მოკლე ისტორია: კუბა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ 1492 წელს იქნა აღმოჩენილი. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ქვეყანა ესპანეთის კოლონიად ვითარდებოდა. ამ ხნის განმავლობაში კუბის მკვიდრმა ამერინდიანულმა მოსახლებამ თანდათანობით კლება იწყო. კოლონისტებმა ყავისა და შაქრის პლანტაციების დასამუშავებლად აფრიკელი ტყვეების ფართომასშტაბიანი იმპორტი წამოიწყეს. კუბა იყო გემების გამშვები პუნქტი, რომლებიც ესპანეთში მექსიკიდან და პერუდან სხვადასხვა ძვირფას პროდუქტს ეზიდებოდა. ესპანელთა მმართველობა სასტიკი და ექსპლუატატორული იყო და იშვიათი აჯანყებები სისხლში იხშობოდა.
1898 წელს ესპანურ-ამერიკული ომის დროს აშშ-ის ინტერვენციის შედეგად საბოლოოდ გადავარდა ესპანელთა მმართველობა. პარიზის შემდგომი ხელშეკრულებით აღიარებული იქნა კუბის დამოუკიდებლობა, რომელიც მინიჭებული იქნა 1902 წელს სამწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდგომ. ფიდელ კასტროს მეთაურობით აჯანყებულთა ჯარმა გაიმარჯვა 1959 წელს და მისი მართვა-გამგეობის რკინის რეჟიმი მას შემდგომ გრძელდება. კუბის კომუნისტურმა რევოლუციამ, საბჭოთა კავშირის დახმარებით რამდენჯერმე იფეთქ ლათინურ ამერიკაში 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში. ქვეყანა ახლა თანდათანობით იკრებს ძალებს 1990 წელს ეკონომიკაში დაღმასვლის შემდეგ, როცა ყოფილი სსრკ-დან შეწყდა სუბსიდიები, რაც ყოველწლიურად 4-6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
ქვეყანა აღმოჩნდა სიძნელეების წინაშე აშშ ემბარგოს დაკისრების შემდგომ 1961 წლიდან. კვლავაც აქტუალური პრობლემაა უკანონო მიგრაცია აშშ-ში. ამ დროს იყენებენ თვითნაკეთ ტივებს, მიმართავენ უცხოელი კონტრაბანდისტების დახმარებას, მიგრირებენ საჰაერო ფრენებით ან კვეთენ სახმელეთო საზღვარს სამხრეთდასავლეთის მიმართულებით. აშშ სანაპირო-სასაზღვრო დაცვამ 2004 წელს 1 498 პირი დააკავა, რომლებიც ფლორიდაში შეღწევას ცდილობდა.
მდებარეობა: კარიბის ერთ-ერთი კუნძული, კარიბის ზღვასა და ჩრდილოეთ ატლანტიკის ოეკანეს შორის. ფლორიდიდან 150 კილომეტრით დაშორებით.
გეოგრაფიული ცნობა: კარიბის ზღვის აუზში ანტილის კუნძულების ჯგუფიდან უდიდესი კუნძული, რომელიც უკიდურეს დასავლეთით მდებარეობს.
დედაქალაქი: ჰავანა.
ფართობი: 110 860 კმ2, სანაპირო ზოლი: 3 735 კმ.
კლიმატი: ტროპიკული, ჰავას არბილებს პასატი, მშრალი სეზონი (ნოემბერი-აპრილი), წვიმების სეზონი (მაისი-ოქტომბერი).
ადგილობრივი ფიზ-გეოგრაფიული დახასიათება: ჭარბობს დაბორცვილი მინდვრები. სამხრეთაღმოსავლეთით კლდოვანი მთები.
ბუნებრივი რესურსები: კობალტი, ნიკელი, რკინა, სპილენძი, მარილი, მერქანი, სილიკატები, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
ბუნებრივი კატაკლიზმები: აღმოსავლეთ სანაპიროზე აგვისტო-ნოემბერში ხშირია ქარიშხლები (ძირითადად ერთი წლის შუალედით), აგრეთვე გვალვები.
ეკოლოგიური პრობლემები: ჰაერის და წყლის დაბინძურება, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირება, ტყის მასობრივი გაჩეხვა.
მოსახლეობა: 11 346 670 (2005 წლის მონაცემებით). აქედან: მულატი 51%, თეთრკანიანი 37%, შავკანიანი 11%, ყვითელკანიანი 1%.
აღმსარებლობა: ფიდელ კასტროს ხელისუფლებაში მოსვლამდე 85 % კათოლიკე. წარმოდგენილნი არიან აგრეთვე პროტესტანტები, იეჰოვას მოწმეები, ებრაელები და სანტერიას მიმდევრები (სანტერია - აფრიკული, ვუდუს მსგავსი რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა მონებს შორის და მოიცავდა წარმართულ ღვთაებებსა და კათოლიკეთა წმინდანებს).
მართვა-გამგეობის ტიპი: კომუნისტური.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა: 14 პროვინცია, 1 სპეციალური მუნიციპალიტეტი.
