Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მოტეხილობა და ნაღრძობი


Posted by: tamara:D 23 May 2007, 18:53
ნეკა თითი მივარტყი რაღაცას ძალიან ცუდად.. უფრო სწორედ მომყვა ცუდად.. ეხლა მიფეთქავს და მტკივა.. მოტეხილი არ არის მგონი.. გაბზარულიც ვერ იქნება..

გამისივდა .. ნუ ჯერ 5 წუთი გავიდა..რომ ვხრი ძალიან მტკივა.. და რამ მჭირს? ?? მოტეხილობის დროს რამდენად მტკივნეულია??

შეიძლება ნაღრძობი იყოს?? საშიშია??

Posted by: შოთა.03. 23 May 2007, 19:50
tamara:D
QUOTE
ნეკა თითი მივარტყი რაღაცას ძალიან ცუდად.. უფრო სწორედ მომყვა ცუდად.. ეხლა მიფეთქავს და მტკივა.. მოტეხილი არ არის მგონი.. გაბზარულიც ვერ იქნება..

გამისივდა .. ნუ ჯერ 5 წუთი გავიდა..რომ ვხრი ძალიან მტკივა.. და რამ მჭირს? ?? მოტეხილობის დროს რამდენად მტკივნეულია??

შეიძლება ნაღრძობი იყოს?? საშიშია??



ვანგა აქ არავინაა, ასე რომ ჯობია ტრავმატოლოგიურში მიხვიე და სურათი გადაიღო, თან ექიმიც გნახავს, ისე აქ შენ ზუსტ დიაგნოზს ვერავინ დაგისვამს... თუ მოტეხილია მაშინ საშიშია, შეიძლება ცუდად შეხორცდეს, რაც არააა სასურველი...

Posted by: tamara:D 23 May 2007, 20:04
შოთა.03.


უბრალოდ მაინტერესებს.. ძალიან მტკივნეულია მოტეხილობა?? ვერ ვხრი.. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აუტანელი ტკლივილი მაქვს.. შესაძლოა იყოს მოტეხილობა? smile.gif

ვსიო..მხოლოდ ეს მაინტერესებდა .. smile.gif

Posted by: შოთა.03. 23 May 2007, 20:19
tamara:D
QUOTE
უბრალოდ მაინტერესებს.. ძალიან მტკივნეულია მოტეხილობა?? ვერ ვხრი.. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აუტანელი ტკლივილი მაქვს.. შესაძლოა იყოს მოტეხილობა?

გააჩნია რა არის მოტეხილი და როგორ არის მოტეხილი...

Posted by: ფარსმანი 27 Aug 2007, 11:36
ვინმემ თუ იცით, მიპასუხეთ რა ძალიან გთხოვთ.

მენჯის ძვლის მოტეხვის შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება დაინვალიდდეს(მოტეხილობა ორმხრივია)?
* * *
არავინ იცით? sad.gif
=======================

Posted by: E-36 27 Aug 2007, 17:39
QUOTE (tamara:D @ 23 May 2007, 18:53 )
ნეკა თითი მივარტყი რაღაცას ძალიან ცუდად.. უფრო სწორედ მომყვა ცუდად.. ეხლა მიფეთქავს და მტკივა.. მოტეხილი არ არის მგონი.. გაბზარულიც ვერ იქნება..

გამისივდა .. ნუ ჯერ 5 წუთი გავიდა..რომ ვხრი ძალიან მტკივა..  და რამ მჭირს? ?? მოტეხილობის დროს რამდენად მტკივნეულია??

შეიძლება ნაღრძობი იყოს?? საშიშია??

