უჩინარიჩემი აზრით მანდ არის - ქვევით ზევით ქვევით ქვევით ზევით
პირველი ორი დარტყმა (ქვევით ზევით) გააკეთი ერთი თითით, ან საჩვენებელი ან შუა თითით, როგორც შენთვის იქნება მოსახერხებელი.
შემდეგი ორი დარტყმა (ქვევით ქვევით) გააკეთე სხვადასხვა თითით, საჩვენებელი-შუა ასეთი მიმდევრობით, ან პირიქით და ბოლო ამოკვრაზე ისე უნდა ქნა, რომ ის თითი რომლითაც პირველ ჩაკვრას აკეთებ, საწყის პოზიციაში დაბრუნდეს. ანუ ბოლო სამ დარტყმაზე (ქვევით ქვევით ზევით) თითები ისე გაანაწილე, რომ ბოლო ამოკვრის მერე, მეორედ რომ წახვალ რიტმზე, თითები იმ პოზიციაშო დააბრუნო, როგორც თავიდან გაქვს, წყვეტა რომ არ გამოგივიდეს რიტმში. ალბათ ბოლო ამოკვრაზე ორივე თითი უნდა მოკეცო, მაგრამ ერთით ამოკრა, რომ საწყისი პოზიცია დაიჭირო.
იმედია გასაგებად დავწერე
წარმატებები