Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ვითხოვ სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომას


Posted by: koba81 5 Jun 2011, 11:37

პრეზიდენტმა და მთავრობამ თავისი პოპულისტური მატრაბაზობის და პირადი სარგებლობის გამო დაანგრიეს სოფლის მეურნეობა. ყოველ წელს იკლებს სოფლის პროდუქტების წარმოება და იზრდება იმპორტი.
მოვითხოვ ინფორმატიკის სპეციალისტი ჩამოშორდეს სამინისტროს და მის ნაცვლად დაინიშნოს პროფესიონალი და კომპეტენტური პიროვნება.


2011-06-03 15:25:06
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის თანმიმდევრული პოლიტიკა არ აქვს

პარლამენტს სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია ამ დრომდე არ მიუღია

commersant.ge

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია არ გააჩნია. ამის შესახებ ქართველი ექსპერტების შემდეგ ევროკავშირი აცხადებს.

2010 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშში, რომელიც საქართველომ ევროპასთან სამეზობლო ურთიერთობის პოლიტიკის ფარგლებში შეიმუშავა, ნათქვამია, რომ შარშან, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოცულობა ისევ შემცირდა. ამის გამომწვევ ფაქტორებად ევროკავშირი სექტორის პოლიტიკაში თანმიმდევრობის არარსებობას, ცუდად განვითარებულ საჯარო მომსახურეობას, კრედიტის შეზღუდულ ხელმისაწვდომობას, მოძველებულ ტექნიკას და სხვა მიზეზებს ასახელებს.

“ფერმერებისთვის კრედიტის აღება უფრო ხელმისაწვდომი რომ გაეხადა, ამისთვის ხელისუფლებას არცერთი მნიშვნელოვანი ზომა არ მიუღია”, – ნათქვამია მოხსენებაში. შეზღუდული დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელს უშლის ამ სექტორისთვის მხარის დასაჭერად ისეთი ტრადიციული ღონისძიებები ჩაატაროს, როგორიცაა მექანიზაციის ფინანსირების პროგრამა, გლეხებისთვის სასუქის უფასოდ დარიგება და ყურძნის მოსავლის სუბსიდირება.


შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში საქართველო პრეზიდენტმა მთავრობა აგრარულ მთავრობად გამოაცხადა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი დაევალა სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფციის შემუშავება. ამ კონცეფციას დღემდე ამაოდ ელიან საკანონმდებლო ორგანოში. აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის აპარატში commersant.ge–ს განუცხადეს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღემდე არ შეუტანია პარლამენტში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა. თუმცა, იმედი აქვთ, რომ მას ივნისის ბოლოს მიიღებენ, რადგან, მათი ინფორმაციით, დოკუმენტში ბოლო დეტალებიღა ზუსტდება.

ევროკავშირს კი მიაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების არათანმიმდევრული სტრატეგია აქვს.

Posted by: schuldinera 5 Jun 2011, 11:40
გადადგგეს!
აუცილებელია

როგორც მე ვიცი ჩინური , ისე მაგან იცის სოფლის მეურნეობა .

"მამალი ძროხა"

Posted by: LEV_TEN 5 Jun 2011, 12:27
ელემენტალურია:
ბაზარში პრაქტიკულად აე დევს ქართული პროდუქტი:
კიტრი, პომიდორი, ვაშლი, ნიორი ყველაფერი შემოტანილია...
მაგრამ
koba81
არ მგონია ეს მინისტრის
QUOTE
, არაპროფესიონალი, და არაკომპეტენტური
-ობის ბრალი იყოს...ეს ქვეყანაში არსებული და ხელშეწყობილი პოლიტიკის ბრალია: სხვადასხვა პროდუქტზე არსებული ნაცმაფიების სურვილით...

