Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > <---- :::::::: განყოფილების წესები! :::::::: ---->


Posted by: Gode 30 Apr 2006, 14:06
ყურადღება ყურადღება!
ორი თემა, რომელიც ამ განყოფილების ზოგად წესებს განსაზღვრავს ერთიანდება და იქნება აი აქ! რათქმაუნდა ძველი თემების ავტორების უფლებები დაცულია! war.gif

აჩრდილი-ს 26 Sep 2004, 22:32-ის განკარგულება:
ბრმები: ვისაც არ უნდა თვალები გაახილოს და გაარჩიოს პროგრამირების განყოფილება პროგრამებისაგან.
ყრუები: ვინც გაფრხილების და მითითებისადმი ყრუ რჩება და აგრძელებს ფეხებზემკიდიაობას.

გაახილეთ თვალები და გახსენით თემები შესაფერის განყოფილებაში! განსაკუთრებით მიუხვედრელთათვის განვმარტავ: თემები, რომლებიც პროგრამებს ეკუთვნის, უნდა გაიხსნას პროგრამებშიი, ხოლო თემები რომლებიც პროგრამირებას ეკუთვნის - უნდა გაიხსნას პროგრამირებაშიი.

ვინც მომავალში ჯიუტად გააგრძელებს ლიჟბიდავპოსტო-სადიქნებასულმკიდიაისტობას, ნუ გაუკვირდება თუ მისი თემა უბრალოდ წაიშლება ყველა გამოხმაურებიანად და თავიდან მოუწევს გახსნა უკვე შესაფერის განყოფილებაში! წაშლა ბევრად სწრაფად ხდება ვიდრე გადატანა ჩემთვის და სერვერის დატვირთვისთვისაც ასე უფრო ადვილი იქნება.

მესმის შემთხვევით გახსნა არასწორ განყოფილებაში თემა. ასეთებიც ხდება მაგრამ თუ ასეთი თემის ავტორი თვითონვე მიხვდება ამას და მთხოვს გადავიტანო, კი ბატონო. ფეხებზე დაკიდებას აღარ ვიყოთ!

ვიცი ჩემი ტონი ნამეტანი უხეშია მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ბრმა-ყრუების საზოგადოებას, რომლებთანაც თხოვნითმა და რბილმა მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო.

P.S. თემის სათაურში უნდა ჩანდეს რას ეხება თემა!!

HUB-ის 17 May 2005, 15:37-ს განკარგულება:

ბოლო დროს ფორუმზე ელემეტარული დონის შეკითხვების მომრავლების გამო, პროგრამირებაში იხსნება ქვეგანყოფილება Hello World.
ხშირად დასმადი შეკითხვებც (ანუ FAQ) და ”ყველა წიგნში რომ წერია პასუხები” – ასეთი შეკითხვებიც (ანუ RTFM) დღეიდან აქ იქნება განთავსებული.

აგრეთვე დიდი თხოვნა დამწყები პროგრამისტებისადმი:
იმ შემთხვევაში თუ წიგნების კითხვა ძალიან გიტყდებათ მაგრამ ამოცანის გადაჭრა მაინც გსურთ, გაფრთხილებების თავიდან ასაცილებლად ”როგორ გავაკეთო A+B=C და ეკრანზე გამოვიტანო”-ს ტიპის შეკითხვები განათავსეთ http://forum.ge/?showforum=60 .

P.S. თუკი შეკითხვაზე პასუხი იმწამსვე ვერ მიიღეთ, ნუ გაიგიჟებთ თავს და ნუ ააქაფებთ ფორუმს ”რა იყო? რატომ არავინ მპასუხობს? არავინ ხართ აზზე? მიპასუხეთ დროზე!” მოთხოვნებით.
შესაძლოა შეკითხვა არასწორად არის ფორმულირებული, თანაც თქვენს თანაფორუმელებს ყოველთვის არა აქვთ უამრავი თავისუფალი დრო.
იქონიეთ მოთმინება და პატივი ეცით ფორუმს.


ესე ჯობია, ერთად იყვნენ smile.gif ორი დიდი მოდერის დიდი განკარგულებები gigi.gif

შესწორება ა)
იკრძალება თემების გახსნა პანიკი მომგვრელი სათაურებით, მაგალითად:
"მიშველეეეთ, დამეხმარეთ sad.gif" ან "heeeeeeeeeeeelp" და მისთანები. მსგავსი თემები სავარაუდოდ იქნება დახურული ან საერთოდაც წაიშლება.

შესწორება ბ)
კოდის დაპოსტვისას უნდა იქნას გამოყნებული code bb ტაგი ზოგადად კოდისთვის. html ისთვისა და SQL ისთვის არსებობს განსაკუთრებული კოდები (იხ. სურათი)
მაგალითად:
ანუ კოდიუს მონაკვეთი უნდ ამთავრდებოდეს [/code]
თი და უნდა იყებოდეს [code.] ამ შემთხვევაში კოდი ადვილი წასაკითხია.
მაგალითად :
CODE

puts 'I am happy';

user posted image



დავამატებ ორიოდ სიტყვას მეც:

1. თუ რამე წიგნს ეძებთ, გამოიყენეთ აი ეს თემა:
http://forum.ge/?f=48&showtopic=33627992

2. ვებ-სევრვერის (Apache/PHP და მამენტ MySQL-იც smile.gif ) ინსტალაცია აი ამ თემაში: http://forum.ge/?f=60&showtopic=33615233 :: http://forum.ge/?act=ST&f=88&t=33615233&view=getnewpost

3. შედარებით მარტივი კითხვები PHP-ში და MySQL-ში დასვით აი ამ მიპინულ თემაში: http://forum.ge/?f=60&showtopic=33609755&st=0

4. თუ სისულელეების წერა და გაოფტოპიკება გინდათ, მაგისთვისაცაა თემა: http://forum.ge/?f=48&showtopic=33649281

5. და ბოლოს, გამოიყენეთ ძიების ფუნქცია, რომელიც ძალიან კარგი რამეა: http://forum.ge/?act=Search&f=48

6. ასევ არსეობს რამოდენიმე საინტერესო თემა რომლებიც თავმოყრილია აი აქ:
http://forum.ge/?f=48&showtopic=33751838

7. იკრძალება ვირუსების, ჰაკერული პროგრამების/ტუტორიალების (კეილოგერების, პაროლის გატეხვის ინსტრუქციების) და ა.შ. მოთხოვნა და ლინკების დადება!
აკრძალულია ზემოთჩამოთვლილის როგორც მოთხოვნა, ასევე თემაში გამოხმაურება/დახმარება!

მოკლედ დაიცავით წესები, და ვიცხოვროთ ბედნიერად თუ არა და გაბედნიერდებით ვორნით!!! wink.gif]

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)