Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > ხელფასების პრობლემა


Posted by: bui89 16 Apr 2018, 14:41
აქ ხშირად იდება ვაკანსიები რომელსაც სასაცილო ხელფასებს შეიცავს და ჩვენ ყველა ვპოსტავთ რა არის ეძებთ მონას და ა.შ.

მაგრამ ისმის კითხვა საიდან უნდა მოვიდეს ეს კარგი ხელფასი?

დავუშვათ ვაკანსია არის ტელევიზორის ხელოსანზე და ხელფასი 500 ლარი. ცოტაა? კი ცოტაა. მაგრამ ეხლა მეორე მხირდან შეხედეთ. თქვენ მოგინდათ ტელევიზორის შეკეთება. ხო დაიწყებთ ყველაზე დაბალი ფასის ძებნას. ეს რა ძვირია თქმას და მოდი სხვა იაფიანს ვნახავ/დამიკელით ფასი. ხოდა თქვენ არ ხართ გადამხდელი იმდენის რომ იმ კაცმა აიღოს 1000 ლარები ხელფასი. ეს იცის დამსაქმებელმაც და რეალურ ხელფასს ამბობს, რომლის გადამხდელი კლიენტია. ესე მუშაობს საბაზრო ეკონომიკა. თქვენ იხდით იმ დასაქმებულის ხელფასს, მითიური სახელმფწიფო და ა.შ. კი არა.

Posted by: T1TAN 16 Apr 2018, 15:28
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კაი იყო. დამლაგებელს რომ 250 ლარი აქვს ხელფასი ეგეც გამოიანგარიშე აბა

Posted by: ladusha2 16 Apr 2018, 23:07
T1TAN

ეგეც ეგრეა ზუსტად საქართველოში ნაგვის მანქანა რომ დადის და ბიჭები ასუფთავებენ ქალაქს ხელფასი აქვთ 500- 600 ლარი- ამერიკაში 3000$ smile.gif
ეხა შენ დაფიქრდი გაქ ბიზნესი და გჩება ვთქვათ 5000 ლარი შემოსავალი და გყავს 10 თანამშრომელი როგორ გადანაწილება კაცურად გვითხარი (და შენ რამდენს დაიტოვებ)?

Posted by: Heart_of_Darkness 16 Apr 2018, 23:48
bui89
პირადად მე უკმაყოფილებას ძირითადად იმ ვაკანსიების მიმართ გამოვხატავ, რომელთა მოთხოვენბიც და ანაზღაურება ერთმანეთს და რეალობას ძალიან არის აცდენილი.
მაგალითადად, სრული დატვირთვით როდესაც სთხოვ თანამშრომელს მუშაობას და 300-400 ლარს სთავაზობ ამის ნაცვლად,
ეს არის ადამიანის დაცინვა, რადგან დღევანდელი გაუფასურებული ლარის და გაძვირებული პროდუქტების პირობებში, ეს თანხა არაფერია.
,,დამსაქმებლები" იმით სარგებლობს, რომ ვიღაცას ისე უჭირს, რომ მათ პირობებს მაინც დათანხმდება.
ამ ანაზღაურებაზე თანამშრომლეს უნდა შესთავაზო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა ან დისტანციურად.
მთელი დღით ვიღაც შენს ოფისში დააბა, მონობაა, სხვა არაფერი.
იმას არ ითვალისწინებ, რომ იმ თანამშრომელს, სანამ შენს ოფისამდე მოვა, გზაში თანხა ეხარჯება,
ასევე ოფისში კვებაზეც თანხა დაეხარჯება და თვის ბოლოს რა დარჩება? არაფერი.
მესმის, რომ შეიძლება ბიზნესს ახლა იწყებდე, რესურსებში შეზღუდული იყო, მაგრამ
როდესაც დაბალ ანაზღაურებას სთავაზობ, სხვასაც, მაქსიმალურად, უნდა შეუმსუბუქო პირობები.
არის საქმეები, რომლის კეთებასაც მთელი დღე ოფისში ყოფნა არ სჭირდება.
თუ არ გაქვს მეტის შესაძლებლობა, მაშინ ფრილანსზე და გამომუშავებაზე ამუშავე და კონკრეტულ საქმეში გადაუხადე თანხა.
ნუ მიაჯაჭვებ მთელი დღე ერთ ადგილს და ერთ სამუშაოს.
ტელევიზორის ხელოსნის შემთხვევაში, ისეთი პირობები შესთავაზე, რომ შენთანაც იმუშაოს,
ხოლო როცა შენ არ გაქვს შეკვეთები, ისეთი გრაფიკით ამუშავე, რომ თავის შეკვეთებზეც იაროს.

