Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > ხელოვნება როგორც პროფესია


Posted by: pekineli 29 Aug 2011, 14:42
მოკლე გადავწყვიტე შევიცვალო პროფესია, ამჟამად ჩემი ასაკისათვის საკმაოდ წარმატებული იურისტი ვარ მაგრამ ეს პროფესია მძაგს და მტანჯავს. თავის დროზე ხელოვნებაზე უარი იმ მოტივით მათქმევინეს, რომ როგორც ხელოვანი საქართველოში არარეალიზებული ვიქნებოდი.
ვინც მაინც აირჩიეთ თქვენი ცხოვრების გზად ხელოვნება, გთხოვთ დაწერეთ როგორ მოახდინეთ თქვენი თავის რეალიზება, რამდენად ინანეთ ამ პროფესიის არჩევა და რა პერსპექტივებია უცხოეთში.

მე მშიერი რომც მოვკვდე წელს მაინც ჩავაბარებ სამხატვრო აკადემიაში smile.gif

Posted by: qeti-qetusia 29 Aug 2011, 16:13
pekineli


პარალელურად რომ ისწავლო ხელოვნება და იურისტადაც დარჩე ძალიან კარგი იქნება მგონი.

ორი პროფესიაა ფუფუნებაა, მით უმეტეს თუ გარკვეულ წარმატებას მიაღწეიე იურაში, რატომ უნდა შეეშვა,

ცოტა არალოგიკურია ჩემი აზრით.




ხელოვნებას, როგორც პროფესიას რაც შეეხება, გააჩნია რა სფერო გაინტერესებს და რა იდეები გაქვს.

თუ რაღაცა გინდა ძალიან
და სიყვარულით აკეთებ,
გამოგივა კიდეც შრომის ხარჯზე.

Posted by: pekineli 29 Aug 2011, 16:14
qeti-qetusia
QUOTE
პარალელურად რომ ისწავლო ხელოვნება და იურისტადაც დარჩე ძალიან კარგი იქნება მგონი.

ორი პროფესიაა ფუფუნებაა, მით უმეტეს თუ გარკვეულ წარმატებას მიაღწეიე იურაში, რატომ უნდა შეეშვა,

ცოტა არალოგიკურია ჩემი აზრით.

იმიტომ რომ მეზიზღება smile.gif ვერ ვიტან-მეჯავრება და გული მერევა smile.gif ხო კარგი არგუმენტია?

qeti-qetusia
QUOTE
ხელოვნებას, როგორც პროფესიას რაც შეეხება, გააჩნია რა სფერო გაინტერესებს და რა იდეები გაქვს.

თუ რაღაცა გინდა ძალიან და სიყვარულით აკეთებ, გამოგივა კიდეც შრომის ხარჯზე.

იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს ხელოვნება, რომ იქ მატერიალური ფაქტორი უკვე მეასე პლანზეა.

Posted by: ფრენოლოგი 29 Aug 2011, 16:19
მე ავირჩიე
მეორე პროფესიად
და სწავლა რომ მეწყება მარტო მაგიტომ მიხარია ახლა

pekineli
QUOTE
იმიტომ რომ მეზიზღებავერ ვიტან-მეჯავრება და გული მერევახო კარგი არგუმენტია?

ყველაზრ ძლიერი არგუმენტია ჩემი აზრით yes.gif






დაიკიდე რა
ყველა მაგას ამბობს, ეს არ ქნა ის არქნა

ფული ფული
მტავარი drug.gif


რაც გეზიზღება ის მიატოვე და ნა ხუი გაუშვი ვისაც არ მოსწონს yes.gif

რამდენ ხანს გაძლებ ეგრე?
სიამოვნება თუ ვერ მიიღე იმისგან რასაც აკეთებ
საერთოდ რა აზრი აქვს :|



იმჰო user.gif

Posted by: qeti-qetusia 29 Aug 2011, 16:21
pekineli
QUOTE
იმიტომ რომ მეზიზღება  ვერ ვიტან-მეჯავრება და გული მერევა  ხო კარგი არგუმენტია?



თავის დროზე ხომ აირჩიე და ალბათ იმიტომაც, რომ მოგწონდა,

მაშინ დიდი შანსია ხელოვნებაზეც ასე დაგემართოს ცოტა დრო რომ გავა და რაღაცას მიაღწევ.


იყოს ხელოვნება ჰობი და იურისტობა ჩვეულბერივ პრფესია.

ზიზსღს რაც შეეხება დამოკიდებულება შეცვალე,

სსამსახურში დატოვე იქაური ამბები და გარეთ სხვა რამეებზე იფიქრე.

ხელოვნება კარგია, მაგრამ მაგანაც იცის თავის მობეზრება .

ხელოვნება
სამსახური

სპორტი
კიდევ რამე ჰობი ჩაანაცვლე ხოლმე ერთმანეთს და
იმდენად მოსაწყენი აღარ იქნება რომ შეგზიზღდეს,
ჩემი აზრით. : )

Posted by: pekineli 29 Aug 2011, 16:35
qeti-qetusia
QUOTE
თავის დროზე ხომ აირჩიე და ალბათ იმიტომაც, რომ მოგწონდა,

no.gif ყოველთვის მეჯავრებოდა sad.gif
QUOTE
მაშინ დიდი შანსია ხელოვნებაზეც ასე დაგემართოს ცოტა დრო რომ გავა და რაღაცას მიაღწევ.

არამგონია.
QUOTE
იყოს ხელოვნება ჰობი და იურისტობა ჩვეულბერივ პრფესია.

ზიზსღს რაც შეეხება დამოკიდებულება შეცვალე,

სსამსახურში დატოვე იქაური ამბები და გარეთ სხვა რამეებზე იფიქრე.

ხელოვნება კარგია, მაგრამ მაგანაც იცის თავის მობეზრება .

ხელოვნება სამსახური

სპორტი კიდევ რამე ჰობი ჩაანაცვლე ხოლმე ერთმანეთს და იმდენად მოსაწყენი აღარ იქნება რომ შეგზიზღდეს, ჩემი აზრით. : )

კარგი რჩევაა მაგრამ
ხომ არსებობს ადამიანთა ტიპები, მუ გულით და სულით ხელოვანი ვარ.
* * *
ფრენოლოგი
QUOTE
მე ავირჩიე მეორე პროფესიად და სწავლა რომ მეწყება მარტო მაგიტომ მიხარია ახლა

რა არიჩიე? ანუ სად ჩააბარე.

Posted by: ფრენოლოგი 29 Aug 2011, 16:52
pekineli
QUOTE
რა არიჩიე? ანუ სად ჩააბარე.

ილიაში
ვსწავლობ

ჰოდა მეორე კურსიდან ირჩევ მანდ პროფესიას
მთავარს და

minor ს
რაც მე ავირჩიე minor ად არის -ხელოვნებათმცოდნეობა.


პირვე კურსზეც მქონდა არჩეული ხელოვნება ოღონდ მარტო ერთი საგანი
და ძალიან კარგი იყო.
ერთადერთი ლექცია, რომელიც არ მეზარებოდა. mo.gif


თუმცა შენი შემთხვევა სხვანაირია
მე ისიც მაინტერესებს რაც ძირითად პროფესიად ავირჩიე.\



ჰოდა პროფესიის სეცვლა ისე არც არის პრობლემა ჩემი აზრით
თუ ასე ძალიან გინდა.
ის ცოდნა რაც მიიღე იურიდიულზე სწავლისას, ისედაც გამოგადგება
არ გაწყენს.

და სამაგიეროდ რაც გიყვარს იმას გააკეთებ მერე : )


იმასაც გეტყპოდი თუ "გაქაჩავ" დაამთავრე რასაც სწავლობ მეთქი
მაგრამ რავი ცემთვის სასინელებაა იმის კეთება რაც მძულს და უბრალოდ არ "გავქაჩავდი"
user.gif

Posted by: pekineli 29 Aug 2011, 17:03
ფრენოლოგი
QUOTE
იმასაც გეტყპოდი თუ "გაქაჩავ" დაამთავრე რასაც სწავლობ მეთქი მაგრამ რავი ცემთვის სასინელებაა იმის კეთება რაც მძულს და უბრალოდ არ "გავქაჩავდი" user.gif

დავამთავრე ბაკალავრიატიც და აგერ მაგისტრატურაც biggrin.gif ხოდა ახლა მინდა ფრტებიგავშალოოო რააა smile.gif

Posted by: ფრენოლოგი 29 Aug 2011, 17:08
pekineli
QUOTE
დავამთავრე ბაკალავრიატიც და აგერ მაგისტრატურაცხოდა ახლა მინდა ფრტებიგავშალოოო რააა

ააა biggrin.gif

და მაშინ რა პრობლემაა?


ჩააბარე სამხატვროში
შენი პროფესიით შეგიძლია ნახევარ განაკვეთზე ადვილად იშოვო სამსახური
თუ ფული გჭირდება
და სწავლაშიც ხელი არ შეგეშალოს

თან
არც ისე მოსაბეზრებელი იქნება ეგრე.


