forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) 1 2 [3]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგები, მომავალი თაობა
otia-83
ლევან ოტიაშვილი

******
ჯგუფი: Members
წერილები: 5200
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 13:36  #51672669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"ნოკიას ცენტრი" იურიდიულად-ორგანიზაციულად არის ი/მ "ჭიჭიკო გოლეთიანი"
სოკარი - სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი
გალფი - სან პეტროლიუმ ჯორჯია

და ა.შ.

იურიდიული სახელწოდება შესაძლებელია რადიკალურად განსხვავდებოდეს "ბრენდული" სახელწოდებიდან და ეს ჩვეულებრივ მიღებული პრაქტიკაა. პრობლემას არ წარმოადგენს.

--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
Gio_G83
Crazy Member

*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1731
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 13:46  #51672726      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
otia-83
არ ვამბობ ლევა მაგაზე

უბრალოდ ეს ხან ხვამლი და ხანაც ხომლი - აღრევას იწვევს

და გამიჩნდა კითხვა ხვამლი თუ ხომლი
smile.gif
თურმე ორივე, მარგამ სხვადასხვა - ერთი ფუძით

facepalm.gif

--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
otia-83
ლევან ოტიაშვილი

******
ჯგუფი: Members
წერილები: 5200
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 13:51  #51672761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Gio_G83
ხო, შენი ბოლო პოსტი, რომ წავიკითხე მერე მივხვდი შენს კონტექსტს smile.gif მაგრამ დაწერილი მქონდა უკვე smile.gif და წაშლა კი დამეზარა smile.gif
Nina.Ukrainka
Super Member

****
ჯგუფი: Registered
წერილები: 111
წევრი No.: 237503
რეგისტრ.: 24-October 17

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 17:56  #51674183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ყვველას ვუსურვებ წარმატებას

--------------------
https://www.facebook.com/Ninachkaaaaaaa
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი

*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15105
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 16 Nov 2017, 10:32  #51677570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აგერ. თავად დათოს უთქვამს
ჭაბუკთა ლიგათა - კავშირის საითზე - გამშუქებელი დიტოსთვის,
პირველ გუნდს მოკლედ ხომლი ჰქვია,
ხოლო მეორეს ხვამლიო

მოკლედ კი ჩემპიონის განაცხადში
თურმე უნდა ჩაეწერა "ხომლი ხვამლი"

ჩემპიონი ხო გახდა - მთავარი ეგაა!
2018 წელს კი განაცხადსაც უკეთ დააწერს სათაურს

--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
Gio_G83
Crazy Member

*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1731
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 26 Feb 2018, 13:44  #52255481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მთელი "ნიუსი" ჭაბუკებზე

http://site.rugby.ge/ka-GE/2018-U16/

დავშლი მამრავლებად, სხვადასხვა ჭრილში
...
* * *
თბილისი წარმოდგენილია 10 კლუბით, რომლიც თავის მხრივ 14 გუნდად იასპარეზებს აქედან:
4 კლუბი 7 გუდად წარმოდგენილი დიდი_10 დან
პირველი ლიგიდან 2 კლუბი თითო გუნდით
3 კლუბი თითო გუნდით კი მხოლოდ ჭაბუკთა ლიგაში ასპარეზობს
თბილისს ჭაბუკთა ლიგაში არ ჰყავს რეგიონალური ლიგის ბინადარი
თბილისის გარდა აღმოსავლეთ ზონას კიდევ 9 კლუბი წარმოადგენს - თითო გუნდით, საიდანაც
დიდი_10 ის ბინადარია 2
პირველი ლიგის და რეგიონალური ლიგის 1-1
ხოლო 5 ჭაბუკთა ლიგის

აღმოსავლეთიდან კახეთი 2 კლუბით, ორივე თითო გუნდით წარსდგება, რომელთაგან ერთი პირველი, ხოლო მეორე რეგიონალური ლიგის ბინადარია

მცხეთა-თიანეთიც ჭაბუკთა ლიგის ბინადარი ერთი გუნდით (კლუბი) წარსდგება
ქვემო ქართლს ორი წარმომადგენელი ჰყავს, ორივე თითო გუნდით - ერთი დიდი_10_ის ბინადარი, მეორე კი ჭაბუკთა ლიგის.

