Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > პურის საცხობის ბიზნესი


Posted by: _pulpa_ 3 Feb 2010, 00:07
ახლობელს უნდა თონე გახსნას და არის თან მაგარი დილეტანტი და იქნებ რამე მირჩიოთ? smile.gif რა არის საჭირო ამსისთვის, სად მოიძებნება შესაბამისი აპარატურა, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ
წინასწარ გიხდით მადლობას და ველი თქვენს გამოხმაურებებს smile.gif

Posted by: IOSKAMAN 3 Feb 2010, 00:56
_pulpa_

გაზის უნდა გაკეთდეს... ღუმელი...

ანუ ყაზტრანსგაზს მიმართეთ... დაგარეგისტრირებენ გადამხდელად... გაგიყვანენ გაყვანილობას და მრიცხველს... შემდეგ 20 პურიანი ღუმელი გინდათ...

თვეში გაზის ფული მარტო დაგიჯდებათ მიახლოებით 1200 ლარი


ელეკტრო ღუმელის შემთხვევაში თელასი ... 4 ფაზიანი კაბელი ... 15 პურიანი ღუმელი საშუალოდ...


თვეში ელეკტროენერგია დაახლოებით 1000 ლარი ++++

Posted by: ggg77 3 Feb 2010, 00:58
არა მგონი ეს მომგებიანი ბიზნესი იყოს.....იმდენი საცხობია გახსნილი რომ....

Posted by: _pulpa_ 3 Feb 2010, 10:54
ეს ყველაფერი კარგი და ეგრეთ წოდებული ეს "დუხოვკის" ღუმელი რომ არა და დაუშვათ თონე დაიდგას? ანუ რომ ჩააკრავენ ხოლმე? შოთის პურებიო და რამე? ლიცენზია არ არის საჭირო? მაინც კვების პროდუქტია და ჯანდაცვა და რამე?

IOSKAMAN

ეგ ღუმელები სად შეიძლება ისე მოიძიოს კაცმა? და რა ღირს საშუალოდ, არ იცით?

Posted by: FiLiPe 3 Feb 2010, 11:40
_pulpa_

ღუმელში ცხვება ე.წ. ბერძნული პური, რომელიც პოპულარობით არ სარგებლობს... ჩემს ახლობელს აქვს გაზზე მომუშავე ტრადიციული თონე... დღეში საშუალოდ 4 ტომარას აცხობს (რამდენიმე რესტორანს და საბანკეტოს ამარაგებს და უბანშიც კარგად ეყიდება)... გაზის ხარჯს საგრძნობლად ამცირებს (დაახლოებით 30%-მდე) კერამიკული ''ფარცვანკა''... გჭირდება ელექტრო ცომსაზელი (დეჟი) კარგი მცხობელი და კარგი ადგილი (თუ გატანაზე გააკეთებ აქცენტს ადგილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს)...




Posted by: IOSKAMAN 3 Feb 2010, 12:07
_pulpa_
QUOTE
ეგ ღუმელები სად შეიძლება ისე მოიძიოს კაცმა? და რა ღირს საშუალოდ, არ იცით?



ელიავაზე

Posted by: _pulpa_ 3 Feb 2010, 19:37
FiLiPe
QUOTE
ღუმელში ცხვება ე.წ. ბერძნული პური, რომელიც პოპულარობით არ სარგებლობს... ჩემს ახლობელს აქვს გაზზე მომუშავე ტრადიციული თონე... დღეში საშუალოდ 4 ტომარას აცხობს (რამდენიმე რესტორანს და საბანკეტოს ამარაგებს და უბანშიც კარგად ეყიდება)... გაზის ხარჯს საგრძნობლად ამცირებს (დაახლოებით 30%-მდე) კერამიკული ''ფარცვანკა''... გჭირდება ელექტრო ცომსაზელი (დეჟი) კარგი მცხობელი და კარგი ადგილი (თუ გატანაზე გააკეთებ აქცენტს ადგილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს)...

და ეგ ტრადიციული თონე სად იყიდიება იქნებ მიმასწავლო, სად შეიძინა შენმა ახლობელმა და რა დაუჯდა? ეს "დაჟი"-ც ელიავაზე იყიდება თუ იცით? კარგ მცხობელს იმედია იპოვნიან თვითონ smile.gif)

Posted by: FiLiPe 3 Feb 2010, 19:59
_pulpa_
QUOTE
და ეგ ტრადიციული თონე სად იყიდიება იქნებ მიმასწავლო, სად შეიძინა შენმა ახლობელმა და რა დაუჯდა? ეს "დაჟი"-ც ელიავაზე იყიდება თუ იცით? კარგ მცხობელს იმედია იპოვნიან თვითონ


თონე არ იყიდება... თონის მშენებელი უნდა ნახო... თონის აშენება 1500 ლარამდე დაგიჯდება... დეჟს რაც შეეხება მეორადი უნდა მოიძიო გაზეთებში... ახალი ძვირი ღირს... მცხობელის შოვნა არც ისე ადვილია wink.gif

Posted by: giorgi1986+ 4 Feb 2010, 13:25
ჩემი რჩევა იქნება არ იქირავო თონე არავითარ შემთხვევაში, რადგან თუ ქირავდება ესეიგი იმ თონეს სერიოზული პრობლემა აქვს გასაღებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ გააქირავებს. გირჩევ კარგ ადგილზე ააშენო. გაზის დანახარჯი ტრადიციულ თონესთვის არის დგეში 27 ლარი ეს თვეში გამოგივა სადგაც 810ლარი საშუალოდ, მაგრამ თუ შეძლებ გირჩევნია შეშაზე გააკეთო ხალხში უფრო პოპულარულიცაა და ამასთან ერთი მანქანა შეშა დაგიჯდება 600 ლარი და ეს ყველაფერი გეყოფა თვენახევარი (მისიმჩეხავიც უნდა იშოვოთუ დაიზარებ). ანუ თვეში სადგაც 400ლარს ხარჯს ამცირებ. თთონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის მცხობელი, აქაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციო თუ მცხობლი წამოგყვა ტომარაზე 15 ლარად ან ქვევით დამიჯერე ადრე თუ გვიან ერთ მშვენიერ დგეს უბრალოდ შეიძლება აგარ მოვიდეს. (სტანდარტულიფასიტომარაზე 20ლარია) თონეს ამუშავებს მცხობელი და მფლობელს შეიძლება ითქვას "მუქთად შესდის" ფული. ეხლა რაც შეეხება წარმადობას: ცომი დახლოებით ტომარაზე 84კგ კეთდება შენზეა დამოკიდებული რამდენ გრამიან პურს გააკეთებ, თუ კარგ ადგილას იქნება და ადგილობრივი მოსახლეც ბევრი გეყოლება გირჩევ ცომი აიღო 600-650გრ საშუალოდ, ეს ნიშნავს რომ პურის წონა იქნება 500-550გრ, საშუალოდ. ფასი სტანდარტულად 70 თეთრი. პურის გატანაზე თუ იჩალიჩებ ფასი სტანდარტულად 60 თეთრია ასე რომ დაიანგარიშე და კარგად გათვალე მარკეტინგი, წარმატებები

