Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კუჭის წყლული


Posted by: killer 12 Dec 2005, 11:18
არის თუ არა რამე ალტერნატიული გზა რომ დასვან კუჭის წყლულის დიაგნოზი ან პირიქთ? (ანუ რომ არ აქვს ის გაიგონ რა)

სიმპტომები ასეთია -
- მშიერზე კუჭის ტკივილი, წყალს როცა სვავს გასდის ეს ტკივილი
- ხელით გასინჯვისას კუჭის თავის ტკივილი
- არაყს რომ სვავს, აქვს საშინელი წვის შეგრძნება (ადრე ეგეთი რაღაც არ აღენიშნებოდა)
- გემოგლობინი ნელ-ნელა იწევს ქვემოთ (66 აქვს)

რა ვიცი კიდევ რა სიმპტომები უნდა ქონდეს და დავაზუსტებ მაგიც აღენიშნება თუ არა.

Posted by: web_nts 13 Dec 2005, 14:45
QUOTE
კუჭის წყლული, ზონდის გადაყლაპვა აუცილებელია?

ან ზონდი უნდა გადაყლაპოს ან სპეციალური ფაფა (ბარიუმის ფაფა) უნდა დალიოს, სხვა შემთხვევაში 100%-იან გარანტიას ვერავინ მოგცემს.

P.S. ექიმი არ გეგონოთ ეხლა მე, სხვა პოსტავს ჩემი ნიკით smile.gif

Posted by: ტანკე 13 Dec 2005, 16:21
killer
ზონდის გადაყლაპვით გაიგებ,თუმცა ზოგს ეშინია და ამას თავს არიდებენ.ისე რენტგენოგრაფიითაც შეიძლება დადგენა,მაგრამ უფრო ზუსტ დიაგნოზს ზონდის გადაყლაპვა მოგცემს,კუჭის მჟავიანობის განსაზღვრა რენტგენოგრამით შეუძლებელია,არადა მთლიანად არის გამოსაკვლევი კუჭი

Posted by: Guardian 13 Dec 2005, 16:46
ზონდის გადაყლაპვა ბევრად უფრო ეფექტური სადიაგნოსტიკო მეთოდია, ვიდრე რენტგენოსკოპია ბარიუმის ფაფით. ამას გარდა ეგ რენტგენოსკოპია კაი ხანი გრძელდება და რადიაციული გამოსხივების ხოშიანი დოზითაც გაჯილდოებს. WHO-ს მონაცემებით მთავარი წყარო, საიდანაც მოსახლეობა რადიაციული გამოსხივების უდიდეს დოზას ღებულობს, სწორედ დიაგნოსტიკური სამედიცინო (კერძოდ, რენტგენის) აპარატებია.

Posted by: killer 13 Dec 2005, 16:51
ზნოდსი ეშინია ძალიან. ვერ გადავყლაპავო

Posted by: Trulala 13 Dec 2005, 17:33
ჩაყლაპოს ზონდი, დიაგნოზისთვის აუცილებელია. არა მგონია რომ წყლული იყოს, მაგრამ მკურნალობა მაინც აუცილებელია, თორემ მალე იქნება წყლული მთელი ბუკეტით ურთ smile.gif

Posted by: mika9 13 Dec 2005, 18:48
killer

ზოდი აუცილებელია.......თუ უნდა რომ განიკურნოს თუ არადა ყლაპოს ბარიუმის ფაფა

Posted by: anano 14 Dec 2005, 11:03
თუ ზუსტი დიაგნოზი გინდა ზონდი აუცილებელია, რენტგენი ტუფტაა.. smile.gif საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი... სულ 3 -4 წუთი გრძელდება ეგ პროცესი და გადაყლაპოს არაფერი ისეთი საშიში არაა

Posted by: Dido 14 Dec 2005, 11:31
killer
ასაკით პატარაა?თუ რატომ ეშინია ასე ძაან?არაფერი განსაკუთრებული არაა, უბრალოდ უსიამოვნო სეგრძნება გაქვს გულისრევის ცოტათი.
უნდა გაუკეთოთ თორე წყლულს ისე ვერ ნახავენ და მკურნალობასაც ვერ დაუნიშნავენ, არა და აუცილებელია წყლულის მკურნალობა, რო არ გამწვავდეს user.gif
მკურნალობას რო ჩაიტარებს + დიეტა და ადვილად მოურჩება
ზონდი მემგონი რო აუცილებელია

Posted by: kozet 14 Dec 2005, 13:11
არსებობს დიაგნოსტიკის ალტერნატიული გზაც.ეს კონტრასტული გამოკვლევაა, ანუ ბარიუმის ფაფა......... მაგრამ გაცილებით უფრო ინფორმატიულია ზონდის გადაყლაპვა ანუ გასტროსკოპია. თანაც ამ მეთოდის დროს შესაძლებელია ბიოფსიის გაკეთებაც. ისე სიმტომები გავს წყლულს sad.gif