ეროვნული დღესასწაული: დამოუკიდებლობის დღეები: 10 დეკემბერი და 20 მაისი. 1898 წლის 10 დეკემბერს მოიპოვა დამოუკიდებლობა ესპანეთისგან, 1902 წლის 20 მაისს - აშშ-სგან. აჯანყების დღე - 26 ივლისი (1953).
კონსტიტუცია: მიღებულია 1976 წლის 24 თებერვალს, შესწორებები შეტანილი იქნა ორჯერ 1992 და 2002 წლებში.
კანონმდებლობა: ეფუძნება ესპანურ და ამერიკულ სამართალს, ფართოდ შეიცავს სახელმწიფოსა და სამართლის კომუნისტური თეორიის ელემენტებს. არ აქვს აღიარებული სავალდებულოდ გაეროს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია. საარჩევნო ხმის უფლება უზრუნველყოფილია 16 წლის ასაკიდან.
აღმასრულებელი ხელისუფლება: ქვეყნის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო, არჩეულია ??? –ჯერ 1958 წლიდან მოყოლებული.
საკანონმდებლო ხელისუფლება: სახალხო ხელისუფლების ეროვნული ასამბლეა (ერთპალატიანი) (609 დეპუტატი აირჩევა 5 წლის ვადით სპეციალურ კანდიდატთა კომისიების მიერ დამტკიცებული სიებიდან).
სასამართლო ხელისუფლება: სახალხო უზენაესის სასმართლო (პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და დანარჩენი მოსამართლეები ირჩევა ნაციონალური ასემბლეის მიერ).
საერთო ეროვნული პროდუქტი: 33.92 მილიარდი აშშ დოლარი (2004 წლის მონაცემებით).
ბიუჯეტი: შემოსავალი: 18.01 მილიარდი აშშ დოლარი. გასავალი: 19.06 მილიარდი აშშ დოლარი.
ეროვნული ვალუტა: კუბური პესო (ჩUP). ვალუტის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში: 1 ამერიკული დოლარი უდრის 27 პესოს.
ტელეფონები: სტაციონარული 574 000 აბონენტი, მობილური 17 900 აბონენტი (2002 წლის მონაცემებით).
სამაუწყებლობის სადგურები: რადიო AM 169, FM 55, shortwave 1. სატელევიზო 58 (1997 წლის მონაცემებით).
ინტერნეტი: ქვეყნის კოდი - .cu, 120 000 მომხმარებელი. (ადგილობრივ მოსახლეობას ეკრძალება კომპიუტერის ყიდვა და ინტერნეტში ჩართვა სპეციალური ნებართვის გარეშე. უცხოელებს შეუძლიათ ინტერნეტით სარგებლობა მსხვილ სასტუმროებში, ქსელური დაცვის სისტემების (Firewall) გამოყენების პირობით).
კომუნიკაციები: რკინიგზა: 4 266 კმ. საავტომობილო გზები: 60,858 კმ (ასფალტი 29 830 კმ, გრუნტი - 32,038 კმ). ნავიგაცია: 240 კმ. გაზსადენი 49 კმ. ნავთობსადენი: 230 კმ (2003 წლის მონაცემებით).
საზღვაო პორტები: კიენფუეგოს, ჰავანა, მანზანილო, მარიელი, მატანაზა, ნუევიტას, სანტიაგო დე კუბა.
აეროპორტები: 170, მათ შორის 79 მოასფალტებული საფრენი ბილიკებით. აეროდრომების უმეტესობა სამხედრო დანიშნულებისაა.
უკანონო პრეპარატები: ტერიტორიული წყლები და საჰაერო ზონა გამოიყენება, ტრანიზიტისათვის ამერიკაში მარიხუანის გადასაზიდად. 1999 წელს მიღებული კანონის თანახმად, ზოგი ნარკოტიკული დანაშაული ისჯება სიკვდილით.
სავიზიტო ბარათი:1.სიგარები: საუკეთესოდ ერთხმად მიჩნეულია სწორედ კუბური სიგარები. ეს კუბას უმდიდრესი წითელმიწა ნიადაგის დამსახურებაა. ვუელტა აბახო ყველაზე ნოყიერი რეგიონია. მას მოსდევს რემედიოსი და ორიენტე.
2.მუსიკა: კუბური მოსიკა სხვადასხვა ჟანრის და მიმდინარეობის ნაზავია, რომელშიც იკვეთება აფრიკული და ესპანური აგრეთვე ნაწილობრივ ევროპული, ლათინო ამერიკული და ამერიკული პოპ მუსიკისა და ჯაზის გავლენა.
3.ბალეტი: კუბის ეროვნული საბალეტო სკოლა დაარსებული იქნა ალისია ალონზოს მიერ 1948 წელს. თავისი მოღვაწეობის 50 წლისთავს აღნიშნულმა სკოლამ მსოფლიო საბალეტო ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. იგი ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული საბალეტო სკოლებს შორის და მსოფლიო აღიარება აქვს მოპოვებული ქორეოგრაფიუოლი დადგმისა და საშემსრულებლო ხელოვნების მიხედვით.
მოამზადეს: Barry&Nan
This post has been edited by Barry on 22 Aug 2005, 12:48
მიმაგრებული სურათი