Posted by: _pulpa_ 4 Feb 2010, 20:51
giorgi1986+
უღრმესი მადლობა smile.gif რომ არ დაიზარე და მომწერე საჭIრო ინფორმაცია, გაიხარე

Posted by: Did_Giorgi 4 Feb 2010, 22:02
giorgi1986+
QUOTE
ფასი სტანდარტულად 70 თეთრი. პურის გატანაზე თუ იჩალიჩებ ფასი სტანდარტულად 60 თეთრია

ძვირი არაა?
მე მგონი ძვირია
მაგას ჯობია მომცრო პური გამოაცხოს და 50 თეთრად გაყიდოს
ფსიქოლოგიურად მომგებიანი პოზიციაა ვგონებ yes.gif

Posted by: miseva 4 Feb 2010, 23:07
QUOTE (Did_Giorgi @ 4 Feb 2010, 22:02 )
giorgi1986+
QUOTE
ფასი სტანდარტულად 70 თეთრი. პურის გატანაზე თუ იჩალიჩებ ფასი სტანდარტულად 60 თეთრია



ბარემ დაგეწერა თვითღირებულება რამდენ თეთრს ურტყავს?

მაინტერესებს რა ხდება ამ საქმეში, ესეც 200% ^^^ მუშაობს საქართველოში?

Posted by: giorgi1986+ 5 Feb 2010, 01:02
miseva

ტომარა ფქვილის ფასი მაქსიმუმ 32ლ, მცხობელს ტომარაზე 20ლარი, თუ გაზზეა დღეში 27ლ (ნუ ეს დღეში 3ტომარა რომ გააკეთო და ალბათ მეტსაც ეყოფა) მარილი, შუქი, და წვრილმანები დღეში ალბათ 7-8ლარი ზუსტად არვიცი. თუ გააკეტებ 500გრ. პურს გამოგივა 140ცალი. თვითღირებულება დამოკიდებულია გაყიდული პურის რაოდენობაზე, დაითვალე ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები და მიიღებ კონკრეტულ რიცხვს. 2ტომარის გაკეთებისას თვითღირებულება სადღაც 50თეთრია


Posted by: Did_Giorgi 5 Feb 2010, 23:29
giorgi1986+
QUOTE
თვითღირებულება სადღაც 50თეთრია

არაა მასე no.gif
ბევრგან მინახავს მე 500 გრამიანი პური 50 თეთრად იყიდებოდეს
ესეიგი სწორად თუ იფიქრებ, არ წახვალ წაგებაზე
თუ ვერ დაწიე ფასი კიდე - მაშინ უნდა დაკეტო თონე
სხვა გზა არაა no.gif

Posted by: pati_paata 6 Feb 2010, 18:22
ადგილს უნდა სწორი შერჩევა და ძალიან სერიოზული ფულის შოვნა შეიძლება . . . .

Posted by: M43DL0 6 Feb 2010, 19:50
1 ტომარაზე გრჩება 40 -45 ლარამდე

Posted by: PITIUS 7 Feb 2010, 22:20
კი კარგი ბიზნესია, მგრამ ბევრი ნიუანსიც აქვს. რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ...

Posted by: _pulpa_ 10 Feb 2010, 23:12
PITIUS
QUOTE
კი კარგი ბიზნესია, მგრამ ბევრი ნიუანსიც აქვს. რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ...

კერძოდ?

Posted by: Franke 11 Feb 2010, 17:00
M43DL0
QUOTE
1 ტომარაზე გრჩება 40 -45 ლარამდე

???
1 ტომარა ფქვილი=32 ლარი,+მეხაბაზე=15 ლარი...+7 ლარი მარილი და შუქი +გაზი...1 ტომარა რამდენ გაზზს წვავს?ან დენი?



ეხლა მოგება: 1 ტომარა ფქვილი= 130 პური=71 ლარს.... 1 პურის საშუალო ფასი 55 თეთრი.



QUOTE
კერძოდ?

+1
1 ტომარა ფქვილზე რამდენი დენი იხარჯება ან რამდენი გაზი იწვის...ლარებში.პლზ არ დამზარდეთ.

Posted by: Жми На Газ 2 Apr 2010, 20:19
რამდენად მომგებიანია ხალხმრავალ ადგლს რო გაიხსნა?

მეშოკიდან რამდენი პური ამოდის? გამომცხობს რამდენი უნდა?

დასაწყებად რამდენია საჭირო ?

Posted by: bach_ka 3 Apr 2010, 02:02
ძმაკაცმა გააკეთა 1 თვის წინ, მამამისმა 3 K მისცა, და ჩაჯდა მაგ ფასში, უკვე დაიწყო გაყიდვა, და იმიტო რომ ხალხ მრავალ ადგილას არ არის, (დიდ დიღომში) უწევს გატანა მაღაზიებში, რესტორნებში, და ა.შ.
ჯერ-ჯერობით ერთ ტომარას ყიდის დღეში ანუ დაახლოებით 130-140 პური ამოდის ერთი ტომრიდან..გაჩნია მცხობელის პროფესიონალიზმს....

ამჟამად 15 ლარს აძლევს მცხობელს დღეში, თუ ავა 2 ან 3 ტომარაზე 1 დღეში... რა თქმა უნდა გაუზრდის.....

გაზზე აქვს, და პირველ თვეს 400 ლარი მოუვიდა გაზის გადასახადი.... ჯერ-ჯერობით მოგაბა არ უნახავს, ასე რომ ვნახოთ....

რაც ვიცოდი დავწერეsmile.gif)) თუ რამე გაინტერესებს მკითხე...

Posted by: Жми На Газ 3 Apr 2010, 11:56
QUOTE
ამჟამად 15 ლარს აძლევს მცხობელს დღეში

QUOTE
გაზზე აქვს, და პირველ თვეს 400 ლარი მოუვიდა გაზის

QUOTE
ერთ ტომარას ყიდის დღეში ანუ დაახლოებით 130-140 პური ამოდის ერთი ტომრიდან..

450 ლარი მცხობელი თვეში
400 ლარი გაზი

დღეში 130 პურის გაყიდვა არის ტVეში 3900

3900 X 0.6 ( პურის ფასი ) 2340 smile.gif
გამოაკლელი

900(ფქვილი) + 450 ( მცხობელი) 400(გაზი)

1750

2340-1750 = 600

ამ 600დან დენი მარილი დროჟე 100 ლარის დარჩა 500

რას უშვება ამ 500 ლარს?
biggrin.gif ბენზინში ეხარჯება რესტორანში დატარებისას?

Posted by: Kalenike 3 Apr 2010, 12:48
QUOTE
თონე - შოთის პური, რას ფიქრობთ?

