Hermosa
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16528
წევრი No.: 206810
რეგისტრ.: 24-August 15
|
#55353312 · 10 Oct 2019, 21:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სკანდალური კულუარული ამბები – ბიძინა ივანიშვილმა ზურაბ ადეიშვილს დაურეკა?!
სკანდალური კულუარული ამბები – ბიძინა ივანიშვილმა ზურაბ ადეიშვილს დაურეკა?! – "ამ საუბრის რამდენიმე დეტალი ჩემთვის ცნობილი" "ვანო ჩხარტიშვილს ნათია თურნავასთვის უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყურებით ჰყავს დაჭერილი და რასაც უნდა აკეთებინებს... ამ საუბარს ექვსი-შვიდი კაცი ესწრებოდა"… „ალიასთან“ კონფიდენციალური წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილი ისეთ დღეშია, უკვე აღარავის ენდობა. მან მეტად სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ წყაროს ვენდობით, მაგრამ მის ნათქვამს ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად არ მივიჩნევთ. თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მის მონათხრობს უცვლელად გთავაზობთ: „შესაძლოა, ეს ვინმეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაურეკა უნგრეთში ზურაბ ადეიშვილს და შესთავაზა საქართველოში დაბრუნება. ივანიშვილი ყოფილ გენპროკურორს შეპირდა, რომ მის წინააღდეგ დაწყებულ ყველა გამოძიებას დახურავდა. ადეიშვილს, 2004 წელს, აკურის ღვინის ქარხნის კანონიერი მფლობელებისთვის წართმევის გამო, დაუსწრებლად 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ამავე საქმეში ვანო მერაბიშვილიც გარეულია და ამ საქმეზე იხდის კიდეც სასჯელს. ივანიშვილი შეპირდა ადეიშვილს, რომ ის ციხეში მხოლოდ 2 თვეს გაატარებდა და შემდეგ, მას პრეზიდენტი შეიწყალებდა. ივანიშვილს ადეიშვილისთვის დეტალურად უთქვამს, თუ რისთვის სჭირდება მისი საქართველოში დაბრუნება. ამ დეტალებიდან ჩემთვის ცნობილი ის გახდა, რომ მას ადეიშვილი სჭირდება პროკურატურისა და ფინანსური ნაკადის გასაკონტროლებლად. ადეიშვილი თუ დაყაბულდა ამ წინადადებას, პროკურატურის გარდა, ის, ასევე, იქნება არაფორმალური მმართველი ფინანსთა სამინისტროსი, რომელსაც, ასევე, ჰყავს კიდევ ერთი ძალოვანი სტრუქტურა, ფინანსური პოლიცია. შესაბამისად, ადეიშვილის ხელში იქნება საგადასახადო და საბაჟო სამსახურები. ამ ყველაფერს აქამდე უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებდნენ, მამაცაშვილის დავალებებს ფარცხალაძე ასრულებდა. ივანიშვილი ორივე მათგანით უკმაყოფილოა. ცნობილია, რომ ოთარ ფარცხალაძე გარეულია იმ 800 მილიონი ლარის სკანდალში, რომელიც რამდენიმე იმპორტიორმა კომპანიამ დღგ–ს გადასახადის სახით ვითომ შეიტანა ბიუჯეტში, რეალურად კი დოკუმენტაცია იყო გაყალბებული. ვითომ გადაიხადეს გადასახადი, მაგრამ ფული არ იყო ბიუჯეტში შეტანილი. ამას შევარდნაძის დროს აკეთებდნენ, სააკაშვილს ამას ვერავინ გაუბედავდა. მისი თანხმობით, კი, ბატონო, ყველაფერი ნებადართული იყო, ხალხის დახოცვაც კი, მაგრამ მასთან შეთანხმების გარეშე, ამას გულშიც არ გაივლებდა ის ხალხი, ვისაც ამ ფინანსური ნაკადის კონტროლი ევლებოდა - დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვები. დღგ–ს გადასახადის დამალვა, არ გადახდა და დოკუმენტების გაყალბება, ეს არ არის უბრალო დანაშაული, მრავალწლიან ციხეს ითვალისწინებს და რამდენიმე კაცი დაჭერილია. ამბობენ, რომ ოთარ ფარცხალაძე, შესაძლოა, გაიმეტოს ბიძინა ივანიშვილმა და ჩასვას ციხეში, რადგან მისი ინფორმაციით, ამ სქემის უკან, ფარცხალაძე იდგა და ბიუჯეტისთვის „მოტეხილი“ ფულიდან, ბიზნესმენები მას აძლევდნენ წილს. გარდა ამისა, ამ კომპანიებს შორის ფარცხალაძის მეგობრების კომპანიებიც არის, რომელთა რეალური მფლობელიც ფარცხალაძეა, თავად არ ჩანს, მისი მეგობრები მართავენ და მათ გარკვეულ გასამრჯელოს უხდის. ამჟამად, როგორც ვიცი, მიდის დაკავებულების „დამუშავება“, რომ მათ სიმართლე ილაპარაკონ და დადონ მტკიცებულებები, რომ სქემის სათავეში ფარცხალაძე იდგა და ფულს ის იღებდა. ივანიშვილს რომ არ სურდეს ფარცხალაძის დაჭერა, მაშინ არც პროკურატურა მოინდომებდა მასზე მტკიცებულებების მოგროვებას. იყო დრო, ფარცხალაძეს მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე დაკითხვაზე ვერ იბარებდა შიშით, ვერც უწყებას უგზავნიდა სახლში, რადგან დიდი გავლენა ჰქონდა და იძულებული გახდა, იუსტიციის მინისტრისთვის, თეა წულუკიანისთვის ეთხოვა, დაერეკა ფარცხალაძისთვის და ეთქვა, რომ დაკითხვაზე მისულიყო. წულუკიანმა ეს თხოვნა შეუსრულა თადუმაძეს და ამის შემდეგ მივიდა ფარცხალაძე პროკურატურაში დაკითხვაზე. ახლა კი, რადგან მთავარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ერთობლივად ფარცალაძეზე მასალებს აგროვებენ, ეს გავლენა, აშკარაა, აღარ გააჩნია ფარცხალაძეს და მისი დაჭერის სანქციაც, რამდენადაც ივანიშვილის გარემოცვაში ამბობენ, თავად ივანიშვილმა გასცა. ოთარ ფარცხალაძე, შესაძლოა, საქართველოდან გაიქცეს, თუ არადა, დაიჭერენ. ამის გარდა, ამბობენ, რომ ფარცხალაძემ ფული „მოუტეხა“ უჩა მამაცაშვილსა და ბიძინას ძმას, ადიკო ივანიშვილს. მათ საერთო ბიზნესები აქვთ და ბიზნესიდან შემოსულ, მოგებულ თანხაზეა საუბარი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი ფარცხალაძეს არ დაიჭერს, რადგან ნათესავია, მისი შვილი ბერა, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიააო. ვინც ასე ფიქრობს მათ შევახსენებ, რომ ივანიშვილმა საკუთარი ქვისლი დააჭერინა და ასევე, ბიძაშვილი, რომელიც „ქართუ ბანკის“ მმართველი იყო. ადეიშვილი უფრო პატიოსანი და სიტყვის კაცი რომ აღმოჩნდა ივანიშვილის თვალში, ვიდრე ფარცხალაძე, ეს მისი ტრაგედიაა. უბედურებაა ისიც, რომ იქამდე მივიდა საქმე, რომ ბიზნესმენებს ბიუჯეტში გადასახადები არ შეაქვთ და ამის სათავეში, სავარაუდოდ, ყოფილი მთავარი პროკურორი დგას, რაც შეეხება ადეიშვილისა და ივანიშვილის საუბარს, ადეიშვილს უარი უთქვამს, მე მიშას ვერ ვუღალატებ და მით უმეტეს, მის მტერს ვერ ვემსახურებიო. ეს თემა ამ საუბრით დაიხურა, მაგრამ ივანიშვილი ეძებს კაცს, რომელსაც ენდობა, რომელსაც საქმე ეცოდინება და ჩაანაცვლებს ფარცხალაძეს. რაც შეეხება იმ 800 მილიონის ამბავს. ამბობენ, რომ ფინანსთა მინისტრის ერთ–ერთმა მოადგილემ, რომლის ვინაობაც არ ვიცი, უჩა