ესე აქ ვერავინ დაგეხმარება smile.gif ...მოტეხილობას შეიძლება ასატანი ტკივილი ქონდეს და შეიძლება აუტანელი...მოტეხილობა,,,ნაღრძობი და ბზარი (ნაღრძობი და ბზარი არის იგივე მოტეხილობა ოღონდ მოტეხილობა ცდომის გარეშე ) რომ იყოს აუცილებელია მკურნალობა smile.gif ...ჩემი რჩევა იქნება აუცილებლად ყინულები დაიდო და ტრავმატოლოგს მიაკითხო შემდეგ სურათზე გამოჩნდება მოტეხილი გაქ თუ არა...მარა რომ ვერ ხრი არარის გამორიცხული მანდ მოტეხილობა იყოს ან თუ ჩაგყვა იოგი იყოს გაწყვეტილი smile.gif ...შეიძლება რამოდენიმე დღით თითის იმობილიზაცია დაგჭირდეს აუცილებლად მიდი ექიმთან...მერე რა რო თითია და ბარძაყის ძვალი არა ნებისმიერ დაზიანებული ქსოვილი მკურნალობას საჭიროებს smile.gif ...და არაუშავს დაველოდები და თავისით გაივლის ტკივილიო მაგას არ გირჩევ მიაკითხე ტრავმატოლოგს smile.gif ...
* * *
QUOTE (ფარსმანი @ 27 Aug 2007, 11:36 )
ვინმემ თუ იცით, მიპასუხეთ რა ძალიან გთხოვთ.

მენჯის ძვლის მოტეხვის შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება დაინვალიდდეს(მოტეხილობა ორმხრივია)?
* * *
არავინ იცით? sad.gif
=======================

კი შეიძლება...გააჩნია მკურნალობას როგორ ჩაიტარებს...აუცილებლად ვადაზე ადრე არ უნდა ადგეს საწოლიდან (მენჯის ძვლების მოტეხილობისას მკურნალობის დროს დიდი როლი აკისრია წოლით რეჯიმს)...დაინვალიდებას რაც შეეხება შეიძლება მოხდეს ფეხის დამოკლება(გააჩნია მენჯის რა ძვალია მოტეხილი) ან კოჭლობით იაროს,არარის გამორიცხული შემდგომში ფეხის ამოვარდნილობაც დაერთვას მკურნალობის შეუსრულებლობას ამასაც გააჩნია რომელი ძვალია მოტეხილი...ასრომ ნებისმიერი დაზიანებული ძვლის მკურნალობა ტრავმატოლოგის დანიშნულების მიხედვით აუცილებლად ბოლომდე უნდა შესრულდეს smile.gif ....ბოლომდე კარგად მიყვანილ მკურნალობას მენჯის ძვლების მოტეხილობისას არანაირი დაინვალიდება არ მოყვება...

Posted by: ფარსმანი 27 Aug 2007, 18:31
QUOTE
კი შეიძლება...გააჩნია მკურნალობას როგორ ჩაიტარებს...აუცილებლად ვადაზე ადრე არ უნდა ადგეს საწოლიდან (მენჯის ძვლების მოტეხილობისას მკურნალობის დროს დიდი როლი აკისრია წოლით რეჯიმს)...დაინვალიდებას რაც შეეხება შეიძლება მოხდეს ფეხის დამოკლება(გააჩნია მენჯის რა ძვალია მოტეხილი) ან კოჭლობით იაროს,არარის გამორიცხული შემდგომში ფეხის ამოვარდნილობაც დაერთვას მკურნალობის შეუსრულებლობას ამასაც გააჩნია რომელი ძვალია მოტეხილი...ასრომ ნებისმიერი დაზიანებული ძვლის მკურნალობა ტრავმატოლოგის დანიშნულების მიხედვით აუცილებლად ბოლომდე უნდა შესრულდეს

sad.gif
QUOTE
....ბოლომდე კარგად მიყვანილ მკურნალობას მენჯის ძვლის მოტეხილობისას არანაირი დაინვალიდება არ მოყვება...

იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება
E-36
მადლობა

Posted by: E-36 27 Aug 2007, 18:33
არაფრის smile.gif ..............................

Posted by: SPC 27 Aug 2007, 20:52
ცალკე თემის გახსნა არ მინდა და აქ ვიკითხავ ბარემ.......დაახლოებით 7 წლის წინ თხილამურენით სრიალისას წავიქეცი და ნუ მაჯა დავარტყი რაღაც უცნაურად და მტკიოდა ძალიან. იქ ბაკურიანშI ვიღაც ნთვრალმა ექიმმა ნახა და არაფერიაო......მას შემდეგ მაჯას რომ ვამოძრავებ რაღაც ძვალი უცნაურად ამოიბურცება ხოლმე იქიდან, და თითს რომ დავადებ მოძრაობს, ეს ნიშნავს რომ მოტეხილია და არასწორედ შეხორცდა?