ვანკუვერში კაი ბიზნესია ალბათ yes.gif biggrin.gif

Posted by: Jenny Wren 3 Apr 2010, 13:06
bach_ka
QUOTE
ხალხ მრავალ ადგილას არ არის, (დიდ დიღომში)

ზუსტად არ მეტყვი სადაა... თუ კაი პურია, ჩვენც ვიყიდით smile.gif

Posted by: bach_ka 3 Apr 2010, 14:45
QUOTE (Жми На Газ @ 3 Apr 2010, 11:56 )
QUOTE
ამჟამად 15 ლარს აძლევს მცხობელს დღეში

QUOTE
გაზზე აქვს, და პირველ თვეს 400 ლარი მოუვიდა გაზის

QUOTE
ერთ ტომარას ყიდის დღეში ანუ დაახლოებით 130-140 პური ამოდის ერთი ტომრიდან..

450 ლარი მცხობელი თვეში
400 ლარი გაზი

დღეში 130 პურის გაყიდვა არის ტVეში 3900

3900 X 0.6 ( პურის ფასი ) 2340 smile.gif
გამოაკლელი

900(ფქვილი) + 450 ( მცხობელი) 400(გაზი)

1750

2340-1750 = 600

ამ 600დან დენი მარილი დროჟე 100 ლარის დარჩა 500

რას უშვება ამ 500 ლარს?
biggrin.gif ბენზინში ეხარჯება რესტორანში დატარებისას?

კი ეხარჯება ბენზინიც მარა, მაღაზიები და რესტორნები ძირითადად დიდი დიღმის და მასივის ტერიტორიაზე აქვს...

ეგრე ზუსტად დაანგარიშებული არა აქვს როგორც ვიცი, ძნელია ეგრე, იმიტო რო ზოგჯერ ცოტა იყიდება ზოგჯერ მეტი, მაგალითად შაბატ კვირას რესტორნებს 20-30 პურით მეტი მიაქვთ..... მარა მე რაც ვიცი 200 პურს ჯერ ვერ აცდა დღეში.....

მოკლედ რო ვთქვა დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს, თუ ხალხ მრავალი ადგილია, 2-3 ტომარას ისე გაყიდი თანაც გატანის გარეშე რო რავი....მაგალითად ისნის მეტროსთან ვიყავით და იქ გვითხრეს დღეში მინიმუმ 5 მეშოკს ვყიდითო ანუ ( 600-700) ცალს.. gigi.gif gigi.gif დღეში.....

* * *
QUOTE (Jenny Wren @ 3 Apr 2010, 13:06 )
bach_ka
QUOTE
ხალხ მრავალ ადგილას არ არის, (დიდ დიღომში)

ზუსტად არ მეტყვი სადაა... თუ კაი პურია, ჩვენც ვიყიდით smile.gif

თუ ერთჯერადად არ გინდათ პურის ყიდვა, შემიძლია ნომერი მოგცეთ და მოელაპარაკეთ....

ქუჩა ზუსტად არ ვიცი, არ ვარ მაგ უბნელი, მარა გუდვილის წინ არის. სტაიანკა სადაც არის, მანდ არის რესტორანი მემგონი (ნიავი) ქვია, მაგის უკან არის 100 მეტრში......

ვინაიდან მაგ ადგილას ბევრი თონეა, და კონკურენცია მართლა დიდია, თან ახალი დაწყებული ორ გაქ მითუმეტეს, ძმაკაცი ცდილობს ხარისხიანი გააკეთოს წონაც საკამოდ კარგი აქ 500გრ მინიმუმ 470 გრ მაინც იქნება..... ყიდის 60 თეთერად...


Posted by: Jenny Wren 3 Apr 2010, 23:33
QUOTE
ქუჩა ზუსტად არ ვიცი, არ ვარ მაგ უბნელი, მარა გუდვილის წინ არის. სტაიანკა სადაც არის, მანდ არის რესტორანი მემგონი (ნიავი) ქვია, მაგის უკან არის 100 მეტრში......

ვიპოვი.. გ.ბრწყინვალეს ქუჩა იქნება ალბათ

Posted by: revolutie 4 Apr 2010, 14:33
Жми На Газ
QUOTE
450 ლარი მცხობელი თვეში
400 ლარი გაზი

დღეში 130 პურის გაყიდვა არის ტVეში 3900

3900 X 0.6 ( პურის ფასი ) 2340 
გამოაკლელი

900(ფქვილი) + 450 ( მცხობელი) 400(გაზი)

1750

2340-1750 = 600

ამ 600დან დენი მარილი დროჟე 100 ლარის დარჩა 500

რას უშვება ამ 500 ლარს?
ბენზინში ეხარჯება რესტორანში დატარებისას?

ისა და მტავარი დაგავიწყდა, მგონი
ანუ, ფართი ფული არ ღირს?
კიდევ სახელწიფოს რომ უნდა უხადო გადასახადი?
ანუ, გამოდის გრჩება კი არა აქეთ უნდა დაამატო ხო?

Posted by: თენგო 21 Jun 2010, 13:08
თონის მეპატრონე თუ არის ამავდროულად მცხობელიც, რად შეიძლება დარეგისტრირდეს თუ არის საეთოდ აუცილებელი და რა გადასახადებს იხდის?თუ იხდის კიდე საერთოდ და კიდევ ერთი თონე გაზზე უფრო მომგებიანია თუ დენზე?

Posted by: dato7cronaldo 2 Jul 2010, 03:14
ხალხო, თუ ვინმემ იცით რამე მაინც თონის ბიზნესის შესახებ, იქნებ მირჩიოთ რამე. ჩემმა ძმამ მაჩუქა თონე, რომელსაც მხოლოდ აქირავებდა. მცხობელები საზღვარგარეთ წავიდნენ და მან გადაწყვიტა თონე მე დამითმოს. ამ საქმის არც მე და არც მას არაფერი გაგვეგება. მუშაობს გაზზე. კარგ დროს დღეში სამ ტომარას აცხობდნენო. იქნებ მირჩიოთ რამე, როგორ გავაგრძელო მუშაობა, სად ვიპოვო კარგი მცხობელი. საჭიროა თუ არა ორი მცხობელი. რა მომენტებია გასათვალისწინებელი ამ ბიზნესში და საერთოდ რა გამოსავლიანობა აქვს ამ ბიზნესს. კარგი რჩევებისთვის განსაკუთრებულად მადლობელი ვიქნები. ეს განცხადება 2010 წლის 1 ივლისს გამოვაქვეყნე და იმედი მაქვს გამოხმაურებებს მალე მივიღებ.

Posted by: CDMA 2 Jul 2010, 08:14
1. ხარისხიანი ფქვილი და საფუარი.
2. ნაკლები მარილი
3. მცხობელები კახეთიდან დაიქირავე
4. წონაში არ მოიტყუო


წარმადობის რა გითხრა, ძალიან დამოკიდებულია სეზონზე და დღესასწაულებზე. ჩემ მეზობელს აქვს ეზოში თონე, ეგეც დღეში 2-3 ტომარას ხარჯავს, მარა სადღესასწაულოდ, განსაკუთრებით საახალწლოდ, 20 და 30 -იც დამიხარჯიაო.

Posted by: Martali_Abdulah 2 Jul 2010, 11:07
QUOTE
თონე როგორ გამოვაცოცხლო.?