საერთოდ ყველა მინისტრი ბუტაფორიაა, რასაკვირველია "იმ ორის" გარდა, დანარჩენი გინდა ყოფია გინდა არა...არცერთ სფეროში არაა სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკა, ყველა თვითდინებაზეა მიშვებული...

Posted by: koba81 6 Jun 2011, 22:43
სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფციის არ ქონა
თანმიმდევრობის არარსებობა
ცუდად განვითარებულ საჯარო მომსახურეობა
კრედიტის შეზღუდულ ხელმისაწვდომობა
მოძველებულ ტექნიკა
არაპროფესიონალი კადრები

რაღა დარჩა ამ მინისტრის სასარგებლოდ

უნდა გადადგეს !

სირცხვილია უკვე

Posted by: Kmuno 6 Jun 2011, 22:51
koba81

ევროპა რუსეთUმეა, შურს კვეზერელის წარმატებების... yes.gif


პ.ს. აქ ვირაცამ დაწერა, მIშამ კახეთში ტიპებს რო შეხვდა, რაიკომის ყოფილი მდივნები იყვნენო... smile.gif))
ეგ მართალია?

Posted by: koba81 6 Jun 2011, 22:58
Kmuno
რომელ წარმატებებზეა ლაპარაკი?
ერთი მაინც


Posted by: experto 6 Jun 2011, 23:47
QUOTE
ვითხოვ სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომას, არაპროფესიონალი, და არაკომპეტენტური და ა.შ.



გეთანხმები !

ძაან სუსტი მინისტრია


ვინმე ვანოსნაირი ანდაც ხეთაგური- სნაირი მინისტრი გვჭირდება

Posted by: koba81 20 Jun 2011, 14:04
2011-06-16 10:48:41
ტომას დე ვაალი: 2010 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობაზე მეტად ციხეები დააფინანსა

„ეკონომიკისთვის საფრთხეა დაფარული მონოპილიზაცია“

„ამერიკის ხმის“ მასალები

საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით იგრძნობა დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, რაც გამოიხატება როგორც ბიზნეს გარემოსთან, ასევე მედიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ კარნეგის ფონდის მკვლევარი ტომას დე ვაალი აცხადებს, რომელმაც სათაურით „საქართველოს არჩევანი“ წიგნი გამოსცა.

მკვლევარის მტკიცებით, უარყოფითი ტენდენციები ძლიერდება ეკონომიკაში და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 55 პროცენტს შეადგენს. 2010 წელს სოფლის მეურნეობაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილმა სახსრებმა 1 პროცენტი შეადგინა, რაც ციხეებზე დახარჯული თანხაზე ნაკლებია.
„ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საფრთხეა დაფარული მონოპილიზაცია. ამ თემაზე ბევრი არ იწერება, თუმცა, ეს საკითხი გააშუქა ჟურნალმა „ლიბერალმა,“ რომლის მიხედვითაც, მიკროავტობუსები, სურსათი, მედიკამენტები, ბენზინი არის მონოპოლიზებული და ფასებიც შესაბამისად მაღალია,“ - განაცხადა ტომას დე ვაალმა.

მისი თქმით, „საქართველოს ყველაზე დიდ მიღწევად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყოველდღიური კორუფციის ვირტუალური აღმოფხვრა რჩება“. თუმცა მისი განცხადებით, „საქართველოში ყველა მსხვილი ბიზნესი კონტროლდება ხელისუფლების ან მათთან პოლიტიკურად დაახლოებული პირების მიერ, თუმცა ეს არ ხდება ისე ღიად, როგორც ადრე იყო.“

Posted by: neitrali 20 Jun 2011, 14:29
QUOTE
, „საქართველოს ყველაზე დიდ მიღწევად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყოველდღიური კორუფციის ვირტუალური აღმოფხვრა რჩება“.

აი ამ "ვირტუალური"-თ ყველაფერია ნათქვამი. რაც არ უნდა წეროს ნათელაშვილის სიტყვაზე მეტად ვერ დავაფასებ მაგ კაცის ნაბოდვარს.