Posted by: Mcinare Cremli 17 Dec 2005, 19:45
killer
ზონდი არაა აუცილებელი, რენტგენით ადვილად დგინდება კარგი სპეციალისტის ხელში( მე9 საავადმყოფოში ვალიკო ხავთასი). ნიშა,წყლულისთვის დამახასიათებელი, კარგად მოჩანს ამ გამოკვლევისას

Posted by: mika9 18 Dec 2005, 18:05
Mcinare Cremli
რაღაცეებ ნუ იტყუილები რა....კაი რა..............smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif x-ray შენი აზრით დაადგენ რამეს კაირა მაგ ტესტის სენსიტიურობა 70% არ ცილდება..........

Posted by: PFU 18 Dec 2005, 18:24
QUOTE
Mcinare Cremli
რაღაცეებ ნუ იტყუილები რა....კაი რა.............. x-ray შენი აზრით დაადგენ რამეს კაირა მაგ ტესტის სენსიტიურობა 70% არ ცილდება..........


გაუმარჯოს გასტროფიბროსკოპიას (ზონდს) და ძირს ბებერი X სხივები მიუხედავად რენტგენ ბაბუასადმი ჩემი უდიდესი პატივისცემისა... გადაყლაპეთ ზონდი.. ჯობია ცოტა დისკომფორტი გქონდეს 4-5 წუთის მანძილზე ვიდრე თქვენი ნაწლავის ეპითელიუმმა რენტგენის გამოსხივება მიიღოს... მით უმეტეს ბარიუმის ფაფაზე არაფერს ვამბობ და დიაგნოსტიკის შედეგი (ან დაინახავ იმ წყლულის ნიშას ან არა) ხომ საერთოდ...

Posted by: Shotaa 18 Dec 2005, 20:44
QUOTE
სიმპტომები ასეთია -
- მშიერზე კუჭის ტკივილი, წყალს როცა სვავს გასდის ეს ტკივილი
- ხელით გასინჯვისას კუჭის თავის ტკივილი
- არაყს რომ სვავს, აქვს საშინელი წვის შეგრძნება (ადრე ეგეთი რაღაც არ აღენიშნებოდა


ეგრე მქონდა ზუსტად მე,გადაკლაპოს ზონდი 5 ცუთში ყველაპერი მორჩება.მე უკვე სამჯერ მაქვს გადაყლაპული,მამაძალი მივეჩვიე უკვე LOL

Posted by: XAO 18 Dec 2005, 23:13
killer
QUOTE
არის თუ არა რამე ალტერნატიული გზა რომ დასვან კუჭის წყლულის დიაგნოზი ან პირიქთ? (ანუ რომ არ აქვს ის გაიგონ რა)

სიმპტომები ასეთია -
- მშიერზე კუჭის ტკივილი, წყალს როცა სვავს გასდის ეს ტკივილი
- ხელით გასინჯვისას კუჭის თავის ტკივილი
- არაყს რომ სვავს, აქვს საშინელი წვის შეგრძნება (ადრე ეგეთი რაღაც არ აღენიშნებოდა)
- გემოგლობინი ნელ-ნელა იწევს ქვემოთ (66 აქვს)

რა ვიცი კიდევ რა სიმპტომები უნდა ქონდეს და დავაზუსტებ მაგიც აღენიშნება თუ არა.

sheidzleba gastritic ikos, mara ufro kuchis ckluli

Posted by: Mcinare Cremli 19 Dec 2005, 18:42
mika9
ტყულის თქმას რომ დავაპირებ გაგაფრთხილებ ხოლმეsmile.gif
მედიცინაში რა გეგულება 100%იანი?
ვერ გადაყლაპავსო და მოკალი თუ გინდა.. 1წელია მაგას ვუყურებ როგორ იტანჯებიან და მაგიტომაც ვურჩიე, დაუწერს მერე გასტროფიბროსკოპია თიაქარს (ყველას თავისი მინუსი აქვს)და გააქანებენ საოპერაციოში ტყულად

Posted by: kiMo 21 Dec 2005, 01:19
QUOTE
სიმპტომები ასეთია -
- მშიერზე კუჭის ტკივილი, წყალს როცა სვავს გასდის ეს ტკივილი


ეს სიმპტომები უფრო დამახასიათებელია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისათვის. საერთოდ კუჭის წყლული იშვიათია ახალგაზრდებში. ხოდა, მოკლედ თორმეტგოჯა ნაწლავის რატგენოლოგიური გამოკვლევა დაბალ ინფორმატიულია (მგონი), ამიტომ ზონდის გადაყლაპვა მოუწევს smile.gif

Posted by: komisia 19 Aug 2006, 21:44
ზონდის გადაყლაპვის გარდა სხვა მეთოდი არ არსებობს?