ეკონომიკის მინისტრობა გინდა? rolleyes.gif

Posted by: dato7cronaldo 3 Jul 2010, 18:09
QUOTE
ხარისხიანი ფქვილი და საფუარი.
2. ნაკლები მარილი
3. მცხობელები კახეთიდან დაიქირავე
4. წონაში არ მოიტყუო


მადლობთ გამოხმაურებისთვის.


QUOTE
ეკონომიკის მინისტრობა გინდა? 


როგორ გამოიცანით? rolleyes.gif

Posted by: lipu 4 Jul 2010, 16:03
გააქირავე ასე აჯობებს დამიჯერე.

თანდათან თუ ისწავლი საქმეს მერე შეიძლება თვითონ გაუძღვე.

Posted by: xado-l 4 Jul 2010, 21:34
მიდი ნებისმიერ საცხობში და მცხობელებს დაელაპარაკე,მაგათ იციან ერთმანეთის კოორდინატები.

ერთი ტომრიდან საშუალოდ 80 კილოგრამი ცომი მიიღება.გუნდა 500-550 გრამი უნდა მოჭრა თუ გინდა ნორმალური პური გამოგივიდეს. ერთ ტომარას 1 კგ მარილი,საფუარი კალაპოტის 1/3 უნდა ფხვიერი პაკმაიას ტიპის 1 ან 1,5 პაჩკა. დანარჩენი თვითონ დაითვალე. დისტრიბუციასაც თუ მოაბავ თავს და რამოდენიმე რესტორანს მოამარაგებ,ბრუნვას საგრძნობლად გაზრდი.

Posted by: tovliskaci 8 Jul 2010, 14:20
QUOTE (Жми На Газ @ 3 Apr 2010, 11:56 )
QUOTE
ამჟამად 15 ლარს აძლევს მცხობელს დღეში

QUOTE
გაზზე აქვს, და პირველ თვეს 400 ლარი მოუვიდა გაზის

QUOTE
ერთ ტომარას ყიდის დღეში ანუ დაახლოებით 130-140 პური ამოდის ერთი ტომრიდან..

450 ლარი მცხობელი თვეში
400 ლარი გაზი

დღეში 130 პურის გაყიდვა არის ტVეში 3900

3900 X 0.6 ( პურის ფასი ) 2340 smile.gif
გამოაკლელი

900(ფქვილი) + 450 ( მცხობელი) 400(გაზი)

1750

2340-1750 = 600

ამ 600დან დენი მარილი დროჟე 100 ლარის დარჩა 500

რას უშვება ამ 500 ლარს?
biggrin.gif ბენზინში ეხარჯება რესტორანში დატარებისას?

საკომისიო და წყლის ფულიც გამოგრჩა.... fig.gif

Posted by: chakhaia 8 Jul 2010, 15:49
თენგო
QUOTE
თონის მეპატრონე თუ არის ამავდროულად მცხობელიც, რად შეიძლება დარეგისტრირდეს თუ არის საეთოდ აუცილებელი და რა გადასახადებს იხდის?

თუ მცხობელი და მეპატრონეც ერთიდაიგივე პიროვნებაა მაშინ ინდ.მეწარმედ დარეგისტრირდეს და გადასახდელი ექნება საშემოსავლო გადასახადი მხოლოდ წლიური "მოგებიდან" და ყოველი წლის 1 აპრილამდე წარსადგენი ექნება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. ეს როცა მხოლოდ თვითონ მუშაობს, მაგრამ თუ ყავს დაქირავებული მაშინ დამატებითი წესებია.
გარდა ამისა თუ ქონება (შენობა) მის სახელზეა მაშინ იხდის ქონების გადასახადსაც.

Posted by: აჯიკა 16 Aug 2010, 07:27
მოგესალმებით,

მცირე პურის საცხობის იდეა მაწუხებს smile.gif

თუ გაქვთ შოთის პურის გამოცხობის გამოცდილება, ან მოგეპოვებათ ინფორმაცია ამის შესახებ, ხომ ვერ მეტყოდით რა არის საჭირო გემრიელი შოთების დასაცხობათ გაზის ან დენის ღუმელებში? შეშა გამორიცხულია ჩემს სიტუაციაში და ამ ეტაპზე გაზის და ელექტრო ტექნოლოგიით შემოვიფარგლოთ.

ველი გამოხმაურებებს.

Posted by: niniko_022 16 Aug 2010, 08:25
ბებიაჩემს აქვს ეგ ბიზნესი და ტონეში აცხობს შეშაზე wink.gif

Posted by: აჯიკა 16 Aug 2010, 09:13
niniko_022

QUOTE
ბებიაჩემს აქვს ეგ ბიზნესი და ტონეში აცხობს შეშაზე


სამწუხაროდ თონის და შეშის გარეშე მჭირდება ამ საქმის გაკეთება და იმედი მაქვს რომ შესაძლებელია. არავის აქვს მსგავსი გამოცდილება?

Posted by: bently 16 Aug 2010, 10:20
QUOTE
სამწუხაროდ თონის და შეშის გარეშე

თონის გარეშე ?
არამგონია ეგ გამოვიდეს

ისე დენზე გამოცხობას გაზზე გამოცხობა ჯობია უფრო ეკონომიურია

Posted by: coliani 16 Aug 2010, 10:31
QUOTE
თუ გაქვთ შოთის პურის გამოცხობის გამოცდილება, ან მოგეპოვებათ ინფორმაცია ამის შესახებ, ხომ ვერ მეტყოდით რა არის საჭირო გემრიელი შოთების დასაცხობათ გაზის ან დენის ღუმელებში? შეშა გამორიცხულია ჩემს სიტუაციაში და ამ ეტაპზე გაზის და ელექტრო ტექნოლოგიით შემოვიფარგლოთ.

ვერა ქობალიას ეცოდინება ეგ არის ჩვენი მეპურე yes.gif yes.gif

Posted by: აჯიკა 16 Aug 2010, 16:28
bently

QUOTE
თონის გარეშე ?
არამგონია ეგ გამოვიდეს


შანსი არაა არავის ეცადოს, რაღაც მაინც გამოვიდოდა. ისე ცომს მემგონი სიხვანაირად აკეთებენ შოთის პურების, არა?

coliani

არამგონია ჩემთვის ეცალოს biggrin.gif

Posted by: bently 16 Aug 2010, 16:42
აჯიკა
QUOTE
შანსი არაა არავის ეცადოს, რაღაც მაინც გამოვიდოდა. ისე ცომს მემგონი სიხვანაირად აკეთებენ შოთის პურების, არა?


სხვანაირად როგორ ჩვეულებრივ იზილება biggrin.gif ძაან მაგარი არ უნდა იყოს რო გაიშალოს მერე ბალიშზე

ისე ფქვილი მაგრად გაძვირდა 40 ლარზე ავიდა მეშოკი

Posted by: 1 ღერი nervi 17 Aug 2010, 22:28
თონის პური თონის გარეშე შანსი არაა რო გამოვიდეს, ანუ ის გემო არ ექნება და იქნება რბილი, მაგას რაც გამოვა ჩვეულებრივ ღუმელში მემგონი ბერძნულს ეძახიან.

