#39914753 · 20 Feb 2014, 14:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
spec
QUOTE | უმართავი ბომბი არის საკმარისად იაფი , იმიტომ რომ ფეთქებადი ნივთიერება და ფოლადის გარსია მეტი არაფერი. |
"ბევრი უმართავი ბომბი" იაფია, მაგრამ ვაკუუმური ძალიან ძვირი.
QUOTE | ვაკუუმურს კიდე ქირურგიული სიზუსტე არ ჭირდება. რამოდენიმე ათეულ მეტრშიც რომ გასკდეს თავის საქმეს გააკეთებს. სტინგერს ჩვენით ვერ შევქმნით. |
ამ ეტაპზე შეიძლება სტინგერი ვერ შევქმნათ, მაგრამ ყიდვა შეიძლება. სტინგერს თუ არა სხვა მსგავსი ტიპის სისტემას მაინც ვიყიდით, თუ ფული გავიმეტეთ. რაც შეეხება ვაკუუმურ ბომბს, ის უშუალოდ სამიზნის თავზე უნდა დააგდო, სამიზნესთან მისვლისთვის კი ჩვენი ჰსთ-ს მოქმედების ზონაში მოუწევთ შემოსვლა. აქ არის მეორე საკითხიც: რას ესვრიან ამ ძვირიან ბომბებს, როცა პრაქტიკულად ვერაფერს ნახავენ? ასე "პო ხუიზე" თვითმფრინავიდან ვაკუუმურ ბომბებს კი არა ჭურვებს არ ისვრიან QUOTE | დეტექტორით სიარული რა ოხრობად უნდათ, მაღალ სიმაღლეზე გადაუფრენენ და ისე დაზვერავენ. |
ყველა გამაგრებულ პუნქტში მინიმუმ 1 სტინგერის მსგავსი სისტემა მაინც უნდა გვქონდეს და მორჩება ასე ჰარი-ჰარალეთი ფრენა. მეორეც, მთის კალთებზე ტყიან მასივში მიწაყრილითა და კამუფლიაჟით დაფარული ბუნკერების აღმოჩენა პილოტებისთვის კი არა რუსი ქვეითებისთვისაც შეუძლებელი იქნება.
QUOTE | ქვის ხანაში რომ ვიყოთ გეტყოდი არ ვიცი მეთქი , მაგრამ დღეს 1 მეტრიანი კედლის დაცულობა არ გაიშვას |
QUOTE | ვთქვათ რუსებმა დაგვაყარეს სმერჩი 90 კმ-დან. დაგვიშვეს ტოჩკა,ისკანდერი იმავე მანძილიდან. რას ვესვრით ჩვენ რომ ბატარეები დავუბომბოთ ? გვაქვს რამე? |
ჩვენს პოზიციებს ისკანდერებით და სტრატეგიული ბომბდამშენებით რომ წააყარონ, ჩვენი მეომრები ჩავალთ მიწის ქვეშ 4 მეტრზე. ბუნკერები ისეთ ადგილებში იქნება განთავსებული, რომ ვერც ავიაციისა და ვერც არტილერიის შორდიდან გახსნილი ზალპური ცეცხლი ვერ მიწვდება. და აგიხსნი როგორ: მაგალითად, თუ ვამაგრებთ ზუგდიდს, ჩვენი გამაგრებული პუნქტები იქნება მთების სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე. ჩრდილოეთიდან ან/და ჩრდილო-დასავლეთიდან ნასროლი რაკეტა კი ან მთის მოპირდაპირე კალთას მოხვდება, ანაც საერთოდ აცდება ჩვენს მთას. პრინციპი უკეთ რომ გაიაზრო ამ სურათს დაგიდებ: არტილერია და სტრატეგიული ბომბდამშენები აბსაიდში რჩებიან. ერთადერთი გზა, მიწვდნენ ჩვენს სამალავ ბუნკერებს, არის ზემოდან ბომბების დაყრა. ჩვეულებრივი ბომბი ვერაფერს უზამს მჭიდრო კონსტრუქციის მიწისქვეშა ბუნკერს, ვაკუუმურებს კი ასე ალალ-ბედზე არ ისვრიან. თან ყველა სიმაგრის თავზე მინიმუმ 1 სტინგერის ტიპის სისტემა თუ გვექნა, ეგ წაყრაც არ გამოუვათ. სამეგრელოს ხაზის არტილერიით დამუშავების შემდეგ, როცა რუსებს საპასუხო ცეცხლს არავინ გაუხსნის, ისინი იფიქრებენ, რომ გზა ხსნილი აქვთ. როცა სატანკო კოლონები და ცოცხალი ძალა ზუგდიდისკენ დაიძვრება, ჩვენი არტილერია სამალავებიდან ამოვა და ცეცხლს გაუხსნის რუსულ კოლონას. ბუნკერებიდან ამოვლენ და სიმაღლეზე არსებულ პოზიციებს დაიკავებენ ჩვენი მეომრებიც საიდანაც ოკუპანტებს ყუმბარმტყორცნებით გაუხსნიან ცეცხლს. პ.ს. ატომური ბომბს არ/ვერ გამოიყენებენ. QUOTE | არტილერიას და ნებისმიერ იარაღს ჰარიჰარალოზე არც არავინ ისვრის. |
+1
QUOTE | აღმოგაჩენენ და დაგიშვებენ მორჩა კინო. |
სიმაღლეებზე სამალავ ბუნკერებს მზვერავები ვერ აღმოაჩენენ. ზალპური სისტემების ცეცხლი კი ბუნკერებს ვერ მიწვდება (იხ. ზემოთ).
