1961 წელს ქუთაისურმა ტორპედომ საბჭოთა კავშირის რანგით მეორე ლიგის (იგივე ბ-კლასის) მეორე ზონის სათავეში მოექცა, რის შედეგადაც უმაღლესი ლიგის (იგივე ა-კლასის) საგზურისთვის ბრძოლის უფლება მიიღო. კიშინოვში გამართულ სამგუნდა ტურნირში ქუთათურებმა თბილისის ‘ლოკომოტივი’ და ტალინის ‘კალევი’ დაამარცხეს და ა-კლასში აღზევდნენ. სწორედ აქედან იღებს სტარტს თბილისურ-ქუთაისური შეხვედრები.
***
მატჩი დინამოსა და ტორპედოს შორის დიდ საბჭოთა კავშირში განიხილებოდა როგორც ქართული დერბი. ქართველი კაცისთვის დიდად საამაყო იყო, როცა 15 ქვეყნის 20 გუნდიან ჩემპიონატში 2 ქართული გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს. ამასთან ერთად, იყო დერბიში გამარჯვების წყურვილი.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდები უმაღლეს ლიგაში განსხვავებული მიზნებით იყვნენ, ურთიერთშეხვედრები მუდამ საინტერესო, ლამაზი და დაძაბული გამოდიოდა. სწორედ ამის გამო ამ დაპირისპირებას ‘ქართული კლასიკო’ შეარქვეს.
1970 წელს უმაღლესში გატარებული 9 სეზონის შემდეგ ტორპედო რანგით მეორე ლიგაში გავარდა და კარგა ხნით ურთიერთშეხვედრებიც აღარ ჩატარებულა.
1981 წელს ტორპედომ 24 გუნდიან ცხრილში მე-2 ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგის საგზური მიიღო, თუმცა იქ გატარებული ორი სეზონის შემდეგ ისევ გავარდნენ.
ქვემო ლიგაში პირველივე სეზონში ისევ მეორე ადგილი დაიკავეს და 2 წლით კვლავ დაბრუნდნენ უმაღლესში.
1986 წელს უმაღლესიდან ტორპედო მესამედ გავარდა, და მის მერე საბჭოტა მასშტაბით კლასიკო აღარ გამართულა. 1989 წელს ქართულმა კლუბებმა (აგრეთვე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა) უარი განაცხადეს საბჭოთა ჩემპიონატში მონაწილეობაზე და საკუთარი ჩემპიონატები დააარსეს.
სულ სსრკ ჩემპიონატში 26 კლასიკო გაიმართა, რომელთაგან 13 დინამოელებმა მოიგეს, 4 ტორპედოელებმა, ხოლო 9 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება კი 38:21 თბილისელთა სასარგებლოდ. გარდა ამისა სსრკ-ს თასზე დინამომ ტორპედო 4-3 დაამარცხა, ხოლო ფედერაციის თასზე უგოლო ფრე დაფიქსირდა.
გთავაზობთ 13 სეზონის განმავლობაში დაფიქსირებულ ანგარიშებს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საბჭოთა უმაღლესი ლიგა
1962
დინამო - ტორპედო 0:0
ტორპედო - დინამო 1:3
1963
ტორპედო - დინამო 0:0
დინამო - ტორპედო 1:1
1964
დინამო - ტორპედო 1:0
ტორპედო - დინამო 1:1
1965
დინამო - ტორპედო 2:0
ტორპედო - დინამო 0:2
1966
დინამო - ტორპედო 3:1
ტორპედო - დინამო 3:3
1967
ტორპედო - დინამო 1:1
დინამო - ტორპედო 2:0
1968
დინამო - ტორპედო 1:0
ტორპედო - დინამო 4:2
1969
ტორპედო - დინამო 0:0
დინამო - ტორპედო 3:1
1970
დინამო - ტორპედო 2:0
ტორპედო - დინამო 2:1
***
1982
დინამო - ტორპედო 2:1
ტორპედო - დინამო 1:0
1983
დინამო - ტორპედო 2:0
ტორპედო - დინამო 2:2
***
1985
დინამო - ტორპედო 2:0
ტორპედო - დინამო 1:0
1986
ტორპედო - დინამო 0:0
დინამო - ტორპედო 2:1
სსრკ თასი
1962 1/16 ფინალი
დინამო - ტორპედო 4:3
ფედერაციის თასი
1986
დინამო - ტორპედო 0:0
აქვე გთავაზობთ ამ ორი გუნდის მიღწევებს სსრკ ჩემპიონატში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ღია ფერით აღნიშნულია უმაღლესი ლიგა, მუქით პირველი ლიგა (ყვითლით აღნიშნულ პირველ ლიგაში არ იყო საერთო ცხრილი, დაყოფილი იყო ზონებად, ამიტომ გრაფის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია), ხოლო თეთრად მოცემულ არეებში ინფორმაცია ვერ მოვიპოვე.
