Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > ქარში აფრიალებული კაბის დანახვა მომენატრა


Posted by: Lаki 2 Feb 2018, 23:26
ქალის შემთხვევით გამოჩენილი მუხლების დანახვა მომენატრა, მუხლების კი არა ბარძაყების, ბარძაყების კი არა და, ბაყვების...
როგორი დანახვა იცით, რომ დგას ქალი ქუჩაში თავხედი და შეუბრალებელი ქარისგან უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი, ხან ერთი მხრიდან რომ ქაჩავს კაბის კალთას ქვემოთ და ხანაც მეორე მხრიდან. უხერხულობისგან აწითლებულმა რომ არ იცის სად დაიმალოს, რას მოეფაროს, თავს როგორ უშველოს...
ყველაფერი ამის დანახვაზე თავს შენც რომ უხერხულად გრძნობ, მაგრამ თვალი მაინც იმ უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალისკენ გაგირბის, ის მომენტი (შეგრძნება) მომენატრა. ქალი რომ გრძნობს/ხედავს შენს მოურიდებელ და ოდნავ ამღვრეულ მზერას და ამის გამო მზადაა ტყვია გესროლოს, ან სულაც ხევში გადაგჩეხოს, აი იმ აფექტის შეგრძნება/შეცნობა მომენატრა...

თუ არა, და...
მოდის ქალი, ლამაზი, ტანწერწეტი, ამაყი..მოდის და არანაირი იდუმალება მასში აღარაა, დახეული ჯინსებიდან მუხლიც მოუჩანს, ბარძაყიც და ბაყვიც... ბოქვენს ჯიბის სარჩული უმალავს, სამოსიდან სხეული ანათებს, ზოგჯერ სულაც გამოჩრილია ხორცი იგივე ნახევიდან... უყურებ და..."ноль реакция"... sad.gif
აღარაფერი დამალული, საიდუმლო, ამოსაცნობი და ამღვრევი... უყურე და თვალს წყალი დაალევიე (ან სულაც გვერდზე გაიხედე)....
იგი შენს თვალწინაა, მთელი თავისი გარეგნული სილამაზით და პრიმიტიული შეგრძნებებით... აღარც მიჯნურობის სურვილი გიტევს და აღარც ცხოველური ვნება... უხარია მხოლოდ თვალს და არა გულს ან (და) სულს... უყურე და დატკბი "ნატურით"... მოეფარება თვალს და არც გული დაგწყდება და არც უკან ადევნების სურვილი გაგიჩნდება... რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ახალი (დაახლოებით იგივე) კადრი დადგება შენს თვალწინ... sad.gif

დაიბრუნეთ ქალები იდუმალება, დაიბრუნეთ... თუ არა დაკარგა ცხოვრებამ ინტერესი... sad.gif


ქარიც კი რაღაცნაირად ლიბერალული გახდა... კაბის კალთის აფრიალება ეზარება... biggrin.gif

user posted image

-ქ-ნო! ქედს ვიხრი და ქუდს ვიხდი თქვენი სილამაზის წინაშე.... user.gif

Posted by: თორნიკეე 3 Feb 2018, 00:37
Lаki
კარგი პოსტია... up.gif

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 00:48
თორნიკეე
ხო რავი
უცებ მომაწვა ეგ შეგრძნება თუ მონატრება, შიმშილის (ან წყურვილის) მსგავსად... biggrin.gif

Posted by: BESTER 3 Feb 2018, 00:51
Lаki
კარგი შედარება იყო... ))
ილუზია გაგიჩნდა წარსულიდან თუ მართლა მოგენატრა? ანუ რომელ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნები,ასე ახლოს რომ ხარ ორივე დროებასთან?))

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 00:55
BESTER
QUOTE
კარგი შედარება იყო... ))

რისი? smile.gif

QUOTE
ილუზია გაგიჩნდა წარსულიდან თუ მართლა მოგენატრა?

მომენატრა yes.gif
QUOTE
ანუ რომელ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნები,ასე ახლოს რომ ხარ ორივე დროებასთან?))

Ведь я умный, красивый, в меру упитанный мужчина, но в полном расцвете сил user.gif

Posted by: თორნიკეე 3 Feb 2018, 01:03
Lаki
QUOTE
ხო რავი
უცებ მომაწვა ეგ შეგრძნება თუ მონატრება, შიმშილის (ან წყურვილის) მსგავსად...

ვიცი, ვიცი...
მქონია ეგ ყველაფერი მეც...

თან კარგად გაქვს ყველაფერი დაწერილი... კარგად წამეკითხა.. up.gif

Posted by: პიანისტი 3 Feb 2018, 01:18
შენმა პოსტმა 5-6 წლის წინანდელი ეგ მომენტი გამახსენა , ვაიმე რა ლამაზი იყო biggrin.gif ხელზე ნიშნობის ბეჭედი რო არა მივიდოდი უეჭველი , საოცარი ქალი იყო

ქართველი ქალები love.gif

Posted by: <<Innamorata>> 3 Feb 2018, 10:00
user posted image

სასიამოვნოდ წასაკითხი პოსტია...: ))


ისე, ქალებსაც გვენატრება : ))განვრცობა არ მომთხოვთ, ხასიათზე რომ ვიქნბი მე თვითონ დავწერ რა გვენატრება.: ))



Posted by: LTC100 3 Feb 2018, 10:31
კი კაბას აქვს თავის მუღამი yes.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: PANTALONE 3 Feb 2018, 10:38
ერთხმად დავგმეთ ლიბერი ? biggrin.gif

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 10:44
PANTALONE
QUOTE
ერთხმად დავგმეთ ლიბერი ?


რატომ ლიბერი და არა დავუშვათ დიონისე?
და კიდევ, რა შუაშია დაგმობა?
<<Innamorata>>
QUOTE
სასიამოვნოდ წასაკითხი პოსტია...: ))


გმადლობთ
წუხელ უცებ კაეშანი მომაწვა და მის მიზეზს ჩავუღრმავდი... biggrin.gif

QUOTE
ლიბერალული

ლიბერალური

Posted by: la reine 3 Feb 2018, 11:04
აკრძალულის თუ მიუწვდომელის შეხების ან დანახვის სურვილი დგას ამის უკან.


60-იანი წლები კი არ არის.

ქარში რატო უნდა ჩაიცვა კაბა, თანაც ფრიალა.

თანამედროვე ქალი ბევრად უფრო პრაქტიკულ/პრაგმატულია.

პ.ს. ახლა აღარავის ეფარკლება ღაწვები. სხვა დროაold.gif

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 11:29
QUOTE
აკრძალულის თუ მიუწვდომელის შეხების ან დანახვის სურვილი დგას ამის უკან.


არადა, მაგის სურვილი რომ აღარ დგება ის ვიგულისხმე.
la reine

QUOTE
მოდის ქალი, ლამაზი, ტანწერწეტი, ამაყი..მოდის და არანაირი იდუმალება მასში აღარაა, დახეული ჯინსებიდან მუხლიც მოუჩანს, ბარძაყიც და ბაყვიც... ბოქვენს ჯიბის სარჩული უმალავს, სამოსიდან სხეული ანათებს, ზოგჯერ სულაც გამოჩრილია ხორცი იგივე ნახევიდან... უყურებ და..."ноль реакция"..


QUOTE
ქარში რატო უნდა ჩაიცვა კაბა, თანაც ფრიალა.

სხვათაშორის ქარმა მოულოდნელად იცის ამოვარდნა ( იყო დრო ახარებდა ჩვენს თვალს, გულს და ა.შ... biggrin.gif) boli.gif

Posted by: la reine 3 Feb 2018, 12:15
Lаki
მაგის სურვილი აღარ დგება იმიტომ რომ იმ ჯინსიდან ნებით დაგანახეს ბაყვიც და ბოქვენიც...გამოფენილია ხორცები. ამიტომ გაქვს იქ რეაქცია ნული.


აი აფრიალებული კაბის მიღმა დანახული იგივე ბაყვი კი გაღელვებს, რადგან დამალული იყო და მიუწვდომელი.

გაიგე?

ელემენტარნო ვატსონ..

Posted by: MyHope 3 Feb 2018, 12:23
QUOTE (la reine @ 3 Feb 2018, 12:15 )
Lаki
მაგის სურვილი აღარ დგება იმიტომ რომ იმ ჯინსიდან ნებით დაგანახეს ბაყვიც და ბოქვენიც...გამოფენილია ხორცები. ამიტომ გაქვს იქ რეაქცია ნული.


აი აფრიალებული კაბის მიღმა დანახული იგივე ბაყვი კი გაღელვებს, რადგან დამალული იყო და მიუწვდომელი.

გაიგე?

ელემენტარნო ვატსონ..

gigi.gif
სიმართლეა...
მომინდომეს ეხლა კაბის ფრიალიsmile.gif

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 12:32
la reine
QUOTE
მაგის სურვილი აღარ დგება იმიტომ რომ იმ ჯინსიდან ნებით დაგანახეს ბაყვიც და ბოქვენიც...გამოფენილია ხორცები. ამიტომ გაქვს იქ რეაქცია ნული.

QUOTE
დაიბრუნეთ ქალები იდუმალება, დაიბრუნეთ... თუ არა დაკარგა ცხოვრებამ ინტერესი...


