ლიქიორის მომზადების წესი ცოტა განსხვავებულია:
ზემოთაღწერილი წესით დააყენებ პიტნაზე არაყს, დაახლოებით ორი კვირა.
შემდეგ მოამზადებ შაქრის სიროფს: 1 ჭიქა შაქარს გახსნი 1 ჭიქა მდუღრე წყალში, გაადნობ მორევით და წამოადუღებ.
რომ გაცივდება, მარლაში გადაწურულ 1 ჭიქა მწვანე არაყს შეურევ ამ სიროფს.
გემო გაუსინჯე, შეგიძლია არაყი მეტი უქნა, თუ ძალიან გეტკბილა...
და დადგამ კიდევ რამდენიმე დღე ბნელ, გრილ ადგილას...
რაც მეტი ხანი გააჩერებ, მით უფრო გაგემრიელდება
შეგიძლია ვანილიც დაუმატო...
ეს ლიქიორი შეგიძლია ეგერევე მიირთვათ, შეგიძლიათ დესერტებში და კოქტეილებში გამოიყენოთ
პიტნის არაყი შეგიძლიათ არყით დააყენოთ, შეგიძლიათ სპირტით და მერე გააზავოთ გამოხდილი წყლით.
პიტნაზე დასხმის შემდეგ, ჯობია სიბნელეში დადგათ, რაც ზემოთ დამავიწყდა მეთქვა.
ფერის მიღება დამოკიდებულია პიტნის ჯიშსა და ხარისხზე,
ისე, ერთ ჭიქა არაყს დაახლოებით 6-7 ღერი პიტნა უნდა ეყოს...