Posted by: E-36 27 Aug 2007, 23:02
QUOTE (SPC @ 27 Aug 2007, 20:52 )
ცალკე თემის გახსნა არ მინდა და აქ ვიკითხავ ბარემ.......დაახლოებით 7 წლის წინ თხილამურენით სრიალისას წავიქეცი და ნუ მაჯა დავარტყი რაღაც უცნაურად და მტკიოდა ძალიან. იქ ბაკურიანშI ვიღაც ნთვრალმა ექიმმა ნახა და არაფერიაო......მას შემდეგ მაჯას რომ ვამოძრავებ რაღაც ძვალი უცნაურად ამოიბურცება ხოლმე იქიდან, და თითს რომ დავადებ მოძრაობს, ეს ნიშნავს რომ მოტეხილია და არასწორედ შეხორცდა?

აჰაა ესეიგი დავიწყეეთ smile.gif ....

საერთოდ მოტეხილობის მკურნალალობა ხდება მოტეხილი ძვლის ფიზიოლოგიურ ადგილზე დაბრუნებით და მყარი იმობილიზაციის შექმნით თაბაშირით იქნება ეს ჩხირით თუ ფირფიტა და ჭანჭიკით...რაც შენს შემთხვევაში არ მოხდა რაღაც მიზეზის გამო sad.gif ...

შენ დაზიანების დროს ან მოიტეხე მაჯის ის ძვალი რომელიც მოძრაობს და ზემოთ იბურცება ან ამ ძვლის საფიქსაციო აპარატი დაზიანდა(უფრო ეს)...მკურნალობის ჩაუტარებლობას მოყვა ეს ყველაფერი 7 წლის მერე...გამოსავალი ის არის რომ თუ გაწუხებს ან თუ არ გაწუხებს და უბრალოდ ამ დეფექტის მოშორება გინდა უნდა მიმართო ტრავმატოლოგს და ოპერაცით ამ ძვლის საფიქსაციო აპარატი აღდგეს...

ეს არ არის მოტეხილი ძვლის ცუდად შეხორცება მაშინ არ ამოიბურცებოდა და არ იმოძრავებდა ეს ძვალი,,,აქ დაზიანებული დარჩა საფიქსაციო აპარატი(იოგები),,,რასაც მოყვა ეს ძვლის თამაში...

ასერომ მემგონი ამომწურავი პასუხი გავეცი შენს კითხვას და თუ კიდევ რამე გაინტერესებს მკითხე smile.gif ...

Posted by: SPC 27 Aug 2007, 23:05
E-36
კარგი მადლობა smile.gif პრინციპში არ მაწუხებს, ხალხს ზოგჯერ ხელს დავადებინებ ხოლმე და ვაშინებ smile.gif.... ასე რომ ალბათ არ ღირს, ერთი ისაა რომ სიმძიმეს ვერ ვწევ ამ ხელით მაგრაც არც მეორე ჯანმრთელი ხელით ვაბურთავებ გირებს ასე რომ ავიტან როგორმე

Posted by: Floydian 27 Aug 2007, 23:06
tamara:D
QUOTE
უბრალოდ მაინტერესებს.. ძალიან მტკივნეულია მოტეხილობა?? ვერ ვხრი.. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აუტანელი ტკლივილი მაქვს.. შესაძლოა იყოს მოტეხილობა?

უეჭველი ტრავმატოლოგს უნდა აჩვენო,.
მასე მე ფეხი რომ მოვიტეხე იმ ღამეს და მეორე დღესაც დავდიოდი და ტკივილებიც თითქმის არ მქონდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ კოჭში მქონდა მოტეხილი 2 ადგილას smile.gif

Posted by: E-36 27 Aug 2007, 23:07
QUOTE (SPC @ 27 Aug 2007, 23:05 )
E-36
კარგი მადლობა smile.gif პრინციპში არ მაწუხებს, ხალხს ზოგჯერ ხელს დავადებინებ ხოლმე და ვაშინებ smile.gif.... ასე რომ ალბათ არ ღირს, ერთი ისაა რომ სიმძიმეს ვერ ვწევ ამ ხელით მაგრაც არც მეორე ჯანმრთელი ხელით ვაბურთავებ გირებს ასე რომ ავიტან როგორმე

არაფრიის smile.gif ...

