Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > ველოთბილისი


Posted by: axalirevolucia 15 Jul 2017, 07:01
ყოველდღიურად ავტობაზრობაზე 400 ახალშემოყვანილი ავტომობილი იყიდება (იბადება თბილისელ ავტომობილად) და მხოლოდ 4 იშლება (კვდება)

პროთრომბინი შეიმოწმე, მაღალი არ იყოს, მერე თრომბი არ წარმოქმნას მაგ მაღალმა პროთრომბინმა, არ გხიოს და არ გაგისტუმროს საიქიოშიო, ხო გაგიგიათ ეს სქემა?

ხოდა ამ ქალაქს მაღალი აქვს პროთრომბინი - საცობი /თრომბები მას მუდმივად დაბრუჟებულს ამყოფებს. ავტომობილთა გამონაბოლქვმა უკვე მსოფლიოს მასშტაბით მოგვჭრა თავი - ყველაზე ბინძურ ჰაერს ვსუნთქავთ ევროპაში.



რა ვიღონოთ?

რითი შევცვალოთ ავტომობილები?

ტრამვაი, მეტრო, დირიჟაბლი- იტყვით თქვენ. მე კი ამაზე ბენეჰილივით გამეცინება. უგუნურნო, განაკი არ იცით, მგზავრს ურჩევნია სახლიდან სამსახურამდე ერთი ტრანსპორტით მივიდეს, და არ დაიმატოს გაჩერებამდე მისვლა და გაჩერებიდან მისვლა?
ტრანსპორტი სადარბაზოდან ვესტიბიულამდე (ტაქსი, ველო, მოტო, ავტომობილი) ყოველთვის იქნება 10-ჯერ უფრო მოთხოვნადი ვიდრე მეტრო/ტრამვაი. ნახმარი ავტომობილების ავტომობილების ერთ მილიარდიანი გლობალური ცუნამი მ ო მ ა ვ ა ლ შ ი ც იაფს და მიღწევადს გახდის ერთ მოქალაქეზე ერთი ავტომობილის ყოლას.


წინ კატასტროფაა.
ამ ქალაქს თრომბი/საცობი, ხრჩობა და ტერატოგენული/ონკოგენური ჰაერი ელის.



ტრამვაი, მეტრო, ფასკუნჯი არ გვიშველის.




ხსნა მცირე ტრანსპორტშია.


ველოსიპედი და მოტოციკლეტი პატრიოტულია. გვერდით მოტო და ველო რომ ჩაგივლის, მადლობის ნიშნად ხელი აუწიე, მეტი პერსონალური სივრცე დაუთმე - ის შეიძლებოდა შენნაირვე მანქანასი მჯდარიყო და საცობი გაეკეთებინა.




ეს ყველაფერი შესავალი



ახლა თემა.



გავხადოთ თბილისი ველო ქალაქი.


ამისათვის აღმართებზე დავაყენოთ ტროტუარი ესკალატორები ველოსიპედისთვის:


ჩამოვთვალოთ სად:


-ვეფხი და მოყმიდან აღმართზე
-გოთუას ქუჩა
-ვაკესაბურთალოს აღმართი
-ელბაქიძის არმართი
-გმირთა მოედნიდან კონსტიტუციის მოედანი
-ვარაზის ხევი



სადაც შესაძლებელი იქნება, გაკეთდეს სრულყოფილი ესკალატორი, რომლითაც უველოსიპედო ქვეითებიც ისარგებლებენ, სადაც არ იქნება ესკალატორის ადგილი (ან ბიუჯეტი) გაკეთდეს ველო ლიფტები (არსებობს, უკვე გამოგონილია. ერთი რელსივითაა, ჩასვამ შიგ ბორბლებს და აყევხარ ზემოთ.).



მომაწოდეთ იდეები ველოთბილისისთვის. მერობის კანდიდატებს უნდა ვათქმევინოთ და მერე გავაკეთებინოთ.
ეხლა კარგი დროა.
იდეები აქეთ.

Posted by: B l a c k J a c k 15 Jul 2017, 08:18
axalirevolucia
თავად თუ გიცდია ველოსაპედით ამ ქალაქში სიარული? ))))

Posted by: axalirevolucia 15 Jul 2017, 08:49
B l a c k J a c k
ბათუმში (ბათუველო) ყოველ წელს ვიღებ და 4-17 კილომეტრს გავდივარ ხოლმე. თბილისში არა. და ეს მზღუდავს, აღმართები.



ა, გვასწავლის კაცი დეტალურად. არ უნდა ამას მილიონები.

Posted by: B l a c k J a c k 15 Jul 2017, 09:21
axalirevolucia
გასაგებია. ბათუმში ადვილია . აქ ველობილიკები არის ჯერჯერობით უტოპია.
ლოკალურად შეგიძლია მხოლოდ. დააგებ , მაგრამ არ გამოიყენებენ. საბურთალოზე შეგიძლია გაუშვა , ქეთევან წამებულზე, სანაპიროებზე.
მე ვცადე, ორი კვირა დავდიოდი და კატასტროფა იყო biggrin.gif
გზას არ გითმობენ და მოძრაობას თავი დაანებე, გაოფვლას თავი დაანებე და გაბოლილი მიდიხარ. ანუ უნდა გამოცივალო მერე. გახამებული პერანგით გამოდიხარ და მიდიხარ აჩაჩულ-დაჩაჩული biggrin.gif გმირობაა დღეს ველოთი სიარული. ფაპლიქ ტრანპორტი რა ჯერ და მეტრო. საპილოტოდ თუ გაუშვებ (იმჰო) იდეას ვემხრობი რა თმქა უნდა )))