Posted by: minago77 21 Aug 2010, 12:59
QUOTE (აჯიკა @ 16 Aug 2010, 07:27 )
მოგესალმებით,

მცირე პურის საცხობის იდეა მაწუხებს smile.gif

თუ გაქვთ შოთის პურის გამოცხობის გამოცდილება, ან მოგეპოვებათ ინფორმაცია ამის შესახებ, ხომ ვერ მეტყოდით რა არის საჭირო გემრიელი შოთების დასაცხობათ გაზის ან დენის ღუმელებში? შეშა გამორიცხულია ჩემს სიტუაციაში და ამ ეტაპზე გაზის და ელექტრო ტექნოლოგიით შემოვიფარგლოთ.

ველი გამოხმაურებებს.

კონკრეტულად რა გაინტერესებს, მოგება თუ ტექნოლოგია?
ტექნოლოგია დიდად არ განსხვავდება, ჩვეულებრივი ცომი იზილება, თუ რამეს დაუმატებ, მაგალითად რძეს, სულ ცოტას, დილაობით ყველა შენს პურს წაიღებს ჩაის რომ მიაყოლოს.
თუ ელექტრო ენერგიის ხარჯვის პრობლემა არა გაქ მაშინ გაზს ეგ დჯობია, სპირალები უდა ჩაალაგო მხოლოდ და ორი ფაზა უნდა გქონდეს ანუ 380. აუცილებლაად ორი სპირალი, ერთი დიდი და მეორე პატარა, ორივეს თავისი მიზანი აქ, ერთი სულ ჩართულია მეორე დროდადრო, სასურველია 9 აგურზე იყოს სიმაღლეში. თავის დროზე ჩვენ რომ თონე ამოვაშენებინეთ 1200 მანეთი გადავიხადეთ, მაშინ ეს სერიოზული თანხა იყო, მერე ადგილი უნდა გამოიცნო, სადაც აამუშავებ, სამი ტომარა რომ გამოაჩხოს შენმა თონემ თავისუფლად გადაიხდი სწავლა-განათლების თანხას და ლუდზეც დაპატიჯებ მეგობრებს.

პატივისცემით...

P.S. შემეკითხე თუ რამე გამომრჩა.

Posted by: BUG-500 6 Jan 2011, 15:15
ბრატცი როგორ კეთდება ეგ ბერძნული პური?

Posted by: kvaskvasa 17 Jan 2011, 12:51
შეშის თონის აწყობა არსებულ შენობაში რა დამიჯდება დაახლოებით?

Posted by: Shota525 17 Jan 2011, 18:25
_pulpa_

მთავარია გააკეთოს "ჯამრთელი" პური და შეინარჩუნოს ეს მიმართულება.ძირითადში ხალხს წამლავენ,რაღაც სასწაული ქიმიური საფუარებით,და საღებავებით.შავ პურს საერთოდ როგორ აცხობენ ეს მკვლელები,საქართველოში საერთოდ არ შემოდის ფქვილი ან ხორბალი ასეთი პურის სახეობისთვის.კლიენტებს რომ ეცოდინებათ რომ ჯამრთელ პურს აცხობთ დარწმუნებული ვარ მუდმივი კლიენტების რიცხვი ხოველთვის ზრდის პროცესში იქნება...

Posted by: GEORGIA007 23 Jan 2011, 16:58
QUOTE
შავ პურს საერთოდ როგორ აცხობენ ეს მკვლელები,საქართველოში საერთოდ არ შემოდის ფქვილი ან ხორბალი ასეთი პურის სახეობისთვის

როგორ შეიძლება ქვეყანაში შავი ფქვილი ან ხორბალი არ შემოდიოდეს??

Posted by: mrudall 2 Feb 2011, 18:58
მაგარი ბიზნესია მგონი, ასე რომ, ვისაც ტავი გაქვტ მიდიტ, მაგარი პური გვაქვს, სამწუხაროდ, 100 თონიდან კარგს მხოლოდ 10 აცხობს.

ვინ სად იცით მაგარი თონის პურს რომ აცხობენ და რა ჯდება დაახლოებით თონის გახსნა და დღეში რა რაოდენბის პური იყიდება საშუალოდ(მინიმუმ-მაქსიმუმი)
და საერთოდ ყველაფერი ამაზე დავწეროთ, ვისაც ეს საქმე გესმით. დამაინტერესა. ალბათ, სხვასაც გაინტერესებთ.




Skilled Georgian Puri Baker Plies His Craft in Armenia

Bakari Bodaveli is a master at making the traditional flat and crispy Georgian bread called shotis puri [pronounced “poo-ree”]. The 34-year-old Georgian baker moved to Armenia nine months ago and has been the main bread maker for Genatsvale, a Georgian restaurant in the capital of Yerevan owned by Armenians who once lived in Georgia.

To make the flat, crunchy shotis puri, the ingredients are water, flour, salt and yeast. After mixing and kneading the dough, Bodaveli lets it stand in the mixer for at least for 40 minutes to rise. Afterwards he cuts from the mass of dough the individual "bowls" of bread, places them in rows and again lets them to stand for at least another hour. Then Bodaveli starts to form the individual flat breads to be stuck onto the inside wall of the heated clay oven called a tone [pronounced “ton-AY”]. Once the tone reaches the desired heat - not determined by a thermometer but by testing the inside wall with loose flour - Bodaveli slaps the bread inside to bake for 10 minutes. http://www.eurasianet.org/node/62743
* * *
გაზის დანახარჯი ტრადიციულ თონესთვის არის დგეში 27 ლარი ეს თვეში გამოგივა სადგაც 810ლარი საშუალოდ, მაგრამ თუ შეძლებ გირჩევნია შეშაზე გააკეთო ხალხში უფრო პოპულარულიცაა და ამასთან ერთი მანქანა შეშა დაგიჯდება 600 ლარი და ეს ყველაფერი გეყოფა თვენახევარი (მისიმჩეხავიც უნდა იშოვოთუ დაიზარებ). ანუ თვეში სადგაც 400ლარს ხარჯს ამცირებ. თთონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის მცხობელი, აქაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციო თუ მცხობლი წამოგყვა ტომარაზე 15 ლარად ან ქვევით დამიჯერე ადრე თუ გვიან ერთ მშვენიერ დგეს უბრალოდ შეიძლება აგარ მოვიდეს. (სტანდარტულიფასიტომარაზე 20ლარია) თონეს ამუშავებს მცხობელი და მფლობელს შეიძლება ითქვას "მუქთად შესდის" ფული. ეხლა რაც შეეხება წარმადობას: ცომი დახლოებით ტომარაზე 84კგ კეთდება შენზეა დამოკიდებული რამდენ გრამიან პურს გააკეთებ, თუ კარგ ადგილას იქნება და ადგილობრივი მოსახლეც ბევრი გეყოლება გირჩევ ცომი აიღო 600-650გრ საშუალოდ, ეს ნიშნავს რომ პურის წონა იქნება 500-550გრ, საშუალოდ. ფასი სტანდარტულად 70 თეთრი. პურის გატანაზე თუ იჩალიჩებ ფასი სტანდარტულად 60 თეთრია ასე რომ დაიანგარიშე და კარგად გათვალე მარკეტინგი, წარმატებები
http://forum.ge/?f=41&showtopic=34072879&st=0

Posted by: mrudall 2 Feb 2011, 19:50
dato7cronaldo
QUOTE
მუშაობს გაზზე.