MyHope
QUOTE
მომინდომეს ეხლა კაბის ფრიალი


facepalm.gif
//////////////

შინაარსს/პათოსს თუ ვერ ჩაწვდი, არაა აუცილებელი მასზე ილაპარაკო... boli.gif

Posted by: kaliso 3 Feb 2018, 12:36
სოფელი ბაზალეთსჰი მაქვს, მახსოვს ერთხელ ტბაზე მივდიოდი დანჭყრეული პაზიკები დადიოდა ჩემს ბავსჰვობასჰი ტბაზე(ტბას გაივლიდა ისე თბილისსჰი დადიოდა). მაგრად ცხელოდა და იასნია ავტობუსი სავსე იყო, უკან სკამზე ვიჯექი და თავზე დამადგა წითელ სარაფნიანი გოგო, დაჯდომა სჰევთავაზე და უარი მითხრა. ძალიან რომ გაიტენა ავტობუსი ხახლი მოაწვა და მოკლედ ამ გოგოს ფეხი აღმოჩნდა ჩემ ფეხებს სჰორის. არ უცდია თვითონ რომ ფეხი გამოეძვრინა, მეც რაღაც სასწაული სასიამოვნო სჰეგრძნება დამეუფლა, ალბათ ეს იყო ჩემ ცხოვრებასჰი პირველად როდესაც საპირისპირო სქესს ესე სექსუალურად სჰევეხე. ეხლაც მახსოვს ის სჰეგრძნება.


ეხლაც ვიცი სად არის ის გოგო, ქმარს გასჰორდა და ორი სჰვილი ყავს cry.gif .

Posted by: la reine 3 Feb 2018, 12:54
Lаki


gigi.gif


ჩვენ ბოდიში ახლა სულ დაბლა რომ გექაჩებითgigi.gif



Posted by: MyHope 3 Feb 2018, 12:58
QUOTE
შინაარსს/პათოსს თუ ვერ ჩაწვდი, არაა აუცილებელი მასზე ილაპარაკო... boli.gif

პათოსსაც ჩავწვდი და მეტსაცsmile.gif

Posted by: la reine 3 Feb 2018, 13:06
გავაფუჭე თემაsad.gif


აფსუს.



არადა რა ფრონცკულად იყო გახსნილიuser.gif


Lаki

ვსო. აღარ ვიზამ. ბოდიში 2kiss.gif

smile.gif

Posted by: Artist 3 Feb 2018, 13:14
Lаki
ის ფილმი გამახსენდა:http://net.adjara.com/Movie/main?id=732, ალპაჩინო თამაშობს მთავარ როლს..

Posted by: sაlოmეa 3 Feb 2018, 13:14
la reine
არადა ყველაფერი ძალიანაც კარგად გაიგე
პროსტა ეგეთ ხასიათზე ხარ
biggrin.gif
მოიჩოჩე კაპუჩინოს დაგისხამ
2kiss.gif


Lаki
აშკარად არასწორ დროს ხარ დაბადებული
user.gif
მეც


დაივიწყე კაბის შრიალი

Posted by: la reine 3 Feb 2018, 13:26
sაlოmეa

ცუდი აღარ ქვია მაგას. დღეს ოთახიდან არ გავალ. ცოდოა ხალხიbiggrin.gif

და არც აქ შემოვალuser.gif


კიმაგრამ შენ რა იცი? მგონი არ ვიცნობთ ერთმანეთსbiggrin.gif

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 13:32
la reine
შენი მუჯლუგუნები მთელი ფორუმისთვისაა ცნობილი tongue.gif

QUOTE
ბოდიში

დაივიწყე 2kiss.gif

Artist
QUOTE
: "ქალის სურნელი"

up.gif
ტანგო და საბოლოო სიტყვა.
ახლანდელ პატარაიებს და პეროიანებს დღეში სამჯერ უნდა აყურებიო! biggrin.gif

პ და ს
არ ვარ ჯერ მაგ ასაკის... user.gif

sაlოmეa
QUOTE
აშკარად არასწორ დროს ხარ დაბადებული

არადა
ხანდახან ვფიქრობდი, ხომ არ ჯობდა 21 საუკუნეში დავბადებულიყავითქო (ანუ, აზრით რომ იწყებ ცხოვრებას); მერე დავუფიქრდი და პასუხი აშკარად ერთსახაა - არა!!!
მოვესწარი მსოფლიოს გლობალურ ცვლიბებებს, სუკუნეთა და ათასაუკუნეთა ცვლას.
ადამიანის საოცარ მეტამორფოზას და ტექნიკურ ცივლიზაციას.
ერთი კაცის ცხოვრებით ნაღდად არ მიცხოვრია და კიდევ ბევრ მრავალფეროვნებას ველოდები...
ასე რომ- გაუმარჯოთ 60/70/80-ან წლებს და მათ რომანტიზმს!!!

QUOTE
დაივიწყე კაბის შრიალი


sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: sაlოmეa 3 Feb 2018, 13:49
la reine
QUOTE
კიმაგრამ შენ რა იცი? მგონი არ ვიცნობთ ერთმანეთს

თევზების ინტუიცია მკლავს
biggrin.gif
Lаki
QUOTE
ასე რომ- გაუმარჯოს 60/70/80-ან წლებს მის რომანტიზმს!!!

მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი ჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო, შეცდომით იდო და ნელა-ნელა თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ..."
:**
რაღაც ასეთი

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 13:56
sაlოmეa
QUOTE
მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი ჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო, შეცდომით იდო და ნელა-ნელა თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ..."


არ მიუღია ის ენერგია, რასაც დაღლილი სხეული (მისი ნაწილი/ასო) ითხოვს.
ან იქნებ ვერ გასცემდა...
ან არ შეეძლო (გაცემა) ან კიდევ გრძნობდა რომ დაბლოკეს...

ცხოვრება გრძელდება....
(არავითარი კაპიტულაცია!)

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 14:41

--

Posted by: პიანისტი 3 Feb 2018, 15:59
აუ რა თემა გააფუჭეს biggrin.gif ფრიალა წვივებამდე კაბა ატარეთ გოგოებო love.gif

Posted by: teoj 3 Feb 2018, 16:26
ლოლ , პორნო და ხორცი აღარ აღაგზნებს კაცებს.. ის დრო ენატრებათ " იი ხორცი დავინახე გავეკიდები " -ს სიყვარული :დ
აღარ მოვიდა დრო რომ ურთიერთობით , ადამიანის შინაარსით, სულისმიერი ვიბრაციით და სიახლოვით მიღებული გრძნობებით იგრძნოთ ემოციები და სიყვარული ? მერე უბედურები ვართო იძახით :დ ქალები კიდე იხდიან და იცვამენ სასაცილოდ :დ ერთმანეთს ვერ აკმაყოფილებენ და დარბიან წრეზე :დ

კიდევ კარგი რომ სხვაგვარად მოაზროვნე ხალხიც არსებობს

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 16:30
teoj
QUOTE
აღარ მოვიდა დრო რომ ურთიერთობით , ადამიანის შინაარსით, სულისმიერი ვიბრაციით და სიახლოვით მიღებული გრძნობებით იგრძნოთ ემოციები და სიყვარული ?


ეგ დრო მოვიდა კი არა, წავიდა...
ამას მივტირივარ(თ), თუ დაუკვირდებოდი...

Posted by: MyHope 3 Feb 2018, 16:32

........

...................

Posted by: GeorgeSword 3 Feb 2018, 16:41
QUOTE
აღარ მოვიდა დრო რომ ურთიერთობით , ადამიანის შინაარსით, სულისმიერი ვიბრაციით და სიახლოვით მიღებული გრძნობებით იგრძნოთ ემოციები და სიყვარული ?


ეს იმ სერიიდანაა ქალს რომ სექსი არ შეუძლია დიდი სიყვარულის გარეშე ? yawn.gif pop.gif

Posted by: teoj 3 Feb 2018, 16:45
Lаki თუ დაუკვირდები არასწორი კუთხით მისტირი :დ სადღაც აფრიალებული კაბა თვალს გიბინდავს და მაგით აფორიაქებული , სექსუალურ სუბლიმაციას გადაიტან ადამიანზე, მერე სხვაგან აფრიალებულზე იოცნებებ - რა განსხვავებაა ?
თუ ხორცი მნიშვნელოვანი არაა, იარონ დახეული ჯინსით, რა გადარდებს? ადამიანი შეიყვარე და ისეთ ემოციებს აკრებ, ინტიმიც იქნება, ვიბრაციაც, სუნთქვის შეკვრაც და რომანტიკას + სხვა სიკეთეები ( თქვენს წარმოსახვას მივანდობ :დ)


* * *
GeorgeSword რა შუაშია ეგ ? ზოგს ემოციებით შეუძლია, ზოგს სიყვარულით, ზოგს უსიყვარულოდ

აქ სხვა რამეზე იყო საუბარი ზოგადად
ქალმა რომ გახსნას თემა, ქამარ ხანჯლით იარეთ უფრო ვაჟკაცური და აღმგზნებები ხართო, ეჰ რა დრო იყოო მიაკვნესოს ( თუ გინდა ესეც მივამატოთ - მერე იქნებ შეგვიყვარდებით კიდეცო ) - წიპა ეგეთი ბანალური აბმავია



Posted by: Lаki 3 Feb 2018, 16:56
teoj

მე იმას "მივტირი" რომ ქალში იდუმალება მინიმუმამდე დავიდა... (ხოლო ბევრ შემთხვევაში კი საერთოდ გაქრა)...

და თუკი შევიყვარებ (ვისაც), მე მის განხილვას არ დავიწყებ, არც აქ და არც სხვაგან!