Posted by: ბესიკის26 15 Jul 2017, 09:26
axalirevolucia
QUOTE
ბათუმში (ბათუველო) ყოველ წელს ვიღებ და 4-17 კილომეტრს გავდივარ ხოლმე

givi.gif წვიმაში მაგრა ასწორებს ველოც და მოტოციკლიც givi.gif

Posted by: axalirevolucia 15 Jul 2017, 09:35
B l a c k J a c k
კი, თბილისს ბევრი მინუსი აქვს როგორც საველოსიპედო ქალაქს.
1. რთული რელიეფი გაიძულებს აღმართში იქოშინო და გაიოფლო
2. მანქანების სიჭარბე
3. დიდი მარშრუტები ( ჩემი სამსახური სახლიდან 10 კმ-შია)
და მთავარი
ავტომობილები ჯერ არ არიან მიჩვეული ბელო/მოტო ტრანსპორტს და უ ნ ე ბ უ რ ა დ იგნორირებას უკეთებენ მას.
ველოსიპედისათვის სივრცის დატოვებას და დათმობას / კულტურის დანერგვას სჭირდება
ა. პრომოცია ( მერამ ელისაშვილმა პირადად უნდა იაროს ველოთი)
ბ. ველოსიპედები უნდა იყოს ბევრი, რომ რაოდენობა ხარისხში გადავიდეს. ბევრ ბელოსიპედიან ქალაქში ს ა ა ვ ტ ო მ ო ბ ი ლ ო მოძრაობაც წ ე ს რ ი გ დ ე ბ ა თანდათან, ხალხი სწავლობს რიგებში სიარულის აუცილებლობას.


.............

ბესიკის26
ქარი თუ არაა, ყველა ამინდში კარგია.



ფორცხოლი
ვიდეო ნახე ზემოთ.

Posted by: ფორცხოლი 15 Jul 2017, 09:36
ველოსიპედები კაია, მარა სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თბილისში ყველგან არაა მოსახერხებელი რელიეფის გამო.


ეტლები და ფაეტონები გაასწორებს, გამონაბოლქვი არ იქნება.

Posted by: maxouni 15 Jul 2017, 09:50
QUOTE
ამისათვის აღმართებზე დავაყენოთ ტროტუარი ესკალატორები ველოსიპედისთვის:


ჩამოვთვალოთ სად:


-ვეფხი და მოყმიდან აღმართზე
-გოთუას ქუჩა
-ვაკესაბურთალოს აღმართი
-ელბაქიძის არმართი
-გმირთა მოედნიდან კონსტიტუციის მოედანი
-ვარაზის ხევი

დელისი ან ვაშლიჯვარი - ნუცუბიძის პლატოები I, II, III, IV, V biggrin.gif
თბილისი ამსტერდამი კი არაა ან სამტრედია. აქ სულ აღნმართ-დაღმართია.
ჩემმა მეგობარმაც გადაწყვიტა ცელოსიპედით ევლო და ვაშლიჯვარიდან რომ წამოვიდა პლატოზე, შუა გზიდან დამირეკა ჩამოდი და გულის წამლები წამომიღეო.

Posted by: RedShark 15 Jul 2017, 09:58
ჩვეულებრივი ველოსიპედები არა, მაგრამ აი ელექტრო ბაიკები იდეალურად მოერგება თბილისს yes.gif


Posted by: kush 15 Jul 2017, 09:58
სხვათაშორის ძალიან ბევრი დასეირნობს ველოსიპედით, რამოდენიმეჯერ მეც ვეთხოვე ძმაკაც კაი ველოსიპედი ჰყავს და საღამოთი 2-3 საათი ვისეირნე. გოგოებიც ბევრი შემხვდა და მოხუცებიც ტრასაზე. მანამდე ვერ ვამჩნევდი მაგრამ ბევრი დადის და დასეირნობს უკვე

Posted by: brutal_88 15 Jul 2017, 10:27
შენ არ იყავი რომ ამბობდიaxalirevolucia, რკინიგზა ავიღოთ და ახალი მაგისტრალი და პარკინგები გავაკეთოთო?

აი როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე ქალაქი.
სადა არის 9 ზოლიანი მაგისტრალები აბა?

Posted by: axalirevolucia 15 Jul 2017, 10:30
brutal_88
კი, რკინიგზა უნდა ავიღოთ და გავაკეთოთ რკინიგზის პ ე რ პ ე ნ დ ი კ უ ლ ა რ უ ლ ი გზები, რომლებიც 2 თბილისს შეაერთებს, ხოლო დანარჩენი ფართი ავითვისოთ როგორც საზოგადო სივრცე (პარკები, ველო ბილიკები ეტქ).

Posted by: IVDIT 15 Jul 2017, 10:56
QUOTE
ამისათვის აღმართებზე დავაყენოთ ტროტუარი ესკალატორები ველოსიპედისთვის:


ჩამოვთვალოთ სად:


-ვეფხი და მოყმიდან აღმართზე
-გოთუას ქუჩა
-ვაკესაბურთალოს აღმართი
-ელბაქიძის არმართი
-გმირთა მოედნიდან კონსტიტუციის მოედანი
-ვარაზის ხევი

დელისი ან ვაშლიჯვარი - ნუცუბიძის პლატოები I, II, III, IV, V


რაღად გვინდა ველო

ფეხით ვიაროთ

Posted by: Neo777 15 Jul 2017, 11:03
QUOTE
კი, თბილისს ბევრი მინუსი აქვს როგორც საველოსიპედო ქალაქს

თითქმის ყველა უბანში ქარი
სიბინძურე და ნაგავი ქუჩებში
ფასი - კარგი ველო 1500 ევროზე ნაკლები არ ღირს
ხშირი წვიმები

Posted by: kactus 15 Jul 2017, 11:16
IVDIT
QUOTE
ამისათვის აღმართებზე დავაყენოთ ტროტუარი ესკალატორები ველოსიპედისთვის:


ჩამოვთვალოთ სად:


