forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აუქციონზე ნაყიდი სახლი, სახლის გამოთხოვება
chem
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 150511
რეგისტრ.: 8-June 12

გამოგზავნილია: 18 Jan 2019, 17:35  #54086912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ
აუქციონზე ვიყიდე აგარაკი სოფელში. ყოფილი მესაკუთრე იქ არ ცხოვრობს, სახლში არავინ არ არის, მაგრამ არც გასაღებს მაძლევს რომ შევიდე.
შემიძლია თუ არა საკეტები შევცვალო? იქ რაღაც ნივთები ავეჯი და ა.შ. ულაგიათ. შეიძლება შემედავონ?
MaNoFMaTch
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 350
წევრი No.: 173380
რეგისტრ.: 14-September 13

გამოგზავნილია: 18 Jan 2019, 20:19  #54087630      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რანაირად არ გაძლევენ გასაღებს? შენი საკუთრება არის და გამოიცვალე საკეტი, დაურეკე და უთხარი წაიღეთ ნივთები თორემ გარეთ გავიტან ყველაფერსო. წაიღებენ

This post has been edited by MaNoFMaTch on 18 Jan 2019, 20:19
Zestafans Oto
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9189
წევრი No.: 166860
რეგისტრ.: 8-May 13

გამოგზავნილია: 19 Jan 2019, 12:05  #54089979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თვითნებობას ერიდე მაინც. ნუ გამოუყრი გარეთ ნივთებს. რო დაუზიანდეს შეიძლება გიჩივლონ. smile.gif

მუხლი 360. თვითნებობა
1. თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

This post has been edited by Zestafans Oto on 19 Jan 2019, 12:06
sweetasrevenge
bmw m3 driver


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2759
წევრი No.: 175428
რეგისტრ.: 24-October 13

გამოგზავნილია: 21 Jan 2019, 01:44  #54098066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
chem
სახლი უკვე შენია, დაელაპარაკე და აუხსენი კარგად სიტუაცია. საკეტები რათქმაუნდა შეგილია შეცვალო და დანარჩენიც სახლი თუ შენ არსებულ მფლობელობაშია უკვე,რას ქვია გასაღებს არ გაძლევს, აქეთ შეგილია მოედავო.


ნივთებს რაც შეეხება, მოუფრთხილდი, შეინახე გარკვეული პერიოდი და წაიღოს თუ არ წაიღებს გარკვეული ვადის მერე მგონი შენ მფლობელობაშიც გადმოვა. მუხლის მოძებნა მეზარება უბრალოდ


--------------------
handsome devil) has rised again
verdi
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 77
წევრი No.: 246650
რეგისტრ.: 14-November 18

გამოგზავნილია: 21 Jan 2019, 10:02  #54098500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sweetasrevenge
სამოქალაქო კოდექსის 165 მუხლია ეგ
chem
კანონით თუ მოძრავ ნივთებს ხუთი წლის განმავლობაში ფლობ მასზე მოიპოვებ საკუთრების უფლებას
მოდი შენ იმ პიროვნებას 5 წელს ნუ ეტყვი თორე მანდ დაგიტოვებს მაგ ნივთებს ოთხი წელი lol.gif lol.gif
გააფრთხილე რომ არსებობს კანონში საკუთრების შეძენა ხანდაზმულობის გზით რაც ზემოთ ვახსენე
ასევე არსებობს სასამართლო რომელსაც შეგიძლია მიმართო ვინდიკაციური სარჩელით როგორც უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა,მოითხოვთ ამასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურება და უარესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდება ეგ ტიპი...
Zestafans Oto
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9189
წევრი No.: 166860
რეგისტრ.: 8-May 13

გამოგზავნილია: 21 Jan 2019, 22:38  #54102054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sweetasrevenge
QUOTE
ნივთებს რაც შეეხება, მოუფრთხილდი, შეინახე გარკვეული პერიოდი და წაიღოს თუ არ წაიღებს გარკვეული ვადის მერე მგონი შენ მფლობელობაშიც გადმოვა. მუხლის მოძებნა მეზარება უბრალოდ

up.gif up.gif up.gif up.gif up.gif
QUOTE
სამოქალაქო კოდექსის 165 მუხლია ეგ



მოკელდ ეგრე ქენი. შეინახე ეს ნივთებისადმე და შენ დაგრჩება და ეგა.

ninichka82
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2371
წევრი No.: 82501
რეგისტრ.: 15-January 09

გამოგზავნილია: 23 Jan 2019, 15:02  #54110255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chem
QUOTE
გამარჯობათ
აუქციონზე ვიყიდე აგარაკი სოფელში. ყოფილი მესაკუთრე იქ არ ცხოვრობს, სახლში არავინ არ არის, მაგრამ არც გასაღებს მაძლევს რომ შევიდე.
შემიძლია თუ არა საკეტები შევცვალო? იქ რაღაც ნივთები ავეჯი და ა.შ. ულაგიათ. შეიძლება შემედავონ?

მეც შევიძინე აუქციონზე 2013 წელს და სააღსრულებლო დამჭირდა მათ გამოსასახლებლად.
mmm481
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3450
წევრი No.: 32881
რეგისტრ.: 11-April 07

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 11:02  #54114469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთადერთი სწორი გამოსავალია უნდა მიმართო სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. შემდეგ აიღო სააღსრულებო ფურცელი და წახვიდე სააღსრულებო ბიუროში და გამოასახლო. ამ ყველაფერს დასჭირდება დაახლოებით 2 წელი.

დანარჩენი რაც აქ დაიწერა უკანონო ქმედებაა და ოდნავ მოხოდილი ტიპი რომ იყოს აქეთ შეგიქმნის პრობლემებს. ცხადია მოძრავი ნივთები სულ რომ 100 წელი გავიდეს შენი ვერ გახდება, ეგ მუხლი სხვა რამეზეა.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0170 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]