limona_088ჩვეულებრივი სამწვადე ნახშირი დაამტვრიე ლობიოსხელა ნატეხებად
ჩაყარე წყალში და დატოვე 2-3 საათი
მერე ეს წყალი თავისი ნახშირიანად დადგი ცეცხლზე მიიყვანე დუღილამდე და ადუღე 2-3 წუთი
მიიღებ აქტივირებულ ნახშირს
რომელსაც ფორები აქვს გაფართოვებული
უკვე გამოხდილს არ ვიცი რამდენად უშველის, მაგრამ გამოხდის პროცესში
ამ ნახშირს ყრი გადაჭრილ ლიტრიან ბოთლში, ყელით ქვემოთ, ძაბრივით. ქვემოთ ტენი ბამბას, რომ
ნახშირის მტვერი არ ჩაყვეს ბოცაში
და ამ ნახშირიან ძაბრში ჩადის არაყი
და შველის.
კიდევ არის ასეთი კარგი რამე - დეფლეგმატორი
რომელიც დგება ქვაბსა და მაცივარს შორის
сухопарник - ეს დაგუგლე და მიხვდები რაცაა
ეთერზეთების 90% მანდ დარჩება, იმიტო რო მძიმეა და აორთქლების სხვა ტემპერატურა აქვს ამ შხამებს. ამიტომ, არ აორთქლდება, დარჩება ამ დეფლეგმატორში და სუფთა მსუბუქი ორთქლი წავა მაცივარში. და დანარჩენს კიდევ
ნახშირი მოერევა.
ამ დეფლეგმატორში შეგიძლია რამე არომატული ჩაყარო (ტარხუნა, ხილის ნაჭრები და ა.შ.)
და კარგ არომატს გააყოლებს ორთქლს.
გამოგივა კაი არაყი.
This post has been edited by GURAM on 26 Aug 2017, 01:42
Как пусто стало на Доске Почета!.. © В. Вишневский
https://www.instagram.com/obscura_vibes/
https://www.facebook.com/obscura.vibes