Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ჰაერის უკმარისობა.


Posted by: ALEXA 7 Feb 2004, 17:41
მოკლედ რა პონტია ჰაერის უკმარისობა
და რა შველის ?

Posted by: Trulala 7 Feb 2004, 17:43
ALEXA
ნიუ იორკის კლიმატი ცუდად თუ მოქმედებს შენზე კურდღელაურში დაბრუნდი smile.gif

Posted by: Natosha 7 Feb 2004, 17:51
პატარა რეპორტი(დედას გამოვკითხე ოპერატიულად):
მოკლედ ეს შეიძლება იყოს სხვა და სხვა დაავადების სიმპტომი(ფილტვების, გულსისხლძარღვთა სისტემის და ა.შ.... მიზეზი უამრავია) და პირველ რიგში მიზეზს უნდა უმკურნალო........ მარა ეხლა მარტო ჰაერის უკმარისობის გადამკიდემ "მესამე კურსელის" დაავადებას ნუ აიკიდებ biggrin.gif

Posted by: tikusha 7 Feb 2004, 18:03
არასოდეს გამომიცდია ჰაერის უკმარისობა

Posted by: Natosha 7 Feb 2004, 18:08
tikusha
არაა სასიამოვნო რამე

Posted by: VENDETA 7 Feb 2004, 18:08
ALEXA
გინდა ხელოვნური სუნთქვა ჩაგიტარონ? biggrin.gif

Posted by: ALEXA 7 Feb 2004, 18:09
Natosha
QUOTE
"მესამე კურსელის" დაავადებას ნუ აიკიდებ 

ეგ რა დაავადებაა smile.gif
ე.ი. როგორ გავიგო რის ბრალია, ექიმი და რამე?
* * *
VENDETA
QUOTE
გინდა ხელოვნური სუნთქვა ჩაგიტარონ? 

ეგ რომელია ჩაბერე ჩაბერე? biggrin.gif
აი თიკუშამ იცის ეგ ტექნიკები, მამაკაცი ქალში ჩაისუნთქავს , და ქალი მამაკაცში ამოისუნთქავსო . მაგრამ ვაიდა ექიმი მამაკაცი იყოს მერე? biggrin.gif

Posted by: Trulala 7 Feb 2004, 18:35
tikusha
ჰო, ქუთაისში ჰაერს არაუშავს, აბა ერთი თავი ამოყავი შუა ივლისში ვარანცოვზე, მერე ნახავ smile.gif

Posted by: tikusha 7 Feb 2004, 18:36
ALEXA
მერე ქალთან მიდი შენ შე დალოცვილო tongue.gif

Posted by: Trulala 7 Feb 2004, 18:38
tikusha
ზუსტად შუა ივლისში ვარანცოვზე ვმუშაობდი smile.gif
გულის ჭვალიც გავიგე რა ყოფილა, არა მარტო ჰაერის უკმარისობა smile.gif

Posted by: tikusha 7 Feb 2004, 18:53
Trulala
რატო, რა ადგილია ასეთი??

Posted by: Trulala 7 Feb 2004, 18:56
tikusha
თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებული ადგილია smile.gif

Posted by: tikusha 7 Feb 2004, 19:25
Trulala
შენც სამსახური გიშოვია რა biggrin.gif

Posted by: Natosha 7 Feb 2004, 20:02
ALEXA
QUOTE
"მესამე კურსელის" დაავადებას ნუ აიკიდებ 


ეგ რა დაავადებაა
ე.ი. როგორ გავიგო რის ბრალია, ექიმი და რამე?

"მესამე კურსელის" დაავადებას ეძახიან იმას რომ ჩაუვარდებათ ლიტერატურა ხელში და წავა იქ სხვადა სხვა დაავადებების სიმპტომების აღმოჩენა biggrin.gif ხან რას აღმოიჩენენ ხან რას biggrin.gif.... ნამდვილად ყველაფერს ექიმებთან წასვლა ჯობია smile.gif....

Posted by: tikusha 7 Feb 2004, 20:26
Natosha
QUOTE
ნამდვილად ყველაფერს ექიმებთან წასვლა ჯობია

ექიმს ფული უნდა sad.gif . . .