თონე თუ გაზზე იყო არ ვიცოდი, მეგონა შეშაზე მარტო
ნახშირზე ც შეიძლება?

Posted by: d`bassa 2 Feb 2011, 20:15
სად და კანადაში smile.gif
ნუ ჩვენთვის ბრენდია უკვე

Posted by: JPEG 31 Dec 2011, 01:01
რეალიზაციაზე ვინმემ რაე იცით
70 თეთრი რო გირს რამდენად ცაიბარებს?
და ცაბარება როგორაა თუ ვერ გაყიდა გიბრუნებს თუ იმის პრობლემაა ეს

Posted by: GURAMI2 31 Dec 2011, 14:54
რავი თუ გამოგადგებათ ეს ინფო შეშაზე რო გააკეთოთ, აქ წავიკითხე თონის აშენება 1500 ლარამდე ჯდებაო და ჩემთან იმერეთში შროშის გზაზე იყიდება თონეები თიხის ეხლა ფასი არ ვიცი მაგრამ სადღაც 10 წლის წინ 10 ლარად ვიყიდეთ სახლისთვის 25 პურიანი თონე და ეხლა 100 პურიანი რო იყიდო 500 ლარზე მეტი არ უნდა დაჯდეს.

Posted by: JPEG 31 Dec 2011, 16:05
თონე რო გააკეთო ვთქვათ გარაჯში უნდა პროექტი და დამოწმება მერიაში?

Posted by: pekineli 29 Jan 2012, 20:51
მოკლედ მაქვს ფართი ისეთ ადგილას სადაც არ არის თონე. ვცდილობდი გამექირავებინა ისე რომ თავად კლიენტს გაერემონტებინა თუმცა ზოგს არ აქვს სურვილი სხვის კაპიტალკში ჩადოს ფული. ამიტომ გაავწყვიტე თავად გავაკეთო. მოკლედ არის თბილისი-საბურთალო-ბუკიას ბაღთან ეზოში, 17 კვმ კაპიტალური ბლოკის გარაჟი. იხილეთ ზუსტი ადგილი რუკაზე.
http://www.pinpoint.ge/main/index.php?x=37546&y=35446&z=1
მოკლედ მაინტერესებს დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვა:
რემონტი
თონე
გაზი (საჭიროა თუ არა)
სამართლებრივის საკითხები რაიმე სპოეციალურ ნებართვას საჭიროებს?

ასეთ ადგილას იმუშავებს თვენი აზრით? მოგებას ტოვებსს თუ დიდი ვერაფერი?

დღეს მე და ჩემმა დამ იმდენი ვიწანწალეთ თონის პურის საყიდლად რომ მემგონი მომგებიანი ადგილი უნდა იყოს.


ხო თუ ვინმემ იცის ეს საქმე გავაქირავებ მიზერულ ფასად რაც ამ უბანშია.

Posted by: Giraffe 9 Jan 2013, 20:40
გამარჯობათ,ესეიგი რა ხდება,ვაქირავებ თონეს,რომელიც არის კარგ მდგომარეობაში,შეშაზეა.სამწუხაროდ რუსთაველი ვარ და შესაბამისად რუსთავშია თონე.გადატანაც შესაძლებელია.თუ დაგაინტერესათ დაპოსტეთ.

Posted by: Beqa B 28 Feb 2013, 21:11
Giraffe
QUOTE
გადატანაც შესაძლებელია.თუ დაგაინტერესათ დაპოსტეთ.

რა არის შესაძლებელი თონის გადატანა? თბილისში მაინტერესებს და გადმოვიტანთ რომ რამე იყოს? ))

Posted by: Giraffe 6 Apr 2013, 16:47
QUOTE (Beqa B @ 28 Feb 2013, 21:11 )
Giraffe
QUOTE
გადატანაც შესაძლებელია.თუ დაგაინტერესათ დაპოსტეთ.

რა არის შესაძლებელი თონის გადატანა? თბილისში მაინტერესებს და გადმოვიტანთ რომ რამე იყოს? ))

კი შესაძლებელია.

Posted by: maxvili 8 Apr 2013, 12:34
QUOTE
ახლობელს უნდა თონე გახსნას და არის თან მაგარი დილეტანტი და იქნებ რამე მირჩიოთ?

ყველა არ წამიკითხავს, ალბათ გირჩიეს კიდეც. მთავარი არის მცხობელი. 2 მაინც გინდა , კარგი და საიმედო. უკუთესია შეშაზე გააკეთო. წონა და ხარისხი ნორმალური, თონის გრძელი ლობიანებიც და იმუშავებ.

Posted by: გიგა777 17 May 2013, 19:33
pekineli
pekineli
QUOTE
მოკლედ მაინტერესებს დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვა:
რემონტი
თონე
გაზი (საჭიროა თუ არა)
სამართლებრივის საკითხები რაიმე სპოეციალურ ნებართვას საჭიროებს?

მეც გარკვევას ვცდილობ და 4 გვერდიდან ვერაფერი ვიპოვე არავის სურს წესივრად ახსნას ეს თემა smile.gif

თავიდან დაწყება რა ჯდება და ასე შემდეგ ვინმეს თუ აქვს ინფორმაცია გაგვიზიარეთ wink.gif

Posted by: too1 25 Sep 2013, 09:56

ბერძნული პურის საცხობი ღუმელი სად შეიძლება ვიყიდო ან აქ, ან საზღვარგარეთ ვერ დამეხმარებით?

Posted by: MARGALIA 25 Mar 2014, 16:51
ერთი შეკითხვა მაქვს, ხომ არ იცით უმაღლესი ხარისხის ფქვილი სად შეიძლება რომ შევიძინო? საუბარი მაქვს იმპორტირებულ ფქვილზე ვინაიდან ადგილობრივი ფქვილი არ ვარგა (ფრანგული და იტალიური პურებისთვის).

თურქული ფქვილიც მისაღები იქნება თუ შემოდის საერთოდ.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: presbiteri 27 Mar 2014, 17:08
QUOTE (MARGALIA @ 25 Mar 2014, 16:51 )
ერთი შეკითხვა მაქვს, ხომ არ იცით უმაღლესი ხარისხის ფქვილი სად შეიძლება რომ შევიძინო? საუბარი მაქვს იმპორტირებულ ფქვილზე ვინაიდან ადგილობრივი ფქვილი არ ვარგა (ფრანგული და იტალიური პურებისთვის).

თურქული ფქვილიც მისაღები იქნება თუ შემოდის საერთოდ.

წინასწარ დიდი მადლობა

მარნეულის ბაზარზეა თურქული ფქვილი იაფად. თუ იმათი მომწოდებლის კოორდინატები გაიგე, მგონი კიდევ იაფად აიღებ.

