forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (72) « პირველი ... 70 71 [72]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფრანც კაფკა, და მისი სამყარო
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14128
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 28 Jul 2017, 12:20  #51044172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი

სამწუხაროდ ჯერ პირველი პდფ ვერსია წავიკითხე და ეს მეორე ვერსია გვიან შემთხვევით აღმოვაჩინე. როგორ შეიძლება თარგმანებს შორის ამხელა სხვაობა იყოს? biggrin.gif


"ერთხელ დილით, როცა გრეორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშინელ მწერად ქცეულიყო"


"ერთ დილას, არეული სიზმრის შემდეგ გაღვიძებულმა გრეგორ ზამზამ აღმოაჩინა, რომ საზარელ მწერად გადაქცეულიყო".




ეს მთარგმნელები კაფკას მოთხრობების შინაარს გვიყვებიან. იქ მივიდა, ეს გააკეთა, მოკვდა და ვიცით ამბავი რაც მის მოთხრობაში მოხდა. ასე მდაბლდება კაფკა.

კაფკას სტილისტიკა, თუ როგორ აყალიბებს წინადადებებს. ეს "ამომწურავობა" ლაკონურ წინადადებებში. - წერის მანე არის, ის რაც ქმნის ნებისმეირი მწერლის უნიკალურობას.
ამ ხარისხის ქართული თარგმანების გამო, კი მკითველთა ნაწილმა კაფკა კიარა, მხოლოდ კაფკას მოთხრობების ქართული შინაარსი იცის.


--------------------

_________Liverpool____________________


___________________________Mauricio's Spurs______________


http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
RiVAi
Wanderlust


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1018
წევრი No.: 234061
რეგისტრ.: 23-July 17

გამოგზავნილია: 17 Aug 2017, 12:09  #51162109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
"ერთხელ დილით, როცა გრეორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშინელ მწერად ქცეულიყო"


"ერთ დილას, არეული სიზმრის შემდეგ გაღვიძებულმა გრეგორ ზამზამ აღმოაჩინა, რომ საზარელ მწერად გადაქცეულიყო".

არაა კატასტროფა


--------------------
Fifteen men on a dead man's chest
...Yo ho ho and a bottle of rum
Drink and the devil had done for the rest
...Yo ho ho and a bottle of rum
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 204
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 26 Aug 2017, 23:04  #51217050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახლა წავიკითხე კაფკას "ამერიკა" და ზოგად შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. კაფკას ძალიან ძლიერი ნაწარმოებები აქვს, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბნელი.

კაფკას მთავარი პერსონაჟი ყველა მის მთავარ ნაწარმოებში ("პროცესი", "გოდოლი", "ამერიკა", "მეტამორფოზა", "განაჩენი") არის ძლიერი, ახალგაზრდა, ჭკვიანი, გამჭრიახი და ამავე დროს, გულკეთილი და ძალიან გულრწფელი; ეს ყველაფერი ადვილად ჩანს ტექსტიდან, მაგრამ მას ცხოვრება, პრინციპული ან ჭირვეული პერსონაჟების ბოროტი ლოგიკის წყალობით, ნელ-ნელა სამსახურის იარარქიულ საფეხურზე დაბლა და დაბლა უშვებს, სანამ ბოლოს მონად და არარაობად არ აქცევს. ამ ტანჯვის მთავარი მიზეზი კი გაუგებარი და წვრილმანებში ჩაკარგული რჩება.

This post has been edited by rodo on 26 Aug 2017, 23:15
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1209
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 24 Sep 2017, 21:25  #51389789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სადმე დევს ნაბოკოვის ლექცია კაფკაზე? ძალიან მინდა წაკითხვა და ვერაფრით ვნახულობ ქართულად...


--------------------
No one writes to the colonel..

"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 204
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 20:59  #51419846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkantila
ქართულად არ შემხვედრია. ნაბოკოვი თავის ლექციებში "გარდასახვაზე" ამბობდა: "კაფკა, ჩვენი დროის ყველაზე დიდი მწერალია. ისეთი პოეტები როგორიცაა რილკე, ან ისეთი ნოველისტები, როგორიცაა თომას მანი, მასთან შედარებით, ქონდრის კაცები ან ცრუ ღმერთები არიან."

ვერ ვიტყვი, რომ ნაბოკოვის ამ მეტაფორებს ვიზიარებ, თუმცა მთავარ აზრში ვეთანხმები, რომ კაფკა უფრო დიდია. ჩემთვის ძნელი სათქმელია, რომ კაფკას შემოქმედება მიყვარს, რადგან ძალიან ბნელი მწერალია, თუმცა უკეთესი სიტყვაც ვერ მიპოვნია, რადგან ხშირად მესმის და აღფთოვანებული ვარ მისით. ჩემი აზრით, კაფკას "ამერიკა" არაფრით ჩამოუვარდება, მაგალითად, "პროცესს".

