#50434079 · 24 Apr 2017, 16:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს "მეწარმეთა შესახებ" კანონის თანახმად
მუხლი მე-5 მე-4 . ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია 1. ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის/ცვლილების რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განცხადებას და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს . განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) განმცხადებლის სახელი; ბ) ინფორმაცია საწარმოს ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ; გ) განმცხადებლის პირადი ნომერი; დ) განცხადების შევსების თარიღი; ე) განმცხადებლის ხელმოწერა; ვ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისას მან უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილის ეკვივალენტურ მონაცემებს. 3. სარეგისტრაციო განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო განცხადების ფორმა ან მისი ასლი ნებისმიერ მატარებელზე.
|