- უკანასკნელი მონაცემებით საქართველოში დღეისათვის მზის 397 სადგურია. სიმძლავრით 20,4 მეგავატი - საქართველოს ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის 0,45 %
- მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია ელექტროენერგიაზე ფასების გაორმაგება.
- განსაკუთრებით ფასების მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროპის კონტინენტზე. საქართველო ვერ დარჩება ამ მოვლენის გავლენისგან გვერდზე მდგომი, ვინაიდან ჩვენ ვყიდულობთ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას სხვადასხვა ქვეყნებისგან.
- დღეს ბიზნესისთვის საქართველოში 1 კვტ. / სთ ელექტროენერგია 0.32 ლარი ღირს, ახლო მომავალში ზემოთ აღნიშნულის გამო ეს ციფრი გაგვეზრდება.
ამიტომ სულ უფრო მეტი მცირე, საშუალო თუ დიდი ფირმა ეძებს ბიუჯეტის დაზოგვის გზებს და ამცირებს სახელმწიფოსგან ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას მზის ელექტროსადგურების დაყენების ხარჯზე. ეს დღეს ძალიან ადვილია და ხელშეწყობილია ბანკებისგანაც და საფინანსო სექტორისგანაც კი.
ეს მოკლედ დაფიქრებისთვის
************************************************************
მე ჩემი პოსტებით გაგაცნობთ საქართველოში განხორციელებულ უახლეს პროექტებს და გაგცემთ ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს როგორც აქ ასევე შეგიძლიათ დამირეკოთ ტელეფონზე. მე გაგიწევთ კონსულტაციას თუ თქვენ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ ან ფიქრობთ უკვე მზის ელექტროენერგიის გამოყენებას თქვენი საქმისათვის.
- აქვე დავწერ - თუ თქვენ 1 თვეში მინიმუმ 300 კვტ./სთ ან უფრო მეტ ელექტროენერგიას ხარჯავთ, მაშინ მზის ელექტროსადგურის დაყენება უკვე მომგებიანი ხდება
მაშ ასე მცირე და დიდი პროექტები პერიოდულად გამოქვეყნდება:
===========================================================
2022 წლის მაისი
NAHEI • ნაჰეი სასტუმრო კოტეჯი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში და შესაძლებლობას გაძლევთ დაისვენოთ სამყაროსგან მოწყვეტილად და მოინახულოთ მარტვილის კანიონი და სხვა ულამაზესი ადგილები ❤️
კოტეჯი მთებშია ჩაფლული და ელ-ენერგიის ქსელი არ არის.
ახლად დამონტაჟებული 9 კვტ სიმძლავრის სადგური მოამარაგებს კოტეჯებს ელ-ენერგიით
თუ გაგიჩნდათ კითხვები დარეკეთ: 571 992 395 ან მომწერეთ პირად შეტყობინებაში.
This post has been edited by ჰელიოსი on 5 May 2022, 13:46