-ვეფხი და მოყმიდან აღმართზე
-გოთუას ქუჩა
-ვაკესაბურთალოს აღმართი
-ელბაქიძის არმართი
-გმირთა მოედნიდან კონსტიტუციის მოედანი
-ვარაზის ხევი

დელისი ან ვაშლიჯვარი - ნუცუბიძის პლატოები I, II, III, IV, V


რაღად გვინდა ველო

ფეხით ვიაროთ

შენ ეგა თქვი! lol.gif lol.gif

Posted by: meruemi 15 Jul 2017, 12:16
axalirevolucia
კაი რა არევ.ველოსიპედი კი არა სკუტერზე ვერ გადაჯდა ხალხი.
დღეს კი სააერთოდ იმხელა არჩევანია,ამსკუტერების,არისროგორც დახურული, ისე ღია.
მემომხრე ვარ დახურული ელეკტრო სკუტერების პოლულარიზირების. რამე რომიყოს საქარტველოც შესძლებს მის წარმოებას, მასიური მოთხოვნა რომ გაჩნდეს!

Posted by: idallgo 15 Jul 2017, 12:39
ჯიპერმენები არ შემოსულან ჯერ?

რაის ველო და სკუტერი თუ ძმა ხარ ისე გაგჭყლიტავენ მძღოლების უმრავლესობა აზრზეც ვერ მოხვალ.

Posted by: picpic 15 Jul 2017, 12:49
QUOTE (axalirevolucia @ 15 Jul 2017, 07:01 )




ამ მარაზმს ვინც გააკეთებს ჩემს ქალაქში ხმას მივცემ კიარა, ვაგინებ.

Posted by: ბესიკის26 15 Jul 2017, 23:09
ნუ იგონებთ ველოსიპედს!

სადაც არ წვიმს , სადაც ქუჩა არ ყარს ტყვიის ოქსიდებით,,,ისედაც დადიან ველოთი...კალაძის ჰოუმლენდში smile.gif

ბათუმში არ ვარგა- სულ წვიმს , თბილისში არ ვარგა- აფ ენდ დაუნ ქუჩები გაქვთ...

ლიფტი არ შველის მაგას , დაბალი ტრანსმისია - ნაწილობრივ...

მიშამ ველობილიკებით მორთო ბათუმი .,..რეზულტატი - ზიროუ...წვიმს

ქარი არაფერ შუაშია - წლეები დავდიოდი სამუშაოზე და უკან ველიკითyes.gif

Posted by: t-90 15 Jul 2017, 23:37
ბესიკის26
QUOTE
სადაც არ წვიმს , სადაც ქუჩა არ ყარს ტყვიის ოქსიდებით,,,ისედაც დადიან ველოთი...კალაძის ჰოუმლენდში

ბათუმში არ ვარგა- სულ წვიმს , თბილისში არ ვარგა- აფ ენდ დაუნ ქუჩები გაქვთ...

ლიფტი არ შველის მაგას , დაბალი ტრანსმისია - ნაწილობრივ...

გეტყობა რო
QUOTE
ქარი არაფერ შუაშია - წლეები დავდიოდი სამუშაოზე და უკან ველიკით

არარეალურაი თბილისში. ბათუმში კიდე ხო კი წვიმს მარა, პატარა ქალაქია და თან უმეტესად დაბლობზეა განლაგებული.

Posted by: ბესიკის26 16 Jul 2017, 00:05
t-90
QUOTE
ბათუმში კიდე ხო კი წვიმს მარა, პატარა ქალაქია და თან უმეტესად დაბლობზეა განლაგებული.

ბოლო დროს ძაან პოპულარული გახდა...მოდა უფრო smile.gif
მე ერთი ჟანგიანი ველო მყავს შიმანოს გადამრთველ -მექანიზმებით ,კაი, 1000 მარკა ღირდა თავის დროს...
მოპარული 60 მარკაში "მაჩუქა" ერთმა ...მაინც არ დამიჯერებთ რომ ვთქვა ვინ biggrin.gif
მაგრამ იმდენი კმ მაქვს გავლილი ახალგაზრდობაში დესნა-ურალით...ახლა მეჯავრება და მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში ვხმარობ...


ინფრასტრუქტურა!

როცა იქნება ადაპტირებული , რეკლამა და ხვეწნა არ დაჭირდება ...ეგრევე ყველა გადავა ველოზე yes.gif

Posted by: t-90 16 Jul 2017, 00:10
ბესიკის26
ბესიკის26
QUOTE
ბოლო დროს ძაან პოპულარული გახდა...მოდა უფრო

კაია არა პრაქტიკულია მართლა ბათუმში.
თბილისში არც მთლად მაინცდამაინც biggrin.gif
QUOTE
მე ერთი ჟანგიანი ველო მყავს შიმანოს გადამრთველ -მექანიზმებით ,კაი, 1000 მარკა ღირდა თავის დროს...
მე მოპარული 60 მარკაში "მაჩუქა" ერთმა ...მაინც არ დამიჯერებთ რომ ვთქვა ვინ

ფარცხალაძემ? biggrin.gif
QUOTE
ინფრასტრუქტურა!

როცა იქნება ადაპტირებული , რეკლამა და ხვეწნა არ დაჭირდება ...ეგრევე ყველა გადავა ველოზე 

თბილისში მაინც გაჭირდება.
ნორმალური ველო ძვირი ღირს
მეორადი ველოები არ ჩითავს. (ან ჩითავს ნაგავი)
სიმაღლეთა სხსვაობა.
ხალხის ფიზიკური ფორმა
და ა.შ.

Posted by: Buntaro 16 Jul 2017, 00:35
axalirevolucia
QUOTE
ამისათვის აღმართებზე დავაყენოთ ტროტუარი ესკალატორები ველოსიპედისთვის:


lol.gif ბარემ კიბეებიც დავუყენოთ და ეგ იქნება, რა! რაღად გვინდა ველოსიპედი.
არა, მე თვითონ ველო-მოტო კენტავრი ვარ. საერთოდ არ მესმის, როგორ არსებობენ ზოგიერთები უველოსიპედოდ. ქარი, წვიმა, ტორნადო და ხორშაკი მკიდია, მარა დიდ ქალაქში რა გამიყვანს ველოსიპედით...

