#53524160 · 2 Oct 2018, 11:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ჩემი შეყვარებულის ბებია-ბაბუა იყვნენ ზესტაფონიდან და დაიღუპნენ.
როგორც საბუთებში აღმოჩნდა 7 ნაკვეთი ქონდათ
პირდაპირი მემკვიდრე არის ჩემი შეყვარებულის მამა, რომელიც წლების წინ რუსეთში წავიდა და საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. იქიდან წერს რო მინდობილობას და ყველაფერს გაგიკეთებ რო შენზე გაიფორმოო, მაგრამ საქართველოში კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მემკვიდრეობით მიწები მიიღოს.
1 იანვრიდან გაუფორმებელი მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის.
პარლამენტი სანამ არ მიიღებს იმ დადგენილებას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიწა მიიღოს მემკვიდრეობით, როგორც მივხვდი ვერაფერს ვიზავთ.
იუსტიციაში დავრეკე და მითხრეს შეგიძლიათ განცხადება შემოიტანოთ და იმ მიწების გასხვისება უვადოთ შეჩერდება, იქამდე სანამ დადგენილება არ იქნება მიღებულიო და ესე უნდა მოვიქცეთ ? ანუ ყველაზე კაი გამოსავალი ეს არის ?
იქნებ უკეთესი რჩევა მოგვცეთ...
|