვიე ახლომახლოს უდგას ვინმეს თხილი თუ არა?მე რატომღაც ეჭვი მეპარება მანდ თხილი გვაობდეს!

Posted by: dongabo 14 Aug 2016, 22:39
სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (3000 კ.მ.) საცხოვრებელი სახლის აშენება თუ შეიძლება?

Posted by: GEORGEXIII 16 Aug 2016, 00:32
რა მმაფია ჩემს თავს ვარ ახალგაზრდა და გული მტკივა ჩემი სოფლის მიწა რომ არ არის დამუშავებული და ა.შ არ მაქვს დიდი მიწა მარა გარშემო შემიძლია შემოვიერთ მაინც აღარავის უნდა სოფელი ამ პერიოდში რას მირჩევთ რა დავრგო ახალგაზრდა ვარ და ჩემი ფინანსებიდან გამომდინარე ვერ ჩავალ ხშირად კასპის რაიონში კვირაში 1ხელ მეტად და ძვირი შესანახი რომ არ დამიჯნდეს პახოდუ რეალიზაციაზეც მალე რომ გავიდეს დაახლოებით 2-3წელიწადში უკვე სრულყოფილად რომ ისხავდეს?

Posted by: ladolado999 29 Aug 2016, 12:18
გამარჯობათ მაქვს იონჯის ტუკები შემიძლია ადგილზე მოტანა 1 ტუკი 10 ლარი. მომწეეთ პიარადში.

ასევე მაქვს თივის ტუკები ფასი 8 ლარი ადგილზე მოტანით

Posted by: aca baca banci bunca 24 Sep 2016, 21:02
ხალხო რაჭაში, ნუ ამბროლაურის რაიონში, უფრო ზუსტად კი წესში ან სხვავაში ან ფუტიეთში, მიწის ფასი რა არის? smile.gif სასოფლო სამეურნეო იგულისხმება რა თქმა უნდა, ნუ თუ გატყევებული ნაწილი მოექცევა არაა პრობლემა, სოკოსაც ვაპირებ და ტყიანი ნაწილიც მაწყობს.

Posted by: Gam3Master 4 Nov 2016, 02:55
ამარჯობა. უახლოესს მომავალში მწყერიდფერმის გახსნას ვაპირებ და დაკლული მწყერებისა და კვერცხის ჩაბარებას და მირჩიეს შპს მაგივრად კოოპერატივი დაარსეო. შეგიძლიათ მითხრათ რითი ჯობია და რითი ვერა ეა იურიდიული სტატუსი?

Posted by: koba4470 5 Nov 2016, 23:46
ღობის გასაკეთებლად აკაციის ბოძებს და ეკლიან მავთულს სად ყიდიან და რა ფასად, ვერ მიმასწავლით?

Posted by: erer 29 Nov 2016, 13:57
30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გამოფენაზე იმართება აგროექსპო. ყოფილხართ ვინმე წინა წლებში?
http://agroexpo.ge/?lang=ge

Posted by: giiogiio 30 Nov 2016, 10:18
bum
QUOTE
მეგობრებო სადმე თუ იცით რო იყიდებოდეს ცოტა ნორმალური ხარისხის სასუქები, რომლებზეც

NPK ეწერება.


YaraMila 8-24-24 და YaraMila 16-27-7 ამაზე მაგარ სასუქს საქართველოში ვერ ნახავ.


ამ სასუქებს აქვს კიდევ დამატებული გოგირდი და მიკრო ელემენტები


მისამართი: კახეთის გზატკეცილი N 51 (აგროსფეროს მაღაზია)

Posted by: AnonimE 30 Nov 2016, 17:17
გსურთ, გამოირჩეოდეთ ყველასაგან თქვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტით ორგანულობით, სიჯანსაღითა და ვიზუალურადაც კი? მაშინ შეგვიკვეთეთ EM (ეფექტური მიკროორგანიზმები), ჩაანაცვლეთ შხამ-ქიმიკატები ბიოლოგიური სასუქით ბევრად ნაკლებ ფასად და 100 პროცენტიანი გარანტიით. მხოლოდ ერთი პროდუქცია და არაფერი სხვა.

არ გაუშვათ შანსი ხელიდან!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე >>> https://facebook.com/EffectiveMicroorganisms/

Posted by: badri624 5 Dec 2016, 13:28
გამარჯობათ. შეგიძლიათ მითხრათ ფერადი ბროილერის საინკუბაციო კვერცხის შეძენა სად შეიძლება?

Posted by: gugusha-l 5 Dec 2016, 23:33
შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე და იქნებ აქ დამავალიანოთ.

ძალიან ზოგადი ინფორმაცია მაინტერესებს ღორებზე.

ანუ:
1. ღა ღისრ სასუალოდგოჭები რომ იყიდო;
2. რამდენ ხანში იზრდებიან (როცა შეიძლება დაკვლა)
3. რა ჯდება მათი კვება და რთი იკვებებიან
4. რა აცრები ჭირდება და დაახლოებით რა ჯდება
5. ხორცი ჩაბარება რა ფასებში ხდება.

ან იქნებ ლინკი ჩამიგდოთ სადაც ამ კითხვებზე პასუხს ვიპოვო


Posted by: badri624 7 Dec 2016, 11:15
ფერადი ბროილერის საინკუბაციო კვერცხის ყიდვა სად შეიძლება?

Posted by: Dachiperadze 25 Dec 2016, 22:30
გამარჯობა ამ თემაში კარგად ვერ ვერკვევი , დილეტანტი ვარ მაგრამ ნელ ნელა ვერკვევი და მინდა შესწავლა

ეხლა თქვენთან ერთი კითხვა მაქვს ,ვერსად მოვიძიე ინფორმაცია და იქნებ გამცეთ პასუხი

როგორც მივხვდი ჭაჭა ყენდება უშუალოდ დურდოსგან ანუ იმ ყურძნის ნარჩენისგან რაც ღვინოს დაწურვის მერე დარჩა და აი დურდოს ფასი როგორაა? ანუ 1 კგ მიახლოებით რა ეღირება და 1 კგ იდან რამენი გამოდის ჭაჭა

Posted by: gig55 28 Dec 2016, 18:00
Dachiperadze
ყურძნის ნარჩენიდან არ გამოდის დიდი რაოდენობით მაგრამ თუ შაქარს დააყრი ერთ კილო შაქარზე 1 ლიტრი გამოდის

Posted by: ინაველ 3 Jan 2017, 11:19
ხომ არ იცით საქართველოში საბოსტნე მიწას ან კომპოსტს მულჩს და მსგავსებს ვინმე აწარმოებს?

ინტერნეტში ვერაფერი მოვიძიე

Posted by: AKBARA 6 Jan 2017, 13:25
სათბურით ვინც ხართ დაინტერესებული, შეიძლება გაკეთდეს ერთი დიდი სათბური სადაც რამდენიმე გავერთიანდებით. სოფლის მეურნეობაში ბევრი მომგებიანი რამ არის, რომ მოიყვანო ყველა ვარიანტში მოგცემს მოგებას.