მამაცაშვილს უთხრა ამ „მოტეხილი“ ფულის, სქემის და სხვა ყველაფერის შესახებ. მამაცაშვილმა გამოარკვია თავისი არხებით და ფარცხალაძეს მიადგა. ამის შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილს უთხრა ყველაფერი, რაც ამ საქმისა იცოდა. მოკლედ, მამაცაშვილმა გაიყვანა ფარცხალაძის კვალზე ივანიშვილი და შემდეგ, უკვე პროკურატურა ჩაუსვა მას კვალში. სავარაუდოდ, ამას ფარცხალაძესთან შეხვედრისა და საუბრის გარეშე, მამაცაშვილი არ გააკეთებდა, ნაწყენი რომ არ იყოს მასზე. შესაბამისად, ვასკვნი, სიმართლეს შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ ფარცხალაძემ ფული მოუტეხა მამაცაშვილს. აქვე ვიტყვი, რომ ზურაბ ადეიშვილს ივანიშვილი სთავაზობდა სოლიდურ თანხას, თუ მის წინადადებას დათანხმდებოდა. წლიურად რამდენიმე მილიონ დოლარზე იყო ლაპარაკი. და ასევე, ადეიშვილს კარტ–ბლანში ექნებოდა საქართველოში ნებისმიერი სახის მსხვილ ბიზნესში. საბანკო, ფარმაცევტული, ნავთობპროდუქტების, სიგარეტის, სამშენებლო და სხვა ბიზნესებში, ივანიშვილი სხვებს შეავიწროებდა და ადეიშვილის საჭირო და საკმარის ადგილს გამოუთავისუფლებდა ბაზარზე. მითხრეს, რომ ამ საუბრის ჩანაწერი, ზურაბ ადეიშვილს შენახული აქვს და იქ ძალიან ბევრ სკანდალურ დეტალზეა საუბარი. თუ დასჭირდა, ზურაბ ადეიშვილი ამ საუბარს, ეჭვი არავის შეეპაროს, გაასაჯაროებს და ეს დიდი დარტყმა იქნება ივანიშვილისთვის. კაცმა ისე როგორ უნდა გაიხადო საქმე, ისე როგორ უნდა დაიმცირო თავი, რომ შენი პოლიტიკური მტრის, „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთი დასაყრდენის, ადეიშვილის სახვეწრად გაგიხდეს საქმე, ჩამოდი და საქმეები დამილაგეო. თან არ დაგავიწყდეთ, მსჯავრდებულ ადეიშვილზეა საუბარი. ივანიშვილს, ერთის მხრივ, ვინც საქმის გამკეთებელი კაცი იყო, თეთრი თუ შავი საქმისა, ყველამ უღალატა უჩა მამაცაშვილის გარდა და ეს სათვალავში არ არის ჩასაგდები, ისინი დეიდაშვილები არიან და ასეც უნდა იყოს. მეორეს მხრივ, მას ჰყავს გარემოცვაში ერთგული ხალხი, მაგრამ ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან. მათ ვერ ანდობს დიდ ფულს, რადგან თავად არ მოიპარავენ, მაგრამ საქმე არ იციან, სხვა მოპარავს მათ, გადასახადებს დაუმალავენ და ათასგვარ მაქინაციით მილიონებს „მოუტეხავენ“. ორ ბატს ვერ ჩააბარებ, ზოგი ისეთი ჰყავს გარემოცვაში. ეს ზედმიწევნით კარგად იცის ივანიშვილმა, გარემოცვის ყველა წევრის შესაძლებლობები შესწავლილი აქვს და მათი იმედი არ აქვს“ ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო ყოფილა ვანო ჩხარტიშვილით და შესაძლოა, მასთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტოს. წყარო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის ჩხარტიშვილისა და მისი მეგობრის, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას საუბრის შინაარსი, სადაც ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკურ საკითხებში თითქმის სრულიად მასზეა მინდობილი და მას თავის ნებაზე ატრიალებს, რასაც უნდა, იმას აკეთებინებს და ის რომ არ ყოფილიყო, ვერც ანაკლიის პორტის პროექტი გაჩერდებოდა.