Posted by: kozet 20 Aug 2006, 16:29
გასტროსკოპია ყველაზე ინფორმატიული მეთოდია, მაგრამ ვინაიდან ზონდის გადაყლაპვა ასეთი პრობლემაა...მოძველებული მეთოდებიდან არის ასევე რენტგენოკონტრასტული კვლევა ბარიუმის ფაფით.... მანდ როგორც მახსოვს რენტგენოგრამაზე რამდენიმე ნიშანია წყლულის სადიაგნოსტიკოდ.... მათგან მე მხოლოდ ერთი მახსოვს: ე.წ. "თითის სიმპტომი"....

Posted by: komisia 20 Aug 2006, 16:43
ვაახ, ხალხი მთვარეზე გაფრინდა, მარსზე მიწებს ყიდულობენ და ჯერ კუჭის წყლულის გამოკვლევის ნორმალური მეთოდი ვერ შეუმუშავებიათ...

Posted by: ancho 20 Aug 2006, 16:47
komisia
QUOTE
ვაახ, ხალხი მთვარეზე გაფრინდა, მარსზე მიწებს ყიდულობენ და ჯერ კუჭის წყლულის გამოკვლევის ნორმალური მეთოდი ვერ შეუმუშავებიათ...

yes.gif სამაგიეროდ სწრაფი განკურნების მეთოდი მოიფიქრეს. მგონი სწორედ წელს მიიღო ტიპმა ნობელის პრემია მაგაში. ბაქტერია აღმოაჩინა რომელიც წყლულს იწვევს და შესაბამისად ანტიბიოტიკიც, რომელიც ერთ კვირაში კურნავს წყლულს.. თან ასეთ შემთხვევაში რეციდივების შანსი გაცილებით ნაკლებია. თუ რამე შემეშალა ექიმები გამისწორებენ.
smile.gif

Posted by: ტანკე 20 Aug 2006, 17:24
მე გასტროსკოპია გავიკეთე sad.gif კოშმარ
მაგრამ ეგაა ყველაზე ეფექტური და სანდო მეთოდი.გაიჭირვეთ 1 წუთი არაფერი მოგივათ

Posted by: ბაჩუკი 20 Aug 2006, 20:48
QUOTE
სამაგიეროდ სწრაფი განკურნების მეთოდი მოიფიქრეს. მგონი სწორედ წელს მიიღო ტიპმა ნობელის პრემია მაგაში. ბაქტერია აღმოაჩინა რომელიც წყლულს იწვევს და შესაბამისად ანტიბიოტიკიც, რომელიც ერთ კვირაში კურნავს წყლულს.. თან ასეთ შემთხვევაში რეციდივების შანსი გაცილებით ნაკლებია. თუ რამე შემეშალა ექიმები გამისწორებენ.

მართალია ჰელიკობაქტერია პილორი არის წყლულის გამომწვევი უმთავრესი და უხშირესი მიზეზი,მაგრამ სამწუხაროდ არა ერთადერთი,ამიტომ მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპია პანაცეა ნამდვილად არ არის,სხვა უამრავი მიზეზიც არსებობს და საკმაოდ რთული პათოფიზიოლოგიური მექანიზმია გასათვალისწინებელი მკურნალობის ტაქტიკის რაციონალურად შერჩევისათვის,ასე რომ არც ისე მარტივადაა საქმე...

Posted by: Tsico_Tsico 25 Jun 2007, 13:13
ჩემი ახლობელი, რომელიც არის ძალიამ "მეგობრულად" განწყობილი ალკოჰოლური სითხეების მიმართ (ძმაკაცებთან ერთად კვირაში 1- 2 ჯერ "მეგობრობს" ამ სითხეებთან), ამ ბოლო პერიოდში შეაწუხა კუჭის ტკივილებმა..
ანუ, რო "იმეგობრებს" ღვინოსთან ან არაყთან, მერე ძალიამ მაგრად სტკივა კუჭი.. ბოლოს ნოშპის მიღებაც დასჭირდა ტკივილის გასაყუჩებლად..
მაინტერესებს, არის თუ არა ეს კუჭის წყლულის ნიშანი თუ არა და რისი სიმფტომია და კიდე მაინტერესებს სად და რომელ ექიმს მივმართოთ აღნიშნული ორგანოს მდგომარეობის დასადგენად...
წინასწარ დიდი მადლობა...

