Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > დოლარის კურსი ლართან მიმართებაში


Posted by: oto_terabyte 1 Oct 2011, 12:24
როგორ ფიქრობთ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში როგორი იქნება შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში? მაგალითად საახალწლოდ, აიწევს თუ დაეცემა? ანაბრის გახსნა მინდა და ლარში გავხსნა თუ დოლარში ვერ გადამიწყვეტია.

Posted by: ბექექს 1 Oct 2011, 14:42
დაცემით არამგონია,მაგრამ მაინც რთულია წინასწარ თქმა

Posted by: dubrovski 1 Oct 2011, 16:32
ინვესტორები დოლარს მიაწყდნენ მთელს მსოფლიოში, ეს კრიზისული ხანისთვის დამახასიათებელი მოვლენაა: ნდობა ფასიანი ქაღალდებისა და თვით საინვესტიციო მეტალებისადმი დაბლა იწევს, ასეთ დროს დოლარი იმატებს წონაში, ვფიქრობ, ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება კარგა ხანს... თუმცა, ეგეც რომ არ იყოს, ლარის ნაირი "ფანტიკების" ნდობა ბოლომდე არასდროს არ შეიძლება. რაც შეეხება ლარის დღევანდელ კურსს ეს ჩათლახობაა და მეტი არაფერი, რომელიც ხელისუფლებისა და მისი ჯიბის ბანკების მიერაა ხელოვნურად თავსმოხვეული, რაც მოსახლეობის გაძარცვას და მმართველი კასტის ყულაბების გადავსებას ემსახურება. მაგრამ ეს არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს და ამიტომაც ადრე თუ გვიან ლარს სერიოზული პრობლემები ელის. ეგეც არ იყოს და ინფლიაციაც ორნიშნა რიცხვებზეა და რა გამოდის - წლის ბოლოს ლარებში აღებული დივიდენდები იმავ ინფლიაციის მიერ უკვე გადასანსლული იქნება.

Posted by: ._. 2 Oct 2011, 13:49
dubrovski
QUOTE
რაც შეეხება ლარის დღევანდელ კურსს ეს ჩათლახობაა და მეტი არაფერი, რომელიც ხელისუფლებისა და მისი ჯიბის ბანკების მიერაა ხელოვნურად თავსმოხვეული, რაც მოსახლეობის გაძარცვას და მმართველი კასტის ყულაბების გადავსებას ემსახურება.


მარქსისტი ხართ?smile.gif
თუმცა მარქსისტებსაც კი ჭირდებათ ლოგიკურად დასაბუთება რაღაცეების -- აბა რას გულისხმობთ აგვიხსენით? ლარი ძლიერი რომაა ის არის ცუდი თუ ლარი სუსტი რომ არის -- პრობლემები რატომ შეექმნება დაგვისაბუთედ ეგეც ოკ?

oto_terabyte
მე ვფიქრობ რაღაც პერიოდი სტაბილური იქნება 1.63-1.70 ფარგლებში -- დეპოზიტი ლარში ძალიან კარგი იდეაა მითუმეტეს დოლარზე ერთწლიანი 8%ია ლარზე 12%..
გარდა ამისა, ხომ ლარში გაქვთ ხარჯები? ხო და დოლარში რომ დააკონვერტიროთ ლარები (დეპოზიტის გასახსნელად) და მერე სახარჯავად ისევ ლარებში გადმოაკონვერტიროთ დაახლოებით 2-3% საკომისიოები გაქვთ -- ახლა გამოაკელით ეს ზემოთნახსენებ 8% და გამოვა, რომ დოლარზე მხოლოდ 5-6% აკეთებთ და ლარზე 12%.

ანუ, ლარი უნდა გაუფასურდეს 1.76--მდე რომ დოლარის დეპოზიტი ჯობდეს. ამის წინაპირობას ნამდვილად ვერ ვხედავ.. ასე, რომ გირჩევ ლარის დეპოზიტს


* * *
QUOTE
ეგეც არ იყოს და ინფლიაციაც ორნიშნა რიცხვებზეა და რა გამოდის - წლის ბოლოს ლარებში აღებული დივიდენდები იმავ ინფლიაციის მიერ უკვე გადასანსლული იქნება.


ინფლაცია ორნიშნა რიცხვებზე არ არის, მაგრამ რომც იყოს ეგ რა შუაშია? დოლარში რომ გახსნას დეპოზიტი ინფლაცია არ იმოქმედებს ამ დეპოზიტზე?

Posted by: Marcha 2 Oct 2011, 14:04
._.
QUOTE
მერე სახარჯავად ისევ ლარებში გადმოაკონვერტიროთ დაახლოებით 2-3% საკომისიოები გაქვთ


ეს ადგილი კარგად ვერ გავიგე, 2-3% როგორ გამოვიდა?