შავად აღნიშნულია მეორე მსოფლიო ომის დროს დროებით შეწყვეტილი პერიოდი.
***
1990 წლიდან ამ გუნდების დაპირისპირებაში ახალი ეტაპი იწყება. ისინი უკვე საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში გამოდიან და ამას წარმატებით ახერხებენ. ძველი დაპირისპირება, მიუხედავად ‘დერბის’ სტატუსი მოშორებისა, არ კარგავს მის ინტერესს და დაძაბულობას.
10 წლის განმავლობაში დინამო პირველ ადგილს არავის უთმობდა, თუმცა 1999-2000 წლების სეზონში ტორპედომ შეძლო და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დინამოს წაართვა. ამის შემდეგ მან ზედიზედ კიდევ ორჯერ შეძლო მიღწეულის განმეორება. ტორპედო გახდა პირველი გუნდი, რომელიც დინამოს ჰეგემონიას წინ აღუდგა.
ამასთან ერთად, ურთიერთშეხვედრებშიც მდგომარეობა შედარებით დაბალანსდა.
ეროვნულ ჩემპიონატში გამართულ 49 კლასიკოში 24 დინამომ მოიგო, 14 ტორპედომ, ასევე 11 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 83:49 დინამოს სასარგებლოდ.
გუნდები თასზე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ, აქედან 4 მატჩი დინამომ მოიგო, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთები 12:4.
დინამო და ტორპედო საქართველოს სუპერთასზეც შეხვედრიან ერთმანეთს, მატჩი 1:0 თბილისელებმა მოიგეს.
სულ საქართველოს დამოუკიდებლობის დროს დღემდე გამართულია 57 კლასიკო, აქედან 32 მოიგო დინამომ, 14 - ტორპედომ, ხოლო 11 დასრულდა ფრედ. ბურთების ჯამური შეფარდებაა 96:53.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი
1989-90
ქუთაისი - იბერია 0:2
იბერია - ქუთაისი 2:0
1990-91
იბერია - ქუთაისი 5:1
1991-92
ქუთაისი - იბერია 1:2 (89’ შეწყდა)
იბერია - ქუთაისი 4:1
1992-93
ტორპედო - დინამო 2:1
დინამო - ტორპედო 4:1
1993-94
დინამო - ტორპედო 3:1
ტორპედო - დინამო 1:0
1994-95
ტორპედო - დინამო 1:1
დინამო - ტორპედო 4:2
1995-96
დინამო - ტორპედო 5:1
ტორპედო - დინამო 0:1
1996-97
ტორპედო - დინამო 2:4
დინამო - ტორპედო 3:3
1997-98
ტორპედო - დინამო 1:4
დინამო - ტორპედო 3:0 (მცხეთა)
1998-99
დინამო - ტორპედო 1:0
ტორპედო - დინამო 3:1
1999-00
ტორპედო - დინამო 0:0
დინამო - ტორპედო 1:1
2000-01
დინამო - ტორპედო 0:3
ტორპედო - დინამო 0:1
დინამო - ტორპედო 1:1
ტორპედო - დინამო 1:0
2001-02
დინამო - ტორპედო 0:2
ტორპედო - დინამო 1:1
დინამო - ტორპედო 1:0
ტორპედო - დინამო 1:0
2002-03
ტორპედო - დინამო 0:1
დინამო - ტორპედო 0:0
ტორპედო - დინამო 1:0
დინამო - ტორპედო 0:2
2003-04
დინამო - ტორპედო 3:0
ტორპედო - დინამო 1:1
2004-05