„ვანო ჩხარტიშვილმა ბევრი უკეთურება დამართა ბიძინა ივანიშვილს და ცხადია, ეს უპირველესად ის გახლავთ, რომ მან დაარწმუნა ივანიშვილი, რომ ფოთის პორტის რეკონსტრუქცია განეხორციელებინა, მისი სიღრმე გაედიდებინა, ღრმაწყლოვან პორტად ექცია და ანაკლიის პორტის ალტერნატივა იქნებოდა. ცხადია, ანაკლიის პორტის აშენება–არ აშენება მარტო ვანო ჩხარტიშვილის ნებაზე არ ჰკიდია, არც მხოლოდ მის რჩევებს ითვალისწინებს ამ საკითხში ივანიშვილი. ჩემი აზრით, ჩხარტიშვილი რუსეთის დაკვეთას ასრულებდა და ეს ბოლომდე და ეფექტურად გააკეთა. თუმცა, აქ სხვა მომენტია, რის გამოც ივანიშვილი ჩხარტიშვილზე ძალიან გაბრაზებული ყოფილა. ანაკლიის პროექტზე დიდი დარტყმა იყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღდეგ სისხლის სამართლის აღძვრა ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით, ხაზარაძე ანაკლიის კონსორციუმის მმართველთა საბჭოს წევრი იყო, ჯაფარიძე კი –მოადგილე. ამან, ცხადია, პოტენციური ინვესტორები დააფრთხო, ფულის გამთეთრებლებთან საქმის დაჭერას ყველა ერიდება და იმიტომაც დატოვეს პოსტები ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კონსორციუმში. არ ვამბობ, რომ ისინი ანგელოზები არიან, მაგრამ ეს რომ ანაკლიის პროექტის გადასარჩენად გააკეთეს, ამაში დარწმუნებული და ეს დასაფასებელი საქციელია. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში საუბრობენ, რომ მას ვანო ჩხარტიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია 2008 წელს, „თი–ბი–სი“ ბანკში განხორციელებული 17 მილიონიანი ტრანზაქციის შესახებ, რომელშიც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ფიგურირებენ და დღეს ამ ტრანზაქციას ეძახიან ფულის გათეთრებას და პროკურატურამ ბრალი სამივეს ამის გამო წაუყენა. მაშინ ჩხარტიშვილი პარლამენტის დეპუტატად იყო, არ ვიცი, საიდან ფლობდა ამ ინფორმაციას, მაგრამ ჩხარტიშვილი ყოფილი ბანკირია, მისი ყოფილი თანამშრომლები, „თი–ბი–სი“–ში მენეჯერები არიან და შესაძლოა, მათ მიიტანეს ეს ინფორმაცია ჩხარტიშვილამდე. საგადასახადო სამსახური ტყუილად იყო შესული „თი–ბი–სი“ ბანკში, ვითომ რაღაცას ეძებდნენ. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ივანიშვილს ჩხარტიშვილი, როგორც ინფორმაციის წყაროს, გადაეფარა, მამუკა ხაზარაძე არ მიმხვდარიყო, რომ 2008 წლის, ამ მართლაც საეჭვო ტრანზაქციის შესახებ ივანიშვილს ჩხარტიშვილმა უთხრა. იმიტომ ამოიღეს ბანკიდან ბოლო 10 წლის დოკუმენტაცია ბანკიდან. რეალურად, წინასწარ იცოდა, რას „ეძებდა“ ბანკში ივანიშვილი. კი, ის ტრანზაქცია უკანონო იყო, მაგრამ არა ფულის გათეთრება და რაც ივანიშვილისთვის ყველაზე ცუდია, ეს ძალიან კარად იციან „თი–ბი–სი“ ბანკის აქციონერებმა. ამ ბანკის აქციონერები კი მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები და კომპანიები არიან.