და თუ მაინც და მაინც ასე გაღიზიანებს სენი პროფესია, დაივიწყე უბრალოდ
და ისწავლე სამხატვროში
თუ არაფერი გამოგივა, მოგიწევს მერე იმის გახსენება რომ იურისტი ხარ biggrin.gif


თან ამდენი ხანი გიწვალია და
ახლა სრული უფლება გაქვს რაც გინდა ის აკეთო yes.gif user.gif

Posted by: Parabellum_ 29 Aug 2011, 17:16
pekineli
QUOTE
ხელოვნება როგორც პროფესია

იურისტი კაცი ხარ და აი იქნებ უფრო ზუსტი ინტერპრეტაცია მისცე ზემოთ აღნიშნულ ტერმინს : )

Posted by: pekineli 29 Aug 2011, 17:24
ფრენოლოგი
QUOTE
თან ამდენი ხანი გიწვალია და ახლა სრული უფლება გაქვს რაც გინდა ის აკეთო yes.gif user.gif

ხო 6 წელი სიცოცხლე გავიმწარე. biggrin.gif
Pаrаbellum
QUOTE
იურისტი კაცი ხარ და აი იქნებ უფრო ზუსტი ინტერპრეტაცია მისცე ზემოთ აღნიშნულ ტერმინს : )

ხელოვნებაში იგულისხმება ხელოვნების სხვადასხვა სფეროები-ჩემს შემთხვევაში სახვითი ხელოვნება.
მოკლედ ჩესნად ვიტყვი:
როდესაც ვაბარებდი აკადემიაშო მამაჩემმა მიტხრა არ გინდა, ყველაზრ რთულია ხელოვანისათვის ცხოვრება ამ ქვეყანაში საქმე ისე გაგიხდება-კაფელშიკობას ან მალიარობას დაიწყებო-ასე, რომ მაინტერესებს ხელოვანი ადამიანები როგორ მდგომარეობაში არიან დრეს საქართველოში მართლა ასე რთულია ხელოვანისათვის ცხოვრება?

Posted by: ფრენოლოგი 29 Aug 2011, 17:29
pekineli
QUOTE
იქნებ უფრო ზუსტი ინტერპრეტაცია მისცე ზემოთ აღნიშნულ ტერმინს : )

+1

იქნებ უფრო დააზუსტო "ხელოვანში" რას გულისხმობ?

ცოტა გაურკვეველია


რავი
მხატვარი ა
რქიტექტორი
ხელოვნებათმცოდნე
დიზაინი
თუ რა გინდა კონკრეტულად?






მე მგონი რა პროფესიაც არ უნდა იყოს ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდებს თუ კარგად არ გეცოდინება და მითუმეტეს არ გეყვარება
ჰოდა რავი
ძალიან რადიკალურად სულელური შეფასებაა ეგ : )

QUOTE
მამაჩემმა მიტხრა არ გინდა, ყველაზრ რთულია ხელოვანისათვის ცხოვრება ამ ქვეყანაში საქმე ისე გაგიხდება-კაფელშიკობას ან მალიარობას დაიწყებო-



Posted by: pekineli 29 Aug 2011, 17:31
ფრენოლოგი
QUOTE
ძალიან რადიკალურად სულელური შეფასებაა ეგ : )

QUOTE მამაჩემმა მიტხრა არ გინდა, ყველაზრ რთულია ხელოვანისათვის ცხოვრება ამ ქვეყანაში საქმე ისე გაგიხდება-კაფელშიკობას ან მალიარობას დაიწყებო-

კიბატონო გეთანხმები smile.gif

Posted by: Parabellum_ 29 Aug 2011, 18:07
pekineli
ხელოვნებას აი ზოგადად ხელოვნებას კონკრეტიკის გარეშე თან ახლავს კონფორმიზმი და ეს განაპირობებს ძირითად შემთხვევაში იმას რომ არ გახდე "კაFელშიკი" : )

მსგავსი ხელოვნები დაბალი დონის "ხელოვნებას" ქმნიან : ) და ისე სიმართლე გითხრა ძალიან ულამაზოდ გამოიყურება სიტყვათა ეს შეთანხმება ხელოვნება-პროფესია : )

Posted by: pekineli 29 Aug 2011, 18:10
Pаrаbellum
ნუ გამოხვედი აქ პრაფესორი და ნურც ჩემს თავში გაურკვეველი გამომუყვანე სამი წლიდან ვხატავ და ჩემს შემთხვევაში ფერწერა ვიგულისმე.
სხვის შემთხვევაში ქანდაკება
სხვის შემთხვევაში არქიტექტურა
და ასე შემდეგ. მარტო მხატვრებზე არ მინდოდა თემის გახსნა, ზოგადად ყველა ხელოვნების სფეროს წარმომადგენელის აზრი მაინტერესებდა.
ას რომ არცისე ძნელი მისახვედრი იყო და ჯობდა დაგეძაბა გონება


Posted by: Parabellum_ 29 Aug 2011, 18:24
pekineli
პეკინელ სიმონ : ) მომისმინე სამი წლიდან ხატავ თუ 13დან ეგ ნაკლებად საინტერესოა.. გასაგებია შენი სურვილი მაგრამ გაანალიზე აბა რაც დავწერე.....

Posted by: Galahad 29 Aug 2011, 19:30
pekineli
არადა წარმატებულ იურისტად მიმაჩნიხარ. smile.gif

Posted by: pekineli 29 Aug 2011, 20:42
Galahad
biggrin.gif წარმატებული და გამოყ...ბული biggrin.gif
ეხხ.. გამნომდის და არ ვიფერებ ესაა ჩემი პრობლემა. იცი რა ვქენი წინა პარასკევსს? იცი რა სისულელე ვქენი პროფესიის ზიზღის გამო?-ერთერთი საჯარო დაწესებულების მთავარი იურისტის თანამდებობა მიოივაგდე-განცხადება დავწერე და წამოვედი. biggrin.gif რატო?-რატო და იმიტო რო არ არის ეგ ჩემი საქმეეეე....

Posted by: Galahad 29 Aug 2011, 21:09
pekineli
QUOTE
biggrin.gif წარმატებული და გამოყ...ბული biggrin.gif ეხხ.. გამნომდის და არ ვიფერებ ესაა ჩემი პრობლემა. იცი რა ვქენი წინა პარასკევსს? იცი რა სისულელე ვქენი პროფესიის ზიზღის გამო?-ერთერთი საჯარო დაწესებულების მთავარი იურისტის თანამდებობა მიოივაგდე-განცხადება დავწერე და წამოვედი. biggrin.gif რატო?-რატო და იმიტო რო არ არის ეგ ჩემი საქმეეეე....


წამოხვედი სამინისტროდან??? მდაა...
აბა 64 გვერდიან თემას რომ წერ სამაგისტროს, 15ში გასვლასაც არ აპირებ დაცვაზე? :|

Posted by: pekineli 29 Aug 2011, 21:10
Galahad
QUOTE
აბა 64 გვერდიან თემას რომ წერ სამაგისტროს, 15ში გასვლასაც არ აპირებ დაცვაზე? :|

არა გენაცვალე სამინისტროდანნ არაა სამინისტროს მერე სხვაგან ვიყავი smile.gif ისე შენ რაიცი რომელიხარ კაცო მანდა?

Posted by: Galahad 29 Aug 2011, 21:22
pekineli
QUOTE
არა გენაცვალე სამინისტროდანნ არაა სამინისტროს მერე სხვაგან ვიყავი smile.gif ისე შენ რაიცი რომელიხარ კაცო მანდა?

კურსელები ვართ. wink.gif

Posted by: pekineli 29 Aug 2011, 21:23
Galahad
როიმელიხარ ერთი PM მთხლიშე wink.gif

Posted by: SweetGirl 29 Aug 2011, 21:35
ჩემს მაგალითს გეტყვი
უნივერსიტეტი დავამთავრე, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი
ვმუშაობ პროფესიით
დიდად არ მომწონს მაგრამ თავი ხომ უნდა ვირჩინო?

რომ დავამთავრე იმავე წელს ჩავაბარე აკადემიაში, და ამჟამადაც იქ ვარ, ხელოვნებათმცოდნეობაზე ვსწავლობ(თAნ ხატწერას, თექაზე და გობელენზე მუშაობას ვსწავლობ, ეხლა ხალიჩები და ფარდაგები უნდა ვისწავლო), ვარ უბედნიერესი ამმხრივ, ვაკეთებ იმას რაც მსიამოვნებს და კარგად გამომდის
თან ვსწავლობ თან ვმუშაობ
კი ძაან ვიღლები მაგრამ დარწმუნევული ვარ რომ ცხოვრებაში ყველაზე ძაან ეს პერიოდი მომენატრება

ასე რომ გირჩევ ჩააბარო, მაგრამ გაიჭირვე როგორმე და სამსახური არ მიატოვო. თუმცა ჩემგან განსხვავებით ვინმე თუ გყავს, ვინც შეგინახავს, მაშIნ სამსახურსაც შეეშვი, რა პრობლემაა
მთავარია, თU ნიჭი გაქვს, გამოავლინო

Posted by: Galahad 29 Aug 2011, 21:38
pekineli

ჰო, სხვა ნიკი მქონდა, მაგრამ აღარ ვსარგებლობ იმითი.