ეს შენი გადასაწყვეტია მიმართავ ტრავმატოლოგს თუ არა...

Posted by: dusi 29 Aug 2007, 01:18
ერთი თვის წინ , ფეხის ტერფი ვიღრძე. კოჭის მიდამოში, კაპილარი ჩამიწყდა. ხოდა ეხლა მაინტერესებს ერთი თვის მერე კიდე რომ მტკივა და გასიებული მაქვს ისე რომ ვერცერთ ტუფლს ვერ ვიცმევ ნორმალური თუ არის ეს? ( ექიმთან ვიყავი და სურათიც გადავიღე მაშინვე.)

Posted by: salamikvelas 1 Oct 2007, 21:24
dusi
არა, ეს ნორმალური არ არის. წადი აუცილებლად ექიმთან, გადაიღე რენდგენი და ეხო. შეიძლება გემატომაა ან მცირე მოტეხილობაც. ჩემს ნაცნობს ჰქონდა ზუსტად ასე, თავიდან ვერ შეამჩნიეს რენდგენზე და ერთი თვის მერე რომ არ გაუარა, ეხო გადაიღო, ახალი რენდგენიც და აღმოჩნდა რომ მოტეხილი და ცუდად შეხორცებული აღმოაჩნდა sad.gif

Posted by: chupa82 20 Dec 2008, 19:16
ამოვარდნილი ხელის ჩასმის შემდეგ ბავშვმა რამდენი ხნის შემდეგ უნდა აამოძრაოს ხელი, ანუ ჩვეულებრივად იხმაროს?

Posted by: E-36 20 Dec 2008, 21:19
QUOTE (chupa82 @ 20 Dec 2008, 19:16 )
ამოვარდნილი ხელის ჩასმის შემდეგ ბავშვმა რამდენი ხნის შემდეგ უნდა აამოძრაოს ხელი, ანუ ჩვეულებრივად იხმაროს?

გააჩნია ამოვარდნილობას....
ამოვარდნილობის ჩასწორების შემდგომ იმობილიზაციის ვადა მინიმუმ 2-3 კვირაა (გააჩნია ამოვარდნილობის ანატომიურ მიდამოს და სახეს რის შემდგომაც იმობილიზაციის სავარაუდო ვადები დგინდება) ...ამ ვადის გასვლის შემდგომ სრული ფუნქცია იშვიათად ბრუნდება,,,სრული ფუნქციის აღდგენასაც თავისი ვადები აქვს...იმობილიზაციის ვადის გასვლის შემდგომ აუცილებელია ტრავმატოლოგთან ვიზიტი განმეორებით...

ბავშვის ასაკი და ამოვარდნილობის მიდამო ?

Posted by: chupa82 20 Dec 2008, 23:02
E-36
ბავშვი 3 წლისაა, იდაყვთან ამოუვარდა. ერთი კვირა გავიდა და ჯერ ხელს საერთოდ ვერ ამოძრავებს, ანუ მაღლა ვერ წევს.ხელის თითებს კი თავისუფლად. აუცილებელია ხო რომ განმეორებით აჩვენონ ტრავმატოლოგს.

Posted by: E-36 20 Dec 2008, 23:54
QUOTE (chupa82 @ 20 Dec 2008, 23:02 )
E-36
ბავშვი 3 წლისაა,  იდაყვთან ამოუვარდა. ერთი კვირა  გავიდა და ჯერ ხელს საერთოდ ვერ ამოძრავებს, ანუ მაღლა ვერ წევს.ხელის თითებს კი თავისუფლად. აუცილებელია ხო რომ განმეორებით აჩვენონ ტრავმატოლოგს.

აუცილებელია ...
ძალიან ხშირია მაგ ასაკში ამოვარდნილობა სხივის ძვლის თავის იდაყვის სახსრიდან...(ეს ამოვარდნილობა ხდება არასწორი მოკიდებით ბავშვის კიდურზე)...

ჩასწორებიდან 5 10 წუთში ბავშვი ტკივილს არ უნდა შეეწუხებინა და თავისით უნდა აეწია და ემოძრავებინა კიდური...არიან ბავშვები იშვიათად როცა კიდურის მოძრაობას 1 საათის მერე იწყებენ მანამდე ტკივილის ეშინიათ და თავს იკავებენ,მაგრამ დღე და კვირა მეტისმეტია...შეიძლება კიდევ ამოუვარდა ამიტომ სასწრფოდ ტრავმატოლოგთან...