შიდა ქართლის წარმომადგენლობა 4 მდე გაიზარდა (მას შემდეგ რაც ჯიქს გორს ვაკუთვნებთ), აქედან ერთი დიდი_10 _ის ბინადარი, 3 კი ჭაბუკთა ლიგის.

დასავლეთიდან ჭაბუკთა ლიგას 13 კლუბი წარმოადგენს, რომლებზეც 17 გუნდი მოდის, აქედან 2 კლუბი დიდი_10 -ის ბინადარია და ჯამში 6 გუნდით წარსდგებიან
პირველი ლიგის წარმდგენი 2 კლუბია თითო გუნდით
ანალოგიურად თითო გუნდით წარსდგება რეგიონალური ლიგის 3 ბინადარი
ხოლო ჭაბუკთა ლიგას 6 კლუბის თითო გუნდი წარმოადგენს.

დასავლეთში დომინანტი იმერეთია, სადაც ქუთაისი 1 კლუბით დიდი_10 დან, მარგამ 4 გუნდით წარსდგება
კიდევ 3 კლუბი თითო გუნდით წარსდგება ყველა ლიგიდან - პირველი, რეგიონალური, ჭაბუკთა

აჭარაშიც გაზრდილია სარაგბო გეოგრაფია:
3 კლუბი 4 გუნდით წარსდგება
დიდი_10-ის ბინადარი ბათუმი 2 გუნდით
ჭაბუკთა ლიგის მკვიდრი 2 კლუბი კი თითო გუნდით

გურია, სამეგრელო და სამცხე 2-2 კლუბით და შესაბამისად 2-2 გუნდით წარსდგება, გურიას წარადგენს პირველი და ჭაბუკთა ლიგის ბინადარი

სამეგრელოს რეგიონული და ჭაბუკთა ლიგის ბინადარი

ხოლო სამცხეს სამეგრელოს მსგავსად რეგიონული და ჭაბუკთა ლიგის ბინადარი

ჯამში ჭაბუკთა ლიგაზე იასპარეზებს:
9 კლუბი დიდი_10 დან - 15 გუნდით
5 კლუბი პირველი ლიგიდან თითო გუნდით (5)
4 კლუბი რეგიონალური ლიგიდან ასევე თითო გუნდით (4)
და ჭაბუკთა ლიგის 14 კლუბი 16 გუნდით.

ჩემდა გასაკვირად:

აჭარას ასაკობრივ გუნდებში არ წარმოადგენენ ქედელები
გურულებს, განსაკუთრებით კი ლელობურთის მხარე ლანჩხუთსაც არ ჰყავს ფალავანი
სამეგრელოს მხოლოდ ზუგდიდი და ფოთი წარმოადგენს და სენაკი, ხობი, მარტვილი - სადაც სხვადასხვა დროს ყოფილა ბავშვთა გუნდები - არ ჩანან
იმერეთიდან მოვისაკლისებ საჩხერესა და ჭიათურას
კახეთშიც ჯერ მხოლოდ თელავსა და საგარეჯოს აქვს „სარაგბო წრე/სექცია“
ქართლში რუსთავის მერე გორი ცდილობს ფეხის მოკიდებას, ყაზბეგშიც შეუყვარდათ რაგბი, სურამი და ხაშურიც დამკვიდრებას ცდილობენ, მცხეთა და თიანეთი არ ჩანს.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში რაგბი ჯერ არ ასულა, ან თუ ასულა არ ჩამოსულა...

