დღეს ჩვენი დროით
21:30 საათზე დიდი თამაშია კონსოლ ენერჯი ცენტრში..
Pens vs Capsრაც კროსბი ტრამვიანობს, იმის შემდეგ რეალურად ეს დაპირისპირება რუსების დუელად გადაიქცა და დღესაც ორივე გუნდის მხრიდან პირველ რიგში ეს ორი ჰოკეისტი იქნება ყურადღების ცენტრში
Malkin vs Ovechkin2011-2012 სეზონში რუსთა შორის თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება ეს პირველ რიგში ევგენი მალკინია, რადგან ქულების მიხედვით ის ლიგის ლიდერია 55 ქულით, ზემოთხსენებულ ალექს ოვეჩკინს კი მხოლოდ 36 ქულა აქვს.. თუმცა რა თქმა უნდა ეს მხოლოდ სტატისტიკაა და მეტი არაფერი..
დღევანდელი თამაშში გამარჯვება უბრალოდ პრინციპის ამბავია და რა თქმა უნდა ყველანაირი ინდივიდუალური ინტერესი და სატურნირო მდგომარეობა უკანა პლანზე გადადის
შეგახსენებთ რომ ამ სეზონში გუნდებმა უკვე სამი თამაში ითამაშეს ერთმანეთში, რომლებშიც ორჯერ დედაქალაქელებმა(1:0 და 3:2(OT)), ხოლო ერთხელ პინგვინებმა(2:1) გაიმარჯვეს
ეს კი გუნდების წლევანდელი სტატისტიკა
Go Pens Go!
This post has been edited by true_blood on 22 Jan 2012, 18:37