ამბობენ, ბრუნო შულცი ჰგავს კაფკასო. ახლახანს გამოუშვა დიოგენემ ბრუნო შულცის "დარიჩინის ქულბაბები". ვინმეს წაგიკითხავთ ბრუნო შულცის მოთხრობები და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

This post has been edited by rodo on 29 Sep 2017, 21:08
merkantila
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1209
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 22:03  #51420183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნაბოკოვი პეპლებს აგროვებდა და მწერებში ძალიან გარკვეული იყო, როგორც ამბობენ აქ რარაც ახსნა აქვს , რად გადაიქცა გრეგორი ზამზა.. იმ მწერის ქცევებსა და თვისებებზე.. ძალიან მაინერესებს რას წერს
rodo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 204
წევრი No.: 225620
რეგისტრ.: 3-November 16

გამოგზავნილია: 30 Sep 2017, 00:00  #51420834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkantila
ნაბოკოვი იყო როგორც მწერალი, ასევე ენტომოლოგი (მწერების შემსწავლელი დარგის სპეციალისტი). ადრე კამათი იყო იმ საკითხზე, თუ რომელ მწერად გადაიქცა ზამზა. ტარაკანა, კარგი ჰიპოთეზა იყო, რადგან ადამიანის დამცირებას კარგად ასახავდა; მაგრამ ნაბოკოვის ვერსია, რომ ზამზა ერთ დღეს ფრთების მქონე ხოჭოთ გადაიქცა ყველაზე ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. ზამზას "ჭუპრი" მისი ოჯახია, რომლისგანაც ის ცდილობს განთავისუფლებას, მაგრამ ამას ტრაგიკულად ვერ ახერხებს.
TetGiorgsson
et nihil humanum


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9253
წევრი No.: 126462
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 14:49  #51795389      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
კაფკას საფლავზე ხინკლები დაუტოვებია ვიღაცას biggrin.gif

user posted image

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
woman_
Black Sun ❂


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 15019
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 20:52  #51797359      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვეღარ გავიგე, ეს კაცი მომწონს თუ არა biggrin.gif
რაც წავიკითხე რაღაც ვერ, ვიფიქრე პალიტრას უაზრო თარგმანის გამო-თქო
მერე წავიკითხე რუსულად წერილები მილენასადმი და ნუ, კარგი მეტაფორები ჰქონდა. ცოტა წაუტკბილებდა, მაგრამ ატანადი იყო

ხოდა ამ კაცის რამე კარგი ნათარგმნი წიგნი მირჩიეთ


პ.ს. მეტამორფოზა არ მითხრათ ოღონდ biggrin.gif პალიტრამ რომ მეტამორფოზად თარგმნა და ვიღაც გამომცემლობამ გარდასახვად და მოკლედ რომ ვეღარ ჩამოყალიბდნენ /:


--------------------
Actually, your soul and mine are the same, we appear and disappear in each other
WUDU
cogito, ergo sum


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6165
წევრი No.: 19294
რეგისტრ.: 14-April 06

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 11:57  #51799974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაფკას "პროცესი" სად შეიძლება შევიძინო?


--------------------
"When the power of love overcomes the love of power, the world will know peace" - Jimi Hendrix
seeman
Море исчезающих времён


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3389
წევრი No.: 76036
რეგისტრ.: 25-November 08

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 13:45  #51800493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (WUDU @ 8 Dec 2017, 11:57 )
კაფკას "პროცესი" სად შეიძლება შევიძინო?

მაღაზიებში


----------------







--------------------
LOBOTOMY, LOBOTOMY , the best thing you can have
You’ll never be depressed again you’ll never be sad
WUDU
cogito, ergo sum


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6165
წევრი No.: 19294
რეგისტრ.: 14-April 06

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 14:49  #51800757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
seeman
QUOTE

QUOTE (WUDU @ 8 Dec 2017, 11:57 )
კაფკას "პროცესი" სად შეიძლება შევიძინო?

მაღაზიებში

ვერსად ვნახე sad.gif
AnneSh
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 766
წევრი No.: 197225
რეგისტრ.: 28-January 15

გამოგზავნილია: 10 Dec 2017, 17:49  #51811708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
WUDU
ფეისბუქზე ჯგუფია "წიგნების გაცვლა" და მანდ იკითხე, იქნებ ვინმეს ჰქონდეს და მოგყიდოს.


--------------------
ರ_ರ
მხითარიანმა უნდა მიეცეს შანსი
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (72) « პირველი ... 70 71 [72]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0393 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]