მაგ ამოვარდნილობას ახასიათებს ჩამოკიდებული კიდური,კიდურის მოძრაობისას ტკივილი(ტირილით და ტირილის გარეშე),მოუსვენრობა...ადვილად შესამჩნევია,კიდურს საერთოდ ვერ ეწევა მაღლა,ჩამოკიდებულივით აქვს და კიდურის მხარეს იხრება ბავშვი...

Posted by: El Topo 22 Dec 2008, 11:24
მეც აქ ვიკითხავ.
დააახლოებით ერთი წის წინ სირბილის დროს (დილაობით სირბილს ვგულისხმობ), ვიტკინე მფეხი. უფრო სწორად კი არ ვიტკინე, ჩვეულებრივად მოვედი სახლში და საღამოს ფეხი ცოტა ამტკივდა. ვნახე და კოჭოს დაბლა პატარა ამობუცული გამაგრება იყო, ალბათ გამოწეული ძვალი.
ვიყავი ქირურგთან, დამინიშნა რაღაც მალამო. სურათი არ გადამიღია და ვინანე ამის გამო, რადგან ეს ამობურცული არ გაქვს და ეს გამაგრება არ გაქრა. წარმოიდგინეთ, კოჭოს დაბლა უფრო მცირე ზომის კოჭი - როგორია?!
თუ დიდ ხანს ვივლი ან ფეხზე ვდაგავარ, ამობურცულთან კი არ მტკივდება, არამედ დაბლა ქუსლთან, ტერფი - ქუსლის მიდამოში. დავიღუპე თუ როგორ არის ჩემი საქმე?



Posted by: El Topo 24 Dec 2008, 10:19
გამეცით ვინმემ პასუხი...
======================

Posted by: El Topo 27 Dec 2008, 13:51
==================================

Posted by: chupa82 27 Jan 2009, 16:18
El Topo
მეც იგივე პრობლემა მაქვს ოღონდ მე ფეხი გადაბიბრუნდა და იმის შემდეგ დამემართა მასე. ვიყავი მეც ქირურგთან და მითხრა არ გჭირება რენტგენიო, რაღაც გელი დამინიშნა სახელი სამწუხაროდ აღარ მახსოვს, 5-6 წლის წინ იყო, იმის შემდეგ კი გამიარა მაგრამ ახლა მაღალ ქუსლიანებს რომ ვიცვამ ისევ მტკივა.

Posted by: Cousteau 27 Jan 2009, 16:21
QUOTE (chupa82 @ 27 Jan 2009, 16:18 )
El Topo
მეც იგივე პრობლემა მაქვს ოღონდ მე ფეხი გადაბიბრუნდა და იმის შემდეგ დამემართა მასე. ვიყავი მეც ქირურგთან და მითხრა არ გჭირება რენტგენიო, რაღაც გელი დამინიშნა სახელი სამწუხაროდ აღარ მახსოვს, 5-6 წლის წინ იყო, იმის შემდეგ კი გამიარა მაგრამ ახლა მაღალ ქუსლიანებს რომ ვიცვამ ისევ მტკივა.

მიდი ორთოპედთან, გაგსინჯავენ და რენტგენს გადაგიღებენ

QUOTE
რაღაც გელი დამინიშნა სახელი სამწუხაროდ აღარ მახსოვს


ფლექსენი ან ტრაუმელი ალბათ (ან რამე მსგავს)

Posted by: mrs LANDI 26 Sep 2009, 01:23
გამარჯობათ smile.gif 5 კვირის წინ ფეხის გადაბრუნებით მოვიტეხე ფეხი (კოჭ-წვივი ძვალი). დღეს მომხსნეს თაბაშირი და 2 კვირის განმავლობაში დამინიშნეს თბილი აბაზაბები ვარჯიშებტან ერთად და მალამო "ალგესტინი". ტკივილის შეგრძნებამდე შეგიძლია დაადგაო, მაგრამ მოტეხილობის ნაცვლად მტკივა ტერფთსა და წვივს შორის მთელ მიდამოში და ქუსლი ოდნავ ზეწოლაზეც კი, თან შესიებული მაქვს. რამდენად ნორმალურია ეს და როდის გამივლის?
მადლობა smile.gif