გუნდი ქალაქი რაოდენობა ზონა რეგიონი ლიგა
ხვამლი _ თბილისი _ 3 _ აღმოსავლეთი _ დედაქალაქი _ ჭაბუკთა ლიგა
თბილისი _ თბილისი _ 1 _ აღმოსავლეთი _ დედაქალაქი _ ჭაბუკთა ლიგა
კახელები _ თელავი _ 1 _ აღმოსავლეთი _ კახეთი _ რეგიონალური
იუნკერები-ჩოხოსნები _ თბილისი _ 1 _ აღმოსავლეთი _ დედაქალაქი _ პირველი ლიგა
არმია _ თბილისი _ 1 _ აღმოსავლეთი _ დედაქალაქი _ დიდი10
ლოკომოტივი _ თბილისი _ 1 _ აღმოსავლეთი _ დედაქალაქი _ დიდი10
ლელო _ თბილისი _ 3 _ აღმოსავლეთი _ დედაქალაქი _ დიდი10
ვეფხვები _ პატარძეული _ 1 _ აღმოსავლეთი _ კახეთი _ პირველი ლიგა
გარდაბანი _ გარდაბანი _ 1 _ აღმოსავლეთი _ ქვემო ქართლი _ ჭაბუკთა ლიგა
არმაზი _ თბილისი _ 1 _ აღმოსავლეთი _ დედაქალაქი _ დიდი10
ჯიქი _ გორი _ 1 _ აღმოსავლეთი _ შიდა ქართლი _ დიდი10
ხულიგანა _ თბილისი _ 1 _ აღმოსავლეთი _ დედაქალაქი _ პირველი ლიგა
წიქარა _ თბილისი _ 1 _ აღმოსავლეთი _ დედაქალაქი _ ჭაბუკთა ლიგა
აკადემია _ თბილისი _ 1 _ აღმოსავლეთი _ დედაქალაქი _ დიდი10
გორდა _ გორი _ 1 _ აღმოსავლეთი _ შიდა ქართლი _ ჭაბუკთა ლიგა
ხარები _ რუსთავი _ 1 _ აღმოსავლეთი _ ქვემო ქართლი _ დიდი10
მგლები _ სურამი _ 1 _ აღმოსავლეთი _ შიდა ქართლი _ ჭაბუკთა ლიგა
ბათუმი _ ბათუმი _ 2 _ დასავლეთი _ აჭარა _ დიდი10
ჩაქვი _ ჩაქვი _ 1 _ დასავლეთი _ აჭარა _ ჭაბუკთა ლიგა
პონტო _ ქობულეთი _ 1 _ დასავლეთი _ აჭარა _ ჭაბუკთა ლიგა
ოზურგეთი _ ოზურგეთი _ 1 _ დასავლეთი _ გურია _ პირველი ლიგა
ღონე _ ჩოხატაური _ 1 _ დასავლეთი _ გურია _ ჭაბუკთა ლიგა
აია _ ქუთაისი _ 4 _ დასავლეთი _ იმერეთი _ დიდი10
დინოზავრი _ წყალტუბო _ 1 _ დასავლეთი _ იმერეთი _ პირველი ლიგა
არგო _ ვანი _ 1 _ დასავლეთი _ იმერეთი _ რეგიონალური
ზესტაფონი _ ზესტაფონი _ 1 _ დასავლეთი _ იმერეთი _ ჭაბუკთა ლიგა
კოლხი რაინდები _ ფოთი _ 1 _ დასავლეთი _ სამეგრელო _ რეგიონალური
ზუგდიდი _ ზუგდიდი _ 1 _ დასავლეთი _ სამეგრელო _ ჭაბუკთა ლიგა
ყაზბეგი _ ყაზბეგი _ 1 _ აღმოსავლეთი _ მცხეთა-თიანეთი _ ჭაბუკთა ლიგა
ლეგიონი _ ხაშური _ 1 _ აღმოსავლეთი _ შიდა ქართლი _ ჭაბუკთა ლიგა
ტაო _ ახალციხე _ 1 _ დასავლეთი _ სამცხე-ჯავახეთი _ რეგიონალური
თროთი _ ბორჯომი _ 1 _ დასავლეთი _ სამცხე-ჯავახეთი _ ჭაბუკთა ლიგა