Posted by: თბილი_სი 20 Jun 2011, 14:40
რას ამბობ!!!
სოფლის მეურნეობა რომ აყვავდეს, თურქეთმა სად წაიღოს მერე თავისი ჩაწოლილი გენომოდიფიცირებული პროდუქტი?
ვის მისაღოს თუ არა მეზობელ განვითარებად ქვეყანას?!
ხომ გაუფუჭდება ჩვენს პრეზიდენტს თურქეთის პრემიერთან ურთიერთობა?
თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება, რუსეთის, ჩვენი მტრის, გაძლიერება არ მოყვება ჩვენთან მიმართებაში?!
აზრზე მოდი რას ამბობ!
,,რწყილი და ჭიანჭველა" არ გაქვს წაკითხული? : ))

არა, სოფლის მეურ. მინისტრი რომ უცოიდინარია, გგონია ამით რამე ფუჭდება? არაფერი.
ყურებიდან რომ ჟონავდეს ტვინი, რაც არის, მაინც ისევე დარჩებოდა, ეს სახელმწიფო პოლიტიკაა გენაცვალე. smile.gif

Posted by: ziriro 20 Jun 2011, 14:55
QUOTE
სოფლის მეურნეობის მინისტრი

ვინმეს მართლა სჯერა, რომ ამ კაცის წანაწყვეტზე რამეა დამოკიდებული?

Posted by: თბილი_სი 20 Jun 2011, 14:57
საქართველოს, თავისი ამჟამინდელი აუთვისებელი მიწების გამოკლებითაც, შეუძლია იმდენი პროდუქცია აწარმოოს, რომ თავისუფლად დააკმაყოფილოს არამცთუ შიდა ბაზარი, არამედ ექსპორტზეც გაიტანოს! ვიმეორებ! აუთვისებელი მიწების გამოკლებითაც!
მიაქციეთ ყურადღება, რა პროდუქტიც დიდი რაოდენობით შემოდის უცხოეთიდან, იმ პროდუქტის საქართველოში მოყვანაზე არცაა ყურადღება გამახვილებული, არც წახალისებული.
ახლა მოცვის და კურკანტელას მოყვანაა პრიორიტეტული.
ან ამდენი სიმინდი რა ჯანდაბად გვინდა? ვინ ჭამს ამდენ ჭადს, გამაგებინეთ? ცხოველების მოშენებას არავინ უწყობს ხელს, რომ ღორებს მაინც აჭამონ.
ზეითუნის პლანტაციები კარგია, მე პირადად ზეითუნით დამზადებული საკვევით ვიკვებები, მაგრამ თურქეთი იმიტომ არ აშენებს ამ პლანტაციებს საქართველოში, მე რომ მიყვარს, მას ეს საექსპოტროდ უნდა. საქართველოში კი ზეითუნის ზეთის ბაზარი საერთოდ არაა, აქ ეს იშვიათი მოხმარების პროდუქტია, მაშინ , როცა მთელი ევროპა ზეითუნის ზეთს იყენებს საკვების დასამზადებლად.
ცოტა დაკვირვება და გაანალიზებაა საჭირო, რომ მიხვდე, რა პოლიტიკას ეწევა დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება.

Posted by: koba81 20 Jun 2011, 16:01
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია არ გააჩნია. ამის შესახებ ქართველი ექსპერტების შემდეგ ევროკავშირი აცხადებს.

ეს კონცეფცია მაინც დაწეროს ყვეზერელმა

სხვას თუ ვერაფერს აკეთებს. ეგეც დედალ-მამალი ძროხების გარჩევასავით ძნელია?

Posted by: ერისკაცი 20 Jun 2011, 16:16
სახნავი მიწების დიდი ნაწილი ბუჩქნარით არის თითქმის სრულად დაფარული
დადადგეს სანამ სრულად განადგურდება სოფლის მეურნეობა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)