Posted by: gio7654321 29 Mar 2014, 18:24
MARGALIA
თუ დიდი რაოდენობით გჭირდება წისქვილი რო იყიდო და შენთვითონ რო აწარმოო უკეთესია.

მე მაქ ახალი გერმანული წისქვილი ფქვილის ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ რამეა აქ ვაარ ))

Posted by: presbiteri 30 Mar 2014, 00:22
QUOTE (gio7654321 @ 29 Mar 2014, 18:24 )
MARGALIA
თუ დიდი რაოდენობით გჭირდება წისქვილი რო იყიდო და შენთვითონ რო აწარმოო უკეთესია.

მე მაქ ახალი გერმანული წისქვილი ფქვილის ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ რამეა აქ ვაარ ))

შეგიძლია უფრო კონკრეტულად დაწერო წისქვილზე? ანუ რაზე მუშაობს და საათში რამდენს ფქვავს? და არსებობს ისეთი წყლის წისქვილები, რომელიც დაფქვავს იმდენ ხორბალს, რომ საშუალო საცხობი მოამარაგოს? და ხორბალს შენ სად ყიდულობ ყველაზე იაფად?

Posted by: shotoo 31 Mar 2014, 17:02
ვინმე ხართ აქ დახმარეა რო გამიწიოთ ამ საკითხებში?

Posted by: sofleli1991 31 Mar 2014, 22:22
ამ კაცს მგონი :დედას პური :უნდა გააკეთოს ეგ თონე ძვირი არ ჯდება საშუალო ფასებს გეტყვი სჰენობა თუ გაქვს ტონე სადღაც 1000 ლ საზელი 1700ლ ტუ ისშოვე ამფასში კარკია კერამიკა 2000 ლ 3 ფაზიანი დენის შემოყვანა ჯდება სადღაც 3000 ლარამდე იქ ინტერიერი პურის დასალაგებელი და წვრილ წვრილი ხარჯები 1000 ლარიც ეგ ვთქვათ ნუ მგონი ფული უნდა გეჭიროს ხელში რო დაიწყო 8700 ფულია უკვე

Posted by: MARGALIA 7 Apr 2014, 15:42
presbiteri

ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, გავიკითხე და მითხრეს რომ თურქებს კარგი ხარისხის ფქვილი არ შემოაქვთო, ანუ შიდა ბაზრისთვის თვითონ კარგს ხმარობენ და საქართველოში დაბალ ხარისხიანი შემოაქვთო, რამდენად მართალია არ ვიცი, ალბათ ღირს გადამოწმება.

gio7654321

დაუშვად ვიყიდე წისქვილი, კარგი ხარისხის ხორბალი სად შევიძინო? ვგულისხმობ ხარისხს რომელიც ევროპულს არაფრით არ ჩამოუვარდება (დაახლოებით ანრტეს ხარისხის პური რომ ვაწარმოო)

Posted by: tovliskaci 7 Apr 2014, 15:56
ზევით ვნახე ეწერა ვიღაცას ხარჯთაღრიცხვის პონტში,ჯერ საზელი რად გინდა იქნებ 1ტომარას ან 2ს აცხობ,3ფაზიანი დენიც 3000ლარი არ ჯდება ჯდება გაცილებით იაფი 500ლარად შემომიყვანეს,რაც შეეხება კერამიკის ფარსონკას რაც თონეში დგას 700-1000ლარამდე მერყეობს მაგის ფასიც...ერთს გირჩევ თუ გარშემო ხვდები რო ბევრი კონკურენტი თონე გეყოლება არ გირჩევ გახსნას...

Posted by: sofleli1991 7 Apr 2014, 20:02
QUOTE (tovliskaci @ 7 Apr 2014, 15:56 )
ზევით ვნახე ეწერა ვიღაცას ხარჯთაღრიცხვის პონტში,ჯერ საზელი რად გინდა იქნებ 1ტომარას ან 2ს აცხობ,3ფაზიანი დენიც 3000ლარი არ ჯდება ჯდება გაცილებით იაფი 500ლარად შემომიყვანეს,რაც შეეხება კერამიკის ფარსონკას რაც თონეში დგას 700-1000ლარამდე მერყეობს მაგის ფასიც...

სოფელში ასე ჯდება თბილისში არ ვიცი და კერამიკა სადაც ვმუშაობდი 1500 მისცეს ერთ ერთ სუპერ მარკეტში იყო თონე და იქ თბილისში

Posted by: aladini 8 Apr 2014, 02:52
ხალხო, პიშკების ცეხი რა ჯდება? რა ხარჯი აქვს და ა.შ., შეუძლია ვინმეს დამაკვალიანოს? წინასწარ მადლობა

Posted by: MARGALIA 11 Apr 2014, 11:26
aladini

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=5917145
* * *
aladini
აი კიდევ ერთი უფრო იაფად

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=5719302

Posted by: aladini 11 Apr 2014, 21:54
MARGALIA
ეგ მეორე ქირავდებაო

მადლობა, გაიხარე smile.gif

Posted by: aladini 13 Apr 2014, 16:36
სან-ეპიდემიური და ამდაგვარი რა რეგულაციებია საჭირო და ვინ უნდა გასცეს?

Posted by: sofleli1991 8 Aug 2014, 09:54
Kი ვაცხობტ ზუსტად კარგ Dა გემრიელ პურს დგეში 3 4 ტომარა ზაფხულში, სჰემოდგომას 5 7 ტომარა ზამტარსჰი 2 3 ტომატა გადის. გურჯაანის რაიონი adgilze gadis, ხელფასზე ვმუშაობთ შეიძლება უკეტეს პირობებზე გადასვლა პ.მ,

Posted by: FBiography 10 Apr 2015, 00:17
ეს თემა მეხ ძალიან მაინტერესებს...

Posted by: neitrali 11 Dec 2016, 21:41
მოყევით ეხლა ვინ რა ქენით, ააწყვეთ ბიზნესი ?

Posted by: chitava1977 14 Dec 2016, 10:03
და არა მარტო ადგილი არამედ რაიონიც. მე ვაქირავებ თონეს ჩემთან გაზი კუბი გირს ლარი რადგან კომერციული შენობაა. ვისაც აქ გარაჟებში იკ ბინიდან შეკავთ და ტარიფიც ნახევარია.
არის პრობლემა მცხობელისაც/// ერთი დგე რომ გააცდინო ცხობა ზარალია და ასე ხდება როცა მცხობელს სხვა გადაიბირებს!

მოკლედ ნიუანსები ბევრია(

Posted by: ragazza39 22 Dec 2016, 00:11
გამარჯობათ, ვინმემ ხომ არ იცით კარგი მცხობელი , შეშაზე რომ აცხობდეს პურს smile.gif იქნებ მომწეროოთ

Posted by: polemos0108 10 Aug 2017, 00:06
ნაზუქებს არავინ აცხობთ?
ან თბილისში ნაზუქი სად შეიძლება, რომ ვიშოცო?

