ეს არის Miami Beach, ამერიკა,
ამინდი ცვალებადია, დილიდან ღრუბლები ეცილებოდა მზეს ცის კაბადონზე, თუმცა ტემპერატურა 25 გრადუსზე დაბლა არ ჩამოსულა; მაიამიზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებელად აღსანიშნავია მზე, სიცოცხელე, ენერგია,
მადლიერების დღე ჩემთვის დილის 4 საათზე დაიწყო
რატომ ასე ადრე? იმიტომ, რომ დღეს 5 კილომეტრიან გარბენში ვიღებ მონაწილეობას, რომელიც ეძღვნება მადლიერების დღეს; გარბენი გაიმართა, "ტროპიკალ პარკის" ტერიტორიაზე; დილის 5 საათზე ტაქსი უკვე მიცდიდა სასტუმროს წინ; დაახლოებით 35 წუთის მგზავრობის შემდეგ, მივედით ტროპიკალ პარკთან; (ტაქსი საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა
) გარბენი დაიწყო 7 საათსა და 30 წუთზე და მასში 4000 მონაწილე იღებდა მონაწილოებას; 5K გავირბინე 24 წუთსა და 22 წამში (უკეთესიც შეიძლებოდა, მე არ ვარ ამ გარბენის შედეგით კმაყოფილი),
მაიამიში რაც ყველაზე ძალიან თვალში გეცემა არის ესპანური კულტურის გავლენა; ანუ, კუბიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსახლეობა გადმოვიდა მაიამიში ათეული წლების წინ და დღესაც, მაიამი რჩება ადგილად სადაც ალბათ უმეტესი ესპანურად მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობს;
ჰო, სასტუმროს ჰოლში გავედი და დავინახე ოთახის დამლაგებელი; ვთხოვე რაღაც, თუმცა მან მომიგო, "პოკიტო ინგლიშ"
, ანუ, ინგლისურად ცოტას ვსაუბრობო; ანუ, ესპანურად მითხარი თU რამის თქმა გინდაო
ანუ, არიან ადამიანები, რომლებიც
ინგლისურად თითქმის არ საუბრობენ და ცხოვრობენ ამერიკაში.,,
პირველად ვნახე მაიმიში პოლიციელები, რომლებიც ველოსიპეტით პატრულილებდნენ ქუჩაში
ასევე, დღEს შEმთხვევით მოვკარი ყური, რომ თინა ტერნერს შეუსრულდა 71 წელი,,)
ქუჩაში საკმაოდ გამოკვეთილი მოდაა; თვალშისაცემია , ყვითელი (მხოლოდ ყვითელი) სპირტული მაზერატი, ფერარი, ლამბორჯინი, და ასევე, ფორდ მუსტანგი; (მომინდა ფორდ მუსტანგის ყოლა, ლოლ)
ეს მაიამი ბიჩია, ამერიკა
მადლიერების დღისადმი მიძღვნილი გარბენი მაიამიში:
ჩემი ფეხები
ა, ბატონო, საავადმყოფო ცხვოველებისთვისო
ესეც ერთ-ერთI ქუჩა:
კოშკები, დაცული ტერიტორია, სწორედ აქ ვნახე დაახლოებით ნახევარი მეტრის სიგრძის მწვანე ხვლიკი, რომელიც თავისუფლად დასეირნობდა აღნიშნულ კოშკების სიახლოვეს :
მაიამი, სამხრეთ ბიჩი (საუთ ბიჩ)
ეს ამერიკაა, მაიამი
პატივისცემით,
განდი.
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".