Posted by: teoj 3 Feb 2018, 17:10
Lаki ხორცის იდუმალება ანუ ? :დ

კარგით, გავალ , ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე, თან მკაფიოდ , იშვიათად ვწერ ასე მკაფიოდ და უშუალოდ ასეთ თემებზე - რევერანსების გარეშე :დ პირველ პოსტში რაც წავიკითხე , ვერაფერი რომანტიკული ხაზი და პატივისცემა იქ ვერ დავინახე უბრალოდ , არადა შეფუთვა ამისკენ მიდიოდა თითქოს . შემაწუხა ასეთმა მერკანტილურმა მიდგომამ :გიგი: :დ
შენ საწყენად არ მიიღო :დ
ბოლოს რაც დაწერე, კარგი თვისებაა, თუ იმას გულისხმობ რაც მე ვიფიქრე

Posted by: Re-hanna 3 Feb 2018, 18:16
იდუმალება.მამაკაცებში!
მომენატრა
მამაკაცის იდუმალება - ვ. სტუდიუ!! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: GeorgeSword 3 Feb 2018, 18:30
teoj


,,აშრიალებული კაბების'' მაღალ სულიერებაზე აპელირებით რომ სცადე დაშოშმინება ,ორივე თანაბრად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ჩემთვის ბაი ზი ვეი biggrin.gif
რადგან განზოგადოება ამის ძნელია .....მსგავსი რაღაცეები (როგორც პირველი ასევე მეორე) შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია რომელსაც თანამედროვეობასთან და არც ძველმოდურობასთან კავშირი არ აქვს და სხვისთვის ვერ იქნება მაგალითის მიმცემი რადგან ძალიან ინდივიდუალურია ეს


Posted by: Miss_sinaze711 3 Feb 2018, 18:37
იდუმალებას არც შემთხვევით აფრიალებულ სამოსზე დამორცხვება განსაზღვრავს ჩემთვის და არც დახეული ჯინსები აკლებს რამეს, თუმცა ქალზე კაბა უფრო მომწონს, უფრო ქალურს ხდის. ისე, ჯინსის დახეულ ადგილებს და შორტის თუ კაბის სიმოკლესაც უნდა ჰქონდეს თავისი საზღვარი, როცა ქუჩაში დადიხარ - ჩემი აზრით, მაგრამ ქარის თემა მაინც მტკივნეულია ჩემთვის : )))) რეალური სიტუაცია საკმაოდ დისკომფორტულია ქალისთვის : )))) სულ სხვაა ნებით აწეული კაბა და რადიკალურად განსხვავებულია შენს დაუკითხავად, უდროოდ და უადგილოდ აფრიალებული : )))) ამიტომ თავხედი ქარის მიხედვით ვიცვამ, განსაკუთრებით გონივრულად ვმოძრაობ მარტის თვეში და ისეთ ტერიტორიაზე, როგორიც დიღომი და თემქაა : )))))

Posted by: teoj 3 Feb 2018, 18:46
GeorgeSword არასწორად გაგიგია ჩემი პოსტი . დავწერ კარგი :დ ვეცდები მოკლედ მოვახერხო
სულიერების ძებნა იყო აშრიალებულ კაბაში და უნებურად გამოჩენილ ხორცში.. და ეს ყველაფერი ქალის შინაგან სამყაროსთან არასწორად მიმაგრებული. არადა უბრალოდ ის თემაა რომ კაცმა ნახა ინტერნეტი, ნახა თავისუფალი ურთიერთობების გემო და ახლა ჰაერშია, ვერ იღებს სიამოვნებას და ეძებს .. თორემ კოჭი , ყელის არე და მუხლები მაშინაც უჩანდა ქალს განა არა :დ ინტიმურ ადგილებს ახლაც დაფარულად ატარებს ორივე სქესი ქუჩაში :დ
აქედან გამომდინარე გადავედი ურთიერთობის შინაარსებზე და სიღრმის მიერ მოტანილ განცდებზე .. რომელსაც უნებურად დანახული ხორციდან ეძებენ .. აქ ძებნაზეა საუბარი .. ჰოდა ისე გამოდიოდა აღმგზნებ საშუალებებს ეძებ და არა იმას რაც ურთიერთობიდან მოდის, რაც ადამიანის შინაარსშია. ( გინდავ ვიღაცას იდუმალება მოსწონდეს, ვიღაცას გახსნილობა, ვიღაცას სექსუალური თამაშენი და ასე შემდეგ. ყველას აქვს პირადი და დაფარული ინტიმური მხარე , ვინ ეხება ამას . სისულელეა . მაგრამ თუნდაც იდუმალება ხომ შინაგანი მდგომარეობებია და რა შუაშია აქ ხორცი ? გამოდის ხორცისმიერ თემებზეა სუბარი . ქალი აღარ ქალობს და კაცი აღარ კაცობს ამის გამო ? )
მერომ გითხრა არ ხარ მამაკაცური იმიტომ რომ ხანჯალი არ გიკეთიაო ხო შეურაცმხყოფელია რომ დავფიქრდეთ ? შენი ნდივიდი იკარგრბა, ის რაც განაპირობებს ნამდვილად შენს მამაკაცურობას და არა ნივთი , ხანჯალი, უცებ გამოჩენილი ბანჯგვლი მკერდის არედან :დ და თემა დავიდა იქამდე რომ შეფუთულია რომანტიკით და სინამდვილეში პრობლემა არის სხვა :დ
თორემ სხვა რა შეიცვალა.. ან რა მოდაა ასეთი :დ
უბრალოდ ადამიანები რაც მეტად გავარეალურებთ და დავაყენებთ ყველაფერს თავის ადგილზე, მივხვდებით რა გვი და რას ვეძებთ და როგორ ვეძებოთ, უფრო მივიღებთ იმას რაც გვინდა :დ

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 18:54
teoj


მაგრად ჩა(უ)ახუჭუჭე up.gif

.....

Posted by: Fluminense 3 Feb 2018, 20:26
აიიი ზსუტად ეგრე ვარ მეც :დ არანაირი ტრაკი და მკერდი აღარ მხიბლავს :დ ლოყაწითელა გოგო მომენატრა, რომელიც კომპლიმენტის თქმისას წითლდება. ყველაფერი ძაან ხელოვნურია, მაგრამ მგონია რაღაც დროის შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდება ეგ ყველაფერი

Posted by: Lаki 3 Feb 2018, 20:31
Fluminense
QUOTE
აიიი ზსუტად ეგრე ვარ მეც


ზოგისთვის ეგ მდგომარეობა დაცინვის საბაბი აღმოჩნდა.
ზოგისთვის გამაღიზანებელი

რაც მთავარია, თემას "გულგრილად" ვერავინ ჩაუარა გვერდი wink.gif (biggrin.gif)

Posted by: la reine 3 Feb 2018, 20:31
Fluminense


ჯანსაღი, ჭროღათვალება და ლოყაწითელა გოგოები სვანეთშიsmile.gif







Posted by: kaliso 3 Feb 2018, 20:57
Fluminense
ეგრე ხდება როდესაც მამრი ფიქრს იწყებს სერიოზულ ურთიერთობაზე, მაგ დროს დაბერილი ტუჩები, დიდი ტაკო და რუჯი, მეათე ხარისხოვანი ხდება gigi.gif

Posted by: ia-viola 3 Feb 2018, 20:58
ჩემი 34 წლიანი ცხოვრების მანძილზე სულ სამჯერ ჩავვარდი ასეთ სიტუაციაში.

არ დაიწყოთ ახლა, ქარში კაბა რამ ჩაგაცმევინაო. მერე ამოვარდა ქარი.

ბოლო ორი შემთხვევა - ამ ერთი წლის მანძილზე.
facepalm.gif

მართლაც რომ უხერხული შემთხვევაა და არაფერია რომანტიული მასში.

vis.gif vis.gif

და ახლა წარმოვიდგინე: ,,ქარი როგორ გლეჯს ყოლიფერს'', კაბა მიფრიალდება და ქარაშოტში ვიღაც მიყურებს, თან ამღვრეული. ერთადერთი სურვილი, რაც გამიჩნდება ისაა, რომ თავში ვდრუზო რამე მძიმე ბლაგვი საგანი. რა თქმა უნდა თუ შევამჩნიე.
lol.gif

Posted by: *ნინევია 3 Feb 2018, 21:22
დიმიტრი ერისთავი
"გაზაფხული"

user posted image

ეპოქა შეიცვალა smile.gif
მე ჩემი ბავშვობისდროინდელი ბიჭების ტიპაჟებს ვეღარ ვხედავ მასიურად. მამაკაცურებს...

Posted by: sაlოmეa 3 Feb 2018, 21:54
არ მჯერა რო ვერავინ ვერ გაიგეთ თემის ავტორს რისი თქმა უნდოდა

სინამდვილეში არაფერ შუაშია არც შრიალა კაბა და არც დახეული ლევისები

არადა გაიგეთ

Posted by: *ნინევია 3 Feb 2018, 21:56
sაlოmეa
ვინც როგორ გავიგეთ, ისე გადმოვეცით.

ხო მიხვდი/გაიგე ?! smile.gif)


* * *
user posted image

მშვენიერია smile.gif

Posted by: Fluminense 3 Feb 2018, 22:01
ახლა მახსენდება ჩემი მასწავლებლის სიტყვები. მისი თქმით ყველანაირი სამკაული სისუსტეს გამოხატავდა. რადგან ამითი ადამიანები იმას ივსებდნენ რაც აკლდათ სულიერად. ვეთანხმები ამაში, რადგან დღეს სწორედ ამაო საგნებით ვაფასებთ ადამიანები ერთმანეთს :დ თავს არ ვიქებ მაგრამ მე არ ვარ ამ კატეგორიაში. ერთ გოგოს ვხდებოდი და პირველ შეხვედრაზე გადაშპაკლული იყო. დღის ბოლოს ცივად დავემშვიდობე და რო წავიდა მივწერე შემდეგში მაკიაჟის გარეშე მოდი მეთქი. მისი აზრით მაკიაჟი უხდებოდა არადა მკვდარს უფრო გავდა ეგრე. მაგის შემდეგ მუდამ მაკიაჟის გარეშეა და მე მომწონს. Diax me varsebob biggrin.gif

Posted by: sაlოmეa 3 Feb 2018, 22:45
*ნინევია
მერლინი ძაან ლამაზია
love.gif
თითქმის იდეალური

Posted by: kaliso 3 Feb 2018, 23:31
QUOTE (ia-viola @ 3 Feb 2018, 20:58 )
მართლაც რომ უხერხული შემთხვევაა და არაფერია რომანტიული მასში.

