გამარჯობა მეგობრებო. პირველ რიგში მიხარია, რომ ამდენი მოყვარული ვნახე ამ ჯგუფში. მე გახლავართ საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის სოც.ვებ და მედია მენეჯერი. ჩვენი ფედერაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს აქვს ასევე ოფიციალური ჯგუფი. მოხარული ვიქნები, თუ გაწევრიანდებით და იაქტიურებთ აღნიშნულ ჯგუფში. იმ შემთხვევაში თუ მაგალითად არ მოგწონთ ჯგუფის სახელწოდება "საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია" და გინდათ, რომ ჯგუფს სახელი გადაერქვას და სიამოვნებით იაქტიურებდით და გადაინაცვლებდით იქ. მზად ვარ გადავარქვა ჯგუფს სახელი. მთავარია ფეისბუქზე და ჯგუფში დაიწყოს აქტიურობა. ზოგადად ჰოკეის პოპულარიზაციისთვის ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს და რაც მეტი გულშემატკივარი გვეყოლება ჯგუფში, იქნება აქტიურობა, მით უკეთესი ჰოკეის განვითარებისთვის საქართველოში. ეს კი ჩვენი ჯგუფის ბმული:
https://www.facebook.com/groups/georgianicehockey