This post has been edited by Gio_G83 on 26 Feb 2018, 13:59
Gio_G83
Crazy Member

*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1731
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 27 Feb 2018, 14:41  #52261908      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

This post has been edited by Gio_G83 on 27 Feb 2018, 14:43
Lotkinski
Crazy Member

*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3352
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 27 Mar 2018, 16:17  #52426935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ჭაბუკთა "ა" ლიგის დასავლეთის ჯგუფის მე-4 ტური რიონისპირული დერბით დაიწყო. ავთო ჩუბინიძის თასის მაძიებელმა "აია აიამ" თანაქალაქელ "აია არესს" 8 უპასუხო ლელო გაუტანა და მეტოქე "მშრალი" ანგარიშით 50:0 დაამარცხა. სერგო ფრუიძისა და ტიხონ ხახალეიშვილის გუნდი ყველა კომპონენტში უპირობო უპირატესობას ფლობდა. შუამარბმა ნიკა ძნელაძემ და მარჯვენა ფრთა ბაჩო მებუნიამ "დუბლი" შეასრულეს, ჰავბეკმა ზვიად ორმოცაძემ კი გატანილ ლელოს, 5 რეალიზაციაც დაურთო. მიმდინარე ტურნირზე "აია არესის" გამოცდილ დამრიგებელ ალეკო ნიქაბაძის მთავარ ამოცანას, შერჩევითი პრინციპით შექმნილი გუნდიდან იმედისმომცემ ჭაბუკ მორაგბეთა გამოვლენა წარმოადგენს. "აია აიამ" კი მიჯრით მე-4 მოგებით, 19 ქულა დააგროვა და ლიდერ "აია სათაფლიას" სატურნირო ცხრილში კვლავ 1 ქულით ჩამორჩება.

ტურნირის მთავარმა ფავორიტმა და ლიდერმა, აია სათაფლიამ" მეოთხე შეხვედრაც პრემიით მოიგო და ამჯერადაც - "მშრალი" ანგარიშით. გიგა გურეშიძის ბიჭებმა ასპინძაში, სამცხე-ჯავახეთის "ტაოს" 4 ლელო დაუდეს და 0:22 იმარჯვეს. თავი გიორგი ღლონტმა, გიორგი გელაზონიამ, რეზო ღვინიანიძემ და გიორგი გოგიაშვილმა გამოიჩინეს. მართალია, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი უმეტესად შერკინებით უტევდა, თუმცა 2 ლელოს გატანა ხაზის მოთამაშეებმა მოახერხეს. "სათაფლიელთა" დაცვის ხაზი კი მიმდინარე ტურნირზე დასავლეთში მართლაც სამაგალითოა. ბექა ოქრუაძისა და დათო კაპანაძის შეგირდებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა შედეგის მისაღწევად სამცხელებს გამოცდილება არ ეყოთ.

ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა ქობულეთში გაიმართა. სოფელ ხუცუბნის სტადიონზე ადგილობრივი "პონტო" ხაშურის "ლეგიონთან" ბევრს უტევდა, ტერიტორიულ უპირატესობასაც სოლიდურს ფლობდა, თუმცა ოვალის წინ ხშირად ვარდნამ დიტო ოქროპირიძისა და ირაკლი წულუკიძის შეგირდებს მატჩის პოზიტიური ანგარიშით დასრულება არ დაანება. დათო სტეფანოვის გუნდი ფონს უმეტესად ორგანიზებული თამაშისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიოდა. შიდა ქართლელთა რიგებში კვლავ ძმები, საბა და ცოტნე მესხიშვილები გამოირჩნენ. უპირატესად კი მღლეტელ ცოტნე მესხიშვილის კარგი თამაშია აღსანიშნავი. მეორე ტაიმში ხაშურელთა მგეზავმა მიშო ჩადუნელმა გატანილი ჯარიმით აჭარლებს ნუგეშის აღების შანსიც მოუსპო 5:13. "ლეგიონმა" ცხრილში მე-3 ადგილზე აინაცვლა და დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმის აღებას ეცდება. სტეფანოვის განცხადებით, ელემენტარული ხელშეწყობისა და ნორმალური საწვრთნელი პირობების ქონის შემთხვევაში ხაშურსა და ქარელში სერიოზული სარაგბო კერიის შექმნაა შესაძლებელი, რაც როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში რაგბის განვითარებას და ახალ ტალანტთა მოძიების საშურ საქმეს ხელს დიდად შეუწყობს.

აღმოსავლეთ ჯგუფში პირველი გამარჯვება და პირველი ქულები პატარძეულის "ვეფხვებმა" "არმიასთან" საშინაო შეხვედრაში მოიპოვეს. განვლილ შეხვედრაში ორივე გუნდს გამორჩეული მოთამაშე ჰყავდა. დიმიტრი კალანდაძისა და დავით დაოშვილის გუნდს ნიკოლოზ კალანდაძემ ულიდერა. "არმიელთა" კვაჭმა 2 ლელოს გატანა მოახერხა, ერთიც მისი ძალისხმევით საჯარიმო ლელოდ ჩაითვალა. გარეკახელთა შუამარბმა ლაშა გურგენიძემ ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. გურგენიძემ ოთხივე პოზიციიდან მოახერხა ქულების აღება/ლელო; გარდასახვა; ჯარიმა; არეკნი/ და რაგბში ერთობ იშვიათი და ფასეული "ფულ ჰაუსიც" შეასრულა. გურგენიძემ პირად აქტივში 19 ქულა მიითვალა და ზაურ შაქარაშვილის გუნდის გამარჯვებაში ლომის წილიც დაიდო 24:17.

გოჩა აბაშიძის თასის ერთ-ერთი პრეტენდენტი "სამთა" /იუნკ; ჩოხ; ყოჩ/ აუტსაიდერ გორის "ჯიქი წიქარას" კიკეთში დაუხვდა და 59:6 იოლ წარმატებასაც მიაღწია. შიდა ქართლელთა ჰავბეკ ვახტანგ ახვლედიანის გატანილ წყვილ ჯარიმას, გიორგი ენუქიძისა და ტოლიკა /სპირიდონ/ ლიპარტელიანის შეგირდებმა გაშლილ, ხელდახელ თამაშში 9 ლელოთი უპასუხეს. კიკეთელთა ბურჯმა ნიკა ნარმანიამ და მარცხენა ფრთა გიორგი კახელიშვილმა "დუბლი" შეასრულეს. "სამთამ", რომელიც მიმდინარე ტურნირზე ყველაზე შედეგიანი გუნდია (265 გატანილი), 5-ივე მატჩი მოიგო და 23 ქულით მე-2 ადგილზე დამკვიდრდა.

პირველი მარცხი იწვნია "ლოკომოტივი ხულიგანამ". ნავთლუღში, "შევარდენზე" "რკინიგზელებს" პირველ ტაიმში "ხარების" მღლეტელმა ბექა ხვისტანმა და ახალწვეულმა სურამელმა, მარჯვენა ფრთა ბაქარ ზედგინიძემ 2 უპასუხო ლელო გაუტანეს . ხვისტანი ასევე არაერთი ეფექტური ბოჭვითაც გამოირჩა. მეორე ტაიმში გია კურატიშვილისა და ფირუზ ბერიაშვილის ბიჭები გააქტიურდნენ. მარცხენა ფრთა ლაშა ჩხიკვაძემ ლელოს გატანაც მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა დავით კაკაბაძის დამმოძღვრილ ქვემოქართლელთა ორგანიზებულ და ხისტ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და ოდენ ნუგეშს დასჯერდნენ 5:10, რამაც "რკინიგზელებს" ლიდერთა სამეულში ადგილი შეუნარჩუნა.