მაინტერესებს თქვენი აზრი, ქარისგან აწეული კაბა უფრო უხერულია თუ ქარისგან გადაყრილი ტალავერი?

Posted by: ia-viola 4 Feb 2018, 00:02
kaliso
ამ შემთხვევაში ტალავერის პრობლემა ქალებს ნაკლებად გვაწუხხებს.

მარა ერთხელ მე და ჩემი ჯგუფელი მოვდიოდით, მარშოტკაში ვიღაც კაცი იჯდა წინ, გაწეული ფანჯრიდან ქარზე, თავზე შემოლაგებული თუ დახვეული ტალავერი წამიეშალა და ჩემ ჯგუფელს სახეში , ,ეცა''. რამდენი წელი გავიდა, მაგრამ რომ მახსენდება, ახკაც ცუდად ვხდები სიცილისგან.

პ.ს. თემის ავტორის პათოსი კი გასაგებია, მარა მართლა საშინლად უხეღხული განცდაა.


Posted by: kaliso 4 Feb 2018, 00:10
QUOTE (ia-viola @ 4 Feb 2018, 00:02 )
ახკაც ცუდად ვხდები სიცილისგან.

ალბათ ვინც თქვენი აფრიალებული კაბა ნახა დღესაც ახსოვს თქვენი საცვლების ფერი .

Posted by: ia-viola 4 Feb 2018, 00:23
შეიძლება კი, შეიძლება არა.

შეიძლება არავის დავუნახივარ. ქარში ყველას თავის გაჭირვება აქვს. smile.gif

და აფრიალებული კაბა მაინდამაინც საცვლის გამოჩენას არ გულისხმობს. wink.gif

იმისთვის რომ თავი უხერხულად იგრძნო, არაა აუცილებელი მაინცდამაინც საცვალი გამოჩნდეს. rolleyes.gif

Posted by: jurnalistka 4 Feb 2018, 01:42
ამ თემას ძალიან მოუხდებოდა ერთი ლექსი, მაგრამ გაფრთხილებული ვარ ამ განყოფილებაში პოეზია არ უყვართო smile.gif

Posted by: nigo 4 Feb 2018, 09:28
Lаki
შენ მოგენატრა ქალურობა,სინაზე და არა კაბა. კაბა ასოციაციურედ დაუკავშირე იმას ,რაც დღეს დაკარგეს ქალებმა, გოგოებმა(მთლად მათი ბრალიც არ არის)

მოგენატრა სინაზე, ხანდახან გოგოების სიმორცხვე.
მოკლედ მოგენატრა როცა ქალი იყო ქალი და არა გენდერული თანასწორობა და ბაია პატარაიას გარეშეც დიდ პატივს სცემდით ქალებს და სულ სხვანაირად ექცეოდით.
სხეულის გამოჩენაზე არ არის. ჩემს დროს შემოვიდა მინები.
ვსწავლობდი უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში, სადაც მთელი უნივერსიტეტის ბიჭებს სამხედრო ჰქონდათ.
ჩვენ თითონვე გვრცხვენოდა, კიბეებზე იუბკებს ან კაბებს უკან ხელით ვიჭერდით, ზედმეტი რომ არ გამოჩენილიყო. ასევე უფრო მოგვიანებით შემოვიდა წვრილბრეტელებიანი სარაფნები და კაბები, თიტქმის შიშველი იყავი და ,თან გვეცვა ,თან მოხრილები დავდიოდით.
მეტსაც გეტყვი, იმ დროს შემოვიდა გოგოებში შარვლები, "ბრიუჩნი კოსტუმები" ერქვა. არაფერი ჩანდა , მაგრამ გიჟდებოდნენ ბიჭები.ქუჩაში მანქანაბეით მოგვყვებოდნენ და აპიპინებდნენ, მაგრამ რატომღაც გოგოებს სულ არ გვწყინდა,არაფერს უკადრებელს არ გვეუბნებოდნენ, პირიქით კომპლიმენტები.
მოკლედ ქალი მოგენატრა, მისი სინაზე, იდუმალება.
როცა ვინმე მოგწონს ან გატაცებული ხარ , ყველაზე კარგი და ბედნიერი პერიოდია, როცა ერთმანეთს ეცნობით, იგებთ ერთმანეთის გემოვნებას, ინტერესებს, მსოფლმხედველობას.( ახლა დებილ ქალები ყველაფერს რომ ყვებიან, არ მყავს მხედველობაში).

მე არ ვიცი ვიდეოს დადება და გუშინ იუთუბში ივ მონტანის autumn leaves ვუსმენდი ,ფრანგულად მღეროდა ბუნებრივია და ინგლისური ტიტრები ედო, იქნებ ვინმემ დადოთ. სად ქრება, სად მიდის მერე, ეს სიმორცხვე, დანახვისას გულის ჩავარდნა, მუხლების კანკალი,ერთი სული, ჩქარა მოხვიდე მეგობრებთან,რომლებმავ მოგრთეს პაემნისთვის და ახლა ამბებს ელოდებიან.

მოუყვე ასე, მითხრა, ისე ვუთხარი. ძალიან დასანანია, როცა ძლიერი გრძნობა ხუნდება, ცვდება , მერე გულგრილობაში გადადის, თანაც უმიზეზოდ ,თავისთავად.

ერთ პანაშვიდზე ვიყავი,ახალგაზრდობის სურათებიც იდო. სრულიად არაფერს არ ვგრძნობდი. იმდენად უკვე უცხო იყო,იმ სურათზე ის ბიჭი.უბრალოდ ზრდილობის გულისთვის ვისევდიანე , წამოვედი და სადარბაზოდან გამოსვლისთანავე დამავიწყდა. sad.gifმხოლოდ ივ მონტანის სიმღერამ გამახსენა გუშინ.

Posted by: DORO 4 Feb 2018, 09:35
QUOTE
ახლა მახსენდება ჩემი მასწავლებლის სიტყვები. მისი თქმით ყველანაირი სამკაული სისუსტეს გამოხატავდა.

მე კიდევ ის გამახსენდა --ქალს სევდა უხდება და გართობა არასერიოზული ხალხის საქმეაო biggrin.gif biggrin.gif lol.gif facepalm.gif

წყალი თემაა .
თევზობა ჩაწვდა ყველაზე კარგად biggrin.gif

Posted by: Lаki 4 Feb 2018, 09:37
nigo
QUOTE
შენ მოგენატრა ქალურობა,სინაზე და არა კაბა. კაბა ასოციაციურედ დაუკავშირე იმას ,რაც დღეს დაკარგეს ქალებმა, გოგოებმა(მთლად მათი ბრალიც არ არის)

მოგენატრა სინაზე, ხანდახან გოგოების სიმორცხვე.
მოკლედ მოგენატრა როცა ქალი იყო ქალი და არა გენდერული თანასწორობა და ბაია პატარაიას გარეშეც დიდ პატივს სცემდით ქალებს და სულ სხვანაირად ექცეოდით.


2kiss.gif


* * *
jurnalistka
QUOTE
ამ თემას ძალიან მოუხდებოდა ერთი ლექსი, მაგრამ გაფრთხილებული ვარ ამ განყოფილებაში პოეზია არ უყვართო


თემის ავტორი მე ვარ
გამოუშვი wink.gif
DORO
QUOTE
წყალი თემაა .
თევზობა ჩაწვდა ყველაზე კარგად

პერევეძი wink.gif

Posted by: kaliso 4 Feb 2018, 09:42
QUOTE (ia-viola @ 4 Feb 2018, 00:23 )
და აფრიალებული კაბა მაინდამაინც საცვლის გამოჩენას არ გულისხმობს. wink.gif

რავიცი , მსგავსი სცენები უფრო ბავშვობაში მახსენდება. ბავშვობის დროს ძალიან მაინტერესებდა კაბის ქვეშ რა ხდებოდა, მახსოვს ბევრჯერ ძალით წავქცეულვარ რომ კაბის შიგნით შემეხედა givi.gif .

Posted by: Lаki 4 Feb 2018, 09:46
*ნინევია

ფოტო მომეწონა smile.gif
kaliso
QUOTE
მახსოვს ბევრჯერ ძალით წავქცეულვარ რომ კაბის შიგნით შემეხედა

ერთს სარკე ვუნახეთ ფეხსაცმლზე თასმებით დამაგრებული.
იმდენი ურტყეს რომ სკოლა და უბანი დატოვა... yes.gif

Posted by: DORO 4 Feb 2018, 09:53
Lаki
QUOTE
პერევეძი

ასტროების კუთხით შევხედე
წყლის სტიქია სენსიტივია და თევზი განსაკუთრებით -- ის ხედავს ,ის გრძნობს და მისი ფიქრები ისე შორის არის რომ ...:დდ
შენც ეგ უნდა იყო წესით .

Posted by: Lаki 4 Feb 2018, 09:56
DORO
QUOTE
წყლის სტიქია

QUOTE
შენც ეგ უნდა იყო წესით .


