სნუკერის ისტორიაში სულ თითზე ჩამოსათვლელია იმ მოთამაშეთა რიცხვი,
რომლებიც ქოლერიკთა ფსიქოტიპს განეკუთვნებიან. უაიტი, ჰიგინსი (ალექსი), სალივანი,
ეგეთია მაგუაირი, მაიკლ უაიტი...
როგორც წესი, ისინი თამაშის მაღალ დონეს აღწევენ, მაგრამ დიდ წარმატებებს - შედარებით იშვიათად.
რონი კი სწორედ იმიტომ უყვარს მაყურებელს, რომ იგი, თავისი თვითნაბადი ნიჭის წყალობით, გამონაკლისია.
თავისი მოუთმენელი ბუნებით, ფეთქებადი ხასიათით სასწაულებს ახდენდა და იქ, სადაც წასაგები იყო,
შანსს არ უტოვებდა მეტოქეებს. ამ მხრივ, მისი სასნუკერო კარიერა პარადოქსული უფრო იყო, ვიდრე
ლოგიკური, რადგან ამ თამაშს სიმშვიდე და ცივი გონება უფრო სჭირდება, ვიდრე „რონისებრთა“ ხასიათი.
ასეთი მოთამაშეები, ასაკის მატებასთან ერთად, მარათონულ ტურნირებს ვეღარ უძლებენ.
6-7 ფრეიმის შემდეგ რამსები ერევათ და, თუკი ერთი დარტყმა გაუცუდდათ, მთლიან მატჩს აგებენ.
სწორედ ამას ეძახიან ხოლმე სპეციალისტები ხასიათის მოთამაშეს...
რონისაც ეგრე ემართება მსოფლიოზე ამ ბოლო დროს.
არადა, მართლაც საუკუნის მოთამაშეა!
მსოფლიო ჩემპიონი შეიძლება გახდეს სელბი ან ბინემი(!), მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუკი რონის ხასიათში ჩაესვრება...
თუმცა სხვა დანარჩენ სნუკერისტებთან შედარებით, რონი გალაქტიკის ჩემპიონობას იმსახურებს.
ობიექტურად ვამბობ
ასე რომ, არ გამიკვირდება, თუ ისევ წააგებს და გამოვარდება...