Posted by: ALEXA 7 Feb 2004, 22:55
Natosha
QUOTE
"მესამე კურსელის" დაავადებას ეძახიან იმას რომ ჩაუვარდებათ ლიტერატურა ხელში და წავა იქ სხვადა სხვა დაავადებების სიმპტომების აღმოჩენა  ხან რას აღმოიჩენენ ხან რას .... ნამდვილად ყველაფერს ექიმებთან წასვლა ჯობია ....

2kiss.gif
ჰოო ეგ ნამდვილად არა მჭირს biggrin.gif
ამ ექიმებთან ჩემი მტერი მივიდეს, ცოცხლად დაგმარხავენ biggrin.gif

Posted by: Trulala 7 Feb 2004, 23:07
tikusha
არჩევანი არ იყო wink.gif

Posted by: Doct0rIN 9 Feb 2004, 08:07
ALEXA
გაიხადე და მოემზადე პროქტოლოგიური გასინჯვისათვის gigi.gif
ისე, შეგიძლია აღწერო ზუსტად რას გრძნობ? რამე გაწვება გულზე? ან რაღაც ეგეთი. როდის გემართება ჰაერის უკმარისობა? დღის რომელ პერიოდში და რას კაეთებ ხოლმე მაგ დროს(ჭამის მერე, მუშაობისას, წოლისას). ჰაერზე რომ გახვიდე გშველის(გეხსნება უკმარისობა) თუ არა?

Posted by: Naomi 9 Feb 2004, 12:25
ALEXA
Меньше надо курить

Posted by: OtsnebisQali 9 Feb 2004, 12:35
Naomi
И пить

Posted by: Doct0rIN 9 Feb 2004, 13:32
И дра**ть user posted image

Posted by: Fragile 10 Feb 2004, 02:22
QUOTE
И дра**ть 


lol.gif lol.gif lol.gif
* * *
ხო ეს სხვათაშორის პირდაპირ კავშირშია

Posted by: ALEXA 11 Feb 2004, 07:48
Fragile
რა იცი რომ პირდაპირ კავშირშია? მე არ მითხოვია შენი საკუთარი გამოცდილების გაზიარება smile.gif
Doct0rIN
რავი გულზე მაწვება? ჰაერი აღარ მყოფნის ვგრძნობ და ეგაა . გარეთ გასვლა მშველის. დროს მნიშვნელობა არა აქვს ყოველთვის შეიძლება მომივიდეს.(არ დავკვირვებულვარ როდის უფრო ხშირად )

Posted by: zviangi 11 Feb 2004, 09:07
ჰაერის უკმარისობას იცვევს შემდეგი:
გულის კუნთის შევიცროვება
დაღლილობა
ბევრი ფიქრი(დარდი)
ნერვიული სისტემის მოშლილობა
ჩუმი დეპრესია

პ.ს. ბევრი სიგარეტი
* * *
შველის გამაჯანსაგებელი,წამახალისებელი ვარჯიშები biggrin.gif

Posted by: Doct0rIN 11 Feb 2004, 09:23
ALEXA
რავიცი ესე ძნელია თქმა. ექიმს გაუჭირდებოდა და მე ხო საერთოდ smile.gif
შეეცადე ნაკლები მოწიო და რაც შეიძლება ხშირად გაანიავე ოთახი.
თუ გაგრძელდა ისევ, მაშინ ექიმს რომ მიმართო ჯობია.

Posted by: ALEXA 11 Feb 2004, 17:44
zviangi
Doct0rIN
მადლობთ ლამაზებო smile.gif

Posted by: Vika 11 Feb 2004, 21:48
ALEXA
QUOTE
ჰაერი აღარ მყოფნის ვგრძნობ და ეგაა . გარეთ გასვლა მშველის

ალერგია ხომ არ გაქვს?

Posted by: ALEXA 11 Feb 2004, 22:14
Vika
კი ხანდახან მაქვს, ხელებზე, ზურგზე და შუბლზე მაყრის ხოლმე, მე კვერცხს ვაბრალებ .
რატომ მკითხე?