Posted by: Nensi_1988 28 Sep 2009, 19:45
ნაღრძობი მაჯისთვის რა იქნება კარგი? ახლობელმა იღრძო მაჯა და იქნებ მირჩიოთ რამე

Posted by: E-36 29 Sep 2009, 00:10
QUOTE (mrs LANDI @ 26 Sep 2009, 01:23 )
გამარჯობათ smile.gif 5 კვირის წინ ფეხის გადაბრუნებით მოვიტეხე ფეხი (კოჭ-წვივი ძვალი). დღეს მომხსნეს თაბაშირი და 2 კვირის განმავლობაში დამინიშნეს თბილი აბაზაბები ვარჯიშებტან ერთად და მალამო "ალგესტინი". ტკივილის შეგრძნებამდე შეგიძლია დაადგაო, მაგრამ მოტეხილობის ნაცვლად მტკივა ტერფთსა და წვივს შორის მთელ მიდამოში და ქუსლი ოდნავ ზეწოლაზეც კი, თან შესიებული მაქვს. რამდენად ნორმალურია ეს და როდის გამივლის?
მადლობა smile.gif

თქვენზეა დამოკიდებული რეაბილიტაციის პერიოდს რამდენად სწრაფად გადალახავთ...და თვენს ორგანიზმზე...

ნელ-თბილი წყლის აბაზანები...და ფეხის დატვირთვა სასიამოვნო ტკივილამდე...აუტანელი ტკივილის და კიდურის შესიების შემთხვევაში წამოწვებით და მაღალზე შემოდებთ ფეხს...ასევე მიახმარეთ სავარიქსის ან კეტონალის მალამო დილა საღამოს თხლად შეიზელთ მტკივნეულ ადგილას 7-10დღე...ალბათ გეტყოდათ ამ ყველაფერს ტრავმატოლოგი ვინც გიმკურნალათ...
მასაჟები მოტეხილობის ადგილას სპირტიანი და ცხელი წყალი არ შეიძლება...
შეეცადეთ დატვირთვა მეორე ფეხთან შედარებით პროცენტულად უმატოთ დაზიანებულ კიდურზე სასიამოვნო ტკივილამდე და შესივებამდე...როგორც კი შეგისივდებათ ფეხს მაღალზე შემოდებთ და მოასვენებთ...
შეგიძლიათ ასევე დღის განმავლობაში ატაროთ კოჭ-წვივის რბილი ფიქსატორი და ღამე აუცილებლად მოიხსნათ ძილის წინ...

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ...



Nensi_1988
პირველ რიგში ტრავმატოლოგის კონსულტაცია...
სხივ-მაჯის მიდამოს რენტგენოგრაფია 2 პროექციაში და ხელით გასინჯვა და რათქმაუნდა დიაგნოზი ზუსტი...
შემდგომ უკვე მკურნალობის სახე...
ნაღრძობსაც ჭირდება იმობილიზაცია აუცილებელი არ არის მოტეხილი იყოს...ნაღრძობის დროს უბრალოდ იმობილიზაციის ვადებშია სხვაობა..

ვინ დასვა დიაგნოზი რომ მხოლოდ ნაღრძობია ?

სხივ მაჯის მიდამოს ღრძობის დროს 3 კვირით საჭიროა თაბაშირით იმობილიზაცია ან სხივ მაჯის ფიქსატორი რომ სახსარი იმობილიზირებული იყოს და დაზიანებული იოგოვანი აპარატი მალე აღდგეს...

Posted by: Nensi_1988 29 Sep 2009, 01:22
QUOTE
ვინ დასვა დიაგნოზი რომ მხოლოდ ნაღრძობია ?


არა ეს მხოლოდ ვარაუდია, ჯერ ექიმთან არ მისულა

Posted by: E-36 29 Sep 2009, 01:46
QUOTE (Nensi_1988 @ 29 Sep 2009, 01:22 )
QUOTE
ვინ დასვა დიაგნოზი რომ მხოლოდ ნაღრძობია ?


