სხვადასხვა ბრენდებთან მქონია შეხება და სხვადასხვა ფასიანებთან.....
კონკრეტურად მე პირადად ჩემთვის სახლში ერთი ცალი მაქვს და მუშაობს წლებია, გაზქურაც მაქვს და ინდუქციურიც, გაზი მქონდა და ხომ აღარ გავაუქმევდი და დარჩა.
ფართო შეხება მქონდა ობიექტებზე და ჩემს მომსახურეობაში ყველანაირი ელექტრო დანადგარები გადიოდა მათ შორის ეს ქუროებიც შედიოდა , პირადად გამირემონტებია საკმაოდ ბევრიც, ძირითადად ძაბვის თამაში ცუდად მოქმედობს მასზე, თუ კარგად შედგენილი და ხარისხიანი სქემა დევს შიგ დიდი არაფერი უზიანდება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში მთავარი ტრანზისტორი გამოდის მწყობრიდან. კარგია სახლში ძაბვის ამპლიტუდული დაცვის რელეს თუ დააყენებ შესაბამის სიმძლავრისას.
კონკრეტურად რომელიმე ბრენდს დავადო ხელი გამიჭირდება რომელი ჯობია, ისე რომელიც მოგეწონება მისი მოდელის მიხედვით უნდა მოხდეს ინფორმაციის მოძიება რა სქემა დევს შიგ და რამდენად გამომდგარია მუშაობაში.
ისე ოთხ კონფორიანს თუ იყიდი ჯობია ოთხივე კონფორს სათითაოდ ჰქონდეს თავისი სიხშირის გენერატორები შიგ. სამიანს იყიდი სამი ჰქონდეს ორიანს იყიდი და ორი ჰქონდეს.
აი მაგალითად....
https://www.amazon.com/NOXTON-Electric-Indu...27328009&sr=8-9ეს ისე მაგალითისთვის ეხლა რა დონის ხარისხის არის არ ვიცი მაგრამ არის ოთხ კონფორიანი და სათითაოდ უწერია სიმძლავრეები, შესაბამისად აქვს ოთხი სიხშირის გენერატორი 1800+1800+1400+1400 =6400.... საერთო სიმძლავრეც უწერია 6400 ვატი...ესეიგი ოთხი სიხშირის გენერატორი ჰქონია.
This post has been edited by procesora on 26 Jul 2021, 23:39