Posted by: shuma89 25 Jan 2017, 01:18
40-40.5 გრადუსზე 2-3 საათით საინკუბაციო კვერცხს ვარგისიანობაზე ხო არავის გაქვთ გამოცდილება?
ინკუბატორში დამრჩა ერთი ზედმეტი ნათურა პრიამოიზე ჩართული, პირველევე ღამეს, იხვის კვერცხზე, 38 გრადუსი დავაყენე და გაქცეულა დილით რო მოთბა ოთახში, იქნებ ვინმემ იცოდეთ, პსტარა ინკუბატორია სულ 9 კვერცხია, მაგრამ მენანება მაინც, გავაგრძელო?

Posted by: naxuca 25 Jan 2017, 16:42
QUOTE
ხომ არ იცით საქართველოში საბოსტნე მიწას ან კომპოსტს მულჩს და მსგავსებს ვინმე აწარმოებს?

კო,პოსტს აწარმოენსნagromax და 1 ტონქნღირს 70 ლარი

Posted by: ninicool 27 Jan 2017, 23:16
სარემონტო მოზარდი რას ნიშნავს იქნებ ამიხსნათ? და როგორ არის რუსულად ან ინგლისურად.

Posted by: ShotaSB 9 Feb 2017, 15:20
გამარჯობა!
მაინტერესებს სად შეიძლება შევიძინო ლურჯი მოცვის ნერგი და ერთი ძირი რა დამიჯდება?
აქვე გთხოვთ კონტაქტებიც მომწეროთ.
მადლობა

Posted by: vixn 10 Feb 2017, 08:28
ninicool
Ремонтный молодняк " გამოიყენება გასამრავლებელი ცხოველის რაოდენობის აღსადგენად.

Posted by: ninicool 10 Feb 2017, 18:26
vixn
QUOTE
Ремонтный молодняк " გამოიყენება გასამრავლებელი ცხოველის რაოდენობის აღსადგენად.

მადლობა დიდი, მეც მოვიძიე, პატრონი რომ არ გამომიჩნდა და გადავაგზავნე უკვე smile.gif

პირველად რომ წავიკითხე, მეგონა შეცდომით წერია მეთქი smile.gif)))

Posted by: ინაველ 12 Feb 2017, 02:12
კითხვა მაქვს - ფერმებში საქონელს და ღორს რითი კვებავენ? სპეციალიზებული საკვები არსებობს რამე თუ თავად ამზადებენ ფერმერები?

Posted by: SoSeLa 13 Feb 2017, 13:30
მოგესალმებით ყველას, რა მაინტერესებს, ჯონჯოლი ექსპორტზე თუ გადის და სად?

Posted by: shota1811 13 Feb 2017, 14:42
გამარჯობა,

მაინტერესებს სიმინდის ჰიბრიდული ჯიში P10. თუ აქვს ვინმეს ინფორმაცია სად შეიძლება ამის შოვნა ან გამოწერა?

წინასწარ გმადლობთ!

Posted by: ინაველ 13 Feb 2017, 16:48
naxuca

დიდი მადლობა!

---------+--------------------

Posted by: BB42 27 Feb 2017, 17:16
ვინმემ ხომ არ იცის სასოფლო სამეურნეო პროდუციაზე რუსეთში განბაჟების გადასახადი რამდენია?

Posted by: alfa9 2 Mar 2017, 12:33
QUOTE (OpenGL @ 1 Feb 2011, 14:41 )
რა მაინტერესებს თუ არის საქართველოში იმ დონის სათბურები რო თვეში 50+ ტონა პამიდორი მოყავდეს?

მე ვაშენებ ეგეთებს კვადრატულს 20 ლარადა 555680039

Posted by: ინაველ 3 Mar 2017, 22:36
ხალხნოუ
გაზაფხულია და ხეხილის ნერგებს ვეძებ. სანერგე არაფერი გეგულებათ თბილისის ან რუსთავის ფარგლებში?

Posted by: malaktavus 21 Mar 2017, 15:17
გამარჯობათ
მაინტერსებს ბაღში
რომელი ტრუბა და ან შლანგი , რამდენ ატმოსფეროს უძლევს? რომელი ზომა 20X20 ან 25X25 . პოლ დუიმა? ? ატმოსფეროები როგორ იზომება? ამიხსენით?
მადლობა

Posted by: Nat_asha 24 May 2017, 12:57
რატომ არავინ არაფერს არ წერს ამ თემაში? tom.gif

Posted by: begura-25 27 May 2017, 14:19
მეგობრებო ვისაც გაინტერესებთ სასათბურე ფართი, მაქვს თბილისთან ახლოს მიწის ნაკვეთი და სახლი. 3005 კვმ. ვინც დაინტერესდებით დამირეკეთ,
თამუნა: 555 294598

Posted by: Mateo Falcone 24 Jun 2017, 16:57
begura-25
QUOTE
მეგობრებო ვისაც გაინტერესებთ სასათბურე ფართი, მაქვს თბილისთან ახლოს მიწის ნაკვეთი და სახლი. 3005 კვმ. ვინც დაინტერესდებით დამირეკეთ,
თამუნა: 555 294598

გაზი, წყალი, დენი?

Posted by: akkai 1 Aug 2017, 00:35
Mateo Falcone
კიდე გაქ სათბურის ამუშავების სურვილი თუ საფეხბურთო ბიზნესმა გადაძალა :დ

აგარაკზე მაქ ოღონდ მიტოვებულია:

თავის დროზე მაგრა ამუშავებდნენ

ძირითადად ყვავილები მოყავდათ.

ეხლა თავიდან ბოლომდე მისახედია;
შუშებიც კი ჩამტვრეულია ბევრგან.

თბილისიდან 20 კილომეტრშია..ეგაა ისე ცივა ზამთარში რო მაგის გათბობა შარია ამ პირობებში,
თუ დაინტერესდი მოიწერე პმ ან აქ ან ფბ მესენჯერზე

Posted by: Shavcharka 1 Aug 2017, 17:15
იცით ვინმემ რამე კომპანია ან ჯგუფი ჩინურ სათბურებს რო აკეთებდნენ?

Posted by: pucukia 2 Aug 2017, 14:48
Shavcharka
ჩინურ სათბურს რას ეძახი?
უფრო ვრცლად შეგილია დაწერო?

Posted by: Sergosergo 21 Aug 2017, 07:02
ლობიოს რეალიზება სად შეიძლება.რეგულარულად რომ მივაწოდო.

Posted by: vano22 23 Aug 2017, 18:07
Sergosergo
ლობიანებს სადაც აცხობენ იქsmile.gif

Posted by: AnonimE 12 Sep 2017, 15:20
http://www.emgeo.ge შემოგვიერთდით.

ინოვაცია სოფლის მეურნეობაში.

უნივერსალური პროდუქტი რომელიც გამოიყენება: მემცენარეობა, მეფრინველეობა, მეცხოველეობა, მეთევზეობა, წყალი და ეკოლოგიაში.

Posted by: TheSonofMan 13 Sep 2017, 11:31

მოუვლელი და გაველურებული ჩაის რეაბილიტაციას ვაპირებ და ვინმე აგრონომს ხომ ვერ მირჩევდით, მაინტერესებს კონკრეტულად რა აგრონომიული სამუშაოებია გასატარებელი. ან იქნებ დეტალური ინფორმაცია წერია სადმე.