მუხიანში, "ხვამლი"-"არმაზის" დაპირისპირებაში მასპინძლები თავიდანვე დომინირებდნენ. "არმაზის" დამრიგებლებმა დათო კიკნაძემ და რატი გეგეშიძემ ობიექტურ მიზეზთა გამო ძირითადის ერთბაშად 7 მოთამაშე მოისაკლისეს, რაც ვაზისუბნელთა თამაშსზე უარყოფითად აისახა, თუმცა მარქაფამ, რომელმაც ბოლომდე და თავდადებით იბრძოლა, კარგი გაკვეთილი და სათამაშო პრაქტიკა მიიღო. "ხვამლმა" ღია თამაშში უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. რატი ურუშაძისა და ირაკლი ფერაძის შეგირდები მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდნენ და დერეფანშიც გაბატონდნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, მარჯვენა ფრთის ლაშა კაკაურიძისა და მღლეტელ ნიკა მჭედლიშვილის კარგი თამაში. ხვამლმა" მეტოქეს 9 ლელო დაუდო და 53:10 იმარჯვა. ხვამლელთა ვიცე-კაპიტანმა, შუამარბმა ზურა ლუტიძემ "დუბლი" შეასრულა. მუხიანელები 19 ქულით , რუსთავის "ხარებთან" 4-5 ადგილებს ინაწილებენ.

მე-5 ტური, მესამე მასივში, "ლელოსა" და "აკადემიას" შეხვედრით დასრულდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მთავარმა ფავორიტმა 5 გატანილი ლელოთი, "მხატვრებს" მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა და 36 უპასუხო ქულა მიითვალა. ჩემპიონი მეორე ტაიმში ოდნავ მოდუნდა და საბოლოოდ დაგეგმილი პრემიით, 43:0 იმარჯვა. ბორჯღალოსან ოთარ ბარკალაიას გუნდში სწრაფი, გააზრებული და ეფექტური თამაშით ჰავბეკი ლევან ტიტველაშვილი, მგეზავი კობა ირემაშვილი და ფულბეკი გიგა ჭინჭარაული გამოირჩნენ. "ლელომ" 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.

--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
-სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
Gio_G83
Crazy Member

*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1731
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 28 Mar 2018, 02:22  #52430343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news...ჩუნეს

ვისი სტატიაა? თქენსას არ ჰგავს smile.gif

"ნაუცფათევი" "შეცდომიანი" თუ...
აგი რაია სიმონ?

"ჰავბეკმა ზვიად ორმოცაძემ კი გატანილ ლელოს, 5 რეალიზაციაც დაურთო"
smile.gif
აკი ქართულს ვაწვებითო და...

ან ეს...

"5-ივე მატჩი მოიგო და 23 ქულით მე-2 ადგილზე დამკვიდრდა"
5-ივე
vs
ხუთივე - ერთ ასო/სიმბოლოშა სხვაობა და ვის დაეზარა smile.gif
5 = ხუთი - ვიცკით კითხვა smile.gif

ისე ტექსტი ციფრებით ასე არ უნდა გადატვირთულიყო

და კიდევ...
სამცხე-საჯავეთი თუ ტირე_თი წერება,
"შიდა ქართლელთა რიგებში" - შიდა ქართლი კი ცალ-ცაკლე
ამ
" ქვემოქართლელთა ორგანიზებულ და ხისტ დაცვას " - ქვემოქართლს რა გაუწყრა

smile.gif

პ.ს.
ხო კაი AM 2:22 ია და მართლწერის "იშტაზე" მოვსულვარ
smile.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 2 [3]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0241 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]