Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ხაჭაპურის ფესტივალი


Posted by: ADUA 20 Oct 2019, 12:13
გუშინ სოფელ რუხში გაიმართა ხაჭაპურის ფესტივალი
ეს გამარჯვებულების ჩამონათვალი

მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო - ბელა კუპრავა

ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია - რესტორანი „მენძელი“

ყველაზე სწრაფი მცხობელი - დარეჯან ყოლანდარია (გარდენ პალასი)

საუკეთესო მცხობელი - ნელი ბოჭორიშვილი

ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური - „ოკო“ საცხობი ქუთაისიდან

მომავალის ხაჭაპური - კოლეჯი ,,ახალი ტალღა“

საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი „შინ და გორი“


ამ შთამბეჭდავი ღონისძიების „ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი.

ფესტივალი ასევე მოიცავდა რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს, ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:


QUOTE
საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი „შინ და გორი“


ამათი ხაჭაპური დაგემოვნებული მაქვს მართლაც up.gif

Posted by: MR_ABCD 21 Oct 2019, 01:32
მთელი სია არაა
კიდევ იყო:

საუკეთესო ხაჭაპური მეორეხარისხოვან როლში
საუკეთესო უცხოენოვანი ხაჭაპური
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ხაჭაპური და აშ biggrin.gif



რა არი მართლა, ხაჭაპურის ფესტივალია თუ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი biggrin.gif

Posted by: vaho 21 Oct 2019, 14:30
ათასჯერაც რომ თქვა სიტყვა ხაჭაპური, მაინც ვერ შეიგრძნობ მის გემოს...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)