Posted by: KasperRiters 13 Sep 2017, 11:34
TheSonofMan

http://apma.ge/projects/read/project_scope/48:child

ამათ ეცოდინებათ wink.gif


Posted by: bfjribhs 22 Sep 2017, 18:45
ჭანჭურს ძალიან ბევრი ჭია ჰყავს უკვე ერთი 10 წელია და რა ვუყო?
გამიგია რაღაც კარტონი უნდა შემოახვიოო მარა აღრ მახსოვს სად უნდა შემოვახვიო, როგორ, როდის
შეწამვლის გარეშე მინდა ვუშველო

Posted by: tarsinho 27 Sep 2017, 16:17
მაინტერესებს ალკოჰოლური მაღალ გრადუსიანი (37-40) სასმლის წარმოებისთვის, რომელი ორგანიზაციები არიან უფრო რეალური დამფინანსებლები ?

ერთი ვიცი "აპმა" როდესაც 11% გიფარავს სესხზე და 5% შენ ფარავ.

არის კიდევ რაიმე ვარიანტი ?

Posted by: tamazi0111 3 Nov 2017, 21:05
სასწრაფოდ...იყიდება ან იცვლება.თბილისიდან 65 კილომეტრში,ბოლნისის რაიონი სიფ.კიანეთში,ცენტრალური გზიდან 150 მეტრში იყიდება ან იცვლება ფერმა,რომელიც ნახევარი მხარე გარემონტებულია და გათვლილია 80 სულ მოზვერზე ან 60 სულ მეწველ ძროხაზე ბაგურზე დასაბმელად,მეორე მხარე გარემონტდება მცირედ დროში და მცირე ხარჯებით,რომელიც გამოვა ზუსტად იგივე რაც სურათებშია,სურათები გადაღებულია გარემონტებულ მხარეზე,დენი და წყალი შეყვანილია,გაზიც იქვეა და შესაძლებელია შეყვანა,ტერიტორია არის 6000 კვადრატი,შემოღობილი,ფერმა არის 1000 კვადრატამდე,დამხმარე ოთახებით,განვიხილავ პარტნიორობასაც,გაცვლას თქვენი მხრიდან თანხის დამატებით(მანქანა,მიწის ნაკვეთი,ბინა თბილისსა და რუსთავში)განვიხილავ ყველანაირ რეალურ შემოთავაზებას...599507279 სურათები ნახეთ საიტზეhttps://www.mymarket.ge/ka/product/view/11142847/

Posted by: .ნინო 9 Nov 2017, 18:13
გამარჯობათ, მე ვარ ეკონომისტი, კვლევას ვატარებ აგრარული სექტორის მიმართულებით. ძალიან დამეხმარებით, თუ გამონახავთ რამდენიმე წუთს, რათა შეავსოთ ეს კითხვარი. წინასწარ დიდი მადლობა
https://goo.gl/forms/3MqSaPDHSyJmaUpI2

Posted by: tazo1996 3 Dec 2017, 01:09
გამარჯობათ. მაინტერესებს 1წლის ხბო რამდენ კილოგრამს მოიმატებს ერთ წელიწადში. ჩვეულებრივი ქართული ჯიშის ხბოზე მაქვს საუბარი. გურიის მაგალითზე მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ამით ბიზნესის დაწყება. გაზაფხულისთვის რომ შევიძინო დაახლოებით 50 ხბო, საძოვრების პრობლემა არ არის ჩემთან არც სადგომის და მოვლის პრობლემა მექნება, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. თუ ვინმე ერკვევით მესაქონლეობაში მითხარით რისი პრობლემა შეიძლება მქონდეს ამ იდეის განხორციელებისას? და რაც მთავარია რამდენად რეალურია? იქნება თუ არა მომგებიანი ერთი წლით ამ იდეის განხორციელება?


Posted by: Freestyle 22 Dec 2017, 23:37
რა მაინტერესებს რაიონებში მიწების დამიშავებაზე ტრაქტორების მოხმარების პროექტი ხომ აქვს სახელმწიფოს? და სხვა რამე პროგრამებიც თუ არის? და ვის უნდა მივმართო?

Posted by: ikomus 18 Jan 2018, 23:36
იონჯის თესლი სად შეიძლება შევიძინოო?

Posted by: naxuca 19 Jan 2018, 09:34
QUOTE
იონჯის თესლი სად შეიძლება შევიძინოო?

დიდუბეში

Posted by: Nicola_Rizzoli 19 Jan 2018, 10:29
QUOTE (naxuca @ 19 Jan 2018, 09:34 )
QUOTE
იონჯის თესლი სად შეიძლება შევიძინოო?

დიდუბეში

ზზუსტად რა ადგილზეა ხო არ იცი ?
=======

Posted by: naxuca 19 Jan 2018, 11:42
QUOTE
ზზუსტად რა ადგილზეა ხო არ იცი ?

ჯიშთა გამოცდის გვერძე არი 1 სართულიანი შუშიანი აგრო მაღაზია მწვანე ტრაფარეტი აქ ზუსტად სახელი არ მახსოვს

Posted by: ikomus 19 Jan 2018, 13:10
მოგესალმებით: იონჯის თესლი სად შეიზლება შევიძინოო?

Posted by: vixn 19 Jan 2018, 19:33
ikomus
თბილისში, დიდუბეში, სამთო ქიმიის შენობაში.

Posted by: ikomus 19 Jan 2018, 23:00
QUOTE (zvi5329 @ 17 Mar 2011, 16:54 )
ლილოში

ლილოში

Posted by: AnonimE 26 Jan 2018, 02:35
http://emgeo.ge/ წარმატების გასაღები!

Posted by: marikap 22 Feb 2018, 22:55

ახალი თემა გავხსენი აგრობიზნესში
https://forum.ge/?f=106&showtopic=35008694
შემოიხედეთ და ბამბუკის რეალიზაციასაც შევუწყოთ ხელი

Posted by: Freestyle 2 Apr 2018, 13:04
1500 კვადრატი მაქვს წეროვანში და რა შეიძლება გაკეთდეს? ტყუილად რო არ მოვაცდინო biggrin.gif

Posted by: gigaboku 10 Apr 2018, 02:41
გამარჯობა, მინდა აივანზე ქოთანში მოვიყვანო რაიმე ბოსტნეული.. როგორც გავიგე ყველაზე მარტივი სტაფილოა, მართალია? შეგიძლიათ ვინმემ დამაკვალიანოთ?

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 12 Apr 2018, 14:31
გამარჯობა
კარტოფილის დათესვისთვის როგორი დროა?


თიანეთის რაიონში ვაპირებ დათესვას

Posted by: AnonimE 15 May 2018, 06:14
გადადით ეკოლოგიურად სუფთაზე! ეფექტური მიკროორგანიზმები წარმატების ფორმულა აქ არის >>> https://emgeo.ge/


შემოგვიერთდით!