კი.
წყლის სტიქია ვარ.
ოღონდ არა თევზი
უფრო უარესი givi.gif

Posted by: nigo 4 Feb 2018, 10:05
Lаki

მორიელი?

რთულია ამ ნიშნით ცხოვრება, თუმცა არც ჩემია ადვილი.
დომინანტი თავისუფლების სიყვარულია და იძულებული ხარ ხშირად დათრგუნო .








sad.gif

Posted by: Lаki 4 Feb 2018, 10:19
nigo
QUOTE
მორიელი?


yes.gif

QUOTE
რთულია ამ ნიშნით ცხოვრება
დომინანტი თავისუფლების სიყვარულია და იძულებული ხარ ხშირად დათრგუნო .


კი, მასეა...
ბევრ რამეს შეცვლიდი წარსულში...

Posted by: la reine 4 Feb 2018, 12:20
nigo

მე გეტყვით როგორ დადოთ ვიდეო:*))

შედიხართ იუთუბზე და ვიდეოს ქვეშ რომ არის ლინკი, იმის ნახევარს დააკოპირებთ, (წილადის ხაზის მერე რაც წერია იმ ნაწილს)
შემდეგ ფორუმზე წერთ პოსტს . აწკაპებთ ამ ნიშანზე[YOUTUBE]აქ ჩასვამთ იმ დაკოპირებულ ლინკს. მერე ისევ [YOUTUBE]

სულ ესააsmile.gif

მგონი აბდაუბდურად დავწერე, მაგრამ თუ არ გამოგივიდათ ისევ აგიხსნით2kiss.gif



Posted by: kaliso 4 Feb 2018, 13:46
QUOTE (Lаki @ 4 Feb 2018, 09:46 )

kaliso
QUOTE
მახსოვს ბევრჯერ ძალით წავქცეულვარ რომ კაბის შიგნით შემეხედა

ერთს სარკე ვუნახეთ ფეხსაცმლზე თასმებით დამაგრებული.
იმდენი ურტყეს რომ სკოლა და უბანი დატოვა... yes.gif

ეს რომელ წლებში? ცოდო ყოფილა ბავში თუ უბნიდანაც გააგდეს lol.gif .
ჩემ უბანში მაგალითად გარკვეულ ასაკამდე მშვენივრად ვიზრდებოდით ბავშვები (ნებისმიერი სქესისა), საპირისპირო სქესზე ფიქრი რომ დავიწყეთ გამოჩნდა ახალი ინტერესები ერთმანეთის მიმართ. მაგალითად; იგივე თამაშს ვთამაშობდით რასაც ბავშვობაში(უკნიდა წავეჭიდავე), როდესაც ჩემი ასო შეეხო მის უკანალს ძალიან მომეწონა და ხელი აღარ გავუშვი, თვითონაც აწითლდა და როდესაც თავი გამოიხსნა სახლში გაიქცა. იმის მერე გრაფიკით ჩამოდიოდა ეზოში givi.gif .

Posted by: Hyperzet 4 Feb 2018, 15:58
QUOTE
ალბათ ვინც თქვენი აფრიალებული კაბა ნახა დღესაც ახსოვს თქვენი საცვლების ფერი .

არსებობს დაუწერელი კანონი.
როცა ქალი კაბას იცვამს, აუცილებლად შესაბამისი და ძალიან ლამაზი
ტრუსი უნდა ეცვას.

bis.gif

Posted by: BESTER 4 Feb 2018, 16:10
Hyperzet
QUOTE
არსებობს დაუწერელი კანონი.
როცა ქალი კაბას იცვამს, აუცილებლად შესაბამისი და ძალიან ლამაზი
ტრუსი უნდა ეცვას.

შარვლის შიგნით უფრო ლამაზი ტრუსი უნდა ეცვას,უფრო მეტი ეფექტი აქვს :დდ

Posted by: *ნინევია 4 Feb 2018, 16:22
QUOTE (BESTER @ 4 Feb 2018, 16:10 )
Hyperzet
QUOTE
არსებობს დაუწერელი კანონი.
როცა ქალი კაბას იცვამს, აუცილებლად შესაბამისი და ძალიან ლამაზი
ტრუსი უნდა ეცვას.

შარვლის შიგნით უფრო ლამაზი ტრუსი უნდა ეცვას,უფრო მეტი ეფექტი აქვს :დდ

ეფექტზე თუა...ვაბშე რომ არ ეცვას ?! rolleyes.gif

პ.ს. ისე ვთქვი user.gif

Posted by: GeorgeSword 4 Feb 2018, 16:23
QUOTE
ეფექტზე თუა...ვაბშე რომ არ ეცვას ?! 



ამის დასაწერად შემოვედი მეც


Posted by: BESTER 4 Feb 2018, 16:28
*ნინევია
GeorgeSword
ნუ ეგ ხომ მთლად უკეთესი :დდდ

Posted by: GeorgeSword 4 Feb 2018, 16:44
BESTER


გავიხუმრეთ ბესთერ
თორემ მართლა წარმოვიდგინე და არაფერი ისეთი მაგაში ნამდვილად არაა უცნობი ქალის მყისიერად გენიტალიების დათვალიერებაში
კაცმა კოჭის გამოჩენაზე გახსნა თემა და სადამდე მივედით ბიწოოო vis.gif

Posted by: la reine 4 Feb 2018, 16:48
GeorgeSword

აბა?!

აიმღვრა კომპოტიsad.gif


მაგრამ ღირსიაsmile.gif

მოგვინდომა აქ 60-იანი წლები.

Posted by: sაlოmეa 4 Feb 2018, 16:50
DORO
რამდენი იცი ამ თევზების შესახებ და საოცრად სწორად
rolleyes.gif

Posted by: *ნინევია 4 Feb 2018, 16:50
BESTER
GeorgeSword

ლოგიკური გადასვლა იყო და შესაბამისად გავიხუმრეთ
yes.gif


აი, მე ეს გოგო მომწონდა ძალიან, რატომღაც. კაბაზე გამახსენდა smile.gif


Posted by: kaliso 4 Feb 2018, 17:17
QUOTE (Hyperzet @ 4 Feb 2018, 15:58 )
QUOTE
ალბათ ვინც თქვენი აფრიალებული კაბა ნახა დღესაც ახსოვს თქვენი საცვლების ფერი .

არსებობს დაუწერელი კანონი.
როცა ქალი კაბას იცვამს, აუცილებლად შესაბამისი და ძალიან ლამაზი
ტრუსი უნდა ეცვას.

bis.gif

მე მახსოვს ყველა ფერი რაც ქარმა მაჩუქა lol.gif .

Posted by: Lаki 4 Feb 2018, 20:23
QUOTE
მოგვინდომა აქ 60-იანი წლები.


არადა 21 საუკუნეა biggrin.gif



ქალი, კაბა და ფრიალი love.gif

Posted by: *ნინევია 4 Feb 2018, 20:29
Lаki
ეს "ვიღაც" უცნობი, გაჩერებაზე მდგომი, მორცხვი გოგონას უნებური კაბის აფრიალება კიარა, Joss Stone-ის უქარიზმატულესი , თავდაჯერებული და ენერგიული სვლაა smile.gif)
ვგიჟდები ამ ქალზე!

Posted by: Lаki 4 Feb 2018, 20:30
*ნინევია
QUOTE
ვგიჟდები ამ ქალზე!

მეც biggrin.gif

Posted by: *ნინევია 4 Feb 2018, 20:32
Lаki

კარგია, რომ ატვირთე. თავი შემახსენა.
აი, აქ მაგალითად love.gif



აქ არაფერიც არ უფრიალებს smile.gif)
სასწაულად ქალურია


Posted by: Lаki 4 Feb 2018, 20:38
*ნინევია
QUOTE
აი, აქ მაგალითად


მე აქ უფრო მომწონს.

Posted by: BESTER 4 Feb 2018, 20:39
GeorgeSword
QUOTE
გავიხუმრეთ ბესთერ
თორემ მართლა წარმოვიდგინე და არაფერი ისეთი მაგაში ნამდვილად არაა უცნობი ქალის მყისიერად გენიტალიების დათვალიერებაში
კაცმა კოჭის გამოჩენაზე გახსნა თემა და სადამდე მივედით ბიწოოო 

მე ხომ რას ამბობ ჯორჯ,უსერიოზულესად დავწერე lol.gif

Posted by: *ნინევია 4 Feb 2018, 20:42
Lаki

ქერა თმაში უფრო საყვარელია smile.gif
მაგარი გოგოა, მოკლედ. ლამაზი და თან ნიჭიერი.

Posted by: GeorgeSword 4 Feb 2018, 21:18
BESTER
QUOTE
მე ხომ რას ამბობ ჯორჯ,უსერიოზულესად დავწერე 


ხოდა სწორად მიფიქრია ესე იგი: რასაც წერ იმის 90 % ზე მეტის რომ არ დაიჯერება fig.gif

Posted by: DORO 4 Feb 2018, 21:28
sაlოmეa
QUOTE
რამდენი იცი ამ თევზების შესახებ და საოცრად სწორად

იმდენი არაფერი )))

Posted by: sაlოmეa 4 Feb 2018, 21:57
DORO
რაც იცი სწორად იცი
მთავარი ესაა

Posted by: BESTER 4 Feb 2018, 22:02
GeorgeSword
ჯორჯიკოოოო ნუ მიწვევ გეთაყვა :დდდ ხომ იცი არ შეგიშინდები და იმენნა შეგასკდები სამკვდრო-სასიცოცხლოდ :დდდ ხოდა კიდე იქით თემაში ამოდი,აქ შენი უბანია და ბერკეტები გიჭირავს : lol.gif
თან ხომ იცი მევასები და არ დავეცემი :დდდ

Posted by: DORO 4 Feb 2018, 22:05
sაlოmეa
მადლობა შეფასებისათვის

Posted by: ჯარჯი 5 Feb 2018, 04:07
*ნინევია
QUOTE
აი, აქ მაგალითად

საშინლად გამაღიზიანებელია უცნობ აფროსთან რომ მასეთ მოძრაობებს აკეთებს, აშკარად რასისტულ რაღაცას ამბობს თან მასე გულახდილად...საშინელი შავი იუმორიაქვს როგორც ჩანს ქალბატონ მომღერალს....
givi.gif


არანაირად არ მივესალმები კაბის ფრიალს....მე მაპატიეთ და დევიზით "კდემა ყველაზე სექსია" გავემიჯნები "სან ოფ დე ფრიჩამენ"-ის ამბავს user.gif

პ.ს ნოსტალგიური რუბრიკიდან - "ჩვენ ქართველებმა 80იან წლებში რუსებს ქალებიკიარა ცნობიერება გავუბახეთ..."