მერე ხელოვნების კუთხით უკვე დაგეგმე რამე? თუ ჯერ არაფერი დაგიგეგმავს?

Posted by: pekineli 29 Aug 2011, 21:39
Galahad
QUOTE
მერე ხელოვნების კუთხით უკვე დაგეგმე რამე? თუ ჯერ არაფერი დაგიგეგმავს?

მაგისტრატურას ვაპირებ smile.gif

Posted by: kao-mebu 30 Aug 2011, 16:11
რადგანაც დასვი კითXვა ესე რომ რამნდენად შესაძლებელია იარსებო ხელოვნებითო ეს საქართველოშI კიარადა ბევრ ქვეყანაში პრობლემაა..... წარმატებული თუ ხარ შენს საქმეში გირჩევ არმიატოვო თქვენი პროფესიაsmile.gif

Posted by: milda 30 Aug 2011, 20:42
ჯავახიშვილში ჯერ მაინორად მქონდა და შემდეგ საერთოდაც ძირითად სპეციალობად ავირჩიე მომწონს ძალიან, მაგრამ არის რაღაცეები რისიც უკმაყოფილო ვარ მაგ: გახალტურებული ლექციებ,ი ზერელედ ნასწავლი საგნები.. ნუუ ყველა არა მადლობა ღმერთს და ახლა მინდა მოვძებნო ვინმე ვინც კერძოდ ჩამიტარებს გაკვეთილებს ან სასულიეროშიც ჩავაბარო პარალელურად ქართული სახვითი ხელ-ბა არის მანდ და ამბობენ კარგი სწავლაცაო

Posted by: axavild 30 Aug 2011, 23:00
ფრენოლოგი ილიაში არის ხელოვნებათმცოდნეობა? spy.gif

მე ვაპირებ მაგისტრატურას.. ოღონდ წელს ვერ..
ყველაზე დამღლელ ლექციაზეც კი დიდი სიამოვნებით დავჯდები, იმდენად ჩემი სივრცეა smile.gif


Posted by: marilis_ 30 Aug 2011, 23:04
axavild
QUOTE
ყველაზე დამღლელ ლექციაზეც კი დიდი სიამოვნებით დავჯდები, იმდენად ჩემი სივრცეა smile.gif

გეგონოს biggrin.gif

მეც მინდა ერთი მაგრობის სწავლა, საშინლად მინდა და საამისოდ მჭირდება ფული- 25000 ევრო ( ივანიშვილმა, ან ვინმე კეთილშობილმა და უანგარომ თუ შემოიხედა, ეს მისთვის biggrin.gif)

Posted by: axavild 30 Aug 2011, 23:09
marilis_
QUOTE
გეგონოს


biggrin.gif ისეთი მოტივირებული ვარ (ეღლა), რომ ავიტან

QUOTE
მეც მინდა ერთი მაგრობის სწავლა, საშინლად მინდა და საამისოდ მჭირდება ფული- 25000 ევრო ( ივანიშვილმა, ან ვინმე კეთილშობილმა და უანგარომ თუ შემოიხედა, ეს მისთვის biggrin.gif)


მეც დამაფინანსონ და გავუმართლებ biggrin.gif დამფინანსებელსაც და პროფესიასაც
(უბრალოდ მათემატიკა და ანალიტიკური არ გამაკარონ)

Posted by: Andy_Kaufman 30 Aug 2011, 23:13
marilis_
QUOTE
მეც მინდა ერთი მაგრობის სწავლა, საშინლად მინდა და საამისოდ მჭირდება ფული- 25000 ევრო

ბიძინამ შემოგითვალა ამ თანხად 3 კაცს დავაფინანსებო yes.gif


Posted by: axavild 30 Aug 2011, 23:14
Andy_Kaufman
QUOTE
ბიძინამ შემოგითვალა ამ თანხად 3 კაცს დავაფინანსებო


lol.gif

Posted by: marilis_ 30 Aug 2011, 23:19
axavild
QUOTE
მეც დამაფინანსონ და გავუმართლებ biggrin.gif

გაუმართლებს ღმერთი, მე უანგაროებს ვეძებ!
ბიძინა, შემოიხედე რააა biggrin.gif

QUOTE
ისეთი მოტივირებული ვარ (ეღლა), რომ ავიტან

მე თანამედროვე ხელოვნებას მასწავლიდა პირველი რანგის პროფესორი,
რომელმაც პირველივე გაკვეთილზე შოკში ჩამაგდო,
ზურგით დაჯდა კომპიუტერისკენ, დაიწყო რეპროდუქციების გაშვება და 2 საათი ზურგით მჯდარმა ილაპარაკა, თან საშინლად მონოტონურად და საზიზღრად. ბაჰუაუსზე ლაპარაკობდა, სხვათა შორის biggrin.gif ერთი რაც კარგი იცოდა, ეს იყო ფილმების გაშვება, ფილმებიდან რაღაცას ვიგებდი ხოლმე biggrin.gif
გინდა ეგეთი შენ?!
* * *
Andy_Kaufman
QUOTE
ბიძინამ შემოგითვალა ამ თანხად 3 კაცს დავაფინანსებო yes.gif

lol.gif

მე მაინც მჯერა და იმედი მაქვს, რომ დამაფინასებენ! bis.gif

Posted by: axavild 30 Aug 2011, 23:25
marilis_

QUOTE
გაუმართლებს ღმერთი, მე უანგაროებს ვეძებ!


biggrin.gif მე იმდენად არ მიყვარს, როცა მეხმარებიან (რომ) - უხერხულობისგან არაადეკვატური ვხდები..
მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება და დავიტანჯები biggrin.gif
ასე, რომ ჯობია მე თვითონ შემეძლოს (ნა ღუ :შ )

marilis_ ბაუჰაუზე იქეთ დაველაპარაკები და უფრო იშვიათ ფილმებზეც დავპატიჟებ (ფორევერ სნობი ლომი) biggrin.gif

Posted by: marilis_ 30 Aug 2011, 23:26
წარმოიდგინეთ, ერთ კვირაში მომდის პიემი ბიძინა ივანიშვილისგან, ტექსტით: სამიდან ხუთამდე კომპიუტერთან ვერ ვხდებოდი, შესაბამისად, ფორუმზე დარეგისტრირება ვერ შევძელი და პასუხი დროულად ვერ გაგეცი. როდის გეწყება სწავლა, გენაცვალოს ბიძია, წაადი, გაძლევ ფულსო! user.gif
მილანიდან ჩამოგიტანდით მოლესკინის ბლოკნოტებსა და ლინდტის შოკოლადებს user.gif

Posted by: axavild 30 Aug 2011, 23:29
marilis_ სხვათაშორის იტალიაში მეც მინდოდა, ოღონდ რესტავრაციის ამბებში..
მამენტ ეხლაც ვფირქობბ ხელოვნებათმცოდნეობას ისევ - რესტავრაციას ხომ არ მივეძალო..

user.gif (რამე ახალს მაინც ვისწავლის სმაილი)

ხოდა ამ ფიქრში დავკარგე სამი წელი mo.gif

Posted by: Andy_Kaufman 30 Aug 2011, 23:30
marilis_
მასეთ რამეს მეც მოგწერ რა პრობლემაა მარა ერთი განსხვავებაა ჩემსა და ბიძინას შორის სულ რაღაც ერთი ასო გვაშორებს ერთმანეთს sad.gif

ეგ ასო რომ არა მინიმუმ ბერა 2 ვიქნებოდი givi.gif


ბეწვზე ვარ გადარჩენილი sad.gif


Posted by: marilis_ 30 Aug 2011, 23:31
axavild
QUOTE
biggrin.gif მე იმდენად არ მიყვარს, როცა მეხმარებიან (რომ) - უხერხულობისგან არაადეკვატური ვხდები.. მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება და დავიტანჯები biggrin.gif

მესმის,
მე ყოველ დღე ერთი ადამიანი მახსოვს- ჩემი ქართულის მასწავლებელი. ჩემი ცხოვრების ადამიანია, რომელმაც ასე, უანგაროდ მასწავლა, არა მხოლოდ ქართული და ვერასდროს გადავუხდი მადლობას, ეს მაგიჟებს. მე თუ შევძელი და იმდენი გავუკეთე ვინმეს და ვინმესთვის ის გავხდი, რაც ჩემთვის ისაა, მარტო მაშინ ვიგრძნობ თავს ცოტა უკეთ.
მაგრამ,
რაც მე ევროკავშირმა მაფინანსა, ის მაპატიონ და საერთოდ არ მაწვება სინდისსზე. მადლიერი ვარ, კი.
სტიპენდია სხვაა, მამა biggrin.gif

QUOTE
ასე, რომ ჯობია მე თვითონ შემეძლოს (ნა ღუ :შ )