Posted by: annavita 24 May 2018, 09:14
Freestyle
მე რაც ვიცი, წეროვანში მეფუტკრეობას მისდევდნენ. "ღალა" არისო. არ ვიცი რა არის ღალა. smile.gif
AnonimE
იქნებ თქვენ იცოდეთ, ჩირის დასამზადებელი მინი დაზგები სად მოვძებნო?
ან პირველ ეტაპზე ვის უნდა მივცე ჩირის შეკვეთა?
სოკოს ჩირი მინდა და კიდევ რაღაცეების smile.gif
გთხოვთ დამაკვალიანოთ ვინც იცის სად ვეძებო.
დიდი მადლობა წინასწარ*

Posted by: Nat_asha 5 Jun 2018, 11:17
annavita
ღალა მე რამდენადაც ვიცი თითონ საკვები ბაზა იგულისხმება. ღალობას ეძახიან აი იმ პერიოდს როცა თაფლს აგროვებს და ასე გამიგია ღალასთვის შორს მიდის ფუტკარიო. აქედან ლოგიკურად მგონია რომ აი საძვარის პონტია ეს ღალა biggrin.gif

Posted by: BioIka 6 Jun 2018, 01:02
Nat_asha
QUOTE
ღალა მე რამდენადაც ვიცი თითონ საკვები ბაზა იგულისხმება. ღალობას ეძახიან აი იმ პერიოდს როცა თაფლს აგროვებს და ასე გამიგია ღალასთვის შორს მიდის ფუტკარიო. აქედან ლოგიკურად მგონია რომ აი საძვარის პონტია ეს ღალა

ბებიაჩემი ერთ ძროხაზე ამბობდა ხოლმე ღალიანი ძროხააო და გულისხმობდა ცხიმიანობას და ბევრ წველას. მგონი ბარაქას ნიშნავს ღალა smile.gif

Posted by: Nat_asha 6 Jun 2018, 10:39
BioIka
ხო ეგრეა რა ლოგიკურად მონაგრებულს, ანუ ღალა თუ არ იქნება(კარგი საკვები) თაფლიც ვერ იქნება

Posted by: AnonimE 20 Jun 2018, 21:00
https://www.emgeo.ge/ <<< გადადი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე! დავეხმაროთ საქართველოს... დროა განვითარდეთ და ამოვაგდოთ ეს წყეული შხამქიმიკატები ერთხელ და სამუდამოდ!

Posted by: პროფაზა 9 Jul 2018, 20:29
იმერეთში ასეთი იაფი რატომ ღირს სასოფლო მიწები?
ნაკლები მოსავალი მოდის, ხშირად ფუჭდება მოსავალი, თუ რამე სხვა მიზეზია?

Posted by: GEORGEXIII 27 Jul 2018, 10:43
კაი იდეააა.


Posted by: keandra 27 Jul 2018, 12:56
პროფაზა
QUOTE
იმერეთში ასეთი იაფი რატომ ღირს სასოფლო მიწები?


პასუხი:
QUOTE
ნაკლები მოსავალი მოდის

Posted by: Nat_asha 27 Jul 2018, 13:05
keandra
QUOTE
პასუხი:
QUOTE
ნაკლები მოსავალი მოდის

ძალიან უაზრო პასუხია, რას ნიშნავს ნაკლები მოსავალი მოდის? გააჩნია რა მოგყავს და როგორ უვლი, მოსავალიც იმის მიხედვით არის.

Posted by: keandra 27 Jul 2018, 15:07
Nat_asha
ზოგადად ასეთი მდგომარეობაა, ნებისმიერი დასახელების პროდუქციას ერთნაირი მოვლით კახეთში და მარნეულში უფრო მეტს მოიყვან ვიდრე იმერეთში. ნუ იმერეთსაც გააჩნია, ყველგან ერთნაირი ნიადაგი არაა. მთელი რიგი დასახელების ხილი და ბაღჩეული კი იმერეთში საერთოდ არ მოდის, რაც მაგალითად კახეთში მოდის თუ სათბურში არაა რა თქმა უნდა.

Posted by: Nat_asha 27 Jul 2018, 16:08
keandra
ძალიან არასწორი მიდგომა გაქვს. იმერეთში რაც მოდის კარგი ის კახეთში არ მოდის და პირიქით, რადგანაც სრულიად განსხვავებული ჰავა და ნიადაგია. მაგალითად სიმინდი იმერული, ყველი იმერული, მხალი იმერული, მეცხოველეობა- მეფრინველეობა. სამაგიეროდ კახური ყურძენი, საზამთრო , ატამი, მეცხოველეობა-მეფრინველეობა და ა.შ.
იმერეთში მიწები იაფი მაგიტომ კი არ ღირს რომ მიწა არ ვარგა და მოუსავლიანია, არამედ საერთოდ სხვა მიზეზებია. ლოჯისტიკური პირველ რიგში, ამის მერე დედაქალაქიდან სიშორე, რაც აძვრებს პროდუქციის თვითღირებულებას, რადგანაც ძირითადი ბაზარი არის თბილისი. ამის გარდა მოსხალეობის რაოდენობა და შრომისმოყვარეობა. იმერეთში უნაყოფო მიწებია სადმე ვინმეს თუ გაუგია ან უთქვამს მითხარი წყარო.. არასდროს ისტორიაში ეგეთი რამე არავის უთქვამს და შენ საიდან მოიტანე ვერ ვხვდები.

Posted by: martin_iden_ 2 Aug 2018, 18:49
გამარჯობათ. კითხვა მაქვს კახელებთან,ყველაზე მოსავლიანი ადგილი კახეთში რომელია? მაგალითისთვის როგორც ქართლში რუისი და მიმდებარე ტერიტორიები(ქარელი) ეგეთი კონკრეტული ადგილი და სოფელი რომელი აქვს კახეთს? ბოსტნეული,საზამთრო ,ნესვი და ვაზისთვისაც თუ კარგი ადგილი იქნება მთლად უკეთესი. ნაკვეთის ანდაც უბრალო პატარა სახლის ყიდვა მინდა პატარა სამეურნეო ბიზნესის დასაწყებად.

Posted by: Freestyle 29 Aug 2018, 16:48
სალამი, წეროვანში მაქვს ორი 1500 კვადრატული მიწის ნაკვეთი. რისი მოყვანა შეიძლება ასეთ პატარა მიწებზე იქნებ მირჩიოთ ვინმემ.

Posted by: kaxaberski66 31 Aug 2018, 11:25
martin_iden_
კახეთის ყველა რაიონი მოსავლიანია. დათესილის სწორად მოვლა უნდა იცოდეს კაცმა.



არ ვიცი როგორ ვიპოვო თემა რომელიც გაქრა.
,,საოჯახო მეურნეობა სოფელში დასახლება,,

Posted by: Nat_asha 7 Sep 2018, 10:29
kaxaberski66
https://forum.ge/?showtopic=34954442&hl=%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

დავპოსტე კიდევაც და გამოჩნდება თემებში

Posted by: simato 17 Sep 2018, 13:42
გამარჯობა! ევროკავშირი რო გასცემს აგროპორექტებზე გრანტებს, ამის შესახებ თუ გაგიგიათ ვინმეს? სად შემიძლია დეტალური ინფორმაციის მოძიება ხომ ვერ მეტყვით ?

Posted by: nikala_papa 21 Sep 2018, 23:10
გამარჯობათ ვაშლი მოვკრიფეთ (სოფელ კარალეთში) ჩვენმა ბაღებმა კაი მოსავალი მოგვცა და რალიზაცია მინდა თბილისსში ან რეგიონებში, კომპანიები (წვენის ვინც დაინტერესდება) და რა ვქნა აბა რო მირჩიოთ რამე და დამეხმაროთ.....