Posted by: Vika 11 Feb 2004, 22:27
ALEXA
ალერგიის გამოწვევა უამრავ რამეს შეუძლია, ცხოველს, საჭმელს, მტვერს, სინტეთიკას. მე ბევრ ცხოველზე მაქვს ალერგია, სუნთქვა მიძნელდება, სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე ხოლმე (მაგრამ ზოგჯერ ეს უარესია, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა ყველაფერი ყვავის). ჩემი საქმე წასულია, ალერგენები ასთმას იწვევენ, ალბუტეროლის ინჰალატორი დამაქვს თან. ერთხელ ერ-ში გამაქანეს, ისე ცუდად გავხდი.

დააკვირდი რის მერე გიჭირს სუნთქვა.

Posted by: ALEXA 12 Feb 2004, 01:38
Vika
არააა, მტვერზე ცხოველებზე და მასეთ რამეებზე საერთოდ ალერგია არ მაქვს , პირიქით smile.gif
QUOTE
დააკვირდი რის მერე გიჭირს სუნთქვა.

ძირითადად, მარტო რომ ვარ და ყურადღება რამეზე არა მაქვს გადატანილი მაშინ მომდის ზუსტად.

Posted by: zviangi 12 Feb 2004, 01:42
აბა მაშინ ჩემს მიერ ჩამოტვლილიდან აარჩიე რამე wink.gif

Posted by: ALEXA 12 Feb 2004, 01:50
zviangi
QUOTE
აბა მაშინ ჩემს მიერ ჩამოტვლილიდან აარჩიე რამე 

კაი დაწყნარდი smile.gif

Posted by: Vika 12 Feb 2004, 01:57
ALEXA
QUOTE
არააა, მტვერზე ცხოველებზე და მასეთ რამეებზე საერთოდ ალერგია არ მაქვს , პირიქით

არ ვიცი მაშინ smile.gif
მე ალერგია დამეწყო 1 წლის წინ. მანამდე არასოდეს მქონია, არც თბილისში, არც აქ.

Posted by: ALEXA 12 Feb 2004, 02:10
Vika
ოკ, ვიკ 2kiss.gif

Posted by: asiko 12 Feb 2004, 14:48
ALEXA
ვალერიანის წვეთები. ბრაიტონზე იღება. მე ბორჯომი გამომიყოლე და "გრეჩიხა". biggrin.gif
* * *
ალექსა, ვიცი რისი ბრალიცაა, მაგრამ აქ ვერ გამოგაცხადებ ხალხში. მოხვალ ფსიქოლოგიურ სეანსზე ბასიკოსთან და გეტყვი ყველაფერს. biggrin.gif
* * *
ჰო კიდე ბასეინია მისწრება. up.gif

Posted by: Doct0rIN 12 Feb 2004, 17:18
Vika
QUOTE
მე ალერგია დამეწყო 1 წლის წინ. მანამდე არასოდეს მქონია

ორსულად იყავი? smile.gif

Posted by: Vika 12 Feb 2004, 17:56
Doct0rIN
QUOTE
ორსულად იყავი?

Ой. ორსულობა ალერგიას იწვევს? არ ვიყავი biggrin.gif
А может я слон - год беременности? biggrin.gif

Posted by: tikusha 12 Feb 2004, 21:12
ALEXA
ჰაერის უკმარისობას განსაკუთრებით ზაფხულში ხომ არ გრძნობ??

Posted by: Mama_Basili 9 Oct 2008, 20:35
ბოლო ერთი კვირაა რაც მაწუხებს ჰაერის უკმარისობა, სუფთა ჰაერზე გასვლა და ღრმა სუნთქვები მშველის მარა თუ ერთი დამეწყო მერე ვსიო... საშინელებაა, თითქმის ყოველ წელს მაქვს ხოლმე და მერე გამდის თავისით რამოდენიმე დღეში, ექიმისთვის არ მიმიმართავს ჯერ.. თქვენ რამეს მირჩევდით? user.gif

Posted by: Nnino 11 Oct 2008, 13:42
Mama_Basili

ჩასუნთქვა გიჭირს? სპაზმია? ფილტვი უსტვენს? სეზონურად გემართება? სტრესის მერე ხომ არ ხარ დაკვირვებული? გულისცემა რამდენი გაქვს მაგ დროს?
რა ვიცი, ასე შორიდან რა გირჩიო..
გაზიანი სასმელები (მინერალური სჯობია) სცადე (სერიოზულად),ვალიდოლი, მწარე "დიროლი" და ეგეთი რაღაცაები...

