NikoloZoidაუ კი, კი და იმის სახელი დამავიწყდა, ვა ბანკით რო იყო წამოსული, რამდენი ვიკაიფეთ.
მე ის ვარ, ყველაზე მეტს რომ იცინოდა.
ეკოს ლექსი
* * *
სანამ მზე ჩავა.. შენ ჩამოხსნი გაფენილ სარეცხს,
ქუჩა დილიდან ბანაობდა ფოთლების მტვერში,
ელექტრობოძის ყავარჯნებზე დგას შემოდგომა
და უსახლკარო მოხუცივით სეირნობს სკვერში..
გადიხარ გარეთ და სეირნობ შემოდგომასთან,
ნაქსოვი ქუდი – როგორც ზამთრის დაანონსება.
ფანჯრის გისოსებს დაემსგავსა ხეების მწკრივი,
რომელიც მალე ალბათ თოვლით შეიმოსება.
ფეხის ტილოს ქვეშ დაგიტოვებ ბინის გასაღებს,
რომლითაც მერე სახლში შეხვალ. გარეცხავ კედებს
და სანამ დაღლას ჩამორეცხავ, საღამოს ბინდი
მეტასტაზივით მოედება ოთახის კედლებს..
This post has been edited by незабудка on 14 Sep 2014, 22:20