Posted by: It_was_ALL_a_DREAM 2 Oct 2018, 17:06
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: iase 19 Oct 2018, 22:27
აკაციის ხე როგორ მოვსპო იცით ვინმემ?
..............

Posted by: Nat_asha 22 Oct 2018, 22:36
iase
ჰმ, მე მინდა მომე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: levani169 22 Oct 2018, 22:48
QUOTE (iase @ 19 Oct 2018, 22:27 )
აკაციის ხე როგორ მოვსპო იცით ვინმემ?
..............

ვიცით .............. მაგრამ ჯერ კაკალს ვინ ამყნობს ის გვითხარი და მერე!

Posted by: iase 22 Oct 2018, 23:53
levani169
biggrin.gif

მოიცა დავურეკავ და ვეტყვი
მაგრამ ფულს გეტყვის სწავლებაში ასე მგონია

Nat_asha
QUOTE
ჰმ, მე მინდა მომე

რა გინდა კაცო აკაციის ხე?

Posted by: ♣♣♣ Finch ♣♣♣ 23 Oct 2018, 13:15
გამარჯობა, ამოფოსი სად შემიძლია ვიყიდო თბილისში ან დედოფლისწყაროში???

Posted by: Mr.Sys 23 Oct 2018, 13:35
მეც მაინტერესებს ამოფოსი, ვერ ვნახე online ვერსად

Posted by: Nat_asha 23 Oct 2018, 21:48
QUOTE
რა გინდა კაცო აკაციის ხე?

iase
კი აკაციის ხე biggrin.gif კურდღლები ჭამენ კარგად

Posted by: levani169 23 Oct 2018, 22:07
iase
QUOTE
მაგრამ ფულს გეტყვის სწავლებაში ასე მგონია

სწავლაში ფული არასდროს დამენანება.........ოღონდ კი მართლა უნდა იცოდეს (ანუ ახარებდეს ნამყენს) თორემ ასე ჩვენც კი ვიცით აქაურებმა მყნობა!

Posted by: iase 24 Oct 2018, 17:27
levani169
QUOTE
სწავლაში ფული არასდროს დამენანება.........ოღონდ კი მართლა უნდა იცოდეს (ანუ ახარებდეს ნამყენს) თორემ ასე ჩვენც კი ვიცით აქაურებმა მყნობა!

სპეციალისტია smile.gif
* * *
Nat_asha
QUOTE
კი აკაციის ხე  კურდღლები ჭამენ კარგად

ბევრი გინდა?
................

Posted by: Nat_asha 24 Oct 2018, 21:01
iase
რავი 10 ძირს სიამოვნებით მივირგავდი ღობეზე biggrin.gif

Posted by: iase 25 Oct 2018, 14:03
Nat_asha
ვეღარ მოაშორებ მერე
გაბევრდება ძაან

Posted by: Davidgeo 2 Jun 2019, 16:31
მეგობრებო ხეხილისთვის რას მირჩევთ რომ მოვაძლიერო ნერგები? სასუქი ან ხსნარი რამე ?

Posted by: gigaboku 24 Sep 2019, 14:43
user posted imageuser posted image

გამარჯობა, რას მეტყვით ამ ავოკადოზე? დაახლოებით 3 თვის წინ დავრგე... მიწაში უნდა გადატანა თუ გაიზრდება ესე წყალში?

Posted by: mero93 1 Oct 2019, 18:06
გამარჯობა. ვანის რეგიონში ნაკლებად სარისკო მეურნეობა რა გეგულებათ? ზოგადად რითი არიან დაკავებულები? მევენახეობა რომ გვერდზე გადავდოთ. თხილნარი და ასეთები ჯობია, თუ მწვანილების სათბურები? ცოტა რთულ და ზოგად კითხვას რომ ვსვამ კი ვიცი, მაგრამ იქნებ დასაწყისისთვის რაიმე მიმართულებები მომცეთ და შემდეგ მე თვითონაც უკეთ გავერკვევი და უკეთესი კითხვები მექნება smile.gif

Posted by: თორნიკე- 18 Oct 2019, 21:13
QUOTE (gigaboku @ 24 Sep 2019, 14:43 )
user posted imageuser posted image

გამარჯობა, რას მეტყვით ამ ავოკადოზე? დაახლოებით 3 თვის წინ დავრგე... მიწაში უნდა გადატანა თუ გაიზრდება ესე წყალში?

ავოკადო არვიცი მაგრამ ხემცენარე ირგვება დაიზრდება მიწაში. საინტერესოა ეს ტროპიკული მცენარე რამდენად შეეგუება ჩვენს კლიმატს .
* * *
QUOTE (mero93 @ 1 Oct 2019, 18:06 )
გამარჯობა. ვანის რეგიონში ნაკლებად სარისკო მეურნეობა რა გეგულებათ? ზოგადად რითი არიან დაკავებულები? მევენახეობა რომ გვერდზე გადავდოთ. თხილნარი და ასეთები ჯობია, თუ მწვანილების სათბურები? ცოტა რთულ და ზოგად კითხვას რომ ვსვამ კი ვიცი, მაგრამ იქნებ დასაწყისისთვის რაიმე მიმართულებები მომცეთ და შემდეგ მე თვითონაც უკეთ გავერკვევი და უკეთესი კითხვები მექნება smile.gif

გაგიმარჯოს თანაფორუმელო. თუ თეორიული ან პრაქტიკული ცოდნა არ გაქვს ნებისმიერი მეურნეობა ძააალიან სარისკოა. ასე რომ ჯერ სწავლა დამერე შრომა. old.gif
* * *
QUOTE (Davidgeo @ 2 Jun 2019, 16:31 )
მეგობრებო ხეხილისთვის რას მირჩევთ რომ მოვაძლიერო ნერგები? სასუქი ან ხსნარი რამე ?

ძველი პოსტია მაგრამ ბარემ აქავარ და.ხეხილის ნერგებს და ზოგადათ მცენარეებს კვებავენ თხევადი დაგრანულირებული სასუქებით რომლებსაც თავისი შეტანის ვადები და დოზირება აქვს .ასევე არის ორგანული სასუქებიც. რადგანაც ტელეფონი ხელს არ მიწყობს მოკლეთ დავწერ.ფოთლოვან კვებაში ნებისმიერ მცენარეზე კარგია ბლექჯეკი. ფესვიდან ნაკელი და ნპკ სასუქების სხვადასხვა კომბინაციები თავის აგროვადებში და დოზებში

Posted by: s1mpsOnA 24 Nov 2019, 18:49

ჩინეთიდან მინდა ბაქტერიის გამოწერა
მჭირდება გამოვიწერო ბაქტერია ფერმისთვის არის ფხვნილის სახით და ეს ბაქტერია, როცა გამოვიწერე გადამზიდმა შეზღუდვა არისო და არ ჩამომიტანა, სხვა რა გზით ჩამოვიტანო? ზუსტად ესეთი იყიდება ჩვენთანაც და ჩამოაწვთ ჩინეთიდან ვიცი, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს აქ.
იქნებ რამე იცოდეთ

Posted by: Unknown232324 25 Dec 2019, 11:55
გამარჯობა! ვინც დაკავებული ხართ აგრობიზნესით, მაინტერესებს რეალიზაციას როგორ ახდენთ, ანუ მოსავალი რაიონებიდან თქვენით მიგაქვთ დავუშვათ დედაქალაქში თუ თქვენთან მოდიან შესაძენად? როგორ ხდება მოძიება მყიდველების და ვინ არიან ისინი დავუშვათ მაღაზიები თუ როგორ ? ასევე მაინტერესებს მოსავალს საბითუმოდ აბარებთ თუ კილოგრამობით ყიდით?
მესმის რომ ყველას ინდივიდუალურად ექნება, მაგრამ იქნებ კონკრეტულები მაგალითები მითხრათ ზოგადად მაინც.

