გამარჯობათ. იმედი მაქვს ვინმე ხართ ისეთი აქ ვისაც რჩევის მოცემა შეგიძლიათ ან დაკვალიანება.
მოკლედ მყავს გოლფი 2008 წლის გამოშვება. 1.4 TFSI ძრავით. 170 HP
მანქანა დადის ჩვეულებრივად, ძალა, კომპრესია კარგი აქვს. ტურბო და კომპრესორი მუშაობს ჩვეულებრივად, არ აჩვენებს არანაირ შეცდომას არც ხმაურობს. ბუსტის მაჩვენებელსაც არ ათამაშებს გაზის დაჭერისას. ჩვეულებრივარ გადადის ბოლომდე.
პრობლემა:
ხანდახან მატორს ასდის დამწვარი ზეთის სუნი. (მატორი სუფთაა, ერთი წვეთი ზეთი არ ასხია არსად) ან რო მივდივარ ჩვეულებრივად , (ნორმალური სიარულით 50-60 კმ/სთ) მანქანა ზოგჯერ უცბად უშვებს მოთეთრო ხან მუქი ფერის ბოლს, რამოდენიმე წამი და უშვებს ასევე საშინელ სუნს.
არ ვარ საქართველოში და აქ ხელოსანთან მისვლას ახალი მანქანის ყიდვა ჯობია
)
იქნებ გაქვთ ვინმეს გამოცდილება ან ასეთი შემთხვევა გქონიათ. როცა მატორიდან უშვებს ამ სუნს რათქმაუნდა სალონშიც შემოაქ.