ტორპედო - დინამო 1:1
დინამო - ტორპედო 1:2
ტორპედო - დინამო 1:4 (ლანჩხუთი)
დინამო - ტორპედო 1:2
2005-06
ტორპედო - დინამო 0:2
დინამო - ტორპედო 2:1
2006-07
დინამო - ტორპედო 0:1
ტორპედო - დინამო 0:5
***
2010-2011
ტორპედო - დინამო 1:1
დინამო - ტორპედო 1:0
ტორპედო - დინამო 0:0
დინამო - ტორპედო 1:2
2011-12
ტორპედო - დინამო 2:1
დინამო - ტორპედო 2:0
საქართველოს დ. ყიფიანის სახ. თასი
1992 ½ ფინალი
იბერია - ქუთაისი 2:0
ქუთაისი - იბერია 1:1
1993 ½ ფინალი
დინამო - ტორპედო 3:0
ტორპედო - დინამო 1:3
2000 ½ ფინალი
დინამო - ტორპედო 1:1
ტორპედო - დინამო 0:0
2004 ფინალი
დინამო - ტორპედო 2:1
საქართველოს სუპერთასი
1999
დინამო - ტორპედო 1:0
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ფეხბურთში პერიოდულად გამოერეოდნენ გუნდები, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ ამ ორ გუნდს, კლასიკოს თავისი ხიბლი არასდროს დაუკარგავს, და არც რომელიმე სხვა ქართული დაპირისპირება ყოფილა ისე განხილვადი და საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მყოფი, როგორიც დინამო-ტორპედოა.
რაოდენ ცუდ ფორმაშიც ყოფილან გუნდები, ხან ერთი, ხან მეორე, ხან ორივე ერთად, ურთიერთშეხვედრა ყოველთვის საინტერესო და ლამაზი გამოსულა.
***
აღსანიშნავი ფაქტია, რომ კლუბების დაპირისპირების მუდმივი თანმსდევი გახლავთ ქომაგების დაპირისპირებაც, ყველაფერი კი 1964 წლის მატჩიდან მოდის, ამის შესახებ წინა ტოპიკში დაიწერა, გთავაზობთ ციტატას:
დავამატებდი, რომ თბილისელებმა პირველი ადგილისთვის გადათამაშება მოსკოვის ტორპედოს 4:1 მოუგეს, ხოლო ქუთათურებმა გადარჩენისთვის გადათამაშებაში გორკის ვოლგა 4:2 დაამარცხეს და უმაღლესში თამაშის უფლება დაიტოვეს.
ორივე მხარემ მიაღწია მიზანს, და თითქოს ეს უნდა ყოფილიყო ჰეფი-ენდი, მაგრამ დაპირისპირება ორი ქართული გუნდის ფანებს შორის სწორედ ამ დღის შემდეგ მოდის. მატჩში გამარჯვება არ ნიშნავს უბრალოდ სამ ქულას, აქ საქმე პრინციპებს ეხება.
ფანები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მცირე ფოტოკოლაჟი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ესეც პირველი ტოპიკის ლინკი
ქართული ელ კლასიკო - დინამო VS ტორპედო
ტორპედო ქუთაისიდინამო თბილისი This post has been edited by Roger federer on 23 Mar 2012, 05:45
"- Вы видите возможного наследника Дель Пьеро? - "Есть один парень, который сейчас прекрасно играет... Это Паскуато. У него есть многие схожие с Алексом качества, включая и человеческие."
© Франко Чераволо