Posted by: levani169 25 Dec 2019, 13:14
Unknown232324
QUOTE
! ვინც დაკავებული ხართ აგრობიზნესით, მაინტერესებს რეალიზაციას როგორ ახდენთ, ანუ მოსავალი რაიონებიდან თქვენით მიგაქვთ დავუშვათ დედაქალაქში თუ თქვენთან მოდიან შესაძენად? როგორ ხდება მოძიება მყიდველების და ვინ არიან ისინი დავუშვათ მაღაზიები თუ როგორ ? ასევე მაინტერესებს მოსავალს საბითუმოდ აბარებთ თუ კილოგრამობით ყიდით?

ბითუმად სჯობია....კილოობით ყიდვას თუ დაიწყებ და მუღამს გაუგებ აღარც დრო გექნება რამის მოყვანის და აღარც მოტივაცია.
მიხვალ ნავთლუღის ოპტავოიში და შესთავაზებ შენს პროდუქტს,თუ ძალიან ჭარბწარმოება არ არის სეზონზე წამოვლენ და დაგიცლიან ხელს,თან შენი მუდმივი გამსაღებლებიც გახდებიან.

Posted by: Unknown232324 25 Dec 2019, 14:12
QUOTE
ბითუმად სჯობია....კილოობით ყიდვას თუ დაიწყებ და მუღამს გაუგებ აღარც დრო გექნება რამის მოყვანის და აღარც მოტივაცია.
მიხვალ ნავთლუღის ოპტავოიში და შესთავაზებ შენს პროდუქტს,თუ ძალიან ჭარბწარმოება არ არის სეზონზე წამოვლენ და დაგიცლიან ხელს,თან შენი მუდმივი გამსაღებლებიც გახდებიან.

მადლობა!
და აჭარის რეგიონში ხომ არ იცით თუ არის ეგეთი დიდი საბითუმ ჩამბარებელი? სოფელი იქეთ მაქვს და იქ ვფიქრობ საქმიანობის დაწყებას.


Posted by: თორნიკე- 25 Dec 2019, 14:20
QUOTE (Unknown232324 @ 25 Dec 2019, 14:12 )
QUOTE
ბითუმად სჯობია....კილოობით ყიდვას თუ დაიწყებ და მუღამს გაუგებ აღარც დრო გექნება რამის მოყვანის და აღარც მოტივაცია.
მიხვალ ნავთლუღის ოპტავოიში და შესთავაზებ შენს პროდუქტს,თუ ძალიან ჭარბწარმოება არ არის სეზონზე წამოვლენ და დაგიცლიან ხელს,თან შენი მუდმივი გამსაღებლებიც გახდებიან.

მადლობა!
და აჭარის რეგიონში ხომ არ იცით თუ არის ეგეთი დიდი საბითუმ ჩამბარებელი? სოფელი იქეთ მაქვს და იქ ვფიქრობ საქმიანობის დაწყებას.

ადგილზე რაიონში გაიკითხე კახეთიდან რა გირჩიოთ. old.gif რის წარმოებას აპირებ.აჭარაში როგორც მე ვიცი განვითარებულია სოფ. მეურნეობა. ლევან169 help.gif

Posted by: Unknown232324 5 Jan 2020, 17:36
QUOTE
ადგილზე რაიონში გაიკითხე კახეთიდან რა გირჩიოთ.  რის წარმოებას აპირებ.აჭარაში როგორც მე ვიცი განვითარებულია სოფ. მეურნეობა. ლევან169

არ ვიცი ჯერ მარა სათბურის გაკეთება მინდა 500 კვადრატის, უფრო პამიდორზე ვფიქრობ და ბროკოლიზე მარა მაგას დავაზუსტებ კიდე.
ისე რა მინდა რო გკითხოთ მანქანა საჭირო იქნება ხო რო მყავდეს ნაკვეთზე სადაც ვიმუშავებ ? სედანია საჭირო თუ ფურგონი? პატარა პანელური სახლის ჩადგმაც მინდა იქ რომ ვიყო სულ. იმაზეც ვფიქრობ დავუშვათ საწყის ეტაპზე 500 კვადრატი ცოტა ხო არაა თქო ძაან? თან მარტო ერთი სახეობა რამდენად ღირს ?

Posted by: simato 17 Jan 2020, 21:59
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: კრაფტ 6 Feb 2020, 20:30
შევისყიდი სასოფლო-სამეურნეო მიწას ქუთაისთან ახლოს 1 ან 2 ჰექტარს, ოღონდ საკმაოდ შეღავათიან ფასში. ველოდები გამოხმაურებას

Posted by: gamushki 14 Feb 2020, 10:44
იყიდება უმაღლესი ხარისხის საფერავი(მრგვალმარცვალას ნერგები) დარჩენილია 1ხარიხსი (3100) 2 ხარისხი (1100) მესამე ხარისხი (300) რქაწითელი 1 ხარისხი (300)
მთელის ყიდვის შემთხვევაში მოგცემთ 5000 ლარად ამაზე იაფად ვერსად ვერ იშოვით ამნაირ ნამყენს დეტალებისთვის დარეკეთ 558150485
user posted image

Posted by: iverieli 19 Feb 2020, 11:47
გამარჯობათ.

სად შეიძლება თუთუნის თესლი ვიშოვო . თბილისში სადმე იყიდება რო დავთეო და ვცადო მისი მოყვანა?

Posted by: shuma89 31 Mar 2020, 23:24
საპლანტაჟე გუთნით მოხვნა რა ჯდება? ცალფრთიანით ღრმა მოხვნა მინდა სავენახე მიწის.

Posted by: iGreen 9 Apr 2020, 12:03
shuma89
QUOTE
საპლანტაჟე გუთნით მოხვნა რა ჯდება? ცალფრთიანით ღრმა მოხვნა მინდა სავენახე მიწის.

კახეთში 800 ლარი გადავიხადეთ ჰექტარის მოხვნაში. რაღაც დიდი ტრაქტორი იყო შალგიანი. მექანიზატორის ბრიგადა შეიძლება იყოს შენთან ახლოს და ეგენი ცოტა უფროიაფადაც ხნავენ მგონი.

Posted by: alex_45245 17 Apr 2020, 12:25
ერთი კითხვა მაქვს.
სად ვიპოვო თამბაქოს თესლი.
google- ზე, საქართველოში უფრო ადვილია კანაფის თესლის შეძენა

Posted by: GEORGEXIII 23 Apr 2020, 03:40
QUOTE
საქართველოში უფრო ადვილია კანაფის თესლის შეძენა

biggrin.gif

კი ბატონი....

ისე ლაგოდეხიდან და ბათუმიდან მოქონდათ ხოლმე თუთუნი შესასყიდად ომეგაში ფაბრიკა რომ მუშაობდა... და აბა მოგეკითხა მაქეთკენ.

