მგზავრების უმეტესობას ეს არ ადარდებს, ან არ აქცევს ყურადღებას, ან ხედავს მაგრამ ფიქრობს "მერე რა მოხდა, მთავარაი მე მიმიყვანოს დანიშნულების ადგილამდე და მერე კისერიც უმტვრევია".
მე პირადად როცა მიწევს ტაქსით გადაადგილება (იშვიათად , მაგრამ ხანდახან მიწევს) ასეთ სისულელეზე პირდაპირ მკვეთრად მივუთითებ ხოლმე, რომ არ შეიძლება და იმასაც ვუხსნი რატომ. რაც უნდა ის იფიქროს ჩემზე, სულ არ მადარდებს.
სამწუხაროა, რომ ტაქსის მძღოლების აბსოლუტურმა უმეტესობამ არ იცის მოძრაობის წესები, არაფრად დაგიდევენ სხვის პატივესცემას და ინტერესებს. არადა ეს ის ხალხია, ვისგანაც წესით დადებით მაგალითს უნდა იღებდნენ სხვა მძღოლები.
დროა გამკაცრდეს პირობები, შემოიღონ ლიცენზირება და რაღაც რეგულაციები დაუწესდეთ, თორემ აღარ შეიძლება ესე გაგრძელება.
მესმის, რომ ზოგი ლუკმა პურს შოულობს, მაგრამ კეთილი ინებონ და რაღაც ჩარჩოები დაიცვან.
და ა.შ.
ძალიან გთხოვთ სხვაგან ნუ გადაუხვევთ, კონკრეტულ პრობლემაზეა თემა და თქვენ თუ სხვა რამე გაწუხებთ, გახსენით ახალი თემა.