Posted by: LEVANA-BRZENI 11 Oct 2008, 14:23
გულის იშემიური დაავადებისგან შეიძლება იყოს, არა?

დაღლას გრძნობ ხოლმე ადვილად?

ბევრი მიზეზი შეიძლება

Posted by: Mama_Basili 11 Oct 2008, 18:07
Nnino
QUOTE
ჩასუნთქვა გიჭირს?

ხო მასე ვარ, თითქოს ჰაერი ბოლომდე ვერ ჩადის ფილტვებამდეო, ამიტომ რარაც "მთქნარებასავით" ვიწყებ ღმად რომ ვისუნთქო, განსაკუთრებით მარშუტკაში რომ ვარ ხოლმე, ან ბევრს თუ ვივლი ფეხით მაშIნ (ანუ დაღლაზე)
QUOTE
ფილტვი უსტვენს?

არა ეგეთი არაფერი biggrin.gif
QUOTE
სეზონურად გემართება?

წელი არ გავა რომ არ მქონდეს user.gif
LEVANA-BRZENI
QUOTE
გულის იშემიური დაავადებისგან შეიძლება იყოს, არა?

yes.gif
ბავშვობაში რაღაცეები მაწუხებდა...
QUOTE
დაღლას გრძნობ ხოლმე ადვილად?

აჰა user.gif

Posted by: france 11 Oct 2008, 18:13
მეც დამემართა უკვე მეორედ წინა კვირას. ზუსტად მასე, მალე ვიღლებოდი და ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა მინდოდა მხოლოდ რო ნორმალურად მეგრძნო თავი. კარდიოგრამა გადავიღე, არაფერი არ მჭირს. უბრალოდ ექიმმა ვალერიანის აბები და კორსიზი გამომიწერა. რა ვიცი მიშევალა. თუ კიდე დაგემართა ეს დალიეო.
არადა საშინელებაა. გისურვებ კარგად ყოფნას.

Posted by: LEVANA-BRZENI 11 Oct 2008, 18:22
france
Mama_Basili
QUOTE
მეც დამემართა უკვე მეორედ წინა კვირას. ზუსტად მასე, მალე ვიღლებოდი და ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა მინდოდა მხოლოდ რო ნორმალურად მეგრძნო თავი. კარდიოგრამა გადავიღე, არაფერი არ მჭირს. უბრალოდ ექიმმა ვალერიანის აბები და კორსიზი გამომიწერა. რა ვიცი მიშევალა. თუ კიდე დაგემართა ეს დალიეო. არადა საშინელებაა. გისურვებ კარგად ყოფნას.

შეიძლება მარტო კარდიოგრამაზე არ გამოჩნდეს. უნდა შემოწმდეს სარქველები, სისხლძარღვების გამტარობაც

მოკლედ, ნორმალურ კლინიკაში ექოსკოპია გადაიღეთ, უნდა ქნათ

Posted by: ME 11 Jan 2009, 16:30
უჰ, მე მაქ უკვე ორი დღეა,
თითქოს საკმარისი ან ბოლომდე არ ჩადის ჰაერი, და ისეთ რაღაცას ვაკეთებ "დარდისგან რომ ამოისუნთქებ ღმრად"

დავიღალე უკვე, სუფთა ჰაერი ცოტა მშველის,

პულსი ნორმაზე მაღალი მაქ

ამის დედაც

Posted by: s1mpsOnA 19 Apr 2010, 13:19
მოკლედ ბოლო 2-3 თვეა მჭირს ასეთი რამ:
გულზე თითქოს რაღაც მაწვება ეგეთი შეგრზნება მაქვს და ჰაერს რო ვსუნთქავ თითქოს ეს ჰაერი არ მყოფნისო და ბევრს ვისუნთავ რა

ცუდად კი გიხსნით, მაგრამ იმედი მაქვს მიმიხვდებით.

ეს მუდმივი არ არის, მაგალითად შეიძლება 1 დღე ვიყო ესე მერე 3 დღე კარგად, შემდეგ 2 დღე ზედიზედ და ა.შ.