ჩემი პირველი სამსახური გამახსენდა, ჩემს უფროსს ,,უფროსობის" კომპლექსი ჰქონდა,
ოფისში როცა მოვიდოდა, სულ იქ უნდა ვყოფილიყავი,
საქმეც თუ არ იყო, იქ უნდა ვყოფილიყავი და ზოგადსაკაცობრიო თემებზე უნდა გვესაუბრა,
იმიტომ რომ ,,უფროსთან საუბარიც კი უკვე საქმეა" facepalm.gif

Posted by: pytgon 17 Apr 2018, 00:15
საქართველოში რომ დაბალი ანაზღAურებააა ეს
დამსაქმებლის ბრალიცაა დასაქმებულის მთავრობისიც და კლიენტებისაც
ცალ-ცალკე განხილვას აზრი არაქ
არც კლიენტს სურს ძვირი გადაიხადოს პროდუქტში ყველაფერზე გავიძახით რაამბავიაოო
არც დამსაქმებელს უნდა რომ თვითონ შემოიჭიროს ქამარი და არა თანამშრომელს მოუჭიროს
და არც დასაქმებული არაა მოტივირებული და შრომით მოყვარული რო დამსაქმებელს გაუჩნდეს სურვილი გაუზარდოს ხელფასი

17 18 19 წლის ბავშვები რომ მაღაზიაში იწყებენ კონსულტანტად მუშაობას უმრავლესობა საჩკაობს ზარმაცობს და დღეს თუ არა ხვალ არც კი გამოცხადება სამსახურში
ამიტომ არცერთ სუპერმარკეტს არაქვს სურვილი 300 მეტი მისცეს კონსულტანტს(უმრავლესობაზე მაქვს საუბარი)
თუ შრომის მოყვარეა 12 საათი ვირივით მუშაობს იმას დაუფასებენ გადაიყვანენ ადმინსიტრატორად ან რამედ და ხელფასაც გაუზრდიან
ანუ არის საფეხურები რომლებიც არის გამოსაცდელი ეტაპი

ვერ წარმომიდგენია რომელიმე ადამიანს მაღაზიის კონსულტანტობა სურდეს წლობით , ეს ეტაპი არის საცდელი სადაც დიდიხანი არუნდა გაჩერდე მალე აიწიო წინ



აი ზევით საფეხურზე რომ დაბალი ხელფასია მაგაზე უკვე აღარაფერს ვამბობ


Posted by: ქართლოსი 17 Apr 2018, 21:33
QUOTE
ეგეც ეგრეა ზუსტად საქართველოში ნაგვის მანქანა რომ დადის და ბიჭები ასუფთავებენ ქალაქს ხელფასი აქვთ 500- 600 ლარი


1500 აქვთო მგონი მაგათ.

Posted by: ladusha2 17 Apr 2018, 23:53
ქართლოსი

მშვენიერია უნდა ქონდეთ მაგდენი ....ნუ მეეზოვები რო არიან მაგათ ექნებათ დაბალი!

Posted by: tozi777 18 Apr 2018, 13:31
QUOTE (bui89 @ 16 Apr 2018, 14:41 )


მაგრამ ისმის კითხვა საიდან უნდა მოვიდეს ეს კარგი ხელფასი?

დავუშვათ ვაკანსია არის ტელევიზორის ხელოსანზე და ხელფასი 500 ლარი. ცოტაა? კი ცოტაა. მაგრამ ეხლა მეორე მხირდან შეხედეთ. თქვენ მოგინდათ ტელევიზორის შეკეთება. ხო დაიწყებთ ყველაზე დაბალი ფასის ძებნას. ეს რა ძვირია თქმას და მოდი სხვა იაფიანს ვნახავ/დამიკელით ფასი. ხოდა თქვენ არ ხართ გადამხდელი იმდენის რომ იმ კაცმა აიღოს 1000 ლარები ხელფასი. ეს იცის დამსაქმებელმაც და რეალურ ხელფასს ამბობს, რომლის გადამხდელი კლიენტია. ესე მუშაობს საბაზრო ეკონომიკა. თქვენ იხდით იმ დასაქმებულის ხელფასს, მითიური სახელმფწიფო და ა.შ. კი არა.

ე.ი. მონა ახსენეს და დავიტაგე ავტომატურად, როგორც მონების მძებნელზე თემის გამხსნელი.

bui89


პატივცემულო

QUOTE
მაგრამ ისმის კითხვა საიდან უნდა მოვიდეს ეს კარგი ხელფასი?


ამის პასუხია ბიზესიდან, ხოლო თუ ისე ვერ აკეთებს ბიზმეესს, რომ დამქირავებელს ადეკვატური ანაზღაურება მისცეს, კეთილი ინებოს და შეუერთდეს ხელფასზე მომუშავე მილიონიან არმიას.

QUOTE
მაგრამ ეხლა მეორე მხირდან შეხედეთ. თქვენ მოგინდათ ტელევიზორის შეკეთება. ხო დაიწყებთ ყველაზე დაბალი ფასის ძებნას. ეს რა ძვირია თქმას და მოდი სხვა იაფიანს ვნახავ/დამიკელით ფასი.