Posted by: axalirevolucia 16 Jul 2017, 00:38
QUOTE
როცა იქნება ადაპტირებული

ველოთბილისი მოითხოვს რომ:
დიდი თავშეყრის დაწესებულებელის წინ გაკეთდეს ვიდეომეთვალყურებთ აღჭურვილი სადგომები ველოსიპედისთვის.

Posted by: Buntaro 16 Jul 2017, 00:42
t-90
QUOTE
ნორმალური ველო ძვირი ღირს

რა ღირს თბილისში, მაგალითად, "სკოტ ასპექტი" ან იგივე კლასის "კუბი"?
მე "სკეილ-700" მაქვს, მარა ნახევარ ფასში ვიყიდე. ფიშერის აქციით.

Posted by: ბესიკის26 16 Jul 2017, 00:44
t-90
QUOTE
ფარცხალაძემ? 

no.gif
ამერიკელმა , ნატოს გერმანულ კონტიგენტში მუშაობდა მაშინ ... არ თაკილობდა წვრილმან ქურდობებს- უფრო ხალისობდა...ახლა დიდი კაცია ...პმ შიც ვერ გეტყვი , სორი smile.gif

Posted by: t-90 16 Jul 2017, 00:47
ბესიკის26
QUOTE
ამერიკელმა , ნატოს გერმანულ კონტიგენტში მუშაობდა მაშინ ... არ თაკილობდა წვრილმან ქურდობებს- უფრო ხალისობდა...ახლა დიდი კაცია ...პმ შიც ვერ გეტყვი , სორი

ხდება ხოლმე biggrin.gif
Buntaro
QUOTE
რა ღირს თბილისში, მაგალითად, "სკოტ ასპექტი" ან იგივე კლასის "კუბი"?
მე "სკეილ-700" მაქვს, მარა ნახევარ ფასში ვიყიდე. ფიშერის აქციით.

არ ვიცი მარ აკაი ველო სადღაც 500-600 ამერიკული ჯდება.

Posted by: Patagonia 16 Jul 2017, 00:59
axalirevolucia
QUOTE
გვერდით მოტო და ველო რომ ჩაგივლის, მადლობის ნიშნად ხელი აუწიე, მეტი პერსონალური სივრცე დაუთმე - ის შეიძლებოდა შენნაირვე მანქანასი მჯდარიყო და საცობი გაეკეთებინა.

ამაზე დადებითი პოსტი კაი ხანი არ წამიკითხავს სადმე!!!
ოლოლო შენ!!!!! კარგი იყო... up.gif

Posted by: Buntaro 16 Jul 2017, 01:05
t-90
QUOTE
არ ვიცი მარ აკაი ველო სადღაც 500-600 ამერიკული ჯდება

აქაც ეგ დიაპაზონია, რა. შიმანო FD-TY500 და ზევით. "კუბი", "მერიდა" "ტრეკი"... თბილისისთვის მართლა ძვირი გამოდის.
მე მაქვს სკოტ-30 2008 წლის მოდელი. ჩემი სიამაყე. რაღაც 300 - ოდე დოლარი მივეცი მარა ეგრეთი არავის აქვს. ვისგანაც ვიყიდე, იმან ერთ კვირის მერე დამირეკა და ცრემლების ღვარღვარით მეხვეწებოდა 500 მოგცემ - დამიბრუნეო. biggrin.gif მეთქი, ხალხნი ვართ, იგივე ფასში დაგიბრუნებ, მარა ეტყობა пропил деньги და 300 -იც ვეღარ დამიბრუნა. კაროჩე, შემრჩა. ნაღდი ამერიკულია. 2009 წლის მოდელი უკვე ტაივანმა გამოუშვა.

Posted by: Mattis 16 Jul 2017, 01:07
ველოსიპედისთვის ცუდი რელიეფი აქვს თბილისს

მინიმუმ ელექტრო ველოსიპედი ან სკუტერი უნდა იყოს

მაგრამ მანამდე მარჯვენა საჭიანი მანქანები მაინც უნდა აიკრძალოს, რომ ადამიანს მაგათი ყიდვა უღირდეს
ასევე დიდი მოცულობის გამონაბოლქვიან მოტორებზე აქციზი გახუთმაგდეს, ჯიპომანია რომ მოისპოს

Posted by: Buntaro 16 Jul 2017, 01:10
Mattis
QUOTE
ველოსიპედისთვის ცუდი რელიეფი აქვს თბილისს

რისთვის არსებობს ცნება - "mountain bike"? biggrin.gif

Posted by: t-90 16 Jul 2017, 01:16
Buntaro
QUOTE
მე მაქვს სკოტ-30 2008 წლის მოდელი. ჩემი სიამაყე. რაღაც 300 - ოდე დოლარი მივეცი მარა ეგრეთი არავის აქვს. ვისგანაც ვიყიდე, იმან ერთ კვირის მერე დამირეკა და ცრემლების ღვარღვარით მეხვეწებოდა 500 მოგცემ - დამიბრუნეო.  მეთქი, ხალხნი ვართ, იგივე ფასში დაგიბრუნებ, მარა ეტყობა пропил деньги და 300 -იც ვეღარ დამიბრუნა. კაროჩე, შემრჩა. ნაღდი ამერიკულია. 2009 წლის მოდელი უკვე ტაივანმა გამოუშვა.

300$ც ბევრს არ შეუძლია.
QUOTE
რისთვის არსებობს ცნება - "mountain bike"?

ეგ კი არსებობს მარა ამ ღიპიან სასტავს კიდე ეგ უნდა?