არა ეს მხოლოდ ვარაუდია, ჯერ ექიმთან არ მისულა

გასაგებია ... მიბრძანდეს ტრავმატოლოგთან და გაიაროს კონსულტაცია მანამდე ყინული მტკივნეულ ადგილას და ნაკლები დატვირთვა...მოასვენოს ხელი და თავშალზე ჩამოიკიდოს ისე რომ მტევანი უსწრებდეს იდაყვის სახსარს ანუ მტევანი მაღლა იყოს იდაყვის სახსართან შედარებით...ძილის დროს მაღალზე შემოდოს ხელი ბალიშზე...აუცილებლად გაიაროს ტრავმატოლოგის კონსულტაცია...არანაირი სპირტიანი,ცხელი,მასაჟი და სხვადასხვა სახის საფენები-ეს ყველაფერი უფრო გაუღიზიანებს...მხოლოდ მოსვენება და ყინული მტკივნეულ ადგილას და რაც შეიძლება მალე ტრავმატოლოგის კონსულტაცია...


მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ...

Posted by: weasel 27 Sep 2012, 15:57
რა ხდება ახლა.
ორშაბათი დღე იყო მგონი, რაღაც კიბიდან ჩამოვხტი. საერთოდ არ იყო მაღალი, ჩვეულებრივად დავხტი და რამე. მაგრამ ვიგრძენი რომ მუხლში რაღაც "გამეფსკვნასავით" , იმ დღეს არ შეუწუხებივარ, მეორე დღეს დილით სკოლაში როდესაც მივდიოდი მოძრაობისას მუხლი მტკიოდა, მესამე დღესაც იგივე იყო..
აი გუშინ კიდევ საშინლად მტკიოდა, ძალიან გამისივდა.
ძვალი და რამე არ მტკივა,მუხლსაც ვხრი, უბრალოდ ტკივილები მააწუხებს.
ვინმე ვერ მეტყვით ვიღრძვე,მოვიტეხე თუ გავიწყვიტე რამე?

Posted by: GIO-ON 8 Nov 2012, 18:26
მოტეხილი ხელის ჩამოსაკიდს რაქვია და რაღირს დაახლოებით ხომ არ იცით?

Posted by: pleita 12 Feb 2013, 18:45
უfff იდაყვში მაქვს მარჯვენა ხელი გადატეხილი და გამოცდილი ვინ ხართ, უნდა ვიწუწუნო http://www.Smiles.Ge

Posted by: GIO-ON 12 Feb 2013, 18:59
pleita
QUOTE
უfff იდაყვში მაქვს მარჯვენა ხელი გადატეხილი და გამოცდილი ვინ ხართ, უნდა ვიწუწუნო 


რაიყო ხელს წევდი? (მლავჭიდი) biggrin.gif

Posted by: pleita 12 Feb 2013, 20:18
GIO-ON
ააარამც და არამც,სრიალისას დიიდი სიჩქარით დავეცი მთელი ტანით http://smayliki.ru/smilie-1236257415.html

Posted by: gyushaaa 18 Apr 2013, 21:45
ფეხი მაქვს ნაღრძობი და რაღაც წამლებს ვისმემ 3-4 დღეა და სიარული დიდად აღარ მიჭირს..მაინტერებს რამდენ ხანში შევძლებ ისევ თამაშს..და რამე რეკომენდაციაც დამიცწერეთ უფრო სწრაფი რო იყოს

Posted by: bochormeli 20 Jun 2014, 11:08
ნაღრძობსა და დაჟეჟილზე ჩემი ნაცნობი ამზადებს მალამოს, რომელიც ერთ დღეში ხსნის ტკივილს.
სამჯერ გამოვცადე, ერთხელ სავარძელი დამეცა ფეხის თითზე, მეორეჯერ ორმოში ჩავარდი, მესამეჯერ ფეხი მეღრძო. სამივეჯერ დილით სიარულის დროს ტკივილი საერთოდ არ მქონდა. მაინტერესებს სხვა მალამოებიც ესე სწრაფად ხსნიან ტკივილს?