ამას მე ათი წლის შემდეგ თუ შევძლებ და მერე ეჭვი მაქვს, სადმე წასვლა მინდოდეს biggrin.gif
* * *
axavild
იტალიაში ყველაზე მაგარი სკოლა რაც ჰქონდათ- იჩიერე, ის დახურეს. დროებით თუ სამუდამოდ, არ იციან, მაგრამ აღარ არის მიღება და რომც იყოს, სულ 14 ადგილია, ურთულესი კონკურსი. მანდ სწავლობენ თავიანთი საქმის მგლები, სტუდენტობისასვე რომ მაგარი შეკვეთები აქვთ.
ბევრი კარგი სკოლა აქვთ, მაგრამ მსგავს გარანტიას ვერც ერთი მოგცემს.
ხელოვნებათმცოდნეობა რად გინდა,გიყვარს- იცი. მერე?!
მასწავლებლობა თუ გინდა, ხო. ისე აზრი არა აქვს.
Andy_Kaufman
QUOTE
ბეწვზე ვარ გადარჩენილი sad.gif

ბიძინამ თუ მომწერა, შენ ორ ცალ მოლესკინის ბლოკნოტს გიყიდი

Posted by: ფრენოლოგი 30 Aug 2011, 23:37
axavild
QUOTE
ილიაში არის ხელოვნებათმცოდნეობა?

yes.gif

კი, რატო არა

Posted by: axavild 30 Aug 2011, 23:38
marilis_

QUOTE
ამას მე ათი წლის შემდეგ თუ შევძლებ და მერე ეჭვი მაქვს, სადმე წასვლა მინდოდეს


ჩემი ფულის გამომუშავებით თუ ვიმსჯელებ - ვერაზოდეზ :შ


QUOTE
რაც მე ევროკავშირმა მაფინანსა, ის მაპატიონ და საერთოდ არ მაწვება სინდისსზე. მადლიერი ვარ, კი. სტიპენდია სხვაა, მამა


biggrin.gif არა ეგ ხო..
შენ სად სწავლობდი?

Posted by: Andy_Kaufman 30 Aug 2011, 23:41
marilis_
QUOTE
ბიძინამ თუ მომწერა, შენ ორ ცალ მოლესკინის ბლოკნოტს გიყიდი

ორი მოლესკინის ბლოკნოტი რათმინდა ერთი ნესვის ბლოკნოტი მიყიდე sad.gif

2kiss.gif

Posted by: axavild 30 Aug 2011, 23:41
QUOTE
იტალიაში ყველაზე მაგარი სკოლა რაც ჰქონდათ- იჩიერე, ის დახურეს. დროებით თუ სამუდამოდ, არ იციან, მაგრამ აღარ არის მიღება და რომც იყოს, სულ 14 ადგილია, ურთულესი კონკურსი. მანდ სწავლობენ თავიანთი საქმის მგლები, სტუდენტობისასვე რომ მაგარი შეკვეთები აქვთ.


sad.gif

QUOTE
ხელოვნებათმცოდნეობა რად გინდა,გიყვარს- იცი. მერე?!


ხო, სწორედ ეს მაკავებს sad.gif .. თან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რამე ახალი გავიგო ან შემძინონ..

ფრენოლოგი არ ვიცოდი smile.gif კარგია :შ

Posted by: ფალკონე: 26 Sep 2011, 22:46
QUOTE
ხელოვნება როგორც პროფესია, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამ პროფესიით იარსებო

საერთოდ მაგარი რამეა რო ეს კითხვა ისმება drug.gif

აბა მითხარით მე
სად არიან ქართველი კინომცოდნეები ,თეატრმცოდნეები ,მუსიკათმცოდნეები ....

ნუ ალბათ კი არადა არიან მაგარმ drug.gif ბოლოს როდის წავიკითხე-მოვისმინე ვინმეს ნორმალური მოსაზრება დამავიწყდა

რამე კულტურული მოვლენა რო მოხდება კომენტარს მინისტრები, სასულიერო პირები და დებილი თინეიჯერები აკეთებენ :|

მაგიტომაა მერე ქართული ახალი ფილმები მაგარი... მუსიკა უკეთესი ....

უღლეესი პროექტები

ენრიკეს ჩამოყვანა არ ეყოთ პატრისიაა კაას მოათრევენ (სომხეთის კულტურის პინისტრს მაინც კითხონ მუსიკაზე აზრი :| )

ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენა

გიგი დედალამაზიშვილს და სოფო ხალვაშს ევალებათ drug.gif

სგსგგს კიდე აღმოაჩინონ drug.gif

მთავარია ეკონომიკა ხო ვითარდება და ბიზნესი ხო ყვავის სამუშაო ადგილები გვაქვს და ვიყოთ ეხლა ზომბებივით

მიშამ თქვა ინჟინრები გვჭირდებაო up.gif

ხელოვნებათმცოდნეობა და ეგეთები დედიკოს ბიჭების საქმეა


ხო კიდე ქართული მოდა lol.gif lol.gif

მარტო იმიტომ რომ არავის შეუძლია შესაბამისი შეფასება მისცეს ამ ###ობას vis.gif

Posted by: axavild 26 Sep 2011, 22:59
ფალკონე:

ესეც წაიკითხე.. smile.gif

http://dance1234.blogspot.com/2011/08/thundercat-golden-age-of-apocalypse.html

Posted by: irusha 27 Sep 2011, 11:33
ფალკონე:
QUOTE
სად არიან ქართველი კინომცოდნეები ,თეატრმცოდნეები ,მუსიკათმცოდნეები ....


boli.gif

le fou

შემოდი დარცხვენილი, თავდახრილი და ერთად ავიტუზოთ კუთხეში.. biggrin.gif

Posted by: Le fou 27 Sep 2011, 11:56
irusha
QUOTE
შემოდი დარცხვენილი, თავდახრილი და ერთად ავიტუზოთ კუთხეში..


დამანებე დედაკაცო თავი! ეხლა აქ მაწუწუნე კიდევ... mo.gif cry.gif

Posted by: MadDreamer 27 Sep 2011, 12:09
pekineli
მდა რა ხდება ეხლაbiggrin.gif
ტუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის მერეკიდევ გინდა ხატვა
ძალიან კარგია,ესეიგი რაღაც არსებობსbiggrin.gif
და ტუ ჩააბარებ ძალიან კარგი,ოღონდ არის 1 პრობლემა : სამხატვრო აკადემია!
მოკლედ პირადად მე შეპყრობილ ხელოვანტა კატეგორიას მივეკუტვნები,ძალიან ენტუზიასტი ვარ და მიუხედავად იმისა რომ კარგად ცხოვრებას ვარ მიჩვეული
სულ არ მაინტერესებს საწყის ეტაპზე ჩემი პროფესია მომიტანს ტუ არა ფულსbiggrin.gif
ეს ისე შესავლისტვის,რომ არ გეგონოს რომ აკადემიაში შემტხვევიტ მოვხვდი,როგორც 90%
"ვზროსლი ძმები" რომ მაფრტხილებდნენ აკადემია კლავსო არ ვუჯერებდი,სულ რომ არაფერი არ მასწავლონ,ჩემიტ ვიზამ ყველაფერსტქო და ტქვენ აზრზე არ იყოტ რა აკადემიის ბრალიატქო და ა.შ. ჩავაბარე აკადემიაში და პირველივე დღეს მივხვდი რომ SUCKS საოცრად ტანbiggrin.gif ნუ მე მარტალია დიზაინზე ვარ და სახვიტები ბევრჯერ უკეტეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ ნუ ხელოვნებასტან ცოტა შეზღუდული დამოკიდებულება სუფებს და ამას აკადემიაში ვერ გაექცევი,საბოლოოდ შედეგი მივიღე ის რომ საკუტარი ტავი და პროფესია ტიტქმის მეზიზღება=))))))))))))))))ნუ მტალდ ასეც არაა საქმე(ჯერ) .მე ეს იმიტომ მომივიდა რომ ძალიან ბევრს ვუცდიდი აკადემიიდანbiggrin.gif ტან ყველას ვიცნობდი სტუდენტებს და ახალი და კაი ტიპი არავინ გამიცვნიაbiggrin.gif ხოდა რა ვიცი ეს ისე პატარა გაფრტხილება შესამზადებლად=)) რომ იცოდე სად ააპირებ ჩაბარებასbiggrin.gif
ტუმცა სხვა სამხატვრო სასწავლო დაწესებულება არაა სამწუხაროდbiggrin.gif
მოკლედ შეშინება არ მინდოდაbiggrin.gif ხო ისე ძლიან კარგია რომ მაინც გინდა ხატვაbiggrin.gif

Posted by: pekineli 27 Sep 2011, 12:11
MadDreamer
ჩავაბარე აკადემიაში მე რესტავრაციაზე მაგისტრატურაში და ვფიქრობ გადავიხადოთუ არა ფული საერთოდ sad.gif
რას მირჩევთ ხომ არ დავიკიდო ვაფშე?

Posted by: MadDreamer 27 Sep 2011, 12:14
აი რესტავრაცია საიდან მოიფიქრე ვაბშე=))
რა ვიცი არადა რგოორც ამბობენ ცუდად არ ასწავლიან მანდ და ტუ კარგი იქნება (ნუ მე ვინც ვიცი რამდენიმე) დაკავებულია ტავისი პროფესიიტ და არამარტო საქარტველოშიbiggrin.gif
მაგრამ ხატვა მინდაო და ა.შ. და რესტვრაცია რატომ?:|

Posted by: pekineli 27 Sep 2011, 12:18
MadDreamer
QUOTE
აი რესტავრაცია საიდან მოიფიქრე ვაბშე=))

იურისტის დიპლომით ვერ ჩავანბარებდი სახვითის ფერწერაზე sad.gif ახლა მაგისტრატურაში ჩავაბარე
ერთი სემესტრი ვისწალი მანდ და მერე შიდათი გადავალ ფერწერაზე.