Posted by: Gateways 16 Jul 2017, 01:36


როგორ გვმოძღვრავს ლიზა რაღაცა გვარი პრადოდან რომ ველოსიპედებით ვიაროთ თბილისში lol.gif წეღან ტვში მოვკარი თვალიდა ძაან ჩავიხოცე biggrin.gif

ველოსიპედი ვერა მარა მოპედის ყიდვას ვაპირებ ძალიან მალე. კარგი რეტრო სკუტერი თბილისში იდეალურია გადადით მოპედებზე ხალხო love.gif

Posted by: Mattis 16 Jul 2017, 01:36
Buntaro
QUOTE
რისთვის არსებობს ცნება - "mountain bike"? 

კი არის, მაგრამ მაინც რთულია, სპორტსმენი უნდა იყო თითქმის

წარმოიდგინე ვარაზისხევში ველოსიპედით ასვლა gigi.gif

Posted by: Buntaro 16 Jul 2017, 02:02
t-90
QUOTE
ეგ კი არსებობს მარა ამ ღიპიან სასტავს კიდე ეგ უნდა?

ჭკუას არასდროს არვის ვარიგებ, მარა აქ პრინციპს უნდა ვუღალატო: იყიდე კარგი ველოსიპედი, კარბონის რამაზე, მონახე შესაფერისი ადგილი და крути педали. biggrin.gif მუღამს რო დაუჭერ, არააა, მერე უველოსიპედოდ ლოგინშიც აღარ დაწვები. biggrin.gif
Mattis
QUOTE
წარმოიდგინე ვარაზისხევში ველოსიპედით ასვლა  gigi.gif

გეთანხმები ძნელია, მაგრამ თბილისის "ველოსიპედიზაცია" მთლად უტოპიური იდეა არ არის.

Posted by: Mattis 16 Jul 2017, 02:22
Buntaro
რატომ არის ჰოლანდიაში ამდენ ველო და შვეიცარიაში არა ?

ჰოდა ჩათვალე შვეიცარია ვართ.











































ნეტა მართლა მასე იყოს biggrin.gif

Posted by: t-90 16 Jul 2017, 02:24
Buntaro
QUOTE
ჭკუას არასდროს არვის ვარიგებ, მარა აქ პრინციპს უნდა ვუღალატო: იყიდე კარგი ველოსიპედი, კარბონის რამაზე, მონახე შესაფერისი ადგილი და крути педали. biggrin.gif მუღამს რო დაუჭერ, არააა, მერე უველოსიპედოდ ლოგინშიც აღარ დაწვებ

არა ბაზ არაა.
პროსტო არ ისარგებლებს პოპულარობით. biggrin.gif

Posted by: GIORGI XXL 16 Jul 2017, 02:42
axalirevolucia
QUOTE
მომაწოდეთ იდეები ველოთბილისისთვის. მერობის კანდიდატებს უნდა ვათქმევინოთ და მერე გავაკეთებინოთ.
ეხლა კარგი დროა.
იდეები აქეთ.

გაბედულ იდეას გეტყვი, ზოგიერთ ქუჩაზე კერძო ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აიკრძალოს, იმოძრავებს მხოლოდ საზოგადოებრივი და სალოჯისტიკო.
ასე ველობილიკებისთვისაც გამონთავისუფლდება გზა
ამით საზოგადოებრივის ტრანსპორტის პოპულარიზაცია და განვითარებაც მოხდება.
კერძო ტრანსპორტის დომინანტი დაუკრეფავშია გადასული და ეს ადამიანებს კარგად არ აქვთ გაცნობიერებული

Posted by: donpako007 16 Jul 2017, 04:10
მიდიხარ ველოსიპედით, აღმართზე ფეხით ახვალ, მერე ისევ ველოთი და აღმართზე ველოთი ჩახვალ, მაგარი კაიფია ველო.

გაიოფლები არა კვატი wink.gif თუ არ მინდა არ გავიოფლები და გორაობით, დაძაბვის გარეშე ვივლი.

ასე დავდიოდი სამსახურში არც ვიოფლებოდი. უკან მობრუნებისას მაგარი ვარჯიში გამომდიოდა და ვიოფლებოდი. სამაგიეროდ იძინებ უდარდელა ბავშვივით.

მცხეთაში მივდივართ ხოლმე ველოებით საკატაოდ და მაგრად ასწორებს.


Posted by: axalirevolucia 16 Jul 2017, 08:45


პლიუს საქმე- ველოსიპედის ჩაყვანა მეტროში უნდა წავახალისოთ.
1. ერთ ბილეთად ველოსიპედისტს უნდა შეეძლოს ველოსიპედის ჩაყავანა (არ უნდა დაუწყონ ინკლიბინკლი)
2.ველოსიპედის ასაგორებელი ზოლები უძრავი კიბეების კიდეში. პატარა ადგილს დაიკავებს.



პლიუს იდეა
ავტობუსს წინ (ანფასზე) უნდა ჰქონდეს ველოსიპედის დასაკიდებელი რქები. მგზავრი გაჩერებაზე ამყარებს თვალითვალში კონტაქტს მძღოლთან, კიდებს ველოსიპედს, ჩასვლისას უთანხმდება რომ აპირებს ველოსიპედის ჩამოხსნას. ი ვსო.

Posted by: GEORGEXIII 16 Jul 2017, 09:02
QUOTE
ველოთბილისი

ველო თბილისი არ ვიცი მარა სკუტერების გაპიარება რომ მოხვდეს... კაი იქნება....

Posted by: Patagonia 16 Jul 2017, 11:55
QUOTE
სკუტერების გაპიარება რომ მოხვდეს... კაი იქნება....