ივანიშვილი უკმაყოფილოა, რომ მათი დამფუძნებლები, ათეულობით მილიარდერი გადაიკიდა და მათ თვალში, ის მამუკა ხაზარაძის უკანონო დევნის განმახორციელებელია, იმ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს იმჟამად მოქმედი თავმჯდომარისა. ცხადია, ამით საერთაშორისო ბიზნეს–წრეებში ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია დაეცა და არა მამუკა ხაზარაძისა. ის რომ დამნაშავე ყოფილიყო, სამეთვალყურეო საბჭო გადააყენებდა თავმჯდომარის პოსტიდან. მერე კი უკან არ დააბრუნებდა. ეს პოსტი ხაზარაძემ ორჯერ საკუთარი ნებით დატოვა. ბიძინა ივანიშვილს ვანო ჩხარტიშვილისთვის უთქვამს, რომ მამუკა ხაზარაძეზე განხორციელებული შეტევა შეცდომა იყო, ამით მან გადაიკიდა თავისი ბიზნეს–პარტნიორების მეგობრები, პარტნიორები, რომლებიც მას ახლოს აღარ გაიკარებენ და მისი რომელიმე კონკრეტულ ბიზნესს, თუ შანსი მიეცათ, სიამოვნებით გაანადგურებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო ბიზნესში მტრები მოიმრავლა და მისი ბიზნესის რისკები გაიზარდა. ივანიშვილს უსაყვედურია ჩხარტიშვილისთვის, რომ მისთვის არ უნდა დაეჯერებინა და იმ ტრანზაქციის საფუძველზე არ უნდა დაეწყო მისი სამართლებრივი დევნა. დიდწილად ამ ყველაფერს ივანიშვილი ჩხარტიშვილს აბრალებს. ეს პირადად უთხრა და მათ შორის საკმაოდ მწვავე ლაპარაკიც ყოფილა. ივანიშვილისთვის ცნობილი გამხდარა, ვანო ჩხარტიშვილის მეგობრების ერთ–ერთ რესტორანში ყოფნისა და საუბრების შინაარსი. ამბობენ, რომ მათ შორის ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაც იყო, სულ დაახლოებით, 6–7 კაცი. ვანო ჩხარტიშვილს უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყურებით ჰყავს დაჭერილი და თუ მოინდომა, ყველაფერს გააკეთებინებს. ის ტრაბახობს თურმე, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში დიდი წვლილი მიუძღვის და ეკონომიკურ საკითხებში, ივანიშვილს რასაც ეუბნება, ერთი ერთში ასრულებს. ჩხარტიშვილი და თურნავა შინაურ წრეში „ხიხოს“, „ჭორვილიჩს“ „სოფლელს“, „გლეხს“ „მდაბიოს“ ეძახდნენ ივანიშვილს. ვანო ჩხარტიშვილს ბიძინა ივანიშვილზე უთქვამს, ასეთმა დებილმა ამხელა ფული როგორ იშოვნა, ნეტავ ეს გამაგებინაო. არც ნათია თურნავა ჩამორჩენილა ჩხარტიშვილს ივანიშვილის ლანძღვაში და რაც პირადად ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივია, ნათია თურნავა დღემდე მიხეილ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ მისტირის და ეს იმ რესტორანშიც არაერთხელ დაუფიქსირებია“ ლევან ჯავახიშვილი ალია №36
მოდერ ბიძინას კარის თამაშები უნდა იყოს სათაურში ჩაასწორე გეთაყვა
This post has been edited by Hermosa on 10 Oct 2019, 21:08
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|