Posted by: GEORGEXIII 13 May 2020, 00:47
ფოსფორი მინდა მეგობრებო სად ვიყიდი?

ან ნაკელ-გარეული მიწაა..

3-4 15ლიტრიანი ვედრა რომ გაივსოს...

Posted by: ♣♣♣ Finch ♣♣♣ 19 May 2020, 11:30
ბრატცი მოკლედ ესეთი სიტუაცი მაქ.
სოფელში მყავს ბომჟი მეზობელი. საერთო ღობესთან აქვს ძველი საღორე და იმენა რწყილების ბუდე გაიჩითა. შეწამლეთქო რო ვეუბნები არესმის, შეუგნებელია მოკლედ.
რამოდენიმეჯერ შევწამლე ღობის ძირში ცოტახნით უშველა მარა ისევ გაჩნდნენ.
რამე პიზდეცი შხამი თუ არსებობს ისეთი რო დავასხა და სახე აძვრეს იქაურობას.

მადლობა

Posted by: C17H19NO3 21 May 2020, 12:44
გამარჯობა აგრო სასტავს smile.gif

1ჰა კარგი ნიადაგით, ჯერ ლაბ შემოწმება არ გამიკეთებია მიწის მაგრამ გარშემო ყველაფერი კარგად ხარობს..

რომელ ლაბორატორიას მირჩევთ??? შიდა ქართლში რომ იყოს უკეთესია, თბილისიც მაწყობს.
კონსულტაცია ვისთან გავიარო ვინმე კარგი აგრო ექსპერტი მირჩიეთ მემცენარეობის დარგში, მინდა ნუშის ნერგები და მის ჯანმრთელად მოყვანაზე შევისწავლო.


Posted by: sham 21 May 2020, 13:18
GEORGEXIII
QUOTE
ფოსფორი მინდა მეგობრებო სად ვიყიდი?

ან ნაკელ-გარეული მიწაა..

3-4 15ლიტრიანი ვედრა რომ გაივსოს...


ფოსფორი ყვავილობის დროს უნდა, ზრდის დროს აზოტი gigi.gif

Posted by: GEORGEXIII 21 May 2020, 23:36
sham
მაშინ აზოტი სად შეიძლება რომ დავითრიო?

Posted by: kaxaberski66 22 May 2020, 00:38
sham
სად გაჰქრი კაცო?
მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. შენი ნაწერი რომ ვნახე გამიხარდა.

Posted by: sham 22 May 2020, 09:46
GEORGEXIII

სამთოქიმიის მიმდებარე ტერიტორიებზე ბევრი პატარა მაღაზიაა, პირდაპირ უთხარი რისთვისაც გინდა და მოგცემენ საჭირო სასუქებს.

kaxaberski66

კახას გაუმარჯოს !

აქ ვარ, ჩემთვის მშვიდად და მოსვენებულად, ვუძლებ კრიზისს და შემოსავლის 7-ჯერ შემცირებას biggrin.gif

ვკითხულობ ხოლმე თქვენს პოსტებს შეძლებისდაგავარად, მაგრამ თვითონ ნაკლებად ვპოსტავ რამეს სერიოზულს, ვერთობი ძირითადად smile.gif

Posted by: GEORGEXIII 22 May 2020, 10:50
sham
კაი ბატონი გაიხარეე

Posted by: DoomDev 24 May 2020, 22:38
სალამი
https://www.farmingport.com/pullet-chicken-cage/
მსგავსი ავტომატიზირებული სისტემების და გალიების წარმოება თუ ხდება საქართველოში? ან თუნდაც უბრალოდ გალიების ?

Posted by: kaxaberski66 24 May 2020, 23:59
sham
QUOTE
kaxaberski66

კახას გაუმარჯოს !

აქ ვარ, ჩემთვის მშვიდად და მოსვენებულად, ვუძლებ კრიზისს და შემოსავლის 7-ჯერ შემცირებას

ვკითხულობ ხოლმე თქვენს პოსტებს შეძლებისდაგავარად, მაგრამ თვითონ ნაკლებად ვპოსტავ რამეს სერიოზულს, ვერთობი ძირითადად

გაგიმარჯოს.
შემოსავლის შემცირება ცუდია და იმედია ეგ საქმე გამოსწორდება.
ჩვენ ყველანი ვერთობით ამ ვირტუალურ სივრცეში.
იშვიათია რომ ვინმემ ფასეული რამე დაწეროს.

Posted by: jafoo 26 May 2020, 19:03
მეგობრებო ,რაჭაში მინდა ჩენდლერის კაკლის ნერგების ჩაყრა და თუკი ვინმე ერკვევით იქნებ მიპასუხოთ როგორ ხარობს ეს ჯიში მთიან რეგიონებში?

Posted by: vOn3Cic4 26 May 2020, 23:13
jafoo
უამრავი ლინკია გუგლში.
ასე ჩაწერე,

რაჭა ჩენდლერი

ყველაფერს აქ ვერ გადმოვიტან.

აქაცაა რაღაცეები

https://forum.ge/?f=106&showtopic=34107335&st=1425

Posted by: ლეოპარდი 9 Jun 2020, 22:47
ვინმეს ხომ არ შეგხვედრიათ ცხრილი და მონაცემები, ზღვის დონიდან რომელ სიმაღლეზე და რომელ კლიმატურ პირობებში რა სასოფლო-სამეურნეო კულტურები ხარობს და სასურველია დასარგავად?
ვეძებ გუგლით და ვერ ვპოულობ ეგეთ რამეს და იქნებ ვინმეს შეგხვედრიათ.

Posted by: ikomus 29 Jun 2020, 22:47
მოგესალმებით ფორუმელებო: დაინტერესებული ვარ მარცვლეულის საფქვაის (საღერღის) შეძენით, მმაქვს ძველი უკრაინული საფქვავი მარა მინდა რომ უფრო ახალი თანამედროვე და მაღალი წარმადობის საფქვავი ვიყიდო, გთხოვთ თუ ვისმე გაქვთ ამასთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაცია სად შევიძინო ახალი ან მეორადი გთხოვტ მომწეროთ ან დამიკავშირდეთ ამ ნომ.571 48 88 84.წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: chuvak_lexo 7 Sep 2020, 18:22
მეგობრებო ვინმე ხო არ იცით ნაკვეთს იაფად რომ ყიდდეს, ძაან იაფად რო ყიდდეს თორემ ისე ვნახულობ ფასებს ზოგადად. აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთი- ქვემო ქართლის მიდამოებში

Posted by: levani169 7 Sep 2020, 18:33
QUOTE (chuvak_lexo @ 7 Sep 2020, 18:22 )
მეგობრებო ვინმე ხო არ იცით ნაკვეთს იაფად რომ ყიდდეს, ძაან იაფად რო ყიდდეს თორემ ისე ვნახულობ ფასებს ზოგადად. აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთი- ქვემო ქართლის მიდამოებში

როგორ არა,მე ვყიდი ერთ ჰექტარს 100 000 $. rolleyes.gif

Posted by: chuvak_lexo 8 Sep 2020, 16:54
levani169
QUOTE
როგორ არა,მე ვყიდი ერთ ჰექტარს 100 000 $.