QUOTE
გადადით მოპედებზე ხალხო


+1

ამაზე fun ტრანსპორტი არ არსებობს!!! თან 4 ტაქტიანი სკუტერი, თითქმის გამონაბოლქვი არ აქვს! ძალიან ეკოლოგიური!
არც სცეპლენია და სიჩქარეებში გადართვა გიწევს მოტოსავით, ერთი გაზი და ტორმუზი. ტროლეიბუსივით. საცობები არ გეხება და პარკირების პრობლემა არ გაწუხებს.
სუპერ ეკონომიური და საამო საცქერი smile.gif

http://www.picz.ge

http://www.picz.ge

http://www.picz.ge









Posted by: axalirevolucia 16 Jul 2017, 12:17
GIORGI XXL
QUOTE
გაბედულ იდეას გეტყვი, ზოგიერთ ქუჩაზე კერძო ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აიკრძალოს, იმოძრავებს მხოლოდ საზოგადოებრივი და სალოჯისტიკო.
ასე ველობილიკებისთვისაც გამონთავისუფლდება გზა
ამით საზოგადოებრივის ტრანსპორტის პოპულარიზაცია და განვითარებაც მოხდება.
კერძო ტრანსპორტის დომინანტი დაუკრეფავშია გადასული და ეს ადამიანებს კარგად არ აქვთ გაცნობიერებული



შეიძლება სამაგისო ქუჩების მოძებნაც.


პლიუს ესაა გასაკეთებელი - გზების დახაზვა.


Posted by: migeli85 16 Jul 2017, 14:34
ჩემს მოკრძალებულ აზრს თუ გაითვალისწინებთ, თბილისში ველოსიპედისტების ნომერ პირველი პრობლემა მანქანების გამონაბოლქვი და შხამიანი ჰაერია. ინფრასტრუქტურა მეორეხარისხოვანია, ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.

Posted by: GIORGI XXL 16 Jul 2017, 16:46
migeli85
ქალაქში სადაც ვცხოვრობ რამოდენიმე წელია უმეტეს ქუჩებში დახაზეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები. კერძო ტრანსპორტი აქ 50$-ით ჯარიმდება.
მანამდე ჩემი მანქანით დავდიოდი სამსახურში და მრავალ საათს საცობებში ვატარებდი. ეს ხანა ჩემთვის დამთავრდა, ავტობუსით უსაფრთხოდ, სწრაფად და დაუბრკოლებლივ გადავაადგილდები.
არ არსებობს ძალა რომელიც იგივე გზის გავლას ჩემი მანქანით მაიძულებს. აგერ 2 მანქანა მაქვს და ეზოში ლპებიან, გახედვაც აღარ მინდა იქით biggrin.gif
კიდევ ის არის კარგი რომ ავტობუსში შუა კარებთან სპეციალურად სკამების რამოდენიმე რიგია მოხსნილი რომ ველოსიპედი გადაიტანო, ველოსიპედის გადატანა უფასოა.
ასე უმტკივნეულოდ შეიძლება ზედმეტი ტრანსპორტის და გამონაბოლქვის შემცირება aba.gif bis.gif biggrin.gif

Posted by: ცოტნე_91 17 Jul 2017, 16:24
+1

ამ თემას.

არ იქნება ძნელი მაგის გაკეთება, მონდომება უნდა. ველო ბილიკებთან ერთად ესეთი ბორდიულები რომ იყოს ანუ სადაც ბილიკები გათავდება იქ ადვილად რო ავიდეს ტროტუარზე ველოსიპედი.

Posted by: axalirevolucia 19 Dec 2017, 06:22
QUOTE (RedShark @ 15 Jul 2017, 09:58 )
ჩვეულებრივი ველოსიპედები არა, მაგრამ აი ელექტრო ბაიკები იდეალურად მოერგება თბილისს yes.gif


უკვე გამოვიდა ელექტრობაიკი, რომელსაც იმდენად დიდი სიმძლავრე აქვს, რომ მაუნთინბაიკია, აღმართებზე აჭენაობს და დატენვით 35 მილს (რამდენია, 50კმ?) გადის.

იდეალურია 7000$ ღირს.

მომავალი მისია.