Posted by: ._. 2 Oct 2011, 14:07
Marcha
1%-1.5% ლარიდან დოლარში დაკონვერტირება (დეპოზიტის გასახსნელად); იგივე 1-1.5% დოლარიდან ლარში (ლარის დასახარჯად საქართველოში). ჯამში 2-3%.

Posted by: Marcha 2 Oct 2011, 14:43
ხოდა ეს 1-1,5% კონვერტირებისას როგორ იკარგება დაწერე 100 დოლარისთვის

Posted by: ._. 2 Oct 2011, 15:48
დავუშვათ მაქვს 168 ლარი (ვუშვებ, რომ შემოსავლები ლარში მაქვს -- უმრავლესობას შემოსავალი ლარში გვაქვს)..
გადავწყვიტე დოლარში დადეპოზიტება -- გადავახურდავე დოლარში
(დავუშვათ ოფიციალური კურსია 1.66 -- ბანკები ყიდულობენ ლარს 1.68ში, დოლარს 1.64ში).
ანუ გამომივიდა 100 დოლარი... დავადეპოზიტე 100 დოლარი 1 წლით 8%ში.
წლის ბოლოს 108 დოლარი ავიღე და ვინაიდან დოლარს ვერ ვხარჯავ დავაკონვერტირე ლარში (დავუშვათ კურსი არ შეიცვალა, ანუ მიკონვერტირებენ 1.64ად).
გამომივიდა 108*1.64=177.12 ლარი...
თავიდან მქონდა 168 ლარი -- გამომივიდა, რომ წელიწადში გავაკეთე 177.12/168-1=5.42% (და არა 8%)...

ალტერნატივა იყო ჩემი 168 ლარი დამედეპოზიტებია 12%ში (კონვერტაციების გარეშე), წლის ბოლოს გამიხდებოდა 168*1.12=188.16 ლარს...

ახლა დავთვალოთ, რა უნდა ყოფილიყო კურსი წლის ბოლოს ლარი/დოლარის, რომ დოლარში ღირდეს დადეპოზიტება:

188.16/1.0542=1.7849 -- ანუ ლარის კურსი თუ არ დაეცა 1.7849მდე ლარში მირჩევნია დეპოზიტი.

Posted by: dubrovski 2 Oct 2011, 17:23
._.
QUOTE
მარქსისტი ხართ?

არა! უფრო პირიქით, მგონია ჩემი თავი.

QUOTE
თუმცა მარქსისტებსაც კი ჭირდებათ ლოგიკურად დასაბუთება რაღაცეების -- აბა რას გულისხმობთ აგვიხსენით? ლარი ძლიერი რომაა ის არის ცუდი თუ ლარი სუსტი რომ არის -- პრობლემები რატომ შეექმნება დაგვისაბუთედ ეგეც ოკ?

ლოგიკური დასაბუთება კი ისაა, რომ დროა ერთმანეთისგან ბუზებისა და კატლეტების გარჩევა ვისწავლოთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ერთ მხარეზე ერთი გაუბედურებული ქვეყნის ლარადწოდებული "ფანტიკებია" და მეორე მხარეს მსოფლიოს მთავარი ვალუტა-ნავსაყუდელი!
ეს ზოგადად.
კონკრეტულად კი იმას გეტყვით, რომ ვინაიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ქართველების უმრავლესობა სწორედ აშშ დოლარებში უგზავნის თავის ოჯახ-ახლობლებს საარსებო თანხებს და ამ თანხებით ეს ადამიანები პირველადი მოხმარების საგნებსა და სურსათს იძენენ უმთავრესად, ხელისუფლება და მისი ჯიბის ბანკები დაინტერესებული არიან ლარის მაღალი გაცვლითი კურსის არსებობით, რადგანაც კიდევ უფრო სქელი ქაფი მოხადონ ანუ მეტი ჩაიჯიბონ და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, რომ ეს ხელოვნურად დაჭერილი მაღალი კურსი დიდი შემაფერხებელია არა მარტო კონკრეტულად ექსპორტისათვის, არამედ საერთოდ ეკონომიკისათვის. ასევე თუ საქართველოს ხელისუფლების გაზრდილ მადებს და ძვირიანი ზიზილ-პიპილოებისადმი თითქმის ავადმყოფურ სწრაფვას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ბუშტი აუცილებლად გასკდება და მაშინ ლარს შავი დღები დაუდგება.