QUOTE | კარგი მაგალითები მოგყავს , ეგრე დიდგორშიც სასწაულებრივად გავიმარჯვეთ იმდენად ბევრი იყო მტერი . |
დიდგორის ბრძოლისას არც ავიაცია არსებობდა და არც ტანკები. უახლესი ისტორიული ომების შედარება დიდგორის ბროძლასთან ალოგიკურია.
QUOTE | მაგრამ არც ვიეტნამში და არც ფინეთში მტერს არ ქონდა ის ტექნიკური საშუალებები რაც დღეს გააჩნია რუსეთს. |
ეს უკვე ირიბი ტყუილია )) აშშ-ს ყავდა მსოფლიოში უძლიერესი ავიაცია, ვიეტნამელებს კი პრაქტიკულად არაფერი, მაგრამ ამერიკულმა ავიაციამ ვერაფერი დააკლო მოწინააღმდეგეს, რადგანაც არ იცოდნენ სად იყო ბუნკერები, ბრმად დაბომბვას კი შედეგი არ მოაქვს - დახარჯავ 10 მილიონის ბომბებს და შეიძლება 1 მებრძოლი მოკლა.
QUOTE | ვიეტნამი ჯუნგლები იყო და ავტომატურად ძნელი იყო იქ ბრძოლა. |
ტყე გააჩერებს ავიაციას? ვიეტნამელებს ბუნკერების სისტემა რომ არ ქონდათ ვიეტნამს დღეს სასაფლაო ერქმეოდა. საქართველოში ტყეცაა და მთაც. მარტო ბუნკერები არ გვაქვს. QUOTE | ფინეთში კიდე რუსებს ქონდათ მაგარი უაზრო ტაქტიკა. ნახადუ ურას ძახილით რომ უტევდნენ მტერს,მუშკაზე მიდიოდნენ |
ნწწ )) მანერჰაიმის ხაზს მთელი საბჭოთა არტილერია და ავიაცია ბომბავდა, მაგრამ უშედეგოდ - ბრმად ბომბე რამდენიც გინდა. დახარჯავ 10 მილიონის ბომბებს და შეიძლება მოკლა 1 მებრძოლი QUOTE | ჯიუტად იძახი პარტიზანებად გავიდეთო. |
პარტიზანებად კი არ უნდა გავიდეთ, არამედ ქალაქის მისადგომები და სტრატეგიული სიმაღლეები ავიღოთ. შევქმნათ მრავალშრიანი თავდაცვითი ხაზი, სადაც ძალები იქნება დეკონცენტრირებული, პოზიციები კი მტრისთვის უხილავი და მიუვალი. ეს არის კარგად დაცდილი ვიეტნამური და ფინური სტრატეგიების ნაზავი.
QUOTE | ქალაქებს დაიკავებენ და ებრძოლე მერე ტყიდან. |
როგორც ჩანს გულდასმით არ კითხულობთ ჩემს პოსტებს. ქალაქის მისადგომები უნდა გვქონდეს დაკავებული. თუ მაინც შევიდნენ ურბანულ ზონაში, იქ უკვე ქალაქის რაზმი ჩავა კანალიზაციაში. სიმაღლეებიდან ბრძოლის ტაქტიკაზე უკვე ისეა თუ ასე მოგახსნენეთ. ცალკე თემაა კანალიზაციიდან ბრძოლის სტრატეგია. წარმოიდგინე სიტუაცია: სამეგრელოს ფრონტზე რუსულმა კოლონამ გაარღვია ჩვენი საარტილერიო ზღუდე, გაარღვია ჩხოუშიის ხეობის თავდაცვითი კედელი და შევიდა ზუგდიდში. ფიქრობენ, რომ სამშვიდობოს არიან. ამ დროს, საკანალიზაციო მილიდან შუა გზაზე თავს ყოფს ადამიანი, რპგ-7-ით აფეთქებს ტანკს და ქრება. რუსები შეცბუნდნენ. 1 წუთში უკვე გადამკვეთი ქუჩიდან ყოფს ვიღაც თავს, გვერდიდან აფეთქებს მეორე ტანკს და ქრება. რუსებში პანიკა გაჩნდა. უბრალოდ მარტივად აღგიწერე სურათი. ამის მერე რუსებს მოუწევთ თავდაცვაზე ან/და სულაც გაქცევაზე ფიქრი და არა მთის კალთებზე 4 მეტრის სიღრმეში ჩასულ პატარ-პატარა ჯგუფებს QUOTE | მოსახლეობას რას უშვები, დავტოვოთ ღია ცის ქვეშ? |
კომფლიქტის ზონიდან მოსახლეობა სახელმწიფოს გაყავს უსაფრთხო ზონაში: დასავლეთ საქართველოდან (პირველ რიგში სამეგრელოდან) ხალხი მიგვყავს რაჭა-ლეჩხუმში, აღმოსავლეთ საქართველოდან (პირველ რიგში შიდა ქართლიდან) ხალხი მიგვყავს კახეთში.
აქ ისინი იცხოვრებენ დროებით კარვებში, რომლებიც წინასწარ უნდა იყო მომარაგებული და მომზადებული. საკვები ექნებათ უფასოდ. თითო კაცს დღეში 5 ლარის საჭმელი რომ აჭამო, 100 ათასი დევნილის გამოკვება 1 თვეში დაჯდება 15 მილიონი. თუ რამე გაეროს, ევრო-კავშირს, აშშ-ს და სხვა ორგანიზაციებსა თუ ქვეყნებს ვთხოვთ საკვებითა და წამლებით დახმარებას.
This post has been edited by androabuladze on 20 Feb 2014, 15:09
|