Posted by: AraGviani 19 Dec 2017, 13:28
პოსტებისთვის თვალი არ გადამივლია. უკვე ვიცი რაც იქნება.
1. თბილისი მთაგორიანი ქალაქია, მაგრამ თანამედროვე ველოსიპედისთვის ეს დიდი არაფერი პრობლემა არაა. ჩემი 6 წლის შვილი თავისი პატარა, სიჩქარეებიანი ველოსიპედით კუს ტბის აღმართზე ბოლომდე ადის უპრობლემოდ. სანამ ვისწავლიდი სიჩქარეების ნორმალურად გამოყენებას და ენერგიის გადანაწილებას, მაგრად ვიღლებოდი და ვოფლიანდებოდი. 2 წელია ველოსიპედით ვმოძრაობ ყოველდღე. ხოდა არც ვოფლიანდები, არც ვიღლები. თუ გეცოდინება როგორ გამოიყენო წინა სამი კბილანა და უკანა 7 ან მეტი, ვისაც როგორ აქვს, მაშინ ნებისმიერი აღმართი და მანძილი დაძლევადია ფეხით სიარულისას დახარჯულ ენერგიაზე ნაკლები ენერგიით.
2. თბილისში საშინელი მოძრაობაა და ველოსიპედით სიარული რისკია, მაგრამ თუ გიყენია სარკეები, პავაროტნიკები, თუ იცი მანქანას როგორ უნდა აუარო გვერდი ისე, რომ სარკის მკვდარ ზონაში არ მოექცე და შემთხვევით არ შემოეჭყლიტო, თუ იცი და იცავ მოძრაობის წესებს, თუ აცნობიერებ რამდენად ნელია შენი ველოსიპედი მანქანასთან შედარებით და აქედან გამომდინარე როგორ უნდა იმოძრავო, მაშინ თბილისი საკმაოდ უსაფრთხო ქალაქია ველოსიპედისტებისთვის და მძღოლებისგან საფრთხის ნაცვლად ღებულობ თავაზიან დამოკიდებულებას, გზის დათმობას და ა.შ.
3. კლიმატი... თბილისი წლის განმავლობაში არ გამოირჩევა იმდენი ნალექით, ხშირი, ძლიერი ქარებით, მკაცრი ზამთრით, რომ ველოსიპედით მოძრაობა წვიმების, თოვლის და ა.შ. გამო შეუძლებელი იყოს ან შეიზღუდოს მცირე პერიოდებით. ფაქტიურად მთელი წლის განმავლობაში, მხოლოდ იშვიათი დღეებია, როცა გარეთ ვერ გახვალ ველოსიპედით ამინდის გამო.
4. ფასი. ჩვენი შემოსავლებიდან გამომდინარე ნამდვილად არაა იაფი, თუმცა სერიოზული ეკონომიაა დროისაც და სამგზავრო ფულისაც.
5. ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც ჩანასახშივე კლავს ველოსიპედის ტრანსპორტად გამოყენების შანსებს ქალაქში - ქურდობა. ბაზარი არაა, მთელ მსოფლიოში წელიწადში 200 მილიონზე მეტი ველოსიპედის ქურდობის განცხადება რეგისტრირდება. იპარავენ ყველა ქვეყანაში, მაგრამ ჯერ ერთი, იქაური შემოსავლების პატრონისთვის დიდი ფინანსური დანაკარგი არაა, მეორეც იქ უამრავი მექანიზმია დაცვისთვის. ჩვენთან კი შენით თუ წააწყდი სადმე მოპარულს შემთხვევით თორემ საქმის გახსნის და პოვნის შანსები მცირეა. ვერსად ვერ დატოვებ ველოსიპედს 5 წუთითაც კი. გინდ დააბი და რაც გინდა ქენი, მაქსიმუმ 20 წამი უნდა გადაჭრას და წაყვანას. დაბალშემოსავლიანობის და დაბალგადახდისუნარიანობის გამო მოპარული ველოსიპედებიც იოლად და ბლომად იყიდება საქართველოში და ამის გამო აქ ეგ ბიზნენსი ყვავის. მე რომ ახალ ველოსიპედში 1800 ლარს გადავიხდი, დამატებით რა აქსესუარებიც მჭირდება, 200 ლარამდე რომ დამიჯდება და ნებისმიერ მომენტში რომ შეიძლება მოიპარონ, ნამდვილად ვერ გამოვიყენებ ტრანსპორტად თუ არ მექნება ველოსიპედის დასაყენებელი ადგილი თვალწინ. ოფისში იქნება თუ სახლში. ასეთი შანსები კი ცოტას აქვს და აქ ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტი ფეხს ვერ მოიკიდებს სანამ ქურდობის პრობლემა არ მოგვარდება. უმეტესობას ყავს აივანზე და გამოყავს ცოტა ხნით საკატაოდ. მორჩა.

Posted by: axalirevolucia 20 Dec 2017, 00:28
AraGviani
მერიამ პროექტი დათვალოს და დაჩიპოს ველოსიპედები, რომ ვერ გადამალონ ქურდებმა.
არ ღირს ქალაქისთვის?

Posted by: AraGviani 20 Dec 2017, 11:47
axalirevolucia
QUOTE
მერიამ პროექტი დათვალოს და დაჩიპოს ველოსიპედები, რომ ვერ გადამალონ ქურდებმა.
არ ღირს ქალაქისთვის?


შარშან, ნოემბრის ბოლოს მომპარეს 3 ველისიპედი. 1 ჩემი და 2 ჩემი შვილების. სარდაფი გატეხეს კორპუსში. ველოსიპედით ვმოძრაობდი მანამდე. სამსახურში პირდაპირ ოთახში მეყენა ჩემთან. იყო ადგილი და საშუალება. იმის მერე დავიწყე გარკვევა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე იოლად და ხშირად მოპარვადი ნივთი ველოსიპედი ყოფილა. მართლა შეიძლება ველოსიპედების "დაჩიპვა" და რაც მომპარეს, იმის მერე, სანამ ახალ ველოსიპედს ვიყიდდი ვეძებდი დაცვის გზებს.
როგორც გავარკვიე, სხვადასხვა ქვეყანაში სხადასხვანაირი მეთოდები აქვთ, ოღონდ არსად არაა კომპლექსური სისტემა, რომელიც აზრს დაუკარგავდა ველოსიპედის მოპარვას. ყველგან რაღაც ფრაგმენტული დაცვის მექანიზმებია, რომლებიც არ მუშაობს.

რეალურად შესაძლებელია ველოსიპედის ქურდობას აზრი დაეკარგოს და მინიმუმამდე დავიდეს. ამისთვის 2 რამის გაკეთებაა საჭირო, ოღონდ ორივე ერთად უნდა გაკეთდეს. ცალკე ერთს ან მეორეს ეფექტი ვერ ექნება.