Posted by: tatusha25 26 Sep 2018, 15:16
მოგესალმებით.მჭირდება ელექტრიკი,თონე გვაქვს დენის და გვინდა დამონტაჟება,კარგი ხელოსანი,

Posted by: Miki4fun 13 Sep 2019, 20:16
სალამი მეგობრებო, სანდრო მქვია და რუსეთში ვცხოვრობ, კერძოდ პადმასკოვიეში..

მინდა გავხსნა თონე+სახაჭაპურე აქ.. მაგარი ადგილი ვნახე კარგ ფასში არენდით და
ეხლა დროა მთავარზე ვიფიქრო - კაი მცხობელი მინდა (ან და ცოლ-ქმარი რო იყოს)

ეგება ვინმე იყოს აქ ან აქაური ქართველი ან ვინმე იცოდეთ და მირჩიოდ - დიდი მადლობელი
ვიქნები, მეგობრებო..

ხელფასებზე ვიცი, წავიკითხე ბევრი აქ რაც ეწერა და გავიკითხე ბევრი და გადაუხდი
900-1000$ ხელზე რაც უდრის 60-65 ათას რუბლს= 2 ათასი დგეში = 1 ათასი რუბლი 1 ტომარაში
(და 2 ტომარიდ ვაპირებ დაწყებას რავი)

ბინის საშვალება არის და ქირაობას ვაპირებ (მაგარი იაპია მოსკოვთან შედარებით იქ სადაც მინდა
რო გავხსნა)

რა თქმა უნდა აქაური (საბუთებიანი) მუშაკი მირჩევნია.. დღეს რო ჩავიხედე - რა საბუთები ჭირდება
რო უცხოელი აიყვანო სამსახურში და კაროჩე რა... ნუ ძააან რთულია... და ეგ მაფიქრებს და მანერვიულებს...

აქ არიან "ტანდირშიკებს" ეძახიან და საიტებზე ნახავ 50-60 ათას რუბლად მაგრამ - ქრთველი რო გამოაცხობს
შოტს ვენაცვალე ხელებში ისე მაინც სუ რო ბერიოზკაში დადგეს - სხვა ვერ იზავს.. და ქართველი მინდა
პურის მცხობელიც და ხაჭაპურისაც...

ეგება გეგულებოდეთ ახლობელი, ნაცნობი აქ, ან და რამე რჩევა მომცედ ძმური - მადლობელი ვიქნები

გაიხარედ!

Posted by: Hotstreak 23 Dec 2019, 21:10
გაზის კერამიკული ფარსონკები სად იყიდება???

Posted by: littlebee 23 Dec 2019, 23:53
QUOTE (Miki4fun @ 13 Sep 2019, 20:16 )
სალამი მეგობრებო, სანდრო მქვია და რუსეთში ვცხოვრობ, კერძოდ პადმასკოვიეში..

მინდა გავხსნა თონე+სახაჭაპურე აქ.. მაგარი ადგილი ვნახე კარგ ფასში არენდით და
ეხლა დროა მთავარზე ვიფიქრო - კაი მცხობელი მინდა (ან და ცოლ-ქმარი რო იყოს)

ეგება ვინმე იყოს აქ ან აქაური ქართველი ან ვინმე იცოდეთ და მირჩიოდ - დიდი მადლობელი
ვიქნები, მეგობრებო..

ხელფასებზე ვიცი, წავიკითხე ბევრი აქ რაც ეწერა და გავიკითხე ბევრი და გადაუხდი
900-1000$ ხელზე რაც უდრის 60-65 ათას რუბლს= 2 ათასი დგეში = 1 ათასი რუბლი 1 ტომარაში
(და 2 ტომარიდ ვაპირებ დაწყებას რავი)

ბინის საშვალება არის და ქირაობას ვაპირებ (მაგარი იაპია მოსკოვთან შედარებით იქ სადაც მინდა
რო გავხსნა)

რა თქმა უნდა აქაური (საბუთებიანი) მუშაკი მირჩევნია.. დღეს რო ჩავიხედე - რა საბუთები ჭირდება
რო უცხოელი აიყვანო სამსახურში და კაროჩე რა... ნუ ძააან რთულია... და ეგ მაფიქრებს და მანერვიულებს...

აქ არიან "ტანდირშიკებს" ეძახიან და საიტებზე ნახავ 50-60 ათას რუბლად მაგრამ - ქრთველი რო გამოაცხობს
შოტს ვენაცვალე ხელებში ისე მაინც სუ რო ბერიოზკაში დადგეს - სხვა ვერ იზავს.. და ქართველი მინდა
პურის მცხობელიც და ხაჭაპურისაც...

ეგება გეგულებოდეთ ახლობელი, ნაცნობი აქ, ან და რამე რჩევა მომცედ ძმური - მადლობელი ვიქნები

გაიხარედ!

ტრეფიკინგში მიგყავართ ძმა ?

rolleyes.gif

Posted by: ladusha2 22 Aug 2020, 18:38
მოგესალმებით , ვინმემ თუ იცით მაღალი ხარისხის ფქვილი სად იყიდება თურქული ან ევროპული. იქნებ მომცეთ კონტაქტები . მადლობა

Posted by: avtandil669 7 Jan 2021, 23:14
ბევრი საინტერესო რამ წავიკითხა რაც გამომადგა, მაქვს ახალ დაწყებული ეს ბიზნესი, ესეიგი როგორი სიტვაცია ეს ფართი სადაც ეხლა განვაახლე ცხობა შოთის არის ჩემი, აქამდე მქონდა გაქირავებული და ვერ ააწყვეს ბიზნესი , ვალდებულებებიც არ გადაიხადეს და გაუშვი, გადავწყვიტე მე პირადად ამეყვანა მცხობელი და ვმუშაობთ უკვე 2 თვეა დაახლოებით, ესეიგი ცოტა გატეხილი აქ სახელი იმ ძველი მცხობელების გამო, ორ დღეში ერთ მეშოკს აცხობს ეს მცხობელი და არ ასწორებს ხარჯებს, რამე ხერხებს ხო ვერ მირჩევთ ამ პერიოდში როო ცოტა ამოიქოქოს რამენაირად.

Posted by: ladusha2 7 Jan 2021, 23:44
avtandil669

მინიმუმ გინდა 3 დან 6 თვემდე რომ შეეჩვიოს ხალხი და გემო გაუგონ თუ გემრიელია, ჩათვალე ეგარი შენი მარკეტინგი მოგეჩვევა ხახლი და გექნება მუშაობა. თუ არადა და დაკეტავ სხვა რა გზაsmile.gif

Posted by: Bess. 14 Feb 2021, 20:23
და თონის აგებულებაზე რამე იცით ვინმემ? სიტყვაზე მაინცდამაინც მიწაზე უნდა იდგას შენობა? როგორც გავიგე ცოტა სიღრმეში უნდა ჩავიდესო...
აბა მარკეტებში რო უდგათ მეთლახზე- ისიც დაბლაა ჩასული?

Posted by: gigibuba 8 Mar 2021, 14:24
საშუალოდ რამდენი რჩება მოგება 1 ტომარა ფქვილზე დღევანდელი ფასების გათვალსიწინებით?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)