Posted by: okulone 25 Jun 2007, 20:42
Tsico_Tsico
QUOTE
ჩემი ახლობელი, რომელიც არის ძალიამ "მეგობრულად" განწყობილი ალკოჰოლური სითხეების მიმართ (ძმაკაცებთან ერთად კვირაში 1- 2 ჯერ "მეგობრობს" ამ სითხეებთან), ამ ბოლო პერიოდში შეაწუხა კუჭის ტკივილებმა..
ანუ, რო "იმეგობრებს" ღვინოსთან ან არაყთან, მერე ძალიამ მაგრად სტკივა კუჭი.. ბოლოს ნოშპის მიღებაც დასჭირდა ტკივილის გასაყუჩებლად..
მაინტერესებს, არის თუ არა ეს კუჭის წყლულის ნიშანი თუ არა და რისი სიმფტომია








ხშირია კუჭის არეში ტკივილის ირადიაცია, ანე შესაძლოა ღვიძლი.....ტკიოდეს და ეს ტკივილი გადაეცემოდეს კუჭის არეში და ეგონოს რომ კუჭი ტკივა............

Posted by: donvaso 25 Jun 2007, 20:48
მშიერი ტკივილი - ეს არის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ნიშანი და არა კუჭის წყლულისა

Posted by: benito- 19 Feb 2009, 23:50
QUOTE (donvaso @ 25 Jun 2007, 20:48 )
მშიერი ტკივილი - ეს არის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ნიშანი და არა კუჭის წყლულისა

რამდენჯერ მტკიებია ეგრე. ეხლაც მტკივა მარა ვერ ვიტყვი რომ უჭმელი ვარ.

შემიმჩნევია სიგარეტი რომ მომიწევია ამტკიებია, ადრე არ მტკიოდა სიგარეტის მოწევის მერე.

საერთოდ ერთი პერიოდი მტკივდება სისტემატიურად. მერე რამოდენიმე დღე ან კვირა არ ამტკივდება. ჭადრაკის დაფასავითაა რა.

ხოდა რისი ბრალი უნდა იყოს? ნუ ექიმთან მისასვლელი რო ვარ ვიცი მარა მაინცsmile.gif



პ.ს. ამ კომპიუტერის გადამკიდე ადრე ღამის 3-4 საათზეც მიჭამია საჭმელი მაგრამ სანამ 3-4 საათზე დავიწყებდი ჭამას მანამდეც მტკიოდა ხოლმე და...

Posted by: upartio 19 Apr 2009, 13:39
ყველას გილოცავთ ბრწყინავალე დღესასწაულს. ექიმებმა გამომეპასუხეთ, დღეს ,,პრაზნიკია", 120 გრამი არაყი თუ შეიძლება????ისე კუჭის წყლული შეხორცების ნიადაგზეგაქო მიტხრეს. და ერთი კვირაა ვმკურნალობ... baby.gif

Posted by: anna13 26 Apr 2009, 10:25
QUOTE
ეს სიმპტომები უფრო დამახასიათებელია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისათვის. საერთოდ კუჭის წყლული იშვიათია ახალგაზრდებში. ხოდა, მოკლედ თორმეტგოჯა ნაწლავის რატგენოლოგიური გამოკვლევა დაბალ ინფორმატიულია (მგონი), ამიტომ ზონდის გადაყლაპვა მოუწევს 


მე კიდე ვიცოდი, რომ თორმეტგოჯას წყლული როცა არის ტკივილები იწყება ჭამიდან 4 საათის შემდეგ. ეს ის დროა, როცა კუჭიდან საჭმელი თორმეტგოჯაში იწყებს გასვლას.

ისე კუჭის წყლულის დროს ჯობია ადამიანმა სასმელს მოერიდოს, ცხელი პური არ ჭამოს, ლობიო არ ვარგა, ცხიმიან საჭმელებს მოერიდოს, ჯობია მიიღოს მეორე დღის პური, სუხარი, მოხარშული კარტოფილი, პიურე, მწიფე პამიდორი, ტკბილი ხილი, ძროხის, ქათმის და თევზის ხორცი.

ეს დიეტა ექიმისგან ვიცი.

Posted by: ქეთუ 26 Apr 2009, 11:18
ბარიუმის ფაფაც მაქვს დალეული და ორჯერ ზონდიც მაქვს გადაყლაპული, სამი წელი ვიმკურნალე სხვადასხვა ექიმებთან და ვერცერთმა ვერ მიშველა, ათასი წამლები და დიეტაზე ყოფნა.
ამ დროს კუჭის წყლული არ გაქვსო სამჯერვე მითხრეს (სხვადასხვა ექიმებმა)
მშიერზეც მტკივა, ნაჭა,მზეც, არაყზეც და ხელით შეხებისასაც ანუ სულ მტკივა. . .


არ მეშველება?

Posted by: anna13 27 Apr 2009, 23:44
ქეთუ
ისე ისიც გამიგია, კუჭის დაწევაო. რაღაც სიმძიმის აწევის დროს ემართებათ, უმეტესად გამხდრებს, აი ამაზე თუ ვინმე დაგვიდებს ინფორმაციას კარგი იქნება. რა სიმპტომები აქვს კუჭის დაწევას?