ასე მგონია ჩემთვის დავწერე ეს ყველაფერი მაგრამ არა ვიცი რომ ინტელექტის ზეიმია ფრიად და ფრიად ახლოს და შემოგარენში jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: ML320_Blue 5 Feb 2018, 04:34
მოსახლეობის უმეტესობა წარსულში და ბავშვის ასაკშია ჩარჩენილი. givi.gif

Posted by: ჯარჯი 5 Feb 2018, 05:03
ML320_Blue
QUOTE
მოსახლეობის უმეტესობა წარსულში და ბავშვის ასაკშია ჩარჩენილი.


იმედია რომ მართლა მასე არ არის საქმე sad.gif

BESTER
არ არის საჭირო სამკვდრო-სასიცოცხლოდ რაიმეს კეთება ...უკეთესი იქნება უფრო მეტ დროს თუ დამითმობ ხოლმე ვიდრე ოდესმე
biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: kaliso 5 Feb 2018, 06:23
QUOTE (ML320_Blue @ 5 Feb 2018, 04:34 )
მოსახლეობის უმეტესობა წარსულში და ბავშვის ასაკშია ჩარჩენილი. givi.gif

ევროპას და სექსებს ეგ ჯობია givi.gif .

Posted by: nigo 5 Feb 2018, 07:46
QUOTE (ML320_Blue @ 5 Feb 2018, 04:34 )
მოსახლეობის უმეტესობა წარსულში და ბავშვის ასაკშია ჩარჩენილი.  givi.gif

არა, წარსულში კი არ არის ჩარჩენილი, უბრალოდ ხანდახან ნოსტალგია გეძალება, იმ დროზე როცა ქალი ძალიან პრაგმატული არ იყო და გული წონიდა გონებას.
მე არ ვამბობ,რომ ეს კარგია, კარგი კი არა , მომავლაში შეცდომების დაშვების წინაპირობაა, მაგრამ რომანტიზმი დაიკარგა, უძილო ღამეები და ბითლზების girl და yesterday დაიკარგა. კილლინგ მე სოფთლი და ა.შ.ა.შ>
პრაქტიკულმა და პრაგმატულმა მიდგომამ ადამიანურ ურთიერთობებს ხიბლი გამოაცალა.
ჩემს ბიჭებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ასაკში.
როცა უფროსი შეყვარებული იყო, მაშინვე ვხდებოდი,აუცილებლად მიეძალებოდა პოეზიას. იწყებდა ლექსების კითხვას.
უმცროსი ,ვიცი ხოლმე ,რომ გატაცებულია, მაგრამ ლექსების კითხვა და ა.შ. არასოდეს. ხანდახან მეკითხება , რომელი სუნამო ვიყიდო (ვუყიდო)და ამის მსგავსი.რომელი ყვავილიო კი არ მეკითხება, სუნამოო.
ალბათ მიხვდით , რასაც ვგულისხმობ

თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც ნიშანდობლივია.

ჰოდა , მეც მენატრება ის დრო, ლექსების და ყვავილების და არა სუნამო -აიფონების.

Posted by: HurricaneKat. 5 Feb 2018, 09:32
Lаki
არ მეგონე იმ ასაკში როცა ადამიანი უჩვეულო შეგრძნებების ძიებასიწყებს უკვე


QUOTE
ქალის სურნელი


მეც ეს გამახსენდა
ოღონდ ლებანიძის "მარეკები შლიდნენ ბანაკს"

Posted by: elodin 5 Feb 2018, 09:36
QUOTE
არ მეგონე იმ ასაკში როცა ადამიანი უჩვეულო შეგრძნებების ძიებასიწყებს უკვე

ასაკთან არის ეს ვითომ კავშირში?

Posted by: Lаki 5 Feb 2018, 09:58
HurricaneKat.
QUOTE
არ მეგონე იმ ასაკში როცა ადამიანი უჩვეულო შეგრძნებების ძიებასიწყებს უკვე


ანუ, უფრო ახალგაზრდად მთვლიდი bis.gif უჩვეულოს კი არა, ნაცნობის და მონატრებულის ძიებაში ვარ. smile.gif
(ისე კი, თავი შენით არ უნდა დაიბერო კაცმა. თემაც გავხსენი მაგაზე biggrin.gif )

ისე, ეგ რა ავატარი დაგიყენებია lol.gif
QUOTE
მარეკები შლიდნენ ბანაკს


მე ფოცხიშვილის "სათავე ქალი" მიყვარს ყველაზე მეტად user.gif





nigo
პრაგმატიმზი ცხოვრებას კი აიოლებს, მაგრამ სულს (გულსაც) ვნებს. ამაშია საქმე.
არჩევანის საკითხია... (ეეჰ)


Posted by: BESTER 5 Feb 2018, 10:01
ჯარჯი
QUOTE
არ არის საჭირო სამკვდრო-სასიცოცხლოდ რაიმეს კეთება ...უკეთესი იქნება უფრო მეტ დროს თუ დამითმობ ხოლმე ვიდრე ოდესმე

lol.gif ძველი ჯარჯი დაბრუნდა :*** სად ხარ აბაა რო დაგითმო დრო :დდდდ

Posted by: kaliso 5 Feb 2018, 10:03
nigo
ყველა ადამიანი ხდება ადრე თუ გვიან კონსერვატორი, არ ღირს ამაზე კამათი და ა.შ.
მახსოვს დეიდაჩემი მეუბნებოდა რომ ფილმი " მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" იყო ძალიან მაგარი ფილმი და უყურეო, რამდენჯერაც დავიწყე ყურება იმდენჯერ გავთიშე.იმ დროს დარწმუნებული ვარ რომ მართლა ძალიან კარგი იქნებოდა როგორც დრამა, მაგრამ ეხლანდელი გადმოსახედიდან მხოლოდ ის უყურებს (ჩემი თაობიდან) რომელიც კინოხელოვნებას სწავლობს.

Posted by: Lаki 5 Feb 2018, 10:05
kaliso
QUOTE
" მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"

რამდენჯერაც ვუყურე, მხოლოდ მეორე სერიას (პირველს ვერც მე ვუძლებ)

იქეთ, (სხვა თემაში) ერთი წერდა "ბედის ირონიას" 20 წუთი ვერ გავუძელიო. არადა იმ 20 წთ-ის შემდეგ იწყება ფილმი... biggrin.gif

"სლუჟებნი რამან" თავიდან ბოლომდე საყურებელია biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 5 Feb 2018, 10:08
Lаki
ახალგაზრდად თან ძალიან
სადღაც 18-20 წლის ბიჭი მეგონე და ავატარის თემაშიც შესაბამისად დაგახასიათე
ყველაფერს ვერ ხედავს ჩემი საურონის თვალი როგორც ჩანს : )


QUOTE

უჩვეულოს კი არა, ნაცნობის და მონატრებულის ძიებაში ვარ.

რაარის იცი
არის მოვლენები რომლებსაც ვერ ვამჩნევთ მაშინ როცა ხდება/ ან წლების მერე ვანიჭებთ მნიშვნელობას
როგორც წესი ახალგაზრდობაში გულგრილები ვართ, იმდენ ზღვა ემოციას ვიღებთ და ვფიქრობთ - 'ეს კიდევ მოხდება ჩემს ცხოვრებაში'
მერე ხდება ისე რომ რასაც თავს ვარიდებდით, იმისკენ სწრაფვას ვიწყებთ ეხლა უკვე ნაკლები იმედით : )

QUOTE
ისე, ეგ რა ავატარი დაგიყენებია

ჩემი სასჯელია user.gif

Posted by: Lаki 5 Feb 2018, 10:21
HurricaneKat.
QUOTE
ახალგაზრდად თან ძალიან
სადღაც 18-20 წლის ბიჭი მეგონე და ავატარის თემაშიც შესაბამისად დაგახასიათე

ანუ ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩემში ახალგაზრდული biggrin.gif
18-20 -ს არ ველოდი. დავიჯერო ახლა მართლა მასეთი ვჩანვარ? მაგრამ ეგ არაფერი.
მე ხომ ვიცი რომ ისეთი ტუტრუცანა აღარ ვარ როგორიც მაგ ასაკში ვიყავი biggrin.gif
QUOTE
'ეს კიდევ მოხდება ჩემს ცხოვრებაში'

არადა მოხდა... wink.gif ("ეძიებდე და ჰპოვებდე-ზე" უკეთესი არაფერი თქმულა ამ ქვეყნად smile.gif )