ყველაზე იაფი რაც ვნახე იყო 1200 ლარი ჰექტარზე, თუ გეგულებათ უფრო იაფად, ბოდიში 3000 ლარიანი მოსავლისთვის 300,000 ლარს ვერ გადაგიხდი smile.gif

Posted by: levani169 9 Sep 2020, 09:31
chuvak_lexo
QUOTE

ყველაზე იაფი რაც ვნახე იყო 1200 ლარი ჰექტარზე

სად არის მასეთ ფასში? rolleyes.gif

Posted by: chuvak_lexo 9 Sep 2020, 18:44
levani169
ასპინძა დმანისი და დედოფლისწყარო, გურჯაანში სადღაც 800$ ღირს

3 წლის წინ 500 ლარად ყიდდნენ ერწოში :'(

Posted by: (sun) 2 Oct 2020, 15:01
ხომ ვერ მირჩევთ ხარისხიანი ხეხილის ნერგები სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: levani169 2 Oct 2020, 15:41
QUOTE ((sun) @ 2 Oct 2020, 15:01 )
ხომ ვერ მირჩევთ ხარისხიანი ხეხილის ნერგები სად შეიძლება შევიძინო?

ვაშლი "ანტოშკა","ლიმოშკა",ხურმა და კარალიოკი მაქვს/

Posted by: Dixtosa 13 Oct 2020, 22:48
გამარჯობა



ადესის ღვინოში მეთილის სპირტის ოდენობა მინდა გავიგო და ლაბორატორიაში უნდა გავგზავნო სადემე? იცით ეგეთი რამე?

Posted by: iko-iko 20 Oct 2020, 11:31
სტარტაპ საქართველოთი თუ გისარგებლიათ ვინმეს და რამდენად რეალურია ამ ორგანიზაციიდან დაფინანსების მიღება?

Posted by: anderlain 14 Nov 2020, 11:29
პავლონია არ გაქვთ ვინმეს? მინდა ვცადო 1 ჰაზე და რამე რჩევები ან ღირა თუ არა რო მითხრატ

Posted by: Ambitious_Person 27 Dec 2020, 16:42
გურიაში (უმჯობესია ოზურგეთის რაიონში) რა ღირს სასოფლო სამეურნეო მიწა დაახლოებით ? )

Posted by: Unknown232324 8 Feb 2021, 23:37
გამარჯობა! იჯარით მიწის აღებაზე რა აზრის ხართ ? 30 წლით იძლევა სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო მიწებს.
დავუშვათ 30 წლით ავიღე 50000 ლარის ღირებულების მიწა, თანხას როგორ ვუხდი თვიურად წლიურად? დიდი გადასახადებია საერთოდ ხომ არ იცით ვინმემ ?

Posted by: GEORGEXIII 17 Aug 2021, 22:11
გამარჯობათ მეგობრებო მიწის შემოწმება მჟავიანობაზე და ა.შ სად შეიძლება? ტყემლის გაშენება მინდა.

Posted by: levvani 6 Sep 2021, 12:28
GEORGEXIII
თუ დაგვიანებული არ არის პასუხი და კიდევ გამოგადგება.
მულტიტესტი სოფელ დიომში. ინტერნეტში მარტივად მოიძიებ. ორი წლის წინ 399 ლარი გადავიხადე.

Posted by: GEORGEXIII 6 Sep 2021, 12:52
levvani
ვა კაი ფასი ქონიაა.. 50-80ლარის თემა მაგონა

Posted by: gig@@@ 28 Apr 2022, 22:45
ჩემს კორპუსის წინ არის წითელი ბალის ხეე ასე 20 წელია და მეტი , სიმაღლე იყო მესამე სართულამდე და გაზაფხულზე ფოთლები ჰქონდა და ნაყოფს ისხამდა ყოველ ზაფხულს და წელს სულ გახმა
შარშან ცოტა მიწა დავყარე და მცენარეები დავრგე და წყალს ვუსხავდი და მაგის ბრალია ? არაფერი ეშველება ?
კლდიანი ადგილიაა სპეციალურად არაფერს არ ვრგავთ თავისით ამოდის ხეები
ბალის წინ თავისაით ამოვიდა ჭერამი

Posted by: Grows 29 Apr 2022, 00:54
gig@@@

გახმაო ამბობ და რავი რა უნდა ეშველოს?

როგორ გახმა, მწვანე ფოთოლი დაჭკნა/გაყვითლდა თუ მწვანე ფოთლებივე დაყარა და მერე გახმა?

Posted by: gig@@@ 30 Apr 2022, 12:46
QUOTE (Grows @ 29 Apr 2022, 01:54 )
gig@@@

გახმაო ამბობ და რავი რა უნდა ეშველოს?

როგორ გახმა, მწვანე ფოთოლი დაჭკნა/გაყვითლდა თუ მწვანე ფოთლებივე დაყარა და მერე გახმა?

მწვანე ფოთოლი საერთოდ არ გამოისხა

Posted by: ninicool 27 Mar 2023, 20:00
ვაზი როგორ გავსხლა, მასწავლეთ.

რამე ვიდეოები არ იცით?


Posted by: თუშჩი 15 Jun 2023, 09:26
წეროვანში მიწის ნაკვეთიმაქ ( 50 მეტრი სიგანე სიგრძე 200მ )

მგონი სასოფლოსამეურნეოა..
ხოდა 10 წელია მაქ და არის და არის


ხოდა რამე ღირებულია და ვაცდენ და ვაფუჭებ ტყუილა თუ....

თუ

Posted by: კანფეტებიანი-კოსმონავტი 24 Jul 2023, 17:25
QUOTE (ninicool @ 27 Mar 2023, 20:00 )
ვაზი როგორ გავსხლა, მასწავლეთ.

რამე ვიდეოები არ იცით?

უტოვებ იმ ტოტს რაზეც მოსავალს გამოისხავს და იმ რქას რაზეც შემდეგ ტოტს ამოიტანს. დანარჩენს ძირში აჭრი ან როგორც შენ გაწყობს მაგ კონკრეტული ადგილის შემდგომში განვითარება. ზოგადად ხეხილის გასხვლის პრინციპისგან არაფრით არ განსხვავდება.

პ.ს. რქა არის ერთი ან ორ წლიანი გახევებული ნაწილი რომელსაც მაგალითად ძირში არ ჭრი ხოლმე ან არასოდეს მოგიჭრია და მოუვლელობისგან გახევდა. რავი. მოკლედ ტოვებ იმას რაც მომავალ წელს მოგცემს მოსავალს და ტოვებ იმას რასაც შემდგომში სხვა დროს განავითარებ.

აჭრი წელს გამოტანილ "ტოტებს".

Posted by: GEORGEXIII 10 Sep 2023, 13:10
გამარჯობათ მშრომელებო,

ნერგები სად ვიყიდო 2-3 წლის გარგარი მინდა boli.gif

Posted by: ninc_lfc 13 Nov 2023, 23:25
QUOTE (Ambitious_Person @ 27 Dec 2020, 16:42 )
გურიაში (უმჯობესია ოზურგეთის რაიონში) რა ღირს სასოფლო სამეურნეო მიწა დაახლოებით ? )

ხომ არ გაგირკვევია?

ან ვინმემ იცით ოზურგეთთან ახლოს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასები?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)