რათმაუნდა. აქაც , ევროპაშიც , აშშ-შიც და ბანგლადეშშიც ყველა ეძებს უფრო იაფად საქონელს და მუშახელს, ასევე გამყიდველი ყველგან ცდილობს რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს საქონელი, მაგრამ ყველა ნორმალურ (!!!) ქვეყანაში ყველაფერი მოქცეულია კანონის ფარგლებში. მაგ:

1)შრომის ბაზარს არეგულირებს შრომის კანონი და იცავს შრომის ინსპექცია რომ არ მოხდეს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ მინიმალურ ანაზაღაურებაზე ნაკლების გადახდა, არასატანადო სამუშაო პირობებში ადამიანების მონებივით მუშაობა (რაც ხდება ჩვენთან) იმისთვის, რომ ბიზმესმენმა ფული დაზოგოს და მეტი მოგება ჩაიჯიბოს და ა.შ.

2) ფასებს არეგულირებს ანტიდემპიგური სამსახური, რომელიც აკონტროლებს, რომ მსხვილმა ბიზმესმა ხელოვნურად არ დააგდოს ფასი და არ მოსპოს წვრილი ბიზნესი, რათა შემდეგ 10 მაგად არ ყიდოს საქონელი/მომსახურება . .

და ა.შ. და ა.შ. ნუ ჩამატარებინებთ აქ ახლა ლექციებს.

QUOTE
ესე მუშაობს საბაზრო ეკონომიკა


შენ რაც დაწერე მასე მარტივად არ მუშაობს საბაზრო ეკონომიკა no.gif

აზრზე არ ხარ სამწუხაროდ.


პ.ს. იმაზე რას მეტყვი, აი ბიზნესი რომ გაიფურჩქნება , მილიონებიან მოგებაზე გადის და ტანამშრომლებს მაინც არ უმატებს ხელფასებს, ეგ კი არა დივერსიფიცირებს - ახალ-ახალ სფეროებში აბანდებს ამათი შრომით(და თავისი მარიფათიანობით) ნაშოვნ ფულს და ნამუსიც არ აწუხებს? მიმოიხედე ირგვლივ, მსხვილი ბიზნესების 150% ეგრეა.

Posted by: ქართლოსი 18 Apr 2018, 19:46
QUOTE
მშვენიერია უნდა ქონდეთ მაგდენი ....ნუ მეეზოვები რო არიან მაგათ ექნებათ დაბალი!



რასაც ეგენი სიბინძურეში მუშაობენ მეტიც უნდა ქონდეთ.

Posted by: Heart_of_Darkness 18 Apr 2018, 23:05
QUOTE (pytgon @ 17 Apr 2018, 00:15 )
ამიტომ არცერთ სუპერმარკეტს არაქვს სურვილი 300 მეტი მისცეს კონსულტანტს(უმრავლესობაზე მაქვს საუბარი)
თუ შრომის მოყვარეა 12 საათი ვირივით მუშაობს იმას დაუფასებენ გადაიყვანენ ადმინსიტრატორად ან რამედ და ხელფასაც გაუზრდიან
ანუ არის საფეხურები რომლებიც არის გამოსაცდელი ეტაპი

არ მგონია, ხელფასის ოდენობა სიზარმაცესთან იყო კორელაცაში.
ჩემთვის, 300 ლარიან ხელფასზე რომ იმუშავებ მთელი თვე, დაუზარებლად ეგ იქნება გასაკვირი.

ეს ,,დაუფასებენ" მაგრად ჟღერს.
lol.gif
300-დან მთელ 450 ლარზე გადაიყვანენ ადმინისტრატორად ან მოლარედ.
პირდაპირ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

ნებისმიერი ჰიპერმარკეტ/სუპერმარკეტის სურვილია მარჟა გაზარდოს. ამიტომაა დაბალი ხელფასები და არა იმიტომ, რომ ახალგაზრდები ზარმაცობენ.

Posted by: alexxv 18 Apr 2018, 23:19
დაბალი ხელფასების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის რომ ყოველთვის იპოვნის კომპანია თანამშრომელს რმელიც 300 ლარად იმუშავებს თვეში (საბონუსე სისტემით პლუს)...

საყოველთაო გაფიცვა რომ ხდებოდეს პროფკავშირების მიერ ორგანიზებული და რომ არ გავლენ დასაქმებულები სამუშაოდ სანამ ხელფასს არ გაუზრდიან მასიურად, მერე მოუწევთ სახელფასო პოლიტიკის გადახედვა... მაგრამ მაგდენი მოთმინება ვის აქვს ჯობია 300 ლარი აიღონ და "დასაქმებულები" იყვნენ...

სხვათაშორის ამ ტიპის დასაქმება კარგია, დამწყებებისათვის, გამოცდილების შესაძენათ... მაგრამ კარიერული წინსვლის პერსპექტივის გარეშე რათქმაუნდა...

Posted by: pytgon 19 Apr 2018, 11:54
Heart_of_Darkness
სუპერ მარკეტში ფიზიკურად ვერ იქნება მეტი ხელფასი
400 მეტს ვერ მიცემენ კონსულტანტს
აი ტექნიკის მაღაზიაში ან ტანსაცმლისაში კი არის მაღალი


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)