1. პორტალი, სადაც შეძენისას დარეგისტრირდება ველოსიპედი სერიული ნომრით და შემადგენელი ნაწილებით. შრომატევადი საქმეა იმიტომ, რომ ველოსიპედის დამზადება ქარხნულად უმეტესწილად ხელით შრომაა და კომპივით სხვადასხვა ფირმების ნაწილებზე იწყობა სხვადასხვა კონფიგურაცია. მართალია ყველაფერს აქვს თავისი სახელი, პარამეტრები, მაგრამ ველოსიპედის პასპორტი ძალიან ზოგადია და შიგნით არაა მითითებული კონკრეტული ველოსიპედის მოდელი რა ნაწილებზეა აწყობილი. ჯანდაბას, სიმარტივისთვის საკმარისი იქნება ველოსიპედის პასპორტი და სერიული ნომერი, რომელიც ყველა ველოსიპედს აქვს და ჩარჩოზე, პედლების ბუდის ქვეშაა ამოტვიფრული.
შეძენისას მაღაზია მყიდველს არეგისტრირებს ამ პორტალზე და მყიდველის პროფილზე გადააქვს ველოსიპედის სერიული ნომერი. მანქანის გადაფორმების მსგავსი, ოღონდ გაცილებით მარტივი პროცედურა ამისთვის საკმარისია, რომელიც მანამდე მაღაზიაზე რეგისტრირებულ ველოსიპედს გადაიტანს მყიდველზე.
მყიდველი თავისი იუზერით და პაროლით შედის პორტალზე და სურვილის შემთხვევაში შეუძლია დაამატოს თავისი ველოსიპედის ფოტოები, თუ რომელიმე მნიშვნელოვან ნაწილს გამოცვლის, ეს ცვლილება ასახოს და ა.შ.
უფრო მეტი ეფექტურობისთვის შესაძლებელია ამ პორტალს დაემატოს დამატებითი ფუნქციებიც. მაგალითად: მაღაზიებს ჰქონდეთ საშუალება კლიენტებს დაუგზავნონ შეტყობინებები ახალი საქონლის მიღების შემთხვევაში. თუ ეს სერვისი მაღაზიებისთვის ფასიანი იქნება, პორტალის შენახვის ხარჯებსაც დაფარავს. მაღაზიებისთვისაც და იუზერებისთვისაც ორმხრივად სასარგებლო იქნება მსგავსი ინფოს გაგზავნა-მიღება იმიტომ, რომ პირდაპირ სამიზნე აუდიტორია ღებულობს ასეთი გზით მისთვის საინტერესო ინფორმაციას. ამ პოტალის მთავარი დანიშნულება კი ის იქნება, რომ შსს-ს ექნება ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული ახალი თუ მეორადი ველოსიპედების ბაზა. თუ ველოსიპედს მოიპარავენ, ადვილი იქნება სერიული ნომრის და ველოსიპედის ფოტოების ბაზაზე წვდომა და ძებნა. გარდა ამისა, პოვნის შემთხვევაში გაცილებით იოლი იქნება ამოღებული ველოსიპედის პატრონთან იდენტიფიცირება და მისთვის დაბრუნება და არ მოუწევს რამდენიმე თვიანი დაჟანგება პოლიციის განყოფილებებში და სასამართლო პროცედურების ლოდინი პატრონთან იდენტიფიცირებისთვის.
მეორე მოდულია ჯიპიეს ტრეკერით ველოსიპედების აღჭურვა. ეს უნდა იყოს ფასიანი სერვისი. როგორც ობიექტები აჰყავთ სიგნალიზაციაზე და იხდიან ყოველთვიურ მომსახურების თანხას, იგივე სისტემა შეიძლება აიწყოს აქაც. თუ ველოსიპედში იქნება ჩამონტაჟებული ჯიპიეს ტრეკერი, პატრონის გარდა ვინც არ უნდა მიეკაროს, განგაშის სიგნალს გადასცემს პირდაპირ დაცვის სამსახურს რუკაზე ადგილმდებარეობის ჩვენებით. საქართველოში დაცვის პოლიციას აქვს ყველაზე ვრცელი და დიდი ქსელი. განგაშის სიგნალიდან მაქსიმუმ 2 წუთში ადგილზე არიან ხოლმე. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მომპარავმა ვერ მოახერხოს ველოსიპედის ჩარჩოში ჩასმული ჯიპიეს ტრეკერის გათიშვა და დაიჭირონ ფაქტზე. როცა ველოსიპედის ქურდებს მასიურად დაიჭერენ მოპარვიდან რამდენიმე წუთში, აზრს დაკარგავს ველოსიპედის მოპარვა იმიტომ, რომ მაქსიმუმ 150-200 ლარად ჩააბარონ ბელიაშვილზე, ნავთლუღში, რუსთავში და სხვა მოპარული ველოსიპედების გასაყიდ მსხვილ ბაზრებზე და ამ თანხის გამო რამდენიმე წელი ციხის ხეხვა ნაღდად არ ღირს.
ზოგადად ესაა. შესაძლებელია დეტალების დახვეწა. ყველა საქმეს ყავს თავისი სპეციალისტი და ისინი უფრო უკეთ ააწყობენ სისტემას, მაგრამ ვის აინტერესებს ან ვის უნდა რო? smile.gif

Posted by: BIKEHOUSE 20 Feb 2018, 13:18
მაღაზიის ბმული ფორუმზე - https://forum.ge/?f=38&showtopic=35008152



ველოსახლი გთავაზობთ ველოსიპედების და ასესუარების ფართო არჩევანს,
ასევე ველოსიპედების სრულ სერვისს და გამართვას,
ვაქირავებთ სამთო და საგზაო ველოსიპედებს.

ჩვენი ფეისბუქი - https://www.facebook.com/bikehousegeo/

ველოსახლში გვაქვს შემდეგი ბრენდის ველოსიპედები :
CUBE , KHS და TOTEM

გვაქვს თიბისი ბანკის უპროცენტო განვადება ნებისმიერ პროდუქტზე

ჩვენი მისამართია :
► ბახტრიონის 28 - რუკაზე - https://goo.gl/NKa2xK
☎ ტელეფონი - 555 184324
⌚ სამუშაო საათები : ყოველდღე 11:00 - 19:00

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Crucialmind 20 Feb 2018, 16:15
ფიქსიროვაცია .....
............

Posted by: Piquecanthropus 4 Apr 2018, 13:15
https://forum.ge/?showtopic=34505382&view=findpost&p=52470169

აბა რას იტყვით სემი-პროებო user.gif

პ.ს. სხვაგან ვწერდი, მაგრამ იყოს აქაც biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)