Posted by: upartio 28 Apr 2009, 21:39
ქეთუ
ზონდი არ გადაგაყლაპეს? არ გაქვსო რის საფუძველზე გითხრეს?

Posted by: ქეთუ 29 Apr 2009, 12:42
anna13

უიი რაღაც მსგავსი მითხრა ექიმმა, მარა სიმძიმეს არ ვწევ მე. . .
upartio


ზონდის გადაყლაპვის საფუძველზე დამიდგინეს რო არ მაქვს კუჭის წყლული. .
ასე მითხრა განსაკუთრებული არაფერი გჭირსო და ასე არ უნდა გტკიოდესო. . .

არ უნდა მტკიოდეს ჰო კაია ზაან მარა რო მტკივა რა ვუშველოთქო. . .

ხოდა ვერც ვერაფერი ვუშველე. . . .

Posted by: anna13 29 Apr 2009, 15:31
QUOTE
უიი რაღაც მსგავსი მითხრა ექიმმა, მარა სიმძიმეს არ ვწევ მე. . .

ქეთუ

მაგის მსგავსი სჭირდა დედაჩემს, მაშინ ძალიან გამხდარი იყო, მერე წლების მერე წონაში მოიმატა და აღარ ასტკივია. ასე რომ იმედია შენც მალე გაგივლის ტკივილები.
ხან ისეთი უბრალო რამეა და ძალიან გვაწუხებს ხოლმე smile.gif

არ ვიცი და ისე გამიგია პიტნის ნაყენი კარგიაო კუჭისათვის.

Posted by: Nensi_1988 2 Feb 2010, 15:12
კუჭის წყლულის სიმპტომები იქნებ დაწეროთ ფლზ sad.gif ტკივილი არ მაქვს, უფრო სიმძიმეს ვგრძნობ და ხშირ "იჟოგას" ... შეიძლება თუ არა იყოს ეს წყლულის სიმპტომი თუ უფრო სხვა რამის სიმპტომებია? ზონდის გადაყლაპვა აუცილებელია? არ შემიძლიააააააააა sad.gif

Posted by: lizofobi 2 Feb 2010, 15:34
QUOTE (Nensi_1988 @ 2 Feb 2010, 15:12 )
ტკივილი არ მაქვს, უფრო სიმძიმეს ვგრძნობ და ხშირ "იჟოგას" ... შეიძლება თუ არა იყოს ეს წყლულის სიმპტომი თუ უფრო სხვა რამის სიმპტომებია?

გასტრიტი+დუოდენიტი. (თორმეტგოჯას ანთება). მიდი გასტროენტეროლოგთან, თორემ გაგტანჯავს, პირად მაგალითზე გეუბნები.

Posted by: Nensi_1988 2 Feb 2010, 15:40
lizofobi
QUOTE
დუოდენიტი. (თორმეტგოჯას ანთება).


ვაიმე ეს საშიშია? sad.gif

ზონდი რომ არ გადავყლაპო და ცარცის ფაფა დამალევინონ გამოჩნდება ისე?

QUOTE
მიდი გასტროენტეროლოგთან


აუცილებალდ ვაპირებ და ხომ ვერ მირჩევთ სად მივიდე?

Posted by: teaukateauka 22 Feb 2010, 15:10
კუჭის წყლულმა თუ შეიძლება ენის სიწითლე გამოიწვიოს?


Posted by: aseaisea 22 Feb 2010, 17:29
უმი კარტოფილის წვენი შველისო? იცით ვინმემ რეცეპტი, მომატებულ მჯავიანობას შველის?

Posted by: Dark_Dante 7 Jul 2010, 22:10
ბალახეულის ნაყენი რომელიც შედდგება შვიტის შავბალახისა და თირკმლის ჩაისაგან ცუდად ხომ არ მოქმედებს კუჭის წყლულზე? ამ ნაყენს იხმარება მაღალი წნევისთვის

Posted by: aseaisea 8 Jul 2010, 12:50
საშინელებაა ეს გასტრიტები და ჯანდაბები რა. ერთი პერიოდი მიყუჩდა და ნიგვზიანი ნამცხვარი ვჭამე და ეგრევე შემომიტია. აღარ შემიძლია რა. ეს ომეპრაზოლიც არ მშველის დიდად. კარტოფილის წვენზე მეც გამიგია და რეცეპტი დადეთ რა

Posted by: კახა251 8 Jul 2010, 21:07
QUOTE
ჩემი ახლობელი, რომელიც არის ძალიამ "მეგობრულად" განწყობილი ალკოჰოლური სითხეების მიმართ (ძმაკაცებთან ერთად კვირაში 1- 2 ჯერ "მეგობრობს" ამ სითხეებთან), ამ ბოლო პერიოდში შეაწუხა კუჭის ტკივილებმა..
ანუ, რო "იმეგობრებს" ღვინოსთან ან არაყთან, მერე ძალიამ მაგრად სტკივა კუჭი.. ბოლოს ნოშპის მიღებაც დასჭირდა ტკივილის გასაყუჩებლად..
მაინტერესებს, არის თუ არა ეს კუჭის წყლულის ნიშანი თუ არა და რისი სიმფტომია და კიდე მაინტერესებს სად და რომელ ექიმს მივმართოთ აღნიშნული ორგანოს მდგომარეობის დასადგენად...
წინასწარ დიდი მადლობა...



