#61214504 · 1 May 2024, 11:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გავივიჟე თავი და წიგნი წავიკითხე. ტვინი წაიღო ავტორმა გაუთავებელი დიალოგებით. განსაკუთრებით დიდგვაროვანი ქალბატონების ეტიკეტიანი ტარტარით. უბრალოდ აუცილებელი იყო ამ წიგნზე ფილმის გადაღება, რომ როგორმე გაეცხრილათ და მაყურებლამდე მიეტანათ მთავარი აზრი. ეს ის შემთხვევაა, როცა ეკრანიზაცია წიგნს ჯობია. გინდ პირველი და გინდ მეორე.
ტორანაგაა ამ ფილმის მთავარი გმირი. ჭკვიანი, ცბიერი, ადამიანების ბუნების საუკეთესოდ მცოდნე, რომელიც ხმალსაც იყენებს და თავებიც ბევრი გააგორა, მაგრამ მაინც ურჩევნია მართოს ისე, რომ ადამიანებმა ისე შეასრულონ მისი ნება, რომ ეგონოთ თითქოს საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ზედმეტი ამპარტავნების და თავმოყვარეობის გარეშე. შეუძლია შეურაცყოფა და დამცირებაც აიტანოს როცა ჭირდება და მოითმინოს სანამ შესაფერისი დრო დადგება
--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
|