თენგიზ კიტოვანი: არაფერს ვნანობ!
ავტორი:
13 აპრილი, 2015. 13:35
-+
„არაფერს ვნანობ! სწორ გზაზე მინდოდა, საქართველო დამეყენებინა, მაგრამ... ზოგიერთი პოლიტიკოსის უსაქციელობის გამო მივიდა ეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. პირდაპირ ვამბობ, ეს ამერიკული პოლიტიკის შედეგია!"- ამის შესახებ გენერალმა თენგიზ კიტოვანმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.
კიტოვანის თქმით, დღეს თუ არსებობს საქართველო, როგორც სახელმწიფო, ეს მისი დამსახურებაა, რადგან, მისი განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ქვეყანას ვერ მართავდა.
„გამსახურდია ხელისუფლებაში დიდხანს რომ დარჩენილიყო, საქართველოს მმართველი მანანა იქნებოდა და კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა ქვეყნის საქმე. სამწუხაროდ, ზვიადი სუსტი მმართველი აღმოჩნდა, თორემ, თავიდან მეც ზვიად გამსახურდიას გვერდით ვიდექი. ჩვენს შორის განხეთქილება მის მიერ ჯართან დაშვებული შეცდომების გამო მოხდა. ეს იყო და ეს!"- აცხადებს კიტოვანი.
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=6163...VsUVx0.facebookხელისუფლება არ იძიებს ძველ დანაშაულებს და ერთი სიკეთე მაინც ქენით და გააჩუმეთ რა ეს ნაძირალა ადამიანი?