QUOTE
ინფლაცია ორნიშნა რიცხვებზე არ არის, მაგრამ რომც იყოს ეგ რა შუაშია? დოლარში რომ გახსნას დეპოზიტი ინფლაცია არ იმოქმედებს ამ დეპოზიტზე?

მე მგონი რომ არის ორნიშნა და ამას ჩვენი სტატ-დეპარტამენტიც ადასტურებს.
ხოლო თუ რა შუაშია ეს დეპოზიტებთან, ასევე ციფრების მეშვეობით აგიხსნით, როგორც თქვენ ცადეთ ზემოთ ციფრებით ახსნა.
მაგალითად მაქვს 100 ლარი, რომელიც ერთი წლით განვათავსე დეპოზიტზე, იმ იმედით, რომ წლის ბოლოს ავიღო 112 ლარი, მაგრამ თუ წლიური ინფლიაცია 15% იქნება, თავად იანგარიშეთ რა გამოვა, ხეირში ვიქნები თუ ზარალში?
რაც შეეხება აშშ დოლარის რეალურ ინფლაციას მაგალითად მან 2010 წელს 1,5 % შეადგინა.
საქართველოში კი გვაქვს ეკონომიკისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, მე ვიტყოდი, საშინელი სიტუაციაც კი, როდესაც რეალური ინფლაცია ორნიშნა ციფრებში გამოიხატება, მაგრამ იმავდროულად ხელოვნურად ნარჩუნდება ეროვნული ვალუტის მაღალი გაცვლითი კურსი.

Posted by: ._. 2 Oct 2011, 23:46
QUOTE
კონკრეტულად კი იმას გეტყვით, რომ ვინაიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ქართველების უმრავლესობა სწორედ აშშ დოლარებში უგზავნის თავის ოჯახ-ახლობლებს საარსებო თანხებს და ამ თანხებით ეს ადამიანები პირველადი მოხმარების საგნებსა და სურსათს იძენენ უმთავრესად, ხელისუფლება და მისი ჯიბის ბანკები დაინტერესებული არიან ლარის მაღალი გაცვლითი კურსის არსებობით, რადგანაც კიდევ უფრო სქელი ქაფი მოხადონ ანუ მეტი ჩაიჯიბონ და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, რომ ეს ხელოვნურად დაჭერილი მაღალი კურსი დიდი შემაფერხებელია არა მარტო კონკრეტულად ექსპორტისათვის, არამედ საერთოდ ეკონომიკისათვის. ასევე თუ საქართველოს ხელისუფლების გაზრდილ მადებს და ძვირიანი ზიზილ-პიპილოებისადმი თითქმის ავადმყოფურ სწრაფვას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ბუშტი აუცილებლად გასკდება და მაშინ ლარს შავი დღები დაუდგება.


კი მაგრამ თუ ამდენ დოლარს აგზავნიან მაშინ ლოგიკურია რომ ლარი ძლიერი იყოს არა?
თვითონ ამბობთ რომ დოლარი ძირითადი სარეზერვო ვალუტა არისო -- ანუ, როგორც ადრე ოქრო ამაგრებდა ადგილობრივ ვალუტას, დღეს დოლარის რეზერვები ამაგრებს ხო?
საქართველოს დოლარის რეზერვები შეადგენს 2.8 მლრდ დოლარს, ლარის მთლიანი მასა 3 მლრდ ლარს -- ანუ დოლარის რეზერვები 50%-ით აღემატება ლარის მთლიან მასას...
არაფერი გასაკვირი არ არის, რომ ლარი გამყარდა წლის განმავლობაში

QUOTE
რაც შეეხება აშშ დოლარის რეალურ ინფლაციას მაგალითად მან 2010 წელს 1,5 % შეადგინა.


არა -- ახალ ორლეანელ ზანგს რამდენი აქვს ინფლაცია, მე დეპოზიტის დადებისას საქართველოში არ მაინტერესებს -- ჩემთვის დოლარის ინფლაცია არის ლარის ინფლაცია + გადაცვლის კურსის ცვლილება -- თუ ლარის ინფლაციაა 7% და ლარი დოლართან გამყარდა 3%ით, დოლარის ინფლაციაა 10%..
ანუ -- ინფლაციის ორნიშნობა (წელს ნამდვილად არ არის ინფლაცია ორნიშნა, საშუალო წლიური ორნიშნა გამოდის ჯერ კიდევ შარშანდელი ინფლაციის გამო -- წელს დაახლ 7%ია) დეპოზიტის დადებისას ლარში თუ დოლარში არ მაინტერესებს -- მაინტერესებს გადაცვლის კურსი

Posted by: dubrovski 3 Oct 2011, 00:25
._.
QUOTE
კი მაგრამ თუ ამდენ დოლარს აგზავნიან მაშინ ლოგიკურია რომ ლარი ძლიერი იყოს არა?
თვითონ ამბობთ რომ დოლარი ძირითადი სარეზერვო ვალუტა არისო -- ანუ, როგორც ადრე ოქრო ამაგრებდა ადგილობრივ ვალუტას, დღეს დოლარის რეზერვები ამაგრებს ხო?