ზოგი მეუბნევა ასაკის ბრალიაო მაგრამ რავიცი სერიოზული არ იყოს რამე
ექიმთან არ ვყოფილვარ ამ საკითხზე ჯერჯერობით
19 წლის ვარ, სქესი ბიჭი smile.gif

თემა თუ შემეშალა ბოდიშს ვიხდი მოდერებთან


Posted by: Bashara 19 Apr 2010, 13:30
მეც ეგრე მჭირს და კიდევ ამ ფორუმზე ბევრს როგორც პოსტები ვნახე და ასაკით მე შენზე სამი წლით პატარა ვარ და ასაკზე დაბრალება პირველ რიგში ჩემზე შეიძლება შენ უკვე მომწიფებული იქნები არ დაიჯერო ეგეთები. მოკლედ რომ გითხრა ნევრული სისტემის დარღვევის ბრალია რომელიც უფრო ადრეულ გაზაფხულს ვლინდება . წადი ნევროფათოლოგთან და გაესინჯე დამამშვიდებლებს გამოგიწერს. მე პირადად 5აბი ვალერიანიც არ მყოფნის ძალიან ცუდად რო ვარ ხოლმე ეგ კი არა დალევის მეტი არაფერი არ მშველის ხოლმე . ისე თუ დაკვირვებული ხარ ნასვამი როდესაც ხარ შეუწუხებიხარ მაგას?

Posted by: s1mpsOnA 19 Apr 2010, 14:01
Bashara
არა ნასვამზე არ მახსენდება რომ ესე ვყოფილიყავი
აი გუშინ საღამოს დამეწყო ეს და დღეს დილიდანვე ესე ვარ
ვალერიანის ტაბლეტი ენის ქვეშ რო უნდა დაიდო მაგასაც ვიდებდი მაგრამ ოდნავ რაღაც თითქოს მომეშვებოდა მაგრამ მაინც მაწუხებდა, წვეთებიც დავლიე ერთხელ და არც იმან მიშველა

გვიან ვიძინებ ხოლმე და დილით კიდე ადრე ვდგები და შეიძლება ვითომ მაგიტომაც?

რაღაც გვითხარით user.gif

Posted by: gvelis_wiwila 19 Apr 2010, 21:04
s1mpsOnA

ნერვები, ნერვები, ნერვები yes.gif

Posted by: Bashara 19 Apr 2010, 21:11
არაფრის თქმა აღარ გვინდა ყველაფერი ამ მთავრობის ბრალია 'ნევროზია ნევროზიი'
ჰოდა წადი ექიმთან და თუ მაინდამაინც უროდი ექიმი შეგხვდა და რაგაც უაზრობები დაგიწყო და ფული გაყრევინა არ დაუჯერო ადექი და გამოიქეცი .

Posted by: RAULA 20 Apr 2010, 10:03
s1mpsOnA

სავარაუდოდ კომპის ბრალია , დიდიხანი კომპთან ჯდომა იწვევს ამდაგვარ რამეებს

Posted by: tkemali 20 Apr 2010, 23:43
s1mpsOnA


სიმფსოოოოოოოოოოონ, შენ ცუდად გრძნობ თავს და ეგ მე არ გამაგებინეეეეეეეეეეე???? ups.gif

ხვალვე ჩაჩავაში მივდივართ..... bis.gif

Posted by: aseaisea 21 Apr 2010, 11:35
ნერვები ბოლოსთვის დაიტოვეთ რა. არ შეიძლება ასე ეგრევე ნერვებზე დაბრალება ყველაფრის.
ბევრი რამის ბრალია სუნთქვის გაძნელება, წნევის, პულსის, ჰიპოთირეოზის, სისხლში ცვლილებების.
მასე სასმელს როცა სვამ აუცილებელი არაა ნერვული აშლილობა გქონდეს, ყველაფერს შველის biggrin.gif შეგრძნებების აღქმა ქვეითდება მაგ დროს და შეიძლება რაიმე გაწუხებს მაგრამ ან გკიდია ან ვერ გრძნობ

Posted by: s1mpsOnA 22 Apr 2010, 18:00
gvelis_wiwila
ვითომ?
ოჯახი მე არ მყავს სარჩენი და არაფერი და ნერვიულობით არაფერზე არ ვნერვიულობ, პატარ-პატარა რაღაცეები თუ არ გამოხტება ხოლმე, მაგალითად მალე გამოცდები მეწყება biggrin.gif

