პროექტი დაიწყო სულ რაღაც 3 თვის წინ, შევიძინე 1985 წელს გამოშვებული E30, 325e.
რათქმაუნდა თავისი 2.7 ETA ვერანაირად ვერ დამაკმაყოფილებდა და გადავწყვიტე ჩამედგა რამე უფრო ძლიერი, უფრო სასიამოვნო ხმით და მეტი შესაძლებლობებით. რამოდენიმე ვარიანტი მქონდა, 3.0 stroker (M52B30) 3.1 stroker (M52B31) ან უბრალოდ ქარხნული 2.5 (M52B25), მთლიანობაში ორი ძრავი მქონდა, ვანოსიანი 2.5 + 3.0 სტროკერ კიტი და თითქმის აწყობილი ვანოსიანი 3.1 86მმ ცილინდრებით და ძალიან მაღალი კომპრესიით
. ვარჩიე მეტი მოცულობა და ნაკლები რესურსი, ანუ მაღალ კომპრესიული 3.1, ანუ ის ძრავი რომლის აწყობამაც შეიწირა ჩემი ნერვები, ჩემი საფულე და კინაღამ ბარადას პროფილაქტიკის ერთერთი თანამშრომელიც
.
ძრავზე ორი სიტყვით: 86მმ დგუშები (პორშინები) 3.0 მუხლა ლილვი (კალენვალი) გაჩარხული თუჯის ბლოკი და პორტირებული M52B28 "გალოვკა".
რაც შეეხება კუზაოს, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ მანქანა 33 წლის წინ არის გამოშვებული, საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, რათქმაუნდა ალაგალაგ აქვს პატარ-პატარა ჟანგები და კოროზიები, რასაც კაპიტალურად გავაკეთებ როცა ძრავს მოვრჩები.
ვიზუალზე და სხვა დეტალებზე ჯერ არ და ვერ ვფიქრობ, მთელი ყურადღება ძრავის აწყობაზე და მანქანის დაქოქვაზე მაქვს გადატანილი, თუმცა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ რომ აუცილებლად გადავა 5 ბოლტზე და დადგება დედალ-მამალი R17 Borbet A დისკები
.
ესეც რამოდენიმე სურათი, დროთაგანმავლობაში უფრო მეტ სურათებს დავდებ ახალახალ ინფორმაციებთან ერთად.