gogatakoo2 წლის 6 თვისაა. ძალიქნ მშვიდია ზოგადად, ოღონდ მე ვყავდე გვერდით, დამყვება სულ კუდში და ხან რას მავალებს და ხან რას. კივილ-წივილი გადავლახეთ უკვე. ისეთი სასაცილო რამ მოხდა ამ დღეებში. რომ გაჰკიოდა სულ, ვასწავლე ემოციების სხვანაირად გამოხატვა, შევთავაზე ალტერნატივები, ან კუბიკების კოშკი დაენგრია, ან ბალიში ჩაეჯმუჯნა, ან ბალიშში ჩაეყვირა, ან ეცეკვა ა. შ. მან ბალიშში ჩაყვირება აარჩია. მოკლედ გადავლახეთ ეს ეტაპი. ამას წინათ პატარა ყვიროდა და ეუბნება, თათა, ბალიშს ჩაჰყვირეო

))
ამასაც უხეშად მოსდის. ზოგადად არ არის თბილი ბავშვი ანუ არ გამოხატავს სიყვარულს, არც გეფერება არც გკოცნის, ძალუან იშვიათად. არც ის უყვარს, შენ თუ კოცნი. ძალიან კაეგად ლაპაეაკობს, მეორე ენასაც ადვილად ითვისებს, თორე ვიფიქრებდი რომ აუტისტია.
კი, მიდის ბაღში სექტემბერში. იმედია, დარჩება.
nopiahopiჭიამაია რომ აქვს წინ, ის სკუტერი ყავს. სხვა არ ვიცი როგორია, ამიტომ ვერ შევადარებ. საკმაოდ მყარი ჩანს. არ მახსოვს ფასი, მართალი გითხრა. დიდი ხნის წინ ვუყიდე. დასაჯდომიც აქვა, მაგრამ ჩვენ თითქმის არ გამოგვიყენებია სკუტერი. სამთვლიანი ველო აქვს და იმას დააგორებს უფრო დიდი სიამოვმებით, ამიტომ ვფიქრობ რიმ ბალანს ბაიკი უფრო მოეწონებოდა ვიდრე სკუტერი.
სერაფიტიმე სოლიდ სტრტის რეკომენდაციას ვიყენებ და დანაყოფის გარეშე მაქვს ჭურჭელი. დანაყოგითაც მაქვს მაგრამ ეს უფრო მომწონს, ერთად ვდებ ყველაფერს.
თუ სილიკონი გინდა ezpz ნახე. აქვთ ერთიანი ჯამები. კოვზიც კარგი აქვთ თვითკვებისთვის და პაწია ჭიქა.
მე mushie-ის ჭურჭელი მაქვს. სილიკონის არ არის. მხოლოდ თეფშებს ვიყენებ. ჯამებიც აქვთ გოგონებს, მაგრამ ისე ეჩქარებათ ხოლმე ჭამა, გაცივებას ვერ ვასწრებ ჯამში, თეფშზე უფრო მალე ცივდება ხოლმე. ჭიქას საწრუპიანს ვიყენებ ორივესთან ან ღიას. საწრუპიანს მივაჩვიე 6 თვიდანვე და მალევე თავისუფლად სვამდა საწრუპიანიდან.
ნიბლერი არასოდეს გამომიყენებია. ჩანგალს არ ვხმარობ პატარასთან. უფროსიც არ ხმარობს, კოვზით ძლივს ისწავლა ჭამა ცოტა ხნის წინ, ხელით ჭამდა სულ.
ანუ ძურითადად ვიყენებ თეფშს, კოვზს და საწრუპიან და ღია ჭიქას.