Niandraუნაკლო ნამდვილად არ არის და სხვა რომელიმე კონკრეტულ უნიზე ვერ ვილაპარაკებ რადგან არ ვიცი,მაგრამ ერთი-ორი სიტყვა შემიძლია გითხრა რა ხდება, ვერც სხვა ფაკულტეტებზე გეტყვი ხდება, მარტო მაკსი, მაკსის ინჟინერია და ფიზიკა ასე თუ ისე ვიცი მე.
პირველ რიგში ხალხი ვინ აბარებს აქ, უმეტესობა კომაროველები არიან ან რამე მსგავსი ძლიერი სკოლიდან, ანუ კონკურენცია მაღალია, სამაგიეროდ ძალიან ჭკვიან ხალხთან ხვდები და შეგიძლია ეგ შენ სასარგებლოდ გამოიყენო.
მერე სწავლება არის ასეთი: დასწრება ლექციებსა და სემინარებზე სავალდებულო არ არის, დასწრებაში ქულა არც ისე ბევრ საგანში იწერება და ისიც მცირე ქულა უკავია (თუ ლაბორატორიული არ არის). ანუ რა საგნებიც არ გაინტერესებს ან რაც კარგად იცი და შენითაც შეგიძლია ისწავლო, არ მიხვალ და ასე თუ ისე დროს დაზოგავ და ნერვებსაც.
შენი კურსის საგნები რაც არის, ყველაფერს სწავლობ ინგლისურ ენაზე ანუ კარგი სახელმძღვანელო გაქვს და წიგნების ყიდვაც არ გიწევს რადგან ყველას ელექტრონული ვერსია გექნება.
მაკსის კურსი მთლიანად გადმოღებულია მიტ, სტენფორდი და მსგავსი უნივერსიტეტებისგან და ზოგჯერ იმათზე უფრო რთული გამოცდებია ხოლმე.
ნუ ინჟინერიაზე შედარებით სუსტი ხალხია, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო რთული კურსია, რადგან მაკსის ბევრი საგნის გავლაც გიწევს და ამას დამატებული უფრო რთული ფიზიკა და კიდევ ბევრი რთული საგანია ჩვენთან.
დასაქმების პერსპექტივას რაც შეეხება,, მაკსსა და ფიზიკაზე, ფაქტობრივად, ეგ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სწავლობ. მაკსელები მე-3 კურსიდანვე ბევრი მუშაობს, ზოგი მე-2-დანაც, ფიზიკაზე ჯერ კიდევ პირველკურსელები იყვნენ უკვე სამეცნიერო სტატიებს რომ აკეთებდნენ (რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად არა), მეორეზე კი ზოგი მაგისტრატურის დონის სტატიებზე მუშაობს და დადიან უცხოეთში ხან კონფერენციებზე, ახლა საზაფხულოდაც არიან რომელიღაც უნიში სასწავლად წასულები.
ნუ ინჟინერია შედარებით ახალი კურსია და წარმატებები დიდად არ ჩანს, კურსი არ გამოუშვია ჯერ. მაგრამ ვიცი რამდენიმე სტარტაპი ჰქონდათ მესამე კურსელებს, ჩემი ჯგუფელებიც იწყებენ სტატიებზე მუშაობას.
მოკლედ, დაახლოებით ასეთია ფრიუნი