Queen - Innuendoგ ა დ ა კ რ უ ლ ა დ მ ი ნ ი შ ნ ე ბ ა
სანამ ცხელი მზე კიდია ცაზე და უდაბნოში კვლავ არის ქვიშა
სანამ ზვირთები გრგვინავენ ზღვაში და ეხლებიან მარადჟამს მიწას
სანამ ქრის ქარი, ბრწყინავს ვარსკვლავნი, ცაზე გაშლილა კვლავ ცისარტყელა
სანამდე მთები და მწვერვალები არ ჩამოშლილან ვაკეზე ყველა
ჩვენ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
მივყვებით ცხოვრების მშვენიერ გზას
ჩვენ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
სიცოცხლის ბოლომდე განვაგრძობთ სვლას
ვიდრემდის რასა, ფერი და მრწამსი ყოფნა-არყოფნას განაგებს ჩვენსას
ვიდრე გვიმონებს ბრმა შეშლილობა, სიხარბე ჩვენი ძირს გვითხრის დღესაც
ვიდრე კვლავ გვმართავს ცრუ რელიგია, ტრადიციები, ცრურწმენა ჩვენი
დასაბამიდან მოვდივართ ასე და კვლავ ულმობლად მიჰქრიან დღენი
ჩვენ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
მივყვებით ცხოვრების მშვენიერ გზას
ჩვენ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
სიცოცხლის ბოლომდე განვაგრძობთ სვლას
რადგან დიდებით და მწუხარებით სავსეა გული
ნუ გეწყინება ეს გადაკრულად მინიშნებული
ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ
ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ
და შენ მიაღწევ დასახულ მიზანს,
რისთვისაც იბრძვი, რისკენაც ილტვი,
მხოლოდ იქეცი იმად, რადაც გსურს
და შენ ოდესმე იქნები იგი _
იყავი მარად შენს ტემპთან ლაღად,
განთავისუფლდი, განთავისუფლდი
სიმშვიდე ჰპოვე საკუთარ თავთან
მიიღე კარგი, განაგდე ცუდი
თუ არის ღმერთი ამ ცისქვეშეთში ან სამართალი თუ არის კიდევ
თუ არის არსი ან გამართლება ამ სიცოცხლისა თუ სიკვდილისა
თუ იმ კითხვებზე არის პასუხი, რასაც ოდესმე შენს თავს კითხავდი
ჰპოვე შენი მე, ნუ გეშინია, შორს მოისროლე შენი ნიღაბი
ჩვენ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
მივყვებით ცხოვრების მშვენიერ გზას
ვაგრძელებთ ღიმილს, ვაგრძელებთ სიცილს
და რაც უნდა მოხდეს კიდევ, ვინ იცის
ჩვენ კვლავ შეუპოვრად ვაგრძელებთ ცდას
დასასრულამდე,
დავიწყებამდე,
ამ გზის ბოლომდე განვაგრძობთ სვლას.