კუჭი ნაკლებათ მგონია მე, უფრო ღვიძლი ან ნაღვლის ბუშტს გავს.

Posted by: BioHazard 20 Jul 2010, 01:06
უნალექო ყავასრომ ვსვამ ეგმიშვებადა მერრე არაყს ვაბრალებ ჰოლმე...

user posted image

Posted by: gamarosti 20 Jul 2010, 09:57
QUOTE
არ მეშველება?


წვრილად დაჭრილი ფუტკრის დინდგელი აურიე სპირტში,ჩაასხი ბოთლში და პერიოდულად შეაჯანჯღარე,შემდეგ უზმოზე ერთი სუფრის კოვზი დალიე-1 თვის განმავლობაში,მერწმუნე ნებისმიერ კუჭის დაავადებას მოგირჩენს.

Posted by: aseaisea 20 Jul 2010, 10:08
ფუტკრის დინდგელი სად ვიშოვოთ? იყიდება ფუტკრის მაღაზიებში ნეტა?

Posted by: gamarosti 20 Jul 2010, 10:56
კი იყიდება,ან ვინც თაფლს ყიდის იმათ სთხოვე,მეც მასე მომიტანეს

Posted by: Miss tata 5 Sep 2010, 14:17
Nensi_1988
QUOTE
აუცილებალდ ვაპირებ და ხომ ვერ მირჩევთ სად მივიდე?

მაჭავარიანი ტატიშვილში... მე დავდივარ მანდ ..
ოთხშაბათ გადავყლაპავ ზონდს და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ biggrin.gif

Posted by: aseaisea 6 Sep 2010, 09:56
რომელ ტატიშვილში? ჭავჭავაძეზე რომაა თუ მეორე?

Posted by: LTB1948 6 Sep 2010, 14:45
წყლულის დიაგნოზი ისმება გასტროსკოპიის საფუძველზე,
რა სიმპტომებისც გიწერიათ, ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს, მეც ეგრე მქონდა, მტკიოდა შიმშილისას, ხან რომ შევჭამდი მერეც, ჰემოგლობინი დამივარდა და გულისკანკალით მივედი კონსულტაციაზე, მაგრამ წყლული არ აღმომაჩნდა, იყი ნაღვლის ბუშტის პრობლემა და ნაღველის წვენით მქონდა სავსე კუჭი, ამასთAნ ერთად, კუჭის თიაქარი, მაგრამ არანარი წყლული. მოკლედ ვიმკურნალე 1 თვე და ახლა ბევრად ყუკეთ ვარ, ჰემოგლობინიც ამეწია ნელ-ნელა. კარგი გასტროენტეროლოგი გჭირდებათ, ისე ვერაფერს გაიგებ... მე ვოვა შენგელიძე დამეხმარა, ვაკეშია ლეჩკომბინატში, დაზღვევით მივედი, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ლამის რომ დაზღვევა გამომადგაsmile.gif

Posted by: komisia 28 Mar 2011, 14:22
ვინმეს წყლულის დიეტა არ გაქვთ ჩამოწერილი? ან სადმე ხომ არ იცით რომ დევს, ნეტში ვერ ვნახავ? help.gif
* * *
Miss tata
QUOTE
მაჭავარიანი ტატიშვილში... მე დავდივარ მანდ ..

QUOTE
5 Sep 2010

გიშველა მაჭავარიანმა? user.gif

Posted by: kuda 3 Apr 2011, 23:46
komisia
მეც ვეძებ. 2 წლის წინ აღმომაჩნდა და დამსვეს დიეტაზე, მაგრამ დავკარგე ის ბუკლეტი, სადაც პროდუქტების ჩამონათვალი იყო. ახლა ვნახე ინტერნეტში ეს:

