ინტელექტი რომ გვაკლია ეს ყოველ ნაბიჯზე ჩანს და იგრძნობა.
რა ამის პასუხია და მეც ძალიან ცუდათ მოვიქეცი გუშინ. ნამდვილ "გრუზინულად" რომ იტყვიან, რაც შემდეგ ძალიან ვინანე...
თუმცა ამ საქციელის შემდგომში არ გამეორების იმედს ის მაძლევს, რომ ჩემს საქციელს ვაცნობიერებ და აღარ დავუშვებ, რომ ტვინმა ასეთი საქციელი ჩამადენინოს...
ჭავჭავაძეზე მივდიოდით მე და ჩემი 19 წლის გოგონა. "ბიგ-ბენ"- თან პატარა "აჩკარიკა" მათხოვარი ბიჭუნა, (ასე 7-8 წლის) მოვარდა ჩვენთან და წინ ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ გვაძლევდა.(სავარაუდოდ დარიგებული ყავდა მის "პატრონს", ) ფეხებზე გვეხვეოდა უზნეოდ. ჩემმა გოგონამ თავი ძალიან უხერხულად იგრძნო...
ბიჭუნას მხრიდან უფრო უზრდელური საქციელის თავიდან ასაშორებლად სიბრაზემორეულმა ხელის მტევანში მოვიქციე ბიჭუნას თავი და უხეშად მოვიშორეთ...
ეს სიბრაზე უფრო მისი მშობლის მისამართით გამოვხატე შემდეგ რომ გავაცნობიერე...
იქვე აფთიაქში შევედით საქმეზე. ძალიან დავითრგუნე. ბოდიშის მოხდა მომინდა ბიჭუნასთვის და მოფერება...
აფთიაქიდან რომ გამოვედით აქეთ-იქით თვალიერება დავიწყე. ბიჭუნას ვეძებდი. თვალი მოვკარი პატარას, შავი ჯიპის მძღოლს აწვალებდა, რომ რამენაირად ოციოდე თეთრი მაინც გამოეტყუა მისგან. ძვირფასი ჯიპის პატრონმა ჯიპის კარები უხეშად მიიხურა
სხვა რაღაა ადამიანის კვლა? აუცილებლად რევორველი უნდა მიადო?
ესეც მკვლელობაა... მე არ დავეხმარე პატარას, ის არ დაეხმარა. კიდევ ვიღაცა მასხარად აიგდებს და შეიძლება ცემოს კიდეც
ვინ აგებს პასუხს ასეთ უმწეოდ დარჩენილ ბავშვებზე? ვინ?
უპატივცემულობას ვიჩენთ პირველ რიგში ერთმანეთის მიმართ. არაადამიანურები გავხდით.
შეიძლება ადამიანს ეკონომიურად უჭირდეს, მაგრამ ადამიანურობა შეინარჩუნოს.
სულიერების დეფიციტია საქართველოში. მიკვირს ძალიან...
ხშირად ვაცხადებთ ხმამაღლა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ღმერთმა დალოცვილები გვამყოფოს, მაგრამ
პირველ რიგში საკუთარ სულიერებაზე თუ არ ვიფიქრეთ, თუ არ გავაცნობიერეთ ვინ ვართ და რანი ვართ რანაირად გვინდა, რომ ღმერთმა დაგვლოცოს და
გაგვაბრწყინოს? მე ცოტა მეეჭვება და რა ვიცი...
This post has been edited by bazroba on 8 Aug 2014, 10:44