QUOTE
ჩემი სასჯელია

ვერ დავიჯერებ რომ შენ რამე დააშავე... smile.gif

Posted by: HurricaneKat. 5 Feb 2018, 10:26
Lаki
რომ მცოდნოდა რომ ასეთი ავატარი 23+ ადამიანს შეეძლებოდა დაეყენებინა, მაშინ სხვანაირად დაგახასიათებდი
ასაკი+ მეამბოხეობა უკვე სხვა რამეებზე მეტყველებს
პოსტებით კიდევ არ გიცნობ(დი)


QUOTE
არადა მოხდა... wink.gif ("ეძიებდე და ჰპოვებდე-ზე" უკეთესი არაფერი თქმულა ამ ქვეყნად smile.gif )

ვიზიარებ ბედნიერებას : )
ჩვენ გვგონია რაც 'გვეძლევა' საკუთარი დამსახურებაა
როცა ცხოვრება 'თავისით' გვჩუქნის
იმის თქმა მინდა, რომ ხელოვნური ძებნა უაზრობაა

Posted by: Lаki 5 Feb 2018, 10:30
HurricaneKat.
ისევსცადე user.gif
QUOTE
სხვანაირად დაგახასიათებდი


QUOTE
ასაკი+ მეამბოხეობა უკვე სხვა რამეებზე მეტყველებს

ახლა მთლად ჩე გევარაც არ ვარ.biggrin.gif
უფრო მდინარის პირას მჯდომი ვარ და ისე ვითვლი ჩემი მტრების გვამებს... wink.gif

QUOTE
ვიზიარებ ბედნიერებას : )

გმადლობთ smile.gif (არასდროს დანებდე)
QUOTE
როცა ცხოვრება 'თავისით' გვჩუქნის

ეგაა უდიდესი საჩუქარი!...

///////

აუ
ავატარი შეცვალე რა
ვერ ვიტან მაგ კაცს lol.gif

Posted by: HurricaneKat. 5 Feb 2018, 10:35
Lаki
ვცდი yes.gif

QUOTE
ავატარი შეცვალე რა
ვერ ვიტან მაგ კაცს

რატომ? : )
მე მომწონს
თავისი ქვეყნის აურას რომ ინარჩნებს უკიდეგანო ამერიკაში

Posted by: kaliso 5 Feb 2018, 10:38
QUOTE (Lаki @ 5 Feb 2018, 10:05 )
kaliso
"ბედის ირონიას"

ჩემ ოჯახში ყოველ ახალწელს და ძველით ახალწელსაც მგონი თუ სწორად მახსოვს, ამ ფილმის ყურება ტრადიაციად გვქონდა ქცეული, ამიტომ ეს ფილმი ჩემი თაობის ფილმად ითვლება.
დღეს თინეიჯერები საერთოდ ტელევიზორს არ უყურებენ. ვერ გაამტყუნებ იმ ახალგაზრდას ვინც 24 საათი ფანტასტიკებს უყურებს და სპეცეფექტებით იღებს სიამოვნებას რომ "ბედის ირონია" მისთვის "არარაობაა"

Posted by: ML320_Blue 5 Feb 2018, 14:00
QUOTE (nigo @ 5 Feb 2018, 07:46 )
QUOTE (ML320_Blue @ 5 Feb 2018, 04:34 )
მოსახლეობის უმეტესობა წარსულში და ბავშვის ასაკშია ჩარჩენილი.  givi.gif

არა, წარსულში კი არ არის ჩარჩენილი, უბრალოდ ხანდახან ნოსტალგია გეძალება, იმ დროზე როცა ქალი ძალიან პრაგმატული არ იყო და გული წონიდა გონებას.
მე არ ვამბობ,რომ ეს კარგია, კარგი კი არა , მომავლაში შეცდომების დაშვების წინაპირობაა, მაგრამ რომანტიზმი დაიკარგა, უძილო ღამეები და ბითლზების girl და yesterday დაიკარგა. კილლინგ მე სოფთლი და ა.შ.ა.შ>
პრაქტიკულმა და პრაგმატულმა მიდგომამ ადამიანურ ურთიერთობებს ხიბლი გამოაცალა.
ჩემს ბიჭებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ასაკში.
როცა უფროსი შეყვარებული იყო, მაშინვე ვხდებოდი,აუცილებლად მიეძალებოდა პოეზიას. იწყებდა ლექსების კითხვას.
უმცროსი ,ვიცი ხოლმე ,რომ გატაცებულია, მაგრამ ლექსების კითხვა და ა.შ. არასოდეს. ხანდახან მეკითხება , რომელი სუნამო ვიყიდო (ვუყიდო)და ამის მსგავსი.რომელი ყვავილიო კი არ მეკითხება, სუნამოო.
ალბათ მიხვდით , რასაც ვგულისხმობ

ყველაზე დიდი "პოეზია" და სიამოვნება რაციონალური აზროვნებაა, ვერანაირი ძველი პოეზია ვერ შეედრება ამას თავისი ყალბი პათოსით, მითებით და ქიმერებით.
პოეზია კლასიკური ფორმით მოკვდა და სრულიად ლოგიკურიცაა. დღეს, მაგალითად, გარითმული ლექსის დაწერა უბრალოდ სირცხვილად ითვლება. ემოციებზე და მითებზე კი არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, არამედ გონებაზე.

თუმცა ნოსტალგია, კოშმარები, დეჟავიუები ყველას შეიძლება ჰქონდეს. მე ხანდახან, ღამით რომ ვმუშაობ განსაკუთრებით, ისეთი რამეები მაგონდება, რომ "ჩვეულებრივ ადამიანს" ასი წელი არ მოაგონდება. :დ როგორც სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება რომ გაირბენს უმძაფრესი მეხსიერების სიღრმიდან ამომავალი მოგონებებით, ე.წ. ქრონოტოპებით და ა.შ. :დ

Posted by: nigo 6 Feb 2018, 07:21
ML320_Blue

მე რომ ახალგაზრდა ასაკში 17-22-წლისას რაციონალური აზროვნება მქონოდა, ვიქნებოდი უბედური და ძალიან ბევრ სიამოვნებაზე უარს ვიტყოდი და ფაქტიურად ახალგაზრდა მოხუცი ვიქნებოდი.
ყველა ასაკს, თავისი უხდება.

აღარ მახსოვს ზუსტად რუსული გამოთქმა ბებიაჩემმა იცოდა, ესლიბ მოლოდოსწ ზნალა ,ა სტაროსწ მაგლა.
რად მინდოდა ახალგარდას ის, რაც დღეს მაქვს. ნაკლებ ემოციურობა, ცოტა გულგრილობა, მერე რა მოხდა ცხოვრებაა...

ახალგაზრდობას უხდება იდეალისტობა,რომანტიზმი და მერე უკვე გამოცდილებამ ,რაციონალიზმა და გონებამ აიღოს ტვირთი.
სადღაც 25-დან.
რა ჯობია ახალგაზრდულ სიგიჟეებს, ცხოვრების სიყვარულს, ხალისს, იმედს,რომ ბედნიერება წინ გაქვს .
ეგაა , დრო არ უნდა გაიფლანგოს, ძალიან მიქრის და რაღაც მომენტში უკვე რაციონალიზმი უნდა ჩაერთოს.

Posted by: Hyperzet 6 Feb 2018, 17:56
*ნინევია
QUOTE
ეფექტზე თუა...ვაბშე რომ არ ეცვას ?! 

პ.ს. ისე ვთქვი 


rolleyes.gif

მე ვიცნობ ერთ გოგოს, რომელიც განზრახ არ იცმევს საცვლებს, როცა კაბა აცვია.

Posted by: Lаki 6 Feb 2018, 18:53
------------------------

არ მომეწონა ჩემი ნათქვამი sad.gif

Posted by: kaliso 6 Feb 2018, 19:19
ოკ, მივაგენი...............................................

Posted by: Lаki 6 Feb 2018, 19:24
kaliso


ცხოვრება გახდა პახაბნი sad.gif

Posted by: SR-71 6 Feb 2018, 19:45
laki

სიკოხტავე გაღგზნებს და არა ვულგარულობა up.gif

Posted by: Lаki 6 Feb 2018, 19:50
SR-71
QUOTE
სიკოხტავე გაღგზნებს

კი, მასეა smile.gif

QUOTE
არა ვულგარულობა

ბოლო პოსტში გამკიცხეს user.gif

Posted by: nigo 6 Feb 2018, 20:07
Lаki
QUOTE
ბოლო პოსტში გამკიცხეს


სრულიად სამართლიანად გაგკიცხეს.
მეც გული დამწყდა, ასეთი ლამაზი,რომანტიული და სათუთი თემა საითკენ წავიდა.

Posted by: Lаki 6 Feb 2018, 20:10
ანეგდოტი გამახსენდა და მივაწერე. sad.gif
ბოდიში საზოგადოებასთან!

Posted by: SR-71 6 Feb 2018, 20:44
QUOTE (Lаki @ 6 Feb 2018, 19:50 )
QUOTE
არა ვულგარულობა

ბოლო პოსტში გამკიცხეს user.gif

რატომ გაგვითავეო?
დაიწყე თავიდან.

Posted by: Lаki 6 Feb 2018, 20:48
SR-71
QUOTE
რატომ გაგვითავეო?
დაიწყე თავიდან.


ვერ მივხვდი რას გულისხმობ


ისე, არ მეგონა ეს თემა ასეთ ინეტერსს თუ გამოიწვევდა. (ანუ აქტიური იქნებოდა)
როგორც ჩანს ნოსტალგია და ძველისადმი ინტერესი ცხოვრებისეულად ერთამანეთზეა გადაჯაჭვული. მიუხედავად თაობებს შორის ბრძოლისა...