QUOTE
ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
ცილები – 90-100г (60% ცხოველური)
ცხიმები – 100г (30% მცენარეული)
ნახშირწყლები – 400 – 420 გრამი
ენერგოღირებულება – 2800-3000 კკალ
რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:
წინადღის გამომცხვარი ან გამომშრალი პური, მშრალი ნამცხვარი, ბისკვიტი.
გახეხილი ბოსტნეულისაგან მომზადებული სუპები.
ნაკლებცხიმიანი ხორცი – ფრინველი, თევზი (მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული).
რძე, ნაღები, კეფირი (არამჟავე), მაწონი, ხაჭო.
კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო.
ბურღულეული: მანი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრია.
ტკბილი კენკრა და ხილი – გახეხილი, მოხარშული, მოთუთქული.
გამოირიცხება შემდეგი პროდუქტები და კერძები:
ჭვავისა და ნებისმიერი სახის ახალი პური, ერბოზელილი ცომის ნამზადი.
ხორცისა და თევზის ბულიონები, შჩი ბორში, ბოსტნეულის ნახარშები.
ცხიმიანი ხორცი, ფრინველი, თევზი, დამარილებული თევზი, კონსერვები.
მჟავე რძის პროდუქტები.
ფეტვის, ქერის, სიმინდის ბურღულეული, მარცვლეული.
კომბოსტო, ბოლოკი, მჟაუნა, ხახვი, კიტრი; დამარილებული, დამწნილებული ბოსტნეული, სოკო.
მჟავე და უჯრედისით მდიდარი ხილი და კენკრა.


დაახლოებით ასეთი მქონდა მეც, მაგრამ როგორც მახსოვს, ხილი საერთოდ ამიკრძალეს და ბოსტნეულის უმრავლესობაც.

Posted by: komisia 5 Apr 2011, 12:02
kuda
ვიპოვნე მე smile.gif

http://dieta.ge/?i=223

ბუკლეტიც მომცა ექიმმა სამი დღის წინ და იგივეა ზუსტად smile.gif

Posted by: kuda 5 Apr 2011, 22:57
komisia
მადლობა : )
და ჯანმრთელობას გისურვებ.

Posted by: Tijani7 13 Sep 2011, 11:45
თორმეტგოჯა ნაწლავზე მაქვს კუჭის წყლული. გუშინ ისე შემაწუხა, რომ არცერთი წუთი არ დამაძინა. გთხოვთ მირჩიოთ ომეპრაზოლზე უფრო ეფექტური წამალი. დიდი მადლობა წინასწარ გამოხმაურებისათვის.


Posted by: Natuka NGN 13 Sep 2011, 12:29
http://forum.ge/?f=43&showtopic=33669703
ვაერთებ.
ჰელიკობაქტერია გამოირიცხა? კუჭის წყლული და თორმეთჰოჟასი ცოტა განსხვავებულია, მეორე უფრო ღტული სამკურნალოა. თუ გინდა გეტყვი კარგ ექიმს, ვისთან მიხვიდე.
წამალი ნამდვილად არ ვიცი.

Posted by: Tijani7 13 Sep 2011, 12:44
Natuka NGN

წლების წინ მქონდა თორმეტგოჯაზე წყლული. დავიწყე მკურნალობა, როცა ასპროცენტიანი დაზღვევა მქონდა და ბოლომდე არ მივიყვანე. sad.gif ისეთივე ტკივილები მაქვს იმავე ადგილას, ასე, რომ ისევ ის წყლული იქნება. ექიმს თუ მეტყვი, ძალიან დამავალებ.

Posted by: Natuka NGN 13 Sep 2011, 13:04
Tijani7
კი მოგწერ PM. და ახლა დიეტაზე გადადი, არანაირი შემწვარი და მხორაკული, მწარე და ცხარე. მხოლოდ მოხარშული და ფაფები.

Posted by: Nuci44 15 Sep 2011, 16:15
ვისაც ზონდი გაქვთ გადაყლაპული მითხარით არის თუ არა მტკივნეული,ეკიმმა მითხრა 5 წუთი საკმარისიაო,რამდენი ხანი გრძლედება?

Posted by: cixe78 9 Mar 2012, 17:10
ზემოთ ჩამოთვლილდთაგან ყველაფერი გავიკეთე,,დიეტებზეც ვიყავი მაგრამ სულ დიეტაზე ჩემი მტერი იყოს

ეხლა რაც შეეხება იმას თუ რა მაინტერესებს:

გამოვიდა ახალი წამალი : ULCERON ვინმეს თუ გსმენიათ და როგორ შეაფასებდით მას?
მე მყავს ახლობელი რომელსაც ქონდა წყლული და ეს წამალი 3 ტაბლეტი დილას და 3 საგამოს მიიღო 1 კვირის მანძილზე და განიკურნა

ან განიკურნა ან არა მაგრამ უკეთ რომაა ამას აღიარებს
მცოდნე ხალხს ვეკითხები რა იციან ამ წამალის შესახებ !!!!!