Posted by: MadDreamer 27 Sep 2011, 12:21
ხო ეგ უნდა დამეწერა მაგრამ მაგისტრატურაზე ხდება ტუ არა ზუსტად არ ვიცოდიbiggrin.gif
ძალიან კარგი,ისე მიხარია ვინმე რომ "მოექცევა" ხოლმე=))

Posted by: pekineli 27 Sep 2011, 12:23
MadDreamer
მოკლედ ღირს თუარა საერთოდ მანდ ფულის გადაყრა? მაგრად აი ძალიან მაგრად ივნან თესეუს სახვით ხელოვნებაზე რომ არ ჩავაბარე იქ ჯობია ნაღდად

Posted by: MadDreamer 27 Sep 2011, 12:26
არარააააააააააააააააააააააააააააა
ტსუ ში ნაღდად არ ღირდა:O
საერტოდ ყველას ტეატრალურის ჯობს,მაგრამ მაგის მერე სამხატვროში ნუ ძალიან ნორმალურია biggrin.gif აი ტსუ ში ნაღდად არ ღირს,მანდ მარტლა გადაყრი ფულს და დროსbiggrin.gif
სამხატვროში ტეორიულები და სახვიტი ქაჩავს,აი შემტხვევიტ მედიაზე არ უნდა ჩააბარო ან დიზაინზე:| არქიტექტირასაც არაუშავს რა:|

Posted by: pekineli 27 Sep 2011, 12:36
MadDreamer
ანუ მე მაქვს ფერწერის რესტავრაცია და ღირს? ვისწავლი რამეს? მაგისტრატურაში ხომ არ იცი ლექციები საღამოსაა თუი დღისით?

Posted by: axavild 27 Sep 2011, 12:37
MadDreamer

QUOTE
"ვზროსლი ძმები" რომ მაფრტხილებდნენ აკადემია კლავსო არ ვუჯერებდი,სულ რომ არაფერი არ მასწავლონ,ჩემიტ ვიზამ ყველაფერსტქო და ტქვენ აზრზე არ იყოტ რა აკადემიის ბრალიატქო და ა.შ. ჩავაბარე აკადემიაში და პირველივე დღეს მივხვდი რომ SUCKS საოცრად ტან


lol.gif

QUOTE
ტან ყველას ვიცნობდი სტუდენტებს და ახალი და კაი ტიპი არავინ გამიცვნია


ეგრა.. მარტო წუწუნებენ და ბომჟაობენ. ერთ ლინკს განიხილავენ და "ხალხი რას აღარ აკეთებს დასავლეთში და იაპონია ხომ საერთოდ გიჟები არიან, ჩვენ კიდე..sad.gif "
ხოდა შენ რას აკეთებ ამ დროს? არაფერს.. აი, მართლა არაფერს გარდა იმისა, რომ ერთ ლინკს სასტავი ატრიალებთ და რაღაც პოლიტიკურ სივრცეში გადადიხართ და გგონიათ ასე უფრო ვითარდებით, როგორც არტისტები..

იბიომაწ (:შ) ძრომიალი ეზარებათ.. კითხვა ეზარებათ.. ნახვა ეზარებათ.. ყველაფერი ეზარებათ, სამაგიეროდ ვიზუალურ, ცარიელ ეფექტზე მუშაობენ და სატავურ რეკლამებით შემოიფარგლებიან.. და ყველაზე მაგარი ისაა, სიმბოლური ფოლდერი ხელოვნებაზე და ვსიო - გადადიან და საუბრობენ მარტო მუსიკაზე..

ერთ-ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს რამოდენიმე წრე ახალგაზრდების.. აი, ჯგუფი დავარქვათ თუნდაც..
რომლიც დასამახსოვრებლად იმუშავებს.. და კიდე უფრო დიდი პრობლემაა ისაა, რომ კმაყოფილდებიან პატარა წრით და იქვე ჩერდებიან..

საერთოდ ეს გარე პერსონაჟები უნდა დაიკიდო და დამოუკიდებლად იმუშაო..

Posted by: MadDreamer 27 Sep 2011, 12:38
კი ღირს ნაღდადbiggrin.gif დიზაინის მაგისტრატურას დილაობიტ აქვს და მანდ არ ვიცი
* * *
axavild
ისა მაგ წრეს რომ არ ვეკუტვნი და ეგეტები რომ არიან აკაში მაგას განვიცდიbiggrin.gif
სატქმელად მარტივია,მაგრამ როცა არც ერტი ტანამოაზრე არ გყავს მარტლა ძალიან რტული ყოფილაbiggrin.gif
მარტალი ხარ,ყველა რაღაცას აპროტესტებს და პოლიტიკაში ერვიან ტუ რასაც შვებიან,ეგ იმიტომ რომ ტავის საქმეში წაულუზერებენ,მაგრამ აკადემია ძალიან უწყობს ხელს ამასbiggrin.gif მე პირადად მ,ეორე კურსზე მივხვდი რომ აკდემიაში მარტო ტეორიულებზე უნდა ვიარო,ისიც ყველაზე არა,და რასაც ქვია art ეგ მარტომ ვიჩალიჩო,მაგრამ ძალიან ტეხავს და ძალიან მოქმედებს ეს,ნუ ჩემზე და ალბატ ყველაზეც ვინც (ტუ არის ვინმე) ჩემ პონტშია:შ
ნუ პოზიორებს მიაქვს აკადემია რას ვიზამტbiggrin.gif

Posted by: axavild 27 Sep 2011, 12:55
MadDreamer

QUOTE
ტანამოაზრე არ გყავს მარტლა ძალიან რტული ყოფილა


თანამოზარე შეიძლება გყავდეს, მაგრამ მხოლოდ დაშეარებით შემოიფარგლოს.. ეგეც არ არის ცუდი, მაგრამ საბოლოოდ არაფერია.. კოლაბორაცია არ არსებობს რა :შ

QUOTE
აკადემია ძალიან უწყობს ხელს ამას


სისულელეა.. როგორ შეიძლება აკადემიამ, ან ზოგადად რამე დაწესებულებამ ჩაგკლას როგორ არტისტი და ხელოვნების მოყვარული და მითუმეტეს გაგაზარმაცოს? smile.gif ან რით ვერ გაიგეს, რომ აკადემია - არაფრის მომცემია.. კლასიკაა უკვე ეს ფრაზა და წლების მერეც კლასიკად და მიზეზად რომ რჩება ეგ ტეხავს..

Posted by: MadDreamer 27 Sep 2011, 13:08
იცი რა აი მეც მაგას ვამბობდი და სრულიად ლოგიკურია სანამ აკადემიაში შევდგამდი ფეხს,მაგრამ აკადემია ლოგიკას და საერტოდ არანაირ ბუნების ფიზიკის ტუ სხვა რამის არანაირ კანონს არ ექვემდებარება,ტანაც გასავალისწინებელია,რომ "ხელოვანი ხალხი: (ეს სიტყვატა მყარი შეხამება ძალიან მესასაცილოება =)) ) ძალიან მგრძნობიარეები ვარტ და სუსტი ადამიანი ნაღდად არ ვარ მაგრამ მანგრევს ,რაც აკადემიაში ხდება,უბრალოდ დაუჯერებელია,ვისაც ვეუბნები ვუყვები რამეს, ჩემს უსაშველო ფანტაზიას აბრალებენ,ნუ მარტლა აბსურდია და კიდევ უფრო აბსურდია რომ ეს ყველაფერი პირველივე დღეს აისახება სტუდენტზე და მის განწყობა-დამოკიდებულებაზეbiggrin.gifუნდა ნახო რომ დაიჯერო=)))))))) იმის გამო რომ ერტხელ ფეხი წამიცდა და სამხატვროში მოვხვდი ნაღდად არ ვაპირებ რომ დაუწყებელი კარიერა მანდვე დავასრულო,უბრალოდ დრო მიდის ხო და რატომ უნდ ადამეკარგა 3 წელი,არაფერში,მარტლა არაფერში,ნუ ის კი "ვისწავლე" რომ პირველი შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვა და უბრალოდ უნდა დავახვიო ამ ქვეყნიდანbiggrin.gif ტანამედროვე არტი აქ არაა და არც იქნება ძალიან დიდხანს,რენესანსში და უკეტეს ვარიანტში მეოცეს დასაწყისში არიან გაჭედილები,სტუდენტებზე ვამბობ,ხოდა მე კდიევ იმ კატეგორიას არ მივეკუტვნები რომ რაღაც ვაპროტესტო და ხალხს "ტვალი ავუხილო,"არ ვარ კეტილი=)))))))))ყოველშემტხვევაში რაც ჩვენს მიწაზე იგულისხმება ტვალის ახელაში ეგ არ მანტერესებს ძალიან ტანbiggrin.gif
ხოდა ასე გარედან ტვალის დევნება და კომენტარის გაკეტება და რჩევის მიცემა და გაკიცვხა ასე ვტქვატ ძალიან მარტივიაbiggrin.gif