RAULA
დღეში 3-4 საათი ვზივარ კომპთან და დიდი დროა?

tkemali
მიშველე sad.gif

aseaisea
რო არ მკიდია ზუსტად მაგიტო გავხსენი თემა, ფორუმი რას გიშველისო კი მეტყვი ეხლა მაგრამ ვისაც ვკითხე "მცოდნეს" ასაკის ბრალიაო



მოკლედ ამ თემის დღის შემდეგ აღარ მქონია ესეთი რამე, თვალი არ მეცეს :გადაფურთხება: biggrin.gif

ისე მაინც რისი ბრალი შეიძლება იყოს არ დამიხუროთ ჯერ თემა

Posted by: gvelis_wiwila 22 Apr 2010, 21:25
QUOTE
ვითომ? ოჯახი მე არ მყავს სარჩენი და არაფერი და ნერვიულობით არაფერზე არ ვნერვიულობ, პატარ-პატარა რაღაცეები თუ არ გამოხტება ხოლმე


მეც ეგრე ვიყავი და დამემართა

Posted by: fiamifero 29 Sep 2010, 10:49
მე მჭირს 1 კვირაა sad.gif
ძილის დროს არ მაწუხებს და რომ ვდგები მერე 1 საათი ასე. მერე მეწყება. საღამოსკენ ცოტა ხნით გადამდის და მერე ისევ.
ვარჯიშის დროსაც მაქვს (ოღონდ განსაკუთრებულად არ მემატება ან რამე, როგორც დღის განმავლობაში ისე ვარჯიშის დროსაც).
მეტი არაფერი არ მაწუხებს. ამ კვირის მანძილზე გულის წნევა მქონდა ცოტა დაბალი 1-2-ჯერ.
და რა მჭირს???????????????????/
ექიმთან მისასვლელად არ მცალია ჯერ და ძალიან შემაწუხა, იქნებ რამე შველოდეს დროებით მაინც

Posted by: ANI_ 17 Apr 2012, 02:26
საშინელებაა...
ძალიან მიჭირს სუნთქვა, კერძოდ ამოსუნთქვა. გულისცემა ზოგჯერ გამოხატულად მიჩქარდება, ზოგჯერ ნორმალურად მაქვს. ასევე უკმარისობის დროს ვამთქნარება ( მგონი ვცდილობ ამ გზით შევუშვა ჰაერი). და ეს ყველაფერი მეწყება დღის მეორე ნახევარში, ძირითადად საღამოს sad.gif

მაინტერრსებს შეიძლება თუ არა ეს დაკავშირებული იყოს ფიზიკურ დატვირთვასთან იმ ადამიანისთვის ვისთვისაც ფიზიკური დატვირთვა უჩვეულოა?, უკმარისობა დამწყო დაახლოებით მას შემდეგ რაც დავიწყე აკვა აერობიკა. შეიძლება დავუკავშირო ეს ყოველივე ვარჯიშის დაწყებას?

Posted by: baksona1980 23 Apr 2012, 03:12
პულმონოლოგს მიაკითხე,ალერგიული სინჯები ჩაიტარე,სავარაუდოდ ნევროლოგის კონსულტაციაც დაგჭირდება, ეს უკვე მერამდენეა რომ ვისმენ ანალოგიურ ჩივილებს,აქ ალბად ვეგედოდისტონიური მოვლენებიც არის ჩართული wink.gif

Posted by: tasiko88 20 Nov 2012, 19:29
მემგონი მე გლანდების გამო მჭირს უცებ თითქოს უნდა გავიგუდო და მერე უცებ მივლის ხოლმე ხანდახან მიგრძელდება , მემგონი რომ გლანდების ბრალია ჩირქოვანი ქრონიკული გლანდები მაქვს ვერც ამოვიგდე მეშინია აშკარადsad.gif ეგეთი სერიოზული რაღაცეების მეშინია ისიც ვიცი რომ უყურადღებოდ არ უნდა დატოვო არათუარა საქართველოში ექიმები კი არა მკითხავები არიან ამიტომ მეზარება ხოლმე მისვლა უეჭველი ამასაც ვირუსულ სიმტომატიკაში გაუშვებენ biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)