Posted by: Mr_Plague 21 May 2012, 12:11
გამარჯობა
მეც მაქვს რამოდენიმე შეკითხვა.
წელიწადნახევრის წინ დამეწყო საშინელი ტკივილები და მივაკითხე ექიმს
ზონდი გადავყლაპე, აღმოჩნდა რომ მაქვს წყლული და პლუს რამოდენიმე ახალი კერაც,
ექიმის დასკვნით დამნაშავე ჰელიკობაქტერიაა და დამინიშნა ბაქტოქსი + პანტაპი
რაღაც დროის მანძილზე თავი უკეთ ვიგრძენი, მარა შემდეგ ისევ ვგრძნობ რომ სიტუაცია უარესდება,
ისევ იქ მისვლის სურვილი აღარ მაქვს, რადგანაც სახეზე აშკარად ვატყობ რომ ბოლომდე არაა თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული და პლუს ამას 1300 ლარი დამახარჯინა როგორც აშკარად ჩანს არაფერში.
მოკლედ რომ ავღწერო ამ ბოლო დროს დილაობით მაქვს ცოტა მჟავიანობის შეგრძნება და ასევე ცოტათი სისხლიანი ნერწყვი, დღის განმავლობაში ყველაფერი მივლის მარა დილაოპბით ისევ ისე ვარ.
თვითმკურნალობით ვცადე და მიღებული მაქვს : ალოჰოლი, ომეპრაზოლი შემდეგ 10 დღიანი კურსით ლანსოლი.
დილა საღამოს ჰერკულესის ფაფა და შუადღეს მაქსიმალურად ვცდილობ შემწვარ მოხრაკულს არ გავეკარო.
სისხლიანი ნერწყვი ისევ მაქვს დილაობით.
ამიტომაც მაინტესესებს ვინც ერკვევით
დამატებით რას მირჩევდით?

Posted by: Mr_Plague 22 May 2012, 21:59
არავის შეგიძლიათ დამეხმაროთ რამით მაინც?
user.gif

Posted by: Jonatahn_smith 27 May 2012, 11:55
Mr_Plague

ერთს გირჩევდი..
თვითმკურნალობამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს, რადგან ხშირად სიმპტომთა ერთობლიობა შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული
ამიტომ გირჩევ, მიაკითხო კარგ გასტროენტეროლოგს
* * *
გირჩევ ეს წაიკითხო

http://www.mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/2607-ratom-mtsvavdeba-tsyluli.html

Posted by: Pompiero 16 Aug 2012, 18:43
Helicobacter pylori-ს მკურნალობის სტანდატრული სქემა როგორია, ვინ ემ მითხარით, რაა?

Posted by: ogven 24 Aug 2012, 11:06
მოგესალმებით ყველას, გისურვებთ ჯანმრთელობას
ვინც იცის ვთხოვ ამიხსნას შემდეგი:
თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლმდენ წყლულზე მოწვის ოპერაციის შემდეგ ლანსოლთან(ვიღებ მის ბულგარულ ვარიანტს ლანზოპტოლს) ერთად დანიშნულებაში, გარდა სხვა წამლებისა მიწერია ორციპოლი(Ципрофлоксацин 500мг/Орнидазол 500мг ) 1 აბი დღეში 2 -ჯერ ჭამის შემდეგ.
წამლის ინსტრუქციაში ვკითხულობ, რომ საჭიროა მისი მიღება მხოლოდ ჭამიდან 2 საათის გასვლის შემდეგ, არადა ცნობილია რომ ანტიბიოტიკის მიღება საჭიროა ჭამის შემდეგ დროის ახლო მონაკვეთში.
როგორ მოვიქცე , როდის მივიღო?
წინასწარ მადლობა.
P.S. ყოველი ჭამის წინ 20 წუთით ადრე ვსვამ ალმაგელ ა-ს

* * *
*
დამატებით წინა პოსტთან მაქვს ასეთი კითხვა;
საერთოდ რა საჭიროა ანტიბიოტიკის მიღება,თუ
1. სიცხე არ მაქვს
2.კუჭის წვენის ანალიზი არ გაუკეთებიათ,რომ იქ აღმოჩენილიყო Helicobacter pylori-ს ბაქტერიები, --
ლანზოპტოლს ინსტრუქციაში უწერია, რომ ანტიბიოტიკის ამ წამალთან ერთად ხმარება საჭიროა მხოლდ ასეთ შემთხვევაში.

პირიქით, ასეთმა ძლიერმა ანტბიოტიკმა ხომ შეიძლება გაართულოს მომწვარ წყლულზე ნაწიბურის შეხორცება ან გამოიწვოს სხვა უარყოფითი მოვლენები?

Posted by: devid55 14 Oct 2014, 23:51
გთხოვთ მირჩიოთ ქირურგი ოპერაციისათვის, პილორუსის შევიწროვება მაქვს თორმედგოჯაზე გიგანტური წყლულის დროს.

Posted by: Solveig 14 Oct 2014, 23:58
devid55


არის თემა..

______

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)