Posted by: axavild 27 Sep 2011, 13:22
MadDreamer ვთვლი, რომ ძალიან კარგად მესმის ეს სფერო და მარტივიც იმიტომ გამოდის გაკიცხვა gigi.gif

ხოდა, ხო აზრობ.. ეს მოწუწუნე სასტავი რომ დაამთავრებს აკადემიას, და მსგავსი აკადემიის ხარჯზე ნასწავლი, მომავალში ლექტორად, რომ გამოცხვება biggrin.gif ამიტომ კლავს წუწნი და გადაბრალებები biggrin.gif

უბრალოდ აღიარონ, რომ შემოქმედებითად მკვდრები არიან smile.gif

მაგრამ, ჯიუტად მჯერა 2000 წლიანები საინტერესოდ ამოძრავდებიან biggrin.gif

Posted by: MadDreamer 27 Sep 2011, 14:06
ხო ეხლა 2011 არის უკვე და 12 დგებაbiggrin.gif ეგაა რა ამდენი წლის წინ დამტავრებულები ეხლა რომ იზამენ რამეს,იცი ეგ რას ნიშნავს,რომ როცა გაიზარდნენ გაერტნენ და გონში ჩავარდნენ და ტავისიტ ისწავლეს რაღაც მერე იზამენ რაღაცასbiggrin.gif დიდი ვერაფერი შეღავატიbiggrin.gif 2020სკენ ალბატ ჩვენი ტაობაც იზამს რამესbiggrin.gif
აკადემიის დამსახურებაა ის რომ აბსოლუტურაც შემოქმედებიტად იმპოტენტ ტაობას იძლება, რაც მარტო სტუდენების ბრალი არაა,იმდნეი სამედიცინო გაგებით იდიოტი ლექტორი მყავს რომ ლექციაზე ვერ შევდივარ ფიზიკურად. ტან მტავარ საგნებში. ამის გამო ერტია რომ ვერ ვიტარდები კიარადა გაფერხებს ასე ტუ ისე და მეორეა რომ ფსიქოლოგიური სტრესია,არაერტხელ მიფიქრია მე ვარ იდიოტიტქო მაგრამ ნუ ფაქტია არ ვარ=))კიდევ კარგი არის 1 ასეტი სტუდენტი Indian Summer ხოდა დავჯდებიტ ხოლმდე და ვბჭობტ ქარტული არტის და არამარტიო ქარტულის რაობაზე,მაგრამ პრობლემაა ის რომ სრულიად სხვადასხვა ინტერესები მიზნები და მოტხოვნები გვაქვს ცხოვრებისგან. ამიტომ ორივეს მაინც არ გვყავს ტანამოაზრე რომელტან ერტადაც შეიძლება რაღაც გააკეტო,ან არაფერი არ გააკეტო და უბრალოდ წყნარად იყო,რომ მარტო არ ხარ,რომ არ აფრენ,რომ ა.შ. უF რა დალაგებულად გადავდივარ აზრიდან აზრზე=)))))))))
ხო მოკლედ იმის ტქმა მინდა რომ აკადემია ძალიან ავიტარებს სიზარმაცეს,ნიჰილისტურ დამოკიდებულებას,არაშემოქმდებიტობას და ერტადერტი გამოსავალი უბრა;ლოდ აკადემიიდან წასვლაა. ვინც ეზოში ზის მტელი დღე და სვამს ძალიან ბევრს აქვს ისეტი მონაცემი,ეგ რომ ნორმალურ ადგილას სწავლობდეს,საკმაოდ ნორმალური მხატვარი, ტუ რა პროფესიაც აქვს ის, იქნებოდა. ხო ტვიტონ სწავლების სისტემა არის ისეტი ისტერიკას მმარტებს. სამწუხაროდ ამას ბევრი სტუდენტიც ვერ ხვდება.ვერ ხვდებიან რომ მე ტანსაცმლის დიზაინზე რომ ვსწავლობ,მაგრად კიარ უნდა ვხატავდე მაგარი იდეა უნდა მქონდეს,იდეის გასაჩენად კიდევ გადამჭკნარი ნატურმორტის ხატვა მტელი 4 წელი არაა საჭირო:|მოკლედ დავიღალე იმ კვირიდან მეყოფა ისედაც liveაში:|

Posted by: axavild 27 Sep 2011, 14:11
QUOTE
2020სკენ ალბატ ჩვენი ტაობაც იზამს რამეს


გეგონოს biggrin.gif

MadDreamer biggrin.gif ხო, თუ არ მოგწონს სივრცე, წრე, ადამიანი, პარტნიორი, შედეგები და ა.შ. უნდა წახვიდე.. biggrin.gif

მოკლედ წარმატებები :შ

Posted by: Indian Summer 27 Sep 2011, 14:38
axavild
QUOTE
სისულელეა.. როგორ შეიძლება აკადემიამ, ან ზოგადად რამე დაწესებულებამ ჩაგკლას როგორ არტისტი და ხელოვნების მოყვარული და მითუმეტეს გაგაზარმაცოს?

ოო ეგ იცი რა მარტივია.. მე ჩემი ლექტორი მიხევს ნახატებს, ზევიდან ახატავს რაც არ მოსწონს, თან მეუბნება რომ არასწორად მიხატია და უფრო არასწორად ხატავს მერე ზევიდან, თან მეუბნება რომ ისე უნდა ხატავდე როგორც მე მომწონს და არა შენო, ჩემს გამოფენებზე წადი და ნახე როგორ ვხატავ და ხატე მასეო..
სხვა ფაკულტეტზე (ან სხვა მიმართულებაზე) გადასვლა არ მინდა, იმიტომ რომ მიყვარს ახლა რასაც ვაკეთებ/ვსწავლობ.. ხოდა მიწევს როგორღაც შევეგეუო ამ ლექტორს, რომელიც სხვათაშორის კომპოზიციის ლექტორია.. და კვირაში 20 საათი მაინც ვხედავ..
მერე მაგის სტუდენტები ძალაუნებურად ვიწყებთ ისე ხატვას, როგორც მაგას უსწორდება და ეგ უკვე იმას ნიშნავს რომ ჩაგვკლა.. კი მე და ჩემი ჯგუფელები არც ეზოში ვსხედვართ (მანდ ჩასვლას ვერც ვასწრებთ, საჭმელსაც კი აუდიტორიაში ვჭამთ ხშირ შემთხვევაში) არც ვზარმაცობთ.. ნუ 2 კურსის განმავლობაში იმდენი ჩანახატი და ილუსტრაცია დამიგროვდა არ ვიცი სად შევინახო.. კი, რასაც შემიძლია ვშრომობ და ვაკეთებ.. მაგრამ რა? მერე მოდის ბოროტი ბუა და ერევა ჩემს ნამუშევრებშიმ იმ დონეზე რომ აი აქ ამ ქალს წითელი კაბა კი არა, შავი უნდა ეცვასო და ჩუმად ახატავს ზევიდან რასაც უნდა, სანამ მეორე აუდიტორიაში ვარ გასული biggrin.gif ჩემზე უფროსები ვინც არიან, ახლა 4 კურსზე ვინც გადავიდა, ეგენი უკვე მოექცნენ მისი გავლენის ქვეშ და ყველა ისე ხატავს როგორც მაგას უნდა..
მე და ჩემ ჯგუფელებს არ გვინდა და ვართ მუდმივი სტრესის ქვეშ.. სულ რაღაც კონფლიკტებია.. 2 კურსის პირველ სემესტრში სახლში რომ მივდიოდი ნახევარი დღე ვტიროდი ისე მოქმედებდა ის ქალი.. ახლა უკვე გამოვინახე ცოტა საერთო ენა..ან დაკიდება ვისწავლე არ ვიცი.. არ ვნებდები.. მაგრამ ფაქტია რომ ასეთი დამოკიდებულება სტუდენტისადმი რათქმაუნდა გააზარმაცებს სტუდენტს (ჩემი ორი უნიჭიერესი ჯგუფელი საერთოდ აღარ ხატავს) და ჩაკლავს.. ინდივიდუალიზმს ჩაუკლავს.. ამაზე მეტი კატასტროფა რა გინდა..

რამდენი ვწერე..