Posted by: tira 6 Feb 2018, 21:45
QUOTE
ქარში აფრიალებული კაბის დანახვა მომენატრა, და სირცხვილისგან აწითლებული სახის კიდევ



lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Lаki 8 Feb 2018, 11:08
tira

გაგავაცინე ჩვენც biggrin.gif
-------

Posted by: ვიტა ბრევის 11 Feb 2018, 23:07
ეს თემა ცუდ მოგონებებს მიღვიძებსbiggrin.gif

Posted by: jurnalistka 11 Feb 2018, 23:18
user posted image

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Lаki 12 Feb 2018, 20:05
jurnalistka
მაგარი ლექსია love.gif

მადლობა
* * *
ვიტა ბრევის
QUOTE
ეს თემა ცუდ მოგონებებს მიღვიძებს

მოგვიყევი ჩვენც (მაიაასათიაინისმალიკი)

Posted by: Lаki 13 Feb 2018, 21:16
ვისაც კაბა გაცვითა, აქ მოდით. yes.gif
მამენტ, მამაკაცებიც, მიუხედავად იმისა შოტლანდიელი ხართ თუ არა biggrin.gif

Posted by: s-n-r 13 Feb 2018, 23:21
რომანტიკულ სიმღერებს არ დადებთ? user.gif

Posted by: ვიტა ბრევის 14 Feb 2018, 02:02
QUOTE (Lаki @ 12 Feb 2018, 20:05 )
jurnalistka
მაგარი ლექსია love.gif

მადლობა
* * *
ვიტა ბრევის
QUOTE
ეს თემა ცუდ მოგონებებს მიღვიძებს

მოგვიყევი ჩვენც (მაიაასათიაინისმალიკი)

ვიდექი ჩემთვის, სწრაფად ჩაიარამანქანამ და მოულოდნელად ამიფრიალდა ,ვერ მოვასწარი ვერაფერი facepalm.gif facepalm.gif :დ
პ.ს შოტლანდიური სტილი იყო კაკ რაზ,მარა აღარ ჩამიცვამს:დ

Posted by: Lаki 14 Feb 2018, 09:34
ვიტა ბრევის


კიდევ კაი ავარია არ მოახდინე wink.gif

Posted by: Ninna_maya 14 Feb 2018, 22:08
აუ, ვერ ვუტან კაბის აფრიალებას.საშინელი შეგრძნებაა.ქარში კაბით ამიტომაც არ დავდივარ.

Posted by: Lаki 15 Feb 2018, 13:25
Ninna_maya
QUOTE
აუ, ვერ ვუტან კაბის აფრიალებას.


ნეტავ ვინმე თუ იტანს biggrin.gif

Posted by: qar-tleti 17 Feb 2018, 00:51
QUOTE
 ქარში აფრიალებული კაბის დანახვა მომენატრა, და სირცხვილისგან აწითლებული სახის კიდევ



მეც დიდიხანია შევამჩნიე.

ფაქტია, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა.

Posted by: Lаki 17 Mar 2018, 19:35
გაზაფხული

ცამ ჩამოხსნა
თოვლისფერი ფარდა...
მისი მოსვლით
აელვარდა ეზო,-
ია - ია
იწონებდა თავს და
ცისფერ თმებზე
გაზაფხული ენთო...
ქალს უხდება
იისფერი კაბა,
როცა გულში
სიყვარული მეფობს...
მეც მინდოდა,
ჩემი სახლის კართან,
შენი მოსვლით
გაზაფხული მეგრძნო...

ბადრი სულაძე

Posted by: Lаki 17 Mar 2018, 22:43
ცამდე ატოტილი,
ვნებით გაპოხილი,
შენი ნაზი ტანის
ჩუმი ნარნარია,
შენი სილამაზე
წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის
და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული, ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და
მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება,
წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული
ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი
ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი
წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,
ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა:
ღმერთო,რა ქალია!

ვისია ეს ლექსი თუ იცით? love.gif

Posted by: პოსეიDON 11 Apr 2018, 23:53
QUOTE (Lаki @ 17 Mar 2018, 22:43 )
ცამდე ატოტილი,
ვნებით გაპოხილი,
შენი ნაზი ტანის
ჩუმი ნარნარია,
შენი სილამაზე
წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის
და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული, ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და
მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება,
წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული
ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი
ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი
წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,
ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა:
ღმერთო,რა ქალია!

ვისია ეს ლექსი თუ იცით? love.gif

ეროსი კოლხელის? spy.gif


.

Posted by: Lаki 11 Apr 2018, 23:58
პოსეიDON
QUOTE
ეროსი კოლხელის?



ეგ ისაა
გულჩამკვლელი ჩანახატები რომ აქვს? biggrin.gif
* * *
user posted image

იუსტიციის სახლში ხომ არ მუშაობთ ვინმე smile.gif))

Posted by: Lаki 15 Apr 2018, 10:49
user posted image

biggrin.gif----

Posted by: perry 15 Apr 2018, 15:23
და რატომ უნდა აუწითლდეს სახე სირცხვილით ?

Posted by: madeinmama 17 Apr 2018, 19:30
user posted image

კაბის შემთხვევაშიც რაღაც დაახლოებით ამდაგვარია lol.gif biggrin.gif

Posted by: Lаki 17 Apr 2018, 20:00
ეს რა არის?
подули თუ вдули? lol.gif

Posted by: madeinmama 17 Apr 2018, 20:07
Lаki
QUOTE
подули თუ вдули?

ვეტერ პოდულ---აწერია ფოტოზე biggrin.gif lol.gif

Posted by: Lаki 17 Apr 2018, 20:08
კაი ხო
არაა ეს თემამაგაზე
მე ბოდიშით (ქალებო)
2kiss.gif

Posted by: პიანისტი 17 Apr 2018, 21:43
QUOTE (Lаki @ 17 Mar 2018, 22:43 )
ცამდე ატოტილი,
ვნებით გაპოხილი,
შენი ნაზი ტანის
ჩუმი ნარნარია,
შენი სილამაზე
წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის
და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული, ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და
მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება,
წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული
ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი
ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი
წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,
ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა:
ღმერთო,რა ქალია!

ვისია ეს ლექსი თუ იცით? love.gif

დიდი ეროსი კოლხელის არის მგონი მართლა

Posted by: Lаki 17 Apr 2018, 22:15
პიანისტი
QUOTE
დიდი ეროსი კოლხელის არის მგონი მართლა


იყოს მერე biggrin.gif
მრთლა მომეწონა

Posted by: Miracle^ 19 Apr 2018, 00:00
დიდი ხანია ეს ფოტო ტელეფონში მაქვს

უცბად გამახსენდა ამ თემის სათაურზე

: ))))))

user posted image

Posted by: madeinmama 19 Apr 2018, 00:14
Miracle^

lol.gif lol.gif ზუსტად შეგიმჩნევია! უფრო სწორად,შეუმჩნევია ფოტოს ავტორს! gigi.gif

Posted by: Miracle^ 19 Apr 2018, 00:26
madeinmama

ჰო მეც და ავტორმაც :დ

Posted by: s-n-r 19 Apr 2018, 14:57
QUOTE (Lаki @ 11 Apr 2018, 23:58 )
პოსეიDON
QUOTE
ეროსი კოლხელის?



ეგ ისაა
გულჩამკვლელი ჩანახატები რომ აქვს? biggrin.gif
* * *
user posted image

იუსტიციის სახლში ხომ არ მუშაობთ ვინმე smile.gif))

რა კარგი ფოტოა, საქართველოა?
lingwing.com - ს მართლა იყენებთ თუ სხვისი ტელეფონის ეკრანია?
პალატის თემას რას ერჩიან? user.gif

Posted by: Lаki 19 Apr 2018, 15:00
s-n-r
QUOTE
lingwing.com - ს მართლა იყენებთ თუ სხვისი ტელეფონის ეკრანია?


კომპია
მე მომწონს ეგ საიტი up.gif

არაა ეგ საქართველო. ყოველშემთხვევაში არსად ეწერა.

QUOTE
პალატის თემას რას ერჩიან?



ჯერჯერობით ვერ მივხვდით givi.gif

Posted by: BESTER 19 Apr 2018, 15:20
Lаki
QUOTE
ქარში აფრიალებული კაბის დანახვა მომენატრა, და სირცხვილისგან აწითლებული სახის კიდევ

რა სადისტი ხარ!

Posted by: LIVE-76 26 Jul 2018, 19:54
სულ გადაჯიშდნენ ქალები...

ადრე ქალის ტრუსიკით კამაზს გარეცხავდა კაცი, ეხლა კი სათვალესაც ვერ გაწმინდავ... wink.gif

Posted by: Lаki 12 Oct 2020, 20:40
ჩემი საყვარელი თემა love.gif
უნდა ამოვწიო user.gif

Posted by: fork 12 Oct 2020, 23:20
QUOTE
ადრე ქალის ტრუსიკით კამაზს გარეცხავდა კაცი, ეხლა კი სათვალესაც ვერ გაწმინდავ...


lol.gif lol.gif lol.gif

მარტო ნემსში თუ გაუყრი იმენნა.

Posted by: Lаki 25 Aug 2023, 10:49
QUOTE
ქარში აფრიალებული კაბის დანახვა მომენატრა

სადღაა კაბიანი ქალი sad.gif
ველოსპორტის შორტებით დარბიან ქუჩებში კი არა და... უნივებშიც კი :დდ

Posted by: 4coli 25 Aug 2023, 21:41
ადრე არ იყო ეგრე არადა, მე საქართველოში არ ვცხოვრობდი მაშინ, მაგრამ ეხლა ნამეტანია…

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)