მომწერეთ პირადში, ვისაც სურს ტელეფონი

Posted by: Saalukaa 3 Jul 2014, 01:44
იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ რა მჭირს :-( ლომისობაზე ფეხით ვიარე ძალიან ბევრი, თან სულ წვიმაში რამდენიმე საათი და იმის მერე მუხლი მტკივა. არ წავქცეულვარ,უბრალოდ ხანდახან ჩამუხლული მოვდიოდი ფეხი რომ არ დამცურებოდა. კაფსიკამი და კეტოგელი წავისვი მაგრამ შედეგი დიდად არმაქ, ისე აღარ მტკივა ხოლმე მაგრამ სიარულისას მაწუხებს რა. შეიძლება რომ ნაღრძობი იყოს? 20 დღეზე მეტი გავიდა არადა :-(

Posted by: DH21 4 Mar 2016, 01:42
გამარჯობა, მოტეხილი მაქვს წვივის მცირე ძვალი (ფიბულა) 2 ადგილას აცდენა არაა თაბაშირი მადევს. რით შემიძლია შეხორცების დაჩქარება? ვგულისხმბ კვებას და ა.შ (თუ ეს შესაძლებელია)

Posted by: illusions 18 Apr 2016, 20:03
Saalukaa
რომელ ლომისობაზე იყავი?

Posted by: GURO_STI 8 Jun 2016, 23:43
გსალამი მეგობრებო. ჩემი პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: 3თვის წინ მოვიტეხე ფეხი, კერძოდ დიდი წვივის ძვლის დისტალური დაბოლოების ფრაგმენტი ჩამომტყდა (კოჭის სახსართან) ჩამიტარდა ოპერაცია და მოხდა ჩამოტეხილი ფრაგმენტის ფიქსაცია ჭანჭიკების გამოყენებით. თვე და ორი კვირა ვიარე ყავარჯნებით, მერე 10 დღე ჯოხით ვიარე მერე ისიც გადავაგდე და ახლაც დავდივარ უჯოხოდ, მაგრამ მაწუხებს ტკივილები, მისივდება 150-200 მეტრის გავლის მერე. ვკოჭრლობ ძალიან, კოჭის სახსარი არ მოძრაობს კარგად, მეჭიმება მყესები თუ მოხრას ვეცდები. ქუსლზე ვეყრდნობი ძირითადად ტერფზე და თითებზე ხალას ვერ ვატან მტკივა ძალიან. ექიმს რეაბილიტაციისთვის არაფერი მითითება/რჩევა არ უთქვამს. იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოდ რა გავაკეთო რო რეაბილიტაცია დაჩქარდეს, თვენახევარია დავდივარ და ვერ გავასწორე სიარული დავიტანჯე უკვე. (ესეც სურათი, ჩამოტეხილი ფრაგმენტი წითლად არის მონიშნული) user posted image

Posted by: GURO_STI 11 Jun 2016, 13:06
UP ტრავმატოლოგებო და თემაში გარკვეულო ხალხო დამეხმარეთ smile.gif

Posted by: Вампирша 3 Jan 2017, 23:38
...
პოსტის წაშლის ფუნქცია დაამატეთ

Posted by: Forester 2 Jul 2017, 08:44
გამარჯობათ

გთხოვთ ვინმემ მითხარით კოჭში ნაღრძობი (ამობრუნებული) ფეხის სარეაბილიტაციოდ რომელი მალამოა ეფექტური

Posted by: elene_e 12 Jul 2017, 15:14
გამარჯობათ,

მოკლედ დღეს დილას კანალიზაციის ჭაში გამეჭედა ფეხი (ან რანაირად გამეჭედა რავიცი), ამოვყირავდი და წავიქეცი და ფეხი ამომიტრიალდა. სიარულით დავდივარ მაგრამ ტერფი მტკივა, რომ ვამოძრავებ და ხელს ვიდებ და იქნებ მირჩიოთ რა უნდა ვქნა?

მადლობა წინასწარ

Posted by: qetiqeti76 29 Oct 2019, 18:34
მეგობრებო,კვირაზე მეტია დედამ მოიტეხა მხრის სახსარი.ტრავმატოლოგებმა ურჩიეს თავისით შეხორცებულიყო.უკეთია სპეციალური ფიქსატორი.პირველი ოთხი დღე გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა.შემდეგ გაცილებით უკლო ტკივილებმა.დღეს ისევ სტკივა.შესაძლოა,რომ ამდენი ხნის შემდეგ ტკივილი ისევ ჰქონდეს? ვუსმევ მალამოებსაც.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)