MadDreamer
QUOTE
Indian Summer ხოდა დავჯდებიტ ხოლმდე და ვბჭობტ ქარტული არტის და არამარტიო ქარტულის რაობაზე,მაგრამ პრობლემაა ის რომ სრულიად სხვადასხვა ინტერესები მიზნები და მოტხოვნები გვაქვს ცხოვრებისგან. ამიტომ ორივეს მაინც არ გვყავს ტანამოაზრე რომელტან ერტადაც შეიძლება რაღაც გააკეტო,ან არაფერი არ გააკეტო და უბრალოდ წყნარად იყო,რომ მარტო არ ხარ,რომ არ აფრენ,რომ ა.შ. უF რა დალაგებულად გადავდივარ აზრიდან აზრზე=)))))))))

მე მყავს თანამოაზრეები თუნდაც ირაკლი და გიორგი .. მაგრამ ზემოთ დავწერე უკვე რომ საერთოდ აღარ ხატავენ.. ერთადერთი ზაფხულში შეგვეძლო თავისუფლად გვეკეთებინა რაღაც და გეგმები გვქონდა, უნდა შევკრებილიყავით და რაღაც ინსტალაცია გაგვეკეთებინა, შეიძლება იდეა არ იყო დახვეწილი, მაგრამ ადგილიდან დავიძრებოდით, მაგრამ რათ გინდა.. მე ვერ მოვიცალე biggrin.gif 1 კვირაში სწავლა იწყება და ჩემ ფეხებს მოვასწრებთ ახლა.. ჩვენ ხო იცი 8-ვე ლექცია აკადემიაში ვართ, თქვენგან განსხვავებით biggrin.gif

Posted by: axavild 27 Sep 2011, 14:44
Indian Summer
QUOTE
მე ჩემი ლექტორი მიხევს ნახატებს, ზევიდან ახატავს რაც არ მოსწონს, თან მეუბნება რომ არასწორად მიხატია და უფრო არასწორად ხატავს მერე ზევიდან, თან მეუბნება რომ ისე უნდა ხატავდე როგორც მე მომწონს და არა შენო, ჩემს გამოფენებზე წადი და ნახე როგორ ვხატავ და ხატე მასეო..


აააა lol.gif

რატომ გასდის?

Posted by: Indian Summer 27 Sep 2011, 14:49
axavild
იმიტომ რომ რატომღაც ძალინ დიდი ავტორიტეტი აქვს.. ნუ ეგ სხვა ლექტორებთან.. და სტუნდენტებთან იმიტომ რომ მერე ან ჩაგჭრის და ქულას არ დაგიწერს თუ არ მოეწონე ან სხვანაირად გაგაუბედურებს.. ხოდა 2 კურსის მეორე სემესტრში ჩემი სხვა ლექტორი მისულა მაგასთან, დალაპარაკებია და ბოლოს რაღაც ძაან გაანგელოზდა, 98 დამიწერა სემესტრის ბოლოს : )))))))
წელს არ ვიცი რა იქნება.. იმედია თავზე არ გადამახევს რასაც ახლა ვხატავდი..

Posted by: axavild 27 Sep 2011, 14:52
Indian Summer sad.gif((

საინტერესოა ეს ავტორიტეტი რამ მოუტანა.. ნაშრომებსაც კი გავეცნობი, ისე დამაინტერესა :შ

შეგიძლია მითხრა სახელი და გვარი (თუნდაც პმ-ში)

Posted by: MadDreamer 27 Sep 2011, 15:22
Indian Summer
ჰუჰ ბიჭო რანაირად უძლებ აი მე ისეტი რაღაც მემარტება ნუ არ გამომდის უბრალოდ რა
"ის ვისი სახელი არ უნდა ვახსენოტ" იმის ლექციაზე 1ხელ ვიყავი სულ და ზუსტად ნახევარს საატში ისე მიქნა ტიპმა რატომღაც მტელი წელი არ მივლია და საგანიც შემეტენა,მაგრამ მანდ შესვლას ეგ მერჩივნაbiggrin.gif და მაგის შვილსაც იგივე მონაცემი აქვსbiggrin.gif ტავიდან მე ვიყავი და ბოლოს მტელი კურსი აცდენდა მაგატ ლექციებსbiggrin.gif
უი ხო ანეჩკ იცოდი რომ ისევ გიაა რექტორი?!=))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ყანამ მიტხრა=)))))))))))))))

Posted by: axavild 27 Sep 2011, 15:24
MadDreamer

QUOTE
"ის ვისი სახელი არ უნდა ვახსენოტ"


lol.gif

Posted by: Indian Summer 27 Sep 2011, 15:29
MadDreamer
ვიცი ხო, მარაიმ ორ კანდიდატს ისევ ეგ ჯობია biggrin.gif

QUOTE
"ის ვისი სახელი არ უნდა ვახსენოტ"

აუ ეგ წელს აღარ მეყოლება ვუჰუუუუ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! თავისუფლება!!!!!!!!

შენ ის არ გინახავს მაგან ერთხელ ჩემი ჯგუფელის უკვე კედელზე გაკრულ ნახატს ნიშნისწერამდე 10 წუთით ადრე ზედ გადაუარა : )))))))))))))))))))))) ის გოგო ძლივს დავიჭირეთ, გული მისდიოდა biggrin.gif


Posted by: MadDreamer 27 Sep 2011, 15:34
Indian Summer
ეჰ მე ალბატ მაინც მეყოლება მაგრამ ნაკლები საატი ალბატbiggrin.gif
ტიპმა ხატვა იმენნა არ იცის,ფერებს ვერ არჩევს და მაინც რამდენს ატრაკებსbiggrin.gif ნინოს საუჯღაბნა ხოდა გიამ ნიშნისწერაზე დაიწუნა ნახატი ძალიან გაზელილიაო,ხოდა ამან გიას გასაგონად უტხრა ნინოს რაღაც შენიშნვა=))) მაგის პატრონს უბედურს=)))))

Posted by: Indian Summer 27 Sep 2011, 19:50
MadDreamer
მე ბოლოს ის მეორეც მაღიზიანებდა, არ დავკონკრეტდები biggrin.gif

ნუ ხო, ლოკვა და რამე wink.gif

Posted by: t@ko 28 Sep 2011, 21:25
Indian Summer

ვხვდები ვიზეც ამბობ და შეწინააღმდეგება არ მიშველის? დანარჩენები წყნარად უყურებენ ამ ყველაფერს? ჰმ... sad.gif

სტუდენტებსაც არ უნდათ სწავლა... ერთია რომ ლექტორის გამო გადაგინდება სწავლა, მეორეა საერთოდ ინტერესიც რომ არ გაქვს ფურცელზე ხაზი გაუსვა და არის მესამე უკიდურესობაც. ცდილობ რომ ტექნიკა დახვეწო, რაღაც ისწავლო და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობ მაგრამ ლექტორების უყურადღებობის გამო აკადემიას ისე დაამთავრებ ნატურმორტების ნორმალურად ხატვაც არ გეცოდინება.




Posted by: Indian Summer 28 Sep 2011, 23:16
t@ko
შენც ხო ილუსტრაციაზე მოდიხარ ახლა? ვნახოთ ერთი როგორ შეეწინააღმდეგები, ისე ახლა ცოტა შეიცვალა და შეიძლება უკეთ იყოს საქმე..

QUOTE
სტუდენტებსაც არ უნდათ სწავლა... ერთია რომ ლექტორის გამო გადაგინდება სწავლა, მეორეა საერთოდ ინტერესიც რომ არ გაქვს ფურცელზე ხაზი გაუსვა

უF მაგის მეტი რა არის.. უაზრო 'ადამიანები', რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ ცხოვრებაში რა უნდათ ..

QUOTE
ცდილობ რომ ტექნიკა დახვეწო, რაღაც ისწავლო და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობ მაგრამ ლექტორების უყურადღებობის გამო

მამუკას გულისხმობ? მახსოვს მაგასთან რაღაც 'პრობლემები' გქონდა...

Posted by: t@ko 29 Sep 2011, 00:13
Indian Summer
არა პირიქით. მე გამიმართლა მამუკასთან რომ მოვხვდი და თითქმის ყველაფერში ვეთანხმები. უბრალოდ ნერვიულია და უცნაურიც biggrin.gif მაგრამ პრობლემა პირადად არ მქონია და არც მინდა რომ წელს სხვა ლექტორთან მოვხვდე.

არ მინდა ჩამოვთვალო ლექტორები მაგრამ კარგად იცი რომლებსაც ვგულისხმობ. პირველ კურსზე ასე თუ ისე გამიმართლა და წელს არ ვიცი რა იქნება... ბუღაძე იცვლებაო თუ უკვე შეიცვალა და რავიცი იქნებ გვეშველოს რამე
pop.gif

წელს ვინ უნდა გასწავლოს კომპოზიცია?

Posted by: Indian Summer 29 Sep 2011, 00:35
t@ko
ხო რავი მახსოვს მამუკაზე მითხარი რაღაც ვერაა მთლად ყურადღებიანიო..
QUOTE
არც მინდა რომ წელს სხვა ლექტორთან მოვხვდე.

სავარაუდოდ სხვა გეყოლება.. ჩვენ ძაან ვიბრძოლეთ მამუკასთან რომ ვყოფილიყავით მაგრამ ვერა..
ჩვენ წელს გვინდა რომ ანატომიის ლექტორი გვყავდეს ხატვაში..არ ვიცი როგორ გამოვა..
QUOTE
არ მინდა ჩამოვთვალო ლექტორები მაგრამ კარგად იცი რომლებსაც ვგულისხმობ

ალბათ ეკას biggrin.gif
მაგან იცის ბავშვების არჩევა და მაგათზე გადაკვდომა.. დანარჩენია კიდია ხოლმე..
QUOTE
ბუღაძე იცვლებაო

ჯერ არა თურმე..
QUOTE
წელს ვინ უნდა გასწავლოს კომპოზიცია?