გამოდის, რომ ლარი არანაირი ვალუტა არ არის, უბრალოდ გადასაყვანი ქაღალდია და მეტი არაფერი, მაშინ ხომ არ სჯობს, თავი დავანებოთ იმით მარიაჟობას, რომ ეროვნული ვალუტა გვაქვს და ავდგეთ და უბრალოდ დოლარზე გადავიდეთ?!
ცნობისათვის ეს უკვე გააკეთეს პანამამ (1904წ.), ეკვადორმა(2000წ.), სალვადორმა(2001წ.) და კიდევ ერთი ათმა კუნძულოვანმა ქვეყანამ, ისევე როგორც ევროზე გადავიდა ანდორა, ვატიკანი, სან-მარინო, მონაკო, კოსოვო და ჩერნოგორია...
ასეა თუ ისე მე პირადად დოლარს უფრო ვენდობი,ვიდრე იმ გადასაყვან ქაღალდებს ლარი რომ ჰქვია და რომლის სიძლიერე-სისუსტე და საერთოდ არსებობაც კი იმავე დოლარზე ყოფილა დამოკიდებული და არა ნაციონალურ ეკონომიკაზე.

Posted by: ._. 3 Oct 2011, 13:56
QUOTE
გამოდის, რომ ლარი არანაირი ვალუტა არ არის, უბრალოდ გადასაყვანი ქაღალდია და მეტი არაფერი, მაშინ ხომ არ სჯობს, თავი დავანებოთ იმით მარიაჟობას, რომ ეროვნული ვალუტა გვაქვს და ავდგეთ და უბრალოდ დოლარზე გადავიდეთ?!


ბენდუქიძე სწორედ მაგას ითხოვდაsmile.gif მე მაგას არავინ მეკითხება, მაგრამ წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ -- ამით თავიდან ავიცილებთ მონეტარული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას, შესაბამისად დიიიდ რისკს რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებთsmile.gif
მე არ მითქვია დოლარს არ ენდო-თქო -- უბრალოდ დღესდღეობით ლარის დეპოზიტი ჯობია ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო...

ლარის სიძლიერე-სისუსტე ნამდვილად დოლარის სიძლიერე-სისუსტეზეა დამოკიდებული ვინაიდან ეკონომიკა 85% (რა თქმა უნდა დაახლოებით -- ზუსტ ციფრს ვერავინ გეტყვით) დოლარიზებულია

Posted by: boone 30 Apr 2013, 00:12
აუ ვერავინ დამილინკავს დოლარის ინფლაციას 1990 2013 წლებში რამდენით გაუფასურდა

Posted by: ekonomika 30 Apr 2013, 02:21
რრავი დღეს დღეობით ლარში გავხსნიდი ანგარიშს......

და თუ მით უმეტედს 3-7 თვე ყველა ვარინატში

სანამ არის სექტემბერი იქმდე ლარი გამყარდება

რადგან სოფლის მეუბრბობის პროდუქტები ამ პერიოდში აწვება ბაზარს ( მოსავლის აღებაა) ყვეალ ლარში ყიდის, + ყველა ყიდის დოლარებს და ყიდულობს ლარებს რომ დაისვენონ და გერთოს, ლარით იყიდონ საჭმელები რესტორნებში და იგულაონ .

და შესაბამისად მოთხოვნა ხდება ლარზე სტაბილურდება ,და ძლიერდება ლარი
მერე სექტებმერი - დეკემბრიდ დასაწყისი . ყველა ნამატ ლარებს ახურდავებს და ინახვას დოლარებში .

დეკემბრის ბოლო. ყიდიან დოლარებს რომ იყიდონ საახალწლოდ საჩუქრები და ისევ საჭმელი .... საახლალწლო სუფრა ....

მით უმეტეს კიდევ დეფლაციააა ქვეყანაშI :

მიმდინარე ინფლაცია (მარტი, 2013)
შემდგომი განახლება 02.05.13
წლიური -2.1%
საშუალო წლიური -1.1%
მიზნობრივი ინფლაცია (2013-2014 წწ.)
წლიური 6.0%


ლარს მიაწექ smile.gif))))

Posted by: Picki-119 11 May 2013, 19:26
ლარი მაგარია უფრო სტაბილურია ჩვენი ეროვნული ვალუტა smile.gif
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)