ილუსტრაციაზე ლორეტა შენგელია.. smile.gif

Posted by: t@ko 29 Sep 2011, 17:48
Indian Summer

მამუკაზე ნამდვილად მე ვთქვი? ჰმ თუ ასეა ეკას დავავიწყდე 3 წლით biggrin.gif ხო დაკიდულებს შორის მეც ვარ მაგრამ პრინციპულად არც მე ვაქცევ ყურადღებას. ქრისტინეს უკეთესი მიდგომა აქვს, ყურადღებიანია და არ ენანება საკუთარი ცოდნა ბავშვებსაც რომ გადასცეს ასე რომ პირველ კურსზე ფერწერაშიც გამიმართლა.

მაგრამ დანარჩენი ლექტორები? ყველა სტუდენტი რომ ერთნაირად კიდიათ?

Posted by: Indian Summer 29 Sep 2011, 23:26
t@ko
ქრისტინეს არ ვიცნობ.. ანუ მივხვდი რომელიცაა, მაგრამ არ უსწავლებია ჩემთვის..

თაკო როდესაც ხელფასი გაქვს 110-210 ლარი სტუდენტი კი არა ყველაფერი გეკიდება.. მაგ დროს ქველმოქმედებაა ბავშვებს რაღაცას რომ ასწავლი..

Posted by: t@ko 30 Sep 2011, 00:13
Indian Summer
რა თქმა უნდა მესმის ეგ ამბავი მაგრამ რაღაც მშენებლობაზე ან დამლაგებლად არ მუშაობენ. ეს ის ადგილია სადაც სტუდენტი ცდილობს რაღაც ისწავლოს და ამ ხალხზეა დამოკიდებული აკადემიიდან როგორი ცოდნით გავლენ. ყველას ხომ არ ყავს ფულიანი ნათესავები ან ზაპასად მეორე პროფესია ხომ არ აქვთ? იგივე ამბავი იყო სკოლებში და ისევ ბავშვები დაზარალდნენ.

და კიდევ სიბერეა ოხერი biggrin.gif ბავშვებს რომ ვერ არჩევ ერთმანეთისგან და ყოველ დღე გიწევს ახლიდან სახელების დამახსოვრება biggrin.gif

მიზეზებს რა გამოლევს მაგრამ ამ ყველაფერის თავი და თავი ვიცით ვინც არის biggrin.gif





Posted by: Indian Summer 30 Sep 2011, 01:19
t@ko
კარგი რა თაკო.. მშენებლობაზე არ არიან, მაგრამ როდესაც წინ გიზის 30 ბავშვი და იქედან 20-ს ფეხებზე კიდია შენი ხელოვნება, ამ დროს ხელფასი გაქვს ისეთი რომ მხოლოდ აკადემიამდე მოსვლის ტრანსპორტზე გყოფნის, ძალიან ცოტა გაქვს შანსი დაფიქრდე იმაზე რომ დარჩენილ 10 ბავშვს რაღაცის სწავლა უნდა...
ამიტომ არის რომ რამდენიმე ლექტორს, ვინც ბოლომდე იხარჯება უდიდეს პატივს ვცემ.. ნამდვილად კარგი ნერვების პატრონი უნდა იყო ამ დროს..

Posted by: gvelis_wiwila 30 Sep 2011, 01:38
ჰობის დონეზე დაიტოვე ბაზარი არის სისულელე. მაგიტომ არ გვაქვს კრიტიკა.

ხელოვანი ვერ გახდები თუ უშუალოდ ხელოვნებას არ დაუთმე შენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი. იქნები ხელოსანი.

ვიღაცების ნათქვამზე კიდევ თუ მოწოდებით ხარ მხატვარი, მუსიკოსი, მწერალი და ა.შ. არ გადათქვამ, სულ რომ პურის და გზის ფული გშიოდეს. ან გადათქვამ, ცოტა ხანში ინანებ და უკან დაუბრუნდები.

ეს ესეა.

ამაში დამიჯერეთ smile.gif

თან ბანკირი იყავი და თან ხელოვანი ეგ ოპცია არ არსებობს.

Art requires dogged work, work in spite of everything and continuous observation.


Posted by: amy pond 9 May 2013, 18:44
მე ვაბარებ წელს ჰუმანიტერულზე ჯავახიშვილში ხევლობენათმცოდნეობა მინდა . ყველა მეუბნება შიმშილით მოკვდებიო და რო ვეუბნები რაზე ვაბარებ პირი ღია რჩებათ ნუ კარგად რო ვსწავლობდი გონიათ რო აუცილებლად იურისტი ან ექიმი უნდა ვიყო მაგრამ მე სულ არ მაინტერესებს bis.gif ძაან მიხარია რო იქ ვაბარებ სადაც მე მინდა თუ გამამხნევებთ ჩემს მადლს მოისხამთ jump.gif

Posted by: VisualBB 10 May 2013, 00:18
amy pond
ხელოვნებათმცოდნეები, ფილოლოგები... ასეთი ადამიანები ყველაზე საინტერესონი არიან, წყალივით და ჰაერივით საჭირონი.

Posted by: amy pond 16 May 2013, 11:57
QUOTE
ხელოვნებათმცოდნეები, ფილოლოგები... ასეთი ადამიანები ყველაზე საინტერესონი არიან, წყალივით და ჰაერივით საჭირონი.


შენ გაიხარე love.gif bis.gif

Posted by: PANTALONE 16 May 2013, 12:09
ატბოინიკი აითვისეთ პარალელურად/ ელექტოობის საფუძვლები ან კედლის ამოყვანა, ან რამე ეგეთი

Posted by: pekineli 2 Jun 2013, 11:44
QUOTE
მე მშიერი რომც მოვკვდე წელს მაინც ჩავაბარებ სამხატვრო აკადემიაში

და იცით ბავშვებო რომ მე ჩავაბარე სამხარტვრო აკადემიაში?

love.gif

ფერწერის რესტავრაცია და ეს არის საუკეთესო მე რაც ცხოვრებაში გავაკეთე

Posted by: VisualBB 2 Jun 2013, 14:49
pekineli

ბედნიერი ყოფილხარ, კარგია.

Posted by: shushana 15 Jun 2013, 22:25
ძალიან რთულია smile.gif ძვირიანი ფუფუნებაა ჩვენს ქვეყანაში პატიოსნად ემსახურო შენს საქმეს (ხელოვნებას) და ამით იცხოვრო კიდეც. თუმცა თუ სულში გაქვს ვერაფერი გადაგათქმევინებს... ყველაფერს დათმობ.


QUOTE
და იცით ბავშვებო რომ მე ჩავაბარე სამხარტვრო აკადემიაში?



ოოპს, გადაწყვეტილება მიგიღია უკვე smile.gif წარმატე=ბები

Posted by: milda 2 Oct 2013, 17:24
amy pond

ძალიან საინტერესო და კარგია, მაგრამ როგორც ლექტორი გვეუბნებოდა ამ სპეციალობაზე სწავლა არის ფუფუნება, სწავლობ მხოლოდ საკუთარი თავისთვის და სიამოვნებისთვის და არა სამსახურის საშოვნელად 1% თუ იმუშავებს ამ სპეციალობითო და მართლა ეგრეა კურსელები ყველანი სულ სხვა განხრით ვმუშაობთ, იმედია იმ დროისთვის როცა სწავლას მორჩები უკეთესი სიტუაცია იქნება ამ მხრივ smile.gif

Posted by: nona22 10 Oct 2013, 18:10
QUOTE (pekineli @ 2 Jun 2013, 11:44 )
QUOTE
მე მშიერი რომც მოვკვდე წელს მაინც ჩავაბარებ სამხატვრო აკადემიაში

და იცით ბავშვებო რომ მე ჩავაბარე სამხარტვრო აკადემიაში?

love.gif

ფერწერის რესტავრაცია და ეს არის საუკეთესო მე რაც ცხოვრებაში გავაკეთე

წარმატებები, საკუთარი სიამოვნებისთვის ღირს და იმედია საქართველოშიც სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება ამ მხრივ smile.gif

Posted by: სენბონზაკურა 29 Mar 2017, 05:08
QUOTE
ხელოვნება როგორც პროფესია, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამ პროფესიით იარსებო

შეუძლებელია sad.gif

Posted by: severuss 15 Apr 2017, 02:18
სენბონზაკურა

თუ მოინდომებ შესაძლებელია smile.gif


pekineli
დაამთავრე აკადემია?

და ახლა ალბათ შენ თვითონ შეძლებ შენს დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას...


QUOTE
ხელოვნება როგორც პროფესია, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამ პროფესიით იარსებო

Posted by: სენბონზაკურა 15 Apr 2017, 04:05
severuss
QUOTE
თუ მოინდომებ შესაძლებელია smile.gif

მე მხატვარი არ ვარ, ხელოვნებათმცოდნე ვარ და ამ საფეხურიდან ასე ჩანს...

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 6 Dec 2018, 04:38
pekineli
QUOTE
როგორც ხელოვანი საქართველოში არარეალიზებული ვიქნებოდი.

ეგრეა, 320 ლარიანი სამსახური რომ იშოვო თლათ უფროსი უნდა შეაწუხო sad.gif
მუზეუმების გაერთიანებაში უნდა გყავდეს ვინმე ან ათასი *ლეობა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)